შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეთერთმეტე თავი)


16-08-2016, 12:05
ავტორი kaxelii
ნანახია 3 077

******11******
ერთი კვირა გიოს სკოლაში მივყავდი და გაკვეთილების ბოლოს მაკითხავდა, სახლში მივყავდი და თვითონ ისევ სამსახურში ბრუნდებოდა. რაც სკოლაში დავბრუნდი მთლიანად სწავლაზე ვიყავი კონცენტრირებული. ვცდილობდი როგორც ახალი ისე გამოტოვებული მასალა მესწავლა. ვეღარც გიოსთვის ვიცლიდი ვერც ლიკასთვის და ვერც ვერავისთვის. დილიდან დაღამებამდე ვიჯექი და ვსწავლობდი. გიოს არ მოსწონდა, სულერთ ადგილას რომ ვიჯექი მეუბნებოდა თვალებს დაითხრი სულ კითხვითო მაგრამ სხვანაირად ბევრ რამეს დავიკლებდი. კეთილი შურით მშურს ადამიანების რომლებსაც ერთი წაკითხვით შეუძლიათ ისწავლონ.
- აუუ გვანციი - ერთხელაც ოთახში გიო შემოვიდა და ბუზღუნი დამიწყო. - აუ ადექი რაა. წამო გარეთ გავიდეთ დაიღლები და ხვალ გამოცდაზე დაგეძინება.
-კაი რაა ვითომ იმიტომ მეუბნები რომ ხვალ არ დამეძინოს?
-კარგი ხოოო. მინდა რომ ეხლა მაინც წამოხვიდე ჩემთან ერთად. -თვალებს ისე საყვარლად მიფახულებდა უარი ვეღარ ვუთხარი. ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავყევი. უკვე მოსაღამოვებული იყო და გრილოდა კიდეც. ხელი გადამხვია და მკლავზე ნაზად მეფერებოდა. -მომენატრე გვანცი.
ჩვენს სახლთან ახლოს პატარა სკვერია და იქ ვსეირნობდით. გიო მეჩურჩულებოდა მე კი მისი სიტვარულით ვტკბებოდი ადრეც გითხარით რომ უზომოდ მსიამოვნებს როცა ჩემზე ზრუნავს,მეხუტება და მეფერება. მის მკლავებში იმდენად დაცულად ვგრძნობ თავს რომ არაფრის არ მეშინია. არ ვიცი ახლა რომ მითხრან ჯვარი არ დაგიწერიათ და შეგიძლია წახვიდე შენს სახლშიო, არ ვიცი რას ვიზვ ვფიქრობ ძალიან გამიჭიდება მათი დატოვება შეიძლება საერთოდ ვერც დავტოვო.ბევრჯერ მილაპარაკია ხატიასთან ამ თემაზე, ყოველთვის მეუბნება გიყვარსო მაგრამ ჯერ არა. უბრალოდ მივეჩვიე. ამბობენ მიჩვევაც სიყარულიაო. ხო მე მისი სითბო მიყვარს. მიყვარს მისი სიყვარული მაგრამ გიო მე ჯერ არ მიყვარს, იმ სიყვარული როგორც ცოლს-ქმარი.
-წამო წავიდეთ, დაიძინე თორემ დილით შენი გაღვიძება გამიჭირდება. - სახლში რომ მივედით დაღლილს ტკბილად დამეძინა. არც ახლა იყო გამონაკლისი, ისევ გიოს მხარზე მედო თავი ის კი ნაზად მეფერებოდა.
....................
-გვანციი, გაიღვიძე პატარა.
-ხო ავდგები ეხლავე. -ჯერ კიდევ მეძინებოდა მაგრამ დღეს პირველი გამოცდაა და ვერ დავაგვიანებ. გიომ ყელში მაკოცა და ოთახიდან გავიდა. გაბრუებულმა ჩავიცვი ტანსაცმელი და დაბლა ჩავედი. ჩემდა გასაოცრად ლიკას და სანდროსაც ეღვიძათ. გამწარებულები კამათობდნენ როგორც ყოველთვის. მთელი დღე ჩხუბი და მერე შერიგება, ესაა მათი დღის განრიგი. ეხლა ჰალსტუხის შეკვრაზე ჩხუბობდნენ.
...
-გვანციი, ერთი წამით. -მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი რომ შემაჩერა. -ეს შენ - ყუთი გამომიწოდა. -ტელეფონია.
-მე არ მინდა. არ იყო საჭირო.
-გვანცი ნუ გრცხვენია. ეს ტელეფონი იმიტომ გაჩუქე რომ დაგირეკო ხოლმე. მინდა ვიცოდე სად და როგორ ხარ მაშინ როდესაც ვერ გხედავ. გამომართვი გთხოვ.
-კარგი.- ყუთი გამოვართვი გავხსენი და p9 lite იდო. -ეს ხომ ძვირია. ხომ შეგეძლო იაფასიანი გეყიდა რამე. იქაც ხომ დამირეკავდი.
-აუ მოკლედ რაა... შენნაირი გოგო მე არ მინდახია. ნუ შეიძლება ითქვას მაგიტომაც მიყვარხარ მაგრამ ესეთი რამ? აბა გოგო ფანრიან ნოკიას ხო არ გაჩუქებდი? -ღიმილით მეჩხუბებოდა ბიჭი.
-აუ კაი რაა უბრალოდ არ მინდოდა ბევრი დაგეხარჯა. -დამნაშავესავით ამოვიბუტბუტე და თავი დავხარე.
-ისე არ მიჭირს რომ ჩემს საყვარელ მეუღლეს ტელეფონი ვერ ვუყიდო ამიტომ მორჩა ეს თემა! აღარ გვინდა ამ უაზრო რამეზე ლაპარაკი. -სახეზე ხელი მომისვა და გამიღიმა.
-მადლობა. -მისკენ გადავიხარე და ლოყაზე კოცნას ვაპირებდი რომ მოიხედა. უნებურად შევეხე მის ტუჩებს. ძალიან დავიბენი, სულ გავწითლდი.
-აუუ ნუ გრცხვენია რა გთხოვ. ჩემი ნუ გრცხვენია.
-კაი უნდა გადავიდე უკვე დიდი ხანია სკოლასთან ვდგავართ. სირცხვილია.
-წარმატებები ჩემო გოგო. ვიცი რომ აუცილებლად ჩააბარებ.- ჩემსკენ გადმოიხარა მაკოცა და თბილად მომეხვია. -ხო კიდე ეს სპორტული წაიღე წვიმას აპირებს და შეგცივა. - სპორტული მოსაცმელი გამომიწოდა . გამოვართვი და მანქანიდან გადავედი.
ბავშვები ეზოში მდგარ სკამზე ისხდნენ. სკოლაში არ შეიძლებოდა შესვლა. როგორც მითხრეს მე და ლიკა, პარალელური კლასელი ერთად შევდიოდით ყველაზე ბოლოს. მასწავლებელი გამოდიოდა და ორი ბავშვი შეყავდა შიგნით. ჩვენ კლაშს ორი პარალელური კლასი ყავს და მთლიანად სამივე კლასსი სამოცდა ჩვიდმეტი ბავშვი ვართ. ოთხი ბავშვი ჩაიჭრა სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა. ლია მასწაებელმა შიგნით შეგვიყვანა და დამსწრეს გადააბარა ჩვენი თავი. შიგნით ორი ბავშვი კიდევ იყო მათ შორის ერთი ხატია. კომპიუტერი არც თუ ისე რთულ საკითხებს მაძლევდა. თითქმის ყველაფერი ვიცოდი. საბოლოოდ 9,75 ავიღე არ ვიყავი უკმაყოფილო მაგრამ არც კმაყოფილი. ხატიამაც , ლიკამაც და გეგამაც ჩააბარეს. საბოლოოდ არ იყო სხვა სკოლებთან შედარებით ცუდი ნიშნები.
-აბა რა მიიღე გვანცი - მხიარულად ჩამძახა გიომ მობილურში.
-9,75 მივიღე . ჩავაბარე გიოო. -ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი.
-გილოცავ პატარა. ხატიამ რა აიღო.
-ოო ჩემმა ზარმაცამ 7,10 აიღო.
-რა გინდა არაა ცუდი შედეგი.
-ხო ვიცი.
-გვანც ტელეფონში დედაშენის, მამაშენის შენი ძმის და რავი კიდე შენი ახლობლების ნომრები ჩაგიწერე. დაურეკე შენებს წეღან მკითხეს რა მიიღოო და არ ვიცოდი. გელოდებიან, ძალიან ნერვიულობენ.
-კაი გიო დავურეკავ. კარგად.
- გვანც ეხლა გამოძახება მაქვს და ვერ მოვახერხებ მოსვლას. მაპატიე კაი?
-კაი არაუშავრს.
-ტაქსით წადი. წვიმს.
-კარგი უნდა გავთიშო მეძახიან.
სკოლიდან მალევე წამოვედით. ცოტა წვიმდა მაგრამ მინდოდა ფეხით გავლა. ხოდა მეც არ გავითვალისწინე გიოს სიტყვები და ფეხით გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი წვიმას რომ უმატა. მთლიანად დავსველდი. გასაწური ვიყავი. ნაბიჯს ავუჩქარე მაგრამ... ტაქსიც არსად ჩანდა. ტაქსი კი არა კაციშვილის ჭანება არ იყო. ძალიან დავიღალე.
სახლში ძლივს მივაღწიე. არავინ იყო. მაგიდაზე წერილი იდო "ნანამ დაგვირეკა და იქ წავედით, არ ინერვიულოთ"ო . ფეხსაცმელები დავიხადე. შემოსაცმელიც იქვე დავდე და საწოლში სველი მაიკით და კაბით დავწექი. ძალიან მეძინებოდა. სხვანაირად არ შემეძლო. იმდენად ვიყავი დალილი ვერანაირად ვერ გამოვიცვლიდი ტანსაცმელს.


გიორგი
.....
სამსახურში დიდხანს მომიწია ყოფნა, სახლში ექვსი საათისკენ დავბრუნდი. წერილი ვნახე და მაღლა ავედი. საწოლში გვანცა იწვა. არ მიმიქცევია ყურადღება, ეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინა. ტანსაცმელი გამოვიცალე და მერე შევამჩნიე რომ თმა სველი ქონდა. პლედი გადავხადე და მთლიანად სველი იყო. გაყინულიყო. ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. შუბლზე ხელი მივადე, სიცხისაგან იწვოდა. კარზე ზარი იყო უცებ ჩავირბინე კიბეები და კარი გავაღე. ლიკა სანდრო და ბავშვები იყვნენ.
-რა გჭირს რა სახე გაქვს - შეშინებულმა მკითხა ლიკამ.
-გვანცას სიცხე აქვს, იწვის ლიკა. წამოდი გთხოვ ზემოთ. ხელი დავავლე და დიდი სისწრაფით გავაქციე ზემოთ. ისეთი ძალით ვუჭერდი ხელს მიკვირს არ მოვამტვრიე.
ლიკამ გვანცას სველი ტანსაცმელი გახადა სუფთები ჩააცვა. საწოლის თეთრეულიც გამოცვალა და საწოლში დავაწვინეთ. ისეთი უსუსური იყო იმ წუთას. ხელში რომ მეჭირა გაეღვიძა დაღლილი ამღვრეული თვალებით შემომხედა და ისევ დახუჭა . გული მიკვდებოდა ასეთს რომ ვხედავდი. მინდოდა გაეცინა მაგრამ მას იმის ძალაც კი არ ჰქონდა რომ თვალები გაეხილა.



№1  offline წევრი isterichka123

კაი იყო ძალიან მომეწონა გაგრძელე

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

რა საყვარლებია რიან ესენი..
ეს გოგო როგორი ბუნჩულაა ვგიჟდები

 


№3 სტუმარი keke1

Dzalian sakvarlebi arian <3 Araa sachiro,rom aucileblad 12ze dado,jobs sagamoti dado magram msuke tavi,imitom rom ar gvkofnis mkitxvels es cicqna tavebi.warmatebebi^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent