ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეცხრე თავი)
როგორც აგრილდა ყველამ მომზადება დავიწყეთ. მუხლს ოდნავ ჩაცდენილი მთლიანი კაბა ჩავიცვი და უკვე დავარცხნილი თმის გაკეთებას შევუდექი. რანაირად არ ვცადე და ჩემს ჩაცმულობას ვერანაირად ვერ მოვუხდინე. ოთხჯერ მაინც დავიშალე ბოლოს გაბრაზებულმა სავარცხელი თავში ჩავირტყი და წარბშეკრული ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს სარკეში. იმდენად ვიყავი გაბრაზებული ვერც კი შევამჩნიე როდის შემოვიდა ოთახში გიორგი. დაუდევრად დაყრილი თმები მარცხენა მხარზე გადმომიწია და ყელზე მაკოცა. -გინდა დაგეხმარო? -ამ... შეგიძლია? -იმდენად ვიყავი დაბნეული ძლივს მოვახერხე მეპასუხა. მან კი სავარცხელი აიღო და თმები კარგად დამვარცხნა. ეტყობოდა როგორ ფრთხილობდა. მთლიანი თმა ორ ტოლ ნაწილად გამიყო და ორიცალი ნაწნავი გამიკეთა შუბლის ზემოდან რომ იწყებოდა და წელზე ლამაზად მეფინებოდა. ისე მომეწონა აღბრთოვანება ვერ დავმალე და მადლიერების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე. -დიდი მადლობა გიო. საპასუხოდ სახეზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა. -ულამაზესი ხარ გვანცი... - მისი თბილი სიტყვები უკვე თავბრუს მახვევდა. ისეთი სიყვარულით და სითბოთი სავსე ხმით მელაპარაკებოდა რომ გული სიხარულით ფართხალს იწყებდა. -მზად ხარ? -კი კედებს ჩავიცმევ და მზად ვარ. -კარადიდან შავი წითელ ფერებში გაწყობილი კედები გადმოვიღე და ფეხზე მოვირგე. - მზად ვარ. -ისეთი სიხარულით ვახარე თითქოს ამისთვის დამაჯილდოვებდა. -წამო ჩავიდეთ. -ხელი ჩამკიდა და თავისკენ ახლოს მიმწია. ქვემოთ ასე ჩავედით. თორნიკე მოუსვენრად ცქმუტავდა და მამამისს რაღაცას ეუბნებოდა. ლიკა ნინოს აცმევდა ფეხსაცმელებს. ისეთი ლამაზი იყო ატმისფერ კაბაში. ისეთი საყვარელი რომ ... გიომ ნინუცა აიყვანა ხელში და ეთამაშებოდა. ისე საყვარლად უღიმოდნენ ბიძა-ძმიშვილი ერთმანეთს დასაშორებლად დაგენანებოდათ. უცებ ჩემდა უნებურად გამეფიქრა თუ როგორ ეთამაშებოდა გიო ჩვენს შვილს. წარმოდგენაზეც კი გამაკანკალა. ეჭვგარეშე იყო რომ გიორგი ყველაზე მაგარი მამა იქნებოდა მთელს მსოფლიოში. -აუ რძალო უთხარი გიოს მომცეს ჩემი შვილი. თუ უნდა თავისი გააკეთოს მე მაგისთვის კი არ მიწვალია რა. - ისევ გამაწითლა ამ საზიზღარმა. ერთხელ არ გვისაუბრია ისე რომ რამე ბავშვზე არ ეთქვას და არ გავეწითლებინე . ვაღიარებ ამაში ნამდვილი პროფესიონალია. -კარზე ზარია- უცებ გავვარდი კარისკენ და ისე გავაღე კარი არც კი გამიხედავს ვინ იყო. ჩემდა საბედნიეროდ ხატია მოვიდა. -შენ არ იცი ხატი როგორ გამახარე რომ მოხვედი - უცებ მოვხვიე ხელები და მაგრად ჩავეხუტე. -რა იყო ესე ძალიან მოგენატრე? -არა უბრალოდ სანდრო რაღაცეებს მეუბნებოდა და - გულრფელად ვუპასუხე და რომ დავუფიქრდი რა ვთქვი გამოსწორების მიზნით რამოდენიმე სიტყვა კიდევ დავამატე.- მართლა ძალიან მომენატრე მაგრამ ეხლა ამ წუთას რომ მოხვედი მაგან ძალიან გამახარა. -როგორ მომენატრე ჩემო გოგო. -მე და ხატიას ისეთი ურთიერთობა არასდროს გვქონია აფერისტულად სიყვარულს რომ უხსნიან. არადა ორ წუთში რომ აგდებენ. -ჰე ეხლა არ გამაცნო სიძე. აბა შენ იცი - წარბები შეკრა და ისე შემომხედა. -შემოდი და გაგაცნობ.- ხელზე ღიმილით ჩაგავლე ხელი და შიგნით შემოვათრიე. -შენ რა ხარივით ჯანზე ხარ. -გეყოფა მასხარაობა.- მეორე ოთახში იყვნენ ყველა და მეც იქით წავიყვანე გიჟი. -გაიცანით ეს არის ხატია ჩემი მეგობარი. ესენი კი ლიკა სანდრო და გიორგი არიან. -სათითაოდ მივანიშნე ყველაზე. -რომელია ქალო ჩემი სიძე -ყურში მიჩურჩულა. კიდევ კარგი. -გიორგი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- გვერდით მიუბრუნდა ლიკას და სანდროს. შემდეგ გიოსკენ მიბრუნდა -შენიც სიძე. -ჩემთვისაც ცოლის და. -დათამ მომწერა პირდაპირ იქ მოვალთო. -კაი მაშინ წავიდეთ. ვინაიდან ცოტანი ვიყავით ერთი მანქანით წავედით. საჭესთან სანდრო დაჯდა. გვერდითა სავარძელზე ლიკა და თორნიკე. დანარენები უკან. ნინო მე მეჭირა ხელში. მთელი გზა გაუთავებლად ღუღუნებდა. მითუმეტეს მაშინ გიო რომ ელაპარაკებოდა. ....... მაიკო და დათო რომ მოვიდნენ ჩვენ უკვე შესულები ვიყავით. ძლივს მოგვაგნეს. მაიკოს ვიცნობდი და ნაწილობრივ დათოსაც. ძალიან მხიარული ტიპი იყო მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ შუა პარკში ნინუცას გასაცინებლად ცეკვას დაიწყებდა. ხალხი ვიდეოს უღებდა, მას კი სულ არ ადარდებდა ვინ რას იტყოდა. ხელში ნინუცა დაეჭირა, მისი პატარა თითები თავისაში მოექცია და ვალსის მელოდიას (რომელიც თვითონ ჩართო ტელეფონში) ნაზი მოძრაობებით ჰყვებოდა. -წამო რამე ვიყიდოთ რა - ჩუმად მითხრა გიომ და მეც გავყევი. ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. -მადლობა. -ვერ მივხვდი რისთვის მომიხადა მადლობა მაგრამ ისეთი გაბრუებული ვიყავი კითხვის დასმა ვერ შევძელი. რვა ჩვეულებრივი და ოთხი ბამბის ნაყინი იყიდა და უკან დავბრუნდით. -ეე გვრიტები სად იყავით? - როგორც ყოველთვის სანდრომ დაიწყო... -ნაყინი გიყიდეთ და აჰა ცეცხლე - სერიოზულად უთხრა და ნაყინი ესროლა. - ეი ღრუტუნ ბამბის ნაყინი მეც მიყიდე? -არა ბამბინაყინი ბავშვებს ვუყიდე. - ერთიცალი თორნიკეს გაუწოდა მეორე მე მესამე ხატიას და მეოთხე მაიკოს. რისი თქმა უნდოდა ამით რომ ჩვენც ბავშვები ვართ. -სიძე ჩვენ ბავშვები ვართ?- როგორც ყოველთვის ხატია იმას ამბობს რისი თქმაც მე მინდა. - ხო აბა რა. რა იყო გიტყდება? -გიოსგან პირველად გავიგე ჟარგონი და გამიკვირდა. მაგრამ სახეზე ეტყობოდა ხუმრობდა. -მე რა უნდა გამიტყდეს? შენ თუ არ გიტყდება პედოფილი რო ხარ.- არა ხატია ყოველთვის იმას არ იძახის რისი თქმაც მინდა. ხანდახან თავის წვეტიან აზრებსაც უმატებს. სანდრო და დათო ბოლო ხმაზე იცინოდნენ. გიო და ხატია ერთმანეთს ჯიქური მზერით უყურებდნენ. აი მე ლიკა და მაიკო ძლივს შეკავებული ღიმილით ვუყურებდით. -შენ თავს ფიცავარ რა მაგრა გითხრა. -მხარზე ხელს ურტყავდა დათო გიოს და მეორე ხელს მუცელზე იჭერდა. ბოლოს გიომაც ვერ შეიკავა სიცილი. ..... ლიკას ნინუცი გამოვართვი და პარკის დალაშქვრას შევუდექით. ერთი ატრაქციონი არ გამოუტოვიათ თოკოს და ხატიას. -რომ ვუთხარი ბავშვიხარო "გაუტყდა და ეხლა არ უტყდება ფუტკარში რომ ზის? -ხელი გადამხვია და ყურში მიჩურჩულა გიომ. გამეცინა... ხატია ხომ მართლა ასეთი იყო. ხელგადახვეულები დავდიოდით ოდნავადაც არ მომშორებია. ნინოს ვეთამაშებოდი ჩემსკან რომ დაკიხარა და ყურთან ახლოს მითხრა. -ძალიან გიხდება ბავშვი. -გავწითლდი მაგრამ ჯერ სად ვიყავი. თქვენ მერე უნდა გენახეთ საიდანღაც სანდრო რომ გამოჩნდა. -ჰო და იმუშავეთ ძმაო. - ძალიან შემრცხვა და სახე გიოს მხარზე დავადე. ვგრძნობდი როგორ ეჭიმებოდა ძარღვები. -სანდრო გადი აქედან თორე არ იცი რას გიზამ. -ჩემი პრინცესა მომიყვანეთ და წავალ. -აჰა დაიჭირე - გიომ ბავშვი გამომართვა და სანდროს მიუყვანა. -ლაო მამას პლინცესა ბიძია და ბიცოლა გაწვალებდნენ? - ლაპარაკით წაიყვანა სანდრომ ბავშვი. ეხლა შევამჩნიე რომ მხოლოდ მე და გიო მივდიოდით და სხვაბი არ ჩანდნენ. ********* ტკბილებო, თბილებო აი ეს ახალი თავი და ძაან არ გამკიცხოთ ამ წუთას დავამთავრე წერა 8:54. იმედია,მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.