შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულში


13-08-2016, 20:59
ავტორი Emili - Emili
ნანახია 1 478

აქ თქვენ იხილავთ "სიყვარულში" ამ მოთხრობის მეორე თავს წარმატებები და ისიამოვნეთ ♥ კომენტარებში გადმოეცით თქვენი აზრი მადლობა ყურადღებისთვის ♥


თავი 2
გოგონამ დილით მისთვის უცხო გარემოში გაიღვიძა. გვერდით როდესაც მიიხედა ჯეისონი დაინახა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა. თვალები ცრემლით აევსო. ეზიზღებოდა ის, თავისი თავი და საერთოდ ყველაფერი მის გარშემო. ღმერთს მადლობა გადაუხადა რომ გუშინ ღამით არაფერი მომხდარა და ჯეისონს ხელუხლებლად გადაურჩა.
უხმაუროდ წამოდგა და ხალათი მოიცვა, შემდეგ სააბაზანოში გავიდა და თავი მოიწესრიგა. ასევე უხმაუროდ გამოაღო კარადა, უბრალო შავი მაისური და ამავე ფერის შარვალი გადმოიღო და ჩაიცვა. თმები უკან გადაიწია, შეიკრა და დაბლა ჩავიდა.
ქალის ხმა შემოესმა, რომელიც ვიღაცას ეუბნებოდა თეფშები წამოიღეო. ხმას გაჰყვა და სამზარეულოში ამოყო თავი.
ყველა გაშეშდა, ქალბატონის შეეშინდათ, მაგრამ ეს შიში მაშინათვე გაქრა, როდესაც ლინდიმ ნაზად გაუღიმა და მიესალმა, მათაც იგივეთი უპასუხეს.
- ქალბატონო, საუზმე ახლავე მზად იქნება, არ ვიცოდით ასე ადრე თუ გაიღვიძრბდით თორემ უფრო ადრე დავიწყებდით მზადებას-უთხრა მსახურთაგან უფროსმა.
- არაუშავს. გამიხარდება თუ ქალბატონოთი არ მომმართავთ. მე ლინდი მქვია-გოგონამ ხელი გაუწოდა.
- როუზი-ხელი ჩამოართვა მან, რომელიც თავიდანვე გამოელაპარაკა.
- მე კლარა მქვია-მეორემაც ჩამოართვა ხელი.
- სასიამოვნოა-ისევ გაუღიმა გოგონამ.
- ჩვენთვისაც ქალბატონო.
- უბრალოდ ლინდი.
მათ მხოლოდ თავი დაუქნიეს.
- აქ მხოლოდ თქვენ ხართ?
- დიახ. რობი მებაღეა, სტივი კი მძღოლი, მე და როუზი კი სახლის საქმეებს ვაგვარებთ-უთხრა კლარამ და კარებთან მდგარ ორ მამაკაცზე მიუთითა.
- ძალიან კარგი, მეც დაგეხმარებით მაგიდის გაწყობაში შეიძლება?
- არა, ქალბატონო თქვენ..
- გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით.
- ბატონი რომ გაბრაზდეს?
- ჯეისონს სძინავს-უთხრა გოგონამ და თეფშები ხელში აიღო, შემდეგ კი სასადილო ოთახისკენ გაემართა. როუზი და კლარაც მას გაყვნენ, რობი და სტივი კი გარეთ გავიდნენ.
მათ მაგიდა სწრაფად გააწყვეს, ამასობაში ჯეისონიც ჩამოვიდა.
როუზს და კლარას ფერი გადაუვიდათ. ლინდიმ მათ გაკვირვებული სახით შეხედა.
- აქ რა ხდება?-იკითხა ჯეისონმა.
- არაფერი ბატონო, ჩვენ უბრალოდ..
- მე მათ მაგიდის გაწყობაში დავეხმარე, რამე პრობლემაა?
- ეს შენ არ გევალება.
- მე გადავწყვეტ რა მევალება და რა არა.
- წესიერად მელაპარაკე-ყბაზე უხეშად მოკიდა ხელი,მაგრამ გოგონამ მალევე გააშვებინა.
- რაც გინდა ის გამიკეთე, არ მადარდებს და არც იმას ვაპირებ სახლშიც მოსიყვარულე ცოლის როლი ვითამაშო. არ გაქვს უფლება ამიკრძალო ასეთი რაღაცეები. შენი ცოლი მხოლოდ ქაღალდზე ვარ და ისიც იმიტომ, რომ დედას დავეხმარო. თავი შეიკავე და ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ საკუთარ თავს-უთხრა გოგონამ და სამზარეულოში გავიდა. ჯეისონი გაბრაზებული სახით მიუჯდა მაგიდას და საუზმობა დაიწყო. სამზარეულოში როუზი და კლარაც გავიდნენ. მათ უკვე იცოდნენ თუ რა ხდებოდა სინამდვილეში და გოგონასადმი თანაგრძნობას გამოხატავდნენ. მათი შესვლისთანავე ლინდიმ ცრემლები შეიშრო და გაუღიმა.
- ლინდი, მოდი და ჩემთან ერთად ისაუზმე-დაუძახა ჯეისონმა. ლინდის უარის თქმა უნდოდა მაგრამ როუზმა შეაჩერა.
- ძვირფასო, ჯობია არ გააბრაზო და გააკეთო რასაც გეუბნება, შენი სათქმელი უკვე უთხარი. ახლა წადი და ისაუზმე.
გოგონამ თავი დაუქნია და სასადილობოთახში გავიდა.
საუზმობას ისე მორჩნენ ლინდის არც ერთხელ შეუხედავს ჯეისონისთვის და ლუკმასაც ძლივს ყლაპავდა. ბოლოს მხოლოდ უთხრა რომ საავადმყოფოში აპირებდა დედასთან წასვლას და მაგიდიდან წამოდგა.
ცოტახანი როუზთან და კლარასთან დაჰყო, შემდეგ კი ჩანთა აიღო და საავადმყოფოში წავიდა.
*
- ზეინ, დროა წავიდეთ-უთხრა ლიამმა და მანქანის გასაღები აიღო.
სამივე დაცვის მსგავსად გამოიყურებოდა. არავის შეეპარებოდა მათ თაღლითობაში ეჭვი.
მანქანაში ჩასხდნენ და რამდენიმე წუთში ჯეისონ კლარკის სახლის წინ იდგნენ.
ზეინს ძარღვები ამოებერა, როცა ის სახლი ნახა, სადაც თავისი და და მშობლები მოკლეს.
ეზოს კარები გააღეს და პირველი ნაბიჯები გადადგეს მტრისკენ. კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნეს. კარები კლარამ გააღო.
- გამარჯობა, ვინ გნებავთ?
- ჩვენ ბატონ ჯეისონთან მოვედით სამსახურის თაობაზე, შინ არის?-თავაზიანად და ამავდროულად ზიზღით სავსე ხმით უპასუხა ზეინმა.
- დიახ, შემობრძანდით-შეიპატიჟა კლარამ. როდესაც შემოვიდნენ კარები ფრთხილად მიიხურა და სტუმრები მისაღებში გაიყვანა, შემდეგ ჯეისონის კაბინეტისკენ წავიდა და რამდენიმე წუთში მასთან ერთად დაბრუნდა მისაღებში. შემდეგ ბატონმა თვალებით ანიშნა გასულიყო და კლარაც სამზარეულოში გავიდა.
- დაბრძანდით ბატონებო-უთხრა ჯეისონმა და დივანზე დაჯდა, ბიჭებმაც იგივე გაიმეორეს.
ზეინივუყურებდა მისი სიცოცხლის გამნადგურებელს და სიძულვილი ახრჩობდა, ჯეისონი კი მას საერთოდ არ იცნობდა, რადგან როდესაც ზეინის ოჯახის წევრები გარდაიცვალნენ, ბიჭი სასწავლებლად იყო წასული გერმანიაში და შესაბამისად ჯეისონი მას არ იცნობდა.
მათ მოახსენეს რისთვისაც იყვნენ მოსულნი და რამდენიმე ყალბი საბუთი წარუდგინეს იმისა, რომ კვალიფიცირებული დაცვის თანამშრომლები იყვნენ. ჯეისონი ადვილად მოტყუვდა და ბიჭებმა მისი ნდობა იმაზე ადვილად დაიმსახურეს ვიდრე ელოდნენ. ყველაფერზე მოილაპარაკეს და მუშაობას იმ წუთიდანვე შეუდგნენ. ჯეისონი ოფისში წავიდა.
უკვე შუა დღე იყო. გოგონაც დაბრუნდა საავადმყოფოდან. როდესაც ეზოს კარებს მიუახლოვდა ორი უცნობი პიროვნება შენიშნა, რომლებიც კარებთან ქანდაკებებივით იდგნენ.
- გამარჯობა, თქვენ ვინ ბრძანდებით?-შეეკითხა მათ გოგონა როდესაც მიუახლოვდა.
- ისინი ამ სახლს იცავენ, ნე კი თქვენი პირადი დაცვა გახლავართ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო კლარკ-ოდნავ ღიმილიანი სახით გამოვიდა ზეინი დაცვის კაბინიდან და გოგონას წინაშე წარსდგა, შემდეგ კი ხელი გაუწოდა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და ზეინის ღიმილიანი სახეც შეიცვალა. გოგონას ლურჯი თვალები ჰქონდა, რომელმაც ზეინის ყურადღება მაშინათვე მიიპყრო.
გოგონამ ხელი ნელი მოძრაობით ჩამოართვა და მკაცრი მზერა ესროლა.
- მე არ მჭირდება ძიძა, პატარა არ ვარ-სწრაფად უთხრა გოგონამ.
- მე კი ვფიქრობ რომ გჭირდებათ. გარშემო უამრავი კრიმინალი დაიარება, ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი მათგან სწორედ რომ თქვენს თვალწინ არის, თქვენ კი ვერ ამჩნევთ-აქ ზეინმა თავისი თავი იგულისხმა რაზეც შეუმჩნევლად გაეღიმა. ის ლინდისაც ვერ იტანდა, რადგან მის თვალში იგი ძუკნასთან ასოცირდებოდა, ძუკნასთან, რომელიც მილიონებზე იყო შეყვარებული და მისთვისაც უნდოდა ტკივილის მიყენება.
- სწორედ ამიტომ გჭირდებათ პირადი დაცვა. თან თქვენი ქმარი ხომ ასე ზრუნავს თქვენზე, ვფიქრობ ამის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდეთ.
გოგონამ არაფერი უპასუხა, იცოდა ვერაფერს გახდებოდა. დღეიდან უნდა შეგუებოდა იმას, რომ ეს არასასიამოვნო ტიპი მის აჩრდილად იქცეოდა. ცხვირი აიბზუა და სახლში შევიდა.
ბიჭიმა მზერა გააყოლა და თან იმ ლურჯ თვალებზე ფიქრობდა ცოტახნის წინ თავის შავ თვალებში რომ იყურებოდნენ.ლურჯ თვალებზე, რომლებიც რამდენიმე ხანში აღარ იარსებებდნენ..დაახლოებით დილის 10 საათი იყო როდესაც გოგონას გაეღვიძა. თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა. როგორც ჩანს ჯეისონი უკვე სამსახურში იყო და ამან ძალიან გაახარა. ცოტახნით კლარას და როუზს გაესაუბრა, შემდეგ კი საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა და მათ გამოემშვიდობა.
კარები გააღო და როდესაც ზეინი ნახა მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ პირადი დაცვა ჰყავდა.
ეზოდან გასასვლელი კარებისკენ ელვის სისწრაფით გაემართა.
- ოოოფს სად გეჩქარებათ?-წინ გადაუხტა ზეინი.
- გამატარე.
- მე წაგიყვანთ.
- ჩემითან წავალ, მადლობა-უთხრა და ეცადა გზიდან ჩამოეშორებინა მაგრამ ამაოდ.
- გაიწიე.
- არა, მე წაგიყვანთ.
გოგონამ თვალები გადაატრიალა და დაელოდა სანამ მანქანას გამოიყვანდა.
- წამობრძანდით-უთხრა ზეინმა და მანქანის კარები გაუღო, შემდეგ კი თვითონაც ჩაჯდა.
- გისმენთ, რომელი მაღაზიისკენ წავიდე?
- უკაცრავად?
- შოპინგზე არ მიბრძანდებით?
- არა.
ზეინს გაუკვირდა.
- აბა სად მიდიხართ?
- დედასთან საავადმყოფოში, უნდა მოვინახულო.
ბიჭს ცინიკური გამოხედვა შეეცვალა.
- უკაცრავად-ჩუმად უთხრა და მანქანა დაძრა.
- რატომ გეგონა რომ შოპინგზე მივდიოდი?-ცოტახნის შემდეგ ჰკითხა ლინდიმ.
- თქვენი ასაკის გოგოები ძირითადად ამით კავდებიან ხოლმე.
- შოპინგის მოყვარული არ ვარ.
- აბა თქვენი ქმრის მილიონები რაში უნდა დახარჯოთ?-დაუფიქრებლად ოდნავ ზიზღით ჰკითხა ზეინმა. ლინდის სიმწრისგან გაეცინა და არაფერი უპასუხა.
- დედათქვენს რამე სერიოზული სჭირს?-დაინტერესდა.
- უკვე აღარ. ავარიაში მოყვა, მაგრამ ახლა უკეთ არის.
- ვწუხვარ.
- მადლობა.
რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მივიდნენ. გოგონა მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და ზეინს უცდიდა, მაგრამ ის საერთოდ არ აპირებდა გადმოსვლას. როდესაც შეამჩნია რომ გოგონა ელოდებოდა გადმოვიდა.
- რამე გნებავთ?
- არ უნდა ამედევნო?
ზეინს გაეცინა.
- მეგონა არ გსიამოვნებთან ჩემთან ერთად ყოფნა.
- არც არავის უთქვამს რომ მსიამოვნებს. უბრალოდ მეგონა საავადმყოფოშიც გამომყვებოდი.
- გინდათ რომ გამოგყვეთ?
- საერთოდ არ მინდა სადმე დამყვებოდე.
- კარგი, მაშინ წამოვალ-გაეცინა ზეინს და მიუახლოვდა.
- არ არის საჭირო.
- არა იცით? დავფიქრდი და იქნებ საავადმყოფოშიც არიან კრიმინალები, ხომ უნდა დაგიცვათ?
- აჰააჰჰაჰ რა სასაცილოა-თითქოს გაუღიმა გოგონამ, მაგრამ ოდგავ ირონიულად და შესასვლელისკენ გაემართა, ზეინიც აედევნა.
პალატასთან მივიდა და მინიდან შეათვალიერა დედა, თვალზე ცრემლი მოადგა და მინას ხელი მიადო.
- მენატრები დე..
ზეინმა გოგონას უცნაურად შეხედა. თითქოს უთანაგრძნობდა, მაგრამ ამავდროულად ეზიზღებოდა.
- ლამაზია. დედას გავხართ-უთხრა და თვალები სხვა მიმართულებით შეაბრუნა.
- ანუ ამით იმის თქმა გინდა რომ მეც ლამაზი ვარ?
ზეინმა არაფერი უპასუხა და თავი უხერხულად იგრძნო.
- ჰო, გარეგნულად ბევრი მამსგავსებს მას, მე კი ვოცნებობ მისნაირი ძლიერი და მამაცი ვიყო.
- ჯერ არ გიცნობთ და ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როცა უკეთ გაგიცნობთ რამეს აუციკებლად გეტყვით ამასთან დაკავშირებით.
გოგონამ არაფერი უპასუხა და მინაში ყურება განაგრძო.
როდესაც დაკმაყოფილდა დედის ცქერით ექიმთან შევიდა, მის მდგომარეობაზე ჰკითხა და შემდეგ წამოვიდა იქიდან.
მანქანაში ჩუმად ისხდნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა. სახლამდე მივიდნენ თუ არა ამოისუნთქეს, რადგან ეს მათთვის შვება იყო, რადგან თავს უხერხულად გრძნობდნენ.
- მადლობა-ჩუმად უთხრა გოგონამ და სახლში შევიდა, ზეინს უნებლიედ გაეღიმა, მაგრამ მაშინათვე დასერიოზულდა როცა მიხვდა, რომ იღიმებოდა.
ჯეისონი სახლში იყო და გოგონას საძინებელში ელოდა, უკვე საღამო იყო.
ლინდი შეცბა როცა ის დაინახა. სააბაზანოში შევიდა, ღამის პერანგი ჩაიცვა და გამოვიდა, თან ხალათი ჰქონდა მოცმული, არ უნდოდა ჯეისონის წინ შიშველი ევლო. საწოლში შეწოლას აპირებდა როცა მან ხელი დაუჭირა და მისკენ მიიზიდა.
- რას აკეთებ-ათრთოლებული ხმით ჰკითხა გოგონამ და უკან გაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- შენ ჩემი ცოლი ხარ, ასე რომ შენი მოვალეობა ბოლომდე უნდა შეასრულო.
- ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ.
- ეგ დიდად არც მაინტერესებს-უთხრა და უფრო ახლოს მისწია.
- გთხოვ არ გინდა-გოგონას ჟრუანტელმა დაუარა.
- რატომ?-უთხრა და ლავიწთან ახლოს აკოცა, გოგონა ამოძრავდა.
- ნუ იქნები ასეთი სასტიკი გთხოვ-აცრემლიანებული თვალებით უთხრა და კვლავ სცადა მისგან თავის დაღწევა.
ჯეისონმა კიდევ რამდენიმეჯერ აკოცა და ჩამოშორდა.
- ახლა არ შეგეხები, მაგრამ შემდეგში დაწყებულს ბოლომდე მივიყვან-მუქარის მსგავსად უთხრა და საწოლში შეწვა.
გოგონამ თვალები წამიერად დახუჭა, შემდეგ ცრემლები შეიშრო და იგივე გაიმეორა.
*
*1 კვირის შემდეგ*
- ყვავილები აქეთ თუ შეიძლება-ისმოდა როუზის მბრძანებლური ხმა, რომელსაც ყველა ემორჩილებოდა.
გოგონა ოთახში იყო და ემზადებოდა წვეულებისთვის. მის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდით გარდა სევდისა. უკვე საბოლოოდ მზად იყო და გასვლას აპირებდა როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
- შემობრძანდით-მიმართა ლინდიმ კარის მიღმა მდგომს და სარკეს მიუბრუნდა.
მზერა მიეყინა როდესაც სარკიდან ზეინის სილუეტი ნახა და ოდნავ დაიმორცხვა.
ზეინიც დუმდა და ტკბებოდა გოგონას სილამაზით. ლინდი შემობრუნდა და ოდნავ მიუახლოვდა, ზეინი კი გონს მოეგო და ხმა ამოიღო.
- უკაცრავად რომ გაწუხებთ მაგრამ ბატონმა ჯეისონმა გამომგზავნა, სტუმრები მოვიდნენ და თქვენ გელოდებიან.
- უკვე მზად ვარ და ჩამოსვლას ვაპირებდი-უემოციოდ უპასუხა გოგონამ და კარებისკენ წავიდა. ზეინმა კარები გაუღო.
-_ მხოლოდ თქვენს შემდეგ-თავაზიანად უთხრა და თან კიდევ ერთხელ ცივი მზერით შეათვალიერა.
- მადლობა-უთხრა გოგონამ და კიბისკენ გაემართა.
ჰორიზონტზე გამოჩნდა თუ არა ყველას ყურადღება მიიპყრო, რამაც თავი უხერხულად აგრძნობინა. უნებლიედ ზეინს შეხედა, რომელიც კვლავ იგივე ცივი მზერით შეჰყურებდა გოგონას.
კიბეები ნელა ჩაიარა და ჯეისონის გვერდით დადგა.
მისტერ კლარკმა ყველას გააცნო მისი ულამაზესი მეუღლე და თან ლოყაზე კოცნიდა ხოლმე, რაც ლინდის აღიზიანებდა, მაგრამ ისე ეჭირა თავი თითქოს სიამოვნებდა.
რამდენიმე წუთში წყნარი სიმღერა ჩაირთო. ყველა საცეკვაოდ გავიდა, ჯეისონმაც გაიყვანა გოგონა და მასთან ცეკვა დაიწყო.
ერთადერთი რამ რაც მაშინ გოგონას უნდოდა სიკვდილი იყო. სძულდა როცა ჯეიმსი ეხებოდა, მთელი არსებით სძულდა არსება რომელსაც ეცეკვებოდა.
საბოლოო ჯამში წვეულებამ კარგად ჩაიარა და სტუმრებიც წავიდნენ.
ჯეიმსი ოდნავ ნასვამი იყო და საძინებელში წავიდა, თან ლინდიც გაიყოლა.
- რას აკეთებ ხელი გამიშვი-სიმწრისგან ძლივს თქვა გოგონამ როცა ჯეისონმა ხელი ძლიერად მოუჭირა და საწოლზე დაანარცხა.
- შეგპირდი რომ დაწყებულს დავასრულებდი, ჰოდა პირობას ვასრულებ-სწრაფად უთხრა და ტუჩებში აკოცა. გოგონა უნებლიედ ატირდა. იმ თევზივით ფართხალებდა ზღვიდან რომ ამოიყვანენ და გადასარჩენად იბრძვის, ევედრებოდა შეეწყვიტავრასაც აკეთებდა მაგრამ ჯეიმსი მაინც განაგრძობდა, თან ხელს ძლიერად უჭერდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ბოლოს სწორედ იმ თევზივით რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა, გოგონაც გაშეშდა. უძლური იყო ამ მონსტრთან შედარებით, ასერომ საბოლოოდ დანებდა, ხოლო ცრემლები დაუკითხავდა იკვალავდნენ გზას მის სახეზე, არ ჩერდებოდნენ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent