შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობოდ (3 თავი)


13-08-2016, 02:10
ავტორი AndyGL
ნანახია 1 341

მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ კარგად მიდიოდა, ვიცოდით რომ ადრე თუ გვიან რაღაც ცუდი მოხდებოდა, რადგან ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანისთვის ორი ბიჭის სიყვარული გაუგებარი და მიუღებელი იყო. თუმცა ამან მომხდარი ნაკლებად მოულოდნელი არ გახადა.

გაკვეთილი გვიცდებოდა, თუმცა სახლში არ გვიშვებდნენ, რადგან კიდევ ერთი საგანი გვქონდა დარჩენილი. სკოლა თითქმის ცარიელი იყო, რადგან აღდგომის არდადეგების წინა დღე იყო. ჩვენი კლასელების ნაწილი სკოლის ეზოში დადიოდა, ზოგიც სპორტდარბაზში, რამდენიმე კლასში იყო, მათ შორის მე და ნიკაც. ანდრეა უკვე ევროპაში იყო, არდადეგები ერთი დღით ადრე მოიწყო.
-ნიკაა.
-ჰოუ - მიპასუხა ისე რომ თავი არც აუწევია ბლოკნოტიდან, რომელშიც რაღაცას წერდა.
-წამო გავიდეთ.
-კაი. -ბლოკნოტი დახურა და სწრაფად ადგა. კლასის კარი გავიხურეთ - საით?
-ტუალეტში, სალაპარაკო გვაქვს - მაცდურად გავუღიმე.
-ვინმე რომ შემოვიდეს?
-ვიინ? ყველა ან გარეთაა ან დარბაზში, კლასში რამდენიმე გოგოა, ბიჭების ტუალეტში არ შემოვლენ. სხვა ამ სართულზე არავინ აღარაა.
ნიკამ ტუალეტის კარი გააღო, წელზე ხელი მომხვია და შემათრია. სანამ გაცინებას მოვასწრებდი უკვე კედელზე ვიყავი აყუდებული და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხებოდა, ჟრუანტელმა დამიარა როცა ქვედა ტუჩზე მიკბინა.კოცნა ყოველ წამს უფრო ძლიერდებოდა, ხელები ჩემი მაისურის ქვეშ ქონდა შეცურებული და კანზე მისი ხელების ინტენსიურ მოძრაობას ვგრძნობდი. წამით ჩემს ტუჩებს მოწყდა და ჩემს კისერს დაუწყო კოცნა. ორივე ძალიან აგზნებულები ვიყავით და სიამოვნებისგან გაბრუებულებმა ვერც კი გავიგეთ კარის გაღების ხმა, სანამ ვიღაცამ არ ჩაახველა ჩვენი ყურადღების მისაქცევად.

კართან ანანო იდგა, ჩემი ყოფილი შეყვარებული და კლასელი. ანანოს სახეზე გამწარებული, ცინიკური ღიმილი გადაეფინა.
-ახლა გასაგებია რატომ დამშორდი - ჩაიცინა. მიუხედავად იმისა რომ მისი ეს დასკვნა მცდარი იყო, არაფერი მითქვამს.
ორივე გაშეშებულები ვიდექით არ ვიცოდით რა გვექნა. საშინელი განგაშის გრძნობა მქონდა, ყველაფერი დატრიალდა.
-ანანო.... მისმინე.. გასაგებია რომ პლანეტაზე შენი ყველაზე ნაკლებად ფავორიტი ადამიანი ვარ, მაგრამ გთხოვ, არავინ არ უნდა გაიგოს.
ანანომ ზიზღით სავსე მზერა მომაპყრო, შემდეგ კი უსიტყვოდ გავიდა.
-სანდრო... -ნიკას ხმაში პანიკა ვიგრძენი
-არ ვიცი ნიკა, ჯობია უარესისთვის ვიყოთ მზად. - ვუპასუხე მის სახეზე აღბეჭდილ შეკითხვას.
- უარესი, ანუ ყველა გაიგებს, ჩვენი ოჯახები, უბანი, ყველა ვისაც ვიცნობთ და სავარაუდოდ ბნელ ქუჩაზე მოგვკლავენ ტიპის
უარესი?
-დაახლოებით. - ჩემი შიში ნიკას თვალებში ირეკლებოდა. თვალები დაწითლებული და ცრემლით სავსე ქონდა. პირზე ხელი აიფარა. ვხვდებოდი რომ ორივე სრულ პანიკაში ვიყავით.
ნიკა წინ და უკან დადიოდა და "ყველაზე უარესის" სხვადასხვა ვარიანტებს ბუტბუტებდა.
-ნიკა, გაჩერდი, შემომხედე. -სიარული არ შეუწყვეტია. მისი ბუტბუტი ნელ ნელა ისტერიული ხდებოდა. ვცადე რომ ხელები შემომხვია თუმცა გაიწია და ბრაზნარევი მზერით მომაშტერდა. შემდეგ კი ისე მაგრად ჩამეხუტა რომ ძლივს ვსუნთქავდი.
-მამაჩემმა ვერ უნდა გაიგოს სანდრო. ვერავინ ვერ უნდა გაიგოს. -უკვე ცრემლები მოსდიოდა.
-რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? -ჩურჩულრბდა ნიკა.


აღდგომის არდადეგები სრულდებოდა, ანუ ორ კვირაზე მეტია რაც ანანომ გაიგო, მაგრამ ჯერ არაფერი მომხდარა, არავის გაუგია. მე და ნიკამ მთელი ეს დრო ერთად გავატარეთ.
-დავიჯერო მართლა არაფერს იტყვის?
-არ ვიცი, ნიკ, დარწმუნებული ვიყავი რომ რაღაცას იტყოდა, მაგრამ ახლა აზრზე არ ვარ.
-არ ვიცი მამაჩემმა რომ გაიგოს რას იზამს, მაგრამ ვიცი რომ რამე ცუდს, მინიმუმ შეეცდება ჩამოგვაშოროს ერთმანეთს, მაქსიმუმ... არც მინდა ვიფიქრო
- ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ. - ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ - მიპასუხა და ჩემი თითები თავისებს შორის მოიქცია.

სკოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საღამოს, სახლში რომ მივედი კარი დედაჩემმა გამიღო. მისი სახე დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი,რომ რაღაც მოხდა.
- სანდრო - მძიმედ და ნელა საუბრობდა, თვალები ტირილისგან ჩაწითლებული ქონდა, მანიშნა რომ გავყოლოდი, სამზარეულოში შემიყვანა და დამსვა, შემდეგ ბარიდან არაყი გამოიღო, ერთი თვითონ გადაკრა, ერთი მე დამისხა, მე კი გაშეშებული ველოდი როდის გააგრძელებდა საუბარს. ასეთი არასოდეს მენახა. - შენი გამომეტყველებით ვხვდები რომ იცი რაზეც უნდა გელაპარაკო, კითხვის დასმა, მართალია თუ არა, აზრს კარგავს...
- მისმინე დე, გთხოვ, გთხოვ ნუ მიყურებ ასე, კი, მართალია, მაგრამ იმედია ამის გამო არ შემიძულებ, ვიცი რომ ძნელია, რომ ვიღაცეები რაღაცეებს ილაპარაკებენ და გააკეთებენ მაგრამ გთხოვ... - არც ვიცოდი რას ვთხოვდი, რომ გაეგო, რომ მივეღე?
- სანდრო ფეხებზე ვინ რას ილაპარაკებს, მინდა შენგან მოვისმინო როგორ მოხდა და რა მოხდა, სიმართლე. დაიმახსოვრე, ყოველთვის ვხვდები როცა მატყუებ.
- ადრე არასდროს გამიმახვილებია ამაზე ყურადღება, თითქოს სულ გოგოები მომწონდა, რადგან ყველა მეუბნებოდა - ეს იყო სწორი. მაგრამ მერე მივხვდი რომ ბიჭი მომწონდა, და გავაცნობიერე, აქამდეც მომწონებია ბიჭები, უბრალოდ ამას ვახშობდი ჩემს თავში, არ ვიცი ეს რა იყო, თვით გადარჩენის ინსტინქტი თუ უბრალოდ არ მინდოდა რომ ჩემ მშობლებს ჩემთვის ზიზღით შემოეხედათ, ახლა კი ის ბიჭი მიყვარს, დედა, განა ეს არ არის რაც მშობელს უნდა უნდოდეს თავისი შვილისთვის? ბედნიერება, დედა მე ნიკასთან ბედნიერი ვარ და ვერავინ ამ ქვეყნად ვერ დამარწმუნებს რომ ეს სიყვარული არასწორია, რომ ამ სიყვარულში რამე, ერთი პატარა ნამცეცი მაინც, არასწორია. უბრალოდ გთხოვ, დაივიწყე რაც აქამდე გითხრეს, რაც გასწავლეს, რომ ეს არასწორია, უბრალოდ გამიგე და გთხოვ, არ გძულდე. გთხოვ უბრალოდ გიხაროდეს რომ ბედნიერი ვარ. - ლოყებზე ცხელ ცრემლებს ვგრძნობდი. დედაჩემიც ტიროდა, უფრო ქვითინებდა.
როცა ტირილი შეწყვიტა თვალებში შემხედა.
-ასე არა, ასეთი ბედნიერება არა, ვერ წარმომიდგენია როგორ მოხდა რომ ჩემი შვილი ასეთია -ბოლო სიტყვა ისეთი ზიზღით წარმოთქვა რომ შევკრთი. -ამას ვერასდროს გავიგებ, არ ვიცი რა წრეში ტრიალებ, მაგრამ დღეიდან კარგად გაგაკონტროლებ, საკუთარ შვილს გარყვნილებაში ხელს არ შევუწყობ! მე შენ ვერასდროს შეგიძულებ, რადგან უზომოდ მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერასოდეს გავიგებ. -ჩემ ხელუხლებელ არყის ჭიქა ხელი მოკიდა და გადაკრა. ისევ არ გავნძრეულვარ, ცრემლები უკვე მდინარესავით მოდიოდა თვალებიდან. -შენ მე მკლავ.მამაშენს ერთად ვეტყვით ხვალ. დასჯილი ხარ, მხოლოდ სკოლა, ვარჯიში, სახლი გასაგებია?!
-მისი საუბარი თითქოს მინის კედლის იქიდან მესმოდა, პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა მე კიდევ რამდენიმე წუთი ვიჯექი და ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. დედაჩემი ძალიან მიყვარს, ყოველთვის ყველაფერში გვერდით მედგა, მაგრამ არა ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა .
ოთახში შევედი, უკვე ღამის ორი საათი იყო. ლეპტოპი გავხსენი. ნიკას მივწერე:
"დედაჩემმა იცის"
"რა? რა მოხდა? ახლა რა უნდა ვქნათ?"
"მისმინე ცოტა ხანი ვერ გნახავ, არ ვიცი რა მოხდება არ მინდა გავრისკოთ და უარესი მოხდეს, ან უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს. ჩემ დას უნდა ვუთხრა ჯერ. არ დამიკავშირდე, მე თვითონ შეგეხმიანები"
ჩათი დავხურე და სკაიპი გავხსენი. რამდენიმე წკაპუნის შემდეგ ვიდეო ჩათი გაიხსნა.
-სანდრო? რა მოხდა ამ დროს რომ მირეკავ, მანდ გვიანია უკვე!
-ლიზ, შენი დახმარება მჭირდება. რაღაც უნდა მოგიყვე.


მართლა არ ვიცოდი მამაჩემს რა რეაქცია ექნებოდა. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი. შევედით თუ არა მე და დედა მამას კაბინეტში დედაჩემმა საუბარი დაიწყო:
- გია რაღაც უნდა გითხრათ, მოკლედ სანდროს.. შეყვარებული ყავს.. ბიჭი შეყვარებული. -მამაჩემმა სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო. ცოტა ხანი მომაშტერდა, მერე დედაჩემს შეხედა.
-კაი?
-კაი?? სერიოზულად? გეუბნები რომ შენი შვილი გეია - ბოლო სიტყვის თქმისას შეყოვნდა, თითქოს მისი წარმოთქმა როგორღაც დაამცირებდა- და ერთადერთი რასაც იტყვი "კაი?" - დედაჩემი ნელ-ნელა ბრაზდებოდა.
- იდეაში ბისექსუალი ვარ, მაგრამ კაი - ხმადაბლა ჩავილაპარაკე, არავინ შეიმჩნია.
- რა გინდა რომ ვქნა? რაც არ უნდა ვქნა, ან ვთქვა სანდრო არის ის ვინც არის, მე რას შევცვლი? - მამაჩემის რეაქციამ შოკში ჩამაგდო, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასე მშვიდად თუ მიიღებდა ამ ამბავს არ მეგონა, წინა ღამით ჩემს დას ყველაფერი მოვუყევი, ძალიან შოკირებული იყო თუმცა გვერდში დამიდგა და მითხრა რომ დედამ რაც თქვა არასწორია, რომ ამაში არ არის არაფერი გარყვნილი ან ცუდი. მამაჩემი კი უბრალოდ და მშვიდად საუბრობდა, თითქოს ლაპარაკის თემა საუზმე იყო და არა მისი შვილის სექსუალური ორიენტაცია. მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია და ცხოვრებაში პირველად მისი მხარდაჭერა ვიგრძენი. ან შეიძლება უბრალოდ ამ საკითხის მიმართაც ინდიფერენტული იყო, როგორც ბევრი სხვა რამის. დედაჩემი ძალიან მაღელვებდა, აშკარად დაბნეული იყო, რაღაცნაირად დაკარგული და იმედგაცრუებული. უბრალოდ ვერ ეგუებოდა. ვიცოდი რომ გული საშინლად სტკიოდა რაც ჩემთვის უფრო მწარე იყო ვიდრე ის რომ ვერ მიგებდა.სამი დღის მანძილზე მე და დედაჩემს პრაქტიკულად ფრონტის ხაზი გვქონდა. მისი სიტყვები ღამითაც კი მაღვიძებდა, ჩემს თავში მუდმივად ტრიალებდა და ბზიკებივით მკბენდა. მუდმივად ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პანიკის შეტევის ზღვარზე ვიყავი. ძირითადად ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, მაგრამ ზოგჯერ ვერა, ემოციურად ასე ცუდად მანამდე არასდროს ვყოფილვარ. ყველაფერთან ერთად ნიკა მენატრებოდა, ვიცოდი რომ ნერვიულობდა და მე მასთან არ ვიყავი. ვერ ვიყავი.
ამ სამი დღის მერე კი რაღაც მოულოდნელი მოხდა, კარზე კაკუნი გაისმა.

გავაღე და გავშტერდი.

-აქ რას აკეთებ?
-პატარა ჩიტმა მითხრა რომ ჩემს ძამიკოს დახმარება ჭირდება - ლიზამ ჩემოდანი კართან დადგა - ჩამეხუტები თუ დიდხანს გელოდო? -გამიღიმა და ხელები გაშალა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent