არ შეიძლება! თავი 11
სწავლა დაიწყო, ჩვეულებრივად გადიოდა დღეები, ანა არ მაძლევდა იმის საშუალებას , რომ მომეწყინა. გართობაც იყო, სწავლაც და სიხარულიც.. ბედნიერება არ იყო მხოლოდ.. მიყვარდა.. მაკლდა.. მჭირდებოდა.. ბევრჯერ უთქვამს ანას, დაურეკე და დაელაპარაკე, ოდესმე ხომ უნდა აპატიოო, მაგრამ ადამიანს ვერ აპატიებ თუ მას ეს არ უნდა, თუ ამას არ გთხოვს, თუ შენ გამო არაფერს აკეთებს.. შიგნიდან ისე ვიყავი განადგურები მეგონა არაფერი აღარ გამომაფხიზლებდა და შემომაბრუნებდა ამ ქვეყნისკენ.. ძალიან გავხდი, იმდენად , რომ ანა თავისი ხელით მაჭმევდა , ძალით.. ყველგან დავდიოდი, არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ გული მტკიოდა რომ შაკუნაში შევცდი, რომ არ ვახსოვდი, ვიცოდი რომ თბილისში იყო, ზუსტად ვიცოდი და ყველგან მას ვეძებდი, მიკვირდა რატომ გამიკეთა მე ეს, მაინდამაინც მე, მას მე ამად არ ვუღირდი, მართლა უყვარდა დათუნა.. 12 დღე გავიდა რაც თბილისში ვარ, ყოველ დღე ანა თავიდან მაყოლებს ჩვენს პატარა ისტორიას, უკვე დაიზეპირა, მაგრამ მეც მსიამოვნებს ამის მოყოლა, უარს არასდროს ვეუბნები.. ყველაზე მეტად ის მიკვირდა , რომ აორთქლდა, იმდენად მინდოდა მასთან, იმდენად მიყვარდა, რომ მზად ვიყავი საკუთარი თავმოყვარეობაგვერდით გადამედო და მასთან გავქცეულიყავი, მაგრამ ერთი რაღაც მაკავებდა და ეს „მაგრამ“ დიდი რამ იყო, არ ვუყვარდი.. -გოგო, იკაკომ დარეკა, სადღაც ვჯდებით და გაიჩითეთ შენ და ქეთიო და არ წავიდეთ? გეხვეწები რაა-ყელი გამოიღო ქეთიმ ისე მეხვეწებოდა -წავიდეთ გოგო, როდის მითქვამს უარი ჩემ თავს გაფიცებ-გამეცინა მეც -ოღონდ მაგარ ვიდზე დადექი რა-თვალები აახამხამა ქეთიმ -ვითომ რატომ?-გავიკვირვე მე -შენ თავს ვფიცავარ სარკეში ჩაიხედე რა, რაც გახდი უფრო გალამაზდი, ნაკვთები და ყველაფერი უფრო დაგეხვეწა, მაგრამ აი ეს მეტისმეტია-მანიშნა შარვალზე რომელშიც ჩავძვერი -არ დაიწყო ეხლა ეგ ლექციები რა-ავატრიალე თვალები და ქვევიდან ავხედე ანუკას -ქეთი, მოდი ეს სინჯე - გამომიწოდა თავისი შავი მოტკეცილი კაბა, რომელიც სულ მომწონდა და არასდროს მეტეოდა, გამოვართვი მან კი განაგრძო - რატომ უნდა იტანჯო მითხარი, დაილია ეს კაცები გოგო? არუნდა და ნუ უნდა, მარტო შენ კიარა დათუნაც დაკარგა და გინდა ეგეთი კაცი გვერდით? -ადამიანო, მომისმინე, შენ დებილიხარ? გეუბნები რომ არ მინდა , არ მინდა მარა აჰა, ამომგლიჯე ეს გული და გადაუგდე ძაღლებს, შენ გგონია მე მინდა მიყვარდეს ?- ვთქვი და სარკის წინ დავტრიალდი, შესანიშნავად გამოვიყურებოდი და კაბა ისე მქონდა, რომ ანასაც კი შეშურდა -ულამაზესი ხარ მე ვიყო კუ- გადაიხარხარა ანუკამ და ავყევი მეც -წავიდეთ, ვუთხარი როცა გავემზადეთ და გზას გავუდექით. ლამაზად ვიყავით, მიხდებოდა ეს შავი მომდგარი კაბა , კოჩამდე სწორი, ჩემი დაბალყელიანი ბათინკა, თმა აწეული და ოდნავ მაკიაჟი.. გულში ვლოცულობდი , რომ ეხლა საიდანღაც დავენახე ვაჟბატონს და ენანა ესე რომ დამტოვა, მაგრამ ინანებდა რო? შაკუნა 12 დღე გავიდა რაც არ მინახავს, ჩემი ქეთი.. ისე მტკიოდა შიგნით ყველაფერი, გეფიცებით, ვერ ავღწერ რას ნიშნავდა ეს გოგო ჩემი სიცოცხლისთვის.. ესპანეთში წავედი, ისე წავედი რომ ვერაფერი მოვაგვარე, სასწრაფოდ გამომიძახეს ორი კვირით, დარეკვასაც ვერ ვბედავ , რომ ვუთხრა აქ ვარ, მაგრამ აინტერესებს რო? როგორც კი ჩავალ დათუნა უნდა ვნახო, მაგრად ფეხებზე უკვე ყველაფერი, ვერაფერს ვერ ვჭამ, ვერც კი ვთამაშობ, ტრენერი გაგიჟებული მყავს, ჰაერში ვარ.. აჩიკოა თბილისში, მე გავუშვი, ქეთის უნდა მიხედოს. ყველაფერს მეუბნება, მაგრამ ახლოს ვერ მიდის, მასზეც ნაწყენია, ერთად უნდა გამოვასწოროთ დანაშაული. არ ვამტყუნებ არაფერში, საერთოდარაფერში, ჩემი ბრალია, ჩემი და აჩიკოსი, მას სჯეროდა აჩიკოს და არასწორად მოიქცა, ისევე როგორც მე.. ვიცი როგორიცაა, გული ადვილად უტყდება, ყველაფერზე ტირის, ემოციურია და საშინლად, საშინლად საყვარელი. ყოველ ღამე მასზე ვფიქრობ, ერთად გატარებულ დროზე.. აჩიკო მეუბნება, რომ კარგად არი, არაფერი ეტყობა და მეგობრებთანაც ხშირადაა, მიხარია, მართლა მიხარია, თავს ვაჯერებ , რომ კარგადაა, მაგრამ აჩიკომაც და მეც ვიცით, სინამდვილეში ტკივა, თანაც ძალიან, მაგრამ რა ტკივა არვიცი, თუმცა ვიცი, ჩემი საქციელი და აჩიკოს ქმედება, ვუყვარვარ? ეს კითხვა არ მასვენებს და საწოლში გვერდის ვიცვლი,თვალს არ ვახამხამებ ისე ვუყურებ მის სურათებს და ვაღმერთებ, ვგრძნობ , რომ ვაღმერთებ.. არასდროს თქვათ, რომ კაცი დაუმორჩილებელია, ისე დამიმორჩილა ქეთიმ, ესე მეგონა რომ ცხოვრებაში ვერ მოვშორდებოდი და არამარტო მეგონა, ესეც არის, იმდენჯერ მიტირია ამ მოკლე დროში , რომ საკუთარი თავის არ მჯერა, არადა არასდროს ვყოფილვარ სუსტი, პირიქით, ყოველთვის ამაყი და თავში ავარდნილი ტიპი ვიჩითებოდი, რა მიქნა ამ გოგომ? დავინახე თუ არა მივხვდი , რომ მთელი ცხოვრება მიყვარს, მაშინაც მიყვარდა, როცა არ ვიცნობდი.. ესე მგონია რომ რაღაც მაკლია.. აჩი მირეკავს -რას შვრები ?-მეკითხება ხმამაღლა და სიმღერის ხმა მე მიხრიტავს ყურს -რას ვიზამ, ვწევარ-ვუთხარი ძლივს -რა მტირალა როჟა იჩითები ეე?- შემომიღრინა -რახდება აბა, რამე ახალი ხოარაა?- ვკითხე შიშით ესე გვიან რო მირეკავდა -კი არის, მაგრად გახდა შენი გოგო- მეკრიჭებოდა აჩი -რატო? ავად ხოარ არი?- წამოვჯექი უცებ -შეხედე- მითხრა აჩიმ და ტელეფონი მიაბრუნა, რა დამემართა? ვერ გეტყვით, დავინახე , როგორ ცეკვავდა ქეთი, ღმერთს მადლობა ანასთან ერთად იყო თორემ არვიცოდი რა დამემართებოდა, აჩიკო იქ მეგულებოდა და ცოტა მშვიდად ვიყავი, სასწაულად ლამაზი იყო, 2 კვირაში ისე შეცვლილა, ისე რომ თვალები გამიფართოვდა, ყოველთვის ლამაზი იყო ქეთი, მაგრამ ეხლა პირდაღებული ვუყურებდი და გაბრაზებას ვგრძნობდი , რომ მასთან არ ვიყავი, რომ სულელივით მოვიქეცი.. -ჰა რას იტყვი?- მოაბრუნა ტელეფონი აჩიმ და გამეკრიჭა -დამენ*რა-ამოვიხავლე ძლივს და სახეზე ხელი მოვისვი -არ დაიწყო ეხლა , ჩამოხვალ რა- მელაპარაკებოდა აჩი და თან გვერდით იყურებოდა - ცოტაც და მანდ ვარ, მანამდე მიხედე რა გთხოვ- შევევედრე აჩიკოს -უნდა გავთიშო, ბევრი ხალხია და ბიჭებიც ბლომად არიან, დავჯდები სადმე მოშორებით- მითხრა აჩიკომ დამემშვიდობა და გათიშა, რა ვიგრძენი? ვერ აგიღწერთ, გეფიცები ცხოვრებაში ესე სისხლი არ ამდუღებია, როცა ვგრძნობდი რომ შეიძლებოდა ვინმეს შეეხედა ან მოსწონებოდა, მარტო ჩემი იყო, მარტო ჩემი.. ვერ დავიძინე, მთელი ღამე ვწრიალებდი საწოლში, 8 საათზე ავდექი, მწვრთნელთან ჩავედი -ნიკა შეიძლება?-მორიდებით მივედი -რახდება შაკუნა? არ გძინებია?- თვალებზე მანიშნა -როგორ არა, უბრალოდ ნიკა რაღაც მინდა გთხოვო- დავიწყე შორიდან -გისმენ რა ხდება?- გამომცდელად შემომხედა -ნიკა, ხომ იცი ისედაც მალე უნდა წავსულიყავი, რაღა დამრჩა, სინჯები იყო და მეც თავი არ კიარა ვერ გამოვიჩინე, დღეს თუ მომცემ შანსს ვითამაშებ, ოღონდ ამ თამაშის მერე უნდა გამიშვა საქართველოში, გპირდები რომ ისეთი თამაში არიქნება, როგორსაც 12 დღე გაჩვენებდი- კაცურად ვუთხარი ნიკას ჩემი გასაჭირი -გაგიშვებ, უბრალოდ მიზეზი მითხარი- შემომხედა თვალებში -ქეთა-მოვუჭერი მოკლედ -ქეთა?- ვერ მიხვდა უცებ და კითხვა შემომიბრუნა -ქეთა რაზმაძე- დავუკონკრეტე მე -აა აა, ვსიო იასნა- მითხრა და გამიღიმა, თითქოს ყველაფერს მიხვდაო და მეც გულზე ლოდი მომეხსნა ქეთა იმდენი დავლიე ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, ბევრი ხალხი იყო ძალიან , კარგად ვერთობოდი, ანამ დამაჩემდა , ვიღაც ბიჭი ვიდეოს გიღებდაო, მე კი არ გავიხედე ქვეყნის დიდებით, არ მაინტერესებდა ვინც არ უნდა ყოფილიყო, მე ერთი ადამიანი მიყვარდა და ესე იქნებოდა ალბათ მუდამ.. ალბათ იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ეხლა და ამ მდგომარეობაში კი მე ამას ვერ ვაკეთებდი და მკლავდა ეს გრძნობა.. სახლში რომ მოვედი გვარიანად ნასვამი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად არ ვსვამდი კარგად ვიტანდი სასმელს და არც ბევრი მომსვლია არასდროს, თავს არასდროს ვკარგავ.. გვიანი იყო, 4 საათზე კი სახლში მოსულს ცრემლების ზღვა გავუშვი და მონატრება გადმოვუშვი -ნაკოცნი მაქვს- დავიწყე ფრთხილად და სითამამე სიმთვრალეს დავაბრალე - რატო არმითხარი? გეგონა გავგიჟდებოდი? ეგ რეალურია- დამამშვიდა ანამ -იცი ან, რომ მეხებოდა ჩემში მაგ დროს შეიცვალა ყველაფერი, არმინდოდარომ მისი ტუჩები მომშორებოდა, საშინლად მიზიდავს და ჩემი ნება რომ იყოს ალბათ დღესვე გავყვები ცოლად, მაგრამ ეს არარი მხოლოდ ვნება, ეს არი სიყვარულით გამოწვეული რაღაც სიგიჟე, ეს ის მომენტია, როცა გინდა რომ მაგრად შემოეკრა და არსად გაუშვა, პირველად რომ დავინახე წელს ზემოთ შიშველი მთელს ტანში სიცივე ვიგრძენი, გული ამიჩქარდა, მის შეხებაზე ვითიშები.. ხელს რომ მკიდებს სხვა განზომილებაში ვარ, მინდა რომ შემეხოს უფრო და უფრო- ვლუღლუღებდი ძლივს ანას კი ეცინებოდა ჩემს საქციელზე და მაგრად, ძალიან მაგრად ვხარხარებდით ორივე არაფრის გამო. -წამო სიგარეტი ვიყიდოთ, ამ დროს გშველის- გამახსენა ანამ ძველი ჩვევა, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი, რადგან არასდროს ვყოფილვარ მწეველი და არც მიმაჩნდა საჭიროდ ამის აფიშირება. -წამო ავდექი ძლივს და გარეთ გავედით. ნელი ნაბიჯით მივუყვებოდით მაღაზიის გზას და სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით, გამოგვაფხიზლა,თანაც ძალიან, მსიამოვნებდა გვიან ქუჩებში სიარული, ამ დროს მინდოდა რომ მხოლოდ მე და შაკუნა ვყოფილიყავით დედამიწაზე და გულში ჩავეკარი. ყველაფერი მიტრიალებდა თავში, სანამ მაღაზიაში არ შევედი და მკვდრის ფერი არ დამედო სახეზე, კონსულტანტს თავი დახრილი ქონდა და ხელზე იყო დაყრდნობილი, ალბათ ეძინა, არ მინდოდა რომ გამეღვიძევინა , მაგრამ ანამ არ მომეშვა და ფრთხილად დაუძახა -უკაცრავად, გოგონა- ჩუმად ამბობდა ანა და არ უნდოდა მისი შეშინება -უი, მაპატიეთ ძალიან გთხოვთ- თვალები მოისრისა გოგონამ და შემოგვხედა. გავხევდი. სახელს ვკითხულობდი და რატომღაც მეგონა რომ სწორედ ის იყო ის, ვისაც აჩიკო ეძებდა, გვარი არ ვიცოდი, ამიტომ სასწრაფონ უნდა დამერეკა მასთან, საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი , ის რომ ნაწყენი ვიყავი ან ის რომ რამე მოხდა ჩვენს შორის, ეს მჭირდებოდა, მჭირდებოდა რადგან მენატრებოდა, მაგრამ ეხლა ზუსტად უნდა გამეგო ის იყო თუ არა -უკაცრავად, შეიძლება მეშლებით , მაგრამ თქვენ ძმა ხოარ გყავთ? გამსგავსებთ- ვიცრუე უცებ -დიახ მყავს, თედო ქვია- იყო მისი პასუხი და რა დამემართა ვერ ავღერ, ვიქცეოდი ბედნიერებისგან, მე მას მივაგენი და აჩო კარგად იქნებოდა, გულში ვკიოდი და ტელეფონს ვეძებდი -საიდან იცნობ?- დაეჭვდა ის -იცით? არც მე მახსოვს მაგრამ მგონი ერთად დავდიოდით სადღაც პატარაობაში-ისევ ვიცრუე -სასიამოვნოა, მე ანინო- გამომიწოდა ხელი- უი თუმცა აქ ხომ წერია- გულზე დაიხედა და ორივეს გაგვეცინა. სასწრაფოდ გამოვედით მარკეტიდან ანასთვის არაფერი ამიხსნია, მერე მოგიყვები მეთქი და ეგრევე აჩიკოსთან დავრეკე. აჩი 5 საათი იყო ტელეფონმა რეკვა რომ დაიწყო, დავხედე თუ არა გულში რაღაც ჩამწყდა, ჩემი ქეთი რეკავდა და ზუსტად ვიცოდი რატომაც, დამინახა და საყვედური უნდა გავიფიქრე გულში და სწრაფად ვუპასუხე -გისმენ- მორიდებულად ვიყავი -აჩო შენ ხარ?-სწრაფად მელაპარაკებოდა ის -კი, ქეთი მშვიდობაა?-წამოჯექი მე -სად ხარ?- დამისვა კითხვა და შემეშინდა ისევ არ მეჩხუბოსთქო -დღეს ჩამოვედი თბილისში, ფეხბურთის პონტში-მოვიტყუე უცებ -სასწრაფოდ გამოდი ვაჟაზე და დახვდები, დონატებთან- უცებ მომახალა და გათიშა. შემეშინდა, არაფერი უჭირდეს მეთქი, სწრაფად ჩავიცვი, არანორმალურად ვჩქარობდი და 15 წუთში უკვე ტაქსში ვიჯექი. სწრაფადმივედი, ქეთი და ანუკა დავინახე, ტანსაცმელი არც კი გამოეცვალათ,სიცივისგან კანკალებდნენ, სწრაფად გადავედი მანქანიდან და მათ მივვარდი -რა მოხდა? ვინმემ რამე გითხრათ? მშვიდობაა?- ქეთის გულში ვიკრავდი და ანას ვუყურებდი -კარგად ვართ, წამოდი ვიღაც უნდა დაგანახო, მითხარი ეგ არი თუ არა- ხელზე მექაჩებოდა ქეთი და მიმათრევდა. ხმა არ ამოგვიღია არცერთს, მივხვდი , რომ გადავრჩი და არ დავუინახივარ ბარში არცერთს, უფრო სწორად ვერ მიცნეს.. 2 წუთში მარკეტის წინ ვიდექი და ნაცნობ სახეს ვუყურებდი, გავშტერდი, თვალს ვეღარ ვახამხამებდი, შერჩენოდა ძველი იერი და ნაკვთები, გალამაზებულიყო და ეხლა ვიგრძენი, რომ აქამდე ვსუნთქავდი, ეხლა კი გავცოცხლდი. ქეთი რაღაცებს მელაპარაკებოდა, მაგრამ რომ მიხვდა რომ გავშტრერდი გაჩუმდა, ის არისო დაიკივლა და ანას ეხუტებოდა, მე კი ყელში დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი და არვიცოდი რა მექნა, შეჩვეული ვიყავი მის გარეშე ცხოვრებას, ეხლა კი ზუსტად ვიცოდი რომ ვერ დავთმობდი ვერანაირად, შიგნით ყველაფერი ამტკივდა და ეხლა გავუგე შაკუნას, ეხლა მივხვდი რა დღეში იყო და თურმე ეს საერთოდ არ ყოფილა სასაცილო. ყოველთვის ვიცოდი რომ მიყვარდა, მაგრამ როცა დრო გადის ვეჩვევით ადამიანების გარეშე ყოფნას, თუმცა როცა ხვდები რომ აღარ მოგიწევს მის გარეშე ყოფნა , ხვდები რომ მოგიწევს ბრძოლა სიყვარულისთვის, ეს სტიმულს გაძლევს. ფრთხილად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და შევედი -გამარჯობათ-რობოტივით გამომივიდა და მივშტერებოდი, ისე რომ თვალს არ ვახამხამებდი -გამარ-ვერ დაასრულა სიტყვა, თავი აწია თუ არა გაშრა. მიცნო- გავიფიქრე გულში და ველოდებოდი მის რეაქციას. ის კი ჯიუტად არ ამბობდა არაფერს და არც მე ვიღებდი ხმას -აჩიკო?- კითხვას უფრო გავდა ვიდრე დაძახებულს -კი, მე ვარ- ვთქვი და ნერწყვი გადავყლაპე -დიდი ხანი გავიდა-პირდაპირ საქმეზე დაიწყო ლაპარაკი -ძალიან-დავეთანხმე მეც -მაგრამ სულ ვიცოდი რომ მოხვიდოდი- თქვა თუ არა ტირილი დაიწყო, მე კი ვეღარ მოვითმინე და მასთან ახლოს მივედი, გულში ჩავიკარი და ვიგრძენი მეც როგორ მომდიოდა თვალებიდან ბლანტი სითხე.. ბედნიერი ვარ.. ქეთი შევარიგე, ამაზე დიდი ბედნიერება არ მიგრძვნია ცხოვრებაში, შაკუნას შემდეგ.. აჩო კარგად არი, ბედნიერი იქნება, მოგვარდებიან და ერთი ადამიანი მაინც იქნება ჩემს გარშემო ბედნიერი თავისი მეორე ნახევრით.. მერე მეც შევედი მარკეტში, აჩომ ერთმანეთი უფრო ახლოს გაგვაცნო , ანინო ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა, ისე ჩამეხუტა, მივხვდი რომ მადლიერი იყო, ლამაზი იყო, ძალიან. მაღალი , შევსებული გოგო იყო, მწვანე თვალებით და შავი თმით, სწორი ცხვირი ჰქონდა და ზომაზე დიდი ტუჩები, სასწაულად უხდებოდა ამ გოგოს ღიმილი და ეგრევე მივხვდი რატომაც შეუყვარდა აჩიკოს.. აჩიკომ ორივეს მოგვეხვია, მერე ნომერი გამოართვა, არ შეიძლებოდა დიდხანს მარკეტში ესე ყოფნა. წამოვედით, ჩემთან შემოვიდა, ვიცოდი ეხლა ლაპარაკი უნდოდა და მეც არ მინდოდა წასულიყო -ვერასოდეს დავივიწყებ იმას, რაც გამიკეთე- დაიწყო აჩიკომ -არ დაიწყო ეხლა, ხომ იცი ვინ ხარ ჩემთვის- ვეღარ მოვითმინე მე და გაბრაზება უკან გადავდე -მაპატიე ქეთ კაი? ზოგჯერ ყველაფერი ისე არარი ჩვენ რო ვხედავთ, მსოფლიოს მირჩევნიხარ შენ სიცოცხლეს ვფიცავარ- გულში ჩამიკრა აჩიკომ -ვიცი, მეც უზომოდ მიყვარხარ, ვაფშე აღარ ვარ ნაწყენი და ეგ შენს ქალბატონს უმადლოდე -ისევ ისე მიყვარს , როგორც ადრე და იმაზე მეტადაც- ჩაფიქრდა აჩი -მჯერა, მეც ეგრე ვარ- ვეღარ მოვითმინე მეც და გულის გადაშლა დავიწყე -დამშვიდდი კაი? -გამიღიმა მან. საშინლად მინდოდა შაკუნაზე რამე ეთქვა მაგრამ სიტყვა არ დაძრა და მივხვდი რომ აღარ ვუყვარდი, ასე რომ ყოფილიყო აჩიკო რამეს მეტყოდა, არ მივედი ჩემ თავს უფლება მეტირა, აღარ შემეძლო ამდენი, უბრალოდ მინდოდა რომ მეყურებინა აჩიკოსთვის, რადგან ბედნიერი იყო და ამაში მეც მივიღე რაღაც დოზით მონაწილეობა.. მალე წავიდა აჩიკო, ბედნიერი იყო და დამპირდი დაგირეკავო, ამ დღეებში ანინოსთან ერთად წავიდეთ სადმეო, მეც დავთანხმდი, ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე და წავიდა, მართლა მაკლდა ეს საძაგელი, უზომოდ მიიყვარდა და არვიცოდი როგორ ვძლებდი მის გარეშე.. გემრიელად მეძინა,მეორე დღეს ლექცია მქონდა 12 საათზე, თავი ძლივს ავწიე, უცებ მოვემზადე და ლექციებზე წავედი. აჩიკო მოვიკითხე და ვკითხე რა გეგმები ჰქონდა, ვიფიქრე ვნახავ და სადმე წავალთთქო „რას აკეთებ? მომაკითხავ უნიში?“-მე „ქეთო, ანინოსთვის მინდა მაგარი რამის ყიდვა და ეხლა ვაპირებდი მოწერას, გამოგივლი და გავიდეთრა ამარჩევინე“-აჩი „კაი, ორზე თავისუფალი ვიქნები და გამოდი, ერთი ლექცია მაქვს დღეს“-მე „გაკოცეეეე“-აცანცარდა აჩი და ამაზე გულიანად გამეცინა 2 საათზე უკვე მის მანქანაში ვიჯექი და გულაიანად ვიცინოდით სისულელეებზე, ოქროს ბირჟაზე გამიყვანა და ანინოს ყელსაბამი აურჩიეთ, ძალიან ნაზი და სადა, გუშინ ბევრი ულაპარაკიათ და დღეს უნდა შეხვედროდა, მე ვიუარე არ მინდოდა გაყოლა, ჯობდა ეხლა მარტო დარჩენილიყვნენ, ბევრი ჰქონდათ გასარკვევი. -შენ რა გინდა?- ვერ მივხვდი აჩიკოს შეკითხვა -რას ქვია რა მინდა?- კითხვა მივუბრუნე უკან -შენც უნდა გიყიდო რაღაც- მითხრა სერიოზულად -კაი, წამო ჯინსი მომწონს და ეგ მიყიდე- ავცანცარდი მეც -ჯინსი არა- მომიჭრა აჩიკომ -აბა ?- დაჟინებით შევხედე და ვერ მივხვდი რა უნდოდა -სად ვართ ეხლა ქეთი, აქ რა იყიდებაა?- ხელები გაშალა აჩიკომ და ოქროებზე მიმანიშნა -შენ სულ გარეკე ხო, მიყიდო არა ტოროლა- გადავირიე მე -კაი ხო კაი, გეხუმრები, წამო კიდე რამე შევურჩიოთ ანინოს- ახარხარდა აჩიკო ერთი ძალიან ლამაზი , სადა სამაჯური მომეწონა, არასდროს მიყვრდა ოქრო, სადა ავარჩიე, ძალიან ნაზი და უბრალო, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ხელზე რომ არც კი დავფიქრებულვარ ისე ვაყიდინე აჩიკოს, სადა გოგოა ანინო და ზუსტად მასზეა ზედ გამოჭრილი თქო. სახლში მალევე მიმიყვანა, თითონ ანინოსთან მიდიოდა და შემპირდა დღეს თუ არა ხვალ უეჭველი გნახავთ ერთადო. -ქეთი მოიცა არ გადახვიდე- მითხრა და პარკი მომაწოდა -რა არი?- გახსნა დავაპირე -არაფერი, ჯინსი გიყიდე ერთი შენ რო სამაჯურს არჩევდი და იმედია მოგერგება, გეკუთვნის რა იმდენი გატარე-თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. მადლობა მეთქი მივაძახე და სახლში შევედი, გამოვიცვალე და წავიმეცადინე, მერე ჯინსის გასინჯვა გადავწყვიტე, ამოვიღე და მართლაც მომეწონა, ჯინსთან ერთად პატარა პარკი იდო, პარკში კი 100 დოლარი და ის სამაჯური იყო მე რო ავარჩევინე -აჩი, სამაჯური და ფული დაგრჩა ჩემს შარვლის პარკში-ვუთხრარი როგორც კი ყურმილი აიღო -არ დამრჩენია, ეგ შენია, ეხლა ანინოსთან ერთად ვარ, ჩხუბი არ დაიწყო, მერე აგიხსნი- მითხრა და გამითიშა. გავბრაზდი.. შაკუნა მაგრად ვითამშე, ალბათ იმიტომ რომ ქეთისთან მეჩქარებოდა, აჩიკოს დავურეკე, ანინოზე მომიყვა ყველაფერი, გაგიჟებული იყო, მითხრა , რომ რაღაცის ყიდვა უნდოდა და ქეთი მიყავდა ბირჟაზე -ფულს გამოგიგზავნი და რაც მოეწონება მასაც უყიდე- ვუთხარი მე და კეფაზე მოვისვი ხელი -რადმინდა ფული, მაქვს და ვუყიდი რაც უნდა-მითხრა მოკლედ აჩიკომ -არა, შენ რო უყიდი ეგ შენგან იქნება, მე მინდა რომ ჩემგან ჰქონდეს- შევეწინააღმდეგე მე -კარგი, რა ვუყიდო?- გამეკრიჭა აჩიკო -რაც მოეწონება, ამ წუთას 500 დოლარის მეტი არ მაქვს-დავიჭყანე მე -თავზე გადაგვივა ბიჭო, თუ რამე და დავუმატებ-მითხრა აჩიკომ -მისმინე, ხვალ მოვფრინავ, ფულს დღეს გადმოგიგზავნი და სანამ წახვალთ ბირჟაზე აიღე, უთხარი რომ შენ ჩუქნი მე არ მახსენო- გავაფრთხილე აჩი -კაი, გელოდე მაშინ დამირეკე და ავიღებ- მომაძახა და გათიშა, ავდექი, ჩავალაგე მოვწესრიგდი, აჩიკოს ფული გადავუგზავნე და სახლში მოვედი, ვიცოდი მალე ვნახავდი, მაგრამ აუცილებლად ჯერ ქობულეთში უნდა წავსულიყავი, რომ დათუნასთან გამერკვია ყველაფერი და შემდეგ ქეთი მენახა, 4 საათზე დამირეკა აჩიკომ, ყველაფერი მოგვარებულიაო, ქეთის რაღაც სამაჯური მოსწონებია და აჩიკოს უყიდია, 100 დოლარი მომრჩა და შარვალთან ერთად ჩავუგდეო, შარვალი აჩომ აჩუქა, მაგრად უყვარს ქეთი და ყოველთვის ვამჩნევდი ამას, რაც უზომოდ მახარებს, რადგან აჩო ძმასავეთ მყავს მეც და ქეთოსაც.. 12 საათი იყო შაკუნამ რომ დამირეკა, ანინოსთან ერთად იყო, ველაპარაკე ვუთხარი რომ დამხვედროდა გამთენიოს იქ ვიქნებოდი და აჩიც მოუთმენლად მელოდა, მითხრა ანინოც მომყავს ქობულეთში ჩემებს უნდა გავაცნოო და მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი.. კარგად ვიფრინე, 6 საათზე საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი და გული ამიჩქარდა, ვიცოდი რომ მე და ქეთო ერთ ქალაქში ვიყავით და ვერ ვითმენდი ისე მინდოდა მისი დანახვა, აჩიკომ მითხრა ლექცია აქვს 1 საათზეო, ისე ვერ წავიდოდი ქობულეთში სანამ არ დავინახავდი, თუნდაც შორიდან, სახლში მივედი , გამოვიცვალე დავისვენე, აჩიც ჩემთან ერთად იყო, 11 საათზე ანინო ვნახეთ, ძალიან კარგი გოგო იყო , მომეწონა და აჩისაც არჩევანი მოვუწონე -ქეთა შენ გიყვარს?- გემეკრიჭა ანინო -ბავშვობიდან, მაგრამ ეს სიგიჟეს უფრო ჰგავს, სიყვარულზე ბევრად მეტია- დავიწყე ოვაციებით ლაპარაკი და თან გვერდით ვიყურებოდი, უნივერსიტეტთან გაგვეჩერებინა მანქანა და ქეთას გამოჩენას ველოდებოდით ყველანი, ვთქვით რომ ანინო გადავიდოდა და ნახავდა, მოიკითხავდა, მე არ გამოვჩნდებოდი. მოვიდა, დავინახე როგორ მოდიოდა, თმა მაღლა ჰქონდა აწეული, ბუნებრივ იყო ძალიან, აჩიმ მითხრა ჩემი ნაყიდი შარვალი აცვია და ამარიაჟებსო და გამეკრიჭა, ვუყურებდი და თვალს ვერ ვწყვეტდი, შავი როლინგი ეცვა, შავი ჯინსები და ეგეთივე ბათინკები, ზემოდან ელექტრო ვარდისფერი კურტკა მოეცვა და კაპიშონი წამოეფარებინა, მიყვარდა არაადამიანურად.. -ქეთ, როგორ ხარ?- გავიგე, როგორ დაუძახა ანინომ ქეთის -ანინო, კარგად შენ როგორ ხარ? როგორ გამახარე- გავიგე ქეთის წკრიალა ხმა და გული გამიჩერდა.. გაშტერებული ვიჯექი, ანინო დროს წელავდა და ალაპარაკებდა, მე კი ვკდებოდი, ისე მინდოდა მისი ჩახუტება.. -სწრაფად წავიდეთ, ამ წუთას უნდა დაველაპარაკო დათუნას- განვუცხადე აჩიკოს, როგორც კი დაჯდა ანინო მანქანაში. -წავედით-მითხრა და გაზს დააჭირა -5 საათში ყველაფერი გაირკვევა -ვთქვი და ფანჯარას მივადე თავი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.