შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე ვიბლიანი თავი 8


16-08-2016, 11:42
ავტორი bethelimit
ნანახია 4 119

ბავშვებო პირველ რიგში გამარჯობა
კი ვთქვი აღარ გავაგრძელებთქო ამ ისტორიას მარა იმდენი გამომეხმაურა ამაზე, კომენტარებშიც და პირადშიც, რომ ნამუსმა შემაწუხა :დ
კომენტარებშიც დავწერე მაგრამ ალბათ არმიაქციეთ ყურადღება - ვინმეს თუ ჰგონია რობანალურია ძაან ან ზედმეტად სწრაფად განვითარდა მოვლენები და აზრი აღარ აქვს გაგრძელებას, ამ თავის კომენტარებში დამიწერეთ და მერე უკვე შედარებით ადვილად და რაცმთავარია საბოლოოდ გადავწყვეტ გამოვაქვეყნო აქ თუ აღარ. თუმც როდავფიქრდი მგონი არიქნება სწორი ასე შუა გზაში მივატოვო მოთხრობა, რომელსაც ბევრი კითხულობს. მოკლედ ველი თქვენს კომენტარებს <3
მიყვარხართ ვინც არ იშურებთ დადებით შეფასებებს და ისინიც ვინც მხოლოდ სამართლიანად მაკრიტიკებთ <3


საღამოს როგორღაც გადავწყვიტე ვაჩესთან მისვლა და საუბარი. მოვიკრიბე ყველანაირი ამქვეყნიური და არაამქვეყნიური ძალები, ღრმად ჩავისუნთქე და თავისი ოთახის კარზე დავაკაკუნე
-შემოდი
-ბოდიში თუ გაწუხებ უბრალოდ ვიფიქ... - ენა ამება როდესაც ნახევრად შიშველი ვიბლიანი დავინახე, მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და იმდენად სექსუალურად გამოიყურებოდა, რომ ცოტაც და ალბათ მივვარდებოდი, უფრო სწორად არ მივვარდებოდი და გული გამისკდებოდა.
-არარის საჭირო ბოდიში, არც მაწუხებ, შემოდი და ჩავიცვამ ახლავე
-აქვე უნდა ჩაიცვა ? - შეწუხებული სახით ვიკითხე - ამაზე გაეღიმა მაგრამ მალევე დაასერიოზულა სახე
-არა რათქმაუნდა, ჩემი ცოლი ხოარ ხარ შენს წინ როგავშიშვლდე - იმდენად ირონიულად მითხრა ეს სიტყვები რომ გულის სიღრმეში მეწყინა კიდეც - დამელოდე ორ წუთში მოვალ, ხელი დაავლო მაიკას და შარვალს და გავიდა.
-აბა გისმენ რახდება? - მალევე შემობრუნდა და ინტერესიანი სახე მომაპყრო
-შეიძლება ძალიან სულელად ჩამთვალო, მაგრამ რაც მოხდა მაგის მერე არმინდა უბრალოდ ურთიერთობა გაგვიფუჭდეს
-მსგავსი არაფერი მიფიქრია, ბოლოს და ბოლო ქმრად ჩემი აღიარება არ იკადრე, ქვეყანა ხო არ დაქცეულა -მკლავდა მისი ირონია
-ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ
-ასე როგორ?
-ირონიით და ზიზღით
-როგორი ლაპარაკის ღირსიც ხარ ისე გელაპარაკები
-ანუ მასეთი აგდებული საუბრის ღირსი ვარ? - ამიცრემლიანდა თვალები
-როგორც ჩანს - საპასუხოდ მხოლოდ ამოვიოხრე და შევეცადე თემა შემეცვალა
-ასეთი რა უთხარი ბიჭებს არაფერს როარ იმჩნევენ?
-რამნიშვნელობა აქვს მაგას? რაც იყო ის ვუთხარი. ხოგინდოდა დაბრუნება, ხოდა ჩათვალე რომ არც არაფერი მომხდარა და ისევ ისე განაგრძე ცხოვრება როგორც ამას აქამდე აკეთებდი - მტკიოდა ყველაფერი, ისიც მტკიოდა მომენტებში მის ნაღვლიან თვალებს როვხედავდი რომელსაც ირონიით ფარავდა და მტკიოდა ჩემი თავმოყვარეობის გადათელვაც
-ვაჩეე- უკვე აღარ ვიცოდი როგორ დამეწყო
-გისმენ
-იცი რამაინტერესებს?
-რაგაინტერესებს სალომე - გადაატრიალა თვალები მოუთმენლობისგან
-აი ერთად როვიყავით
-სად ვიყავით ერთად? - აშკარად სპეციალურად მაწვალებდა
-აუუუ სად და საწოლში - მოთმინება დაკარგულმა წამოვიძახე
-საწოლში რავიცი ბევრჯერ ვიყავით ერთად, შენ როსახლში მელოდებოდი მაშინაც, მგონი იქამდეც და გააჩნია რომელი გაინტერესებს - ღმერთო რაგაიძვერაა
-საერთოდ აღარაფერი მაინტერესებს დამანებე თავი რაა - მივაყარე და ანერვიულებული გამოვვარდი ოთახიდან. ალბათ ზღურბლს ოდნავაც არვიყავი გაცდენილი ხელი როჩამკიდა და ისევ უკან შემსვა - ნუ ფართხალებ სალომე
-დამსვიიიიი , დამსვითქო
-რატო ხარ ასეთი დაუდევარი ადამიანი
-თავი დამანებე რა, შენთან მგონი სერიოზულად საუბარი შეუძლებელია - მივაყარე და ისევ გამოსვლად ვაპირებდი რო დაიგრგვინა
-მოდი აქ! - მივხვდი რომ ჩემს ჭირვეულობას აზრი არ ქონდა და ძალაუნებურად მივეყინე ერთ ადგილს
-რაიყოო - გადავატრიალე თვალები
-რაღაცას მეკითხებოდი - სასხვათაშორისოდ იკითხა
-აუ რატო ხარ ასეთი ბოროტი ადამიანი? ხო ისედაც ძალიან კარგად იცი რა მაინტერესებს და რატო მაწვალებ? - შეწუხების ზედა ზღვარზე ვიყავი უკვე
-კარგი კარგი - ხელები ზევით აწია დანებების ნიშნად - თავიდან მეც არაფერი მახსოვდა, მერე შიგადაშიგ რაღაც მომენტები გამახსენდა კადრებივით
-რა მომენტები? - პანიკაშეპარული ხმით ვიკითხე
-აი მაგალითას ის, როგორ მომვარდი ტუჩებზე და ბოლო მოთმინების ძაფი გამიწყვიტე
-რააა? მე მოგვარდი? - გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა
-ხო რაიყო რაგიკვირს, პატარა მხეცუნასავით იყავი - დიდი ინტერესიანი მზერა მომაპყრო, აინტერესებდა რა რეაქცია მექნებოდა და ჯიქურ თვალს არ მაშორებდა
-ღმერთო რეები გამიკეთებია - თავში წმოვირტყი ხელი
-არა რატო მე ძალიან მომეწონა - ეშმაკური ღიმილით გაეპო სახე.
ხუთი წუთის წინ მგელივით მზად იყო შევეჭამე ისეთ ირონიას ანთხევდა ჩემზე, მაგრამ მოულოდნელად გარდაიქმნა ვენესუელური სერიალის მაჩოდ.
-კარგი რა ვაჩე, მაგის დროა ეხლა? - მომეღუშა სახე
უეცრად დაიძრა ადგილიდან, ნელა, ხშირი სუნთქვით მომიახლოვდა, დაიხარა და თვალი თვალში გამისწორა
-იცი როგორ კვნესოდი? - ვერ გეტყვით რა დამემართა , პიზიკურად ვერ აღვწერ ამ გრძნობას. თავიდან ფეხებამდე დამიარა, მერე ისევ თავში ავიდა და წითელი ამინთო.
-რას ვშვებოდი? - შევხედე გაკვირვებულმა
-კვნესოდი და იქამდე არ მოვისვენებ სანამ უარესად არ გაკვნესებ - ძლივს შესამჩნევი აღელვებით მომახალა
-მანიაკი ხარ რააა - დავუყვირე და ახლა ნამდვილად გამოვვარდი ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი.

___


დილით უთენია ხმაურმა გამოაღვიძა ჩვენი ნატალია. თავიდან ვერ მიხვდა რახდებოდა, მაგრამ ბოლოს გაახსენდა რომ დღეს ვიღაც ალექსანდრე უნდა ჩამოსულიყო მათთან და ინტერესით აღსავსემ უცბად გადაიცვა სარაფანი, პირზე წყალი შეისხა, კბილები გამოიხეხა და ჩქარი ნაბიჯით ქვევით ჩავიდა.
-ამის დედაც როგორ მომნატრებიხართ ბიჭებო - დიდი სიხარულით გადაეხვია ალექსანდრე სათითაოდ ყველას და ბოლოს მზერა ინტერესით მომზირალ გოგონაზე შეაჩერა - ნატალია მოურიდებლად აკვირდებოდა ოცდაექვსი-ოცდაშვიდი წლისოდენა მამაკაცის მკაცრ და უხეშ ნაკვთებს, განიერ მხარ-ბეჭს, სიმაღლეს, აღნაგობას და გონებაში უკვე მისი ხელში ჩაგდების ტაქტიკას ხაზავდა.
-გამარჯობა - ალექსანდრეს სასიამოვნო ბარიტონი გაისმა ოთახში
-გაგიმარჯოს - ღიმილიანი სახით უპასუხა მანაც
-გაიცანი ეს ნატალიაა, ჩემი დეიდაშვილი, ნატალია გაიცანი ჩემი ძმაკაცი სანდრო, ალექსანდრე როგორც გინდა ისე მიმართე
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც სანდრო - თვალი ჩაუკრა ქალბატონმა და ბიჭის სასიამოვნოდ უცნაური მზერაც დაიმსახურა
-აი ჩვენი გოგოებიც მოსულაააან - წამოიყვირა ნიკამ კესოს და სალომეს დანახვისას

გაცნობის ცერემონიალი დასრულებული იყო უკვე, მისაღებში ისხდნენ ყველანი და იხსენებდნენ უამრავ ძველ და სასიამოვნო ამბებს.
-გახსოვს - წამოიწყო დამიანემ - სანამ ჩეხეთში წახვიდოდი ვიღაც გოგოს რო გადაეკიდე გინდა თუარა სიცოცხლის ფასადაც როდამიჯდეს უნდა დავკეროო და აივანზე რო აუძვერი
-რა დამავიწყებს მაგას ერთ მხარეს მამამისი მომსდევდა, მეორე მხარეს დედამისის ნასროლი ცოცხი - სიცილით იხსენებდა და ჩვენც ვხარხარებდით
-აუუუ ის გახსოოვს მე, შენ, ვაჩე და გაბრო რო წამოვედით ბათუმში
-გააჩნია ეგ რომელ წასვლას გულისხმობ ყოველ ზაფხულს დავდიოდით
-აი ბიჭი რო დაგვემგზავრა გამაყოლეთ ადგილი თუ გაქვთო
-აუ ხო არ ღადაობთ საიდანღაც შუაღამით ძროხა რო დაგვეცა? - სიცილს ვერ წყვეტდა ნიკა
-ბიჭოოო ეგ რაგაიხსენეთ საერთოდ აღარ მახსოვდა - აღშფოთდა ალექსანდრე - აი საიდან გაჩნდა ის ძროხა დღემდე ვერ მივმხვდარვარ
-და ბოლოს ყველაზე მაგარიი არ გაინტერესებთ? - შეგვაწყვეტინა სიცილი დამიანემ
-გვაინტერესებს თქვი- მოუთმენლობისგან წამოიძახა კესომ
-ბიჭი დავიმგზავრეთთქო როვთქვით, რასაცქვია ტვინი შეგვიჭამა ესე ხო არდავტოვებთო და სამაშველოს გამოგვაძახებინა, გინდათ თუ არა ბათუმში უნდა ჩავყვე და მივიყვანო კინოლოგთანო - ეს უკვე მართლა ზედმეტი იყო, სიცილისგან ერთმანეთს ვასკდებოდით ყველანი.
-უუუფ კაი იყო პატარაობა რაა - დიდი კაცივით წამოიძახა გაბრომ
-კი ნამდვილად - დაეთანხმა ალექსანდრეც
-ეხლა აგვიხსენი რასაპირებ? სამუდამოდ ჩამოხვედი თუ ისევ უნდა წახვიდე?
-ჯერ-ჯერობით სამუდამოდ არვიცი რამდენად მოხერხდება, მაგრამ ერთი ორი წელი აქეთ მინდა გავჩერდე, თუ არჩავთვლით შიგადაშიგ ცოტახნით წასვლებს
-შენ გაიხარე რააა, რაიყო ბიჭო ეს რო მოგვანატრე თავი და ვეღარ
ჩამოაღწიე
-ხოდა აქ ვარ და ჯერ არსად ვაპირებ წასვლას კაიხანი - ამ სიტყვებზე ეშმაკურად მომღიმარ ნატალიას შეხედა და თვითონაც ჩაეღიმა.

___


ვინაიდან ჯერ ნორმალურად გათენებულიც არ იყო, გადაწყვიტეს ცოტა კიდევ გამოეძინათ და თავიანთ ოთახებში შეიყუჟნენ.
მოულოდნელად კესომ და სალომემ შეხსნეს ნატალიას ოთახის კარი და გიჟებივით შევარდნენ
-რახდება ხალხნო რატო არ გძინავთ?
-რაღა დროს ძილია გოგო გათხოვებთ - სიცილით წამოიძახა კესომ
-ოხ კესო შენ ცუდ ხასიათზე ხო ვერ გნახავს ადამიანი რაა
-რა მაქვს ცუდ ხასიათზე დასადგომი ? ცხოვრება მიხარია ხოხედავთ
-ვერაა ეს კაცო - აიქნია სალომემ ხელი იმის ნიშნად რომ არმიექცია კესოსთვის ყურადღება და ისევ ნატალიას შეხედა - მოგეწონა ხო?
-ალექსანდრე? - ჩაეცინა ქალბატონს
-ხო აბა ბებიაჩემი? - მოთმინება დაკარგა საკომაც
-რათქმაუნდა მომეწონა - წამოჯდა გაბადრული სახით ნატალია
-იცოდე შენებურად რო იცი ხოლმე არ გააგიჟო მთლად არ დაფრთხეს
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ვიცი მე მაგას რასაც ვუზამ - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა
-აუ რააას უზაამ? მითხარი რა გთხოვ - პატარა ბავშვივით ემუდარებოდა კესანე
-მაგას ნახავთ თქვენთვითონაც - ორივე ხელი თან კეფაზე შემოიწყო ფიქრებში წასულმა, მაგრამ მალევე გონს მოვიდა - უფფ დამანებეთ ერთი თავი დამაძინეთ კაცო მოშორდით აქედან მე კიარ გამიჩნდით
-აუ ეს ვინ არის რა , წამო სალო წამო, გაწოლილა აქ გველეშაპივიტ - ამ სიტყვებით გაშორდნენ გოგოებში და კმაყოფილებით აღსავსე დატოვეს ნატალია.

გზად კესომ თავისი ოთახისკენ გადაუხვია, ამიტომაც სალომეს მარტო მოუწია გზის გაგრძელება.
რაექნა აღარ ეძინებოდა, ცალკე ალექსანდრეს ჩამოსვლა და დაქალის მასზე გადარევა, ცალკე თავისი ვაჩესთან დაკავშირებული პრობლემები უღრღნიდა ტვინს და დაძინების საშუალებას ყველა გზიდან უჭრიდა.
-რას დაბოდიალობ აქეთ-იქით - ვაჩეს ხმა გაისმა კორიდორის დასაწყისიდან
-მე... უბრალოდ ჩემს ოთახს ვეღარ მივაგენი - დაიბნა წამებში
-გინდა დაგეხმარო? - ვიბლიანი მუდმივად მზად იყო დაებნია სალომე უარესად
-აა არაა იყოს ვიპოვი მეთვითონ
-დარწმუნებული ხარ? - ნელნელა გოგონასკენ დაიწყო სვლა
-რაგინდა ვაჩეეე რატო არ მანებებ თავს - მოთმინებიდან გამოვიდა ისიც
-არა რავიცი უბრალოდ კიდევ გამახსენდა რაღაც და ხო არ აინტერესებსთქო - ეს სიტყვები უკვე პირდაპირ სახეზე მიაფრქვია
-რააა - ენა წაუბორძიკდა - რა გაგახსენდა?
-ანუ ძალიან გაინტერესებს ხო - უკვე ცხვირით ეხახუნებოდა კისერზე
-ვაჩეეე არგინდა - ძლივს ამოიხავლა
-შენ როგორ გირჩევნია პრაქტიკაში განახო რა გამახსენდა თუ უბრალოდ გითხრა? - ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო, მთლიანად ახურდა სალომეც და მხეცივით დაეტაკა ბიჭს ტუჩებზე. არანორმალურებივით კოცნიდნენ ერთმანეთს, ცოტაც და ალბათ ტანსაცმელსაც შემოახევდნენ უეცრად ალექსანდრეს კარი რომ გაიღო და ნამძინარევი სახით გამოვიდა
-ამის დედაც ბოდიში ტო არ მეგონა- დაიწყო თავის გამართლება ნანახით გაკვირვებულმა.
სალომემ მაშინვე სირცხვილისგან ვაჩეს მკლავებში ჩამალა თავი და გაიტრუნა



№1 სტუმარი ani

ეს უდროო დროს გაწყვეტები რომ არა, ძალიან კარგია. მალე დადე რა ახალი. ვისაც არ უნდა, ნუ წაიკითხავს.

 


№2 სტუმარი ketis

დზალიან მომწონს და მინდა გააგრძელო და მაინტერეებს მაგათი ამბავი როგორ გაგძელდება თან ეს ვაჩე რაგაც მესიმპატიურება და მინდა რო მართლა შეაყვაროს თავი ..გელი გაგრძელებით

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee raa sayvarlebii ariaaan

 


№4  offline წევრი aNuGi

ძალიან კარგია, მე პირადად ძალიან მომწონს!
ჩემი რჩევა იქნება ნუ მიიტან "ცუდ" კომენტარებს გულთან, ბევრი იქნება ისეთი ვისაც მოეწონება ან არ მოეწონება შენი ისტორია, ეგ არაფერი, მთავარია მათ გარდა უამრავი მკითხველი გყავს, რომლებიც ყოველ დღე ელოდებიან ახალ თავს და იმათ ნუ გაუცრუებ იმედებს.
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline წევრი isterichka123

ვაიმე გმერტო რაკაიგაგრძელე

 


№6  offline წევრი უბრალოდ გიჟი

გააგრძელე და მალე დადე <3

 


№7  offline წევრი Teo tegi

Ar shewyvito ra gtxov, sulac ar Ari suleluri dzalian kargia, cisac ar unda ar waikitxos. RAC ar unda kargo iyos motxroba yvelas ver moewoneba, gemovnebis sakitxia. Shen tu Gsiamovnebs wera DA ginda ganagrdzo dadeba, ganagrdze nuravis nu usmen tandatan daxvewav. Chven vinc vkitxulobt DA mogvwons nu dagvtoveb shuagzashi ganagrdze....

 


№8 სტუმარი anuki

shevwyvitovo? xom ar gagijdii?! umagresiaaa gaagrdzeleee raaaa

 


№9  offline წევრი Figaro

ვაიი სალომეე :დდ არრგაბედო შეწყვეტაა :დდ

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

გაგრძელებას არ აპირებდი? rage rage
ეგ მეორედ არც გაიფიქრო ისე ვერთობი ამ ისტორიის კითხვისას მეტი მე არაფერი მაინტერესებს და მგონი ეგაა ხო მტავარი მკითხველს სიამოვნებდეს წაკითხვა. მე პირადად ისეთ ისტორიას ვეძებ რომელიც გამართობს გამახალისებს და მესიამოვნება წაკითხვა რაიმე სასწაული რომ მინდოდეს რომელიმე მწერლის რომანს ავიღებდი 500 გვერდიანს და ჩავიწითლებდი თვალებს კითხვით ...
რამდენი დავწერე ... მოკლედ ველოდები მომდევნოს კაი ხარ შენ

 


№11 სტუმარი მიკი

მალე დადე რა

 


№12 სტუმარი gulta mglejavi

აუ სალუსი დადე რა მალე თორე ავიწევი ჭკვიდაააააან!!! rage

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent