ბედის ბრალია!(6)
*ანა* ბოლო დროა მიშო უცნაურად იქცევა,ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი უცნაურობა მაგრამ ასეთიც არ წარმომიდგენია.სულ თავს მარიდებს,სახლში არასდროსა,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გამირბის,თავს მარიდებს,ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა..ახლა ვზივარ მარტო სახლში და ტელევიზორს უყურებ,თებერვალი დაიწყო..ჩვენი ქორწინებიდან 1თვე გავიდა.მიყვარს ზამთარი,მეტისმეტადაც კი..თბილად პლედში გახვეული რომ უყურებ საყვარელ კინოს ეს ყველაფერი ჩემთვის,ასე უაზროდ შემიძლია მთელი დღე ვიჯდე დასასუსნავებს მივირთმევდე,თან კინოს უყურებდე..მიყვარს ამ დროს გარეთ ყველაფერი თეთრად რომ არის შეღებილი..ახლაც ასე ვიყავი,მაგრამ მარტო და მოწყენილი..გვიანი იყო უკვე,საათს გავხედე 2იწყებოდა,მიშო კი გარეთ იყო,არც ვიცი სად,ალბათ სადღაც კლუბში ერთობოდა..წვიმამ დაიწყო,წამოვდექი და გარეთ გავიხედე,კოკისპირული წვიმა იყო,აი ისეთი გაზაფხულში რომ იცის,მაგრამ ახლა რა ეტაკა..არ მეძინებოდა ამიტომ ბატიბუტი გავაკეთე და დიდი თასით დავიდგი წინ,მერე გავეხვიე პლედში და მდივანზე დავსკუპდი..მმ რას უყურო?სულ დრამებს უყურებ,კომედიაზეც ვგიჟდები,მოდი საშიშ კინოს უყურებ რამეს..დავიწყე საშიში კინოების ძებნა,რა მეშარებოდა ვერ გავიგე,ამ შუაღამეს რა საშიში კინო მინდოდა,თუმცა ერთს წავაწყდი..მოკლე აღწერაც წავიკითხე..ერთი კაცი იყო ჯიმი,რომელსაც ცოლი დაეღუპა უცნაურ გარემოებაში,მთავარი ეჭვმიტანილი თვითონ იყო,მაგრამ მან ხომ იცოდა მისი ცოლი რომ არ მოუკლავს,ამიტომ გამოძიება დაიწყო რამაც მამამისთან მიიყვანა..მიყვარს გამოძიებები,აუცილებლად გავხდები გამომძიებელი..ეს გავიფიქრე და დავიწყე ყურება..შიშის კანკალმა ამიტანა,მერე რომ გავიგე რომ მამამისი მკვდარი ყოფილა დიდიხნის კანკალმა ამიტანა,დასასრულისკენ იყო უკვე ყველაფერი უნდა გარკვეულიყო ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ჰოპ გამოჩნდა ისიც და მოკლა ჯიმი,ენა ამოაგლიჯა,არსიც ეს იყო ამ ბოროტების..’მერი შოუს არ ყავს შვილები,აქვს მხოლოდ ხის თოჯინები’.. მხოლოდ ეს მიტივტივებდა თავში და ის თოჯინა მახსენდებოდა მწვანე თვალებით...ამას ის დაემატა რომ კინოს ბოლო მომენტში ჭექა-ქუხილი იყო,მთელი სახლი განათდა და მე ეზოში მდგარი შავი სილუეტი დავინახე,მემგონი ადგილზე მოვკვდი ისეთ დღეში ვიყავი,თასი ძირს დამივარდა,სტეკლოსი იყო და გატყდა,ბატიბუტიც მიმოიფანტა,კარებზე ვიღაც აბრახუნებდა,არაფრის დიდებით არ გავაღე,ახლა რო ამდგარიყავი სულს განუტევებდი,ბოლოს შეწყდა კაკუნი და ვიფიქრე ან ჰალუცინაცია იყო ან კიდევ მართლა ვიღაც იყო და წავიდა თქო,ამ დროს ვიღაცამ კარები შემოდღლიზა,ის იყო დარწმუნებული ვარ ეზოში რო იდგა შავებში ის იყო,სველი იყო სული..მე დავიყვირე...მეგონა მერიშოუ მოვარდებოდა და ენას ამომგლოჯავდა..საბანში გავეხვიე და თავზეც ვაპირებდი გადაფარებას ხმა რომ გავიგე. -ანა რახდებაააა?ვაიმეეე მიშოოოოოოოოო ჩემი მიშო იყოო...ისე წამოვფრინდი ლოგინიდან და წელზე მოვეხვიე ფეხებით,მერე რა რო სველი იყო..არ ვუშვებდი ხელებს არაფრის დიდებით,თან ვბურტყუნებდი. -ჩემი მიშო...ჩემი მიშო..შეეშინდა ალბათ ისე მიყურებდა.. -ანა კარგად ხარ?ძირს აპირებდა ჩამოსმას მარა არაფრის დიდებით არ დავდგამდი ფეხებს ძირს. -არა!სად იყავი იდიოტო..შეიძლება ცოლი მთელი დღე მარტო დატოვე..ღამეც..ნაწყენმა ჩავილაპარაკე.. -კარგი დამშვიდდი,მოდი აქ ჩამეხუტე..გულზე მიმიხუტა და დივანზე გავგორდით..ხმას არ ვიღებდი. -იტყვი რამოხდა?ეს რატო დაფშვენი?იატაკისკენ მიმითითა..შუქი მაინც აანთე,გიჟია ეს..ადგომას აპირებდა შუქის ჩასართავად მაგრამ არ გაუშვი.. -არ წახვიდე!გევედრები!უკან დავაბრუნე. -ასე რამ შეგაშინა ადმიანო?მე თვით მიშო კვიციანმა ვერ შევძელი ჯერ ეს! -აი ამან!ხელი კომპიუტერის ეკრანისკენ გავიწიე სადაც კინოს კიდევ იყო ჩართული,მაგრამ დამთავრებული.. -რა ამან?ვერ შეხედა იდიოტმა. -ნახე რამხელა მოჩვენება..რა რამ იდიოტოო უიმეე..გავბრაზდი უცებ.. -მემგონი აღარ გეშინია წავალ მე.. -არა არა მოიცა..აუ გთხოვ რაა..შენ რამე როგორ უნდა გთხოვო მარა გთხოვ არ წახვიდე ცოტახანი.. -კარგი ხო ბუზღუნი დაიწყო.. -სველი რო ხარ..ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი,მერე ფრჩხილებს მივადექი.. -მოწეპებული კი ხარ ჩემზე და ეგ მაინც მომაფარე.. -უი ჰო..აი მოდი..პლედი მასაც უწილადე.. -ანკა..ცოტახანში ჩემი სახელი დაიძახა.. -ჰო რაიყო.. -ძაან მცივა,ვგრძნობდი რომ კანკალობდა... -ჰო.. -უნდა ავიდე ოთახში და ცხელი აბაზანა მივიღო,თუ გავცივდი მტრისას.. -აუ არა..შენ როდის გამოხვალ..აქ შემჭამს რამე?აღშფოთებულმა დავიწყე ლაპარაკი,თითქოს რამე მართლა შემჭამდა,ან იქნებ მართლა შევეჭამე.. -კარგი რა ანა..წავიდა და უცებ წამოვფრინდი და დავწეიე. -მეც ვიბანავებბ...ბოლოს დავამატე..შენთან ერთად.გაკვირვებულმა გამომხედა. -შენ?ჩემთან ერთად? -ჰო! -ანა აბანოში ტანსაცმელებით არ ბანაობენ ხომ იცი?! -ვიცი!აქ ყოფნას ყველაფერი მირჩევნია. -ასე რამ შეგაშინა..მემგონი იცინოდა,ამას თავს რო გაუხეთქავ ახლა კი არიცის.. -წავიდეთ..ხელი მოვკიდე და მიშოს ოთახში შევედით..სააბაზანოში დიდი ჯაკუზი ჰქონდა ვაჟბატონს..ცხელი წყლით აავსო,შუქებიც აავდღვიალა..კარებში რომ შევედი და მივხურე და ჩავრაზე გაკვირვებულმა გამომხედა. -შენ რა მართლა აპირებ ჩემთან ერთად აქ ჩამოსვლას? -გეგონა გატყუებდი?გამომცდელად გავხედე.. -არა მაგრამ.. -რა მაგრამ? -ხო ხვდები რა..ჩემთან ერთად იქ შიშველი იბანავებ..იმ დღეს ისეთი ამბები დააწიე. -მმ...და ვინ გითხრა რომ შიშველი ვაპირებ ბანაობას?გახდა დავიწყე..ლიფზე და ტრუსსზე შევჩერდი..ჯაკუზისკენ წავედი და შიგნით ჩავგორდი. -მეკაიფები? -არა..არ მოდიხარ?იმედია სულ არ გაშიშვლდები..არც გამიკვირდება უსირცხვილო ხარ.. -ვაპირებდი მაგრამ..გავიგონე ტანსაცმელები როგორ დაყარა ძირს,თვალები დახუჭული მქონდა..ვიგრძენი როგორ ჩამოვიდა წყალში და ამაგდო,ჩემს უკან ჩაწვა,მე კიდე დათუნია სათამაშოსავით ვიყავი მასზე აკრული..ცუდი აზრი იყო ის რაც გავაკეთე აშკარად..თვალებს არ ვახელდი.. -გაახილე არ ვარ შიშველი.. -ისე მქონდა დახუჭული..უთხარი და გავახილე..მის მწვანე სფეროებს წავაწყდი..მზერა ქვემოთკენ წამოვიღე,კუბიკებივით ჰქონდა კუნთები სხეულზე..ასეთი დაკუნთული მეორე არმინახია..ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებს კი მარა?მაინტერესებდა მომატყუა თუ არა კიდევ ქვემოთ გავაპარე თვალი და საცვალი დავინახე,გამეღიმა..არა რო არ ცმოდა მერე სად მივდიოდი ერთი..ჩაახველა,ხმა დაბოხებოდა. -რას აკეთებ? -გამოწმებ. -ასე არ მენდობი? -რატო უნდა გენდობოდე? -ისე მაგას შენ რო ამბობ ტეხავს.. -რატო? -რატოო?რატო ანა?გინდა ყველაფერი გითხრა რატომაც?არმინდა მოგშხამო. -ვერ მოახერხებ.აბა რატო მითხარი? -ნომერ1 მატყუარა ხარ მთელ მსოფლიოში და მიტო. -და ეგ ნომერ1 მატყუარა შენი ცოლია. -ძაან გაგიტკბა ახალი სტატუსი ხო? -უფ ძაან და მაინც არ გითქვამს რატომ? -იმედი რაღაცეები მოიტყუე მაშინ.. -როდის მაშინ? -კარგი რა ვითომ არიცი როდის მაშინ..რა საჭირო იყო? -ნერვები მომიშალე და გავამწარებ თქო ვიფიქრე..თან ფული მჭირდებოდა და.. -აჰა..გასაგებია..ანუ შენი ნებით ჩამოდი საქართველოში? -ჰო..გამოვეპარე ჩემებს,რაც გავიგე რომ ვიღაცა იდიოტზე მიპირებდენ დაქორწინებას...უიი აქ ხარ?შენზე ვლაპარაკობდი მემგონი..სორიიი...გაუცინე..მეგონა ისევე ჯმუხ სახეს დამიკერავდა როგორც მთელი ეს 1 თვე მარა გამიცინა. -ესეიგი შენ რომ წადი მიტო მკრეს წიხლი მეც მანდ ჩემებმა.. -რას ნიშნავს წიხლი გკრეს?გამოგაგდეს? -არა..დაისვენე წადიო..მანდ გამომიშვეს პირდაპირ.. -ოთხი მატყუარა..გაგვიჩალიჩეს ვითომ. -მაგენმა კი არა შენ რაებს მიჩალიჩებდი. -მე თუ შენ? -მე რა გავაკეთე? -ის ქერა.. -რომელი? -ხელებს რო უფათურებდი. -ეგ ლიზი არის..ჩემ დათ ითვლება და ხელების ფათურს რას ეძახი შენ?უბრალოდ ხელზე შევეხე.. -კარგი კარგი..ავიბზუე ცხვირი..მეორეც შენი დაიკო იყო? -შენ რა იეჭვიანე? -არა რა სისულელა..წყლიდან თითები ამოვიღე და ფრჩხილების ჭამა დავიწყე.. -არ გამოგდის ტყუილები..თითებს შეეშვი..ჩემ ხელს მისი ხელი შეახო და ამ ცხელ წყალში კიდე უფრო გავცხელდი..მერე მისი ტუჩები რომ შეახო ჩემ ხელს იქ მოვკვდი..ძაან ისეთ სიტუაციაში ვიყავით და მივქარი ჩემი წამოყრანტალების გამო..ორივე ნახევრად შიშვლები გათანგულები ვიწექით წყალში და ამოსვლას არც ვჩქარობდით.. -მიშო.. -გისმენ.. -რატომ მოგაყვანინეს შენებმა ცოლი?ანერვიულდა და თმაზე წაივლო ხელი. -დიდი ისტორია მერე მოგიყვები..გამიღიმა..შენ? -რა მე? -შენ რატო გაგათხოვეს? -დავსერიოზულდები და აღარ გავფლანგავ ყველაფერს.. -დასერიოზულდები?რამდენის ხარ? -კაი დროს მეკითხები ქმარო ასაკს და მაინც გეტყვი 23..ნუუუ რამოდენიმე თვეში 24 გავხდებიი.. -ვაუუ.. -რას ნიშნავდა ვაუ? -ორ რამეს..პირველი რომ დაახლოებით 19-20 წლის მეგონე და მეორე ვაუუ შენზე იმხელათი დიდი ვარ ბაბუათ გეკუთნი.. -რა ?თვალები დავქაჩე..და რამდენის ხარ? -არგეტყვი. -გაგებუტე..ხელები გადავაჯვარედინე.. -კარგი ხო 30.. -ჰაააა?ხო კაიი რაიყო კი გავხარ 18წლის ტინეიჯერს მარა ამდენსაც ვერ წარმოვიდგენდი 30?არაფერია 6წელი სხვაობა... -კომპლიმენტი მითხარი წეღან? -შეიძლება..უთხარი და თვალები ავაფახურე.. -მაგიჟებ!როგორ შეგიძლია ასეთი იყო. -როგორი? -აი რაღაცნაირი..საყვარელიც,გაბრაზებულზეც საყვარელი..იცი რა შეგარქვი მაშინ პირველად რომ დაგინახე? -არარსებობს..მეც შეგარქვი სახელი.. -მითხარი.. -არა!ჯერ შენ.. -არ გეტვი მე ჯერ შენ მითხარი!რატომ?იმიტომ რომ შენ დაიწყე ამაზე ლაპარაკი! -და მაინც არ გეტყვი! -არ დავთმობ! -დათმე!თუ გიყვარვარ! -კარამელა ბიჭი!უცებ წამოვაყრანტალე..მერე დავფიქრდი მის ნათქვამზე,ახლა იფიქრებს რომმიყვარს,თუმცა იფიქროს,მართლა მიყვარს და რავქნა..ჰო აი ვაღიარე რომ მიყვარს..რომ დავინახე მაშინ შემიყვარდა,რომ ვამწარებდი მაშინაც მიყვარდა,სულ სულ მიყვარდა,მისი ცოლი რომ გავხდი მაშინაც გიჟდებოდა ჩემი გული მასზე მარა არ აღიარებდა..მთელი ეს 1 თვე ყურადღებას რომ არ მაქცევდა და არაფრათ მთვლია ისე მენატრებოდა ხანდახან მივხვდი რომ უბრალო შეგუება და ჯიუტობანას თამაში არ იყო მართლა მიყვარდა..მარა ამის აღიარება თვით მასთან არმინდოდა. -ღიმილა გოგო..ეს მითხრა და გამეღიმა..მერე გამახსენდა წეღან ჩემი ჩადენილი და ბლუყუნი დავიწყე.. -ისა..ანუ...შენნნ რო მითხარი ხოიიცი მითხარიო..ანუ თუ გიყვარვარო..მე არც გამიგონია ეგ..და ისე ვთ...თვალებში მიყურებდა და იღიმოდა,მე ვიყავი ღიმილა გოგო თუ ის იყო ღიმილა ბიჭი ეგ კიდევ საკითხავია..წელზე მომხვია ხელი..ეს იმდენად უცნაური და რაღაცნაირი იყო..წყალში დავიწყე ყურებდა მართლა მისი ხელი თუ იყო,ხელზე ხელი დავადე,ვაპირებდი მომეცილებია და ისევ უხეშობა დამეწყო,თავი რომ შევატრიალე ისევ იღიმოდა და ჩემსკენ წამოვიდა,მე კიდე გაბრაზებული ვბუსხავდი ტუჩებს..გეზი ჩემი ტუჩებისაკენ ჰქონდა ,ეს რო გავიაზრე გვიანი იყო,ის უკვე ჩემ ტუჩებს დააკვდა და მთელ ჩემ სხეულში ზოოპარკი გაიხსნა,ყველაფერი აქეთ იქით დადიოდა,დაბაჯბაჯობდ,დაფრინავდა არვიცი რახდებოდა...მეც ავყევი კოცნაში,მის თმებში დავასრიალებდი ხელებს და არ ვაპირებდი გაჩერებას,ის კიდევ ჩემ სხეულზე დააცოცებდა ხელებს..ვნებამ ამიტან მეც და იციც..ალბათ მთელი ცხოვრება ჩავლპებოდით იმ ჯაკუზში უჰაერობას რომ არ შევეწუხებინეთ..როგორც იქნა მოვწყდით ერთმანეთს..ის ისევ მიღიმოდა.. -ტკბილ ტუჩება ღიმილა გოგო ხარ!ეს რომ მითხრა გამეღიმა.. -იცი კარამელზე ვგიჟდები! -მინიშნება იყო ეს? -შეიძლება! -ანუ ჩემზე და ჩემ ტუჩებზე გიჟდები!მაგის თქმა გინდოდა. -არა..ნუ.. -პირველის კვალობაზე კარგი კოცნა იყო! -არ ყოფილა პირველი! -ანკა!არგამოგდი ტყუილები! გავბრაზდი და წყლიდან ამოვედი..ჩემი საცვალი და ლიფი ლანდავდა..რა აზრი ჰქონდა მის ჩაცმას,მარა აღარ მცხვენოდა რატომღაც..რაღაცეებს ვბურტყუნებდი,რაც მეც არვიცი ..მიშოც ამოვიდა წყლიდან..საცვალი სხეულზე მიკროდა,მთელი ტანი წლის წვეთებით ჰქონდა ასე რომ ვთქვათ მორთული..მე უკან უკან სვლა დავიწყვე.. -რატომ ბრაზდები ტკბილო ალქაჯო? -არ ვბრაზდები!ისევ გავიბუსხე ისე კი ისევ ჩემს ტუჩებს ეამბორა..რომ მოწყდა თვალებში მიყურებდა..წამოდი წყალი გადავივლოთ ასე გაფიანი ჩემ ლოგინში არ დაგაწვენ..იდიოტი მერე ვინ აპირებდა მაგასთან დაძინებას ერთი..დგუშის ქვეშ ვიდექით ერთად,ზურგზე ხელებს მისმევდა და ქაფს მაშორებდა,მე კიდე ვხურდი..ერთმანეთს გაშტერებულები უყურებდით მერე გავიმშრალეთ და ოთახში გავედით..თენდებოდა უკვე... -მე ჩემ ოთახში წავალ.. -ჰო??დარწმუნებული ხარ? -რატო არ უნ...ვაი დედა..უცებ გამახსენდა მანამდე მომხდარი მომენტები და მართლა ალქაჯივით ვისკუპე საწოზე.. -ნელა ველურო ჩაამტვრევ! -მოდი აქ და ჩამეხუტე თორე მართლა წავალ და ამომადღლიზავს მერი შოუ ენას?სიცილი დაიწყო..ეს რა მე დამცინოდა ახლა? -რა გაცინებს იდიოტო? -მკვდარ სიჩუმეს უყურე? -შენც ნაყურები გაქ? -კი..და მანდ რანახე საშიში?ისევ აგრძელებდა სიცილს.. -კარგი რა ნუ დამცინი და მოდი აქ მეორედ აღარ გეტყვი.. -კარგი ხო მოვდივარ..გვერდით მომიგორდა და ჩამეხუტა..მე მის ტუჩებს დავწვდი და ვაკოცე..მერე მის მკლავებში ჩავიმალე და მკვდარივით დამეძინა.. *მიშო* 1თვე გავიდა ჩემი და ანას ქორწინებიდან..ეს ერთი თვე ცუდად ვექცეოდი,უმეტესად ყურადღებას არ ვაქცევდი მარა მაინც სულ ვიცოდი ჩუმ-ჩუმად სად იყო და რას აკეთებდა..სულ გაბრაზებული იყო მარა არაფერს ამბობდა და იმჩნევდა..მარა დიდი სიამოვნებით გამიერთიანებდა თავყბას ჩემი საქციელისათვის ეს კი ვიცი..ერთი ორი დღე რომ შევხედე ისიც უნიტერესოდ მეპყრობოდა შემეშინდა რომ წავიდოდა,აღარ დამელაპრაკებოდა,აღარ გაიცინებდა..დილიდან კომპანიაში ვიყავი..საღამოს გამოვედი იმედი საქმეები იყო..დედაჩემის თქმის არ იყოს ეს ჩემი ბიძაშვილი მართლა დოყლაპიაა რა..ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია თორე ეს გააკოტრებს კომპანიას..სულ ფეხებს კიდია..იაპონელებთან ვახშამი გვქონდა მილიონიან კონტრაქტზე და მეძინა შემეზარა წასვლაოო ამჭრა დილიდან..მერე ანა გამახსენდა,მომენატრა,მისი ცივი თვალები გამახსენდა და გადავწყვიტე დღეს რომ მივიდოდი ჯერ ჩემ გრძნობებზე მეთქვა და მერე სიმართლეც შემეპარებინა..ვიღაცისგან გაიგებდა ბოლოს და ცუდად დამთავრდებოდა,ახლა კი მე ვეტყოდი რააც მოხდა მარა იმასაც ვეტყოდი რომ შემიყვარდა მართლა შემიყვარდა და არ იყო საჭირო ბავშვი..ნუ ბავშვი როგორ არმინოდა ყველას უნდა მამა იყო,მისი სიყვარულის ნაყოფი ყავდეს..სიყვარული ამეხსნა?ეს ხო მეტისმეტად ბანალურია..პატარა ბიჭივით ხო არ დაუწყებდი მეშენ მიყვარხარს ძახილს..სიტყვებს რა აზრი აქვს თუ საქციელი სხვას ამბობს..ბოლოს ძალა ვერ მოვიკრიბე და ბარში წავედი,გვიანობამდე ვიყავუთ ბიჭები,ჩემი ეს ‘საქმე’ ხვალისთვის გადავდე..გვიანი იყო სახლში რომ დავბრუნდი,მეგონა ანას ეძინებოდა,შუქებიც ჩამქვრალი იყო..ბარიდან რო გამოვედი კოკისპირულად წვიმდა..სახლში მალევე მივედი..ეზოში შევედი და ისეთი ელვა და ჭექა-ქუხილი იყო მივხმი ადგილზე,გავილუმპებოდი სულ,კაპიშონი გადავიფარე სახლამდე მისვლაში მაგრამ მანქანამ ატეხა სიგნალიზაცია..რაიყო ეს შობელძაღლი ელვა ეცა ჩემ მანქანას თუ რა სიკვდილია თქო გავიფიქრე და უცებ მანქანის გასაღები ამოვაძვრინე ჯიბიდან..გავაჩუმე როგორც იქნა..შევბრუნდი კარებისკენ რომ წავსულიყავი და მსხვრევის ხმა გავიგონე..აქ ქურდი ცხვირს ვერ შემოყნოსდა,ანა იყო უეჭველი..ჯანდაბა გასაღები მანქანაში დამჩა..კარებზე ბრახუნი ავტეხე მარა რათქმაუნდა არავის გაუღია..უცებ გამახსენდა რომ უკანა კარებთან ლარნაკში მქონდა დამალული გასაღები..სული როგორ მივიტანე იქამდე არვიცი მარა უცებ შევვარდი სახლში..ანამ კივილი მორთო და პლედში გაეხვია..ჩემი შეეშინდა..ხმა რომ გაიგონა ისე გამოექანა შემეშინდა არ დანარცხებულიყო გზაში სადმე..შემომეხვია და აღარ მიშვებდა..რაღაცას უყურა ალბათ და შეეშინდა..თან სიბნელეში..ძირს ნამსხვრევებს დავხედე და მივხვდი რომ ალბათ გაუვარდა..არაფრის დიდებით არ მიშვებდა..მციოდა,სველლი ვიყავი...ბოლოს წინა საოცრება ის იყო ჩემთან ერთად რომ იბანავა ჯაკუზში..მეგონა მართლააპირებდა ეს გიჟი გახდას,არადა ვიცი რა მორცხვიციაა..სულ არ გავშიშვლებულვართ მარა აზრი?ისეთები გვეცვა წყალმა რო დაასველა ჩანდა ყველაფერი..მერე ვილაპარაკეთ სასტუმროში მომხდარზე..რომ მკითხა რაომმომიყვანე ცოლადო შემეშინდა ცხოვრებაში პირველად სიმართლის თქმის..მარა აუცილებლად ვიზამდი და ვეტყოფი ყველაფერს..მერე ბუზღუნი რომ დამიწყო ვსიო იქ გადამეკეტა,მისი ტუჩები ისეთი მადის ამღძვრელი იყო..თან რო იბუსხებოდა..მეც არ დავაყოვნე დიდიხნის სურვილი,წელზე ხელი შევუსრიალე და ვკოცნიდი,თვითონაც ამყვა გამიკვირდა..მერე გავაბრაზე..მერე კიდე ვაკოცე,აი ბოლოს წინა საოცრება კი ის იყო თავისი ინიციატივით რომ მაკოცა და თავი ჩემ მკლავებში ჩამალა,წამში ჩაეძინამე კიდე დებილივით იმხელაზე ვიღიმებოდი თან იმდენი ხანი,ვინმეს რომ დავენახე აუცილებლად იტყოდა გიჟია ესო..მეც ჩავეხუტე და ჩემ ანკასთან,ჩემ ღიმილა გოგოსთან ერთად დავიძინე.. ეს დღე გადამწყვეტი დღე იყო ურთიერთობაში ასე ვფიქრობ..იმედი მაქვს ხვალ დილიდან ჩვენი ურთიერთობა შეიცვლება..ვიცი ორივევ ვგრძნობთ რომ ჩვენ შორის რაღაც არის..ეს რაღა სიყვარულია..ალბათ შემიყვარდა ეს პატარა ჭინკა..არვიცი ალბათ ასეა..ან არმინდა ვაღიარო მერე მეც და მასაც გული რომ არ გვეტკინოს..ვიცი ნატა მალე გამოხტება,ანა თუ არ გააჩენს ბავშვს ალბათ სხვა ცოლსაც შემრთავს..ყველაფერს იზამს რომ ელენეს გადაუჯოკროს..იმედია ჯერ არ მოვლენ..ვიცი იკითხავენ იმ წუთას ორსულად ხო არა?და მე რა უთხრა??ჯერ გოგოს არც შევხებივარ და ციდან ხო არ გაჩნდებოდა მის საშვილოსნოში შვილი თქო?ნატა იზამს..მე თუ არ ვიზამ ის იზამს რომ გაიგებს არ ვაპირებ იმ გეგმით წასვლას ეტყვის ყველაფერს ანას და ისიც წავა..მეც ვერ შევაჩერებ ეს კარგად ვიცი და წინასწარ მეშინია.. ესეც კიდევ ერთი საკმაოდ დიდი თავი ჩემგან..თქვენ კიდე არ აქტიურობთ საერთოდ და არმეუბნებით საერთოდ მოგწონთ თუ არა..ველოდები შეფასებებს..დადებითსაც და უარყოფითსაც..ვფიქრობ ხომ არ შევწყვიტო,არადა კარგი იდეები მქონდა,ერთმა შემომთავაზა სხვებიც დააწყვილეო და რა აზრის ხართ?გავაგრძელო წერა?დავაწყვილო სხვა წყვილებიც? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.