შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (3)


11-08-2016, 00:51
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 322

დილიდან რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე გამეღვიძა, თვალები, რომ გავახილე სანდრო ჩემ გვერდზე აღარ იწვა, თუმცა საშინელი "ყროყინის" ხმა გამოდიოდა აბაზანიდან...
ცოტა კიდევ რომ გამოვფხიზლდი უკეთ გავაცნობიერე ვინ მღეროდა ესე გადასარევათ და ისტერიული სიცილი ამიტყდა...
-ნუ დამცინი ეე..
მაშინვე თავი გამოყო აბაზანიდან და ვითომ გაბრაზებული სახით გამომხედა..
-კარგი ბოდიში..
ძლივს მოვითქვი სული და ნელა წამოვდექი.. იგვე მიგდებული ხალათი შემოვიცვი და კურტუმოს ნელი ქნევით გავედი აივანზე..
მხოლოდ ეხლა დავაკვირდი რა მაგარი ხედი იყო.. გარშემო სულ ხეები და შორს მოჩანდა თბილისი, რომელიც საშინელი სცხიდან გამომდინარე ხალხისგან დაცლილი იყო..
გასაკვრი არცაა, უკვე აგვისტოა ხალხი კი მთაში და ზღვაზე მიდის დასასვენებლად...
-სანდრო!
უცებ დავიძახე და ეზოსი გამოჩენილ მაღალ სილუეტს თვალი გავაყოლე..
-რა იყო?
თავის მშრალებით გამოვიდა და ჩემ გვერდზე დადგა..
-ეს ვინარი?
თვალით სილუეტისკენ ვანიშნე და ინტერესით ავხედე..
-ლაშა?! ამას აქ რა უნდა? - სასიამოვნდო გაოცებულმა გამომხედა და უცებ გადაიცვა ტანსაცმელი... - გაემზადე და ჩამოდი..
გახარებულმა უცებ მომაძახა და კარები გაიხურა..
დაბნეულმა რა გაეწყობას ნიშნად მხრები ავიჩეჩე და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად...
უცებ გავემზადე და ქვემოთ ჩავედი..
მისაღებში ისხდნენ ბიჭები და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. მორიდებით შევედი და სანდროს გვერდზე დავიკავე ადგილი...
არა, აშკარად რაღაც მჭირს რა, ესეთი მორიდებული როდის მერე ვარ..
კი გამიგია ქორწინება სრულიად გცვლისო, მაგრამ ესე ორ დღეში თუ შემცვლიდა ნამდვილად არ მეგონა...
-გაიცანი, ეს არის ჩემი მამიდაშვილი ლაშა, ეს კი ჩემი ცოლი მიაა..
ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე..
-სანდრო.. - მინდოდა მეკითხა სად არიან შენი მშობლები თქო, მაგრამ ვერ მივხვდი როგორ უნდა მიმემართა, სად არიან ცოტა უხეში ნათქვამი გამოდიოდა ამიტომ ისევ დეიდა და ბიძას დაძახება ვარჩიე.. - ნატო დეიდა სადაა?
ცოტა უხერხულობა ჩამოვარდა, თუმცა ლაშას სიცილმა ყველაფერი გადაწონა..
-ამან დეიდა ბიცოლაჩემს დაუძახა?
როგორც კი სული მოითქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა და სიცილისგან ატკივებულ მუცელზე ხელი მიიდო..
-საღამომდე არ იქნებიან რა იყო?
ყურადღება არ მიაქცია ლაშას სიცილის და ინეტრესით გადმომხედა...
-ვიფიქრე გოგოებს დავურეკავ თქო, შენ ბიჭებს, მითუმეტეს ლაშაც აქაა და ჩვენთან ამოვიდნენ თან რაღაცეებს გავაკეთებ..
-რა პრობლემაა დაურეკე ამოვიდნენ, მერე ჩემი ტელეფონი აიღე ოტახშია და ბიჭებსაც გადაურეკე..
თანხმობის ნიშნად თავი და ვუქნიე, ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და სირბილით გავიქეცი ოთახისკენ..
ვგრძნობდი მის დაბნეულ მზერას და გულში მეცინებოდა...
-ქეთოო მიდი ნატალის გადაურეკე და ჩემთან მოდით, ბიჭებიც იქნებიან, მისამართს მოგწერ..
არაფრის თქმა არ დავაცადე ისე მივახალე..
-თაზო იქნება?
არც კაი, არც დიდი სიამოვნებით მოვალ ან რამე მსგასვი, ერთადერთი რაც გაიგო ბიჭები იყო და შესაბამისი კითხვაც დასვა..
-კი იქნება..
მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ გავბრაზი მის ესეთ საქციელზე, უცებ გადამავიწყდა და ღიმილით ვუპასუხე..
-კარგი მოვალ მისამართი და დრო მომწერე, გკოცნი..
სასწრაფოდ გამითიშა ტელეფონი და უკვე მივხვდი, რომ მთელი ტანით კარადაში იყო შემძვრალი...
აი მერე კი სანდროს ტელეფონის ძებნა დავიწყე..
ღმერთო სად ჯანდაბაში უგდია..
დიდება ღმერთს, როგორც იქნა ვიპოვე ლოგინის ქვეშ შეგდებული..
ბლოკი..
უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და ქვემოთ ჩავედი..
-აუუ სანდრო კოდი ადევს..
უკამყოფილოდ სახით გავხედე და ტელეფონი ხელში მივაჩეჩე..
უცებ მოხსა ბლოკი და თვითონვე გადარეკა ბიჭებთან..
-აუ ორონდ იოანეს მისი ცოლი და ზუკამ საცოლე წამოიყვანოს რა..
ბუს თვალებით გავხედე, რამაც მისი სიცილი გამოიწვია და ამ ბავშვური საქციელის გამო დამცინა...
-პატარა ბავშვი მომიყვანია ცოლად..
სიცილს აგრძელებდა და ნერვებს მიშლიდა..
-სიცილს გირჩევნია დარეკო..
უცებ გააჩუმა ლაშამ და დაი*იდეს ნიშნად თვალი ჩამიკრა, ოდნავ გავუღიმე და სმაზარეულოში გავედი..
მაცივარი გამოვაღე და საჭირო მასალა გამოვიღე..
ერთ საათში ყველაფერი მზად მქონდა, თუმცა კიდევ რაღაც მაკლდა..
ჩემი ტორტი..
უცებ დამარტყა თავში და მაშინვე მოვძებნე საჭირო მასალა მაცივარში..
-ჯანდაბა შოკოლადი არ მაქვს..
ჩემთვის ამოვილაპარაკე და ყველაფერი მაგიდაზე დავაწყე...
უცებ ავიღე საფულე და მაღაზიაში ჩასასვლელად მოვემზადე..
-სად მიდხარ?
კარებში გამაშეშა სანდროს ხმამ და მაშინვე მისკენ მივტრიალდი..
-მაღაზიაში შოკოლადი მჭირდება...
უცებ ვუპასუხე და გასვლა დავაპირე..
-დამცადე მეც მოვდივარ..
წამებში გაჩნდა ჩემ გვერდით და ხელი გადამხვია...
-ლაშა არ შემიჭამო საჭმელი..
როგორც კი სამზარეულოსკენ წასული დავიგულე უცებ დავიძახე და მის "რას მაკადრებ" სახეზე გამეცინა...
ხელი-ხელ გადახვეულები გამოვედით გარეთ და თან ლაშას სახეზზე გვეცინებოდა...
მალევე ორივე გავჩუმდით და ჩვენ-ჩვენ ფიქრებში გადავეშვით..
სანდრო რას ფიქრობდა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ფიქრები ამ ურთიერთობაზე იყო..
მეთვითონ მიკვირს რატომ ვექცევით ესე თბილად ერთმანეთს, თუმცა მსიამოვნესბ..
რა თქმა უნდა, რომელ ქალს არ სიამოვნებს მამაკაცის ყურადღება, მითუმეტეს როცა ესეთი მამაკაცი გეხუტება და გკოცნის.. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ დროებითია არა?! სწორედ ეს მაშინებს..
ისე გავა ეს ექვსი თვე, რომ სანდროსთვის ეს ურთიერთობა არაფერი არ იქნება..
ჩემთვის კი..
ჩემთვის ეს ურთიერთობა დიდი სასწაული იქნება..
ოდანავ აცრემლიანებული თვალებით ავხედე სანდროს და გამეღიმა..
-რა იყო?
როგორც კი დაჟინებული მზერა იგრძნო მაშინვე გამომხედა და საფირმო ღიმილით გამიღიმა..
-არა არაფერი..
ცოტახნიანი ყოყმანის მერე ვუპასუხე და სასწრაფოდ მოვაშორე მზერა..
-კარგი რა მია, მითხარი...
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევდი და სასტიკად წინააღმდეგი ვიყავი ჩემი ფიქრები მისთვის მეთქვა..
ბოლოს, რომ აღარ მომეშვა იძულებული გავხდი მეთქვა..
-რატომ მექცევი ესე თბილად? - როგორც კი მისი გაკვირვებული მზერა დავიჭირე უცებ განვუმარტე რა ვიგულისხმე - ანუ იმას კი არ ვამბობ არ მსიამოვნებს თქო, პირიქით.. ნამდვილად არ ხარ პირველი მამაკაცი, რომელთანაც ესეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, ოღონდ ქორწილის გარეშე.. ანუ დავმთვრალვარ კლუბში ვინმე ბიჭი გამიცნია და გამიტარებია მასთან ღამე, მაგრამ დილით ყველა ისე იქცევა..
თითოეული ღამე გამახხსენდა და უსიამოვნოდ გამცრა..
-მესმის რისი თქმაც გინდა.. - უხეშად შემაწყვეტინა, ხელები მომაშორა და წინ დამიდგა... სირცხილისგან ჩახრილი თავი ამაწევინა და პირდაპირ თჳალებში ჩამხედა.. - მესმის რაც თქვი, მაგრამ მე ყველა არ ვარ, ისევე როგორც არც შენ ხარ იმ გოგოების მსგასვი რომელიც ოდესმე მყოლია, რა თქმა უნდა კარგი გაგებით... ქორწინების შესახებ რო გაიგე ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული იყავი, სწორედ ამან მომხიბლა შენში..,. თორემ შემეძლო მეც მათ მსგავსად მოგგცეოდი და სახლიდან გამეგდე, დამევიწყებინა ქორწინებაც და ყველაფერიც, მაგრამ შენნმა სიმშვიდემ გადამაწყვეტინა ესე მოვქცეულიყავი და ნამდვილი სახე დამენახებინა.. ამ საქციელს არ ვნანობ და არც არასდროს ვინანაებ, პირიქით ბედნიერეი ვარ რომ ესე მოვიქეცი, ეხლა კი გთხოვ შეიმშრალე ცრემლები, არ დავინახო მეორეჯერ იტირო და ესეთი უაზრო შეკითხვები დამისვა..
შუბლზე მაკოცა და ძველ პოზიციას დაუბრუნდა..
დამშვიდებული მივუყვებოდი გზას და ფიქრები, რომლებიც მაიძულებდენნ სანდროში ეჭვი შემეტანა ჯანდაბაში მოვისროლე..
-ისე შოკოლდი რად გინდა?
ეჭვისთვალით გამომხედა..
-რაც შენ გაიფიქრე არა! შოკოლადის ტორტი უნდა გამოვაცხო..
როგროც კი მისი გამოხედვის შინაარს მივხვდი, ლოყები ამიწითლდა და მსუბუქი მუჯლუგუნით მოვიშორე..
-კარგი ხო რას მირტყამ ვიხუმრე..
ნატკენი ადგილი დაიზილა და ისევ გვერდით ამომიდგა..
მაღაზიამდდე ისე მივედით, რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია, საჭირო რაოდენობის შოკოლადი ვიყიდე ტორტისთვის და ორიცალიც ჩემთვის...
კიდევ რაღაცეები და ორი დიდი პარკით გამოვედით სუპერმარკეტიდან...
გამოსვლა და ერთი ფილა შოკოლადის გახსნა ერთი იყო...
-გინდა?
პირგამოტენილმა ვკიტხე და მორიგი ნატეხიც დავაგემოვნე...
-გემეტება?
ისეთი სახით გამომხედა, თითქოს ოქროს ვთავაზობდე..
-შენთვის კი.. - სიცილით ვუთხარი და პატარა ნატეხი მოვუტეხე.. - საკმარისია, შენთვის ბევრი ტკვბილი არ შეიძლება..
უცებ მივაყარე და ისეტრიული სიცილი დავიწყე..
მალევე ამყვა სანდროც და სულ სიცილ ხარხარში მივედით სახლამდე..
-მოვედით..
შესვლისთანავე დაიყვირა სანდრომ და მაშინვე გამოვარდა სამზარეულოდან პირგამოტენილი ლაშა..
-ძალიან მაგარი ხელი გაქვს მია..
ბლუყუნით მითხრა და მისაღებში შევიდა...
-ბოლომდე თუ არ შეგიჭამია გაპატიებ.. - გზად მივაძახე და სამზარეულოში შევედი.. - გადამირჩი...
კიდევ ერთხელ გავძახე და ნამცხვრის გამზადება დავიწყე..
ერთ საათში ყველაფერი მზად მქონდა და კაკრას გაისმა ზარის ხმაც..
პირველი ჩემი გოგოები შემოლაგდნენ და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყეს..
-საღოლ შენ..
უცებ მიჩურჩულა ნატალიამ და მისაღებისკენ წავიდა...
-გაიცანით ეს ლაშაა, ეს კი ჩემი მეგობრები ქეთო და ნატალია...
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული ისევ ზარის ხმა რომ იყო, ამჯერად სანდროს ბიჭები მოვიდნენ და როგორც ძველი ნაცნობი ისე გადამკოცნეს..
იოანეს ცოლი ანა ძალიან საყვარელი გოგოგ იყო, თუმცა კონტაქტში ოდნავ რთულად შემოვიდა, მაგრამ როგორც კი მოშინაურდა ქეთოს უაზრო ხუმრობებზეც კი იცინოდა...
აი ზუკას საცოლე კი სულ სხვა განზომილება იყო, ოთახში შემოსვლისთანავე ზედ "შემომაფრინდა" და სანდროს დაჭკვიანებისთვის მადლობას მიხდიდა..
საბოლოოდ ყველანი ერთად ვისხედით სუფრასთან და სისულელეებზეც კი გულიანად ვიცინოდით..
ქეთო და თაზო ისევ თავის განზომილებაში იყვნენ..
აი ლაშა და ნატალია კი გაცნობისთანავე გააშიშვლეს ერთმანეთი თვალებით, თან ამას არცერთი არ მალავდა..
შუა მხიარულებაში ვიყავით, თავზე სანდროს მშობლები რომ დაგვადგნენ..
ნატომ ბიჭები სიყვარულით მოიკითხა, აი, ქეთოს და ნატალიას კი ზედაც არ შეხედა, მე მითუმეტეს, ცხვირი აიბზუა და მისაღებიდან გავიდა,,,
გია კი პირიკით, ყველა დიდი სიყვარულით მოიკითხა და სუფრაზე ჩვენათან ერთადაც კი დაჯდა...
მალევე ჩამოვიდა ნატოც, თუმცა სუფრაზე დაჯდომაზე სასტიკი უარი განაცხადა..
საშინლად შევიბოჭე ამ დროს, და სიცილის სურვილიც მთლიანად გამიქრა..
საშინელი უხერხულობა ჩამოწვა..
არავინ არ იღებდა ხმს და ყველანი უსასრულობაში იყურებოდნენ..
-კარგით ჩვენ წავალთ..
ფეხზე წამოდგა იოანე და ანა და გასასვლელისკენ წავიდნენ, დიდი ხვეწნის შემდეგ მაინც არ დარჩნენ..
ნელ-ნელა მიყვნენ დანარჩენებიც და როდესაც ბოლოს ლაშაც გავაცილეთ და კარები მივხურეთ მაშინვე დედამის მივარდა სანდრო



№1 სტუმარი salo salo

ძაანმაგარია 3 ვე თავი ერთად წავიკითხე იმედია მალედადებ <3 აიიუზომოდმაგარიააა <3 უიიიჰოოო დაშენცძაან მაგარიხარ <3

 


№2 სტუმარი Teo

saswaulad momwons mati wkvili da vgoneb ertad ulamazes ojaxssheqmnian..chemididi survili iqneba " dedamtili" mojdes tavis adgilas da am or bats ertmaneti sheukvardes nu ukve paqtia rom simpatiebi aris tumcaga metia sachiro :D dzalian kargi istorriiaa..momwons ..kochag

 


№3  offline წევრი isterichka123

კია კაი გაგრძელე

 


№4 სტუმარი ketis

აია დზაან მომცონსს სასწაულიაა კაიაა განაგრდზე და საგამოს გაგვახარ3ე

 


№5  offline წევრი (((end)))

ეს ქალი გადაააბნელეთ bully ძალიან მომეწონა ეს თავიც love

 


№6  offline წევრი mariam-mariam

salo salo
ძაანმაგარია 3 ვე თავი ერთად წავიკითხე იმედია მალედადებ <3 აიიუზომოდმაგარიააა <3 უიიიჰოოო დაშენცძაან მაგარიხარ <3

Teo
saswaulad momwons mati wkvili da vgoneb ertad ulamazes ojaxssheqmnian..chemididi survili iqneba " dedamtili" mojdes tavis adgilas da am or bats ertmaneti sheukvardes nu ukve paqtia rom simpatiebi aris tumcaga metia sachiro :D dzalian kargi istorriiaa..momwons ..kochag

ძალიან დიდი მადლობაა love

 


№7 სტუმარი ana

აუ ძაან მაგარია მალე დადე რა შემდეგი

 


№8 სტუმარი Leporela

Ich ich ich ich la kai ikoo :)))dddd ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent