შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერიენს


26-12-2015, 23:54
ავტორი Anna)))
ნანახია 1 399

მერიენს
შენ ყველაზე არანორმალური ქალი ხარ, მერიენ. მოხვედი ჩემს ცხოვრებაში სწრაფი, ქალური ნაბიჯებით, ყველაფერი შენს გემოზე მოაწყე და თავდაყირა დააყენე ჩემი ''დალაგებული'' ცხოვრება. ახლა ზიხარ დაორთქლილ ფანჯარასთან,სვამ ყავას , ეწევი ძვირადღირებულ სიგარეტს და უსმენ წვიმის ხმას , ანუ ჩვენს საყვარელ მელოდიას. იღიმი,თან თავს წევ მაღლა და აშტერდები სიგარეტისგან გამჭვარტლულ ჭერს, რათა არ მისცე ცრემლებს შენი ფერმკრთალი ლოყები დაგემოვნონ. შენ აფრენ, მერიენ. ორი ზომით დიდ სვიტრში გახვეული თვალებზე ქუდჩამოფარებული, თმა გაშლილი , ბიჭური ფეხსაცმლით და მძიმე ნაბიჯებით მიაბიჯებ თბილისის ლამპიონებმოწყენილ ქუჩებში. ფეხით ფანტავ ნოემბრისგან დახოცილ ყვითელ ფოთლებს და სულ არ გადარდებს რომ სხვები ტიპიურ გიჟად მიგიჩნევენ. ყურსასმენებში დღემდე გაუჩერებლად ისმის ჩემი საყვარელი მუსიკა, რომლის ატანაც არასდროს გქონდა,მაგრამ ახლა მასზე ძვირფასი მოსასმენი არაფერია შენთვის. შავ ,გაცრეცილ ჩანთას ზურგზე მოიკიდებ და ტანზე ტკივილებშემხმარი, ნოემბრის სუსხშეპარული გამომეტყველებით მიუყვები მტკვარზე უაზროდ გაკიდულ ხიდებს.შენ არასდროს გიყვარდა თვითმკვლელი ადამიანები, თუმცა ახლა ყოველ დღეს ასრულებ საკუთარი თვალებდასიებული თავის მკვლელობით, დილით კი აბრეშუმის მზისფერ ხალათში გახვეული დგები დაორთქლილ ფანჯარასთან, იდუღებ ორმაგ უშაქრო ყავას, აღებ ფანჯრებს და ნოემბრის წვიმა ყინულივით ცივ ნიავს უშვებს შენს არაადამიანურად ჩაბნელებულ ოთახში. შენ გიჟი ხარ, მერიენ. მოლისფერ თვალებში მთელი სამყაროსოდენა ტკივილი გახატია და ყოველი ტირილისას მარცვალ-მარცვალ, ცრემლ-ცრემლად აძლევ საშუალებას რომ გულიდან მიმოიფანტონ მთელს ოთახში. შენი ოთახი ჩემი სურნელითაა გაჟღენთილი,შენი ტკივილებით და უზომოდ დიდი დარდებით , ზიხარ და ამ დედა***ულ ცხოვრებაზე იღიმი ირონიულად, მერე ეს ღიმილი პანიკურ სიცილში გადადის და სრულდება ყავით სავსვე ჭიქის დამსხვრევით, ბოლოს კი ნამსხვრევებით ყინვისგან დაშაშრული თითების დასერვით. შენი სიგიჟე სცდება ყოველგვარ ჰორიზონტს,მერიენ, შენი ტკივილები იმდენად დიდია ,რომ ვეღარ იტევს ოთახის კუთხეში დაგროვილი დაკუჭული ქაღალდების გროვა.შენ აფრენ ,მერიენ.დეტალებში იხსენებ თოთოეულ ტკივილს და სიამოვნებას განიჭებს ის ფაქტი რომ დაჟანგულ გულში გამჭოლად გერჭობიან ტკივილები. აწყობ გაცრეცილ ჩანთაში რვეულებს და კალმებს მოიკიდებ ზურგზე და კარის გაჯახუნებით ტოვებ საკუთარ სახლს, რომელიც თავშესაფარს კი არა, საპყრობილეს უფრო ჰგავს. არ გყავს არავინ რომ უბრალოდ გვერდით დაგიდგეს, მშვიდად გესაუბროს ან თუნდაც გიყვიროს და გამოგათრიოს შენი სიმარტოვიდან. მარტო ხარ, შეეჩვიე..ყოველ დღე ცდილობ შენი გაბანალურებული შავ-თეთრად შეღებილი წარსულის დამარხვას მაგრამ არ გამოგდის. ზიხარ , დუმხარ. უყურებ ქრიზანთემებს რომლებიც რამდენიმე დღეში შეწყვეტენ სიცოცხლეს და გახსენდება როგორ გიწნიდი წელამდე ტალღოვან თმაში სისხლისფერ ქრიზანთემებს,მერე თავს მხარზე მადებდი და ერთმანეთის დუმილით დამტკბარნი მთელი ძალით ვხლართავდით თითებს თითებში. იხსენებ როგორ ვეწეოდით უფილტრო სიგარეტს და ვიცინოდით ბოლო ხმაზე შეშლილებივით (-ვით ზედმეტია,ორივემ ვიცით). იხსენებ როგორ მიყვარდა შენს მოლისფერ თვალებში საკუთარი სამყაროს დაკარგვა , როგორ მიყვარდა შენს დამსკდარ ბაგეებზე თითების ბალიშების შეხება, შენ გეღიმებოდა და მე ნაზად გკოცნიდი ღიმილშეპარულ ტუჩის კუთხეზე. მერიენ, ზიხარ ქუჩაში და ყოველ გამვლელ-გამომვლელს უღიმი ,თან წერ შენთვის რაღაცას, კალიგრაფიაშეცვლილი , მერე გიჟივით დგები ყიდულობ ქრიზანთემების კონას და მოიჩქარი , იქ სადაც ხუთიოდ წლის წინ მიწით გაგევსო ფრჩხილები, იქ სადაც დამარხე შენი უკანასკნელი წრფელი ღიმილი ,მერიენ. მოდიხარ სწრაფი ნაბიჯით ეცემი მუხლებზე და უყურებ სურათს რომელსაც მანც შერჩენია ძველებურად ბედნიერი ბიჭის იერი, იღიმი, ღიმილი ტკივილში გადაგდის და იწყებ კივილს ,ძლივს გასაგონს მაგრამ სულის ფანჯრების დამამსხვრეველს. ბოლოს ძალაგამოცლილი გულაღმა ეცემი მიწაზე და უყურებ ცისფერ ცას რომელმაც შენს წარმოდგენებში დიდი ხნის წინ გაითავისა შავი, გლოვისფერი. უცნაურად ახლართულ ღრუბლებში არჩევ ბავშვის სილუეტს, რომლის ტირილიც არასდროს გაგიგია, რომლის ქათქათა სახეზე ღიმილი არასდროს გინახავს , შვილს რომელიც ჯერ კიდევ ემბრიონად ყოფნისას მიემატა შენს დარდებს, შვილს რომელსაც ასე ველოდით... უყურებ ცის კიდეს და გელანდება ჩემი მომცინარი სახე,როდესაც გიყურებდი თმა აწეწილს და შოკოლადით პირმოთხუპნულს, შემდეგ თვალებს ტკივილამდე ხუჭავ, იწყებ სიცილს და მთელი ძალით იხუტებ გულში სისხლისფერ ქრიზანთემებს. შენ გჯერა , შენ გჯერა , მერიენ, რომ სადღაც ცის მიღმა ვცხოვრობ მე და ვარწევ ჩვენი არდაბადებული შვილის ნუშისფერ აკვანს... შენ გჯერა, გჯერა ,მერიენ , რომ შენს სიყვარულს არ გააჩნია არც ათვლის და არც ბოლო წერტილი. მიყვარხარ.
შენ ყველაზე გიჟი ქალი ხარ, მერიენ.
26.12.15
ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent