სიამაყე თუ?! (თავი V)
–მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი შენთან მოსასვლელი გზა მეპოვა... ასე უბრალოდ რომ გამოგცხადებოდი და მეთქვა, ლექტორთან საუბრის მოსმენის მერე შემიყვარდიო, გიჟად შემრაცხავდი და იქნებ გეჩივლა კიდეც–ორივეს გაგვეცინა. –ნამდვილად ასე მოვიქცეოდი...განაგრძე–ვთხოვე. –შენ შესახებ ყველაფერი ვიცოდი, სად ცხოვრობდი, როგორ სწავლობდი, ვინ იყვნენ შენი მეგობრები, მშობლები, რა მოგწონდა, რა გინდოდა, ფაქტიურად შენი აჩრდილი გავხდი...ახალ სახლში რომ გადახვედით და მაღაზიაში იყავი, მაშინაც ჩუმად გითვალთვალებდი, ვხვდებოდი scorpions უსმენდი, პირს აყოლებდი, ისეთი ბედნიერი იყავი, ლამაზი, გაბრწყინებული, უცებ გავბრაზდი, მინდოდა გაგეგო ჩემი არსებობის შესახებ, მინდოდა მოვსულიყავი და შენი სიხარული გამეზიარებინა, მეთქვა, როგორ მიყვარდი... ამიტომ აღარ დავმალულვარ, სადარბაზოს წინ ამიტომ გავაჩერე მანქანა და უკვე აშკარად გიყურებდი, შეგეშინდა.... გული დამწყდა, მაგრამ მივხვდი, რომ მართალი იყავი... ახლა უკვე პოლიციაში კი არ დარეკავდი, შენ თვითონ დამაკავებდი ალბათ ადგილზევე... –მაგას ვაპირებდი ზუსტად–გავაწყვეტინე. –ვიცი–ჩაეცინა.–მაგიტომ გადავწყვიტე გამოვჩენილიყავი...მაპატიე... –რისთვის მთხოვ პატიებას?–გამიკვირდა. –გაფუჭებული ძრავის გამო.. –რაა??? შენ გააფუჭე? სპეციალურად? ეს როგორ გააკეთე???–აღვშფოთდი –კარგი რაა, მე არ გაგიკეთე ისევ მერე?? სხვანაირად არაფრით არ დათანხმდებოდით ჩემთან ერთად მგზავრობას.... კონცერტზე წასვლა ძალიან გინდოდა, აღარც მატარებლის ბილეთები იყო, სხვა გზა აღარ გექნებოდა.... –მაინც არ გაპატიებ! რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.....ვიცოდი ამას რაც მოყვებოდა, ყველაფრის გარკვევა მოგვიწევდა, კარტების გახსნა.... იმ საღამოსაც მივუბრუნდებოდით...იმ საუბარს... არ ვიყავი მზად...მეშინოდა...... –რაღას ელოდებით? მოსაწვევები გჭირდებათ? შემოდით მალე რაა–აკას ხმის გაგება ასე არასდროს გამხარებია, დემესკენ აღარც გამიხედავს ისე შევვარდი სახლში. ************ –კესა სად ხართ? ასე უპასუხისმგებლოდ რატომ იქცევით? რატომ არ გაგვაგებინეთ რომ მიდიოდით? ვერსად გპოულობთ.. გთხოვ, შემეხმიანე, მითხარი რომ კარგად ხარ, ძალიან ვნერვიულობ და მომენატრე.... –იოს აკანკალებული ხმის გაგონებაზე კესოს ტირილი აუტყდა და ხელახლა, უკვე მერამდენედ დაუწყო ხმოვან შეტყობინებას მოსმენა... –კესა...–მეტს ვეღარ გაუძლო, ასე მხოლოდ იო იძახდა, მისი იო....საშინლად ენატრებოდა...მაგრამ ვერაფერს გააწყობდა... ცრემლები მოიწმინდა, სარკეში ჩაიხედა, მხიარული სახე დაიყენა და საძინებლიდან გავიდა. –ყავა არ დავლიოთ, გოგოებო?–მხიარულად მიმართა ეკას და ხატიას.–რა სახეები ჩამოგტირით რა იყო?? –ეჰჰ კეს, ნეტა შენი განწყობა მომცა–ჩაიბურდღუნა ეკამ და აწკრიალებულ ტელეფონს დასწვდა–გამოვდივარ ბატონო გიორგი.–უჩემოდ დალიეთ ყავა, არ დამელოდოთ, გვიან მოვალ. –როდის დასრულდება ეს ყველაფერი–ამოიოხრა ხატიამ. –მის კვალს მივაგენით–შემეგება გიორგის კარებთან ნონა. –რაღაც მაეჭვებს... ასე მარტივად არ დანებდება....მგონი მახეა–გვითხრა გიორგიმ. –მეც ასე ვფიქრობ–დაეთანხმა ნონა. –რას ვაპირებთ?–ვიკითხე.–იქნებ ეს უბრალოდ ყურადღების გადატანის საშუალებაა, უნდა რომ იქ მიგვიტყუოს და თვითონ სხვაგან გეგმავს რაღაცას. –არაა გამორიცხული. ამაღამ ყველაფერი გაირკვევა. არ მივცემთ არაფრის გაკეთების საშუალებას, შევაჩერებთ–მტკიცე ხმით განაცხადა გიორგიმ. იმ ღამით სპეცოპერაციაზე მაინც წავედით... მანქანაში ვიჯექი და ტელეფონს ვაწვალებდი... თან იმ დაწყევლილ წერილზე ვფიქრობდი... ჩვენ მიერ დაკავებული ჯგუფის 35–ე წევრი იყო მისი ავტორი... „შეწყვიტეთ ჩემი ძებნა!“ –ეწერა მასში. წერილთან ერთად კონვერტში უამრავი ფოტო იყო, ჩემი, ხატიასი, კესოსი, ჩემი მშობლების, ბიჭების, დემეტრესი.... პაპარაცულად გადაღებული ფოტოები.. მან ჩვენი ყველა ნაბიჯის შესახებ იცოდა, გვითვალთვალებდა... ერთ–ერთ ფოტოზე დემეს მანქანა იყო, წინა დღეს ავარიაში მოყვა ბათუმში, შემთხვევით გადარჩა, საბედნიეროდ არაფერი მოსვლია, თუმცა ხელოსნიდან დაბრუნებულმა არაფერი მითხრა, მთელი დღე უცნაურად ჩაფიქრებული დადიოდა... ფოტოს წარწერაც ახლდა: „შემდეგ ჯერზე აღარ გაუმართლებს!“ ცხადი იყო, ავარია შემთხვევით არ მომხდარა, თავზეხელაღებული დამნაშავე რომ მუქარის შემსრულებელი იყო ესეც კარგად ვიცოდი, ამიტომ დავტოვე ბათუმი იმ დღესვე და დავბრუნდი თბილისში.. წერილი და ფოტოები ექსპერტიზაზე გადავაგზავნეთ, პასუხები დღეს მივიღეთ და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ. ყურებში სიმღერა ჩამესმოდა, რომელსაც დღე და ღამე უსმენდა ჩემი მეზობელი.. ახლაღა დავუკვირდი ტექსტს: „მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო“..... თითქოს გამოვფხიზლდი, მართლაც არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მისი ნახვის და ახსნის შანსიც არ მომეცემოდა.... ჩატი გავხსენი და ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე: ამ ცხოვრებაში არ მომეცა შანსი, ყველაფერი ამეხსნა შენთვის...მაპატიე ასე უცებ, რომ წამოვედი, მერწმუნე, სხვა გზა არ მქონდა... ძალიან მიყვარხარ, დემე–ხმა ამიკანკალდა და გაგრძელება ვეღარ შევძელი, თანაც მანქანის გაჩერებამ მაუწყა, რომ უკვე ადგილზე ვიყავით. ტელეფონი გამოვრთე, იარაღი ამოვიღე და მანქანიდან გადავედი..... ************ ყველაფრის მიუხედავად, აკასთან დრო სასიამოვნოდ გავატარეთ... არც აივანზე გავსულვარ და უცბად გამოსულ დემეტრეს შევუშინებივარ, არც ჰამაკში მწოლიარეს დამდგომია თავზე.. მაქსიმალურად ვარიდებდით თავს ერთმანეთს და საბედნიეროდ ეს კარგადაც გამოგვივიდა.. გვიან ღამით დავბრუნდით სახლში. მეორე დილას ადრე ავდექი... ყავის ჭიქით ხელში ჩამოვჯექი ფანჯრის რაფაზე და მოახლოებულ შეხვედრაზე დავფიქრდი... ცოტა ხანში გოგოებიც შემომიერთდნენ.. ვჭორაობდით, ვერთობოდით, ერთმანეთს არაფრის მოყოლას არ ვაცდიდით... თითქოს ის 4 წელი არც ყოფილა... კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, როგორ მაკლდა ორივე ამ წლების განმავლობაში და მაგრად, მაგრად ჩავეხუტე ორივეს..მიხვდნენ, რაზეც ვფიქრობდი და უსიტყვოდ მომხვიეს ხელები... გაოცებისგან ენა ჩამივარდა, როცა რედისონში შესულს ნონა შემომეგება. –მიხარია, რომ ჩამოხვედი ეკა და ჩემ შეთავაზებასაც დათანხმდი. –თქვეენ? მე....მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ თქვენ იყავით მინისტრი.–ჩავიბლუყუნე. –ერთი თვეც არაა, რაც დამნიშნეს... ბევრი არ მიფიქრია ამ კანდიდატურაზე, შენზე უკეთესს ვერავის ვნახავდი, იმედია თანახმა ხარ ხომ?–გამიღიმა. –არც კი ვიცი რა გითხრათ, ადვილი არ იყო ჩემთვის აქ ჩამოსვლა, იქ ყველაფრის მიტოვება და ასე უცებ გადაწყვეტილების მიღება ცოტა არ იყოს მიჭირს. –არაფერს გაძალებ, დროსაც მოგცემ დასაფიქრებლად, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ შენნაირი გამოცდილი კადრი ძალიან გვჭირდება... მანამდე კი მომიყევი, როგორ იყო საქმეები ჰარვარდში, სამსახურში.. –თავიდან ძალიან გამიჭირდა, ენა კარგად ვიცოდი, მაგრამ მათი კანონმდებლობა ჩვენგან რადიკალურად განსხვავდება ხომ იცით? სწავლა საკმაოდ რთული იყო, გადასახადი რომ გადამეხადა ღამით ვმუშაობდი... სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკებზე მოვხვდი, ადგილობრივ სამმართველოში, მას შემდეგ იქ ვარ, მკვლელობების განყოფილებაში რამდენიმე თვეა გადამიყვანეს, ძალიან საინტერესოა, დამღლელიც, მაგრამ ხომ იცით? როცა საქმე გიყვარს და გულით აკეთებ, არასდროს დაიღლები–დავასრულე მონოლოგი. –შენ მარტო პროფესიონალი კი არა, კარგი ადამიანიც ხარ, ეს კი იშვიათია, მითუმეტეს ჩვენ პროფესიაში–გაეცინა ნონას.–ახლა კი გვეყოფა სამსახურზე საუბარი და ჩაი დავლიოთ, გადაწყვეტილება ამ დღეებში უნდა გამაგებინო, კარგი? –კარგი–გავუღიმე და ჩაის ფინჯანი გამოვართვი. ************ –სად უნდა იყვნენ კი მაგრამ? მთელი ქალაქი გადავატრიალე, არავინ არაფერი იცის, არც უნივერსიტეტში, არც სამეზობლოში, ჯანდაბა–გაბრაზებულმა დასცხო საჭეს ხელი დემეტრემ. –ასე დაუმშვიდობებლად როგორ წავიდნენ ტო? რამე ხო არ ვაწყენინეთ ნეტა?–ვერ მშვიდდებოდა იო. –დაწყნარდით ახლა ორივე! ვიპოვით და გავარკვევთ ყველაფერს.. ბიჭო, სამსახურში არ მიაკითხე?– მხოლოდ აკა ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას. –ეგ აღარ მომაფიქრდა... გიორგის დაველაპარაკები–მანქანა დაქოქა დემემ. ************ მახსოვს, გოგოებმა იმ დღეს ძალიან ბევრი მატარეს საყიდლებზე, შოპინგზე დიდად არ ვგიჟდები, მაღაზიაში რომ შევდივარ, დავინახავ რაც მომწონს, ისიც დამინახავს, ვყიდულობ, მომაქვს და სიამოვნებით მაცვია შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში.. შარვლის საყიდლად თუ მივდივარ, შარვალს ვყიდულობ, მაისურის საყიდლად თუ მივდივარ–მაისურს და ა.შ. არასდროს მესმოდა იმ ქალების საათობით რომ დადიან მაღაზიიდან მაღაზიაში, უამრავ ნივთს ისინჯავენ, მაინც არაფერი მოსწონთ, სულ სხვა რაღაცას ყიდულობენ, უკმაყოფილონი ბრუნდებიან სახლში და მთელი წელი მისტირიან დახარჯულ ფულს იმ კაბაში, რომელსაც გარდერობში მიუჩინეს ადგილი და არასდროს ჩაიცვამენ. თუმცა იმ დღეს, ბევრი სიარული, წვალება და ჩხუბი ნამდვილად ღირდა ამ კაბის საპოვნელად. წითელი კაბა იყო, მოკლე, მუხლს ზემოთ, წელში გამოყვანილი, ლამაზად ამოჭრილი დეკოლტე და მთლიანად ამოღებული ზურგი ჰქონდა... სარკეში გაოცებული ვუყურებდი ჩემს გამოსახულებას, ზუსტად მომერგო... იმ ღამით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ scorpions კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და გულის გადასაყოლებლად ბარში წასვლა გადავწყვიტეთ, სწორედ ეს კაბა მეცვა. პაბში შესვლისთანავე მივიქციეთ ყველას ყურადღება, კესო ისეთი ლამაზი იყო, ჩვენც ვერ ვწყვეტდით თვალს და ბიჭები მითუმეტეს, მე და ხატიაც ეფექტურად გამოვიყურებოდით... ჩვენთან ცეკვის სურვილი ბევრმა გამოთქვა, თუმცა ყველას ზრდილობიანი უარით ვისტუმრებდით... ბენდის წევრები ჩვენი მეგობრები იყვნენ.. –სპეციალურად თქვენთვის, გოგოებო–დაგვიძახა გიგიმ (სოლისტმა) და scorpions –wind of change–ს შესრულება დაიწყო. ამ ბიჭს ყოველთვის შეუძლია ჩემი გამხიარულება... –ასე უნდა დაკარგვა? ასე უნდა მომანატრო თავი?–ზურგსუკან ყველაზე საყვარელი ხმა მომესმა. –სანდროოო–ვიყვირე და მისკენ გავიქეცი. როგორც სჩვევია ხელში ამიტაცა და დამატრიალა. პირველ კურსზე ვიყავი სანდრო რომ გავიცანი, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაჯერებდით ხალხს, რომ შეყვარებულები არ ვიყავით, სულ ერთად დავდიოდით ლექციებზე, მერე მანქანით მივყავდით სახლში, საგნებს ერთად ვირჩევდით, გვერდიგვერდ ვისხედით, მერე მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა რამის დამტკიცებას, ჩვენ ხომ ვიცოდით?! რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას იტყოდა ხალხი?! ჩვენი გულწრფელი ურთიერთობა ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ გოგოს და ბიჭს შორის ყველაზე ნამდვილი, წრფელი, ურყევი მეგობრობა არსებობს! –რას შვრებით აბა? გამოიტირეთ scorpions? –რა დამპალი ხარ სან–დაეჭყანა კესო. –ხოდა ასეთი დამპალი რომაა, აღარც მე შევუსრულებ იმ სურვილს, ასე ძალიან რომ უნდოდა–არ დავაკელი მეც. –აუუუ, კაი რა ეკა რაა, ხო იცი როგორ მიყვარხარ, ვიხუმრე უბრალოდ, თორე მეც ვერ მივდივარ და ვიცი, როგორ გწყდება გული.. მითხარი რა გთხოოვ, რას აპირებდი? რა სურვილზე ამბობ? –ამას კიდე ეგ უნდოდა? ამაღამ არ მოგასვენებს, უთხარი–კვდებოდა სიცილით ხატია. –კარგი ჰო, მოკლედ მახსოვს ადრე მითხარი ძალიან მინდა ვინმესთან ბექ–ვოკალში სიმღერაო–დავიწყე. –მერე?–მოუთმენლად მკითხა სანდრომ. –მერე, გიგის ვთხოვე და მითხრა, ვნახავ, მოვუსმენ და შეიძლება კონცერტზე წავიყვანოო, პროგრესული როკფესტივალია წელს ხო იცი, შეიძლება იქაც–თვალი ჩავუკარი მე. –ვგიჟდები შენზე, გაღმერთეებ–ჩამეხუტა და ლოყები ამიწითლა კოცნით. –კარგი, კარგი, გეყოფა, ხო იცი ვერ ვიტან ამ სენტიმენტებს, მადლობა გიგის უთხარი, თუ წაგიყვანს მერე ოღონდ–წავკბინე მაინც. –აუტანელი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, წავალ გიგის ვნახავ–გაიქცა აღტაცებული. –ბავშვია რა, დიდი ბავშვი–გამეცინა და სასმელი მოვსვი. დაჟინებული მზერა ვიგრძენი, ლამის მარტინი გადამცდა, ძლივს ამოვისუნთქე... ბართან ბიჭი იჯდა...სიმპათიური...შავი თვალებით და გრძელი წამწამებით.. მისი მწველი მზერა თითქოს კანს მიწვავდა, თან რაღაცნაირად მიწვევდა.... ჩვენი თვალები ერთმანეთს რომ შეხვდა, გამიღიმა, მერე ნელ–ნელა დაიძრა ჩემკენ, მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიყვანა... კლეპტონის Change the world–ს მღეროდა გიგი... რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ სიმღერაზე რატომღაც ყოველთვის მინდებოდა ქუჩაში, თავსხმა წვიმაში ცეკვა... ჩემს ყურთასმენას წვეთების ხმა რომ მისწვდა გავოცდი, ჩამეცინა და თავი გავაქნიე.... –რა მოხდა?–მიჩურჩულა ყურში ჩემმა პარტნიორმა. –გარეთ ვიცეკვოთ–ვუთხარი დაუფიქრებლად. –წვიმაში?–გაუკვირდა. –ხო, რა მოხდა? წვიმის გეშინია?–ნამუსზე ავაგდე. –წავიდეთ–ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. გოგოებს არ დავუნახივარ, სანდროსთან ერთად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. ვიგრძენი როგორ გამომაყოლა ხალხმა გაოცებული მზერა, მაგრამ იმ მომენტში არაფერი მაინტერესებდა, გარდა იმისა, რომ როგორც იქნა ჩემნაირი არანორმალური ვიპოვე. მთელი საღამო ვცეკვავდით წვიმაში.. არც მანქანებიდან და ბარიდან მომზირალი ხალხი გვაინტერესებდა, ერთმანეთს ჩვენზე რომ ანიშნებდნენ და გიჟები ვეგონეთ... არც მომავალი ფილტვების ანთება, გარანტირებული რომ გვქონდა.... უბრალოდ ვტკბებოდით ერთმანეთით და სასიამოვნო წუთებით... –ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო–მითხრა უცებ. –წავიდეთ–ვუთხარი და ხელი ჩავკიდე. გზიდან გოგოებს დავურეკე და ვუთხარი, დამაგვიანდება არ დამელოდო–თქო... ჩემგან კი გაუკვირდათ, მაგრამ არანაკლებ მთვრალები იყვნენ და კარგიო, დამეთანხმნენ. ქალაქს გავცდით... რამდენიმე კილომეტრი კიდევ გაიარა და გაჩერდა.. –ახლა ფეხით გავაგრძელოთ–მითხრა. აღმართზე ავედით და ჩვენ წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა... –მოგწონს?–მკითხა.–ახლა ცარიელი ადგილია, წლების მერე კი აქ ჩვენი სახლი იქნება... მე შენ და ჩვენი შვილები ვიცხოვრებთ.... –ულამაზესია–აღმომხდა გაოცებულს... –სად იპოვე? –აქამდე მხოლოდ მე ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, ახლა უკვე შენც–გამიღიმა და ბალახზე დაჯდა. მის გვერდით დავიკავე ადგილი და მივეხუტე, ხელები უკნიდან შემომხვია და სახე ჩემ თმებში ჩამალა, ჩემი სურნელი შეისუნთქა.... –წითელი–ჩაილაპარაკა. –რა წითელი?–გამეცინა –წითელი ხარ... გასაგიჟებლად წითელი–მითხრა და თავისკენ შემაბრუნა... დიდხანს მაკვირდებოდა სახეზე, მერე ხელის ზურგი ლოყაზე დამისვა.. თვალები მივლულე... მისი სუნთქვა ძალიან ახლოს ვიგრძენი და თვალები დავაჭყიტე... გამიღიმა და ნელა, ძალიან ნელა შემეხო ტუჩებზე.... ისევ დავხუჭე თვალები და კოცნაში ავყევი.... სუნთქვა შემეკრა... ვერაფერს ვგრძნობდი, მის გარდა.... ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით: მე და ის.... იმ ღამეს ძალიან ბევრი დავლიეთ, უამრავი სასმელი გვქონდა თან წაღებული და ყველა გამოვცალეთ, ფეხზე ვეღარ ვიდექით და იძულებული გავხდით სახლში ტაქსით დავბრუნებულიყავით... მანქანიდან რომ გადავდიოდი, უცებ შემაჩერა, ხელი მომკიდა და მითხრა: –არ დაგავიწყდეს, როგორც კი კონვერტს მიიღებ, ჩვენ ადგილას მოდი. –რა დამავიწყებს–ვუთხარი და ნაზად ვაკოცე–დროებით. სახლში რომ ავედი, მერე გამახსენდა, რომ მისთვის არც ჩემი მისამართი მითქვამს, არც სახელი, არც მისი მიკითხავს, საიდან იცოდა სად ვცხოვრობდი, ან რის გამოგზავნას აპირებდა... იმდენად გათიშული მქონდა გონება, ფიქრის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე და საწოლზე გაუხდელად მივწექი, სანამ შუადღით კარზე გაბმულმა ზარმა არ გამაღვიძა და ანონიმურად გამოგზავნილი ბილეთები არ მივიღეთ საჩუქრად... წინა ღამით მომხდარი კი საერთოდ აღარ მახსოვდა.... მას მერე, გოგოებს ბევრჯერ უკითხავთ იმ იდუმალ ბიჭზე, ვინ იყო, სად წავყვევი, რა ერქვა, რა მოხდა მერე, როგორ გამოიყურებოდა? მე კი აღარაფერი მახსოვდა იმ ღამიდან, საერთოდ არაფერი!! ************ –აი თურმე, რატომ მეძახდა წითელს!! ამდენი ხანი როგორ მიმალავდა? ან მე როგორ ვერ მივხვდი, რა დავლიე იმ ღამით ამისთანა? მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ბოლოსდაბოლოს!–ბოლთას ვცემდი გაჩერებაზე და თან ტელეფონს ვეძებდი ჩანთაში. პირველივე ტაქსი გავაჩერე და როგორც იქნა ავკრიფე დემეტრეს ნომერი, ზარი გავიდა, არ შეუცვლია... –დემე, სად ხარ? ახლავე უნდა გნახო–ვუთხარი მკაცრად. –10 წუთში ჩვენ ადგილას ვიქნები–მიპასუხა მან მშვიდად. აბაა ვინ ელოდებოდაა??? დაპირებული დიდი თავი ))) პატარა განმარტება მინდა გავაკეთო, მე თვითონ იურისტი ვარ (იგრძნობა ალბათ ნაწერშიც :D ) , ამიტომ ვერაფრით დავუშვებდი, რომ ეკას კრიმინალი შეყვარებოდა... დემეტრე ყოველმხრივ იდეალური ადამიანია (ეკასთვის) და დანაშაულებრივ საქმიანობასთან საერთო არაფრით არ ექნებოდა <3 იმედია ისევ გამახარებთ თქვენი კომენტარებით <3 სიყვარულით..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.