მიჯაჭვული (XII თავი)
იმ საღამოს სახლში დაბრუნებულმა სალომემ შალვას შემოთავაზებაზე აცრემლებული სახით თანხმობა განუცხადა, თუმცა ოთახში შესვლისთანავე, სასწრაფოდ დაიწყო მოზრდილ ჩანთაში საჭირო ნივთების ჩალაგება. უკვე შუაღამისას, კი მისი ფანჯრის გვერდით მდებარე სახანძრო კიბით დაეშვა ქვემოთ და ბაღის ჩრდილებში მიიმალა, რამოდენიმე წუთში კი როგორც შეთანხმდნენ ლაშას მათ ადგილას შეხვდა. ორივე საშინლად ნერვიულობდა. -ახლა რა იქნება? -ახლა? - ნერვიულად ჩაიცინა ბიჭმა. - ახლა ჩვენ დავტოვებთ ამ წყეულ ქალაქს და წავალთ იქ სადაც ვერ მოგვაგნებენ. -სად? -ზღვაზე. ერთი-ორი დღე ჩემს სახლში დავრჩებით. სანამ ახალ ბინას არ ვიპოვით და იქ არ გადავალთ. შემდეგ კი სამუშაოც უნდა მოვძებნოთ. ახლა ზაფხულია, სეზონია და წესით არ უნდა გაგვიჭირდეს. -მართალი ხარ. რაც მალე მოვაგვარებთ ბინის და სამუშაოს პრობლემებს მით უკეთესი. -არ წავიდეთ? -კი, რა თქმა უნდა. ლაშამ ჩანთებს დაავლო ხელი და იქვე მდგარი მოტოსკენ გაემართა. -მე მეგონა ტრანსპორტის ეს სახეობა საერთოდ დაივიწყე. როგორც ვხედავ შენი ძველი რაში შეგიკეთებია. კარგია, ახლა უკეთესად გამოიყურება. -აბა, ქალბატონო, მხოლოდ თქვენს შემდეგ. მოტოზე ჯერ სალომე მოთავსდა, შემდეგ მის ზურგს უკან ლაშამ ბარგი დაამაგრა. თვითონ კი სალომეს წინ მოთავსდა. მალე ორივენი საკმაოდ ნაცნობ გზას მიუყვებოდნენ, რომელსაც ბედნიერებისაკენ მიჰყავდათ. განთიადისას უკვე იმ სახლში იყვნენ, რომელსაც ააერთი ტკბილი მოგონება უჩუქებია მათთვის. დაღლილ-დაქანცულებმა მაშინვე ძილს მისცეს თავი. უკვე შუადღის 2 საათი იქნებოდა, რომ ლაშა სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა. სამზარეულოში სალომე ფუსფუსებდა და სადილს აკეთება. მაშინვე რაღაც თბილი ჩაეღვარა მკერდში და ოჯახური სითბო ოგრძნო. წარმოიდგინა, თუ როგორ იქნებოდა მათ ცხოვრება წლების შემდეგ. თუმცა ფიქრებიდან მალევე გამოერკვა და გაზის ქურასთან მდგომ გოგონას უკნიდან აეკრო და კისერში კოცნა დაუტოვა. -ჩემმა პრინცესამ უკვე მოირგო დიასახლისის როლი? -აჰა, არ გასინჯავ? უკვე მზად არის. -რა თქმა უნდა. მაგიდის გაშლაში მაინც მოგეხმარები. სამზარეულოში ფუსფუსი მალევე დაამთავრეს და სალოს გამზადებულ სადილს გემრიელად შეექცნენ. შემდეგ კი ბინების მოსანახულებლად წასვლა გადაწყვიტეს. იმავე დღეს იპოვეს შესაბამისი ვარიანტი და ამით გახარებულები იმავე საღამოს გადავიდნენ, რადგან ამგვარად ნაკლებ კვალს დატოვებდნენ და მათ პოვნის შანსიც ნაკლები იქნებოდა. ბარგიც ბევრი არაფერი ჰქონდათ. ღამით უკვე მათ საერთო ბინაში იყვნენ. -მშვენიერია. ხვალიდან სამუშაოს ძებნას დავიწყებ, თორემ ჩემი წამოღებული ფული არ გვეყოფა დიდხანს. -მეც მოვძებნი სამუშაოს, თანაც რაღაც დანაზოგი მეც მაქვს. -მისმინე სალო არ მინდა, რომ... -არა მოიცადე, - მაშინვე გააწყვეტინა გოგონამ - მარტო შენ რატომ უნდა იმუშაო, ხომ იცი ამაზე არ დაგთანხმდები. თუ გვინდა რომ ერთანი და შეკრული ოჯახი ვიყოთ, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ არა? -მართალი ხარ. მე კი როგორც ყოველთვის ვცდები. სწორედ ამიტომ მიყვარხარ. - მაგრად ჩაიკრა გოგონა გულში. და თავიანთ ღარიბულ, მაგრამ შინაგანად მდიდარ ბინას მოავლო თვალი, რომელიც სააბაზანოს, სამზარეულოსა და ერთი ოთახისგან შესდგებოდა. - შენ ჩემი ერთადერთი და სანუკვარი ოჯახი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვინებით. მთავარია, რომ ერთად ვიყოთ. ღამით ერთმანეთზე მიკრულებს ეძინათ, სრულიად უშფოთველი, ბედნიერი ძილით. მეორე დღეს დილიდან აქტიურად დაიწყეს სამუშაოს ძებნა. თავიდან არ უმართლებდათ, რადგან გამოცდილების უქონლობის გამო ყველა თავიდან იშორებდათ. შემდეგ კი გაუმართლათ და ლაშამ მალევე იშოვა ადგილი პიცისა და სხვადასხვა შეკვეთების მიმტანად, რაშიც მოტოციკლის ქონაც დაეხმარა. ხოლო სალომემ კი ერთ-ერთ ლამაზ ზღვისპირა კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა. დღეები რუტინულად მიდიოდა, თუმცა ეს მათ განწყობაზე არ მოქმედებდა. თავისუფალ დღეები, რაც ძალზე იშვიათად ჰქონდათ ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაეთმოთ. ზღვის სანაპიროზე გაისეირნებდნენ. მას შემდეგ რაც ლაშამ აღმოაჩინა, რომ სალომემ ცურვა არ იცოდა, აქტიურად ცდილობდა, რომ გოგონა ზღვაში ჩასვლაზე დაეთანხმებინა ან შეეტყუებინა, შემდეგ სწავლების დაწყებაზე, ბოლოს კი დამოუკიდებლად გაცურვაზეც. შეშინებული გოგონა კი როდესაც იგრძნობდა, რომ საყრდენი აღარ ჰქონდა, მაშინვა ლაშასკენ მიიწევდა, ხელებს მაგრად შემოხვევდა და ტაზე მიეტმასნებოდა. ბიჭი მისი შიშის გამო ხშირად დასცინოდა. სალომე იბუტებოდა და მისი შემორიგება მხოლოდ კოცნით შეიძლებოდა. ზოგიერთ თავისუფალ დღეს ქალაქის ღირსშესანიშანაობების დათვალიერებას ანდომებდნენ. ან კიდევ დელფინარიუმს სტუმრობდნენ. სალომ მაშინვე დაამყარა კონტაქტი ამ საოცარ ზღვის ცხოველებთან და ლაშა ძლივს ახერხებდა მის იქიდან „წამოთრევას“. ამასობაში ივლისი იწურებოდა, მათ ახლობლებისგან კი არანაირი ინფორმაცია არ მოდიოდა. ეს ერთის მხრივ კარგი იყო, თუმცა მეორეს მხრივ ორივეს აშინებდა, რადგან თითქოს წინასწარ გრძნობდნენ ქარიშხლის მოახლოვებას, რომელიც ორივე მათგანს მძაფრად დაატყდებოდა თავს. იქამდე კი მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთად ყოფნით დამტკბარიყვნენ. დრო გადიოდა. ორივე მათგანი ხვდებოდა, რომ მათ ურთიერთბაში რაიმე სიახლის შეტანის დრო იყო. თუმცა პირველი ამ ნაბიჯის გადადგმას ვერცერთი ვერ ბედავდა. შაბათს საღამოს სალომე საკმაოდ დაღლილი დაბრუნდა სახლში, იცოდა რომ ლაშა მასზე ადრე უნდა მისულიყო, თუმცა გაუკვირდა, როდესაც მესამე სართულის ბინის ფანჯრებში სინათლე ჩამქვრალი დახვდა. ნელა აიარა კიბის საფეხურები და კარებთან შეჩერდა. გამბედაობა მოიკრიფა და კარები ჭრიალით შეაღო. გაუკვირდა, რომ ღია დახვდა. ოთახში შესვლისთანავე გაოცებისგან თვალები გაუფართვდა. იქაურობა ულამაზესი სურნელოვანი სანთლებით იყო მორთული ოთახის შუაგულში კი მაგიდაზე რომანტიული ვახშამი იწონებდა თავს. ჰაერში სასიამოვნო მუსიკის ჰანგები გაისმა და იგრძნო თუ როგორ აეკრო ზურგიდან ახურებული სხეული. ტანში საოცარმა ჟრუანტელმა დაუარა. ლაშამ ნელა მოატრიალა მისკენ და გოგონა გულში ჩაიკრო. -ლაშა, ეს... ეს... არაჩვეულებრივია. ისეთი ლამაზია. - თვალებზე ბედნიერების ცრემლი მოადგა. მართლაც, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ნამდვილი, ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის. -ჩუ ჩემო პატარა. შენ ყველაფერს ბევრად უკეთესს იმსახურებ ჩემი ჩათვლით. -ამას ნუ ამბობ. მე მარტო შენ მჭირდები. -ვიცეკვით? -რა თქმა უნდა. ოთახში ერთმანეთზე აკრული წყვილი ნელა აყოლებდა ტანს სასიამოვნო მუსიკის ჰანგებს, რომელსაც მათი გაძლიერებული გულისცემა ერთვოდა და უფრო სასიამოვნო ხმოვანებას სძენდა. როდესაც ეს მელოდია შეწყდა და სხვა ჩაირთო ორივემ მაგიდასთან დაიკავა ადგილი. -არ მითხრა რომ ეს კერძებიც შენ მოამზადე, თრემ მსოფლიოში უდიდესი მატყუარა გამოხვალ. - გაიცინა სალომემ. -არა, არ მოგატყუებ. ყველაფერი ვიყიდე, მაგრამ სამაგიეროდ მაგიდა ჩემო გაწყობილია. - ნიშნისმოგებით უთხრა ბიჭმა, რაზეც ორივე მათგანს სიცილი აუტყდა. -შენ კი გამოიყურები შესანიშნავად, მაგრამ ჩემი ჩაცმულობა ამ გარემოს არ შეესაბამება. -რას ამობობ. შენ ნებისმიერ ფორმაში მაინც ყველაზე ლამაზი ხარ. გოგონამ ბედნიერი სახით გაიღიმა და ორივემ ვახშმობა დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. ღვინომ კი სითამამე შეჰმატათ. -გინდა კიდევ ვიცეკვოთ. -შესთავაზა ლაშამ. -რა თქმა უნდა. მაშინვე დაეთანხმა სალომეც და მაშინვე გადაინაცვლეს ოთახის შუაგულში ერთმანეთზე აკრულებმა. -შენ არ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. -მართალი ხარ არ ვიცი, რადგან უფრო მეტად მიყვარხარ. -მოდი ნუ ვიკამათებთ. ლაშამ გოგონას თავი ნელა ააწევია, მისი სახე ხელებში მოიქცია და საოცარი სინაზით აკოცა. გოგონაც თამამად აჰყვა. და მალე იქვე, ოთახის კუთხეში მდგარი საწოლისკენ გადაინაცვლეს. ლაშამ გოგონა ნელა გადააწვინა და მის ყელს ცხელი ტუჩებით ჩაჰყვა. ოსტატურად მოუშიშვლა მკერდი და ახლა მასზე გადავიდა. სალომემ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღალი კვნესა ამოუშვა. რამოდენიმე წუთში კი ორივე მათგანი სრულიად შიშველი მთელი გრძნობით ეფერებოდა ერთმანეთს. იმ ღამით მთელი არსებით, სულით, გონით ერთმანეთს ეკუთვნოდნენ, ერთმანეთისა ერქვათ. იმ ღამით არანაირ მიწიერ თუ ზეციერ ძალას არ შეეძლო მათი ერთმანეთსგან დაშორება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.