შენს მეზობლად (ნაწილი 12)
- ლუკა, არის კიდევ რამე, რაც შენზე არე ვიცი? - ჰკითხა ლიზიმ ბიჭს, როცა მეგობრები წავიდნენ და სახლისკენ მიმავალ გზაზე მარტო დარჩნენ. - იმ ინციდენტს გულისხმობ, რაც დღეს მოისმინე? - და კიდევ შენი ცხოვრების სტილს. მაგალითად, არ ვიცოდი ბინა თუ გქონდა ან იქნებ არ გინდოდა მცოდნოდა. - ლიზი, რომ არ მდომოდა ამ ბინის შესახებ გაგეგო, იქ წაგიყვანდით? - ალბათ არა. - და მაინც, მგონი არის კიდევ ერთი რაღაც, რაც ჯერ კიდევ არ იცი. - რა? - ხვალ გამოდი და გაჩვენებ. - რას მაჩვენებ? - იმას, რაც გაინტერესებს. ეს ნამდვილად უკანასკნელი „დიდი საიდუმლო“ა. - ახლა ვერ მეტყვი? - ხომ გითხარი, საიდუმლოა! - თქვა ბიჭმა და მომხიბვლელად გაიცინა. მეორე დღეს ლიზი სასწრაფოდ გავიდა სახლიდან, რომ ლუკასთვის მიესწრო, დაგვიანება არ უნდოდა, ერთი სული ჰქონდა გაეგო, კიდევ რა საიდუმლო ჰქონდა ბიჭს. - წავედით. - თქვა ლუკამ, როცა გოგონა დაინახა. - სად მივდივართ? - წყნეთში. - წყნეთში რა გვინდა? - ნახავ. გზა უინტერესო იყო. გოგონა საუბრის გუნებაზე არ იყო, ჯერ კიდევ არ იცოდა რა ელოდა წინ და თითქმის მთელი გზა, ხმა არ გაუღია. წყნეთში ჩავიდნენ, ლუკამ მოტოციკლი ერთი დიდი სახლის წინ გააჩერა და თქვა, მოვედითო. - სად მოვედით? - სახლში. - ვედავ რომ სახლია ლუკა. რა გვინდა აქ? - ეს უბრალოდ სახლი არ არის, ეს ჩემი სახლია. - თქვა ბიჭმა და დიდი ჭიშკარი შეაღო. უზარმაზარი მწვანე ეზოს ცენტრში დიდი, მდიდრული სახლი იდგა. - ღმერთო ჩემო, არ გითქვამს, რომ მდიდარი ხარ! - არ ვიცოდი, რომ ამით უნდა დამეწყო. - ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ არ მეგონა, რომ შენნაირ ბიჭს შეიძლება ასეთი სახლი ქონდეს. - ჩემნაირს? - ხომ ხვდები არა?! ბიჭს, შენნაირი წარსულით. - ჰო, დედაჩემის იყო. - ბიჭმა მაშინვე შეცვალა არასასურველი თემა. - ახლა კი ჩემია. აქ ამოვდივარ ხოლმე, როცა ის მენატრება, სახლში არაფერი შემიცვლია და თითქოს ის ისევ აქ არის. წამოდი შევიდეთ. გოგონა გაოცებული იყო სახლის სილამაზით, უზარმაზარი ოთახები, ჩუქურთმებიანი თაღებითა და კიბეებით, მდიდრული ფარდები უზარმაზარ ფანჯრებზე და საუცხოო ავეჯი საოცარ ინტერიერს ქმნიდა. - რა ლამაზია. - თავი ვერ შეიკავა ლიზიმ. - ნამდვილი სასახლეა. - დედამ მოაწყო საკუთარი გემოვნებით, ყოველი დეტალი მასთან შეთანხმებით გაკეთდა. - წარმომიდგენია, როგორი საოცარი ქალი იყო. - ჰო, იყო. - ბიჭის ხმაში დაუფარავი სევდა იგრძნობოდა და გოგონას ამ მომენტში ძალიან შეეცოდა. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავს დედის დაკარგვა. გაწვიმდა. ცამ კიდევ ერთხელ ჩამოყარა ცრელები მწვანე პლანეტის დასარწყულებლად. პატარა ჩიტები ხეების ტოტებს შეეფარნენ, ცხოველებმაც მოარიდეს თავი წვიმის შხაპუნს, პაწაწინა მწერებიც კი სადღაც გაქრნენ, მხოლოდ უმოძრაო ხეები დარჩნენ ერთგულნი და ზაფხულის კაშკაშა მზის შემდეგ დიდი მოთმინებით მიიღეს ცივი შხაპი. წყვილი ფანჯრიდან ადევნებდა თვალ-ყურს ბუნების ხასიათის ცვლილებას: ერთმანეთის გვერდით იდგნენ ხელი-ხელ ჩაკიდებულნი, სველ ბალახზე მოთამაშე წვიმის წვეთებს გასცქეროდნენ და ორივე ჯიუტად დუმდა. - მალე უნდა წავიდეთ ლუკა, ხომ იცი? - დაარღვია სიჩუმე ლიზიმ. - ჰო, მაგრამ წვიმს. მოვიცადოთ, სანამ გადაიღებს. - და მაშინვე წავალთ. - როგორც იტყვი. - სანამ გადაიღებს რა ვაკეთოთ? - მე შემიძლია უბრალოდ აქ ვიდგე და ასე უხმოდ გიყურო. - ნუ რომანტიკოსობ! - ამას არ ვაკეთებ, მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. გამოცდების შედეგების და საოცნებო არდადეგების მოლოდინში კვირა სწრაფად მიილია, ქულებიც უკვე ყველამ იცოდა და დასვენებისთვის საბოლოო სამზადისში იყვნენ. ლიზი განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდა წასაღებ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, სათითაოდ იღებდა, ტანზე ირგებდა და მერე ჩანთაში დებდა. ბარგს ჯერ კიდევ ალაგებდა, როცა ოთახში მერი შემოვიდა. - ლიზი, რას აკეთებ? - ვალაგებ მერიკო, ვალაგებ. - სადმე მიდიხარ? - ბათუმში. - ვისთან? - მეგობრებთან ერთად. - როდის? - ხვალ. - გასაგებია. - თქვა ქალმა უცნაური ტონით. - რა მოხდა მერიკო? - არაფერი... ანუ მაინც მიდიხარ. - მაინც? უი, შენ დაგპირდი წაყვანას. - ახლაღა გაახსენდა საკუთარი პირობა. - არაუშავს, მე მაინც არ მცალია ახლა. - მერიკო, როცა მოიცლი ჩამოდი, მართლა, არავინ იქნება წინააღმდეგი. დამირეკე და დაგხვდებით იქ. - არა, მე თქვენთან რა მინდა. - მერიკო, დამპირდი, რომ როგორც კი დრო გექნება, მოხვალ, კარგი? ბავშვებიც წამოიყვანე. - მართლა? - გაუხარდა ქალს. - რა თქმა უნდა. - ლუკაც იქნება არა? - კი. - ე.ი. იქ მაინც გავიცნობ. აუცილებლად მოვალ. - შენ ხომ მხოლოდ ამაზე ფიქრობ. - მაინტერესებს, რას ვაშავებ? - არაფერს. - თქვა გოგონამ და ქალს გადაეხვია. - ისე, შეგიძლია მშვიდად იყო, ლუკა სულაც არ არის ღარიბი. - რა? რატომ? საიდან იცი? - ულამაზესი ბინა აქვს პეკინზე, გუშინ ვნახე, დღეს კი წყნეთში წამიყვანა და იქაური სახლი მაჩვენა, ნამდვილი ზღაპარია. - ეს რა იყო, იტრაბახა თუ? - ღმერთო, შენ ხომ არაფერი მოგწონს! არ უტრაბახია, არ ვიცოდით სად წავსულიყავით და თავისი ბინა შემოგვთავაზა ვარიანტად, მერე ვკითხე კიდევ რამე ხომ არ უნდა ეჩვენებინა ჩემთვის და აგარაკი ვნახეთ. სულ ეს იყო. - ანუ მდიდარია? - ჩემზე მეტად. - ეს უკვე კარგია. ასე დაეწყო თავიდანვე, გული რო გამიხეთქა. - არ ჩათვალა მნიშვნელოვნად. - ზღაპარი სახლი წყნეთში უმნიშვნელო ჰგონია? - გაუკვირდა ქალს. - არა, ზოგადად ქონება ჰგონია უმნიშვნელო. ის სახლი კი ძალიან უყვარს, დედამისის ყოფილა. - გასაგებია. ყავა არ გინდა? - არა, შენ დალიე. მე მალე უნდა გავიქცე. - ახლა სადღა მიდიხარ? - ბავშვები ვიკრიბებით ლუკასთან, ბოლო დღეა ქალაქში ბათუმამდე და გვინდა ბოლომდე გავარკვიოთ ყველაფერი. - პეკინზე? - კარგი რა მორჩი! და ჰო, პეკინზე! - დაემანჭა გოგონა. ორ საათში მეგობრები უკვე შეკრებილები იყვნენ ლუკასთან და ტკბილად საუბრობდნენ გეგმებსა და სხვა დანარჩენზე. - დასარჩენი გვჭირდება, ორი ოთახიც გვეყოფა, მაგრამ გვერდი-გვერდ უნდა ავიღოთ. - ამბობდა გიორგი. - უკვე დავჯავშნე სასტუმროში ოთახები. - რომელ სასტუმროში? - დაინტერესდა მარი. - ახლავე გაჩვენებთ. - ლუკა კომპიუტერთან მივიდა და ჩაკეცილი ფაილი გახსნა. - აი, ეს სასტუმროა, ესენი კი ჩვენი ოთახები. იმედია მოგწონთ. - რა მაგარია, - აღტაცებით წამოიძახა მარიმ. - ულამაზესი ოთახებია! - და ალბათ ძვირიცაა. - დაამატა ლიზიმ. - ნუ ღელავთ, უკვე გადახდილია. - დღეიდან ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. - გადაეხვია ბიჭს მარი. - მადლობა ძმა, გაიხარე. - თქვა გიორგიმ. - კარგი რა, სალაპარაკოც არ არის. - და რით წავალთ? - იკითხა ლიზიმ. - სამი ვარიანტი გვაქვს: მატარებელი, მანქანა ან მოტოციკლი. - მოტოციკლი ერთია, ჩვენ კი ექვსნი ვართ. - არა, მოტოციკლი სამია. - თქვა ლუკამ და ბიჭებს გასაღებები დაურიგა. - იგივე მოდელია. - არ არსებობს, კავასაკები გვიყიდე? - გაოცებას ვერ მალავდა საბა. - ოცნება ამიხდინე ძმა, გაიხარე. - გადაეხვია გიორგი. - ეს კარგი, მაგრამ მოტოციკლით არ დავიღლებით? - იკითხა ანამ. - დაახლოებით სამი საათი დაგვჭირდება. ჩემთვის არ არის პრობლემა. - არა, არა, აქ დატოვეთ მოტოციკლები, მატარებლით წავიდეთ. - შეშინდა ანა. - კარგი რა, მოტოციკლები იქაც გამოგვადგება მთელი სამი თვე. - სცადა გოგოს დათანხმება საბამ. - არა, მატარებლით მივდივართ ან მარტო თქვენ წადით. - კარგი იყოს მატარებელი. - არის ბილეთები ხვალისთვის? - საღამოს რეისზე არის. - თქვა ლუკამ. - იყოს. - კარგი, მაშინ ახლავე ვიყიდი ექვს ბილეთს. - ყველაფერი დაგეგმეს და დივანზე ჩამოლაგდნენ. მერე ანას მოშივდა და ყველა სამზარეულოში გავიდა. - აუ, როგორ არ მინდა მოტოს აქ დატოვება. - დაიწუწუნა ისევ გიორგიმ. - არც მე. - მხარი აუბა საბამ. - არ დავტოვებთ, მე მაინც მჭირდება, თბილისში რო მომიწევს დაბრუნება, დამწირდება. ამ საღამოსვე გავაგზავნინებ სამივეს და რომ ჩავალთ, იქ დაგვხვდება. - აუ, რა მაგარია. - გადავრჩით! - გაიგონეთ? მგონი სკაიპი გეძახის. - თქვა მარიმ. - ნეტა ვინაა ამ დროს?! - თქვა ლუკამ და ოთახიდან გავიდა. - ჩვენ არ გავიდეთ? - იკითხა საბამ. - არ გვაინტერესებს ვინაა? - იქნებ საქმეზე ურეკავენ. - სკაიპში? კარგი რა. - არ გაჩუმდა საბა. - ლიზი, დავიჯერო, არ გინდა ნახო ვის ელაპარაკება? საბას დაჟინებამ გაჭრა და ყველანი ოთახში შელაგდნენ. - აბა რა უნდა ვქნათ ტკბილო? - ეკოითხებოდა ლუკას ახალგაზრდა შავგრემანი გოგონა. - რა ვქნა, ჩემო გოგო, ქალაქში არ ვიქნები და ვერ მოგხედავ. - ლუკა, უკან მიიხედე. - თქვა უცებ უცნობმა გოგონამ. ლუკა მობრუნდა და კარებთან ატუზული მეგობრები დაინახა. - ლიზი... - საზიზღარო! - თქვა გოგონამ და ბინიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. - ლიზი მოიცადე. - მიაძახა ანამ. - ლიზი. - შეშინდა გიორგი. ლუკა მაშინვე წამოხტა და გაქცეულ გოგონას დაედევნა, იგივე გააკეთეს სხვებმაც. გოგონა მთელი ძალით გარბოდა და ცდილობდა, მეგობრები არ დაწეოდნენ. ლუკა მალე წამოეწია და დაიჭირა. - ლიზი, მოიცადე. არასწორად გაიგე! - რა გავიგე არასწორად ტკბილო? - უყვირა გოგონამ და სილა გააწნა. - თავხედი ნაბიჭ*არი ხარ! - ლიზი, არასწორად ფიქრობ. მათქმევინე. - გაეთრიე, ხელი არ მახლო. - ყვიროდა გოგონა. ამ დროს მეგობრებიც მოვიდნენ და ისი დამშვიდება სცადეს, გოგონას არაფრის მოსმენა სურდა და გამალებიტ ცდილობდა ლუკასგან თავის დახსნას. - გითხარი, შემეშვი მეთქი! - ლიზი, მომისმინე. ის უბრალოდ მეგობარია. - ყველა მეგობარს ასე მიმართავ? რაღაც არ მსმენია ანას ან მარის ასე ეძახდე. - ისინი ახლა გავიცანი ლიზი. - მას რამდენი ხანია იცნობ? იქნებ ციხიდან? ერთად ხომ არ იჯექით? მოიცა, გამახსენდა, რომ ქალებს და კაცებს ერთად არ სვამენ. - გაჰკიოდა გოგონა. - ციხეში, რაზე ლაპარაკობს? - იკითხა საბამ. - ლიზი, დამშვიდდი. - თავი დამანებე! - გოგონა ლუკას ხელიდან დაუსხლტა და ქუჩის გადაჭრა დააპირა. ლუკა გაეკიდა. - ლიზი წითელია! - იყვირა ანამ. მეგობრის კივილმა და მანქნების პიპინის ხმამ ლიზი შეაშინა და ერთ ადგილზე გაყინა, თუმცა ლუკამ დროზე მიუსწრო და გაფითრებული გოგონა ცხვირწინ ააცალა შავ ჯიპს. - რა ჯანდაბას აკეთებ ლიზი? - არ ვიცი... - შეშინებული ხმით თქვა გოგონამ. - გინდა არანორმალურო? - მანქნიდან გადმოვიდა ჯიპის პატრონი და გოგონას მივარდა. - შეეშვი გოგოს, არაფერი მომხდარა. - წინ გადაუდგა ლუკა. - რა შევეშვა, ლამის თავი მომაკვლევინა ამ თავხედმა. - კიდევ ერთი სიტყვა და სიტყვას გაძლევ, მაგ ყბებს ჩამოგიღებ. - შეუღრინა ლუკამ და ლიზის მიუბრუნდა. - წამოდი, წავიდეთ აქედან. - ამ ლაწირაკს დამიხედეთ... ბიჭი, მოიხედე ერთი. - ლუკა შებრუნდა და როგორც დაჰპირდა, სახეში მუშტი უთავაზა. ბიჭი საკუთარ მანქანაზე დაემხო და აზრზე მოსვლას ცდილობდა, როცა მათ სიახლოვეს პატრული გაჩერდა. - ამის დედაც. - გაბრაზდა ლუკა. - აქ რა ხდება? - იკითხა ღიპიანმა ოფიცერმა, რომელიც ლუკას თვალს არ აცილებდა. - ჩხუბობდით? - ყველაფერი რიგზეა. - თქვა ლუკამ. - მადლობა ყურადღებისთვის. - რა არი ბიჭო რიგზე, - გაცეცხლდა ჯიპის მძღოლი. - ეს გოგო წითელზე გამოვარდა და კინაღამ თავი მომაკვლევინა, ამ ლაწირაკმა კი ცხვირი გამიტეხა. რიგზე არაფერია! - შემთხვევით მოხდა, ლიზიმ უბრალოდ ვერ შენიშნა წითელი რომ იყო, - ჩაერია საუბარში გიორგი. - ამ ტიპმა კი გინება დაუწყო, ამიტომაც მოხვდა ერთი. - მიზეზით თუ უმიზეზოდ, ასეთი ქცევა კანონით ისჯება. - და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ისჯება? - გაბრაზდა საბა. - თუ დაამტკიცებთ, მასაც დავიჭერ. ახლა კი მხოლოდ იმას ვხედავ, რომ მოქალაქეს დაზიანება აქვს მიყენებული და ხელს თქვენს მეგობარს ადებს. - ანუ ჩემს დაჭერას აპირებ არა? - იკითხა ლუკამ. - კი არ ვაპირებ, უკვე ვაკეთებ. - თქვა ოფიცერმა, მერე უბრძანა შებრუნებულიყო და ხელბორკილების დადება დაუწყო. - გგონია დამიჭერ და საქმიდან ასე ადვილად გახვალ? - რა თქვი? - გაუკვირდა ოფიცერს. - გგონია, არ ვიცი ვინ ხარ? გგონია, არ ვიცი რო ცუდ ბიჭებთან მეგობრობ, რომ მათი დიდი ვალი გაქ და ახლა საუკეთესო პოლიციელის სტატუსისთვის იბრძვი, რომ პრემიას გამოკრა ხელი და შენი ვალების რაღაც ნაწილი მაინც დაფარო. როგორ გგონია, რა მოხდება, როცა განყოფილებაში გაიგებენ რა ტიპის ხალხთან გაქვს ურთიერთობა? - ეს ყველაფერი საიდან იცი? - შეშინდა ოფიცერი. - შენზე ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი, რომ როცა შენი ვალების გასასტუმრებლად მიდიხარ, მაგ კამერას, მხრებზე რომ გაქვს მიმაგრებული, თიშავ ხოლმე, რომ არ ჩაიწეროს შენი საიდუმლო შეხვედრები და მერე მისი ჩართვა გავიწყდება. აი, მაგალითად, როგორც ახლა. - ოფიცერმა კამერა შეამოწმა, გათიშული იყო. - როგორ გგონია, რა მოხდება, როცა განყოფილებაში მიმიყვან? როგორ ფუქრობ, რას ვიტყვი პირველ რიგში? იქნებ იმის თქმაც მომინდეს, რომ დაპატიმრებისას უფლებამოსილებასაც გადააჭარბე და იქნებ ერთი-ორი დალურჯებაც გამიჩნდეს სხეულზე ასე სასწაულებრივად? რას იტყვი, ვის დაუჯერებენ, ბინძურ პოლიციელს თუ მის მსხვერპლ ბავშვს? ახლა კი ის მითხარი, გიღირს თუ არა ამ ფასად ჩემი განყოფილებაში მიყვანა? ოფიცერი გაშრა, არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო, მერე გასარები ამიოღო, ხელბორკილები მოხსნა და უთხრა: - იცოდე, დღეს შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მტერი შეიძინე. ეს დღე კარგად დაიმახსოვრე, რადგან მე ამას არასოდეს დაგივიწყებ და არ მოვისვენებ, სანამ ამ ხელბორკილებს ისევ არ მოგარგებ ჩემივე ხელებით და იქ არ შეგტენი, სადაც შენი ადგილია. - აქვე ვიქნები. - მიაძახა მანქანისკენ მიმავალ პოლიციელს ლუკამ. - სერიოზულად? ასე უბრალოდ უშვებთ? ეს უკანონობაა! - იყვირა ჯიპის მძღოლმა. - მე შენ გიჩვენებ კანონს და მორალს, - ახლა მას შეუტია გაბრაზებულმა პოლიციელმა. - იცი, რომ ახლავე შემიძლია დაგიჭირო სიცოცხლისთვის სახიფათო მართვისთვის ან სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის? ახლავე ჩაჯექი შენს დამპალ მანქანაში და დაახვიე აქედან! ბიჭი შეშინებული ჩაჯდა მანქანაში და იქაურობას გაეცალა. - სახლში ვილაპარაკოთ. - მიუბრუნდა ლუკა ლიზის. - ცივილიზებული ხალხივით! ყველანი ლუკას ბინაში დაბრუნდნენ. მეგობრები გაოცებულნი იყვნენ იმ ყველაფრით, რაც ნახეს და მოისმინეს, ცნობისმოყვარეობა ახრჩობდათ, მაგრამ კითხვების დასმას ვერ ბედავდნენ. - ის გოგო ჩემი მეგობარია, ერთად ვმუშაობთ. მე ვიპოვნე და მოვიყვანე კიბერუსაფრთხოებაში, თავიდან მარტო მე მენდობოდა და სულ ჩემთან იყო, მალევე დავმეგობრდით და მას შემდეგ ასე ვართ. სულ ესაა, მასთან რომანტიული გრძნობები არ მაკავშირებს, ჩემთვის დასავითაა. - მე ვიფიქრე... - ასე არ შეიძლება ლიზი! არ შეიძლება ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას იფიქრებ, გაიქცე და ისტერიკები მოაწყო. - ისევ ამას ამბობ? - იქ შეიძლებოდა მომკვდარიყავი ლიზი, ჩემს თვალწინ! - უყვირა ლუკამ. - აცნობიერებ მაინც, რას გადაურჩი? - მადლობა, რომ გადამარჩინე! - მადლობისთვის არ მითქვამს, ვცდილობ დაგანახო რამხელა სისულელე გააკეეთე და რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. - გგონია, იდიოტი ვარ და ვერ ვხვდები? - იდიოტი რომ მეგონო, ვიტყოდი ასეთია და არ ესმის-თქო, მაგრამ ასეთი არ მგონიხარ და ამიტომაც ვბრაზობ. - უბრალოდ ძალიან გავბრაზდი, როცა ვიფიქრე, რომ... - რომ მოგატყუე! ჩემი რატომ არ გჯერა ლიზი? რა გავაკეთე ისეთი, რომ ეს უნდობლობა დავიმსახურე? - ამას სერიოზულად მეკითხები? - და ჩვენ ისევ ჩემს წარსულზე ვსაუბრობთ! - წარსულზე? არა, ახლაც იგივე მოხდა იმ პატრულთან. - ჯობდა ყველანი განყოფილებაში წავეყვანეთ? - არა, არ ჯობდა, მაგრამ მაინც... შენ შენ ხარ, არ შეცვლილხარ! ისევ ისეთი მეამბოხე და ცინიკური ხარ! - მშვენიერია! - რა არის მშვენიერი? ის, რომ მე შენს გვერდით უნდა ვიდგე და ვუყურო, როგორ გაურჩევ საქმეს ხალხს? მე ასეთი ბიჭი არ მჭირდება. - ასეთი არ ვარ! - დღეს ზუსტად ასეთი იყავი და მე შემრცხვა შენ გამო! - ე.ი. ჩემ გამო შეგრცხვა?! - ირონიით თქვა ლუკამ. - მე უბრალოდ შეგახსენე, რომ არ მჭირდება ასეთი კაცი ჩემს გვერდით. - შეხსენება არ იყო საჭირო ლიზი, ისედაც ვიცი რამხელა მსხვერპლს იღებ ყოველ დღე, როცა ჩემს გვერდით ხარ! - მოიცადე, ეს ცინიზმი იყო? - გაბრაზდა გოგონა. - როგორ მიხვდი? - ლუკა, არ მომწონს შენი ტონი! - მართლა, მე კი მგონია, რომ ზუსტად შესაფერისია. - ისევ აუწია ხმას ლუკამ. - იქნებ ამიხსნა ეს რას ნიშნავს?! - ჩემთვის მსხვერპლი არ გაგიღია ლიზი, ეს შენც გინდოდა და ახლა ერთად ამიტომ ვართ. ბოლოს და ბოლოს, აღიარე ეს! მე შენთვის არაფერი დამიძალებია, ეს ზუსტად იმიტომ არ გავაკეთე, რომ ამის მოსმენა არ მსურდა ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ისე ვერ იქნება, როგორც შენ გინდა. ამას არ ვიმსახურებ! შენ ასე არ გგონია? - მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ... - რა? რა თქვი, გარდა იმისა, რომ შენთან ყოფნას არ ვიმსახურებ? - მე უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, დასკვნების გარეშე. - გგონია, ეს ფაქტი მე არ მახსოვს ან იქნებ გგონია, რომ შენზე ნაკლებად მაწუხებს? გგონია, ჩემს დაკარგულ წლებს ჩემზე მეტად განიცდი ან იქნებ ჩემი შელახული რეპუტაცია გტკივა ჩემზე მეტად? - ამის თქმა არც მიფიქრია. - და რის თქმას აპირებდი? - მე... - გოგონა ცოტა ხნით გაჩუმდა. - მაპატიე! - კარგი, - თქვა ბიჭმა მცირე პაუზის შემდეგ. - მე უბრალოდ, არ მინდა შენგან სულ ეს მესმოდეს. ვერ შევცვლი იმას, რაც უკვე იყო და თუ ამის მიღება არ შეგიძლია... - არა, მაპატიე, შენ მართალი ხარ. აღარ ვიზამ! - მეც არ უნდა მეყვირა შენთვის. - დაიმორცხვა ლუკამ. - არაუშავს. - ანუ შევრიგდით? - ჰო. - მოდი ჩემთან. - თქვა ბიჭმა და გოგონა გულზე მიიკრა. ამ სცენის შემხედვარე ბავშვები კიდევ უფრო დაიბნენ. - ლუკა. შეიძლება რაღაც გკითხო? - ჰო ლიზი. - რატომ გამიშვი მაშინ ასე მარტივად? რატომ დანებდი? - ეს ხომ უკვე გითხარი?! არასდოს დაგაძალებ იმას, რაც შენ არ გინდა, თუნდაც მე ეს ჰაერივით მჭირდებოდეს. - და საერთოდ რატომ გამოჩნდი? - ალბათ იმიტომ, რომ ყველა კაცს სჭირდება გვერდით ქალი. ვხედავდი, რომ შენც დაინტერესდი და ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა. - ნეკნი გაკლდა? - გაუღიმა ლიზიმ. - მე არ მომწონს ეს ფრაზა. თუ ლოგიკურად გავყვებით ამ ისტორიას, კაცმა ქალის საჭიროება გაცილებით ადრე იგრძნო, ვიდრე ნეკნს დაკარგავდა და ეს ნეკნი სწორედ ამ საჭიროების შესავსებად დათმო. იმის თქმა მინდა, რომ ქალის კულტი მამაკაცისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკუთარი ნაწილის უკან დაბრუნების ფიზიკური საჭიროება, ეს უფრო სულიერი ნაკლულობაა და სწორედ ამიტომ არის გაცილებით მძიმე ასატანი. - მიყვარს, როცა ასე საუბრობ. - ამიტომ მეკითხები?! - გაიღიმა ბიჭმა. გოგონამ თავი მაღლა ასწია, თვალებში ჩახედა და უთხრა: - მიყვარხარ ლუკა! - მეც, ჩემო ქალბატონო! როცა ორივენი დამშვიდნენ, მხოლოდ მაშინ გააცნობიერეს, რომ ოთახში მარტონი არ ყოფილან და მათ მეგობრებს ყველაფერი ესმოდათ. საჭირო იყო მოსმენილის ახსნა და ამ ყველაფრისთვის საკუთარი ადგილის მინიჭება ისტორიაში. ლუკა იძულებული გახდა მეგობრებისთვის ეთქვა, რომ ადრე ჰაკერობის ბრალდებით დაიჭირეს და ციხეში იჯდა. - მერე ამას აყვედრიდი ამდენი ხანი ლიზი? - გაიკვირვა საბამ. - შენც ხარ რა, კაცის მკვლელი ხომ არ არის. - კარგით რა ბავშვებო, მეგონა რაღაც სერიოზული პრობლემა გქონდათ, - ჩაერთო გიორგი. - თქვენ კი სისულელეზე ჩხუბობთ. - რა სულელი გვყავხარ. - დატუქსეს გოგონებმაც. - კარგით ჰო, ვიცი, რომ სულელურად ვიქცეოდი, მაგრამ მოვრჩი. მართლა! - ხო მივდივართ ბათუმში? - ყოველი შემთხვევისთვის იკითხა მარიმ. - აბა რას ვშვებით?! მივდივართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.