შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 8


16-08-2016, 17:25
ავტორი sophiaa
ნანახია 2 446

არავის არასდროს არ გახარებია ასე ფეხის ტკივილი როგორც მე გამიხარდა
-ვაიმე ანი რა მაგარია, ახლავე ექიმს დავუძახებ
სანამ ექიმი შემოვიდოდა ალბათ გულის შეტევა დამემართა. მე ფეხებს ვგრძნობდი? არა ეს სასწაულია. ოთახში ექიმი ძალიან სწრაფად შემოვიდა
-ანი რასაც ეს ბიჭი მეუბნება თუ სიმართლეა მაშინ მოსალოცად გქონია საქმე. მოდი ამას კიდევ ერთხელ ჩაგარტყავ
მარჯვენა ფეხში ტკივილი ვიგრძენი. თანაც ისეთი რომ ყველა ძვალი მეტკინა
-აუუ ექიმო მტკივა
-ეს ძალიან მაგარია, მოდი ახლა ცადე და თითები მოხარე
როგორც დავინახე ყველა თითი ჩვეულებრივად მოვხარე. ექიმი ამოწმებდა ჩემს ფეხებს და თან იღიმოდა
-ექიმო თავიდან ხომ ვერ გაიარა ანიმ? ახლა რა მოხდა?
საბას ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ მოჩვენება დაინახა. შოკში იყო
-როგორც ჩანს ახლა იმოქმედა. ჩემო გოგო ახლა ყველაზე მთავარი უნდა გავაკეთოთ
-რა?
-ფეხზე უნდა ადგე, აი ეს თუ შეძელი მაშინ ყვლაფერი იდეალურად იქნება. მზად ხარ?
-მგონი კი
საეოლიდან ფეხები ძალიან ძალიან ნელა ჩამოვიღე და იატაკზე დავალაგე. მეშინოდა რომ ავდგებოდი არ წავქცეულიყავი. ქალბატონი ქეთი ცრემლებს იწმინდავდა. 1....2.....3 და ფეხზე წამოვდექი. თავიდან სწორად ვერ დავდექი და საბამ შემაშველა ხელი. მეორე ცდაზე ჩვეულებრივად ავდექი
-ოქრო ხარ. მოდი ანი ეხლა ერთი პატარა ნაბიჯი გადაგდი
მგონი ჩემს ექიმს უფრო უხაროდა სიარულს რომ ვიწყებდი ვიდრე მე. ძალიან პატარა ნაბიჯი გადავდგი. სხეულში სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა. შემდეგ მეორე ფეხი გადავდგი. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო საწოლიდან კარებამდე დამოუკიდებლად მივედი შემდეგ კი უკან მოვბრუნდი
-დაიმახსოვრეთ ეს ჩემი მომავალი რძალია
ქალბატონი ქეთი მომეხვია. ასეთი თბილი ადამიანი არასდროს არ მინახავს. ეს ნამდვილი სასწაულია. მე ფეხზე გავიარე, მე ფეხზე წამოდგომა შევძელი და ეს ყველაფერი თოკოს დამსახურებაა. თოკო? სად არისს? დილიდან არ მინახავს
-თოკო სად არის?
-პირველ სართულზეა კაფეტერიაში
შევძლებდი მასთან ჩასვლას? ძალიან მინდა ნახოს როგორ დავდივარ, ეს ხომ მისი დამსახურებაა
-საბა შეგიძლია ჩამომყვე
-ანი მგონი არ არის კარგი იდეაა პირველ სართულზე ჩასვლა. როგორც შენი ექიმი გირჩევ რომ ცოტა ხანი დაისვენო
-აუუ ექიმო გთხოვთ რაა, ლიფტით უნდა ჩავიდე. არანაირი პრობლემა არ იქნება. ხომ ედავთ შემიძლია სიარული
-კარგი წადი, ოღონდ ძალიან გთოვ საბა ყურადღება მიაქციე. ხომ ხედავ რა გიჟიცაა
პალატის კარები გავაღე და გარეთ გავედი. ამაზე მაგარი გძნობა არ არსებობს. დამოუკიდებლად დავდიოდი. მართალია ძალიან ნელა მაგრამ მთავარია რომ დავდივარ. გამიმართლა ლიფტი ახლოს აღმოჩნდა პალატასთან
-ახლა რა იქნება ანი?
-ახლა? არ ვიცი..... ყველაფერი შეიცვლება
-და თოკოს? გაყვები ცოლად?
-არ ვიცი.... ამაზე უნდა ვიფიქრო
მიყვარს..... თოკო შემიყვარდა. თითქოს ფეხზე წამოდგომით ის უფრო შემიყვარდა. ლიფტის კარები გაიღო და კაფეტერიისკენ წავედით. ცოტა დავიღალე მაგრამ არ ვიმჩნევდი. პირველივე მაგიდასთან იჯდა თოკო. კედელს უყურებდა. მასთან მივედი და სკამი გამოვწიე
-უჰჰ როგორ დავიღალე
თითქოს მოჩვენება დაინახაო ფეხზე ისე წამოხტა. მე და საბა სიცილს ძლივს ვიკავებდით. გაშტერებული მიყურებდა
-შენნნ?? ანი?? მეკაიფები?
-ოო რას გეკაიფები რანაირი სახე გაქვს?
-მეჩვენება? სულ გამოვსირდი ტო. ხედავ ანი ისე მიყვარხარ უკვე მელანდები
-რა შტერი ხარ, დავდივარ. სიარული შემიძლია გესმის?
-მატყუებ, საბა მოდი აქ მიჩქმიტე
ღმერთო ჩემო რა შტერია. თან რა საყვარელი. გაოცებისგან და ბედნიერებისგან ცრემლები მოდიოდა უკვე.
-ეეეე მეტკინა ბიჭო.
უეცრად სისუსტე ვიგრძენი. ალბათ ამდენი სიარულის ბრალია
-საბა მგონი ცუდად ვარ, იქნებ პალატაში დამაბრუნო?
სანამ დავამთავრებდი სიტყვას მანამდე თოკო მოვარდა და ხელში ამიყვანა. როგორც კი საწოლზე დამაწვინეს დაღლილობისგან მალევე ჩამეძინა

„ 2 კვირის შემდეგ“
როგორც იქნა დღეს აქედან მიშვებენ. უკვე ჩვეულებრივად დავდივარ. ქალბატონი ქეთი თითქმის ყოველ დღე მაკითხავდა საავადმყოფოში. მთელი დღე თემა გათხოვება იყო. ყველა იმას მეკითხებოდა ხომ აუცილებლად გავყვებოდი თოკოს. უკვე ტვინი იყო წაღებული. სახლში დეიდამ და ბიძამ წამიყვანა. თოკოს უარი ვუთხარი წაყვანაზე.
-დეიდა შენთან საქმე მაქვს
-გისმენ ჩემო ანი, მოხდა რამე?
-მოკლედ მინდა სამოგზაუროდ წავიდე.
-რააა?? მარტო?
-ხო მინდა მთელი მსოფლიო დავათვალიერო, მამამ ბანკის ანგარიშზე თანხა დამიტოვა
-ანი ვფიქრობ რომ არ არის კარგი იდეა. გთხოვ ცოტა ხანი მოითმინე და ერთად წავიდეთ
-დეიდა მე 24 წლის ვარ, დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება ვისწავლო
-კარგი როგორც შენ გინდა
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ იმ საღამოს ბარგი ჩავალაგე და მეორე დილით ბარსელონაში გავფრინდი. ვიცი შეიძლება კარგად არ ვიქცევი მაგრამ ახლა დასვენება მჭირდება ყველასგან და ყველაფრისგან

**** თოკო****
ანი ორი დღეა არ მინახავს, ძალიან მომენატრა. ჩემს ზარებს არ პასუხობს, სიმართლე გითხრათ ძალიან ვნერვიულობ ამიტომ გადავწყვიტე მასთან ავსულიყავი მცხეთაში
-გამარჯობათ მაია დეიდა
-გამარჯობა შვილო როგორ ხარ?
-კარგად თქვენ? ანი სადაა? მთელი დღეა ვურეკავ
-შვილო ანი დღეს დილით ბარსელონაში გაფრინდა



№1  offline წევრი lamazmani

fu dampali gogo ise gamovida ro gamoiyena da mere miagdo girsi iqneba mere tokom ro miagdos male dade

 


№2  offline წევრი blackboss

საბა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ... ხოო აი მაგრამ :დ თორნიკეზე მა -ბო -დებს საოცრებაა უბრალოდ ეგ ბიჭი!! საოცრად თბილი, მზრუნველი და უუსაზღვროდ საყვარელი
ანი კი ახლოს რომ მყოლოდა ბარსელონაში კიარა მიქელასთან გავამგზავრებდი :დდ
ძალიან უმადურად მოიქცა :(( ამხელა სითბოსად ა სიკეთეს დაფასება უნდა <3
ისე გეტყვი რომ საოცარი ისტორიაა და საოცრად მსიამოვნებს მისი წაკითხვა <3 რაც კაეეა კაეა ^^ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent