შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (4)


12-08-2016, 01:05
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 218

ნელ-ნელა მიყვნენ დანარჩენებიც და როდესაც ბოლოს ლაშაც გავაცილეთ და კარები მივხურეთ მაშინვე დედამის მივარდა სანდრო...
-რა გააკეთე ეს? რატომ არ გინდა, რომ ბედნიერი ვიყო? რა არ მოგეწონა იქნებ ამიხსნა? - ბოლოხმაზე ყვირდა სანდრო და რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს ლეწავდა... - რა გინდა იქნებ ამიხსნა? რა გინდა რომ მიამ გააკეთოს, რაა საჭირო იმისთვის რომ შენი გული მოიგოს?
ჩუმად იჯდა ნატო და მშვიდად უსმენდა სანდროს ყვირილს..
-დაამთავრე? - ასევე მშვიდად იკითხა და ფეხზე წამოდგა.. - კი ბატონო გეტყვი რაც მინდა.. მინდა აქედან წავიდეს! მინდა ჩემ შვილს თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიცეს და მინდა თავისი დაქალები და მეგობრები სახლში არ მოუყვანოს, არ მინდა ბორდელს დამესგავსოს აქაურობა..
ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა..
მე კიდევ თვალები ცრემლებით ამევსო, ნამდვილად ზედმეტი იყო ეს ჩემთვის..
თავს დამცირებულად, არა, უფრო მიწასთან გასწორებულად ვგრძნობდი..
სანდროს ნერვები უტამაშებდა, მუჭები შეეკრა.. ვგრძნობდი რამხელა ძალისხმევა ჭირდებოდა, რომ კიდევ რამე არ დაელეწა..
მინდოდა ახლოს მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, "არაუშავს ამასაც ერთად გავუძლებთ", მაგრამ მეშინოდა... მეშინოდა უარესად არ გაბრაზებულიყო და რაიმე სისულელე არ ჩედინა..
ამიტომ ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი, არც ტირილის უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს, თუმცა ცრემლები მახრჩობდა... ყელში მობჯენილი ბურთი არ მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას..
ვგრძნობდი როგორ ვითიშებოდი, მაგრამ მაინც მყარად ვიდექი მიწაზე..
სანდრო და დედამისი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და არცერთი არ აპირებდა რამის დათმობას, გია კი მშვიდად იჯდა სავარძელში და ამ სახანაობას უყურებდა..
ბოლოს როცა ხმა აღარავინ ამოიღო ფრთხილად მივედი სანდროსთან და მკლავზე შევეხე..
დენდარტყმულივით მოატრიალა თავი და როგორც კი ჩემი აცრემლიანებული თვალები დაინახა მაშინვე მოეშვა..
ხელი გამაშვებინა და ოთახში ავიდა.. მეც ფეხდაფეხ მივყევი.. ოთახში შესული ლოგინზე იჯდა და ხელებში ჰქონდა თავი ჩარგული...
-მაპატიე.. ეს.. ესე..
ბლუყუნით დაიწყო და ნელა ამომხედა..
მაშინვე მასთან მივედი და მის წინ, იატაკზე დავჯექი..
მისი ხელები შემსაში მოვიქციე და მხოლოდ ეხლა მივეცი თავს უფლება მეტირა..
-არა! პირიქით ჩემ გამო ხდება ეს ყველაფერი.. მე რომ არ გამოვჩენილიყავი შენ ცხოვრებაში.. მოდი არ გვინდა ეს ყველაფერი, უბრალოდ ხელი გავაწეროთ და ყველაფერი დამტავრდება.. არ მინდა ჩემ გამო ოჯახთან უტანხმოება გქონდეს.. ესე ჯობია...
მოჩვენებითი სიმშვიდით ამოვილაპარაკე, თუმცა, როცა მივხვდი რომ სანდროს უნდა გავშორებოდი ისტერიული ტირილი ამივარდა...
მინდოდა გავჩერებულიყავი, მაგრამ არ შემეძლო..
ორივე ლოგინზე ვიწექით, თავი მის გულზე მედო და ვტიროდი..
