შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულში


12-08-2016, 22:10
ავტორი Emili - Emili
ნანახია 1 537

*პროლოგი*
ცხოვრება ერთი დიდი სიურპრიზების ყუთია, რომელში ხელის ჩაყოფისას წინასწარ არასდროს იცი რას ამოიღებ.
ის ამოუცნობია ისევე როგორც ადამიანი. ყველაზე ცუდ სიტუაციაში შეიძლება გამოსავალი იპოვო, ასევე შეიძლება შურისმაძიებელ და ბოროტ ადამიანში კარგის პოვნა. მთავარია იმედი არ დაკარგო იმისა, რომ სიბნელეში აუცილებლად გამოჩნდება სინათლე.

თავი 1

- დე, ფოტოები დავათვალიეროთ კარგი?-ჰკითხა გოგონამ დედას და ალბომი გადმოიღო. დედა თმაზე მოეფერა და თავი დაუქნია.
მშვიდად ათვალიერებდნენ, როდესაც ერთი გოგონას და ბიჭის ფოტოს წააწყდნენ. გოგონას ლურჯი მოკლე კაბა ეცვა, თმები გაშლილი ჰქონდა და იღიმებოდა, ბიჭს კი სმოკინგი ეცვა, ხელი გოგონას წელზე ჰქონდა შემოხვეული და ისიც იღიმებოდა.
- დე, ესენი ვინ არიან? ეს გოგონა შენ ხარ?-გაოცებული სახით ჰკითხა და ისევ ფოტოს შეხედა.
დედა ჩაფიქრდა, ოდნავ გაეღიმა კიდეც, მაგრამ ეს სევდანარევი ღიმილი იყო.
- გაინტერესებს ვინ არიან ესენი?-ჰკითხა რამდენიმე წამის შემდეგ.
- ჰო, მომიყევი რა ძალიან გთხოვ.ახლა სად არიან?
- მათი ისტორია გაინტერესებს?
- ჰოო.
- კარგი, მოგიყვები.
გოგონა მოხერხებულად მოკალათდა და გაირინდა.
- ეს გოგონა შენს მსგავსად 20 წლის იყო როცა..

- უბრალოდ მომეცი ქაღალდები რომ ხელი მოვაწერო-ცრემლი მოიწმინდა გოგონამ და ზიზღით სავსე თვალებით შეხედა მამაკაცს, რომელიც მის წინ იდგა და დამცინავი ღიმილი ეფინა სახეზე.
- ასე გეჩქარება ჩემი ცოლობა?-იგივე ღიმილით ჰკითხა.
- მე მხოლოდ დედაჩემის გადარჩენა მინდა!
- ანუ ჩემი ცოლობა.
- მომეცი ქაღალდები.
- აი აქ მოაწერე ხელი-უთხრა მან და ქაღალდები გაუწოდა. გოგონამ ხელი სწრაფად მოაწერა და ამოისუნთქა.
- ახლა უკვე ჩემი ცოლი ხარ-უთხრა მამაკაცმა და მიუახლოვდა, უნდოდა ლოყაზე მოფერებოდა მაგრამ გოგონამ უკან დაიხია, ამაზე ის გაღიზიანდა და სხეულზე უხეშად მიიკრო.
- ნორმალურად მოიქეცი და ცუდი არაფერი მოხდება გასაგებია?
- დედას როდის გაუკეთებენ ოპერაციას?
- მაშინ როცა საჭირო იქნება.
გოგონამ თავი დახარა.
- ეს გამომართვი და ლამაზი კაბა იყიდე-უთხრა და გოგონას საკრედიტო ბარათი გაუწოდა.
- რისთვის?
- ქორწილი არ გვექნება, ამიტომ დაახლოებით ერთ კვირაში წვეულებას გავმართავ ჩვენი დაქორწინების აღსანიშნავად, ასერომ გააკეთე რასაც გეუბნები.
გოგონამ თავი მორჩილად დაუქნია და ბარათი გამოართვა.
- შეიძლება დედასთან შევიარო საავადმყოფოში?
- შეიძლება.
გოგონა კარებისკენ წავიდა და წამის მეასედში მოშორდა იქაურობას.
მაშინათვე წასკდა ცრემლები. ვერ იტანდა იმ კაცს და ვერც საკუთარ თავს.
როდესაც დამშვიდდა ტაქსი გააჩერა და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.
ეს გოგონა 20 წლის ლინდი ბეილია. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა გულის მანკით, დედა კი რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოჰყვა და ახლა საავადმყოფოში წევს. მას ლიზა ჰქვია. ახლა ცუდ მდგომარეობაშია და ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება. ის მამაკაცი კი ვიზეც გოგონა რამდენიმე წუთის წინ დაქორწინდა ჯეისონ კლარკია, მთელს ლონდონში ყველაზე მდიდარი და ამავდროულად საშიში ადამიანი. ის 43 წლისაა. გოგონა მასზე დედის გადასარჩენად დაქორწინდა, რადგან ჯეისონმა მას ოპერაციისთვის საკმარისი თანხის გაღება მხოლოდ ამ პირობით შესთავაზა.
საავადმყოფოში მალე მივიდა და დედას პალატისკენ გაემართა. ლიზა კომაში იყო და იზოლირებული ჰყავდათ, ამიტომ გოგონას მხოლოდ მინიდან შეეძლო მისი ნახვა.
- დედა-ტირილით წარმოთქვა და ხელები მინას შეახო-კარგად იქნები დე გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ შენს გადასარჩენად, უბრალოდ არ დანებდე გთხოვ-ეუბნებოდა და ცრემლებად იღვრებოდა. ტირილით გული როცა იჯერა წამოვიდა.
სავაჭრო ცენტრისკენ გაემართა. კაბის ძებნა დიდი ხანი არ დასჭირვებია, არც აინტერესებდა როგორ კაბას ჩაიცმევდა, ერღადერთი ვიზეც ფიქრობდა და ღელავდა დედამისი იყო. სწრაფად აარჩია შავი სადა კაბა და კვლავ ჯეისონის ოფისში წავიდა.იქიდან კი მოსიყვარულე წყვილის მსგავსად ერთად წავიდნენ ჯეისონის სახლში.
*
- ამის დედაც-დაიღრიალა ბიჭმა და შავი თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა.
- რა მოხდა-მიუახლოვდა ორი ბიჭი და კომპიუტეეის ეკრანს მიაშტერდნენ.
- ეს ვინ არის?-იკითხა მათგან ერთერთმა და ფოტოზე არსებულ გოგონაზე ანიშნა შავთვალებას.
- ჯეისონ კლარკის ახალი საყვარელი-ცივად უპასუხა.
- უფრო სწორი იქნებოდა ცოლს თუ იტყოდი ზეინ, ორივეს ბეჭედი უკეთია-შეუსწორა ხუჭუჭათმიანმა.
- ხო, მართალია. ჯერ კიდევ გუშინდელ ფოტოებში ჯეისონს არ ეკეთა ბეჭედი. კარგია კამერებით რომ ვუთვალთვალებთ-დაეთანხმა მეორე და ორივებ შავთვალებას შეხედა, რომელსაც თურმე ზეინი ჰქვია.
- ცუდ დროს გამოჩნდა ეს გოგონა, თან ნახეთ რა ახალგაზრდაა, ალბათ ჯეისონის მილიონები შეუყვარდა-დამცინავი ღიმილით შეხედა ზეინმა ფოტოზე ჯეისონის გვერდით მიმავალ გოგონას.
- ან ჯეისონის მორიგი სათამაშოა ისევე როგორც სტეისი.
ზეინმა მაშინათვე მას შეხედა.
- ლიამ, სტეისის ნუ ახსენებ-თითქოს გააფრთხილა ხუჭუჭათმიანმა.
- არაუშავს ჰარი, ის მართალია, ჩემი და ჯეისონის სათამაშო იყო.
- ბოდიში ძმაო, დაუფიქრებლად ვთქვი-უთხრა ლიამმა და მხარზე ხელი დაადო.
- არაუშავს-უპასუხა ზეინმა და კვლავ ფოტოს შეხედა.
ულამაზესი გოგონა იყო და სამივეს უჭირდა მისთვის თვალის არიდება.
- ვფიქრობ კარგი იარაღია ჯეისონის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, რას იტყვი ზეინ?-ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ჰარიმ.
- იქნებ არ ღირს მისი გამოყენება?-ჩუმად თქვა ლიამმა.
- ჰარი მართალია, ის საუკეთესო ვარიანტია. ის მისი ცოლია, თან ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი. ვფიქრობ მისი სიცოცხლის ფასად ჯეისონი ყველაფერს გააკეთებს. ჰარი, სასწრაფოდ მოიძიე ინფორმაცია ამ გოგოზე.
ჰარი მაშინათვე კომპიუტერს მიუჯდა და საქმის კეთება დაიწყო.
- მას რამე უნდა დაუშავო?-იკითხა ლიამმა.
- რატომაც არა?-ცივად უპასუხა ზეინმა.
- მას ხომ არაფერი დაუშავებია?
- სტეისიმ დააშავა?
- ჩვენ მას არც კი ვიცნობთ ზეინ.
- ჰოდა გავიცნოთ.
- რას გულისხმობ?
- ჯეისონ კლარკის სახლში მუშაობას დავიწყებთ როგორც დაცვა. ნელნელა კი მას გავადგურებთ. თქვენ შეგიძლიათ ჩამოშორდეთ ამ საქმეს, სტეისი ჩემი და იყო და მე ვალდებული ვარ შური ვიძიო მისი და დედ-მამის მკვლელობისთვის.
- ჩვენ შენი მეგობრები ვართ, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს, როგორ ფიქრობ, მიგატოვებთ?-უთხრა ლიამმა. ზეინს გაეღიმა.
- ლინდი ბეილი, 20 წლის. მშობლები ბილი და ლიზა ბეილები, მამა გარდაეცვალა, დედა საავადმყოფოში წევს. და-ძმა არ ყავს, მხოლოდ ის და დედამისი არიან-თქვა ჰარიმ და ზეინს ფურცელი შეაჩეჩა, სადაც ეს ყველაფერი ეწერა ლინდის ფოტოს დართვით.
- ახლა რას აპირებ?(ლიამი)
- მისი მეშვეობით დავუახლოვდები ჯეისონს.
არავის არაფერი უთქვამს ზეინის სიტყვების შემდეგ. მან კი ფოტოს დახედა.
- ლინდი ბეილი, ჩემი საუკეთესო იარაღი ჯეისონ კლარკის წინააღმდეგ-სახეზე ბოროტული ღიმილი გაეპარა,ძარღვები დაეჭიმა და სიგარეტს წაუკიდა.



№1 სტუმარი natia

Sul esaaa?

Auuu male dade gagrdzeleba ra

 


№2  offline წევრი (((end)))

კარგია love
გააგრძელე აუცილებლად love
ჰო რაღაც განსხვავებულია
ყელში ამოვიდა უკვე ეს ბანალური ისტორიები
ჰო,მომეწონა და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს
თავები ცოტა გაზარდე
წარმატებები love

 


№3  offline წევრი Emili - Emili

მადლობა ყველას დავდებ ახლავე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent