შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- გამარჯობა, ცოლად გამომყვები? ( 1 )


15-08-2016, 22:12
ნანახია 5 340

- გამარჯობა, ცოლად გამომყვები?
კითხვა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.. არვიცი უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, მაგრამ ფაქტია, რომ შეცვალა ყველაფერი !

***
შუადღით ნატუკამ დამირეკა და კაფეში წავედით. ქალაქი იწვოდა, ქალაქთან ერთად ჩვენც. ცივ ყავას ვსვამდით და ვგეგმავდით უკვე ნახეევრად გასულ ზაფხულს.
- ბათუმში რომ წავიდეთ?
- კაი რა ნატუკა.. ყოველ წელს აღარ შემილია ეს ბათუმი.
- მაშინ კოჯორში ავიდეთ მარისთან.
- ბანძია.. მანდ რაგვინდა.. ვერ გავერთობით ვაბშე.. აღარავინ არ წამოვა და ჩვენ მარტო რაგვინდა?
- ო აბა მოიფიქრე რამე
- ანტალიაში წავიდეთ
- ეეეე მაგარია
- ჰოო ძაან.. მაგრად გავერთობით
- ძვირი არ დაჯდება?
- რასაც ჩვენ ბათუმში ვხარჯავთ.. ანტალიაში მაგფასით დავისვენებთ ძაან მაგრად
- ისე მართალი ხარ
- ოღონდ მე და შენ წავიდეთ მარტო ! არმინდა მეტი რა იმათი სწერაობის ნერვები არმაქ.
- ხოო მაგათი ძერსკობა ყელშია უკვე.
- კაროჩე გავარკვევ დღეს ყველაფერს და დაგირეკავ..
- კაი სიყვა.. წავედი გიო მომაკითხავს.. პაკაა..
- აბა შენიცი.
სანამ კაფიდან არ გაუჩინარდა ნატაშკას ვადევნებდი თვალს.. მერე ყავა მოვწრუპე და ჩანთის ჩეჩვა დავიწყე. ფული მაგიდაზე დავდე და წამოვდექი.
უცნობი ახალგაზრდა ბიჭი წინ ამეტუზა:
- გამარჯობა..
- გაგიმარჯოს
- ცოლად გამომყვები?
- კი !
არვიცი რატომ, მაგრამ მეგონა, რომ რატომღაც ხუმრობდა. ჩემი ჭკუით მეც ხუმრობაში აყოლა გადავწყვიტე.
- ჩესნად?
გაოცებულმა მკითხა და საყვარლად გამიცინა
- ჩესნად კი
- წამო მაშინ ხელი მოვაწეროთ
- წამო.

საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე და ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა მანამ, სანამ ხელი არ მოვაწერე თურმე ნამდვილ დოკუმენტზე..
რას ვაკეთებდი?
ვერ ვხვდებოდი.. უბრალოდ ყველაფერზე ვეთანხმებოდი უცნობ სიმპატიურ ახალგაზრდას..
ხელის მოწერა, რომ დამთავრდა და უკვე ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს მაშინ მოვრჩი სიცილს და სახლში წასვლა დავაპირე.
- მოიცა საით?
- სახლში
- ღადაობ ?
- უკვე აღარ.. ვიღადავეთ ფიქტიურად ვიქორწინეთ და დდამთავრდა სპექტაკლი.. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
- მაბოლებ?
- არა შენ?
- სახლში როგორ წახვალ ცოლი ხარ ჩემი
- უკაცრავად?
- მაიცა ეხა შენ? აუ ხოარ ღადაობ?
- მგონი შენ ღადაობ.. რა ცოლი.. მოწიე რამე?
- ეხა ხელი ხო მოვაწერეთ ტო?
- მერე?
- მერე, ჩემი ცოლი ხარ რა მერე.
ყველაფერი რო ამიხსნა უცნობმა და მივხვდი ესე ღრმად ხუმრობაც არ შეიძლებოდა.. იმდენად დავპანიკდი ხმას ვეღარ ვიღებდი. რამდენიმე წამში გათხოვილი ქალი გავხდი და ახლა ვიღაც უცნობს სახლში მივყვები. სიზმარში ვარ მგონი ! დიდ ეზოში მანქანა შეაყენა და მანიშნა გადავსულიყავი.
ფილმებში, რომ სახლი აქვთ, დიდი ეზოთი, ვერანდათი, უამრავი მანქანით, დაცვებით და მომსახურე პერსონალით აი ზუსტად მასეთ ადგილას ვიყავი.
გვერდით მომიდგა და სახლში შევედით.
რას ვაკეთებდი?!
ვერ ვხვდებოდი!
უცნობს მივენდე !
დიდ მისაღებში ხანში შესული საყვარელი ქალი შემოვიდა
- დედა გელოდება კაბინეტში შვილო
- უთხარი ერთ საათში შევალ.. ოთახში ვიქნები არ შემაწუხოთ.
- კარგი..

დიდ, ნათელ ოთახში შევედით, კოლიდორის ბოლოს.
- ეხა კიდე ვერ ვხვდები რა ხდება
გაურკვევლობაში მყოფმა ვუთხარი და აივანზე გავედი.
უკან მომყვა ლამაზად გაიცინა
- მთლად ვერც მე გავიგე, მარა გავერკვევით..
- არამგონია
- მისმინე სახელს არ მეტყვი?
- ტაისია
- უცნაური სახელია..
- შენ?
- ნიკა
- ისე შეგიძლია ტასოც დამიძახო..
- კარგიი ტასო მოკლედ ახლა დედაჩემი უნდა გაგაცნო.. და მაგრად გთხოვ ისე დაიჭირე თავი, რო ბედნიერი ხარ.. და იტოკში დედაჩემს თუ დაევასე მერე ყველაფერს აგიხსნი.
- კაი.

უზარმაზარ ბნელ კაბინეტში შევედით, მთელი კედლები წიგნებით იყო სავსე, ყველაფერი მუქი იყო და ბნელი. მაგიდასთან პატარა ნათურა ენთო და ნიკას დედა სავარძელში იყო მოკალათებული.
გარემო შიშის ზარს მცემდა. საშინელებათა ფილმში წარმოვიდგინე საკუთარი თავი. ცოტახანში მეგონა ავეჯი გადაადგილებას დაიწყებდა და ჩვენ წინ მოკალათებული ბოროტი სული ისემოგვიღებდა ბოლოს ორივეს, რომ თვალის დახამხამებაც არ დასჭირდებოდა.
- დედა გაიცანი ტასო
- ტასო გაიცანი დედაჩემი, თამარი.
- სასიამოვნოა ქალბატონო თამარ
- გაგიმარჯოს.
უკმეხად მიპასუხა და ნიკას გახედა.
- იტოკში ჩემი ცოლია რაა
- ცოლი?
ცინიკურად გაიცინა
- ხო დედა ცოლი !
- შენ გგონია დაგიჯერებ?
- ..საბუთიმაქვს ხელის მოწერის.. ჩესნად გებაზრები ! ცოლი მოვიყვანე
- თუ შეიძლება ქუჩური ჟარგონების გარეშე !
- შენი აზზრით რა პონტში მოგატყუებდი?
- არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა
- ესეიგი არ იყო საჭირო
- კარგიი კარგი.. საღამოს დავილაპარაკოთ.. მარტო !
- კაი გავალთ ჩვენ.
ქალბატონ თამარს ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, ერთ ადგილას მიგყინავდა ლაპარაკისას და ეს რომ შენიშვნას მოგცემს ალბათ ქანდაკებად იქცევი !
ხელი მომხვია ნიკამ და კაბინეტიდან გამიყვანა.



ჩემო საყვარლებო ! დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.. წინა ისტორიას აღარ ვაგრძელებ რადგან ჩავთვალე, რომ არ მოგწონდა.. არ აქტიურობდით.. ნუ კაი.. მოკლედ ვინც წაიკითხავთ ამ ისტორიას გთხოვთ, რომ დამიწეროთ თქვენი შეფასება დადებითიც და უარყოფითიც.. წინასწარ მადლობა !



№1 სტუმარი proudly

gaagrdzeleeee kargiaaa

 


№2  offline წევრი Barbare.barbare

Chemi azrit sakmaod kargi dasawyisia

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რა იყო ეს?! სულელივით ვიცინოდი

 


№4 სტუმარი qeta

ჩესნად მაგარი იყოო

 


№5 სტუმარი keke1

Imedia banaluri ar iqneba ! Ise kargi dasawkisia,magram xels,rom awer da ar gadaxedav dokuments eg ukve xumroba ar aris da arc gadavshi akolebaa.mokled kargia,veli shemdeg tavs.Warmatebebi^^

 


№6  offline წევრი ნიიიიი

საინტერესოდ და სასაცილოდ დაიწყოო და იმედია ასევე გაგრძელდება ყოჩაღ შენ მაგარიაა

 


№7  offline მოდერი Behandice

კარგი დასაწყირი იყო,ასევე უცნაური,ბევრი კი ვიცინე რომ წარმოვიდგინე უცებ wink გააგრძელე და ბანალური არ გახადო,რაღაც განსხვავებული დაწერე მე გელოდები love

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ამ ისტორიამ ხასიათზე მომიყვანა გააგრძელე დაუფრო დიდი თავები დადე. ახლა რაც შეეხება წინა ისტორიას პირველ რიგში უნდად დაასრულო, არაქ მნიშვნელობა კომენტარს დადებენ თუ არა ხალხი მაინც კითხულობს და დამიჯერე მე პირადად ბევრი აქ მყოფი მწერლის ახალი ისტორია აღარ წამიკითხავს იმის გამო რომ წინები დასრულებული არ ქონდა.
ეს ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება ,როგორც მკითხველის.იმედია გაითვალისწინებ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

და იქნებ ამ ისტორიაზეც არ იაქტიურა მკითხველმა, ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება შეწყვიტო? მე პირადად ხანდახან არ ვარ კომენტარის წერის ხასიათზე,სხვა მკითხველსაც სხვა მიზეზი ექნება და ეს არ უნდა მოქმედებდეს ჩემი აზრით ისტორიის ბედზე.

 


№11  offline წევრი სპენსერი

მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent