შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 6


12-08-2016, 16:46
ავტორი sophiaa
ნანახია 2 372

-თოკო სიმართლეს ამბობ?
შოკირებული ვიყავი. სრულიად უცნობმა ბიჭმა შანსი მომცა ფეხზე გამევლო
-ხო ანი, სიმართლეა თუ შენ გინდა ხვალვე წავალთ და გაგიკეთებენ ოპერაციას
მე ფეხზე გავლას შევძლებდი..... მე ფეხზე დავდგებოდი...... დამოუკიდებლად ვიცხოვრებდი
-თანახმა ვარ, რათქმაუნდა თანახმა ვარ
ისეთი გახარებული ვიყავი ვერც ვლაპარაკობდი. თოკო ჩემთან მოვოდა და მთელი ძალით მომეხვია. ღმერთმა ეს ბიჭი საჩუქრად გამომიგზავნა. იქნებ მან მართლაც შეცვალოს ჩემი ცხოვრება
-ანი ოღონდ ერთი პატარა პირობა მაქვს
-პირობა? აბა გისმენ
ისე ვიყავი გახარებული რომ ალბათ ყველაფერხე დავთანხმდებოდი
-ოპერაციის შემდეგ ცოლად გამომყევი
რაო? მომესმა? უნდა რომ ცოლად გავყვე? ჰმმმმმ
-მოიცაა გინდა რომ ანი შენი ცოლი გახდეს? ნორმალური ხარ?
საბა აშკარად ძალიან გაბრაზებული იყო. რა უნდა მეთქვა? დავთანხმდე თუ არა?
-საბა შენ რა გინდა? ანიმ უნდა გადაწყვიტოს გამომყვება თუ არა ცოლად.
-ბიჭო არ უყვარხარ გესმის? 2 დღის წინ გაგიცნო, ცოლად როგორ გამოგყვეს?
-ორივე გაჩუმდით, უნდა მოვიფიქრო. საღამოს გეტყვი პასუხს
-მოიცა ანი შენ რა დაფიქრებას აპირებ? რა ქორწილი? თოკო შენ სულ გაუბერე ხო?
-საბა შენ დაწყნარდი კაი? თვითონ გადაწყვიტოს
-ორივემ ეხლა მოუსვით აქედან, უნდა დავფიქრდე
ბიჭები ოთახიდან ჩხუბით გავიდნენ. ღმერთი მინდა ეხლა მე გათხოვება და ოჯახი? დეიდა გადაირევა რომ გავთხოვდე, საღამომდე საწოლში ვიწექი. მთელი დღე ჭერს ვუყურებდი და ვფიქრობდი. თოკო ძალიან მომწონდა მაგრამ როგორც ქმარი არ წარმომიდგენია. ფეხზე გავლა....... აი ეს კი ნამდვილად წარმომედგინა. საღამოს ოთახში საბა და თოკო შემოვიდა. ისეთი საყვარელი იყო თოკო, მგონი მინდა მისი ცოლობა
-მოკლედ თანახმა ვარ, ოპერაციის შემდეგ თუ ფეხზე გავივლი გამოგყვები ცოლად
-რაა? და თუ ვერ გაიარე?
-მაშინ არა, შანსი არააა მაგ შემთხვევაში ცოლად გამოგყვე
-ეეეეე ჩვენ არ შევთანხმებულვართ ეგრე. ჩემთვის ოპერაციის შედეგს არ აქვს მნიშვნელობა
-თორნიკე ჩემთვის აქვს, მე თუ ისევ ხეიბრად დავრჩი ცოლად არ გამოგყვები
-კარგი, დღეს მოემზადე ხვალ დილით ძალიან ადრე მოვალთ
თორნიკე ჩემთან მოვიდა და ტუჩებში ძალიან ნაზად მაკოცა. საბამ შორიდან გამიღიმა და ხელი დამიქნია. ძალიან ვნერვიულობდი ხვალინდელ დღეზე. ღმერთო ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მთელი ღამე არ მეძინა. ნერვიულობისგან. გამთენიას დაახლოებით 6 საათზე ჩემთან დეიდაჩემი შემოვიდა
-ვიცოდი რომ არ გეძინებოდა, მოდი რაღაცეები ჩავალაგოთ კარგი? რაც იქ უნდა დაგჭირდეს
-დეიდა რატომ ტირიხარ?
-არაფერია, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ. ღმერთმა ქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. თან ეს თქვენი შეთანხმებას მაშინებს, არ ვიცი დამოუკიდებლად როგორ უნდა იცხოვრო
-კაი დეიდა რაა, ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. მოდი ჩავალაგოთ კარგი?
ვიცოდი რომ დეიდა თოკოს არ ენდობოდა, წესით ორი დღის გაცნობილ ბიჭს არც მე უნდა ვენდობოდე მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემს მდგომარეობაში რომ იყოთ თქვენც ასე მოიქცეოდით. სიარული ძალიან მინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუნდაც უცხო ბიჭზე მომიწიოს გათხოვება. დეიდამ ყველაფერი ჩამილაგა რისი წაღებაც შეიძლებოდა. 8 საათზე თოკო და საბაც მოვიდნენ.
-როგორ ხარ?
თორნიკე ისე საყვარლად გამოიყურებოდა ვერც კი წარმოიდგენდით. მუქი შარვალი ეცვა და თეთრი მაისური. ხოო ასეთ ბიჭს ცოლობაზე უარი არ უნდა უთხრა რაც არ უნდა იყოს.
-ნორმალურად ვარ, შენ როგორ ხარ?
-ძალიან ვნერვიულობ, წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ
კლინიკამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია. დეიდა და ბიძა უკან მოგვყვებოდნენ თავისი მანქანით. საბა მთელი გზა მეხუტებოდა. დაახლოებით 40 წუთში მივედით. კლინიკის კარებთან ორი ექთანი დაგვხვდა
-გამარჯობათ, თქვენ ალბათ ანა ხართ ხომ?
-დიახ მე ვარ
-ჩვენ თქვენი ექთნები ვართ, ბატონმა ლადომ ქირურგმა გამოგვაგზავნა. ჩვენ მოგამზადებთ ოპერაციისთვის
პალატა ძალიან დიდი და ნათელი აღმოჩნდა. დიდი ფანჯრები ჰქონდა, როგორც გოგოებმა მითხრეს ოპერაციის შემდეგ როგორც კი ნარკოზიდან გამოვიდოდი თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა ფეხზე გავივლიდი.
-ძალიან გთხოვთ გარეთ დაგველოდეთ, საოპერაციოში გაგვყავს უკვე
დეიდაჩემს ნერვიულობისგან და შიშისგან სახეზე მწვანე ფერი დაედო. სათითაოდ ყველა მოვიდა და ჩამეხუტა. ბოლოს თოკო მოვიდა
-გთხოვ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ფეხზე ადგე. ძალიან მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე. დაიმახსოვრე ძალიან ძალიან მიყვარხარ
პალატიდან გამიყვანეს. ჩქარა მივყავდი და ვხედავდი როგორ იცვლებოდა ჭერის ფერი, სანათები. ბოლოს ის მახსოვს რომ საოპერაციოში ჩემი ექიმი გავიცანი და წარმატება მისურვა. არ ვიცი რა დრო იყო თვალები რომ გავახილე. საწოლის გვერდით სკამზე თოკოს და საბას იჯდნენ. დეიდა მდივანზე იჯდა.
-ანი? ანი კარგად ხარ?
-კიი, კარგად ვარ
ძალიან ფრთხილად მაკოცა თოკომ. ოთახში ექიმი შემოვიდა და შემოწმება დაიწყო
-კარგი ანი ახლა მარჯვენა ფეხში ამას ჩაგარტყავ და მითხარი იგრძნობ თუ არა
-ვერაფერს ვგრძნობ
-დარწმუნებული ხარ რომ ვერაფერს გრძნობ?
-დარწმუნებული ვარ, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ
-ანი ეს ძალიან ცუდია. როგორც ჩანს ოპერაციამ წარმატებით ვერ ჩაიარა
-რას ნიშნავს ეს ექიმო?
-ის რომ ჯერ-ჯერობით სიარულს ვერ შეძლებ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent