რეალობასა და ზღაპარს შორის... (7)
ყველაფერი აირია. ჩემს თავში აზრებს ვერ ვალაგებდი , ვცდილობდი სწორი გზა ამერჩია მაგრამ ამ გზას ვერ ვხედავდი ნინის იოანე მოსწონდა უცნობი კი ნინისგან მოშორებით ყოფნას მთხოვდა მე მომწონდა მასთან ერთად ყოფნა მაგრამ ნინი უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის , მასთან დაშორებას ვერ გადავიტანდი ყველაფერთან ერთად შეყვარებული მყავდა რომელთანაც ურთიერთობა ვერ გამერკვია და ახლის დაწყებას უბრალოდ ვერ ვიკადრებდი ადამიანს არასდროს არ ვაპატიებდი ღალატს და თუ ამ აზრზე ხარ შენს გონებაში არ უნდა გაიელვოს აზრმა რასაც სხვა ღალატად ჩათვლის მეოცნებე ვარ , ნებისმიერი ადამიანი ჩემთვის ფიქრის საგანი ხდება და თუ გადამეტებულად ტრიალებს ჩემს თავში საქმე კარგად არ არის ასე ხდება ეხლაც , არ მესმის რა მემართება მაგრამ როდესაც თვალებს ვხუჭავ უცნობის სახე წარმომიდგება წინ და ეს ძილის საშუალებას არ მაძლევს , აი როგორც იმ საღამოს შემდეგ როდესაც პირველად ვნახე მე მას საერთოდ არ ვიცნობდი , ზუსტად ამიტომ ვეძახი უცნობს , მისთვის სახელიც კი არ დამიძახია და როგორ შემიძლია ასე დავუჯერო? ********************** ამ ფიქრებში ვიყავი გატაცებული როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა , ნინი არ იყო რადგან თუ მოვიდოდა კარბს ჩამოიღებდა ალბათ უცნობია - გაიევლა ჩემს გონებაში და თავი დავხარე , არ მინდოდა ჩემთან საუბარი დაეწყო კარებთან ლიაკო მივიდა და აი პორველი სიტყვებიც გაისმა "გამარჯობა ლიაკო ბებო" მაგრამ ეს სულაც არ იყო ნაცნობი ხმა , თავი ოდნავ წამოვყავი და კარისკენ გავიხედე , ვხედავდი ბიჭის სილუეტს მაგრამ იმის გარჩევა მიჭირდა თუ ვინ იყო , ლიაკო წინ მედგა და ეფარებოდა , მაგრამ აშკარგად ბლაჟე ქონდა , შავი თვალები რომელიც წამიერად დავინახე და მომეჩვენა რომ ეს ბიჭი საოცრად სევდიანი იყო , მისი ხმიდანაც ჩანდა ეს -გამარჯობა ჩემო ბიჭო - გაისმა ბებიაჩემის თბილი ხმა და მე მათი საუბრის მოსასმენად მოვემზადე -დროს ხომ არ გართმევთ? - ასევე თბილად უპასუხა სტუმარმა და თვალი მოვკარი მის ღიმილს -არა რას ამბობ - ჩაიცინა ლიაკომ - შემოდი - ხელით ანიშნა შემოსულიყო -არა მეჩქარება სტუმრები მყავს და უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდა თქვენთსვის -მკითხე -იცით რა არის , რამე ნორმალური საჭმლის რეცეფტი გექნებათ თქვენ და იქნებ ცოტახანი მათხოვოთ? - კითხა სტუმარმა და სიცილი დაიწყო -რა სულელი ბიჭი ხარ - ბებიაჩემსაც გაეცინა და კარიდან ოდნავ გამოიწია -რა ვქნა ? ბიჭებს მობეზრდათ ეს ერთჯერადი საჭმელები - აი უკვე კარგად ვხედავდი ვინ იდგა კართან მან მე გამომხედა და გამიღიმა თავი უხერხულად ვიგრძენი და მეც გავუღიმე ამ დროს ლიაკო რაღაც რვეულით ხელში მოვიდა კართან და სტუმარს გაუწოდა -აი ჩემო კარგო - გაუღიმა და ჩემსკენ გამოიხედა , მაგრამ არაფერი უთქვამს - თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს დამიძახე და გამოვალ , დაგეხმარები -მგონია რომ გავართმევ რამეს თავს - ჩაიცინა და ერთი ნაბიჯით უკან წავიდა - დიდი მადლობა -გამოჩნდი ხოლმე - ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა ლიაკომ -შემოგივლით - დაგვემშვიდობა სტუმარი და ეზოდან გავიდა მინდოდა ბებიასთვის მეკითხა ვინაათქო მაგრამ გამასწრო და გაკიდება დამეზარა მინდოდა მენახა რომელი სახლიდან მოვიდა მაგრამ ვერ დავინახე და ბოლოს უკვე აღარ მაინტერესებდა , ხელი ჩავიქნიე , რვეულზე ხომ მაინც მოვათქო და ჩემს ადგილს დავუბრუნდი ისევ ფიქრი დავიწყე და ამ ფიქრებში ძალიან მომინდა უცნობი მენახა , გადავწყვიტე მხოლოდ დღეს გავყოლოდი და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა , მე მასთან მხოლოდ მეგობრობა მინდოდა მას კი ყველაფერი სხვანაირად ესმოდა ან მოვწონდი მაგრამ ეს მე არ მაწყობდა , მისი ქცევით მეც მომაწონებდა თავს და ბოლოს მაინც ნინის დავუთმობდი , მასთან ერთად კი უბრალოდ ვერ ავიტანდი სანამ უცნობს ვანახავდი ეს ყველაფერი ნინისთვის უნდა მეთქვა და მასთან წავედი ***************************************** ნინის დედის თქმით ის ოთახში იმყოფებოდა ამიტომ გეზი მეც ოთახისკენ ავიღე რომ შევედი მისმა ღიმილმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა და წარბებშეკრულმა გავხედე ხელით მანიშნა მოდი გვერდით მომიჯექიო და წინ წამომისკუპდა , ცოტახანი სულელივით და ყურებამდე ღიმილით მომშტერებოდა , კიდევ გააგრძელებდა ესე უაზროდ ყოფნას მაგრამ მე ვეღარ მოვითმინე -მეტყვი რა გიხარია? - დაღლილმა ჩავილაპარაკე და საწოლზე გადავწექი -მგონი შეყვარებული ვარ - ისიც გვერდით მომიწვა და ბალიშს ჩაეხუტა -შენ ყოველდღე შეყვარებული ხარ - ირონიულად ჩავილაპარაკე და მისკენ მივტრიალდი -არა ეხლა მართლა , მგონი მართლა მიყვარს - შეშინებულმა გამომხედა და გამიღიმა - ნეტავ იოანე რას ფიქრობს ჩემზე? -იოანე შეგიყვარდა? - ვიკითხე და გამეცინა , მაგრამ რეალურად მეგონა რომ ტყვია მესროლეს და მანაც მტკივნეულ ადგილას გაიარა ჯანადა! რატომ არ მსიამოვნებდა ნინის დამოკიდებულება უცნობისადმი?! -ეგ მომწონს - თვალები გაუნათდა -ნინი ესე უცებ არავის არავინ უყვარდება - ვლაპარაკობდი მაგრამ იმას არა რასაც ვფიქრობდი -მოიცა შენ ის გოგო არ ხარ სიყვარულით რომ იყო გატაცებლი და ყველაფრის სჯეროდა? - სიცილით მკითხა ნინიმ და წამოჯდა - ჩემს შემთხვევაში არ შეიძლება ერთი ნახვით სიყვარული? -მე მაგას არ ვამბობ - მის იდიოტიზმზე გამეღიმა - უბრალოდ ეს შენი მორიგი ატაცება იქნება -ანუ მე სიყვარული არ შემიძლია? - ლაპარაკობდა და ეგონა ხუმრობდა მაგრამ მე უხერხულ სიტუაციაში ვიმყოფებოდი -ნინი! კაი თუნდა ეგრე გაიგე შენ სიყვარული არ შეგიძლია - მივხვდი რომ მასთან სერიოზულად საუბარს აზრი არ ჰქონდა და ვცადე თავიდან მომეშორებინა -შემიძლია! იცი მგონი მასაც მოვწონვარ , გუშინ ძალიან თბილად მექცეოდა - მისი სიტყვების შემდეგ ძლიან მომინდა გამეცინა მაგრამ თავი შევიკავე მახსენდებოდა უცნობის სიტყვები და შემდეგ ნინისთან ვაკავშირებდი , მას ის არ მოსწონდა და ყველაზე დიდი უბედურება ამაში იყო , ის თითქოს ჩემში ეძებდა რაღაცას , მაგრამ არ ვიცოდი რას -მე და ის ვაპირებთ დღეს ერთად წასვლას - ძლივს ვუთხარი ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და მის რეაქციას დაველოდე -რა? სად? - სახეზე გაოცენაბა დაწტყო და მე ჩავთვალე რომ ძალიან ვაწყენინე -ხომ იცი მე არ დაგტოვებდი მაგრამ მან მთხოვა - ყველაფერი უცნობს გადავაბრალე , ნუ ნამდვილად ასე იყო -შენს მაგივრად რო მე წავიდე? - უცებ გიჟური იდეა მოუვიდა ნინის თავში და პირდაღებულმა გავხედე ცოტახანი ვერაფერს ვამბობდი და ვცდილობდი ხუმრობის რაიმე კვალი მეპოვა მაგრამ ამაოდ -მართლა ამბობ? - ძლივს გადავაბი ერთმანეთს სიტყვები , გაოგნებული ვიყავი მისი ესეთი საქციელისგან მგონი ის მართლა შეყვარებული იყო -აუ რომ არ მინდოდეს გეტყოდი? - გამიღიმა და ჩემი პასუხის მოლოდინში წარბებს ათამაშებდა -ნინი არ შეიძლება ესე! მე ძალიან ცუდად გამოვალ - მომენტში მართლაც ჩავფიქრდი ამ ყველაფერზე და მაინც ვერ გავამართლე ის -მე ავუხსნი ყველაფერს - ნინი კი ძალიან იოლად უყურებდა ამ საკითხს და მზად იყო გადაეარა ჩემთვის -არა მაგას არ ვიზავ - ნერვები მეშლებოდა მის საქციელზე , გაბრაზებულმა ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი -მე მომწონს ის შენ ხომ არა - მაინც თავის თავს ამართლებდა და ვერაფერს ხვდებოდა -ადამიანო ჩემსგან იქნება ეგ ცუდი საქციელი , შენ საერთოდ არ გელის და იქ რომ მიხვალ მაგრად გაუტყდება , ასე რომ გევედრები თავზე არ გადამიარო ! - ტონს ვუწევდი და უკვე დარეგულირება აღარ შემეძლო -კაი რა გჭირს ანო - დაბნეულმა გაიცინა - ვიხუმრე , ვიცი რომ ერთად მიდიხართ ამან კიდევ უფრო გამაღიზიანი და დამცინავი სახით გავხედე ნინის , ჩავიცინე და თავი გავაქნიე შეიძლებოდა დღეს მე უბრალოდ მასთან ერთად მეცინა მის საქციელზე მაგრამ ეს მიჭირდა , მინდოდა უცნობის ნახვა და ზუსტად ამიტომ ვიშლებოდი ნერვებზე , ის მეხუმრებოდა მე კი მის თითოეულ სიტყვას სერიოზულად აღვიქვამდი ვერ ვაცნობიერებდი რა მჭირდა და ეს ძალიან არ მომწონდა ვიცოდი ის არ შემყვარებია მაგრამ არვიცოდი პასუხი კითხვაზე "მომწონდა თუ არა?" ყოველთვის როდესაც პასუხს მივიღებდი დედაჩემის სიტყვები მახსენდებოდა და ამას ვუარყოფდი , მაგრამ საქციელი სხვას ამტკიცებდა და კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი -მისმინე წავედი მე - დაბნეულმა ჩავილაპარაკე და კარისკენ წავედი -ანო კარგად ხარ? - ნინი ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა -კი კარგად ვარ - შევეცადე გამეღიმა და კარი გამოვაღე -მოიცა იყავი ჯერ აქ და ცოტახანში წადი - ხელი მომკიდა ნინიმ და საწოლისკენ წამიყვანა მაგრამ შევაჩერე -არა წავალ - ხელი გავაშვებინე და გავუღიმე - კარგად ვარ ჩემო ლამაზო არ ინერვიულო - ოთახიდან უცებ გავედი რადგან საუბრის გაგრძელების სურვილი არ მქონდა ************************************ როდესაც პატარა ვიყავი და ჩემს მშობელბს ვუყურებდი მიჩნდებოა კითხვა რატომ იყვნენ ისინი ერთმანეთთან ესე კარგად ერთხელ მივედი დედასთან და ვკითხე თუ რა იყო მათი ღიმილი და განათებული თვალების მიზეზი პასუხი მხოლოდ ერთი სიტყვა იყო "სიყვარული" მაშინ ოთხი წლის ბავშვს არ მესმოდა ეს რა გრძნობა იყო და რათქმაუნდა დამაინტერესა როდესაც ვიკითხე "რა არის სიყვარული" ამაზე პასუხი ვერავისგან ვერ მივიღე ზოგი რას ამბობდა ზოგი რას ამის მერე სიტყვარულზე განსხავევული შეხედულება ჩამომიყალიბდა მისი არსი არავინ არ იცი , უყვართ და მორჩა და მას იმის მიხედვით ახსნიას რასაც გრძნობენ როდესაც მე მკითხეს რა იყო სიყვარული დაუფიქრებლად ვუპასუხე ჩემი მშობლებითქო მაშინ ეს ორი სიტყვა სისულელედ გახმოვანდა მაგრამ მხოლოდ მე ვიცოდი რა ვიგულისხმე როდესაც ჩემს პასუხზე უცნობს გაეცინა დედასთან მივედი და იგივე კითხვა დავუსვი მისგან კი განსხვავებული პასუხი მივიღე "ჩემთვის სიყვარული შენ ხარ" მე ვერ გავიგე ეს რას ნიშნავდა , მე მეგონა რომ ეს გრძნობა მხოლოდ ქალს და კაცს შორის არსებობდა და სხვას სიყვარული არ შეეძლო როდესაც დედამ მკითხა ჩემს მიმართ რას გრძნობო დაუფიქრებლად ვუპასუხე მიყვარხართქო , მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმოდა მაგრამ ის ხშირად ისმოდა ჩემს სახლში რასაც ჩემდეგ ღიმილი მოსდევდა ჩემს სიტყვაზე დედას ზუსტად ისე გაეღიმა როგორც მამას ნათქვამზე მე კი ვიბნეოდი და ვიბნეოდი იმდენად მაინტერესებდა ეს გრძნობა რომ ბოლომდე ვეძიებოდი , ხან რას ვფიქროდი ხან რას როდესაც ზუკას შევხვდი მის თვალებში რაღაც განსხვავებული დავინახე , მაშინ ის მეგონა ჩემი სიყვარული მაგრამ შევცდი რადგან მე სიყვარულის მარადიულობის მჯერა როგორც დედას ის თვლის რომ ეს გრძნობა მარადიული და ყოველთვის მის გავრცელებას ფიქრი ეხმარება , როდესაც ფიქრობ მხოლოდ ერთზე ეს ნიშნავს რომ ზღვარი გადალახე და სადღაც შორს გაფრინდი , შენი სხეული აქ არის სხვებთან მაგრამ გული მხოლოდ მასთან როგორ მინდოდა უცნობი ამ ყველაფერთან არ დამეკავშირებინა მაგრამ როდესაც ვიხსენებდი ხალხის პასუხებს ჩემს კითხვაზე ვხვდებოდი რომ ზღვართან ძალიან ძალიან ახლოს ვიყავი **************************************** ჩამძინებოდა და როდესაც გავიღვიძე უკვე დაღამებულიყო ტელეფონს დავსწვდი რომელიც იქვე მეგდო და უცნობის ზარი დამხვდა მივწეე რომ გამოსულიყო და ვენახე ეგრევე წამოვდექი და გარეთ გავედი , მის სახლს ვუყურებდი და ველოდებოდი როდესაც გამოჩნდა სულელივით გამეღიმა და მისკენ წავედი -რატომ არ მიპასუხე? - მკითხა უცნობმა და გამიღიმა -მეძინა - მეც გავუღიმე და გზას გავუყევით არაფერი უთქვამს , დამუნჯდა , მე მიყურებდა იღიმოდა შეიძლება მომწონდა ესე ყოფნა მაგრამ მეგონა რომ დიდ დანაშაულს ჩავდიოდი -რატომ გინდოდა ჩემი მარტო ნახვა? - ბოლოს მაინც დავარღვიე სიჩუმე და მას ჩემს კითხვაზე ჩაეცინა -შენთან ერთად უფრო მომწონს ვიდრე ნინისთან - ღიმილით მიპასუხა მე კი პასუხის საშუალება არ მომცა -მე კი მინდა ნინიჩემთან იყოს - პასუხი თავდახრილმა გავეცი -მართლა? - თავი ქვემოთ დაწია და თვალებში მომაშტერდა -კი მართლა - თავი დავუქნიე -მაშინ დავუძახოთ - გამიღიმა და მოტრიალდი -არ გამოვა ეხლა - ვუპასუხე მაგრამ არ ვიცი რატომ მას ჩემს პასუხზე უბრალოდ გაეღიმა და ისევ გვერდით მომიდგა -გავიგე რომ შენ და გიორგი ჩემზე ჭორაობდით -არ ვჭორაობდით , უბრალოდ დაგახასიათა - ღიმილით ავხედე -მერე ეთანხმები? - ჩაიცინა -არა ნამდვილად! -რატომ ესეთი ცუდი ბიჭი ვარ? -არა პირიქით ჩემთან ძალიან კარგი ხარ - მოტყუებას პირდაპირობა ვარჩიე და მას გავხედე ჩემი პასუხი გაუკვირდა თან ესიამოვნა , გაჩერდა და ღიმილით მომაშტერდა -იცი მგონი მომწონხარ - სახე დაასერიოზულა და თვალები გამისწორა მისი სიტყვებისგან გაოგნებული დავრჩი , რომ ვთქვა არ ველოდითქო მოვიტყუები მაგრამ ზუსტად ამ დროს გამახსენდა ნისი სიტყვები , მისი იმედები და ვხვდებოდი რა ცუდი ვიყავი -იცი ეს სრული სისულელეა - მოვიშორე და წინ სვლა გავაგრძელე -რატომ იმიტომ რომ ნინის მოვწონვარ? - სიცილით მკითხა და ჩემს სახეზე კიდევ უფრო გაეცინა -ნინის არ მოსწონხარ - დაბნეულმა გავეცი პასუხი -შენ მე სულელი გგონივარ? ყველა ბიჭი ხვდება გოგოს ქცევებიდან მოსწონთ თუ არა ის - ნიშნისმოგებით მიპასუხა და გამიღიმა - შენ დაქალი ხარ და რათქმაუნდა მას იმაში დაეხმარები რომ თავი მომაწონოს -არ არი ეგრე! - მისი სიტყვები უფრო მაბნევდა , არვიცოდი რა მეპასუხა რადგან რეალობას ვისმენდი -იცი შენ თუ მეტყვი რომ ნინისთან ვიყო ვიქნები - სრიოზული სახით გამომხედა -მასულელებ ხო? - ნაწყენმა გავხედე -არა მართლა ვამბობ , არ არის ცუდი გოგო და მგონი მიხდება კიდევაც -ნინის არ უხდები შენ - გაბრაზებულმა ვუპასუხე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი -მას მე მოვწონვარ მე ის და სხვა რაღაცეებზე საფიქრალი არაფერია - ისე ჩაილაპარაკა თითქოს ყველაფერი სულერთი იყოს -შენ ნინი მოგწონს? - რატომღაც მისი პასუხიდან მხოლოდ ერთ რამეზე გავამახვილე ყურადღება -მე ყველა ლამაზი გოგო მომწონს - ამაყად ჩაილაპარაკა და გამიღიმა -აი შენ კი ყველაზე ლამაზი ხარ -ჩემი შეყვარებულიც ხშირად მეუბნება მაგას - ნაგლობა დავიწყე და ღიმილით გავხედე -შეყვარებული? - დაბნეულმა მკითხა და ღიმილი წაეშალა -ხო რატომ გიკვირს? - გამეცინა -რავი არასდროს არ გითქვია ეს აქამდე -და რა მნიშვნელობა ჰქონდა? - მომწონდა რომ მას ვაბრაზებდი -იმედები არ გამიჩნდებოდა - ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი დახარა -რა თქვი? - მართალია გავიგე მაგრამ კიდევ მინდოდა გამეგო -არა არაფერი - თავი გააქნია და შეეცადა გაეღიმა *************************************** სახლში გვაინ მივედით , მთელი გზა ორივე უაზროდ ვიყავით და ერთმანეთს სისულელეებზე თუ დაველაპარაკებოდით , ის არც დამემშვიდობა ისე წავიდა სახლში რომ შევედი მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ მისი მოსაცმელი გამომყოლოდა გადავწყვიტე მიმეტანა რადგან დატოვება არ მინდოდა მის სახლთან რომ მივედი გიორგი ეზოში დამხვდა , იქაურობა რომ დავათვალიერე უცნობი არ ჩანდა -რა ხდება ანო? - თბილად გამიღიმა -იოანეს დაუძახე რა - მეც გავუღიმე მან ჩემი თხოვნა ეგრე შეასრულა , მე კი დაბნეული ვუყურებდი მას დაბნეულობამ პიკს მიაღწია როდესაც ჩემს წინ დილის სტუმარი ჩამოდგა -მეძახდი? - გახედა გიორგის და შემდეგ მე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.