სანდროც ტიროდა..
ვგრძნობდი მის ცრემლებს და გახშირებულ სუნტქვას..
-არა! - უცებ წამოიძახა და ერთიანად დაიძაბა.. - არა! მხოლოდ იმის გამო, რომ დედაჩემი მშვიდად იყოს არ გაგშორდები.. მხოლოდ იმის გამო, რომ დედაჩემმა თავისი გაიტანოს არ გაგშორდები.. მინდა ჩემთნ იყო, ჩემი ცოლი ხარ და პირიქით მოხდება, ქორწილსაც გადავიხდით..
-სანდრო..
მინოდოდა გამეჩერებინა და მეთქვა არ ღირდა ეს ყველაფერი ამად, მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ მომცა..
-მომისმინე მია, მე დავდე პირობა, რომ ექვსი თვე იქნებოდი ჩემი ცოლი და ესეც იქნება, სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს, თუ დედაჩემს რაიმე საწინააღმდეგო ექნება ქონდეს.. ჩემი ცოლი ხარ და არა დედაჩემის... ამიტომ არ მიაქციო ყურადღება..
ეხლა კი აქედან უნდა წავიდე, თორემ მისი ქოთქოთი ნერვებს მიშლის..
აქამდე წაყრუებული ნატოს ლანძღვით გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე და ჩაცმა დაწიყო..
-გინდა დღეს დედაჩემთან წავიდეთ და იქ დავრჩეთ გაუხარდება შენი ნახვა.. ოღონდ ქორწილი არ გვინდა რა..
დადებითი პასუხის მირებისთანავე გავემზადეთ და გარეთ გავედით..
კიბეებთან ნატო შეგვხდა, გაბრაზებულმა აგვათვალიერა ორივე და ცხვირაბზუებული შევიდან თავის საძინებელში..
ორივე მშვიდად მოვთავსდით მანქანაში და გეზი ჩემი სახლისკენ ავიღეთ..
-კიდე ხო არ ნერვიულობ?!
სიცილით ვკითხე და იმდღევანდელი ნერვიულობა გავახსენე..
უარყოფის ნიშნად თვი გააქნია და ჩემთან ერთად მოყვა სიცილს...
დედაჩემმა როგორც კი დაგვინახა ბედნიერების ერთი-ორი ცრემლი გადმოცვივდა.. ორივე დიდი სიყვარულით ჩაგვიკრა გულში და თან ტირილს ნელ-ნელა უმატებდა..
-კარგი დედა რა გატირებს უიმე..
ბუზღუნით შემოვიდა ოთახში მაკო..
-ამაღამ აქ დავრჩებით
საზეიმოდ გამოვაცხადე და როგორც კი მაკოს შეწუხებული სახე დავინახე ისტერიული სიცილი ამიტყდა..
-რისთვის გათხოვდი მია თუ ისევ აქ უნდა იცხოვრო?
მოჩვენებით სიმკაცრით მკითხა და შეკავებული ღიმილი , რომ არ დამენაზა თავი დაბლა დახარა..
-მხოლოდ ამ ღამეს და მეტს აღარ შეგაწუხებთ
სიცილით ვუთხარი და უკნიდან მივეხუტე ჩემ საყვარელ დას...
შუაღამემდე ვისხედით და უაზრობებეზე ვლაპარალკობდით..
ამჯერად მაკო უყვებოდა სანდროს ჩემი ბავშვობის შესახებ და ეხლა ის დამცინოდა..
-აუ ის თუ გახსოვს მია, ჩვენი მეზობელი ლიზა რომ ცემე..
კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი გაიხსენა მაკომ და მაშინვე ლოყები ამიწითლდა..
-არა არ მახსოვს..
უცებ ვიცრუე..
-მოკლედ, ერთი ბიჭი იყო მიშო, ჩვენი მეზობელი იყო რა და მაგრად მოზონდა მიას, მაშინ ხუთი ექვსი წლის იყო.. მიშო ძაან დასტოინი ტიპი იყო, ზედმეტს ხმას არ ამოიღებდა და რაღაცა ეგეთი რა, და ეს სულ ეზეთი ახტაჯანა იყო და ერთ დღესაც ახალი გადმოსული იყო მეზობლად და რა თქმა უნდა როცს ბავშვების ხმა გაიგო ისიც გამოვიდა ეზოდან და მიშომ როგორც მათში ყველაზე სერიოზულმა, პირველმა გაიცნო ლიზა და ელაპარაკებოდა, ამან როგორც კი დაინახა, მაშინ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მეორე დღეს ლიზა რომ გადმოვიდა ჩვენთან სახლში სათამაშოდ, რას ქვია გუშინ ჩემ შეყვარებულს დაელაპარაკეო და ცემა..
როგორც კი მოყოლა დაამთავრა ისეტრიული სიცილი აუტყდა, მალევე აყვ სანდრო..
აი მე კი ვჯექი დაქ გაბრაზებული სახით ვუყურებდი ორივეს..
-ყოჩაღ მაკო ეს უნდა მოგეყოლა აუცილებლად..
ნაწყენმა ამოვილაპარაკე და შეუმჩნევლად ვუჩქმიტე..
-კარგი რა მია, პირიქით მაგარია.. ხუთი წლისას თუ ისე გიყვარდა, რომ ვიღაც ცემე.. ეხლა ოცდახუთის ხარ და წარმომიდგენია როგორ გიყვარვარ..
სიცილით დააყოლა სანდრომ და როგორც კი გაიაზრა რა თქვა დამნაშავეს მზერით გამომხედა..
-კარგი მე წავალ დავწვები, თორემ დავიღალე, ხვალ სამსახურში უნდა წავიდე..
უცებ წამოდგა ფეხზე მაკო და საძინებელშჲ გავიდა..
დავრჩით მხოლოდ მე და სანდრო..
ორივე ჩვენთვის ვიჯექით და ვფიქრობდით...
-მაპატიე, არ მინდოდა ესე გამოსულიყო..
დუმილი სანდრომ დაარღვია და ჩემ წინ ჩამოჯდა..
-არაუშავს.. - ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე და ძალით გავუღიმე - კარგი, წამოდი დავიძინოთ ჩვენც..
უცებ წამოვდექი ფეხზე და ჩემი საძინებლისკენ წავედი.. ისიც ფეხდაფეხ მომყვა და ჩემთან ერთად შემოვიდა საძინებელში..
-რა მყუდრო ოთახი ქონია...
მაშინვე ლოგინზე წამოკოტრიალდა და ოთახს თვალი მოავლო..
-ხო მყუდრო ოთახი, ერთ საწოლიანი ლოგინი და არანაირი ტახტი, ამიტომ კომფორტულად დასაწოლად მოგიწევს ფუმფულა და თბილ ხალიჩაზე გაგიშალო ლოგინი..
-კაი რა, მოდი დავეტევით ორივე..
შეძლებისადგვარად მიიწია კუთხისკენ და დგილი გამინთავისუფლა..
-ვერ დავეტევით..
-შენ ნუ წუხარ მაგაზე, მოვთავსდებით როგორმე..
ღიმილით მითხრა, მეც გამეღიმა მის ამ საქციელზე და გვერდზე მივუწექი..
-რაღაც ვერ ვთავსდები..
უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და მერამდენედ გადავტრიალდი ბოლო ოცი წუთის მანძილზე კაცმა არ იცის..
-მოდი ჩემთან...
უცებ დამავლო ხელი სანდრომ და თავი მის გულზე დამადებინა, ხოლო მისი ხელები ჩემ წელზე მოათავსა...
მუცელში მთელმა ზოოპარკმა გაიღვიძა..
სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა და გავიყუსე.. ხელი მის მუცელზე მოვათავსე და სხვადასხვა ფიგურების ხატვა დავიწყე...
ვიგრძენი როგორ დაუბუსუსდა კანი და მეც მასთან ერთად დავბუსუსდი..
ღმერთო, რა სასიამოვნო ყოფილა ესე დაძინება.. არაფერი არ გაწუხებს და თავსაც ძალიან კომფორტულად გრძნობ..
თითქოს ყველაფერი გაქვს, მაგრამ მაინც რაღაცა გინდა..
რაღაცა რისი გადმოცემაც არ შეგიძლია..
ალბათ ყველას ქონია მომენტი, როდესაც მაცივარი სავსეა ისეთი ტკბილეულობით რომელიც გიყვარს, მაგრამ კიდევ გინდა რაღაც, თუმცა არ იცი რა..
სწორედ ესე ვარ ეხლა.. მინდა რაღაც მაგრამ არ ვიცი რა..
აგვისტოა, შუა აგვისტო..
საშინელი სიცხეებია, ყველა რო კონდიციონერსი ქვეშ ზის ეგეთი, თუმცა მე ერთ საწოლში სანდროზე ჩახუტებული ვწევარ და სიცხე საერთოდ არ მაწუხებს..
ალბათ, რომ არა ის დღე, მე ისევ თავქარიანი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და დარწმუნებული ვარ ამ წუთში ვიღაცის ლოგინში ვიქნებოდი..
ფიქრებისგან გადაღლილს, როდის ჩამეძინა არ მახოვს, მაგრამ გონზე სიცივემ მომიყვანა..
არა რა, ხომ ვამბობ გავრეკე ამ სიცხესი რადროს სიცივეა ამიხსენით ვინმემ..
თუმცა რა მნიშნვენლობა აქვს, სანდრო ჩემ გვერდზე აღარ იწვა და ჩემდა გასაკვირად არც აბაზანიდან მოდიოდა შესანისნავი ვოკალის ხამ, ამიტომ უცებ მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი..
სანახაობამ კი ნამდვილად გამაკვირვა..
დედაჩემი და ჩემი და მაგიდასთან ზიან, ჩემი ძვირფასი ქმარი კი გაზქურასთან ტრიალებს და შესანიშნავ ბლინებს აცხობს..
-ოჰო..
გაოცებულმა ამოვილაპარაკე და ყავისთვის წყალი დავადგი..
-შენ გქვია ქალი რა, რა კაცი იშოვე ესეთი სამზარეულოშჲც რო ტრიალებს და ჩემ უკვილო ხუმრობებზეც რომ ეცინება?
დილიდანვე დაიწყო მაკომ და როგორც ჩვევია ისე აკაკანდა...
სამივემ უაზრო სახით გავხედეთ და ჩვენ-ჩვენ საქმეებს მივხედეთ...
შუადღემდე ვიყავით დედაჩემთან, ბოლოს კი როცა სანდროს ტელეფონი აღარ გაჩერდა გაღიზიანებულმა უპასუხა და სალაპარაკოთ გვერდზე გავიდა..
დედაჩემმა როგორც ჩვევია ხოლმე დაიწყო სანდროს ქება.. "კაი ბიჭია, ასეთია, ისეთია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ"
უკვე თქმას ვაპირებდი ნუ დამღალე თქო საშინლად გაღიზიანებული, რომ შემოვიდა ნიკოლოზი..
ვხვდებოდი, როგორ უჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება..
-კარგი, ჩვენ უნდა წავიდეთ სამსახურიდან დაურეკავდნენ, გამოგივლით მერე კიდე..
უცებ მივხვდი რისი თქმას უნდა და მე დავასწარი თქმა, თბილად გადავეხვიე ორივეს და გარეთ გამოვედით..
მადლიერი თვალებით გამომხედა და უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანში... ვხვდებოდი სახლში იყო რაღაც პრობლემა მაგრამ კითხვას ვერ ვბედავდი, მინდოდა მეთქვა არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება თქო, მაგრამ როგროც ჩანს არაფერი არ იქნება..
მინდოდა რაღაც მეთქვა, თუმცა უცებ შემაწყვეტინა..
-სანამ სახლშჲ არ მივალთ და არ ვიჩხუბებ მანამდე ხმა არ გამცე, თორემ შეიძლება ჯავრი ვიყარო შენზე და არ მინდა, ისევე როგორც შენ...
უსიტყვოდ დავბრუნდი ჩემ ადგილას და მოვლენების განვითრებას დაველოდე..
მთელი სჩქარით მიაქროლებდა მანქანას და როგროც იქნა მივედით, თითქმის გაუცეებელი მანქანიდან გადახტა და რასაც ქვია კარები შეგლიჯა...



№1  offline წევრი მთვარეულა ❤

აი ძაან ძაააან კარგია love
უთბილესი და უსაყვარლესი love

კარგები არიან ორივე. სანდრო ზედმეტად ფეთქებადია, მაგრამ რას ვიზამთ ეს ქალი საშინელებაა რაა. მიას დედა კარგი ქალი ჩანს ძალიან.

ველი შემდეგ თავს love love

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ოოო სად გაწყვიტე რა , კარგია მომწონს

 


№3  offline წევრი isterichka123

ვოუ კაია კაი გაგრძელე

 


№4 სტუმარი ketis

ხოო დზაან საინტერესო მომენტში.მალე გააგრძელე და გაზარდე რა გთხოვ თავი

 


№5  offline წევრი lamazmani

magaria dzalian dzalian male dade

 


№6 სტუმარი hipo

vaaimee raamagariaa minda shemdddgi tabi malee

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რაიყო რითი არ დამშვიდა ეს ქალი მომეწონა საინტერესო წყვილია მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent