ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(5)
მინდა სანამ კითხვას დაიყებდეთ რაღაც გითხრათ. როდესაც დავდე მე-4 ნაწილი მეგონა არავინ კითხულობდა რადგან კომენტარებიც ძალიან ცოტა მხვდებოდა ხოლმე მაგრამ მაინც საშინლად მიხაროდა თითოეული. შემდეგ ნახვებმაც იკლო და გადავწყვიტე აღარ გამეგრძელებინა, რადგან საიტის კედელზე დიდ ყურადღებას არც იპყლობდა, მაგრამ ახლა შემოვედი და ბოლოს დადებული თავის კომენტარები რომ ვნახე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მაინც გადავწყვიტე რომ გამეგრძელებინა :/ დროებით შეწყვეტისთვის დიდ ბოდიშს ვიხდი და დიდი მადლობა თითოეული კომენტარის ავტორს რომელმაც გული ასე ძალიან გამიხარა უზომოდ მიყვარხართ და თქვენი კომენტარრები რომ არა ახლა ამ თავსაც არ დავდებდი <3 ვგიჟდები ხალხო თქვენზე იცოდეთ რომ ლილუს ძალიან უყვარხართ, და იმედია ამ იდი თავით ისიამოვნებთ <3 თუ შემორჩა მკითხველი რომელსაც ეს აინტერესებს, მე მათთვის განვაგრძობ მკოცნის! ხელი მხართან ამოაქვს და პერანგს მხრიდან მკლავზე მიწევს. მხარზე თითებით ფრთხილად მეხება, შემდეგ კისერზე. მეც დაუფიქრებლად მკერდიდან კისერზე ვუცურებ თითებს. მაგრამ მაშინვე ვშორდები. მას ხომ შეყვარებული ჰყავს. არა! ეს არ შეიძლება! დენი გაკვირვებული მიყურებს და ხელს ისიც მაშინვე მაშორებს/ – რას აკეთებ? – ჩუმად ვეკითხები და ჯერაც ვე მივმხვდარვარ რა მოხდა. ღმერთო! – უნდა წავიდე! – დენი სწრაფად დგება, მაისურს ხელს ავლებს და ოთახიდან სწრაფად, მაგრამ ოდნავ კოჭლობით გადის. ყუთს და ნივთებს საწოლიდან ვაშორებ და ზედ მკვდარივით ვეცემი. ახლახან ჩემს ცხოვრებაში პირველად ვაკოცე ბიჭს. ეს ისეთი კარგი იყო! ღმერთო მეგონა კოსმოსში დავფრინავდი. შეიძლება მე მომეჩვენა მაგრამ ვიგრძენი რომ მის ტუჩებს ატმის გემო ჰქონდა. ძალიან გემრიელი ატმის. რატომ მაკოცა? მას ხომ ვძულვარ! მაგრამ რომ ვძულდე ჩემთან არ მოვიდოდა! არც მაკოცებდა! ხოო არ მაკოცებდა! ჩემი რა ბრალია? მე ხომ არ ვაკოცე! რატომღაც ძალიან ბედნიერი ვარ! ვიცი დენის შეყვარებული ჰყავს მაგრამ მან მაკოცა და არა მე! ამიტომ ბედნიერი ვარ! ახლა ის მოხდა, რისიც ალბათ ყელაზე ნაკლებად მჯეროდა. მე, დეიზი ჩარკვიანმა, ბიჭს დენიელ ჯაყელს ვაკოცე. ესსაოცრება იყო. დეიმ აკოცა დენის! დღეს ნამდვილ გოგოდ თავი პირველად ვიგრძენი. პერანგს ვიხდი და საწოლში ვძვრები. უკვე 6–ის ნახევარია და თენდება. თვალებს ვხუჭავ და მეძინება. * * * მეღვიძება. უკვე ოთხშაბათია. დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ჩვენება კვირასაა. ფეხზე ვდგები და სააბაზანოში გავდივარ. როდესაც ხელ–პირს ვიბან, მაშინღა მახსენდება რომ გუშინ ბიჭს ვაკოცე. ეს ბიჭი კი დენი იყო. დენი! დენი! დენი! ღმერთო რა მემართება! ის რომ მახსენდება ტანში ეკლებს მაყრის. რატომ? ასეთი შეგრძნება ხომ არავის მიმართ არ მქონია. მას რომ ვხედავ გულისცემა მიშქარდება, სუნთქვა მეკვრის და ცუდად ვხვდები. როდესაც მასზე ლაპარაკობენ, მაშინაც მიშქარდება გულისცემა. რატომ? რატომ? რატომ? სააბაზანოდან გამოვდივარ და გარდერობიდან ნაცრისფერ ტოპს, ჯინსის შორტს, თეთრ კედებს და კუბოკრულ პერანგს ვირჩევ. თმასაც ვივარცხნი და ზურგჩანთას ვიკიდებ. სახლიდან გავდივარ. ღმერთო ანდრო სესისთანაა!!! იქ რომ შევიდე დენი დამინახავს. იქნებ სახლში არაა... ან სძინავს... ან რომ ეღვიძოს და მისაღებში იჯდეს... მაშინ ხომ დამინახავს. გუშინდელისგამო ისედაც მრცხვენია! საშინლად მრცხვენია! თან ვბრაზობ კიდეც მასზე! ჩემს თვაზეც! მე ხომ დავანებე რომ ეკოცნა ჩემთვის. მაინც უნდა შევიდე. ისე ანდროს ვერ გამოვიყვან. ველოსიპედის საჭეს ხელებს ვკიდებ და წინა ეზოში ნელა გამყავს. იქვე ვაყენებ და სახლის შესასვლელთან ვჩერდები. გული ცოტახანში ამომივარდება! ღრმად ვისუნთქავ და კარებს ვაღებ. სახლში სწრაფად შევდივარ და მესამე სართულზე ავდივარ. სესის ოთახისკენ სწრაფად მივიწევ და კარებს ვაღებ. – დეიიიიი! – ანდრო მოდის და მეხუტება – შე მაიმუნო! – მეც ვეხუტები და ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი. გული ჯერ კიდევ გამალებით მიცემს. – დეი მოვიდააა! – სესიც მეხუტება და მასაც ასევე ვკოცნი. – მგონი მზად ხართ არააა? – ვეკითხები მათ – კიი! რიტამ გვაჭამა უკვე! – მეუბნება სესი – ეს ვინაა? – დაინტერესებული შევყურებ – მოახლეა ჩვენი – ააა! ხო, ხო, გამახსენდა! კარგით ჯობია წავიდეთ! – ვეუბნები მათ, სესი და ანდრო ზურგჩანთებს იკიდებენ და სამივე ოთახიდან გავდივარ – ოჰოოო! დეიიი! – ოთახიდან ელა გამოდის – ელააა! – მეც ისევე ვიძახი მის სახელს როგორც თავად და ერთმანეთს ვეხვევით – მოდიხაარ? – კი! წავიდეთ! – ის მიღიმის და ჩვენც პირველ სართულზე ჩავდივართ. მისაღები ოთახისკენ ვიხედები და ვშტერდები. შიგ დენი და ნუცა არიან და ერთმანეთს, ფანჯარასთან მიყუდებულები კოცნიან. – დენიიი! – ელა ეძახის, დენი კოცნას წყვეტს და ჩვენკენ იყურება, მაშინვე ჩემკენ გადმოაქვს მზერა და უცნაურად მიყურებს. მე ბრაზისგან ვიწვი. არა, ნუცაზზე არ ვბრაზობ, დენიზე ვბრაზობ. რატომ მაკოცა? მე ხომ მისის სათამაშო არ ვარ არაა? ასე რატომ იქცევა, თ ნუცა მოსწონს, ჩემგან რაღა უნდა? საშინლად ვბრაზდები და ღრმად სუნთქვას ვიწყებ. დენი მიყურებს, მაგრამ ამჯერად მეც ვუბღვერ. – დეი! რაღას დგახარ, წავიდეთ! – ელა მხარზე მეხება. მეც მაშინვე ვფხიზლდები და მას უკან მივყვები. ველოსიპედს ვაჯდები, სხვებიც ასე იქცევიან. მე და ელა ისევ წინ ვიჭრებით. – რაც დედა წავიდა ეს ალქაჯი ჩვენს სახლს ვერ მოვაშორე! – ელა ბუზღუნს იწყებს – ხოო! ეგ მეც შევამჩნიე! – მეც მისსავით დაბღვერილი ვარ. რამოდენიმე წუთი ჩუმად ვართ. შემდეგ კი ელა ყვირილს იყებს. – მივხვდი! მივხვდ! – სიხარულისგან ლამისაა ველოსიპედიდან გადმოვარდეს – რას მიხვდი? – მეც მეცინება და ხასიათზე მოვდივარ – უნდა გავაწამოთ! – კმაყოფილი მიყურებს * * * გაკვეთილების შემდეგ სააგენტოში მივდივართ. რეპეტიციას ვიწყებთ. დენიზე გაბრაზება კვლავ მიბრუნდება. ის ცდილობს რომ თვალი ამარიდოს. მეც ასე ვიქცევი. არ ვუყურებ. ვცდილობ არ შევხედო. ის ამას ახერხებს, მაგრამ მე მიჭირს. ჩემს თავზეც ვბრაზობ. ჩემს თავზე უფრო ვბრაზობ ვიდრე დენიზე. მე მას უფლება მივეცი. * * * – მოვრჩი! წავიდეთ! – გამოსაცვლელიდან ელა გამოდის – დღეს ძალიან დიდი ხანი გვქონდა რეპეტიცია! – ვეუბნები და თან საათზე ვიხედები რომელიც, 23:45 – ს აჩვენებს – ხოო! ძაან დავიღალე! – ამბობს ელა შენობიდან გავდივართ – შენი აზრით გამოგვივაა? – ვეკითხები და ორივე ველოსიპედებს ვაჯდები – რა? – ნუცა! – ვახსენებ – ოოჰ! როგორ არა, ნუცა ჩემთვის პირველი არაა! ალბათ დენის მე–20 შეყვარებული იქნება! არ გაგვიჭირდება დამიჯერე. – უკვე ტრასაზე მივქრით – იმედი მაქვს! – ვამბობ და თავს დაბლა ვხრი. ვუთხრაა ელას რომ დენიმ მაკოცა? რომ გაბრაზდეს... მაგრამ ის ხომ ჩემი მეგობარია, არამარტო მეგობარი. – ელა! – გაუბედავად ვეძახი – ხო – ის ჩემკენ იხედება – რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ... – ხოო გისმენ თქვიი! – ელა ველოსიპედს აჩერებს და მოუთმენელი ღიმილით მიყურებს. ველოსიპედს მეც ვაჩწერებ. – გუშინ, ბლუ და დანარჩენები რომ გავიცანი... – მას ვუყურებ, რომ გაიხსენოს – ხოო რამე მოხდაა? საბამ ხომ არ გითხრა მომწონხაროო? – ისევ იღიმის – არა, არა, არაფერი უთქვამს – აბა რა მოხდა დროზე თქვი! – ხტუნვას იწყებს – თუ დააკვირდები შენ თვითონ არ მაცდი რომ გითხრა! – გაბრაზებული ვუყურებ – მართალი ხარ ვჩუმდები! – საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიაქვს – პლაჟიდან გავიდეთ რაა! – ელა მოუთმენლად მიქნევს თავს და პლაჟზე ჩავდივართ. გზას სახლისკენ მივუყვებით – თქვი რისი თქმაც გინდოდა!!! – ხოო – ველოსიპედები ნელა მიგვყავს – გუშინ სხლში დაბრუნების შემდეგ, აბაზანაში შევედი, იქედან რომ გამოვედი წიგნის კითხვა დავიწყე, არ მეძინებოდა. დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე. ამ დროს კარზე ბრახუნი გავიგე, შენ მეგონე და მაშინვე კარისკენ გავიქეცი, რომ გამოვაღე... – ღრმად ვისუნთქავ – ვინ იყო? – ელა ისევ მოუთმენლად ცქმუტავს – დენი! – მისკენ ვიხედები. ის პირს აღებს და გაოცებული მიყურებს. თველები უფართოვდება. – დენიიი? – ლამისაა იკივლოს, მე თავს ვუქნევ – რა უნდოდა? – ის რომ დავინახე გავქვავდი, ხელი მუცელთან ედო და სისხლიანი ჰქონდა – ელას ცოტა უკლია რომ თვალები გადმოსცვივდეს – ნაჩხუბარი იყო და დაიჭრა, მითხრა რომ დახმარება უნდოდა და სახლში ვერ შევიდოდა, მეც შემოვუშვი, ჭრილობა არ იყო სერიოზული, უბრალო ნაკაწრი, მაგრამ სისხლი ძლიერად მოსდიოდა, როცა სახეს ვუმუშავებდი – გულისცემა მიჩქარდება – დენიმ მაკოცა – თავს სირცხვილით დაბლა ვხრი – რააააააა? – ელა ჩემდა გასაკვირად სიცილით კივის – ღმერთო რას არ მოესწრება კაცი! – ელა ყვირილს იწყებს – რამაგარია ჩემს ძმას დეი მოსწონს! – ისევ ყვირის – ოოჰოოუ! გაგიჟდი რა გაყვირებს, საიდან მოიტანე! – ველოსიპედს მას ვუახლოვებ და მკლავზე ძლიერად ვურტყამ ხელს – აუუუ! მერე, მერე რა მოხდა? – ტკივილს ყურადღებას არ აქცევს – არაფერი, წავიდა – ელას ვუბღვერ – ღმერთო რა ბედნიერი ვარ! – ისევ ყვირის – დეი და დენი! აუ რამაგარია, ნახე რამდენი საერთო გაქვთ – ელა ჩამოთვლას იწყებს – ორივე მოდელი, თან დაწყვილებული, ცისფერთვალებები და ქერები, სახელის რითმა ერთნაირი, დენი დეი, ორივეს სახელი "დ"ზე იწყება. ღმერთო! ასეთი გინახააავს რამეე? – ის ცისკენ იხედება და ხელებს მაღლა წევს, მაგრამ მალევე ველოსიპედზე აბრუნებს – ელა იმიტომ არ მითთქვამს რომ იყვირო, უბრალოდ ვერ დაგიმალე – სიცილს მეც ვეღარ ვიკავებ – ეს რომ დაგემალა ჩემი ხელით დაგახრჩობდი ზღვაში! აუ რამაგარია! – ელა ველოსიპედით წრეებს ჩემს ირგვლივ არტყამს – შენც გაქვს მიზეზი რომ ნუცა გავაწამოთ! – იცინის – დენის გამო არა, ის უბრალოდ ნერვებს მიშლის! – ისევ ვიცინი – ხოო როგორ არა! – ელაა! – ვღრიალებ – კარგი ვჩერდები! – უკვე ისე იცინის სუნთქვა უჭირს სახლამდეც მივდივართ. ველოსიპედები აგვყავს და კოტეჯთან ორივე ვაჩერებთ. – ჩემთან რჩები ხოო? – მისკენ ვიხედები გახარებული – ვერ მომიშორებ! – ის იცინის და კოტეჯში ორივე შევდივართ. – სესი და ანდრო? – სესისთან რჩება დღეს ანდრო – უდარდელად მეუბნება. უკვე პიველი საათია დაწყებული. ჩემს ოთახში შევდივართ. პირველი სააბაზანოში ელას ვუშვებ და თან ჩემი პიჟამებიდნ წყვილ შორტს და მაისურს ვაძლევ. ის რომ გამოდის მე შევდივარ და მეც მისსავით პიჟამას ვიცვამ, ოღონდ მოკლემკლავიან მაისურს. ოთახში რომ გავდივარ ელა უკვე საწოლშია. მეც ვწვვები მის გვერდით. – ზუსტად 2–ზე უნდა გავიდეთ – ის ჭერს მიშტერებია – ხოო, ვიცი – მეც ჭერს ვუყურებ – გამოგვივა! – ელა იცინის – ეგეც ვიცი – მეც მეცინება – ჩემ ძმას მოსწონხარ, ეგეც იციი? – ჩემკენ დამცინავად იხედება – გაჩუმდიიი! – ვყვირი, ის კი გამწარებით იცინის 2 საათამდე ჩხუბში და ლაპარაკში გაგვყავს დრო. – მორჩა! ავდგეთ! – იძახის ელა სიცილით და დგება. მეც ვდები. – არ გამოვიცვალოოთ? – გაკვირვებული ვუყურებ როდესაც ის კარებიდან გადის – ფეხსაცმელები ჩავიცვათ და მეტი არაფერი არ გვჭირდება! – იძახის და ფეხზე თავის შავ კედებს იცვამს, მე მუქ შინდისფერ კედებს ვიცვამ. – ელა უკვე გამზადებულ ორ, თეთრ საწოლის გადასაფარებელს, ორ სანთელს და თავის ტელეფონს იღებს. – ესენი შენ დაიჭირე! – მეუბნება და ერთ გადასაფარებელს და სანთელს მიწვდის, მეც ვართმევ და ასანთსაც ვიღებ. – ჩვენი დროც დადგა! – ნუცა სერიოზულ სახეს იჭერს მაგრამ მაევე ეცინება – საპონი არ დაგავიწყდეს! – მეუბნება და მეც მაშინვე საპონს ვიღებ. კოტეჯიდან გავდივართ და სახლში უკანა შესასვლელით შევდივართ. – სესის უთხარიი რაც უნდა გააკეთოს? – ელასკენ დაეჭვებული ვიყურები როცა მესამე სართულამდეც ავდივართ – კიი! ეს დამავიწყდებოდაა? დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, ანდროც დაგვეხმარება! – ელა კმაყოფილი სახით მიყურებს – კარგია! მაგრამ ანდრო სიცილს ვერ იკავებს ხოლმე! – მეღიმება – არაუშავს! ჩვენ მაინც მოვასწრებთ. – მაიმედებს ელა და სესის ოთახში შევდივართ, ბავშვებს ტკბილად სძინავთ – აეთრიე ეეე! – ელა სესის აჯაჯგურება, ის კი ზმუილს იწყებს – რანაირად ექცევიი? – მე მეცინება – ეეე, ადექი შენ! – ანდროს ვანჯღრევ – აუუფ! ვის რას ეუბნები! – ელა იცინის და ანდროსაც ეღვიძება – უნდა დავიწყოოთ? – სიხარულით ყვირის სესი – ხო და ადექი მალე! – ეუბნება ელა. ანდროც დგბა და პიჟამების ამარა გადმოდიან საწოლიდან. – მისმინეთ! – ელა სესისა და ანდროსკენ იხება – ხომ იცით რასაც აკეთებთ, სამზარეულოში ჩადიხართ და დენის ეძახით, ის რომ ჩამოვა ეტყვით რომ ვიღაც დაინახეთ ფანჯარაში და შეგეშინდათ, თუ ძალიან მალე დააპირა წამოსვლა უკან იცოდეთ რამით შეაჩერეთ გასაგებიაა? – ელა ორივეს გამომცდელად აკვირდება – რამდენჯერ უნდა გვითხრა დებილები კიარ ვართ! – სესი მობეზრებით აქნევს თავს – ძალიან კარგი, ახლა მოუსვით! – ბავშვები ოთახიდან გარბიან – წამო! წამო! – ჩურჩულებს ელა და მეც მივყვები. დენის ოთახთან მდგარ დიდ ბოძს ვეფარებით. – მიდი გადაიცვი! – მეუბნება ის და თეთრ გადასაფარებელს ზემოდან იფარებს. მეც მასსავით ვიქცევი. სანთელს ხელში მყარად ვიჭერ. გული საშინლად მიცემს. – დენიიიი! დენიიიიი! – ისმის სესის კივილი. ღმერთო რა კარგი მსახიობი დადგება ამ ბავშვიდან. – დენიიიიი! – ლამისაა ორად გაიპოს დენის ოთახიდან ხმაური ისმის და ცოტახანში ის დერეფანში გამოდის. წელს ზემოთ შიშველია. ის კიბეებზე ჩადის და ნელა ჩვენც მას მივყვებით. კიბეზე ვდგებით, დენი ბოლომდე რომ ჩადის ელას ვეკითხები. – რომელ საფეხურებზე? – ბოლოსკენ, თორემ მწარედ რომ წაიქცეს ცუდ დღეში ჩავვარდებით, თან ბოლო საფეხურებისკენ უფრო ჩქარა წამოვა. – მართლაც ამ სართულის, კიბის ბოლო საფეხურებს ძალიან მაგრად ვსაპნავთ. შემდეგ ისევ ზემოთ ავდივართ და მოაჯირზე წითელი საღებავით სავსე, სპეციალურად მომზადებულ დიდ ჯამს ვამაგრებთ თოკებით. ისევ დენის ოთახთან მივდივართ და სანთლებს ორივე ვანთებთ. ელა ტელეფონში რაღაც საშინელ მუსიკას რთავს, საშინელებათა ერთ–ერთ ფილმიდან და ოთახში შევდივართ. საწოლზე ნუცას ტკბილად სძინავს, ღამის პერანგში გამოწყობილს. – აუწიე! – ვანიშნებ ნინას და ისიც უფრო ხმამაღლა რთავს მუსიკას. ღმერთო სიცილს ძლივს ვიკავებ. ელას თეთრი გადასაფარებელი აფარია სახეზე, მაგრამ ვხვდები რომ ისე უჭირს სიცილის შეკავება მთლიანად გაწითლებულია. ნუცას ნელნელა ეღვიძება. იზმორება და ბოლოს თვალებს სწრაფად ახელს. ჩვენკენ სწრაფად იხედება და კივილს იწყებს. ელა ოთახში სასაცილოდ იწყებს სიარულს და რაღაც ხმებს გამოსცემს თან იმეორებს " ზეციურო სხეულებო, მოვკლათ იგი!" მე კი სიცილისგან წელში ვიხრები. ნუცა ისევ კივის. ლამისაა სანთელი ხელიდან გამივარდეს. გათხაპნილი ალქაჯი ფეხზე ხტება და დერეფანში კივილით გარბის. ჩვენ მაშინვე ერთი ხელის მოსმით ვიშორებთ გადასაფარებლებს და მას ჩუმად მივყვებით. ის ისე სასაცილოდ კივის. კიბეებზე გამწარებული ჩარბის კივილით და ბოლო საფეხურებსაც უახლოვდება. – შეეცადე ჩუმად გაგეცინოს! – ძლის იძახის ელა, ის უკვე იცინის. მხოლოდ 3 საფეხური გასაპნულამდე. 2... 1 და ნუცა ბრაგვანით ეცემა ძირს. უფრო ძლიერად კივის. ელა თოკს ქაჩავს, ჯამი იხრება და მთელი წითელი საღებავი ზედ ეღვრება ნუცას, ის ამჯერად კარგავს თავის სინაზეს და ხარივით ღმუილს იწყებს. (კიდევ კარგი ეს საღებავი ადვილად შორდება) ელა ხმამაღალ სიცილს ვერ იკავებს და გულიანად ხარხარებს. ვეღარც მე ვჩერდები. მაშინვე დენი ამორბის და მას უკან ბავშვები მოჰყვებიან სასტიკი სიცილით. – გამოვიდაააა! – ელა მეხვევა და მეც სიცილით ვეხვევი. დენი ნუცას წინ ჩერდება, ნუცა ისევ ღმუის. დენი გაურკვეველი სახით უყურებს. მგონია რომ ახლავე ამოვა და კედელზე მიმასრისავს, ელას კიდევ დაინდობს, მაინც დაა. მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტ. კიბის საფეხურზე ვჯდები და ვიცინი, ელა გვერდით მიჯდება. დენის გამომეტყველება ეცვლება და სიცილს იწყებს. – რა უქენით? – ვეღარც ის ჩერდება, რაც ძალიან მაკვირვებს. – დენიიიიიი! – ელა ამჯრად ისევ კივის – ამ ორმა ალქაჯმა, ამ ქაჯებმა, ხედაავ რა მიქნეეეს! – დენი ცდილობს სიცილი შეიკავოს მაგრამ მაინც ვერ ახერხებს და იცინის. – ვაიმე დედა! – ელა თავს მხარზე მადებს და ისტერიკულად იცინის. – რა ბედნიერებაა! – კმაყოფილია. ანდრო და სესი კი ლამისაა კიბიდან გადავარდნენ ისე იცინიან. – დენიიი, უთხარი მათ რამეეე! რა ჰქვია ამ საქციელს?– ხელს ჩვენკენ იშვერს ნუცა – დამპლური თამაშები! – ელა პასუხობს და ამაზე უფრო მეცინება – კარგი არაუშავს! – დენი სიცილით მიდის ნუცასთან და ადგომაში ეხმარება. მაგრამ ნუცას ისვ უსრიალდება ფეხი და ისევ ძირს ეცემა – აუუუუუ! – ტირილს იწყებს. დენი მას ზურგს აქცევს, იცინის, სახელს ისევ ასერიოზულებს და ისევ ეხმარება ადგომაში. ამჯერად აღარ ეცემა. – ჯობია წყალი გადაივლო, ეს მალე მოგშორდება! – დენი ცდილობს სერიოზულად ეელაპარაკოს – არ მინდა! საყვარელო ბოდიში, მაგრამ მე ამათთან ვეღარ დავრჩები! უნდა წავიდე! – ნუცა დენის კოცნს და კიბეებზე ჩარბის – ასე სად წახვალ? – ელა სიტყვას აწევს – თქვენთან გაჩერებას ისევ ეს მირჩევნია! – ნუცას ყველა უკან მივყვებით. ისეზოში გადის. დაცვა გაფართოებული თვალებით უყურებს, მას ხომ გამჭირვალე ღამის პერანგი აცვია. ის ეზოდან გარბის. თავის მანქანაში ჯდება და მიდის. – ხედააავ?! ზუსტად ეს მინდოდა! – ელა კარებში დოინჯშემოყრილი ამაყად დგას, სუპერმენის მოსასხამიღა აკლია. – რას გავდა! – ისევ მეცინება – ღირსია! გახსოოვს პოდიუმი რომ გაგისაპნა და წაიქეცი, გადავუხადეთ! – ისევ ამაყად იღიმის – ცოდოა! – ამჯერად ნუცა მართლა მეცოდება – ჰმ! არაფერიც! ღირსი იყო! მანამდეც ბევრი დამპლობა უქნია! ამ დროს დენი უკან ბრუნდება და ჩვენთან მოდის. – რა იყო ეს! – სერიოზული სახით აშტერდება ელას, მაგრამ მერე ეღიმება და იცინის – ჩემო ძმაო, თვალები გაახილე, ამის მეტი იმდენი ლამაზი გოგოა! – მკლავს მირტყამს, მეც ვუბრუნებ – მოკეტე! – კბილებში ვცრი. სესი და ანდრო ჩვენთან დგანან და დენის უყურებს. – მადლობა ციყვებო! – ელა სესის და ანდროს თმას უჩეჩავს– ახლა კი წადით და დაიძინეთ! – ბავშვები მირბიან – ამათ შენ უთხარიი რო ეყვირაათ? – დენი წარბებს მაღლა წევს და თითით ბავშვებისკენ მიანიშნებს – დიახ! ნუ მე რაა... დეიზიმ უთხრა ჩადით და დენის დაუძახეთო, რომ გააღვიძოთ და ჩამოვიდესო! ხომ ასე იყო დეი? – ელა ჩემკენ სიცილით იხედება. დენი გაკვირვებული მიყურებს – არა! ნუ მაბრალებ! თვითონ დაავალე! – ვწითლდები და დაბღვერილი ვეუბნები – კარგი ხოოო? თუ გრცხვენია ნუ იტყვი.... მართალია მაბრალებ მაგრამ არაუშავს, ვითომ მე ვიყავი! – ღმერთო ეს რა გველი ყოფილა, მას გაშტერებული ვუყურებ, ყურებს ვერ ვუჯერებ მე რომ მაბრალებს - კარგი, ჩვენ წავედით! – ელა ხელს მკიდებს და კოტეჯისკენ მივდივართ. დენიც შედის სახლშ, თან ეცინება. – შენ გაგიჟდიი? – ელას ვაჩერებ და დაბღვერილი ვუყურებ – რატოომ? – თითქოს ვეც კი ხვდება – რატომ დამაბრალე? – უკვე წამოყვირება გამომდის – აუუჰ! კარგი რაა! წამო დავიძინოთ! ბევრი ვინერვიულე! – მაინც მეღიმება და ელას მივყვები * * * დილით მზის სხივები მაღვიძებ. თვალებს ზანტად ვახელ და ვხედავ რომ საწოლში მხოლოდ მე ვწევარ. ელა სადაა? მაშინვე საწოლიდან თავს ვწევ და ვხედავ რომ ელას იატაკზე სძინავს. სიცილი მივარდება. – ელაა! – საწოლიდან გადავდივარ და მის გაღვიძებას ვცდილობ – ოოოოუუუუ! – ზმუის – ადექი ძირს გდიხარ! – ისევ მეცინება – რააა? – თავს მაღლა სწევს და თვალებს ნელა ახელს – რომ გავიღვიძე ძირს ეგდე! – ვუხსნი – შენ გადმომაგდე ხოოო? – ელა ფეხზე დგება და მხარში მუშტს მირტყამს – ხოო ალბათ! – მეც იგივეს ვუკეთებ * * * ხუთშაბათი და პარასკევი ერთფეროვანია. სკოლა და შემდეგ რეპეტიცია რითაც ძალიან ვიღლები და სახლში გვიან მოვდივარ, ამიტომ საშინლად მშივდება მაგრამ ამ დროს გვიკრძალავენ 6-ის შემდეგ ჭამას. ეს ორი დღეც გადის და შაბათი თენდება. ჩემს გვერდით ანდროს სხეულს ვგრძნობ. თვალებს ვახელ. ის მე მეხუტება. შუბლზე ძლიერად ვკოცნი და საწოლიდან ვდგები. გარდერობს ვაღებ და ჩასაცმელად ჭაობისფერ მაისურს, ამავე ფერის პერანგს, ჯინსის შარვალს და კედებს ვარჩევ. ხელპირს ვიბან და ანდროსთან მივდივარ. - ანდროო! - ოდნავ ვარხევ - ანდროო! - ახლა უფრო უხეშად - აეეეე! - ვუყვირი და ვჯიკაობ - რა გინდააა? - იწყებს ზმუილს - მე მივდივარ და რო ადგები საჭმელი მაცივარშია. მერე თუ მოგინდება სესისთან გადი კარგიი? - ხოო! - ანდრო საწოლზე უფრო მოხერხებულად წვება და ძილს აგრძელებს სახლიდან გამოვდივარ და წინა ეზოში გავდივარ. ამ დროს ელაც გამოდის სახლიდან. - მოდიხარ ხოო? - ელა მეხუტება - აბა როგორ! - მეც ვეხუტები და ეზოდანაც გავდივართ - აუ დღეს ნახე რა სახეები ჰქონდეს ალქაჯს! - ელა ეშმაკურად იცინის - ძაან ხოარ შევტოპეეთ? - მეც მეცინება - რაა გოგო ვარესის ღირსია ეგ! ბოლომდე არ იცნობ მაგას - ელა ზიზღით იძახის - მე საკმაოდ კარგად გავიცანი! - ამას სერიოზულად ვიძახი - ხოო, ეგეც მართალია და არ უნდა გეცოდებოდეს - არ მეცოდება - ვიძახი და გზას ვაგრძელებთ * * * რომ მივდივართ ვხვდები რომ ელა მართალი იყო. ნუცა ისეთი სახით გვიყურებს დარწმუნებული ვარ იარაღი ხელში რომ ეჭიროს წამითაც არ დაფიქრდებოდა ისე მიმიხვრიტავდა შუბლს. ბედი მაქვს რომ ასე არაა! რეპეტიციას ისევ მე და დენი ვიწყებთ, რახან ჩვენების ბოლო დღეა, ვიფიქრე რომ ჩვენების ტანსაცმლით გვარეპეტიციებდნენ მაგრამ ამბობენ რო შეიძლება რომელიმეს კოსტიუმი დაზიანდეს, ამიტომ ჩვენებამდე არავის აქვს ამის უფლება. * * * დილიდან 12 საათამდე გვარეპეტიციეს. დენის ჩემკენ არც გამოუხედავს. არც მე გამოიჩენია ინტერესი. მაგრამ ვერ ვიკავებდი მისსავით თავს რომ მეყურებინა მისთვის. შემდეგ ელა მოვძებნე და სახლშიც ერთად დავბრუნდით. ელას ვემშვიდობები და კოტეჯში გავდივარ. ანდროს ოთახში შევდვივარ. ეს ოთახი ცარიელია. ვეგარ ვახერხებ მის ნახვას ხშირად. კარებს ვიხურავ და ჩემს ოთახში გავდივარ. ვიბან, პიჟამას ვიცვამ და შემდეგ ტელეფონს ვიღებ და დედას ნომერს ვკრეფ. - ნინა! - მესმის დედას ხმა. - დეე, როგორ ხართ? - ვეკითხები და საწოლში ვძვრები - ჩვენ კარგად, ნინო სულ სადღაც გარბის და მეც ვეხმარები რაღაცეებში. თქვენ რას შვრებით დეე? ანდრო როგორაა? - ანდრო ამ დღეებში სესისთან რჩება, მე ძაან გვიან მოვდივარ და მაგიტომ. - ჩვენება ხვაალაა ხოო? როგორ მინდოდა რომ, ჩამოვსულვიყავი და მენახე, ნინოც ვერ ახერხებს ჯერ ცჰამოსვლას - დედას გულდაწყვეტილი ხმა აქვს - და როდის ჩამოხვაალ? - არ ვიცი დეე, ამ დღეებში ვფიქრობთ, შენსკენ რა ხდებაა? - რავი, რეპეტიციები ძალიან დიდ ხანს მაქვს უკვე, თან სახლში ასეთი დაღლილი მოვდივარ და მიკრძალავენ 6-ის მერე პირი არაფერს დააკაროო. როგორია ახლა ეს? - გაბრაზებული ვიძახი და დედას ეცინება - დენი როგორაა? - მეკითხება მოულოდნელად დედა - დენიი? რავი კარგად, ამას რატო მეკითხები? - მაინც. მაინტერესებს. და ელა და სესი? - ისინიც კარგად არიან - დეი, იცოდე რომ სიყვარული ძალიან ძლიერი რამააა - ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკება - დედა ამას რატომ მეუბნები? - დეი შენ ჩემი შვილი ხარ! მე გაგზარდე და შენი ხასიათი ჩემსაზე უკეთაც კი ვიცი - რას გულისხმობ დედა? - მე სიყვარულზე გეუბნები. ხომ უნდა იცოდე არაა? - დედა არ ვიცი. მე როგორ უნდა მივხვდე როდის შემიყვარდებაა? - ამ კითხვაზე პასუხი კი მართლა მაინტერსებს - დეი ვფიქრობ შენ უკვე მიხვდი ამას - ვატყობ რომ დედაც იღიმის - რაა? დედა წესიერად ამიხსენი! - გული სწრაფად მიწყებს ფეთქვას - რაიყო, ვითომ დენი არ გიყვარდეს! - დედა უკვე სიცილს იწყებს - დედა ეს საიდან მოგაქვს? - მეც გაცოფებული მეყვირება - რო უყურებ მკვდრის ფერი გედება დეი! - დედა ისევ იცინის - ასე არ არის! - ვიბღვირები თითქოს ვინმე მხედავდეს - ასეა! ასე! ნუ იტყუები! მე გიყურებ დეი! სიყვარული სირცხვილი არააა, პირიქით! ეს ძალიან მაგარია! - დედა სიცილს წყვეტს - დედა დენი არ მიყვარს! - სიტყვებს ვკვეთ - კაი ასე იყოს მაგრამ თავს იტყუებ დეი! - დედა იცინის - სხვა არაფერი ხდებაა? - თემას ვცვლი - ისეთი არაფერი, ანდრო ჩამიკოცნე კარგიი? - ხოო ვეცდები - მეცინება - კარგი ახლა დავიძინებ თორემ მალე ყურმილში ჩემს ხვრინვას გაიგებ - კარგი, კარგია რომ დამირეკე, ძილინებისა - ძილინებისა დეე! - ტელეფონს ვთიშავ და დედას ნათქვამზე ვფიქრობ. მან რა იცის რომ მიყვარს დენი? მე ის არ მიყვარს! ან იქნებ მართლა... არა! არა! არ მიყვარს! მაგრამ მან მაკოცა! არა! მერე რაააა! მეორე დღეს ხომ ნუცას კოცნიდა! მაგრამ მაინც... დეიზი მოკეტე! თავს ვაძალებ ამაზე აღარ ვიფიქრო და თვალებს ვხუჭავ * * * და თენდება დღე. დღე როდესაც ჩემს ცხოვრებაში ხდება რაღაც განსაკუთრებული. ტელეფონს ვიღებ და საათს ვამოწმებ. 8 საათია და მაშინვე ფეხზე ვდგები და გარდერობთან მივდივარ და ვტანსაცმელს ვიცვამ. ხელპირს ვიბან და თმას ვივარცხნი. კოტეჯიდან გავდივარ და კარს ვკეტავ. ველოსიპედს ვაჯდები და წინა ეზოში გავდივარ. ელასთან ვრეკავ. - ხო დეი, მოვდივარ! - მეუბნება ის - კარგი დაუჩქარე! - ვეუბნები და ვთიშავ. ისიც რამოდენიმე წუთში გამორბის სახლიდან. - წავედით! წავედით! - ველოსიპედას აჯდება და ორივე გავდივართ - შენი კაბა ხო ნახეე? - მეკითხება ელა, კი მაგრამ შენი არ მინახავს - ჩემი ვნახე, მაგრამ შენი არ მინახავს! - იმდენად სწრაფად მივდივართ რომ ქარი ხელს მიშლის ელას ნათქვამის გაგებაში და ორივე ვყვირით - ჩემი თეთრი და გრძელია - ფრთებს ხომ შენც მოგაბამეენ? - ხოო აბა როგორ, ნუცასაც! - ნუცას ხსენებისას იჯღანება და მე მეცინება, შემდეგ ისიც იცინის * * * სააგენტოში შევდივართ. - ოჰ! როგორც იქნა! - თომი მაშინვე დერეფანში გვხვდება - დროზე გამომყევით! - ის წინ მიგვიძღვის და ჩვენც მივყვებით უკან. დაახლოებით 5 საათამდე ვრეპეტიციობთ. შემდეგ კი ყველა გოგო სამაკიაჟოში შევყავართ. - დეიზი MY sweet! მოდი და აქ დაჯექი ახლავე მოგხედავ. okay? - მე თავს ვუქნევ და სარკის წინ სკამზე ვჯდები. რაც უფრო ახლოვდება ჩვენების დრო, მით უფრო ცუდად ვხდები და ხელის გულები საშინლად მიოფლიანდება. გულისცემაც მიჩქარდება ნელნელა. მაგრამ ეს ბაბუას მოეწონებოდაა? მოეწონებოდაა რომ მე მოდელი ვარ? მე ხომ ეს არც კი გამიფიქრებია! ნეტავ ას იტყოდა ბაბუ? ის ახლა ისეთ სიტყვებს მეტყოდა რაც დამამშვიდებდა. მაგრამ ის აღარ არის და ამას უნდა შევეგუო. თომი მოდის და დაახლოებით ორ საათ ნახევარი მხოლოდ თმის დავარცხნას, რაღაც უამრავი სპრეის შესხმას და დახვევას უნდება. არ მესმის ამდენი რა საჭიროა როცა უბრალოდ შეგიძლია თმა დაახვიო. მაინც იგივენაირ ვარცხნილობას როცა იღებ. ამის შემდეგ კი მაკიაჟს მიკეთებს. - კარგით გოგონებო! ადექით და კოსტიუმები მოირგეთ, დროა! - ოთახში ქალი შემორბის - ადექი! მიდი ჩემო გოგო! - თომი სკამიდან მაყენებს და სადღაც მივყავარ. დერეფანში გავდივართ და მესამე სართულზე ავდივართ. რაღაც ოთახის კარებს ვაღებთ სადაც უამრავი კაბაა. პირველი კაბა ჩემია. წელს ზევით ცოტათი გამჭირვალეა. - მიდი my sweety, ეს უნდა ჩავიცვათ! - თომი კაბას საკიდიდან ხსნის და ორ დამხმარესთან ერთად გამოსაცვლელში მაგდებს. ამ ორ გოგოსთან გაშიშვლება მეუხერხულება, მაგრამ ხმის ამოღების უფლება არც მაქვს. ხალათს ვიხდი და მათი დახმარებით კაბას ფრთხილად ვიცვამ. ამ კაბაში თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობ. - ჩქარა my sweety, ჩვენება 9-ზე უნდა დაიწყოს, ახლა უკვე, ცხრის ნახევარია, ამიტომ დაუჩქარე, სტუმრები უკვე სხდებიან! მე ფეხსაცმელსაც ვიცვამ და გამოსაცვლელიდან გავდივარ. - ოოო!my god! - თომი ხელებს სახეზე იდებს - so beautiful!!!! - ის პირს აღებს და მიყურებს - შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ ძვირფასო! ფრთებიღა გაკლია და ესეც მალე გექნება! წამოდი! წამოდი! - თომი ხელს მკიდებს და ამ ოთახიდან ისევ სხვა ოთახში გავდივართ. ყველ ჩემკენ იხედება. ნუცას ვამჩნევ, რომელსაც ვარდისფერი და გრძელი კაბა აცვია და ამავე ფერის ფრთები უკეთია, თმა კი ჩამოშლილი აქვს, ძალიან ლამაზია. ჩემკენ დაბღვერილი იხედება. ვცდილობ მისი მზერა არ შევიმჩნიო და თავს დაბლა ვხრი. ხელები საშიჯნლად მიკანკალებს და გულისრევის შეგრძნება მაქვს. - აი ესეც შენი ფრთები! - თავს ვწევ და ღია ლურჯ და დიდ ფრთებს ვხედავ. თვალები მიშტერდება. ეს რომ გავიკეთო გავლაც ხომ მომინდება არაა? ამით როგორ გავიარო? - ეს უნდა გავიკეთოო? - გაკვირვებული ვუყურებ - რათქმაუნდა საყვარელო! - თომი საათზე იხედება და ამ დროს ოთახში ვიღაც ორი გოგო შემოდი - უკაცრავად მაგრამ დაწყების დროა! - ამბობენ ისინ - აბა ჩემო ბარბო! უნდა წავიდეთ! - ორი გოგონა ჩემ ფრთებს ხსნის და ჩვენთანერთად მოაქვს. ხედვა მიჭირს. ასე მგონია რომ ფეხებში ძალა გამომეცლება და ძირს დავეცემი. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. თითქოს ყველაფერი ცუდი ახლა მახსენდება. პოდიუმის თავში გავდივართ. გოგოები ფრთებს მამაგრებენ. არცისე მძიმე ყოფილა როგორიც მეგონა. დენის ვერსად ვერ ვხედავ. ნეტა სადაა? ღმერთო ჩემო საშინლად ვარ! და აი დენიც ჩდება. პოდიუმის თავის მარცხენა მხარეს. ის მე რომ მხედავს ჩერდება და ჩემკენ იყურება. როგორ მინდა ახლა გავქრე. ლურჯ და თეთრ ფერებშია ჩაცმული, სმოკინგი აცვია და ძალიან სიმპათიურია! - სამამდე დავითვლი და გადიხართ! - მეუბნება თომი - იცოდე ჩემო გოგო! წარმოიდგინე რომ უბრალო რეპეტიციაა და მეტი არაფერი კარგიი? ეს არაა სანერვიულო, უბრალოდ გახვალ და უკან დაბრუნდები, მეტი არაფერი, და რა იცი იქნებ რომელიმე სააგენტოს შენ მოეწონე და გაგვიმართლა. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო, არ ინერვიულო კარგიი? - თომის თავს ვუქნევ. - დეი! დეი! - უკნიდან ელას ხმა მესმის. მისკენ ვიხედები. ის ისეთი ლამაზია! ღმერთო ქალღმერთს გავს, იისფერი კაბა და ფრთები აქვს, თმა ჩამოშლილი. - ელა! - მასთან მივდივარ ის კი მეხუტება - იცოდე ნერვიულობა არ გაბედო თორემ არაფერი გამოვა გესმიის? არ გაბედი, მეც ხომ აქ ვარ და მეც ფრთიანი ვარ, მაგრამ შემომხედე საერთოდ არ ვნერვიულობ! - ელა მიშორებს - არ ინერვიულო კარგიი? შენ ამაყად უნდა გაიარო, რადგან შოუს შენ ხსნი და არა ვინმე სხვა! - თავს ვუქნევ. - კაი მიდი! - ელა ლოყაზე მკოცნის და მიდის დენი ისევ მე მიყურებს. - 1... 3... 3 იდით! - იძახის თომი და მე და დენიც პოდიუმზე გავდივართ. მუსიკა. ყველაფერი ცუდი ახლა მივარდება თავში. ბაბუ! ის მოკვდა! ნუცა! მან ბაბუ ცუდად მოიხსენია! მამაჩემი! ის კაცი! მან ჩვენ და დედა მიგვატოვა! ჩვენი ძველი სახლი! იქ არ ვიცი როდის ჩავალ! ცა! ვარსკვლავები და მთვარე! მე ის დენის თვალებში ვნახე. ზღვა! ტალღები და ზღვა! მე ის ბაბუს თვალებში ვნახე! მარჯვენა! მარცხენა! თავი მაღლა და გამართული. მე უკვე პოდიუმის ბოლოში ვარ! აქ უამრავი ხალხია და ყველას თვალები ჩემკენ და დენისკენაა მომართული. უკან ვბრუნდები. მე უკან ვბრუნდები. მარჯვენა! მარცხენა! ცოტაც! ცოტაც! პოდიუმის თავიდან ელა და ერეკლე გამოდიან. ელას ვუახლოვდები და ვუღიმი. ის კი თვალს მიკრავს. მე გადავრჩი! გამომივიდა! თომი ხელგაშლილი მეგებება და მეც სიხარულით ვეხუტები. - გამომივიდა! შევძელი! - ლამისაა სიხარულით ვიკივლო - რათქმაუნ შეძელი My Sweet! - ცოტაც და ჩემი ძვლების ხმას გავიგებ, ისე მაგრად მიჭერს ხელებს ღრმად ვსუნთქავ და ამ დროს ელაც ასრულებს გამოსვლას. როგორც კი კულისებში შემოდის მაშინვე მისკენ მივრბივარ. - ძალიან ლამაზი იყავი! - ის მაშინვე მეხუტება. - ელა შენც ძალიან! - და მეც სიხარულით ვეხუტები - მეგონა შუა პოდიუმზე გავიშხლართებოდი! - ვიცინი - ნუ სულელობ! - ელასაც ეცინება - კარგით! კარგით! - თომი ერთმანეთს გვაშორებს - ჟურნალისტებს და ფოტოგრაფებს თქვენი სურათები სჭირდებათ, ახლავე აფიშასთან მიდი დეი, დენი უკვე მანდაა! - მეუბნება და აფიშებისკენ მიბიძგებს, უამრავი კამერამომარჯვებული ადამიანია. თომი ხელს მკრავს და დენის გვერდით მაყენებს, ფოტოგრაფები მაშინვე ჩვნეთან ჩდებიან და უამრავი მხრიდან კამერების ჩხაკუნი ისმის. - ერთმანეთთან უფრო ახლოს თუ შეიძლება! - გვეუბნება ერთ-ერთი ფოტოგრაფი გოგონა, ჟღალი თმით. დენი მოულოდნელად წელზე მხვევს ხელს და მისკენ მიზიდავს. მგონი შეიშალა. ვცდილობ გავიღიმო და არვიცი გამომდის თუარა ეს. რამოდენიმე წუთის შემდეგ დენი ხელს მაშირებს და ფოტოგრაფებს ვშორდები. - უკაცრავად! რას იტყვით დღევანდელ ჩვენებაზეე? თქვენ დამწყები ფრთიანი ანგელოზი ხართ, რას მოგვახსენებთ ამ ყველაფერზე? როგორი შეგრძნება გქონდათ, როდესაც პოდიუმზე მოაბიჯებდიით? - ვიღაც გოგონა წინ მიდგება და უზარმაზარ მიკროფონს ლამის პირში მტენის, მის უკან კამერიანი ბიჭი დგას და სახე საშინლად დაუმანჭავს. - ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, პოდიუმზე გამოსვლამდე საშინლად ვინერვიულე, მაგრამ შემდეგ ყველანაირი ნერვიულობა გაქრა და გავთავისუფლდი. - გოგონას ვუღიმი - კარგით და რას გვეტყვით თქვენს მეწყვილეზე? როგორი მეწყვილეობა გაგიწიათ დენიელმა? - ამწამს მინდება ამ გოგოს ეს უზარმაზარი მიკროფონი გამოვართვა და სულ თავში ვურტყა სანამ არ გავთი შავ, მაგრამ აქ იმდენი ჟურნალისტია... ღმერთო ახლა რა ვუპასუხი? - იციით... - ვიწყებ მაგრამ ამ დროს საიდანღაც თომი ჩნდება და ჟურნალისტს წინ ეფარება - ამის დრო არ არის ამიტომ შეეშვით თუ შეიძლება! - ის ხელს მკიდებს და სადაც მიმათრევს, ღმერთო ვგიჟდები თომიზე. - საით მივდივართ! - ვეკითხები მას და ამ დროს ორი გოგონა ფრთებს მაშორებენ, მაგრამ თომი ისევ წინ მექაჩება - ახლა ამ დიზაინერებისთვის პატარა წვეულება იმართება, თქვენ, ახლაგაზრდები კი კლუბში უნდა წაყხვიდეთ, ელამ მოიფიქრა. - მეუბნება და ჩემს გამოსაცვლელში შევყავარ - ეს კოსტიუმი გაიხადე და ეს ჩაიცვი! - მეუბნება და რაღაც შავ მოკლე, ვიწრო დაუზურგო კაბაზე მეუბნება. - რაა?! ამას არ ჩავიცვამ! - ზედმეტად თამამი მეჩვენება - ძალიანაც კარგად ჩაიცვამ ძვირფასო! მიდი! მიდი! ბევრს ნუ მალოდინებ, ხომ იცი მეც მეჩქარება! - ხელებს ჰაერში ხის ტოტებივით იქნევს - მერე წადი! მე ამას არ ჩავიცვამ, ჩემი მირჩევნია! - ვეუბნები და ჩემი ტანსაცმლისკენ ვიხედები. - ღმერთო! რა ჯიუტია! O.M.G.! მაგრამ არც მე ვარ ნაკლები! ამ კაბას ჩაიცვამ, რადგან დღეს ბევრი ჟურნალისტი ეცდება როგორმე დაგაფიქსირონ, შენ კი ამ აჩანჩულ-დაჩანჩული რაღაცეებით ვერ გახვალ აქედან! - ისევ მაჩეჩებს ხელებში კაბას - ქუსლიანების ჩაცმას არ გაიძულებ, აი ესენი ჩაიცვი! - შავ ბოტასებს მიწვდის - კარგი! - ვამბობ უხეშად და გამოსაცვლელში შევდივარ. კაბას და ფეხსაცმელს ვიცვამ და თავს საშინლად ვგრძნობ ამ კაბაში. - მოდი! მოდი! - თომი გასვლისთანავე სკამზე მსვამს და თმას მიშლის, შემდეგ მივარცხნის - ესეც ასე! მზად ხარ! შეგიძლია წახვიდე, ყველა ქვემოთაა დერეფანში! - მეუბნება და მეც მაშინვე დერეფანში ჩავდივარ. - ღმერთო, დეიზი რა ლამაზი ხარ! - ელა მიღიმის. მას შინდისფერი და ასევე მოკლე კაბა აცვია - შენც ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ ეს კაბა მტანჯავს! - ვბუზღუნებ - კარგი არაუშავს, მიეჩვევი! - ეცინება. უკვე ყველა დერეფანშია. დენიც აქაა და საბას ელაპარაკება. - ჩვენ დემი წაგვიყვანს! - მეუბნება ელა და გარეთ გავდივართ. აქ უამრავი მანქანა დგას და შეუძლებელია გაარჩიო რომელია დემისი. - ჩემო ჩიტუნია! წამიდით მანქანაში ჩაჯექით! - უცებ გვესმის ნანატრი დემის ხმა - ახლა ვფიქრობდი, როგორ ვიპოვომეთქი და დარეკვას ვაპირებდი! - ელა უღიმის და ორივე დემის მივყვებით. ის დიდი ჯიპის კარს გვიღებს და ორივე შიგ ვჯდებით. დემი მძღოლის გვერდით ჯდება და მანქანა იძვრის. * * * კლუბში რომ შევდივართ, მაშინვე ჩვენთან ბლუ ჩნდება და ორივეს გვეხვევა. - დიდი ხანია გვიცდიი? - ეკითხება ელა - არც ისე დიდი ხანია! ჩვენც ახლა მოვედით! - ბლუ ყვირის რადგან ამ ხმაურში მისი ხმა კარგად არ ისმის - წამოდით რამე დავლიოთ! - მეც მათ მივყვები და ბართან ვჯდებით. - რას დალევ? - მეკითხება ლეა - მე არაფერს! - ოდნავ ვუღიმი - როგორ არაფერს გოგო, თქვი სწრაფად - ამჯერად ბლუ მეუბნება - მე არ მიყვარს სასმელი, მართლა არ მინდა! - ვეუბნები და თან თავს ვაქნევ - კარგი მაშინ! - ელა და ბლუ სვამენ, შემდეგ კი საცეკვაოდ, შეყვარებულებთან ერთად მიდიან. მე მარტო ვრჩები, მაგრამ თავს ხალხის თვალიერებით ვირთობ. ზოგი ერთმანეთ კოცნის, ზოგი გიჟივით ცეკვავს. ბოლოს კი მზერას დენიზე ვაჩერებ. ოდნავ მოშორებით, ის და ნუცა ერთად დგანან, ორივე სვამენ, ნუცა თან ცეკვავს. - ჰეი! - საბას ხმა მესმის და მეც მისკენ ვიხედები - როგორ ხარ? - მადლობა, მშვენივრად - ეტყობა რომ ნასვამია - ხომ არ გვეცეკვა? - სახე ზედმეტად ახლოს მოაქვს - არ მინდა - უკვე უხეშად ვპასუხობ. დენისკენ ვიხედები. ჩვენ გვიყურებს დაბღვერილი და ჭიქას ხელში ატრიალებს, ნუცა საცეკვაოდ გასულა. - რატომ? წამოდი მოგეწონება - კიდეუფრო ახლოს მოდის და ხელს წელზე მხვევს - საბა თავი დამანებე... - სასმელის სუნი ასდის. მისი შეხება საშინლად არ მსიამოვნებს. ტუჩებს ყელზე მახებს - გამიშვი! - ვცდილობ ხელი გავაშვებინო მაგრამ ზედმეტად ძლიერად მიჭერს - მინდიხარ დეიზი! - ჩურჩულებს და ცოტაღა მაკლია ტირილამდე - ხელი გაუშვი! - დენი იმდენად ძლიერად ჰკრავს ხელს, რომ საბა ცოტაც და წაიქცევა. - წამიდი! - მკლავზე ძლიერად მავლებს ხელს და სადღაც მივყავას, რაღაც კიბესთან რომ მივდივართ, ამ დროს საბა დენის მხარზე ზელს ავლებს და მისკენ ატრიალებს, დენი ხელს მიშვებს - რას აკეთებ? ვერ ხედაავ რომ ჩემთან იყო? - საბა შუბლით შუბლზე ეხება და უბღვერს - შენთან ძალით იყო და მეორედ ხელი არ დააკარო გაიგეე? - დენი ხელს საყელოზე ავლებს - შენი რა საქმეა შენი... - საბა ხელს იქნევს და დენის სახეში ურტყამს, დენი უკან იხევს მაგრამ მაშინვე სწორდება და საბას თვითონაც ურტყამს მუშტს, საბა ხელს იქნევს და დენიც იცილებს და კიდევერთხელ უსაბა ძირს ეცემა და ამ დროს ბიჭებიც მოდიან და აშველებენ. - თუ ისევ შეეხები, ცხვირ-პირს გაგიერთიანებ! - დენი საბასკენ იწევს მაგრამ არ უშვებენ - თქვენ ნორმალურები ხაართ? - ელამ ლამისაა იკივლოს. რატოღაც დაცვა არ გვაგდების. დენი ბიჭებს იშორებს და ჩემკენ მოდის, მე გაქვავებული სახით ვდგავარ და ვუყურებ მათ. დენი ისევ ხელზე მკიდებს და კიბეზე ავდივართ. - სად მიგყავარ? - ძლივს ვეკითხები. მისი მადლობელი ვარ, დამიცვა მაგრამ არაფერს არ მიხსნის და ვბრაზდები. არ მპასუხობს და ვჩერდები - სად მიგყავარ? - ისევ ვიმეორებ - წამოდი! - ის მექაჩება და მეც ისევ ძალით მივყვები. ვცდილობ გავჩერდე მააგრამ ის ძლიერად მექაჩება და ამას ვერ ვახერხებ. მეორე სართულზე ავდივართ და რაღაც ოთახში შევყავარ. - აქ რა გვინდა? რატო მომიყვანე? - უკან ვიხევ - საბას არ გაეკარო! - მხოლოდ ამას მეუბნება - არასდროს - აქ რა გვინდა? ასე რატომ იქცევი? ჩემგან რა გინდა? ისევ ყელში უნდა მომიჭირო და ჩემი დახრჩობა ცადოო? რატომ? რა გინდა ჩემგან? რამე დაგიშავეე? - უკვე ვყვირი . ის ჩემთან მოდის და მოულოდნელად ტუჩემში მკოცნის. საშინლად ცხელი ტუჩები აქვს, მე კი გაყინული. ასე რატომ ხდება? საბას შეხებამ ლამის გამაგიჟა, მისი კი მსიამოვნებს, არა კიარ მსიამოვნებს, მიყვარს. დენი ჩემკენ მოდის და მე კელდეს ვეყრდნობი. ცალ ხელს კედელზე აბჯენს, მეორეს კი კისერზე მხვევს. ვერ ვუძლებ! საშინლად ვარ! რას მიკეთებს? ასე რატომ მემართება როცა ის მეხება? რა მჭირს? ყველა გოგოს ასე ექცევაა? ამ დროს აზრზე მოვდივარ და დენის ვიშორებ. როგორ მინდა ისევ მაკოცოს მაგრამ ეს ჩემი სულელობის ბრალია. ასე არ უნდა იყოს. - რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? ასე რატომ იქცევი დენ! შენ შეყვარებული გყავს და მე მკოცნი, შემდეგ კი ჩემი თვალით გხედავ როგორ ეფერები ნუცას, შენ რა გგონია მაგას მოვითმენ? გგონია იმ "ბარბებს" ვგავარ შენ რომ ეფლირტავები? მე შენი თოჯინა არ ვარ! არასდროს მქონია ისეთი ცხოვრება როგორიც შენ და იმ შენ გოგებს. ჩემგან რა გინდა? რატომ იქცევი ასე? მე ხომ ერთი სოფლელი გოგო ვარ არაა? - თვალებიდან ცრემლები მცვივდება და კარისკენ მივდივარ. - მოიცადე...- მისკენ ვტრიალდები - რა? რა გინდა? რამე გაქვს სათქმელიი? რამეს მეტყვიი? თუ ჩუმად იქნები? ვერაფერს ვერ მეტყვი არაა? - მიხვდი რომ ზედმეტად ვიღრინები მათავსვერ ვიკავებ. დენი ჩუმადაა და თვალებშ ი მიყურებს, ვიცოდი! ვიცოდი რომ ჩუმად იქნებოდა! - აწი უბრალოდ თავი შეიკავე ჩემთან ახლოს ყოფნისგან! - მაგას ვამბობ და ოთახიდან სწრაფად გამოვდივარ... -------------- იმედია მოგეწონათ <3 გთხოვთ არ დაიშუროთ არანაირი კრიტიკა ან შეფასება, უფრო "მუღამში" ვარ როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ <3 მიყვარხართ <3 :love: |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.