შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ვარდნა 5


15-08-2016, 19:29
ავტორი Taammoo_G
ნანახია 1 918

მაისური გადავიცვი, სკამზე გადადებულ ჯინს ხელი მოვკიდე, ტელეფონი ავიღე და სადარბაზოსთან ჩავედი. აჩი ჩვეულ ფორმაში იდგა. წელში ოდნავ მოხრილი და სიგარეტით ხელში. იმდენად ძლიერ არტყამდა ნაფასს, რომ სახე მკრთალად უჩანდა. შევეცადე მისი იდილია არ დამერღვია და გვერდი ავუარე. აჩიმ შემამჩნია თუ არა ჩვეული ტონით მითხრა :
- შენ რა ვერ მხედავ? მკაცრი ტონით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.
- სიგარეტის მოწევას რო მორჩები მოვალ. - ამრეზად შევხედე და სწრაფი ნაბიჯებით გავშორდი.
წინადადება დამთავრებული არ მქონდა, აჩიმ სიგარეტი ნაგვის ყუთში მოისროლა, მხრებში გაიმართა და მომიახლოვდა. ამ დროს გულმა, ცოტა უცნაურად დამიწყო ძგერა. ამ მომენტში ყოვლისმომცველი გონების ადამიანიც კი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს : როგორმე შეძლოს, თავი მოთოკოს და მისი მდგომარეობა სახეზე არ აღებეჭდოს. მართალია ეს არც ისე მარტივი იყო, მაგრამ ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე არაფერზე მეფიქრა, გარდა იმისა რომ მშვიდად ვყოფილიყავი.
- როგორ ხარ?
- კარგად, რატომ მოხვედი?
- ეხლა მეც კარგად ვარ, ყურადღებიანო. რა კითხვაა რატომ მოხვედი? მინდოდა და მოვედი, შენც რო არ გდომოდა არ მნახავდი. მის ნათქვამში მკაცრი ტონი ჭარბობდა, შევეცადე სიტუაცია გამენეიტრალებინა და ...
- წამო სადმე გავიაროთ, გინდა?
აჩის კმაყოფილება დაეტყო. გამიღიმა და მიპასუხა :
- მანქანით თუ ფეხით?
ამ კითხვამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა. არ ვიცოდი აჩის მანქანაც თუ ჰყავდა. მეგონა იმ ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნებოდა სულ „ბირჟას“, რომ ამაგრებენ და თუ სადმე გასვლა უნდათ ძმაკაცებს თხოვენ მანქანა „ გაჩითეო“. ან იქნებ სულაც არ იყო მისი მდა სწორედ ამ მიზნით სთხოვა ძმაკაცს. ნუ რა მნიშვნელობა აქვს. მანქანით თუ მანქანის გარეშე, აჩი მაინც აჩია.
- ენა გადაყლაპე? - მკითხა და ირონიულად გაიღიმა.
- მანქანით. ვუპასუხე და უბანს თვალი მოვავლე. ჩემები, რომ მოსულიყვნენ, ალბათ არ მოეწონებოდათ ეს სიტუაცია, მითუმეტეს მამამ იცოდა, რომ აჩი დიდად გულზე არც მეხატებოდა.
- რატომღაც სხვა პასუხს არც ველოდი. კაი წავიდეთ.
ეს პასუხი ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა. ვერ მივხვდი რა იგულისხმა, კარგი თუ ცუდი? ან რას ნიშნავს სხვას არაფერს ელოდა...წინასწარმეტყველია? ასე კარგად მიცნობს? არა რა, ხო ვამბობ თავი დიდი ვინმე ჰგონია მეთქი. მანქანას მივუახლოვდით და კარების გაღება დავაპირე, როცა ჰოი საოცრებავ.
- ნუ ჩქარობ, ნინა.
კარი გამიღო და სანამ კომფორტულად არ მოვკალათდი, მანამდე არ მიხურა. ვიღაცას მიესალმა და მალევე ჩაჯდა მანქანაში. მე ხმას არ ვიღებდი, არც თვითონ უთქვამს რამე. ცოტახნიანი დუმილის შემდეგ, სიმყუდროვე მუსიკამ დაარღვია. Barry White “ Let’s Get Intimate “ . შემიძლია ეს ბიჭი ათასგავრი ეპითეტით შევამკო. როგორ ახერხებს ჩემს გაოცებას მის ყოველ ნაბიჯზე.
- აააჩ... სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ შემაწყვეტინა.
- ცოტა ხნით გაჩუმდი და უსმინე.
მოიცა ეს რა სიუხეშეა. აქ ამის მოსასმენად წამომიყვანა. ან რა ტექსტი აქვს, რამეს მიპირებს? უნდა მეშინოდეს? კარგი ნინა დამშვიდდი. დაელოდე იქნებ რას გეუბნება, ეხლა უნდა ვუცადო ეს სიმღერა როდის დამთავრდება? ჯანდაბა, ცუდი სიმღერა არ არის. ფიქრებში გართულმა, ვიგრძენი ჩემმა სხეულმა მოდუნება როგორ დაიწყო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვგრძნობდი, რომ ჩემი ტვინი და გონება ეხლა სრულ აგონიაში იყო და მეც ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. თავი ფანჯარას მივადე და უბრალოდ სიმღერის მელოდიას ტანით ოდნავ ვყვებოდი, ნოტებს ვეძებდი, რომ იქვე თავი არ დამეკარგა. ეს ის მომენტია, როდესაც ლტოლვა და ამბიცია ერთმანეთს ხვდება, ისინი ნახევარი თუ არიან იმისა, რაც ერთმანეთის გარეშე იქნებოდნენ. ასაკი არაფრით განაპირობებს ამ ორი გრძნობის დასაწყისს ან დასასრულს. ისინი ხომ ჩვენი ბავშობის წლებში იბადებიან და სამარის კარამდე მიგვყვებიან. ორივე დიდ აღგზნებას ითხოვს, ამიტომ ახალგაზრდობის ასაკი მათთვის უფრო შესაფერისია, რადგან წარმავალი დრო არც მათ ინდობს... სიმღერაც დამთავრდა და მივხვდი, ფიქრებს ვერ ვწყდებოდი. წამით აჩის გავხედე, რომელიც, როგორც ჩანს დიდი ხანია ჩემი ცქერით ტკბებოდა, მეც გავუღიმე და ჩემდაუნებურად უცნაური კითხვა დავუსვი.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
აჩის გაეღიმა.
- როდის მერე იღებ ნებართვებს ნინა?
ეს რეპლიკა უპასუხოდ დავტოვე.
- რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის? სიყვარული თუ ამბიცია?
მივხვდი, რომ შეკითხვა არასწორად დავსვი. რა სიყვარული ნინა. შენ ახლა მაგაზე ფიქრობდიი? ვეცადე შეკითხვა შემესწორებინა.
- უფრო სწორად, ლტოლვა თუ ამბიცია?
ჩემი პროგნოზი გამართლდა. აჩის ჩემი კითხვა გაუკვირდა, ცოტა ხანი სახეზე კითხვის ნიშნები დასთამაშებდა. მერე გამომხედა და...
- გიპასუხებ, ოღონდ სიყვარულზე და ამბიციაზე.
- ჰო მაგრამ ეგ არ მაინტერესებს. მე ლტოლვაზე გკითხე.
უკმაყოფილო ბუზღუნი დავიწყე, თუმცა მივხვდი, რომ ბავშვურად გამომივიდა.
- პირველი ეგ კითხვა დამისვი, ასე რომ გამოდის ეგ უფრო გაინტერესებს.
- არა, არ მაინტერესებს.
- კარგი მაშინ თემა შევცვალოთ.
მითხრა და მზერა ამარიდა.
- ახლა რა, უნდა გეხვეწო?
- მეხვეწე თუ გინდა.
ღმერთო ჩემო, დიდი სიამოვნებით კისერს მოვუგრეხდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე დავშავდებით, ის ხომ საჭესთან ზის.
- კარგი ჯანდაბა. - დავნებდი მე.
- მიპასუხე რა უფრო მნიშვნელოვანია - სიყვარული თუ ამბიცია?
- გიპასუხებ, მაგრამ ჯერ არა.
- აბა როდის?
- მაშინ, როცა დრო მოვა. ახლა წამოდი , რაღაც უნდა გაჩვენო.
ადამიანის არსებობა სავალალოდ ხანმოკლეა, იმისთვის რომ ის არ გააკეთო რაც იმ მომენტში გინდა. ეს ზუსტად ჩემი ცხოვრების ის მომენტი იყო, როცა ვერ ვხვდებოდი ამ ბიჭთან რა მესაქმებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებდა. მეგონა სადმე უჩვეულო ადგილას წამიყვანდა, მაგრამ გაბრაზება, გაოცება და შეძრწუნება ერთად აირია, როდესაც ჩემგან მოშორებით ის ბიჭი იდგა, რომელსაც აჩიმ აუზთან ხელი ჰკრა. ვერ გავიაზრე, აქ რა მინდოდა? ან აჩიმ რა მიზნით მომიყვანა? გაბრაზებისგან, მეგონა ყურებიდან ბოლები გამომდიოდა, იმ წამს შემეძლო ჩემს წინ მდებარე კორპუსი საძირკვლიანად ამომეთხარა.
- აქ რა გვინდა?
იმდენად მკაცრი ტონით ვუთხარი, წამით საკუთარი თავი ვერც მე ვიცანი.
- რაც გაგიცანი, სულ იმას გაიძახი, ნეტავ ის ბიჭი როგორ არიო და აჰაა...
აჩიმ იმ ბიჭისკენ გაიშვირა ხელი და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- შენ რა გიჟი ხარ?
- ცოტა.
- წამიყვანე აქედან.
- დაკმაყოფილდი?
- აჩი წამიყვანე აქედან ! - ტონს მოვუმატე და ბოლთას გამალებით ვცემდი. აჩის არც დაველოდე მანქანაში ჩავჯექი და ვგრძნობდი, რომ სიმწრისგან თვალებიდანაც კი ნაპერწკლებს ვყრიდი. აჩიმ მანქანა დაძრა და ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს მითხრა :
- ახლა შენ სადაც გინდა იქ წავიდეთ.
სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა, თითქოს რაღაცამ ძალიან გაახარა.
- სახლში წამიყვანე, სწრაფად.
- კარგი ახლავე.
გაზს ფეხი დააჭირა და სიჩქარის მაჩვენებელი წამში 180-ზე ავარდა. გაუცნობიერებლად ყვირილი დავიწყე და ხელებს მხარზე ვურტყამდი. მეგონა ამით მაინც შევაჩერებდი, მაგრამ პირიქით, აჩი გაზს სულ უფრო მეტად აწვებოდა და სიჩქარეც უკონტროლო ხდებოდა. მეგონა, რომელიმე ხეს აუცილებლად შევასკდებოდით, მაგრამ აჩიმ გაზს ფეხი აუშვა, სავარძელს მიეყრდნო და სიგარეტს გაუკიდა.
- გააჩერე აჩი მანქანა. გაააჩერეეეე.
გაცოფებული ვყვიროდი, მაგრამ აჩი ყურადღებასაც არ მაქცევდა. ნერვიც კი არ შეუტოკდა, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. ხმა არ ამოუღია, ისე მიაყენა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან, მერე მომიბრუნდა და მითხრა :
- ცხოვრება ბედნიერებაა, თუკი სიყვარულით იწყება და ამბიციით მთავრდება. არჩევანის შემთხვევაში, მე უპირატესობას პირველს მივანიჭებდი. სანამ გულში ცეცხლი გიზგიზებს, ადამიანი თავაზიანი და ყურადღებიანია, მაგრამ ჩემს გულში ცეცხლის ნაპერწკალიც არ არის. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, სხვები კი ცხოვრებაში ვერავითარ სიამოვნებას ვერ ხედავენ და ამიტომაც, მუდამ და ყველგან, მარტივი მანქანებივით მოქმედებენ. წინადადება დაასრულა თუ არა მივხვდი, რომ გონებაში სრული ქარიშხალი დატრიალდა. იმ მომენტში უხერხული გაუგებრობის გრძნობა გამიჩნდა და დავდუმდი. დავდუმდი, თითქოს საკუთარი აზრი არ გამაჩნდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი სიტყვები იმ წამს ზედმეტი იყო. მოულოდნელობებით აღსავსე ბიჭი, თვით ირონია, რომელსაც მეგონა სიტყვის-სიტყვაზე ნორმალურად გადაბმაც არ შეეძლო, მაგრამ შევცდი. მწარედ შევცდი, არ ვიცოდი წინ კიდევ რა მელოდა, ამიტომ მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადმოვედი. სადარბაზოში შევედი და ის ის იყო კიბეებზე ასვლას ვაპირებდი აჩიმ თავის სიტყვებს დაამატა :
- სიყვარული უნდა შევიგრძნოთ ნინა. სიყვარულზე არ კამათობენ, მას მიელტვიან და თუ ვინმე რჩევას გვაძლევს, ხშირად ცდება კიდეც. კარები მიხურა, მანქანა დაძრა და ადგილიდან მიიმალა.



№1  offline წევრი BuBuu

როგორ მომწონს.. ♡
ძალიან განსაკუთრებული და განსხვავებულია ♡
ველი გაგრძელებას ♡

 


№2  offline წევრი ninalock

მომწონს აჩი და უფრო მომწონს მისი რეალური პროტოტიპი! :პ
lol
განსხვავებული თავი იყო,აჩის "რეჩი"თურთ:))
ველოდები მომდევნო თავს bully

 


№3 სტუმარი კნოპკა

Ravergavuge es bichivinaa eseti ro eseti cudireakcia konda

 


№4  offline წევრი Taammoo_G

BuBuu
როგორ მომწონს.. ♡
ძალიან განსაკუთრებული და განსხვავებულია ♡
ველი გაგრძელებას ♡


ძალიან დიდი მადლობა love

კნოპკა
Ravergavuge es bichivinaa eseti ro eseti cudireakcia konda


ყველაფერს შემდეგ თავებში გაიგებთ, მიხარია რომ კითხულობ love

ninalock
მომწონს აჩი და უფრო მომწონს მისი რეალური პროტოტიპი! :პ
lol
განსხვავებული თავი იყო,აჩის "რეჩი"თურთ:))
ველოდები მომდევნო თავს bully


მადლობა, დადებითი შეფასებისთვის. იმედია მოლოდინებს გავამართლებ love

 


№5  offline მოდერი Behandice

აი ეს უკვე მომწონს..არ ყოფილა დიდი თავი მაგრამ არ გქონდა ბევრი შეცდომები და კარგადაც გქონდა გადმოცემული love აჩიკუნა მაგარი ტიპია,არაპროგნოზირებადი..მაინტერესებს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა იმ ბიჭის დანახვისას პირიქით მეგონა რომ გაუარდებოდა აჩიმ ასეთი რამე რომ გააკეთა,მაგრამ ეტყობა მიზეზი აქვს რაღაც რასაც მალე გავიგებთ იმედია love წარმატებები love

 


№6  offline წევრი Taammoo_G

Behandice
აი ეს უკვე მომწონს..არ ყოფილა დიდი თავი მაგრამ არ გქონდა ბევრი შეცდომები და კარგადაც გქონდა გადმოცემული love აჩიკუნა მაგარი ტიპია,არაპროგნოზირებადი..მაინტერესებს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა იმ ბიჭის დანახვისას პირიქით მეგონა რომ გაუარდებოდა აჩიმ ასეთი რამე რომ გააკეთა,მაგრამ ეტყობა მიზეზი აქვს რაღაც რასაც მალე გავიგებთ იმედია love წარმატებები love


შემდეგ თავებში ვეცდები ყველაფერი გასაგები გახდეს love მადლობა შენ, რჩევებისთვის და შეფასებისთვის. love

 


№7 სტუმარი sofia

Dzaan magaria male Dade shemdegi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent