შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ვარდნა 1


11-08-2016, 17:29
ავტორი Taammoo_G
ნანახია 1 922

მას შემდეგ, რაც ზაფხული მიიწურა და ჩემი არდადეგებიც წარსულს ჩაბარდა, ისღა დამრჩენოდა, რომ ახალ სასწავლო წელს ახალი ენერგიითა და მონდომებით შევხვედროდი. მესამე კურსი. გაფიქრებაც არ მინდა როგორი რთული და სიურპრიზებით აღსავსე იქნება ის. ახალი ლექტორები, ახალი ჯგუფელები, ახალი საგნები და ისევ ბრძოლა მაღალ ქულებზე. ჰო მაღალ ქულებზე, მშობლებს ხომ მხოლოდ შენი სტიპენდია და ჯგუფში პირველობა ახარებს. საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მარტივად მოსაპოვებელი სულაც არ არის. - შეგიძლია, მოინდომე, ისწავლე და მაღალ ქულასაც აიღებო. ყოველ დილით თუ არა საღამოს მაინც ამ ტექსტით იწყებს ან ამთავრებს დედაჩემი. არა, არ გეგონოთ რომ რამეში ვამტყუნებ, ვიცი რომ ხშირად ვზარმაცობ, მაგრამ კარგით რა, სულ სწავლა რა ჩემი საქმეა. ჰო მართლა, დედაჩემი 39 წლისაა, ქალბატონი მაია . მუქი ფერის თმა და ღია მწვანე ფერის თვალები აქვს, დიასახლისი და აქტიური ქალია. ხელი რასაც არ უნდა მოჰკიდოს ყველაფერი გამოსდის, ხშირად მამაკაცის საქმეებსაც ითავსებს. გასაგიჟებელია ! 20 წლისას უკვე მე ვყავდი, ადრეულ ასაკში გადაწყვიტა გათხოვება, მიზეზი რომ კითხო ისიც რა თქმა უნდა „90-იანების ტენდენციას“ და იმდროინდელ სენს აბრალებს ყველაფერს, აი იმ სენს ხალხს 18 წლის, რომ უკვე „ჩაბერებულ დედაკაცად“ მიაჩნდი. კიდევ კარგი მამას განსხვავებული აზრი აქვს. ცოლი იმიტომ მოვიყვანე, რომ მხოლოდ ის მაკლდა ბედნიერებისთვისო. ლევანი 41 წლისაა, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს. რომ კითხო, მეორე ბავშვი რატომ არ გააჩინეთო, გეტყვის - პირველი იმდენად ეგოისტი გვყავდა, არცერთის ყოლას ისევ ერთი გოგოს ყოლა ვამჯობინეთო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში ლევანი გამორჩეულად კეთილი და თავაზიანი კაცია. რა უნდა მოხდეს, რომ რამეზე გაბრაზდეს, ააჰ ჰო გამახსენდა. ბარსელონამ უნდა წააგოს რეალთან ჰანდიკაპით 5-0. ფეხბურთით შეპყრობილია, ამის გამო არც ერთ თამაშს არ ტოვებს და სწორედ ამიტომ სახლში 3 ტელევიზორი გვაქვს. მართლა, არ ვხუმრობ. ჩემი და დედას გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ სრული იდილიისთვის გადავწყვიტეთ, რომ ასე აჯობებდა.

ჰოო, რაც შემეხება მე. 19 წლის, ნინა დიასამიძე. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, უკვე მესამე კურსის სტუდენტი და ყოველი წლის სტიპენდიანტი ვარ. დედა ამბობს, სირთულე და დაბრკოლება აუცილებელია, ცხოვრებაში მარტივად არაფერი მიიღწევაო. სწორედ ამ დევიზით დავამთავრე უნივერსიტეტის 2 წელი და ვიცი, რომ მესამესაც იგივე წარმატებით დავხურავ. სწორი, მუქი ფერის თმები მაქვს, შავი თვალები და საშუალო ზომის ტუჩები. ჩემ მშობლებს თუ დავუჯერებთ ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მსოფლიოში , არ გიკვირთ ჰო? რა თქმა უნდა არა, ისინი ხომ მშობლები არიან და თან მე დედისერთა ვარ. ასე რომ მხოლოდ მათ არ ვენდობი და ჩემი თავისადმი სულ კრიტიკული ვარ.
...
პირველი დღე უნივერსიტეტში მოსაწყენად დაიწყო. მე ჩვეულებრივი სამოსით, მაისურით, ჯინსებითა და კედებით მივედი, ზურგზე ტყავის ზურგჩანთა მოვიგდე და აუდიტორიაში შევედი. პირველივე ცარიელ სკამზე დავჯექი და ლექტორის ლოდინში, ცოტა არ იყოს ჩამომეძინა, როცა უცნობის მხარზე ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. – „ჩაიწიე, ჩაიწიე ვაა“. თავი ავწიე და ზემოდან ჩემი მეზობელი გოგო დამყურებდა. – „თეკო, თეკო ესე იგი არ იცვლები“. - ვაა ნინიი, გაკვირვებული მზერა მომაპყრო და ბოდიშიც მომიხადა. - არა რა ბოდიში, გამიხარდა, რომ ერთ ჯგუფში ვართ. - ჰოო გიხაროდეს და იცოდე კონსპექტებზე ჟმოტობას არ ვართ ათოსანო. მის ნათქვამზე ორივემ ხმაურიანად გავიცინეთ როცა კარში მაღალი, განიერი მხრებით, მოკლედ შეჭრილი თმითა და მკაცრი მზერით ქალი შემოვიდა. აუდიტორიას გადახედა, სადაც 60 ბავშვი მაინც ვიქნებოდით და მიმიკის შეუცვლელად ხმამაღლა წარმოსთქვა : - ჩემ ლექციაზე დასწრება თავისუფალია, მაგრამ სემესტრის ბოლოს „ქულა მომიმატე სტიპენდიაზე გავდივარ „ , „2 ქულა მაკლდება და მეშინია არ შემეტენოს „ და მსგავსი ამაზრზენი ტექსტებით არ მომადგეთო. მერე შეფასების კრიტერიუმები გაგვაცნო, დაგვემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
მე და თეკოც სახლისკენ დავიძარით. წლების წინ, ღრმა ბავშვობაში კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ როცა წამოვიზარდეთ, ორივეს ჩვენი სანაცნობო წრე გაგვიჩნდა და ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ვეკონტაქტებოდით. სოლოლაკში ვცხოვრობთ, იქ სადაც ყველა ყველას იცნობს. მე მაჩაბელზე, თეკო ინგოროყვაზე, მაგრამ მაინც ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ინგოროყვას ქუჩას ავუყევით და ქუჩის ბოლოს საერთო მეგობარი შეგხვდა, ნიკუშა პერანიძე. სამივემ 50-ე სკოლა დავამთავრეთ. იმ პერიოდში ნიკუშას თეკო მოსწონდა, მაგრამ წლების შემდეგ წამოიზარდა ბიჭი და განსხვავებული გემოვნება ჩამოუყალიბდა. ახლა გვერდს ერთობ უცნაური გოგო უმშვენებს, წარბზე პირსინგითა და ხელზე დიდი ტატუთი. ადრე უბრალოდ რიგითი გოგო გვეგონა მაგრამ მათი ურთიერთობა 2 წელს მაინც ითვლიდა... ნიკუშა ჩვეული ტონით მოგვესალმა და გაუკვირდა ისევ ერთად რომ დაგვინახა. თეკომაც არ დააყოვნა და კონტრშეტევაზე გადავიდა. - თქვენც ისევ ერთად ხართ? თეკო ამას არ აღიარებდა, მაგრამ ნიკუშას დანახვაზე, ყოველ ჯერზე მისდამი სიმპატიები პირველ ადგილზე ინაცვლებდა და თეკო ადრინდელივით სწერვა ხდებოდა. მე ცოტა დაძაბულობა ვიგრძენი და უხერხულობის გასანეიტრალებლად ძლივს ამოვილუღლუღე. - ნიკუშ გაგვაცნობ შენ გოგოს? ნიკუშამ არ დააყოვნა და მისი შეყვარებული ემილი გაგვაცნო, მეც ხელი გავუწოდე, თეკოსაც იგივე ჟესტისკენ მივანიშნე და სასიამოვნოა თქო ჩავიბუტბუტე. - ნინა დღეს ტუსოვკაზე არ იჩითები? - ვისი? გაკვირვებული მზერა მივაპყარი ნიკუშას. - გოგო რა ვისი, ლევანის დას აქვს დღეს დაბადების დღე და გულაობს სოლოლაკი . - თეკო ისევ ჩვეულ ფორმაშია, აბა რა თეკო, ჭორები-ჭორებზე მოგდის ტო დაამატა ნიკუშამ. გამიკვირდა, რომ თეკომ უპასუხოდ დატოვა, ალბათ ეწყინა. მეც ნიკუშას და ემილის გამოვემშვიდობე და თეკოს დავუწყე ცნობისმოყვარე მზერით დაჟინებით ყურება, რომ დაწვრილებით გამეგო ყველაფერი დღევანდელი ტუსოვკის შესახებ.



№1  offline წევრი Taammoo_G

მოგესალმებით მეგობრებო ✋ ეს ჩემი პირველი ისტორიაა და იმედია ძალიან არ გამაკრიტიკებთ. გკოცნიით

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

გამოყავი დიალოგები,ანუ ახალ-ახალ ხაზზე წერე თორე ესე ძნელი წასაკითხია და რაც არ უნდა კარგი მოთხრობა იყოს,არავინ დაიღლის მგონი თავს თუ კითხვა ადვილი არ იქნება.
მე პირადად დაველოდები შემდეგ თავებს <3

 


№3  offline მოდერი Behandice

კარგია მაგრამ დიალოგები ცუდად გიწერია და მომბეზრდა კითხვა ვერ გავიგე ვინ რას ამბობდა,მაგრამ დამაინტერესა და წავიკითხე ბოლომდე..რადგან პირველი მოთხრობა გეპატიება,რაც ანამ გითხრა მეც იმას გირჩევ რომ დიალოგებ გამოყო ახალ-ახალ ხაზზე!აბა წარმატებები გიცდი ახალი თავით.

 


№4  offline წევრი Taammoo_G

Ana Imnadze
გამოყავი დიალოგები,ანუ ახალ-ახალ ხაზზე წერე თორე ესე ძნელი წასაკითხია და რაც არ უნდა კარგი მოთხრობა იყოს,არავინ დაიღლის მგონი თავს თუ კითხვა ადვილი არ იქნება.
მე პირადად დაველოდები შემდეგ თავებს <3


დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ <3

Behandice
კარგია მაგრამ დიალოგები ცუდად გიწერია და მომბეზრდა კითხვა ვერ გავიგე ვინ რას ამბობდა,მაგრამ დამაინტერესა და წავიკითხე ბოლომდე..რადგან პირველი მოთხრობა გეპატიება,რაც ანამ გითხრა მეც იმას გირჩევ რომ დიალოგებ გამოყო ახალ-ახალ ხაზზე!აბა წარმატებები გიცდი ახალი თავით.


მადლობა რჩევისთვის <3 შემდეგ თავებში ეგ შეცდომა აღარ გამეპარება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent