შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე (თავი 5)


16-08-2016, 02:42
ავტორი სატი
ნანახია 2 104

ანკა სახლში მივიდა, ნიას ეძინა. ხელში აიყვანა და ნიასთან ერთად დაწვა დასაძინებლად. მაგრამ სულ ამაოდ, ღამე თეთრად გაათენა, ერეკლეზე ფიქრობდა.8საათისთვის იფიქრა თვალს მოვხუჭავ ცოტახანიო და როგორც კი დაიძინა ნიამ დაიწყო ტირილი. ანკა ჯიჯღინით ადგა და ნია თავის საწოლში გადააწვინა, გავიდა სამზარეულოში თერმომეტრის და რძის ასაღებად. აჭამა ნიას, სითხე დაალევინა და ისევ დაიძინა. მაგრამ ისევ პირველი საათისთვის მოვიდნენ სანდრო და ივა. ანკამ იფიქრა კარს არ გავაღებ ვითომ სახლში არ ვარო, უცებ კარი გაიღო, ანკას სულ გადაავიწყდა რომ მაკა სახლში იყო. სანდრო და ივა ანკას ოთახში შევიდნენ.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო-ირონიული ღიმილით უყურებდა სანდრო ანკას
-გადი რა...
-ანკა ადექი შეხედე რომელი საათია-ივამ მისი მოთაფვლა სცადა
-არ მინდა. მეძინება
-ანკა ჩვენ გავალთ და შენ გამოხვალ-სანდროს ხმაში სიმკაცრე შეერია, ის ანკას არასდროს არაფერს თხოვდა.რაც არ უნდა ეთქვა ანკა აკეთებდა რადგან ისინი მეგობრები იყვნენ. ამჯერად ანკა გაბრაზებული იყო მათზე. სანდრო არ დანებდა და მეორეჯერაც შევიდა ოთახში, მაკას და ივას ნია გააყვანინა ოთახიდან და საწოლის კიდეში ჩამოჯდა
-ანკა, ვიცი ნათიას წამოცდა. რაც გავაკეთე შენთვის იყო
ანკამ საპასუხოდ ბალიში დაიხურა თავზე
-ანკა. ნერვებს ნუ მიშლი-სანდროს ეტყობოდა რომ უკვე ბრაზდებოდა
-შენ ჩემი დასავით მიყვარხარ, როგორც ნათიაზე ვზრუნავ ისევე შენზე. ნიაზე ხო ჭკუა მეკეტება, ბო*****ლი ვიყო თუ ცუდი განზრახვით მივედი ერეკლესთან და არა იმითი რომ თქვენ დამეცავით ტო... რაღაც უნდა შეიგნო მესმის ეხა რთულია და დიდი იმედი მაქვს იმის მერე ერეკლე არ გინახავს...-ანკა კიდე ხმას არ იღებდა-ანკა, ნათიას გეფიცები რომ ეხლა ხმას თუ არ გამცემ ხელში აგიყვან და ცივ წყალში გაბანავებ
-სანდრო დამანებე თავი
-ანკა
-რა გინდა? რა? გინდა გაიგო რომ გაბრაზებული ვარ? ასეც არის არ დაგიწყებ ისტერიკების მოწყობას ან ბანალური ტექსტების მოყოლას რომ ერეკლე ის ,,ერთადერთია’’-ეს ბოლო სიტყვა ირონიულად წარმოთქვა.
-მაინც ნახე-სანდრო იმედგაცრუებული ადგა მისი საწოლიდან-ერთს გეტყვი, ის ბიჭი კარგს არაფერს მოგიტანს ცხოვრებაში, შენზე მეტად მინდა რომ მტყუანი გამოვიდე მააგრამ....-სანდრომ ეს თქვა და კარი გამოიხურა. ანკა ხვდებოდა რომ ის თუ გააგრძელებდა ერეკლეს ნახვას, სანდროსთან ისეთივე ურთიერთობა აღარ ექნებოდა. წამოდგა, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. გაბრაზებულ სანდროსთან მივიდა და უკნიდან შემოეხვია.
-სანდრექს, მაპატიე რა.
-აუ კაი სანდრეექს, ხო იცი როგორ მიყვარხარ-სანდრო ყურადღებას არ აქცევდა ეწეოდა და გაბუსხული იჯდა
-კაი ნიაკოს გაფიცებ მაპატიე რა ჩემო ცხოვრებააა... მიდი რაა
-ანკა მე რომ შენი იმ ბიჭთან შეხვედრები დავუშვა რას იტყოდა გიორგი. საქმე იმაში არ არის რომ გიორგის მერე არავისთან არ უნდა იყოს, უბრალოდ ეს ხიფათიანი ბიჭია. გიორგი ამის უფლებას არ მოგცემდა
-გიორგი აღარ არის, მესმის რთულია. გგონია რომ რადგან მისი მეგობარი იყავი უახლოესი და გთხოვა რომ ჩემთვის მოგეხედა მაშინ საავადმყოფოში რაიმე ვალდებულება გაქვს მის წინაშე ეს ასე არ არის
სანდრომ მაგიდას მუშტი დაჰკრა და წამოდგა
-ჯანდაბა ანკა რით ვერ ხვდები არ მინდოდა ესე ცუდად გამომსვლოდა მაგრამ კიდე ერთხელ რომ ნახო ერეკლე ჩვენი მეგობრობა დასრულდება, გპირდები.
ანკა გაშეშდა, არ უნდოდა მათ შორის არჩევა მაგრამ იმ მომენტში გაბრაზებული იყო ერეკლეზე ამიტომ დათანხმდა.
-მე ერთს გეტყვი, ამით მე გულს ძალიან მტკენ-ანკა ოთახში გავიდა ნიას დასაძინებლად და კარი მთელი ძალით გამოიხურა.
***
5თვე გავიდა, ანკას არ უნახავს ერეკლე, ყველანაირ მის მესიჯს და დარეკილს აიგნორებდა. ლიკასთან ჰქონდა ურთიერთობა მაგრამ მკაცრად გააფრთხილა რომ არასდროს არ მიეყვანა ერეკლესთან. ანკას სამსახურთან პრობლემები ჰქონდა, რაღაც კომპანიებში დაიწყო ვაკანსიების ძებნა, ერთ-ერთი პატარა კომპანია ნახა, გასაუბრებაზე უნდა წასულიყო და თარჯიმანად უნდა დაეწყო მუშაობა. მივიდა მისამართზე, ავიდა ოთახში და რომ შევიდა გული კინაღამ წაუვიდა, დადა დახვდა, მაშინვე გატრიალება გადაწყვიტა მაგრამ უკნიდან ერეკლემ დაიჭირა.
-ამჯერად ვეღარსად გამექცევი პატარა, ლაპარაკი მოგვიწევს-ერეკლე იღიმოდა ირონიულად
-დაბრძანდი ანკა-იქიდან დადას სიტყვები მოისმა, ის იღიმოდა ანკას დანახვა გაუხარდა.

ანკას სხვა გზა არ ჰქონდა რადგან ერეკლემ კარი ჩაკეტა. ანკა სავარძელში ჩაეშვა, სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.
-ცოტა დაიტოვე ნერვების დასაწყნარებლად მერე დაგჭირდება-თვალი ჩაუკრა ერეკლემ-ეხლა მომისმინე, მე შენ ჩემი წარსული გაგანდე, მოგენდე, ყველაფერში დაგეხმარე. მეგონა რომ გიყვარდი და შენ მიმატოვე ეს 5თვე სად არ გეძებე. ესე ხომ? ესე? ანკა რა გინდოდა! ვინმემ მოგაგზავნა ჩემთან? ვინ?-ერეკლემ ვერც შეამჩნია ანკას ხელი რომ ეჭირა და ტკენდა,მაშინვე გაუშვა
-რა დაგემართა. ძალიან აგრესიული გახდი
-შენი აზრით რატომ?
-კარგი ერეკლე გეყო, კითხვები მერე. ეს ჩემი კომპანიაა ანკა, ერეკლე მეწილეა. შეხვედრებზე ჩემთან ერთად ივლი და გადათარგმნი უცხოელების საუბარს.
-დავფიქრდები
-ეს იმიტომ რომ ერეკლეც აქ იმუშავებს, თუ მასთან არაკომფორტულად გრძნობ თავს შეგიძლია მხოლოდ ჩემთან გქონდეს საქმე
-მადლობა დადა
-დადა რას აკეთებ!!
-ერეკლე გთხოვ ოთახი დატოვე
ერეკლემ სიგარეტი ჩააწვა და გავიდა
-როგორ ხარ, ნიაკო რას შვება
-კარგად არის, მეც კარგად
-არ გეტყობა ანკა. რა ხდება
-სანდროსთან მომივიდა ჩხუბი
-რათქმაუნდა, სანდრო... ანკა სანდრო და ერეკლე საუკეთესო მეგობრები იყვნენ. განუყრელები, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. სანამ ერთ საქმეში არ გაერივნენ, ცუდად მიდიოდა ყველაფერ და ერთხელ ერეკლეს მისი ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ და მას ამ საქმის დატოვება მოუწია, ამიტომ სანდრო არის მის მიმართ ესე განწყობილი.
-მესმის, ეგ მე არ მეხება მაგრამ სანდრომ ფაქტიურად გამზარდა, მშობლები რომ გარდამეცვალნენ, რა თქმა უნდა მშობელს ვერ შემიცვლის მაგრამ ეგრე მიყვარდა.
-ანკა, ერეკლეს ძალიან უყვარხარ ამ 5თვის განმალობაში არავის არ გაკარებია და ზედმეტად აგრესიული გახდა.
-კარგი
-1კვირაში იწყებ
ანკა გადაეხვია დადას და წავიდა. სახლში დაბნეული მივიდა, გადაწყვიტა ეს ერთი კვირა გაქცეულიყო თბილისდან, ერეკლეს რომ არ შეტაკებოდა სადმე თბილისში. მალე ჩაალაგა ბარგო, ნიაკო ხელში აიყვანა და ივა, ნათია და სანდროსთან ერთად წავიდა. ბაკურიანში იყვნენ. იქ სანდროს ჰქონდა სახლი, ნიაკოს თბილად ჩააცვეს და ეზოში გავიდნენ ცეცხლის დასანთებად. პუფებში ჩაჯდნენ, ნია ივას კალთაში იჯდა და ეთამაშებოდა.
-ისე რამდენ თვეში გაივლის?
-2ში ალბათ, ეხლა მერვე თვეშია ესე ადრე არ დადიან
-რატო ჩემმა ბიძაშვილმა 10თვის ასაკში გაიარა.
ყველა ლაპარაკობდა, გარდა ანკასი.
-ანკა, ერეკლე?-სანდრომ ანერვიულებული სახით შეხედა, პასუხის ეშინოდა. მოწია და როცა ანკამ არ უპასუხა, ადგა ანკა წამოაყენა და გვერდით გაიყვანა.
-რა ხდება
-სანდრო ვიცი ყველანაირად მთხოვე არ ნახოო. დღეს კომპანიაში ვიყავი სადაც სამსახური უნდა დამეწყო და იქ... ერეკლე დამხვდა და დადა
-არა, ჯანდაბა. ჩემთან დაგაწყებინებ თუ გინდა...
-არა, ეს სამსახურია თან ერეკლე მეწილეა მე დადასთან ვიქნები და არა მასთან.
-არ ვიცი ანკა. სამსახური უფრო გაახლოებთ, შეილება ფული აგახიოს.
-არ იკადრებს მაგას
-ანკა ნუ იცავ! არც კი იცნობ. სულ რაღაც 2კვირის გაცნობილი გყავდა, არც კი მესმის როგორ ენდე და ესე დაიახლოვე
ანკას არაფერი უთქვამს, მისი სიტყვები ეწყინა.
-არ მინდოდა, ანკა ბოდიში. ზედმეტი მომივიდა. მოიქეცი როგორც იცი.
-კაი.
ანკა ივასთან მივიდა და ნია გამოართვა
-ეეე, ანკა კაი რა
-მეც მინდა ცოტახანი გართობა
-ხოდა მოწევა რო მოგინდება აღარ ავიყვან
-გეყო ივა-ნათიამ დაუსისინა და ეგონა რომ გააჩუმა ივა
-ნათ ნუ მესწერვები იცი რაც მოგივა მერე-ივამ ირონიული ღიმილით გადახედა ნათიას და ააწითლა
-ჰაა ივა, არ დაგავიწყდეს ნათია ფაქტიურად ჩემი დაა
-გეყო რა პოლიციელობა სანდრექს, თავს ნუ გვაბეზრებ
-კაი გეყოთ, თქვენ გამო ნია იტირებს-ანკამ ნიაკო ხელში აიყვანა და ძირს დაგებულ პლედზე დასვა რომ ეხოხა, ცეცხლისგან მოშორებით. მთელი საღამო ერთობოდნენ ანკას არც გახსენებია ერეკლე. მაგრამ ერეკლემ გაახსენა ანკას თავი როცა ბაკურიანში ჩავიდა მის სანახავად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent