დედა-შვილობა (თავი1)
მან წლების წინ მისი გოგონა დაკარგა, ჩვილი დედას მოსტაცეს, ახალნამშობიარები ქალი როცა გონს მოეგო მისი გოგონა მასთან აღარ იყო, მას უთხრეს რომ ბავშვი ძალიან სუსტი იყო და გარდაიცვალა. დედა გრძნობს რომ მისი გოგონა ცოცხალია და სადღაც ახლოსაა, როდესაც მან იმშობიარა იმ საავადმყოფოში მასთან ერთად მეორე მანდილოსანმაც გააჩინა პატარა გოგონა, თუმცა სწორედ ის გოგონა აღმოჩნდა სუსტი და სწორედ ის გოგონა გარდაიცვალა, ექიმებმა ბავშვები შეცვალეს მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ოჯახს ძალიან ჭირდებოდა ბავშვი და სანაცვლოდ შეეძლო მათთვის ფული შეეთავაზებინა, ხოლო მეორე ქალბატონი სრულიად მარტო და დაუცველი იყო. ძალით ცადა ბოროტმა ხალხმა შვილი დაეშორებინათ დედასთან, მაგრამ ამაოდ ღმერთს არნდომებია მათი ერთმანეთთან განშორება. ბედის ბორბალი ისე დატრიალდა, რომ ისინი ერთად იყვნენ, ეს ცოტა უცნაურაად ჟღერს. ყველაფერი ასე დაიწყო ბავშვი რამოდენიმე კვირისა იქნებოდა როდესაც მამამ შეიტყო, ბავშვი შეუცვლიათ და ეს ყველაფერი მისმა მეუღლემ და ოჯახმა ჩაიდინა. წყვილი გაშორდა ერთმანეთს, რამოდენიმე დღეში სრულიად შემთხვევით კაცმა გაიცნო მისი შვილის ნამდვილი დედა თუმცა არც კი იცოდა რომ ეს მისი პატარა ელიზას დედა იყო. ტატიანა მაშინ დეპრესიაში იყო გლოვობდა შვილის დაკარგვას თუმცა იმედს არ კარგავდა რომ მისი გოგონა ცოცხალი იყო და სახსალამათი. ტატიანა დადიოდა ბავშვთა სახლში სადაც ჩვილ ბავშვს ზრდიდა მისი გოგონას ნაცვლად, ეს ბიჭუნა იყო. იგი ჩვილი დატოვეს ბავშვთა სახლში. ტატიანა ექცეოდა ისე და ზრუნავდა, როგორვ მოუვლიდა თავის გოგონას, კაცმა პატარა ელიზა სწორედ ამ ბავშვთა სახლში დატოვა. ახლა ტატიანა მასაც ისევე უვლიდა როგორც იმ პატარა ბიჭს და ორივეს ის აჭმევდა პატარა ელიზაში ხედავდა მის ქალიშვილს რომლის აყვანა ვერცკი მოახერხა და როდესაც ელიზას აიყვანდა ეგონა წარმოიდგენდა, რომ მისი ქალიშვილი ეჭირა, თუმცა ეს მართლაც ასე იყო. სულ რამოდენიმე დღით დააშორეს დედა-შვილი ერთმანეთს, თუმცა ის რაც ღმერთს არნდომებია ვერმოახერხეს სხვებმა. გავიდა წლები, ელიზა უკვე გაიზარდა და ტატიანას დედას ეძხდა, ტატიანაც მას თავის შვილად თვლიდა წლების წინ ტატიანამ ის პატარა ბიჭუნა და გოგონა იშვილა ბავშვთა სახლიდან, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ისინი ტატიანას არგაუჩენია, თუმცა მათაც ისევე როგორც მათმა ამღზრდელა არიცოდნენ სიმართლე რომ ელიზა სწორედ ის დაკარგული გოგონაა რომელსაც მათი დედა ასე თავგამოდებით ეძებდა და ახლა უკვე გლოვობდა. დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან თბილი და მეგობრული. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ლეოსაც. ორივენი დედას ეძახდნენ. ტატიანას ქონდა ჩვევა ყოველდღე 3 საათზე უნდა ელოცა მისი გოგონას სულისთვის, ბავშვებიც მასთან ერთად ლოცულობდნენ, როდესაც ლოცვას მორჩნენ ნახეს რომ დედას ცრემლები მოსდიოდა ორივენი ჩაეხუტნენ და ამშვიდებდნენ მას. - მესმის როგორი რთულია შვილის დაკარგვა. - დიახ მე დავკარგე ჩემი გოგონა! მაგრამ თქვენი სახით შევიძინე ორი შვილი, თქვენი და რომ ცოცხალი ყოფილიყო ახლა სწორედ თქვენი ხნის იქნებოდა. - დედა ძალიან მტკივა, რომ ჩვენ ვართ მის მაგივრად შენთან. - ამას ნუამბობ ჩემო გოგო, ეტყობა უფლის ნება იყო ასეთი, მაშინ თქვენ აღარ მეყოლებოდით. მე კი უთქვენოდ არაფერი ვარ თქვენ ხართ ჩემი იმედი. - ნეტავ მართლა შენი შვილები ვიყოთ. - თქვენ ჩემი შვილები ხართ, ნუღარ იტყვით რომ არ ხართ. - ხო, მაგრამ სიმართლეს ვერ შევცვლით. - ელიზა შენ გინდა რომ შენი ნამდვილი მშობლები ვიპოვოთ? - მაგრამ მე ეს არმიგულისხმია. - მაგრამ ასე გამოვიდა. - არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. - იცი ელიზა შენ მართალი ხარ, შესაძლოა შენმა მშობლება არ იცნიან რომ შენ ცოცხალი ხარ, იქნებ ისინი სადმე ახლოს არიან, მე ვიპოვი მათ, გპირდები! - მე შენთანაც ბედნიერი ვარ. - მაგრამ ნამდვილ მშობელსაც უნდა იცნობდე. - შენ ხარ ჩემი ნამდვილი დედა. - დედა მე ვეთანხმები ელიზას! გისმენთ და ვხვდები, შენ ჩვენთვის საუკეთესო დედა ხარ. შენ ის ხარ ვინც ჩვენზე ყოველთვის იზრუნებს. არგვინდა სხვა, ჩვენ გვინდა შენთან. - როგორ მიყვარხართ, ჩემო ორო სიმდიდრევ და სიამაყევ. - ჩვენც ძალიან გვიყვარხარ დედა. ტატიანა ძალიან ბედნიერი იყო ამ საუბრის შემდეგ, მაგრამ თავიდან ვერ ამოიგდო ის აზრი, რომ ბავშვებს უნდა ენახათ მათი ნამდვილი მშობლები. გადაწყვიტა ყველა ღონე ეხმარა მათ მოსაძებნად, თუმცა ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ ყოფილა. გადაწყვეტილი ქონდა, რომ არაფერი ეთქვა ბავშვებისთვის, მანამ სანამ სრულ სიმართლეს არშეიტყოდა და იმასაც სურდათ თუ არა მშობლებს შვილებთან შეხვედრა. ტატიანა ისეთს არაფერს გააკეთებდა, რაც მათ შვილებს ზიანს მიაყენებდა. ეძება, მაგრამ ესეც ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, მისი გოგონას ძებნა. თუმცა მისი გოგონა მასთან იყო და მას არასდროს დაშორებია, თუმცა ეს ჯერ არავინი ცოდა. ტატიანამ შემთხვევით იპოვა დღიური, რომელიც ეკუთვნოდა თავის ელიზას, არ უნდოდა წაკითხვა, თუმცა გულმა არ მოუთმინა არწაეკითხარ გადაშალა პირველი გვერდი, შემდეგ მეორე და ასე წაიკითხა ყველა გვერდი. ყოველ ღამე როდესაც ელიზა შეავსებდა დღიურს ტატიანა მას კითხულობდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. ტკიოდა გული, თითოეული აბსაცის კითხვისას გული ისე ეკუმშებოდა თითქოს ეს საუკუნოდ უნდა გაგრძელებულიყო და ასე უნდა დატანჯულიყო. ლეო ელიზასგან განსხვავებული იყო, თუმცა საერთო თვისება ორივეს ქონდა ისინი ძალიან კეთილები და მზრუნველებ იყვნენ. ლეო ელიზასგან განსხვავებით არ განიცდიდა იმას, რომ ტატიანას ნამდვილი შვილი არ იყო. იგი თავს მის შვილად თვლიდა და ამბობდა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაგაჩინა, მთავარია ვინ შეგიყვარა ისე, როგორც დედამ, ვინ გაგზარდა, ვის დაუძახე პირველად დედა. ელიზა კი განიცდიდა, მისთვის ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, წუხდა რომ იგი არიყო ტატიანას ნამდილი შვილი, თუმცა სინამდვილეში სწორედ, რომ ის იყო მისი ნამდვილი შვილი. ამონარიდი მისი დღიურიდან- "ჩემო ძვირფასო დღიურო, შენ იცი ჩემი დარდის შესახებ, იცი რაც არის ჩემი წუხილი, ნეტავი მე ტატიანას ნამდვილი შვილი ვიყო, ამაზე მეტად არაფერი მინდა, როდესაც წარმოვიდგენ, სხვა ოჯახში უნდა გავზრდილიყავი და არა მასთან, გული ისე მებერება მგონია სადღაცაა უნდა გასკდეს, მაგრამ ასე არ ხდება, ჩემი ძმა ამას არ თვლის სანერვიულოდ და ის თავს ტატიანას ნამდვილ შვილად თვლის, თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი პირიქითაა, რამდენჯერაც გამახსენდება რომ მისი შვილი არ ვარ მინდა მოვკვდე, არ მინდა სხვას დედა დავუძახო, ვერ წარმომიდგენია სხვა ჩემს დედად, ერთი ოცნება მაქვს, რომ ვიყო ტატიანას ნამდვილი შვილი, თუმცა ეს ისეთი ოცნებაა რომელიც არასდროს ახდება." დღიურის წაკითხვის შემდეგ ტატიანამ შეწყვიტა მათი მშობლების ძებნა და გადაწყვიტა შვილებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო დაეთმო. - ჩემო პრინცო და პრინცესავ ნახეთ საჩუქრები მოგიტანეთ. - ხო, მაგრამ დღეს არც შობაა , არც რომელიმეს დაბადების დღე და არც სხვა დღესასწაული. - ლეო სავალდებულოა დღესასწაული იყოს იმისთვის, რომ ჩემი პატარები გავახარო?! - მართალი ხარ დედა! გთხოვ მაპატიე დაუფიქრებლად მოვიქეცი. - არაუშავს ჩემო ბიჭო, მოდი ჩაგეხუტო და შენი საჩუქარი გადმოგცე. - მადლობა დედა. - ახლა კი შენ შენი საჩუქარი ჩემო ფერიავ. - ძალიან დიდი მადლობა, შენ საუკეთესო დედა ხარ! - თქვენ კი საუკეთესო შვილები. ჩვეულებდივად ცხოვრობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი ოჯახი თუმცა დედა-შვილს ფარულად ჰქონდათ თავიანთი ფიქრები და განცდები. ერთერთი შვილს გლოვობდა მეორე კი განიცდიდა, რომ სხვისი შვილი იყო და დღეს დადგა ის დღე როდესაც მათი ტანვა საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო, ამდენ ხნიანი ძებნის შემდეგ პირველად მიაკვლიეს ტატიანას პატარას კვალს და პასუხმა ყველა გააოგნა, სიხარულითმივარდნენ მათ სახლში და ტატიანას მოუყვეს ყოელივე მომხდარი, იგი ვერიჯერებდა ამ უცნაურ ამბავს, რამოდენიმე დღე ცდილობდა დარწმუნებულიყო ამ სიმართლეში და შემდეგ დამშვიდებულს ეთქვა მისი გოგონასთვის რომელსაც ამდენი წელი ასე გლოვობდა და თურმე მისი პატარა ყოველთვის მასთან იყო. დაისვა შვილები და უამბო ყოველივე, ელიზა ამ დროს ყველაზე ბედნირი იყო, მისი ოცნება ახდა, დღეიდან სამივენი იცხოვრებდნენ უფრო ბედნიერად სადარდებელი აღარცერთს აღარ ექნებოდა, ისინი ნამდილად მისაბაძ ოჯახს წარმოადგენდნენ, ის რაც არ სურს უფალს ვერავინ შეძლებს მის შეცვლას . ვერავინ მოახერხა იმ სიყვარულის ერთმანეთისგან გაყოფა რაც აკავშირებდათ დედა-შვილს. ის რაც არუნდა უფალს ვერშეცვლის ვერცერთი მიწიერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.