შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის ერთი წვეთი (სრულად)


5-10-2015, 16:27
ავტორი KaTE:))
ნანახია 4 633

“…მწარეა ცხოვრება, მაგრამ ტკბილი, რთულიც და ადვილი. ალბათ ლამაზი, არ ვიცი... რთულია აღწერო ის... იდუმალია, შავი ყუთია... ამუხსნელი ამოცანა?.. ვერ მიხვდები მის მომდევნო ნაბიჯს, მაგრამ ის იცი რომ მის ნაბიჯს-ნება სურვილს აუცილებლად არა, ძალაუნებურად უნდა გაჰყვე.
ზოგჯერ ძალიან სასტიკია, ზედმეტად! იმდენად, იმდენად რომ შეიძლება შენი იმედის სხივი მოგიკლას. უნებართოდ დაგმარხოს და იმედი იმისა, რომ აღდგები დაკარგო. მაგრამ ეს ცხოვრებაა და მას ვერაფერს მოთხოვ. მას გაახარებ თუ ‘ბრძოლაში’ დამარცხდები...“

კალამი დადო. ადგა. მელნით დასვრილი ხელები ჩამოიბანა. მოსაცმელი აიღო და ეზოში გავიდა. ჰამაკზე ჩამოჯდა. კარგა ხანს ერთ წერტილზე მიშტერებული იჯდა, მოლოს მობეზრდა. (როგორც ყოველთვის) მაღლა აიხედა და უეცრად წკაპ, წკუპ გაწვიმდა. ძალიან ესიამოვნა... წვიმაზე ხომ ბავშვობიდანვე გიჟდება. თითწოს მხოლოდ ის გრძნობდეს მის გულისტკივილს, ანუგეშებდეს მისი სიმღერით. როგორ უყვარს მისი მეგობარი დაუკითხავად რომ ასველებს, მაგრამ ახსენებს...ჰომ, მას ახსენებს. იმას ახსენებს ვის გამოც სამყაროს მხოლოდ შავს ხედავს... ვის გამოც ცხოვრებამ არსებითი მნიშვნელობა თითქოსდა სამუდამოდ დაკარგა.
ეს ყოველივე ამტკიცებს იმას რომ ყველაფერს დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს. თურმე უსულოსაც.
მაგრამ მოგონებებში გადავარდნა მიუხედავად ბევრი ტკივლისა თუ ცრემლისა მაინც მოსწონს. შვიდ წლიან ისტორიას ორ წუთში ახსენებს, მაგრამ ერთ წამში კლავს. რა უცნაურია... მაგრამ მისთვის ყველაფერი ტრადიციულია, ერთფეროვანია და მოსაბეზრებელიც. ახლა ფიქრობს, მოსაბეზრებულობას ხაზი გადაუსვას და წავიდეს მასთან?
არადა არ სჯეროდა იმ ქვეყნიურობის და სხვათაშორის არც ახლა სჯერა, უბრალოდ ბოლოს იმედს ჰგავს ‘ის’. როცა იხსენებს მის გარეშე მოუწევს უმნიშვნელო ქმედების შესრულება თავიდან ტკივა, თავიდან იწვს და თავიდან ტირის. ხშირად- არა, ყოველ ღამე თეთრად ათენებს, ან ცრემლად... რთულია! ამ პაწია გოგოსთვის ზედმეტად რთულია მასზე დიდი განსაცდელის შერკინება... რომ ვუკვირდები მე ამდენსაც ვერ გავუძლებდი...
ახლაც წვიმს, მაგრამ სუსტად... გოგონა ადგა. სახლში შვიდა. რამდენიმე წამში ბიჭის ფოტოთი და მჭრელი იარაღით გამოვიდა. უწინდელ ადგილს დაუბრუნდა. დიდ ხანს ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ფოტოს, ბოლოს ერთი ამოიგმინვა და ფურცელი დააგდო. ჯერ კიდევ სუსტად წვიმდა. თითქოს გაკვირვებულნი უყურებენ გოგონას ქმედებესო, მაგრამ როდესაც მაისურის სახელური აიწია, ვენები გამოაჩინა და მარჯვენაში მჭრელი აიღო თქეში წამოვიდა, ელვამ არე-მარე გაანათა, დაჭექებამ- მოიცვა. გოგონა შეხტა, ყველაფერმა გააოცა, ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი დამთხვევა იყო თუ მეგობრების წამოძახილი... მცირე ხანს გაოგნებული იყურებოდა, ბოლოს კი სახე შეეცვალა. წამოდგა. სახლში შევიდა და მისი ჩანახატ თავიდან გადაიკითხა. თვალში ბოლო წინადადება მოხვდა:
„მას გაახარებ თუ ‘ბრძოლაში’ დამარცხდები“
მიხვდა-ცხოვრებამ რაც არ უნდა დიდი განსცადელი გარგუნოს, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩვენო შენი უკან სვლა, პირიქით! სიკვდილი გამოსავალი, რომ იყოს დღეს ჩვენი რაოდენობა ერთ მილიარდსაც ვერ გადააჭარბებდა (როდესაც ექვსი მილიარდი ვართ)
გოგონა გარეთ გავიდა, ეზოს ცენტრში დადგა და იკივლა:“ მე მიყვარს წვიმის თოთოეული წვეთი“ და გაიღიმა. შვიდი წლის განმავლობაშ პირველად ვიღაცის გამო გაიღიმა, როდესაც ის ვიღაც უსულოა, მაგრამ მნიშვნელოვანი. იმ უსულომ ერთ გოგონას ახალი სიცოცხლე აჩუქა და რაც მთავარია მისი სახით სამუდამო მეგობარი გაიჩინა...
და მეც მას შემდეგ მიყვარს წვიმაში სიარული, რადგან ვგრძნობ, რომ ვიღაც ნამდვილი მყავს!!!



№1  offline მოდერი sopiko

მომეწონა მაგრამ ეს არაა ისტორია, ეს ჩანახატია. ისე ძალიან კარგია, განსხვავებული და ემოციური

 


№2  offline წევრი KaTE:))

sopiko
მომეწონა მაგრამ ეს არაა ისტორია, ეს ჩანახატია. ისე ძალიან კარგია, განსხვავებული და ემოციური


მადლობა... love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

love love love როგორი საოცარი ხარ შენც და ეს პატარა მოთხრობაც, რომელიც ახლა წავიკითხე.
შემძრა ამ გოგონას ქმედებამ თავიდან. შემძრა სიყვარულის ისტორიამ, რომელიც ასე ძლიერი იყო, მაგრამ მაინც ბოლო სიტყვები... "მას გაახარებ თუ ბრძოლაში დამარცხდები" და მიხარია, რომ ამას თავად მიხვდა.
ისტორიაც როგორი ლამაზი გამოგივიდოდა, კიდევ რომ გაგეგრძელებინა ეს, ან დაგეწერა სხვა, ცოტა დიდი, რომელსაც წავიკითხავდი <3
ამ პატარა ნაწერმაც კი მოახერხა ჩემთვის ტანში დაევლო ჟრუანტელს და ბოლოს გავეღიმებინე. თან რამდენ ცრემლს იტევს, რამდენ სიყვარულს ეს პატარა გოგონას გული.
ჩემი აზრით აქ არა მარტო ერთი გოგონას საქციელი აღწერე, არამედ გამოააშკარავე სიყვარულით გულისტკივილის საბოლოო ქმედება, რომელსაც ხშირად ადამიანი აქამდე, სიკვდილამდე მიჰყავს, თუ რა თქმა უნდა გოგონასავით არ გაიაზრებს ამ ყველაფერს.
ეს გოგონა ჩემთვის მთელი სამყაროა, უსახელო გოგონა, რომელიც ყველა ადამიანის სახეა და ყველაშია.
სიკვდილის ცდუნება... ეს სასოწარკვეთილი ადამიანის ქცევა, რომელსაც მთლიანად იპყრობს სიკვდილი და ანადგურებს. მაგრამ მან გაიმარჯვა..
საოცარი იყო. ამხელა აზრს იტევდა, შეიძლება ბოლომდე ვერც კი ვთქვი რაც შენ, ავტორმა ჩადე ამ ყველაფერში ან არ ჩადე, მაგრამ ასე გამოგივიდა bully love და შენ ჩემ ისტორიას კითხულობ?
არადა კითხვისას ვფიქრობდი, რომ არ ვიმსახურებდი, რომ შენ გაცილებით მაგრად გამოგდის ემოციების განცდა მკითხველში... <3 საოცარი გოგო ხარ ქეით :*
მასიამოვნე <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent