ზღვითურთ [სრულად 4]
საბა დაწყნარებულიყო და სიგარეტით ბოლთას სცემდა. კატერინა, აკო, ანანო და ლუკა სავარძელზე ისხდნენ. ნოდო ფანჯარაში იყურებოდა და ეწეოდა. ბექაც მის გვერდით იდგა. მე კი სავარძელს მივყრდნობოდი და სიკვდილს ვნატრობდი. მათთვის ყველაფერი უნდა ამეხსნა. აქედან უკვე ვეღარ გამოვძვრებოდი, ვალდებული ვიყავი მათთვის ყველაფერი მეთქვა. – მაგდა, - გავიგე დიტოს ხმა, რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა. შეიძლება ყველამ ვერა, მაგრამ მე შევამჩნიე ტირილისგან სულ ოდნავ შეწითლებული თვალები. - ეხლა კარგად აგვიხსენი ყველაფერი. – ასახსნელი არაფერია, დიტო. მე ადამიანი მოვკალი და მასთან ერთად მათი ახლობლებიც. - მშვიდად ვლაპარაკობდი, თუმცა არავინ იცოდა ჩემში რა ხდებოდა. სიტყვებითაც მიჭირს ამის გადმოცემა. მთელი სხეული მეწვოდა, მტკიოდა, მუცელში საშინელი გრძნობა მქონდა და გულისრევის შეგრძნებაც არ მშორდებოდა. – ისე ნუ იქცევი, ვითომ დიდი არაფერი ყოფილიყო! - დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა საბამ. "ამას რა წერტილისოდენა მოთმინება აქვს." გაბეზრებულმა ალტერეგომ ჩაიბურტყუნა. – არ ვიქცევი, თქვენ რას ელით? რომ ტირილისგან გულს გავიხეთქავ და "ვაიმე დედა"-ს ძალიხით აქაურკბას ავიკლავ? - ვიცოდი, ამის თქმის უფლება არ მქონდა, მაგრამ ვერ შევიკავი. მინდოდა გაეგოთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, არავის მივცემდი უფლებას ზღვარს გადასულიყვნენ, თუნდაც მაშინ, როცა დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. – მაგდა, რატომ არ გვითხარი? - იკითხა ლუკამ. ასეთი სერიოზული ბოლოს მაშინ ვნახე, როცა მის და ვიღაც ბიჭების ჩხუბში ჩავერიე, ის კი ასე სერიოზულად მიხსნიდა, რომ ეგ აღარასდროს გამეკეთებინა. მაშინ გამწარებულიც იყო და მისი სახის გახსენებაზე გამეცინა. – და როგორ მეთქვა? "ბავშვებოო, იცით მე ვიღაც მოვკალი." ასე? - ვიკითხე ირონიულად. – თუნდაც! - მისმა მკაცრმა და გაბრაზებულმა ტონმა წამში დამასერიოზულა. - მარტო არ უნდა გამკლავებოდი ამას! მეგობრები რისთვის ვართ, ტო?! შენ სულ გვეხმარებოდი როცა რომელიმე ჩვენგანს უჭირდა და შენ რატონ არ გვაძლევდი უფლებას დაგხმარებოდით?! თუ არ გვენდობი და ეხლაც გგონია რომ აღარ მიგიღებთ ან პოლიციაში წაგათრევთ?! - ყვირილზე გადასულიყო. მისმა ნათქვამმა ერთდროულად შვება და ტკივილი მომგვარა. მართალი იყო, მათ ვერ ვენდე. მეგონა წავიდოდნენ, მეგონა მათაც შევზიზღდებოდი, მეგონა ისინიც უხმოდ გაიხურავდნენ კარს და ორი წლის მერე წერილს მომწერდნენ, სადაც ჩემდამი ზიზღი ნათლად იქნებოდა აღწერილი. ხმას ვერ ვიღებდი. – გვანცას საქმროზე რატომ არაფერი ვიცოდით? - მკითხა დიტომ. – გიმალავდით, იცოდა რომ გიყვარდა და ვერ გაბედა თქმა. სამი დღის დანიშნულები იყვნენ, როცა მოვკალი. - განვუმარტე. – ისე, გაცნობისთანავე ვიცოდი,რაღაც ცუდს რომ მალავდი. - კმაყოფილმა ანანომ ჩაილაპარაკა. "იმდენი შენ რა გითხარი." გავიფიქრე და ირონიული ღიმილით მივუბრუნდი. – რას მელაპარაკები? შენ აქ საერთოდ რატომ ხარ? - ვკითხე მოღუშულსა და სახე აწითლებულს. კატერინა არ ჩარეულა, ანანოს ერთი გახედა გაბრაზებულმა და ისევ სივრცეს მიაშტერდა. ხუთ წუთიანი დუმილი აკომ დაარღვია. – მიზეზი? - გაკვირვებულმა შევხედე. – რა? - ვიკითხე. – მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ვიცი, უმიზეზოდ არ ადგებოდი და არ მოკლავდი, ეგეთი არ ხარ. - მისი სიმშვიდე და გაწონასწორებული ტონი მაკვირვებდა. არ ვიცოდი რა მეპასუხა, ეს არავის უკითხავს და საერთოდ, მიზეზზე არასდროს დავფიქრებულვარ. თავი მკვლელად შევრაცხე და მის მერე ასე ვარ, საკუთარი თავის გამართლება არასოდეს მიცდია. – რაღაც ეჭვი მეპარება, ეგეთი რომ არ არის. მკვლელია, მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს. სისხლში ექნება გამჯდარი. - ზიზღით ლაპარაკობდა საბა. – მაგდას არ იცნობ! - დაიყვირა კატერინამ და ფეხზე წამომხტარი თვალებში ჩააშტერდა. - არც ერთი თქვენგანი იცნობთ! რამდენიმე დღე აქ ხართ და გგონიათ მასზე ყველაფერი იცით?! მას მიზეზი ექნებოდა, თანაც საპატიო! მაგდა არ არის მკვლელი გასაგებია?! - არ მშვიდდებოდა კატერინა. – ერთი ეგ არ არის მკვლელი და მეორე ანდრიაა ცოცხალი. - ირონიულად ჩაიცინა საბამ. - თქვენი მეგობარი ყველაზე მდაბიოა მდაბიოთა შორის. - ამის თქმა და დიტოს წამოხტომა ერთი იყო. მასთან წამებში გაჩნდა და მუშტი მწარედ უთავაზა. – შე ახვ*რო! როგორ ბედავ?! დედას მოგი***ავ! მაგდაზე ეგრე აღარასდროს ილაპარაკო თორე შენს ძმაკაცს მიუწვები გაიგე შე სი*ო! - ღრიალებდა. ბიჭებმა ძლივს დააშორეს ერთმანეთს, თუმცა დიტო ისევ იგინებოდა და საბასკენ იწევდა. – დიტო! - წამოვიძახე. გაჩერდა და აწითლებული თვალები მომაპყრო. - დაწყნარდი. მართალია და საბაბი არ გაქვს, ასე გაუბრაზდე. მკვლელი ვარ და ამ ფაქტს ვერ შეცვლი. - არაადამიანურად ვცდილობდი ხმისა და ხელების დამორჩილებას. ცრემლები მახრჩობდნენ, მაგრამ მათ წინაშე ტირილს სიკვდილი მერჩივნა. თუმცა, მაშინ სიკვდილი ყველაზე სასურველო რამ იყო. – არა! არ აქვს უფლება! შენც არ უნდა ლაპარაკობდე საკუთარ თავზე ეგრე და მითუმეტეს, სხვას აძლევდე ამის უფლებას! - გავჩუმდი. დასაწყნარებლად ღრმად სუნთქავდა, სიგარეტს მოუკიდა და ჩამოჯდა. - მიზეზს გვეტყვი ბოლოს და ბოლოს? - მოუსვენრად იკითხა. ჩავისუნთქე და დავიწყე. – მაღაზიიდან მოვდიოდი. მოკლე გზით გადავწყვიტე წამოსვლა და ჩაბნელებული ქუჩა რომ არის, მანდ გადავაწყდი. მაგ ზაფხულს მე, გვანცა და ანდრია ვიყავით ჩემთან. თქვენ ადრე წახვედით, ზოგი არც წამოსულა და მაგდამ ანდრიაც დაპატიჟა. ვიღაცას ეჩხუბებოდა. თავიდან ვერ ვიცანი და ვიფიქრე, ვიღაც ბიჭები კამათობენ მეთქი, მაგრამ მერე.. - გავჩერდი. მათ რეაქციებს ვაკვირდებოდი. ყველა ინტერესით მიყურებდა, მხოლოდ ბექასა და მისი ძმაკაცების თვალებში დაბუდებულიყო ზიზღი. - მერე გავიგე როგორ უყვირა, რომ ასწავლიდა სხვისი საცოლის შეყვარება როგორ უნდოდა და ცემა დაუწყო. იმანაც თავი რაღაცას ჩამოარტყა და გაითიშა. ის კიდე ურტყამდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ უგონოდ იყო შეეშინდა და გაჩერდა. ის კაცი, ალბათ, სისხლისგან დაიცალა. მერე მე შემამჩნია და მემუქრებოდა, თუ გვანცას ან ვინმეს ეტყვიო, შენც მას მიგაყოლებო. - ამის თქმისას თავი უსუსური არსება მეგონა, რომელსაც ყველა ემუქრება და ყველასი ეშინია. თავი უარესად შემზიზღდა. - მერე გაქცევა დავაპირე, მაგრამ დანა ამოიღო და გამომეკიდა. დანა გავაგდებინე და მე დავიჭირე, მას კი, არ ვიცი, შეიძლება ვერ დაინახ, ჩემსკენ წამოსულს მუცელში შეერჭო. მერე გავიქეცი. - მოვრჩი. "გთხოვ, არ მომცე უფლება მოვკვდე." ანდრიას ბოლო სიტყვები ექოსავით ჩამესმოდა. ამან უარესად გამხადა, იგი სიცოცხლის შენარჩუნებას მთხოვდა და მე გავიქეცი, მივეცი უფლება მომკვდარიყო. ხმას არავინ იღებდა. ყველა დადუმებულიყო, ალბათ, ფიქრობდნენ ან არ ფიქრობდნენ და უბრალოდ შოკირებულები იყვნენ. შეიძლება უარესად შევძულდი ყველას ან პირიქით, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ბექა თვალს არ მისწორებდა, არც მისი ძმაკაცები. კატერინა თავისთვის ქვითინებდა. ბიჭები ნერვიულად აცეცებდნენ თვალებს. ეს სიჩუმე მახრჩობდა. – იტყუები. - ჩაუჩურჩულა ბექამ. მის ხმაში ეჭვი იგრძნობოდა, თუმცა ვერ გავარკვიე ეს ეჭვი მის ნათქვამს, თუ ჩემ მოყოლილ ამბავს ეხებოდა. არაფერი ვუპასუხე. ვერავის ვაიძულებდი, ეს დაეჯერებინა. სიმართლე მე ვიცოდი რაც იყო, დაჯერება, არ დაჯერება უკვე მათი საქმეა. – თუ მისი არ გჯერათ, შეგიძლიათ წახვიდეთ. - თქვა გაღიზიანებულმა ლუკამ. – ისედაც გულს მირევს აქ ყოფნა, ყველა ერთნაირად ამაზრზენები ხართ. - გვითხრა საბამ და ზევით ასვლა დააპირა, როცა ნოდოს ხმამ გააჩერა. ამ ხნის განმავლობაში, სიტყვაც არ უთქვამს. – საბა, წესიერად ილაპარაკე. - გამაფრთხილებლად გახედა გაკვირვებულ ძმაკაცს. - ჩვენ წავალთ, შეწუხებისთვის დიდი ბოდიში. - მოგვიბრუნდა, ერთი გამიღიმა და საბას გაჰყვა. ბექა მაკვირდებოდა და უსიტყვოდ გავიდა ჩემს ოთახში. აქ ყოფნა ცუდად მხდიდა, გულს მირევდა, თავს მაძულებდა. წამოვხტი და გარეთ გავვარდი. სანაპიროზე მისულმა ზღვას გავხედე, რომელიც მზის სხივებს გრაციოზულად ირეკლავდა. მშვიდად ღელავდა, მაგრამ მისი სიმშვიდე მაღიზიანებდა, უარესას მაგიჟებდა. ზღვასთანაც ვერ მოვისვენე და ხეტიალი დავიწყე. ვფიქრობდი, ამის მერე რა მოხდებოდა, ისევ ისეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ გვექნებოდა. აკოსთან თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი, დიტოსთანაც. ზოგდად, ყველასთან! თავი ნაგავი მეგონა, უკანასკნელი ადამიანი. ვფიქრობდი გვანცაზე, მის ჩემდამი ზიზღზე, ბექაზე და მის გაცრუებულ იმედებზე. მტკიოდა, ყველაფერი მტკიოდა, სული მეხუთებოდა და ვინატრე უგრძნობი გავმხდარიყავი. ბექას ჩემდამი ზიზღი ყველაზე ცუდად მოქმედებდა, ყველაზე მეტად მტკიოდა. "ნუთუ, შეგიყვარდა?" ჩემს თავს ვკითხე. "არა!" მტკიცედ ვუპასუხე ქვეცნობიერს. ვერც გავაცნობიერე როგორ მივედი სახლში, თუმცა უკვე გვიანი იყო. გადაღლილს მხოლოდ ძილი მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, ამასაც ვერ მოვახერხებდი. – სად იყავი? რა აღარ ვიფიქრე! - მომვარდა ანერვიულებული კატერინა. – ვსეირნობდი. - ვუპასუხე. – წავიდნენ. - მითხრა და თავი დახარა. – ხო. - ოთახისკენ წავედი. შინ შესულს უცნაური გრძნობა დამეუფლა. ოთახი დაცლილი მეჩვენა, ბექას ნივთები აღარსად იყო. ლოგინზე გავწექი და ჯერ კიდევ შერჩენილი, მოულოდნელად საყვარლად ქცეული სურნელი ჩავისუნთქე. ტირილის თავიც არ მქომდა. მე ის არ მიყვარდა, ასე ამას არ უნდა განმეცადა. – მაგდა. - გავიგე აკოს ხმა. წამოვჯექი და გავხედე. გვერდით უხმოდ მომიჯდა და სივრცეს გახედა. - იმის მერე, კარგად იცი, ძველებურად ვერ ვიქნებით. - არ მინდოდა ის ეთქვა, რასაც ზუსტად ვიცოდი რომ იტყოდა. ტკივილის ფენები იზრდებოდა და მეგონა, მალე გონებას დავკარგავდი. აკო ჩემი საყვარელი მეგობარი იყო, მისი დაკარგვა არ მინდოდა. არ მინდოდა წასულიყო, კარი გაეხურა და აღარასდროს ვენახე. არ მინდკდა, მისი გაშცება, დავიწყება. არ მსურდა, იგი მოგონებად ქცეულიყო. – უნდა წავიდე. - ფრთხილად და ჩუმად მითხრა. წუთით არაფერი მითქვამს, მერე ისტერიული სიცილი ამიტყდა, უცებ გული ამტკივდა და სუნთქვა გამიჭირდა.. შემდეგ.. შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, თითქოს დროც აღარ გადიოდა და მაშინ ჩემთვის ღმერთიც აღარ არსებობდა. მე მოვკვდი. ისევ. უფრო მწარედ, ვიდრე ოდესმე. *** ამ დღის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მეც მათ შორის. აკოს წასვლის შემდეგ, ყველაფერი აირია, ლუკამ ვერ გაუძლო ძმაკაცის წასვლას და ისიც ნელ-ნელა დაგვშორდა. მას დიტო მიჰყვა. კატერინამ ვერ აიტანა სამეგობროს დაშლა, თავიდან მოუკლო ჩემი მონახულება, მერე მხოლოდ მირეკავდა,მწერდა,ბოლოს, ისიც გაქრა. მე გერმანიაში წავედი, თავიდან კატასტროფულად მიჭირდა ყვაფრის გადატანა, თუმცა არანაირი დეპრესია მქონია. ვსწავლობდი და ვცდილობდი, მომავალი მაინც მქონოდა ნორმალური. ყოველ ღამე ორზე მეღვიძებოდა. ვცდილობდი, ჩემი შეცდომები მეპატიებინა საკუთარი თავისთვის. ნელ-ნელა ესეც შევძელი, თუმცა არა ბოლომდე. ბავშვებზე არაფერი ვიცოდი და ასე, ძველი ცხოვრებაც ნელ-ნელა მოგონებებად ვაქციე. ტკივილი მინელდებოდა, საბოლოოდ გამიქრა და თავს უკეთ ვგრძნობდი. მეგობრები არ მყავდა, მხოლოდ ნაცნობები. მე უფრო ცივი და უგულო გავხდი, თითქმის აღარაფერი მწყინდა. შინაგანად ნახევრად მკვდარი ვიყავი და ასე, ნახევრად ცოცხალმა გავატარე ორი წელი გერმანიაში. სწავლის დამთავრების მერე, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. გული ამოვარდნაზე არ მქონდა, როცა თვითმფრინავიდან გადმოვედი, ნოსტალგიას ცრემლები არ მოუგვრია, ტკივილს გულისრევის შეგრძნება არ მოუცია და თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი. კატერინასთან მომიწევდა რამდენიმე დღე ყოფნა, სანამ ახალ სახლს ვიშოვიდი. ნაცნობ კარზე დავაკაკუნე და დაველოდე, როდის გამოჩნდებოდა კატერინა, თუმცა ზღურბლს უკან პატარა, შავგვრემანი, ექვსიოდე წლის გოგონა იდგა. – კატერინა სახლშია? - ვკითხე. – კი, ერთი წუთი. - მითხრა და გაბრუნდა. - დე, ვიღაც გოგოა მოსული. - "დე?" გავიფიქრე და კატერინას გავხედე, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა. ალბათ, მკვდარი ბებიამისის ნახვა არ გაუკვირდებოდა ასე ძალიან. გაზრდილიყო, ქალს უფრო დამსგავსებოდა. სპორტულებში გამოწყობილი ერთ ადგილას გაშეშებულიყო. – შეიძლება? - ვკითხე, როცა მივხვდი, ხმის ამოღებას არ აპირებდა. – შენ.. კი, კი მოდი. - დაბნეულმა შემიპატიჟა. ჩემოდანი იქვე დავდე და კარი მივხურე. – ბოდიში, სამი-ოთხი დღე ვიქნები აქ, სანამ ახალ ბინას ვიშოვი, მერე წავალ. - ავუხსენი და მორიდებით შევხედე თვალებში. – კი, რა თქმა უნდა. - მიპასუხა. – ვინ არის, კატა? - გავიგე ანანოს ხმა. კატერინა მასთან გავიდა სიტუაციის ასახსნელად. მე სამზარეულოში შევედი და ყავა მოვიდუღე. – მაგდა? - გაკვირვებული შემოვიდა ანანო. – პრივეტ. - გავუღიმე. – აქ საიდან? – გერმანიიდან. - ვუპასუხე და ცხელი სითხე მოვსვი. – აქ იცხოვრებ ისევ, თბილისში რა? - მკითხა კატერინამ. – კი. - მოკლედ ვუპასუხე. - ბავშვი როდის იშვილეთ? - თავით ვანიშნე დაინტერესებულ გოგონაზე. – ერთი წელია. - მიპასუხა ანანომ. - ელენე ჰქვია. - გაუღიმა ბავშვს და თავზე მოეფერა. – კარგია. - ყავის სმა გავაგრძელე. დღე ჩვეულებრივ გავიდა. მე ჩემთვის ვიყავი, ისინი თავისთვის. მისაღებში ტელევიზორს ვუყურებდი, როცა კარები შემოანგრიეს და ნაცნობი ხმები მისწვდა სმენას. – კატაა! მოვედით. - იყვირა მხიარულმა ლუკამ. – ელენე, მოდი აქ გოგო. როგორ ხარ აბა? - გავიგე დიტოს ხმა. – მშია კატაა. - მათ აკოც შეუერთდა. არ ავღელვებულვარ, არ ამიჩქარდა გული, არ მიგრძვნია არაფერი, არც ტკივილი, არც მონატრება, არც სიხარული, მხოლოდ დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რამაც მალევე გადამიარა, როცა გავაცნობიერე, რომ მათ ერთმანეთთან ძველებური ურთიერთობა ჰქონდათ, მხოლოდ მე ჩამომიშორეს. ვერ ვამტყუნებდი. ტელევიზორის ყურება არ შემიწყვეტია. მათი საუბრისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა გაკვირვებული ბიჭები წინ ჩამომიდგნენ. უემოციოდ ავხედე. რამდენიც არ უნდა ვუარყო, მაინც გულს მტკენდა ის ფაქტი, რომ ჩემი შიშები და ეჭვები საბოლოოდ მაინც გამართლდა, მიუხედავად დამსახურებისა, მათ ბოლოს მაინც მიმატოვეს. – მაგდა?! - გაკვირვებული ენას ძლივს ატრიალებდა. - შენ ხარ, ტო? - ირონიულად გავუცინე. – კი, ლუკა, მე ვარ. – კი მაგრამ, მეგონა.. - ვერ დაასრულა დიტომ. – გერმანიაში ვიყავი, კი არ მოვმკვდარვარ. - ვუპასუხე. სიჩუმემ დაისადგურა. ტელევიზორს მივუბრუნდი ისევ. ცოტა ხანში ისინიც გავიდნენ. მათი თვალებისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, სიმართლე გითხრათ, არ მადარდებდა მათი ემოციები. მათ მე დამტოვეს, მე ეს დავიმსახურე. ეს წარსულია. მორჩა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. არ ვიცოდი, წინ რა საუბარი მელოდა, ან მელოდა თუ არა საერთოდ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ეგ მადარდებდა. ახლა მხოლოდ ტელევიზორის ყურება მინდოდა. . ბოდიშით დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ. მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს რომ აფიქსირებთ. პ.ს. რას მირჩევთ, რა გავუკეთო ამათ? თქვენი აზრი გამანდეთ და გავითვალისწინებ აუცილებლად. ^.^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.