შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 2)


13-08-2016, 14:57
ავტორი სატი
ნანახია 2 835

ანკა დილით 12ზე ადგა, მაკას ყავდა ბავშვი. შემოვიდა ოთახში ნიათი ხელში. ნია იღიმოდა და მისი ლამაზი თვალებით ანკას მიჩერებოდა.
-ანკა ასე ვერ გაგრძელდება ძიძა აიყვანე
-ჯერ 1 წელი მაქ, აკადემიური ავიღე უნივერსიტეტში. ნიას ძიძას ვერ ვანდობ და მერე რამეს მოვიფიქრებ. მოდი დედას ცხოვრება
მაკამ ნია მიუყვანა. ნია დედიკოს თმებში დაიკარგა. ანკამ ბავშვი დააწვინა თვითონ უცებ ჩაიცვა და მომტირალი ნია ისევ აიტაცა.
-ვინ იყო ერეკლე?
-მეგობარი.
-არ ეტყობოდა
-ასე მგონია რომ დიდიხანია ვიცნობ, ყველაფერი გავიგე მის შესახებ სულ რაღაც 3საათში.
-ოოო, ანკაა ვიღაცას ერეკლე დაევასაააა
-მოკეტე მაკა, არავინაც არ დამვასებია უბრალოდ კარგი ბიჭია.-ლაპარაკში სამზარეულოში გავიდა და ნია თავის გადასაწევ სკამში ჩასვა. თვითონ ყავა გაიკეთ და გვერდით დაუჯდა.
-კაი ბიჭია. თან ნიაზეც იცის ცადე რამე
-არ ვიცი. ვინმე ხო არ მოსულა
-ივა იყო შემოსული, ნიასთვის რძე მოიტანა.
-არ ვიცი მათ გაარეშე როგორ გავუმკლავდებოდი ყველაფერს. ეხლა დედიკო დაგაძინებს და მუშაობას დაიწყებს.
ანკა თარჯიმანი იყო,ტექსტებს თარგმნიდა სახლიდან და ფულს იღებდა საკმარისს რომ ნია და მისი თავი გამოეკვება ყველაფერთან ერთად მამამისის დანატოვარი ფული ჰქონდა. ანკამ ჩააწვინა ნია ლოგინში და თარგმნა დაიწყო როდესაც ერეკლემ დაურეკა.
-გისმენ?
-ჩემი ნომერი გაქვს-ერეკლეს არ ახსოვდა რომ ანკასთვის მიეცა ნომერი
-გამოვიცანი-ანკას გაეღიმა და ტუჩზე იკბინა
-უნდა მნახო
-რატო
-არ შეილება?
-როგორ არა. ჩემთან გამოხვალ თუ სადმე?
-შენ გამოხვალ ისევ იმ ქარხანასთან.
-შენგან არანაირი ჯენტლმენი არ დადგება
-ახლოს არის ნუ წუწუნებ. თუ ნიას წამოიყვან პარკში წავიდეთ და გამოგივლი.
-შენ მემგონი ნიაკო შეგიყვარდა
-არა, მაგრამ მემგონი შენ შეგიყვარდი მე
-შენს ოცნებებში. კარგი მოვდივარ.
ანკამ გათიშა, ეს რომ მისი სხვა რომელიმე მეგობარი ყოფილიყო უარს იტყოდა მაგრამ რაღაც იზიდავდა ერეკლესკენ, უხილავი ძალა. ნია ჩუმად აიყვანა და კალიასკაში ჩასვა. შემდეგ გადააფარა საბანი, თავზე ქუდი დაახურა.
-სად მიგყავს?
-ერეკლესთან
მაკას გაეცინა
-ეს ის არ არის...
-რაც მე მგონია-მაკამ არ დაამთავრებინა წინადადება
-რაღაც მიზიდავს მისკენ, იდუმალებით მოცულია,მასზე ყველაფერი ვიცი და ამავდროულად არაფერი.
-კარგი მიდი ჯულიეტა წადი.
ანკამ ტყავის კურტკა ჩაიცვა და წავიდა.ქვემოთ ერეკლე ელოდებოდა. სიგარეტი გადააგდო, ხელები გაიწმინდა და სწრაფი ნაბიჯებით ანკასკენ დაიძრა, ანკას ეგონა მას უნდა ჩახუტებოდა მაგრამ ერკელე ნიას მივარდა და ჩაკოცნა.მერე ანკას ჩაეხუტა. ნია ხელში აიყვანა, კალიასკა დაკეცა და საბარგულში მოათავსა.
-მენიასთვის სიურპრიზი მაქვს
-რა? ერეკლეარაფერი არ უნდა გეყიდა უკან დაგაბრუნებინებ
-მე შენთვის არ მიყიდია ნიას ვუყიდე. მანქანაში საკუთარი სკამი ექნება. აბა შენგამოხელებში ხო არ იქნება მთელი გზა. ტანსაცმელი არ ჩაალაგე?
-რა ტანსაცმელი
-მე, შენ და ნია მივდივართ წყნეთში.
-ერეკლე, მე...
-არანაირი შენ ნიას არ გიბრუნებ სანამ ტანსაცმელს არ ჩამოიტან
-რა გვინდა წყნეთში
-რა გვინდა თბილისში?
-კარგი, ხო.
ანკამ მალე ჩაალაგა და ჩაჯდნენ მანქანაში.
-ერეკლე, შენზე არაფერი არ ვიცი, წარსულს ვგულისხმობ
-არც არის საჭირო. შენთვის უკეთესია-ერეკლეს პირველად შეერია ხმაში სიმკაცრე. ანკასკენ არც გაუხედავს და სულ უკან ნიას აჩერდებოდა. გზაში ნიამ ტირილი დაიწყო, ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-გააჩერე მანქანა-ანკა პანიკაში ჩავარდა და სახეზე ფერი არ ედო ფაქტიურად მკვდარს გავდა
-ანკა სოსკა ჩაუდე პირში და დაწყნარდი ასე უფრო ანერვიულობ ნიას.
ანკა ასეც მოიქცა. ერეკლემ გახედა და მისი თეთრი სახე რომ შეამჩნია მანქანა დაატორმუზა შუა ქუჩაში და ანკა მანქანიდან გადმოიყვანა სუფთა ჰაერზე.
-როგორ ხარ
-არ ვუყვარვარ, ნიას ურჩევნია ნორმალური მშობელი ჰყავდეს. 3თვის განმალობაში ნია პირველად გამომყავს გარეთ. მეშინოდა რომ რამე დაემართებოდა.
-ანკა, მე დაგეხმარები, შენი მეგობრები დაგეხმარებიან, მაკა. მე განსაკუთრებით
-ერეკლე შენ არც ხარ ვალდებული
-ვიცი უბრალოდ ნია ძალიან შემიყვარდა-ერეკლეს გაეღიმა
-ამას იმიტომ აკეთებ რომ გეცოდები
-რომ მეცოდებოდე ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი.
-მაშინ რატომ არ მიყვები შენ წარსულზე და რატომ არ უნდა შემიყვარდეს
-იმიტომ რომ ჩემთან მერე ნებისმიერ წამს საფრთხეში იქნები. ანკა დაბრუნდი მანქანაში. ხვალ ჩაგიყვანთ უკან. მიდი
ანკა მანქანაში ჩაჯდა, ერეკლემ გზაში მუსიკა ჩართო და ის და ანკა გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ანკას ხმაში ეტყობოდა რომ ნაწყენი იყო მის სიტყვებზე რომ არ უნდა შეეყვარებინა რადგან მას უკვე უყვარდა. როგორც იქნა ჩავიდნენ. ორსართულიანი სახლი იყო. 3საძინებლით, 1 დიდი სამზარეულოთი და მისაღებით.ნია მანქანის სკამით დასვეს ხალიჩაზე და მისი სათამაშო მისცეს.ერეკლემ მას მისი საძინებელი ანახა.
-თუ გინდა ნიას ცალკე დააწვენ
-არა იყოს მარტო ვერ დავაწვენ საწოლიდან რომ გადმოვარდეს?
-ხო მართალი ხარ. აქ არის ტბა არც ისე ცივი წყლით, ნიასაც მოეწონება ბანაობა. გელოდები იქ. სახლის წინ არის.
-კარგი.
-ვიცი ძალიან პატარაა ნია ამიტომ კამერაც მაქვს მისთვის ჩემი დის იყო-ერეკლემ პატარა კამერა გაუწოდა. ანკამ გამოართვა და ქვევით ჩავიდა. ნიას საცურაო კოსტუმი ჩააცვა კამერა ჩამოაცვა, თვითონაც გამოიცვალა და სახლის წინ გავიდა იმდენად ცხელოდა წამებში ჩავიდა ტბაში, ჰაერში ეჭირა ნია და ნელ-ნელა უშვებდა წყალში ნიას სახე დაემანჭა. ამ დროს ერეკლე მოვიდა. ანკა ერეკლეს ტანს მიაჩერდა, მის დაკუნთულ ტანს. მხოლოდ ნიას ტირილმა გამოაფხიზლა, ერეკლე ჩავიდა წყალში და როგორც კი ნია გამოართვა ის გაჩუმდა.
-რას აწამებ საწყალ ბავშვს?-ერეკლემ მალე ჩაიყვანა წყალში და ნიამ ხელების ტყაპუნი დაუწყო წყალს.
-არ მესმის როგორ გამოგდის
-მაგია. ნია მოდი აბა დედიკოს შევასხათ წყალი-ერეკლე და ნია ანკას ასხამდნენ წყალს
-ეეე, ეს არ არის სამართლიანი. ორი ერთზეეე...
-ნია 2თვის არის ამიტომ ძალიანაც სამართლიანია.
-კარგი, გვეყო ნია გამიცივდება
ანკამ ნია აიყვანა და ოთახში ავიდა, თბილ წყალში აბანავა თვითონაც იბანავა. ნიას აჭამა და დააძინა. ქვემოთ ჩავიდა და დაინახა ერეკლე რომელიც საჭმელს აკეთებდა.
-ნია დავაძინე.
-ჯერ ადრე არ არის?
-არა,5ისთვის იძინებს ხოლმე. 7ზე გაიღვიძებს. რას აკეთებ?
-სუპს
-აა, სუპი?
-ხო. სასარგებლოა-ერეკლემ გახედა ანკას და ისევ მიუბრუნდა საქმეს
-მალე იქნება?-ანკას დიდი იმედი ჰქონდა რომ ერეკლე იტყოდა არაო
-კი. 15წუთში
ერეკლემ გააკეთა და მაგიდაზე დადო. ანკა ურევდა და თევზაობდა ცდილობდა მარტო წვენი დაეხვრიპა.
-2წლის ბავშვი ხარ. რატო არ ჭამ
-სუპები არ მიყვარს
-მიდი. ჩემი მოგეწონება-ერეკლემ პირთან მიუტანა კოვზი და დაახვრეპინა ესე აჭამა მთლიანად. მაგიდა აალაგეს. 6საათი იყო ნიას გაღვიძებამდე კიდე ჰქონდათ 1საათი. ერეკლემ გასეირნება შესთავაზა. ასეც მოიქცნენ. ანკამ ქურთუკი აიღო და სასეირნოდ წავიდნენ.
-დედაჩემი დეპრესიაშია, მამაჩემი მასაც და ჩემ პატარა დასაც უვლის. 1-2ჯერ როდესაც მამას ფული არ ჰქონდა მომიწია მაღაზიიდან მოპარვა. ერთხელ დამიჭირეს და ადრე ზედმეტად დიდი ვალი ავიღე და მეძებენ. აი ჩემი წარსული კიდე დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემთან ურთიერთობა?
-მე შვილი მყავს 19წლის ასაკში რომელსაც წესიერად ვერც ვაჭმევ, ვერც ვაცმევ ტანსაცმელს წესიერად. დედინაცვალს ფეხზე ვკიდივარ. დეიდაჩემი და მეგობრები მეხმარებიან ნიაკოს აღზრდაში რომელსაც მამაც კი არ ჰყავს არადა მას სიგიჟმდე უყვარდა ჯერ მარტო ჩანასახი რომ იყო. მეც გამიკეთებია ბევრი რამ ნიასთვის. არც მე მაქვს საუკეთესო წარსული ყველა ვალის გადახდა შეილება ამიტომ მონსტრი არ ხარ.
-არ მინდა ნია საფრთხეში ჩავაგდო ჩემს გამო.
-არ ჩააგდებ.
-სახლში დაბრუნების დრო არის.
ერეკლე და ანკა დაბრუნდნენ სახლში. ანკა ზემოთ ავიდა ნიას ჩამოსაყვანად... მისმა კივილმა მთლიანი სახლი შეძრა. ნია ოთახში არ იყო, ამის მაგივრად საწოლზე იდო წერილი:
,,ერეკლე საყვარელი ბავშვია, დღეს 8საათამდე ფულს არ მოიტან და არ ვიცი 2თვის ბავშვს გული გაუსკდება თუ არა გასროლის ხმის გამო, პოლიციაში დარეკვას დააპირებ და ფრთხილად იყავი შენ ახალ გოგონას რამე არ დაემართოს’’
-რა ხდება
-ნია, წაიყვანეს!



№1  offline მოდერი Behandice

მომეწონა კარგი იყო თუმცა რაღაც შენიშვნები მაქვს.. რაღაც უცნაურად მეჩვენა ის ფაქტი რომ რამოდენიმე საათის გაცნობილი ბიჭი სახლში წაიყვანა მისი შვილი რომ ენახა..მეორე დღეს კი იძახის რომ უკვე შეუყვარდა რაღაც არარეალურია ჯერ წესიერად არც იცნობდა იქნებ და მართლა მანიაკი იყო..მერე წყნეთში წაყვა და გეწერა სამი თვეა არ გამოუყვანია ბავშვი სახლიდანო და მერე წერ ნია ორი თვისაო..არამგონია მიზანშეწოლილი იყოს ორი თვის ბავშვის საცურაო კოსტუმით ტბის წყალში ბანაობა..მერე ასე ერთბაშად როგორ მიაგნეს და ბავშვი ისე წაიყვანეს რო ვერცერთმა ვერაფერი გაიგო ან მანქანის ხმა ან რამე ციდან ხომ არ ჩამოფრინდა გამტაცებლები..მოკლედ ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ,მცირედი დეტალები არის მაგრამ მაინც ყურადღება მისაქცევია!რომ წაიკითხავ ამას არ გეგონოს რომ ძალიან გაკრიტიკებ ან შეურაცხოფას გაყენებ იმით რო არ მომეწონა შენი ნაწერის რამოდენიმე დეტალი..ეს არის უბრალოდ ჩემი ფიქრები და შენიშვნადაც შეიძლება მიიღო და გაითვალისწინო..წარმატებებს გისურვებ და უცდი როდის დადებ ახალ თავს რომ წავიკითხო..მაინტერესებს როგორ გაანვითარებ მოვლენებს!კიდევ ერთხელ წარმატებები! love

 


№2  offline მოდერი სატი

Behandice
მომეწონა კარგი იყო თუმცა რაღაც შენიშვნები მაქვს.. რაღაც უცნაურად მეჩვენა ის ფაქტი რომ რამოდენიმე საათის გაცნობილი ბიჭი სახლში წაიყვანა მისი შვილი რომ ენახა..მეორე დღეს კი იძახის რომ უკვე შეუყვარდა რაღაც არარეალურია ჯერ წესიერად არც იცნობდა იქნებ და მართლა მანიაკი იყო..მერე წყნეთში წაყვა და გეწერა სამი თვეა არ გამოუყვანია ბავშვი სახლიდანო და მერე წერ ნია ორი თვისაო..არამგონია მიზანშეწოლილი იყოს ორი თვის ბავშვის საცურაო კოსტუმით ტბის წყალში ბანაობა..მერე ასე ერთბაშად როგორ მიაგნეს და ბავშვი ისე წაიყვანეს რო ვერცერთმა ვერაფერი გაიგო ან მანქანის ხმა ან რამე ციდან ხომ არ ჩამოფრინდა გამტაცებლები..მოკლედ ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ,მცირედი დეტალები არის მაგრამ მაინც ყურადღება მისაქცევია!რომ წაიკითხავ ამას არ გეგონოს რომ ძალიან გაკრიტიკებ ან შეურაცხოფას გაყენებ იმით რო არ მომეწონა შენი ნაწერის რამოდენიმე დეტალი..ეს არის უბრალოდ ჩემი ფიქრები და შენიშვნადაც შეიძლება მიიღო და გაითვალისწინო..წარმატებებს გისურვებ და უცდი როდის დადებ ახალ თავს რომ წავიკითხო..მაინტერესებს როგორ გაანვითარებ მოვლენებს!კიდევ ერთხელ წარმატებები! :love:

ეს ანკას გადაწყვეტილება იყო, მან უკეტესად იცის ვის ენდოს და ვის არა. მანიაკს არ გავდა, ნია მესამე თვეში იყო,საცურაო კოსტნებია, ვტქვი რომ მხოლოდ ტანამდე ანუ მარტო ფეხებიტ იყო წყალში.და რაც შეეხება მანქანას რა სოფელში მაინცდამაინც ერთი მანქანა დადის? თან სასეირნოდ იყვნენ მაგ დროს გასულები. სანამ რამეს დაწერ იფიქრე bowtie
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent