ჩემი პრინცესა დაგარქვი (მერვე თავი)
................... *******8****** -დეე ცუდად ვარ- გულზე მივეხუტე და სლუკუნი დავიწყე. რთულია გინდოდეს.ხმამაღლა იტირო, იყვირო მაგრამ არ შეგიძლია. დედაც ჩემთან ერთად ტიროდა. დ ე დ ა ადამიანი რომელის ამაგსაც ვერასოდეს გადავიხდით. -ამისთვის გაგაზარდე ჩემო პატარავ რომ ასე დატანჯულიყავი? შენ, ჩემი ციცქნა არსება, რომელიც პირველად ხელში რომ ავიყვანე მიღიმოდა, მაშინ დაგპირდი რომ ... რომ ვერასოდეს ვერავინ გატკენდა, ამის უფლებას მე არ მივცემდი - ცრემლები მოიწმინდა, აუარება რომ ჰქონდა და ჩახლეჩილი ხმით გააგრძელა ლაპარაკი - მაგრამ ვერ დაგიცავი ჩემო ერთადერთო გოგოვ. - მთელი ძალით მიკრავდა გულში თითქოს ვინმე ართმევდა ჩემს თავს და საპირისპირო მიმართულებით მექაჩებოდა. - გვანცა წამოდი, სახლში დაგაბრუნებ.... მერე რა თუნდაც შეგხებოდა, ოცდამეერთე საუკუნეში ეგ დიდი პრობლემა არაა. ისწავლი, გაიზრდები და ოჯახს სიყვარულით შექმნი ვისთანაც შენ გენდომება.-წაშლილი სახით ლაპარაკობდა დედა, რომელიც არასოდეს მენახა ასეთი. -არ შემიძლია დე-ძლივს შევძელი ხმის ამოღება. -რატომ შვილო რატომ? -ოდნავ მაღალი ხმით მითხრა და შემანჯღრია. - ჩვენ ჯვარი დავიწერეთ დედა. მე ღმერთის წინაშე ფიცი დავდე, არ აქვს მნიშვნელობა ეს ძალით იყო თუ ნებით მაგრამ მე ღმერთს სიტყვა მივეცი. - ხმა მიკანკალებდა, ცუდად ვიყავი. ფერი აღარ მედო. - თანაც გიორგი არაა ცუდი ადამიანი. მას მართლა ვუყვარვარ, თბილად მექცევა. ის.. ის... მე არ შემხებია. - მიჭირდა დედასთან ამ თემაზე ლაპარაკი. - მაგრამ შენ ხომ არ გიყვარს. -შემიყვარდება დედა შემიყვარდება... -კარგი ჩემო სიცოცხლე, ეხლა ისე იყოს როგორც შენ გინდა, მაგრამ თუ გადაიფიქრებ იცოდე ჩვენ შენს გვერდით ვართ. - თავზე მაკოცა, თავისი ხელით მომბანა ნამტირალევი სახე როგორც ადრე. თვითონვე შემიმშრალა, ლოყაზე გემრიელად მაკოცა და გარეთ გამომიყვანა. .... ჩემები წავიდნენ, მალე ნანა და თორნიკეც მიყვნენ. ისინი ცალკე ცხოვრობდნენ და ჩემი ქმრის და მისი ძმის კაპრიზის გამო ძმები ერთად. ასე უთქვამთ ჩვენი შვილები ერთად უნდა გაიზარდნენო და სანდროსა და ლიკასთვის ნაყიდ სახლში მშობლები გაუშვიათ. მე და ლიკამ მაგიდა ავალაგეთ, ჭურჭელი დავწეცხეთ ყველაფერი მივალაგეთ და კარგად დაღამებული იყო რომ მოვრჩით. ძალიან დავიღალეთ და ამას დამატებული ის რომ დილით ადრე ავდექი ჩემში ძილის სურვილს უფრო ამძაფრებდა. ლიკას მითითებით ძლივს მივაგენი ჩემს ოთახს.შიგნით შევედი და სველი ზედა გავიხადე. ჩემი დაუდევრობის გამო ქაფიანი წყალი გადამესხა. ზედის გახდა და წელს ზემოთ შიშველი გიოს გამოსვლა ერთი იყო. ისევ ჭარხლისფერი დამედო. გიომ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩემსკენ წამოვიდა. ზედა რომელიც ინსტიქტურად ავიფარე მკერდზე ერთი ხელის მოსმით შემომაცალა. ქვემოთ დაიხარა და ყელზე მეამბორა. დამბურძგლა მთელ ტანზე და გამაკანკალა. თმები ხელით დამიჭირა და ისევ იგივე გააგრძელა. ჩემი კისრიდან სახე არ აუწევია ისე შემომაცალა ბიუზჰალტერი და წელზე ხელი დამისვა. ცრემლი გადმომივარდა თვალიდან. მეშინოდა... სანამ თავისი მაისური არ ჩამაცვა. ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. უკნიდან მომეხვია და თავი ჩემს ყელში ჩაყო. ვერაფრით ვერ დავიძინე მთელი ღამე თვალებს ვაჭყეტავდი და გიოს მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი. ბევრ რამეზე დამაფიქრა მისმა საქციელმა, თუნდაც იმაზე რომ მისი არ უნდა შემშინებოდა. არც კი შეტოკებულა ისე ეძინია ჩემზე აკრულს. ხელები მჭიდროდ ქონდა შემოჭერილი ჩემს მუცელს ზემოთ. ტანში ჟრუანტელი მივლიდა მისი სითბო რომ მახსენდებოდა. როგორც იქნა დაღლილობამ თავისი ქნა და ჩამეძინა. ........... დილით გაღვიძებულს მხოლოდ მისი სურნელი დამხვდა ოთახში. მეც მთლიანად მისი სურნელი ამდიოდა. წესით უნდა გამხარებოდა რომ ოთახში არ იყო და ვერ შეძლებდა ჩემს გაწითლებას, მაგრამ მე თვალებით ვეძებდი მას. წუხანდელის გახსენებაზე ჩემში სირცხვილის გრძნობამ იმატა და მასზე ფიქრს თავი დავანებე. სააბაზანოში შევედი და ფიზიკური და ემოციური დაღლა წარსულს ჩავაბარე. ისეთ კარგ ხასიათზე გამოვედი დიდი ხანია რომ არ ვყოფილვარ. ქვემოთ ჩავირბინე, ისეთი ჟრიამული ისმოდა, რთული მისახვედრი არ იყო რომ თორნიკეს და ნინოს ეღვიძათ. -დილამ შვიდობისა. -სალამი რძალო- კარგ ხასიეთზე ჩანდა სანდრო, მაგრამ სანდრო და მოწყენილი? ესეთი არაფერი არ გამიგია. ლიკას სუფრა უკვე გაეწყო და მე მელოდებოდნენ. -მოდი რძალო თორე ჩემ ნინუცას შევჭამ ისე მშია. - ბავშვს მიუბრუნდა და კბილების კაწკაწი დაუწყო. ვაიმე ესე სულ გააგიჟებს ბავშვს. მერე ერთი დაუყეფა და მთელ სახლში ნინოს კისკისი ისმოდა. ისეთი საყვარელი იყო. მარცხენა ლოყა ოდნავ ჩაეჩხვლიტა და თვალები ეხუჭებოდა. -მამიკო - გვერდით ამოუდგა სანდროს თოკო.- გამოიწიე აქეთ, მე უნდა ვეთამაშო. -ვიცი მე შენი თამაში - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და დივანზე ნინოს გვერდით ადგილი დაუთმო. პატარა ქალბატონი თავის ძმას ისეთი საყვარელი სახით შესცქეროდა მინდოდა შემეჭამა. თორნიკემ თქვა ვეთამაშებიო მაგრამ ნაზად ეფერებოდა და კოცნიდა. ყელში აკოცა და ნინუცაც ისევ აკისკისდა. -რა საყვარლები არიან - სიყვარულით ამოვიბუტბუტე მე. -უთხარი გიოს და .... -კარგი სანდრო რა, თავი დაანებე რეებს ეუბნები ბავშვს. -ლიკამ არ აცადა ქმარს ჩემი შერცხვენა მაგრამ მე ხომ მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. -ლიკა გიო სად არის? -რა იყო გვანცა ესე ძალიან გინდა შვილი? -ბოლო ხმაზე ხარხარებდა სანდრო. -სამსახურიდან დაურეკეს და ადრე წავიდა . შენ არ გაგაღვიძადა ასე დაიბარა ღამე გვიან მოვალო.- ლიკამ მითხრა და ქმარს თავში ხელი წამოარტყა. ეს დღე უაზროდ გავიდა, თორნიკე...ნინო.. და ისვ ასე მთელი დღე მათ ვეთამაშებოდი და თავს ძლივს ვირთობდი. ჩემდა უნებურად გიოზე მეფიქრებოდა, ამდენი ხანი ისე გავიდა რომ გიო სულ სახლში იყო. სულ ჩემთან ახლოს და მივეჩვიე. რაღაცნაირად მინდოდა მეორე ოთახიდან გამოსულიყო და ჩემთვის გაეღიმა. თავისი ცისფერი თვალები შემოენათებინა.მაგრამ ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. ყველა დასაძინებლად წავიდა მათ შორის მეც. არ მეძინებოდა უკვე ვნერვიულობდი ათი საათი იყო და ის კიდევ არ ჩანდა. ველოდებოდი... ველოდებოდი და მოვიდა. საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა. -რატო არ გძინავს გვანცი?- ძლივს შესამჩნევად გამიღიმა. -ვერ დავიძინე, გელოდებოდი. -ჩემო პატარავ. დაიძინე მე სააბაზანოში შევალ. გულდამშვიდებულს ნელ-ნელა გონებას ბინდი მიფარავდა, მაგრამ კარგად შევამჩნიე თუ როგორი სიფრთხილით დაწვა გიო რომ არ გავეღვიძებინე და ისევ თავის მკლავებში მომაქცია. *** დილით მასზე ადრე გამეღვიძა. დიდი წვალების შემდეგ როგორღაც გავინთავისუფლე თავი მისი მკლავებიდან და კარადიდან თხელი, გრძელი ქვედაბოლო და ბრეტელიანი ზედა ჩავიცვი. ქვემოთ ჩავედი და ლიკას საჭმლის მომზადებაში მივეხმარე. -ლიკ სანდრო არ მუშაობს?- ვინაიდან ჯერ ძალიან ცოტა ვიცოდი ჩემს ოჯახზე ყველაფრის გაგებას ვცდილობდი. -კი მუშაობს ადვოკატია და ჯერ-ჯერობით კლიენტი არ ჰყავს და მაგიტომ ზის სახლში. -და არ იცი დღეს გიო მიდის სამსახურში? სძინავს და გავაღვიძო? -არა არ გააღვიძო დღეს კვირაა და შესაბამისად სამსახურიდან თავისუფალია. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ლიკამ დაარღვია. -თუ გაინტერესებს კიდევ რამე არ მოგერიდოს მკითხე რაც გინდა. -ჯერ-ჯერობით არაფერი. -საჭმლის მომზადება დავასრულეთ. სანდრო უკვე ამდგარა და მე გიოს გასაღვიძებლად წავედი. ასე მითხრეს მაგას შეიძლება შუადღემდე ეძინოს და ჯობია გააღვიძოო. ოთახში რომ შევედი დასაფარებელი დაბლა ეგდო. ალბათ დასცხა და ესეთი გამოსავალი იპოვა. კიდევ კარგი სპორტული შარვლით სძინავს. -გიო.. -ნელა შევატოკე მაგრამ არ გაიღვიძა - გიორგი ადექი... გიო ადექი რაა -უკვე ხვეწნაზე ვიყავვი გადასული თვალები რომ გაახილა. -რა მოხდა გვანცი? -საწოლზე ჩამოჯდა და თვალების სრესვა დაიწყო. -არაფერი უბრალოდ საჭმელი მზადაა და ჩამოდი. -კარგი ჩავიცმევ და ჩამოვალ. დაბლა ჩავედი და გიოც მალე ჩამოვიდა. სახეზე ეტყობოდა ჯერ ისევ ეძინა. ლიკა თორნიკეს ამჭმევდა ბავშვმა თვალები რომ დაქაჩა და მამამისს მიუბრუნდა. -მამიკო... მამიკო. დედამ თქვა რო მამა ადვო... ადვო კატააო და მართლა კატა ხარ? -ყველას სიცილი აგვიტყდა. ლამის ლუკმა გადამცდა . არ მოველოდით რომ ამას იტყოდა. - აუ რატო დამცინიით. გვანცა შენ ხო კარგი ბიცოლა ხარ და შენ რატოღა დამცინი? -შენ არ დაგცინით პატარა, უბრალოდ დედამ თქვა ადვოკატიო და არა ადვოკატა. -ხო კარგით მაგრამ მეორეთ აღარ დამცინოთ თორემ გცემთ გაგეთ - უცებ მამას და ბიძას მიუბრუნდათ და მუშტი დაუქნიათ. -თორნიკე ოღონდ შენ არ გვცემო და სულ აღარ გავიცინებთ. -ნეტა ვის გავს ბავშვი სულ მუშტებზე რომ იყურება. -გესლიანად გახედა ლიკამ ქმარს. -დედას რა თქმა უნდა - უდარდელად უთხრა სანდრომ.თითქოს ორ-ჯერ ორიო ჰკითხეს. -საძაგელო შენ. მე ვცემე ლუკა თუ შენ? - შენ რატო ცემდი მშვენივრად გეხუტებოდა და... -კარგით ეხლა არ გინდათ მაგაზე ლაპარაკი თორემ ლუკასნაირი კიდევ ბევრი გამოჩნდება. არ გინდათ საღამოს მთაწმინდაზე ავიდეთ?- იდეა წამოაყენა გიომ -კარგი აზრია- ყველა დავეთანხმეთ - დათას, მაიკოს და ხატიას დავურეკოთ, ისინიც წამოვიდნენ. -ვინ ხატია? -მეგონა მომესმა მაგრამ შემდეგ ვიფიქრე სხვა ხატიაზე ლაპარაკობდა. -შენს საუკეთესო მეგობარს. -ძალიან გამიკვირდა გიომ ჩემზე ამდენი რომ იცოდა -ტყუილად იყურები მასეთი სახით. მე შენზე აფსოლიტურად ყველაფერი ვიცი. - აეეეეე რა მაგარიააა მთაწმინდაზე მივდივაართ. - სიტუაცია თორნიკეს ხმამ განმუხტა. -ნინო გოგო, როგორ წევხარ, ადექი გოგო ვიცეკვოთ. ****** კომენტარებს ველოდებიიი იმედია არ გადამაგდებთ. ისედაც ამ თავის დასაწერად ღამე თვალებს ვითხრიდი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეშინოდა. მიყვარხართ ყველა. (შენც სულ მწარე მწარე კომენტარებს რომ წერ. * სახელი დამავიწყდა *) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.