ბედის ბრალია!(7)
დილით რომ გავიღვიძე კარგ ხასიათზე ვიყავი რაღაც.თვალები არ გავახილე მარა ვხვდებოდი ის მწველი მწერა ჩემი მწვანეთვალება კარამელიდან მოდიოდა..გამეღიმა,თვალებს ისევ არ ვახელდი. -როდემდე აპირებ ჩემ დაიგნორებას ქალბატონო?გაახილე თვალები ბრძანება!კიდევ გამეღიმა და თვალები გავახილე. -დილამშვიდობისა.კიდევ ვიღიმოდი. -სწორად შემირქმევია სახელი შენთვის. -რა? ღიმილა გოგო? -აჰამ..თავი დამიქნია..ისიც ჩემსავით კარგ ხასიათზე იყო,ეგოისტურად მიხაროდა ისევ ისეთი რომ არ იყო დილით,მოიცა რაღა დილა?დილას დავიძინეთ ისედაც ალბათ ახლა 4-5საათი იქნებოდა..სხვას შეეძლო ის რაც გუშინ მოხდა უბრალოდ დაევიწყევია და ეთქვა ჩემი ცოლი ხარ გაკოცე მერე რა?არაფერი შეცვლილა..მაგრამ მე ვგრძნობდი რომ გუშინდელით,ნუ დღევანდელით ბევრი რამ შეიცვალა ჩვენ შორის,განა რა მოხდა ერთმანეთს ვაკოცეთ,მარა ბევრს ნიშნავდა -ეს ჩემთვის და ვფიქრობ რომ მიშოსთვისაც.. -რომელი საათია?გავიზმორე.. -აუ არვიცი..ტელეფონები დაბრედილია.. -მშია.. -ღორო.. -რატო ვარ ღორი?არ მიჭამია არაფერი გუშინს მერე. -მე ვჭამე! -ჰო და როდის მოასწარი? -მოვასწარი..თან ძალიან გემრიელი რაღაც იყო..კიდევ დავაგემოვნებდი..თან ჩემ ტუჩებს უყურებდა,მივხვდი რასაც გულისხმობდა და გამეცინა. -გუშინდელი.. -კოცნას გულისხმობ? -ხო ზუსტად მაგას! -მერე?რამოხდა რაც გვინდოდა ის გავაკეთეთ!ანა არვართ ჩვენ 18წლის თინეიჯერები,რაც გვსურს იმის გაკეთება შეგვიძლია..თვალებში ჭინკები უთამაშებდა მიშო ბატონს,ზემოდან მომექცა სულ რაღაც წამებში და ტუჩებზე დამაცხრა..მალევე მოვიშორე. -მშია ადამიანო!დავიზმუილე.. -კარგი ხო ავდქეთ.. მოვწესრიგდით და ქვემოთ ჩავედით. -აბა რა ვჭამოთ?ვიკითხე მე. -რადგან შენ არაფერი არიცი რამეს შეუკვეთავ.. -ჰმ..ვინნ?მე არ ვიცი არაფერი?მაცივარი გამოვაღე,ამას ვაჩვენებ სეირს ახლა.. -და რა იცი?კვერცხი ვერ გატეხე!მე სიცილი დავიწყე. -რა შენ მომატყუე? -აბა ვერ მივიქციე ყურადღება და! -ეშმაკი ხარ!რქები გაკლია.. -შენ მეუბნები მაგას მე?გავბრაზდი უცებ მარა ვიცი მეხუმრებოდა.. პასუხი აღარ გაუცია.მე კიდევ ინგრედიენტები გამოვალაგე მაცივრიდან,მწვანილიც მოვძებნე,კვერცხიც მშვენივრად ავთქვიფე..ომლეტი გავაკეთე,კარტოფილი და სოსისი შევწვი ერთად..ფორთოხალს წავაწყდი და წვენი დავწურე და კოხტად გავაწყვე სუფრა..მიშო კიდე ყბაჩამოგდებული მიყურებდა. -რაიყო?შეუბღვირე..მოდი გაცივდება. -ეს რამოხდა აქ?რა დაატრიალე?შენ გააკეთე?მეჩვენება? -არა არ გეჩვენება! -ხო არ მოვიწამლები?ლოყები გამიწელა. -არა!შეუბღვირე ისევე!თუ არ მენდობი გაგიხმეს მაგ კუჭი შიმშილით. -შენი ნდობა.. გაბრაზებული შევტრიალდი. -მოდი ყველაფერს ნუ გააფუჭებ რა!რაც მოხდა მოხდა,ბავშვივით მოვიქეცი და შეიძლება შეცდომები დაუშვი,მარგრამ ახალი ცხოვრება დავიწყე რომელში შენ მთავარი როლი გაკისრია,ჩემი ქმარი ხარ!გაუღიმე და დავამატე..საჭმელს რაც შეეხება..ბავშვობაში გართულება მქონდა ბებიაჩემის გაკეთებულ საჭმელზე და ჩემით ვისწავლე რაღაცეების გაკეთება..ასე რომ მოდი ვჭამოთ.ლოყაზე ვაკოცე და დავსხედით.ჭამა რომ დავამთავრეთ მომეხმარა სუფრის ალაგებაში,მერე ჭურჭელი სარეცს მანქანაში ჩავაწყვე და მივბრუნდი მიშოსკენ რომელიც ისევ მიყურებდა. -სხვათაშორის გემრიელი იყო. -ვიცი. -თავდაჯერებული ალქაჯი. -დაე ვიყო.. -არ მოგწყინდა სახლში? -მმ..ცოტა.. -მერე წავიდეთ სადმე.. -სამსახური? -შაბათია დღეს სულელო..ამიტომ დღეს და ხვალ თავისუფალი ვარ..იმედია პაატა არ გადაწვავს კომპანიას. -პაატა რომელია?ელეგანტურ ქალთან ერთად რომ იყო? -ჰო ეგა..ელენე დედამისია.. -შენი ბიძაშვილია ხო? -ჰო.. -და სად წავიდეთ?კითხვა დავსვი ისევ მე.. -რავიი მარიჩკას და ლანაჩკას დაურეკე მე ბიჭებს დაურეკავ და შევიკრიბოთ სადმე.. -ბიჭებს..გიორგიც იქნება? -ჰო რამოხდა? -არაფერი..არ დავლაპარაკებივარ საერთოდ,არც ქორწილამდე არც მის მერე ბრაზობს ალბათ..მარა არ გამოვირჩევით არაჩვეულებრივი ურთიერთობით. -ნუ ღელავ..წავედით ჩავიცვათ. ოთახში ავედი და თან მარის დაურეკე,ის მერე ლანას ეტყოდა..უცებ ჩავიცვი რაც ვნახე თბილად,იმიტომ რომ სიცივეები იყო ჯერ კიდევ..ოთახიდან რომ გავედი მიშოც გამოვიდა,თხელი მოსაცმელით წამოვიდა ამჭრა ჭკუიდან არ შემცივდებაო.. ჩვენ საყვარელ კაფეში შევიკრიბეთ..ხშირად ვიყავით იქ მე და გოგოები,აი მიშოსთან ერთად კი პირველად ვიყავი..ერთი კუპე იყო,ამოჩვენიებული გვქონდა და იქ შევედით,კაფეში სითბო იყო და მოსაცმელი გავიძვრე,ამ საძაგელს კიდე ციოდა და ჩავეხუტე..გოგებმა დამიწყეს იმ წუთას ბრწკენა.ერთი მხრიდან ლანა,ერთი მხრიდან მარიამი.. -რახდება თქვენ შორის? -ამოღერღე.. -მარტო რო ვიქნებით. მარიამი ალექსანდრესთან გადასკუპტა და ჩაეხუტა. -სანდრო გააჩერე ხელები თორემ მოგტეხავ! -ოო კარგი რა მარუსი.. -შეხედე!მარუსიოო...შენ დაგამარუსებ კარგად ნერვებს ნუ მიშლი თორე.. -რა გინდა ტო? -რასქვია რა მინდა?ხოიცი ვერ ვიტან მარუსის რომ მეძახი.. -კარგი რა ნუ მებუზღუნები მარუსი.. -აი კიდევ... უყურებდი ამ ორ გიჟს და გული ბედნიერებით მევსებოდა..რა გიჟი იყო ჩემი დაქალი..ლანას და მარიამს ერთმანეთისაგან არ ვარჩევდი მაგრამ თითქოს მარიამი უფრო ახლოს იყო ჩემთან,ალბათ ეს იმიტომ რომ მსგავსი რაღაცეები მოგვწონდა,საჭმელები,სასმელები,ტანისამოსიც კი,მოდაზე ვგიჟდებოდით,სხვადასხვა მოდელზე როგორც გავიგებდით რამე ახალ სიახლეს იმწუთას ერთმანეთს უზიარებდით სოციალური ქსელით..მერე რა რომ მის გვერდით არ ვიყავი..არც ერთთან არ გამფუჭებია ურთიერთობა..ახლა რომ უყურებ ალექსანდრეს როგორ ეკურკურება ჩუმად მეღიმებაა..მახსოვს ადრე ამ საიტზე წავიკითხეთ ერთი ისტორია..მარიამზე და ალექსანდრეზე იყო ისტორია,მიშო იყო მარიამის სვანი ხისთავიანი ძმა რომელსაც მარიამის დაქალი შეუყვარდა,ეს ისტორია ისე გვიყვარდა,განსაკუთრებით პერსონაჟები რო სულელურად დავიწყეთ ბავშვური ოცნებები წამოყენება..მე ვიძახოდე მერე რა რომ მე თათა არვარ,რომ გავიზრდები მეც ვნახავ მიშოს ნაირ ბიჭს და ცოლად გავყვები თქო,მაშინ ისეთი მაგარი შთაბეჭდილება ჰქონდა დარჩენილი რომ არვიცი,მარიამი ამაყად იძახოდა მე აბა მარიამი მქვია და მეც ვიპოვი ჩემ ალექსანდრესო..ლანას არ უყვარდა ეგეთი რაღაცეები,ეს ყველაფერიც ჩვენ ვიცოდით მარტო..მაშინ მხოლოდ 11წლისები ვიყავით..ეს რამ გამახსენა ახლა მარა კიდევ კარგი რომ გამახსენდა,ისიც გავიაზრე რომ ჩემ ქმარს მართლა მიშო ერქვა და ისეთი ხისთავიანიც არა მარა ნამდვილად ხისთავიანი იყო,მარიამის მომავალ საქმროს კი ალექსანდრე ერქვა..მახსოვს 2 თუ სამი წლის წასული ვიყავი ამერიკაში,მარიამმა რომ დამირეკა და მახარა ჩემი პრინცი ალექსანდრე გავიცანიო,მეთქი ვინ ალექსანდრე გაიცნო თხო და მომიყვა იმ წუთას ყველაფერი წამში... -ზღვაზე ვიყავით და შემთხვევით შევხვდით შენ ძმას ორ ბიჭთან ერთად,აუ რა სიმპატიურები იყვნენ იცი?რომ გავიგე ერთს ალექსანდრე ერქვა დავიშოკე,მეორეს ლანას გაურიგებ თქო მარა რომ გავიგე მიშო ერქვა შენ შეგინახე. -ვაიმე რა გიჟი ხარ...არმოგწყინდა არა?ისევ ბუძღუნი დაუწყე.. მაშინ რას ვიფიქრებდი ან სად მახსოვდა მისი მონაყოლი,არც ის მიფიქრია მათი ურთიერთობა აქამდე თუ მოვიდოდა,ახლა კი მალე დაქორწინდებიან,დანიშნულები არიან..მიუხედავად იმისა რომ მათ შორის ბევრი სირთულეები იყო,იმდენჯერ დაშორდნენ,მარიამი ატირებული დამირეკავდა,მე იქიდან ვაწყნარებდი და ასე ვიყავით..მართლა ბედია რა ყველაფერი..საიდან სად აღმოვჩნდით ასე ერთად.მე ყოველთვის ვაღიარებ რომ ბედმა შეგვახვედრა თქო.. ჩახუტებულ წყვილს თვალს ვწყვტ და ჩემ ძამიკოს უყურებ,რომელიც გაბრაზებული ხან მე მიყურებს ხან ლანას..არა რა ამგენს შორის რაღც ხდება,თვალებს უჟღურთულებენ ერთმანეთს..მიშოს მკლავებიდან დაუსხლტი და ჩემი ძმის გვერდით დავსკუპტი. -გიო.. ხმას არ მცემდა. -ბრაზობ ჩემზე? -ცოტა. -მე რავიცოდი დედაჩემი და მამაჩემი ამხელა დედამიწაზე შენ ძმაკაცს თუ გამაყოლებდნენ.. -კარგი ხო უბრალოდ გავბრაზდი მე რო არაფერი ვიცოდი.. -უბრალოდ ხომ იცი არ გვქონია ეგეთი ურთიერთობა რომ მოგვარდნილიყავი და ყველაფერი მეთქვა,მეგონა დედას და მამას ეტყოდი თორე დავაპირე თქმა. -ხო მაგრამ შევიცვალე.. -ხო?თვალები დავაციმციმე..და ვინ შეგცვალა?ლანას გავხედე. -ეგრე ნუ მიყურებ!და მაგასაც ნუ უყურებ! -რახდება თქვენს შორის? -არაფერი არხდება და ეგა! -ხდება ხდება...ვატყობ მალე რძალუკა იქ.. -ჩუ..არგაიგონოს მოგვკლავს ორივეს,გახედე რა მკვლელი სახით გვიყურებს..მე სიცილი ამიტყდა და ლანამაც არ დააყოვნა.. -მე დამცინით ხო?ახლაა..მუშტები შეკრა და გაბრაზებულმა წარბები შეჭმუხნა.. -არა ლანუსი..გვერდით დაუსკუპდი და ჩავეხუტე..შენ რაპონტში? -ხო რავიცი..გიორგის მზერა აარიდა და გამიღიმა..მე მიშოს მხარეს გადავიხარე და ყურში ჩავჩურჩულე. -მიშ.. -რაიყო ანკა? -არგინდათ სადმე წახვიდეთ ბიჭები?ოღონდ ქალებში არა.. -ოჰ ეჭვიანობ? -რაც გინდა ის ქენი! -და რატო უნდა წავიდეთ? -ისე გოგოები ვიჭორიკნებთ ცოტას.. -მერე ჩვენ მოგისმენთ.. -აუ..გიორგი და ლანა..ლანას გამოვტყუო იქნებ რამე და.. დავინახე თვალები გაუფართოვდა.. -რაიყო?ისევ ვკითხე. -შანში არა ტო..ოხ ეს ცუღლუტი..რას ვიფიქრებდი ის გოგო ლანა თუ იყო..კაი ჩვენ ავეხვეტებით აქიდან,მარა მე გამოგივლი.. -კარგი ხო..ლოყაზე ვაკოცე,მან ბიჭებს რღაც გადაუჩურჩულა და სამივე გაქრნენ.მე გოგოებს მიუბრუნდი. -აბა ვინ იწყებ ლავ სტორის მოყოლას? -შენ!ორივეს ხმა ერთად გაისმა. -და მე რატო ვითომ? -იმიტო რო შენ ქმარი გყავს!მარიამმა თქვა. -რა სისულელეა!მერე რა რო ქმარი მყავს..რაებს ბოდიალობ ქალაუუ.. -ოო რავი..უფრო მეტი გექნება მოსაყოლი.. -მე ბოლოს მოვყვები..შენ რა გეტაკა რაგულჩვილი გახდი,სანდროს რას ეწუწუნებოდი შემიწუხდა გული.. -აუ გოგოებოო...ვეღარ ვითმენ უნდა გითხრათ! -რახდება?ჰა მალე თქვი გამისკდა გული..ლანა ჩაერთო საუბარში ამდროს.. -მოიცათ!კუპედან თავი გაყო და მიმტანს დაუძახა..მარწყვის მილკშეიკი მინდა რომ უტხრა მე და ლანამ ერთმანეთს გაოცებუებმა გავხედეთ.მარიამი მარწყვს ვერ იტანდა..მერე რა რომ ყველას უყვარს და ძალიან გემრიელი ხილია,ის ვერ იტანდა სულ იძახდა ყვითელი რაღაცეები რომ აქ ეგ ჭიები მგონია ვერ შევჭამო ახლა კიდე...ჰმმ მე და ლანა ისე უყურებთ ერთმანეთს მემგონი ორივე ერთი და იგივეს ვფიქრობთ. მარიამი უცებ შემოტრიალდა და დააბრეხვა. -2დღის უკან გავიგე რომ ორსულად ვარ. -ასეც ვიცოდი. -მეც!ლანამაც შესძახა ომახიანად მარა მერე გავბრაზდით. -და ახლა რატო ვიგებთ ჩვენ შენ თუ ორი დღის უკან გაიგე? -სიურპრიზის გაკეთება მინდოდა ქორწილში ყველასთვის,მარა მაინც გითხარით.. -რა გეჩქარებოდათ,მოგეცადათ ქორწილამდე..შეუღრინა ლანამ. -იკოტრიალე სანდრუჩის მკლავებში აბა?მე სიცილი დავიწყე.. -კი კი თანაც ბევრი.. -გეტყობა..მუცლისკენ გავაპარე მზერა. -რამდენია ნეტა? -აზრზე არვარ..ტესტი გავიკეთე.. -მოიცა ქორწილამდე 1თვეა და როგორ აპირებ დამალვას?შენ გგონია ვერ შეამჩნევს ამხელა კაცი შენ თუ მთელი დღე ჭამე? -რამეს ვიზამ. -იზამს რამე.ბრაზობდა ლანა ისევე..კარგი მარიამზე გავიგე ახლა ლანას ჯერია. -ლანუსი რაო ჩემმა ძამიკომ გაგაბრაზა? უცებ აწითლდა ისევე. -არა!რა შენმა ძმამ საიდან მოიტანე? -იწვი ისეთი ფერი გაქ რაიყო რას გვიმალავ?მოგხიბლა გიორგიმ?მარიამმა ამიბა კუდი. -მომხიბლა აბა!იდიოტი ძმა გყავს!ჯერ მოდის ძალით მივყავარ საღაცა ტყეში,გამიხეთქა გული ჯერ..მერე სიყვარულს მიხსნის და მერე ვიღაცა გოგოსთან ერთად იჩითება სულ,ერთხელ დავინახე კოცნიდნენ.. -გენაცვალეე..არ ჩამოაყალიბაა!აქამდე სად იყავი?მოიცა ჩემმა ძმამ სიყვარული აგიხსნა?! -ხო! -აბა სხვასთან მართლა რა უნდოდა? -მოიცა სიყვარული რომ აგიხსნა მერე შენ რა ქენი?ანუ რა უთხარი?მარიამმა კითხა. -არაფერი რა უნდა მეთქვა!არმიყვარხარ შემეშვი თქო. -ვაა აბა რაგინდოდა ბიჭს რა ექნა?შენ საეჭვიანოდ ვიღაცა გოგო შეაბა. -ჰო? -დიახ!გამაგიჟებ რა შენ! ლანა ისეტი კატეგორიის გოგო იყო სიყვარული ასე რომ ვთქვათ არ აინტერესებდა..რომ დაინახავდა წყვილებს დაიწყებდა ფუ გულს მირევენ და ათასი საზიზღრობით შეამკობდა,მარიამზეც სულ ბრაზობდა ასე როგორ გიყვარს სანდროო,რა ამაზრზენიაო,სიყვარული არ არსებობსო,გადარია მარიამი და ერთხელ მწარედ იჩხუბეს,მერე მე შევარიგე ამერიკიდან ისევე... -რატო?ჩუმად მკითხა.. -არ გიყვარს არა? -არა! -აბა რატო ეჭვიანობ? -არ ვეჭვიანობ! -აბა ეგ რა არის?ლანა და მასეთი? -არვიცი..მხრები აიჩეჩა.. -ჰეე ახლა შენი ჯერია დაყაჭე ყველაფერი!მარიამმი მოკალათდა თან მარწყვის მილკშეიკს წრუპავდა.. მეც მოუყევი ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემ თავს..ბოლოს ორივემ მითხარი გიყვარსო,ახალი ამბავი ეგ მეც ვიცოდი..დიდხანს ვიყავით ასე სანამ მიშომ არ მომწერა გარეთ გიცდი გავიყინეო..მეც გავიხედე და დავინახე კარებთან ატუზული მიშო იდგა,გულმა ფართხალი დამიწყო,გოგოებს დავემშვიდობე და გავიქეცი,მიშომ ხელები გაშლა,მეც მოვეხვიე..არვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე მარა მალევე წავედით..სახლში რომ მივედით პიცა შეუკვეთეთ და ჩახუტებულები ფილს უყურებდით..მე მიშოსთან გადავბარგდი და ერთად გვეძინა,დილას რომ გავიღვიძე საწოლი ცარიელი დამხვდა..ტელეფონზე მესიჯ მქონდა მოსული,მოუწერია რომ კომპანიაშია..ვსაუზმობდი მარიამმა რომ დამირეკა ფეისში შედიო..მეც შევედი მეთქი რა ხდება თქო და მთელი ნიუსები ჩემი და მიშოს ფოტოებით იყო აჭრელებული..წარწერით:’მილიარდელი ირაკლი კვიციანის ვაჟი მიშო კვიციანი ახალ სათამაშოსთან ერთად..მაგრამ დაიცათ ხელზე ბეჭდებია?ნუთუ ცოლია?!’ ეს რო წავიკითხე გავბრაზდი,ვიცოდი ასეთი გვერდები სულ ჭორებს წერდნენ და არუნდა მიექცია ყურადღება მაგრამ მაინც გაბრაზდა,საღამოს უცდიდა,მიშო რომ მოვიდა აჩვენა გაბრაზებულმა. -მერე რაიყო?მშვიდად თქვა მიშომ..პაპარაცებს დაუჭერივართ..შემოაკლდათ სიახლეები ალბათ. -ჰო არა?სათამაშო ვარ მე??ქორწილი რომ გვქონდა მაშინ სად იყვნენ.. -კარგი რა.ხომ იცი.. -ჰო ვიცი აღარ გააგრძელო.ჩავეხუტე და ეს დღეც ასე დამთავრდა.. თებერვლის შუა რიცხვები იყო..ცოტა დათბა აღარ იყო გარეთ თოვლი და მზეც აჭყიტებდა ხოლმე..მიშო სამსახურში იყო ძირითადათ მაგრამ ერთადაც ბევრ დროს ვატარებდით,საოცრად შეიცვალა ჩვენ შორის ურთიერთობა,მართალი მაინც ვჩხუბობდით და ათას საძაგელ სიტყვებს უძახოდით ერთმანეთს..არ ვთმობდით მარა გვიყვარდა ერთმანეთი..არ ვეუბნებოდით ერთმანეთს სიტყვა ‘მიყვარხარ’ს მაგრამ ხომ ვიცოდით ჩვენ გულში რა ტრიალობდა... მომდევნო შაბათ კვირას დავგეგმეთ ჩვენთან წვეულების მსგავსი რაღაც მოგვეწყო,დიდი არაფერი ჩვენ ვიქნებოდი რა,ჩემი გოგოები და ბიჭები.. მთლიანობაში მთელი შაბათ-კვირა შესანიშნავი იყო..შაბათს მოვაწყვეთ თუ მოვაწყვეთ,ცოტა კარგი ამინდი იყო და გარეთ გავშალეთ სუფრა,ბიჭებმა შამფურები ნახეს საკუჭნაოში და მწვადები შეწვეს..მოკლედ ვერთობოდით მაგრად,სასაცილო ამბებს ვყვებოდით,მერე სანდრო იხსენებდა რაღაცეები მისი და მარიამის ურთიერთობიდან,მარიამი კიდე გაიბუსხებოდა..მუსიკები ჩვრთეთ და ვცეკვავდით,მოკლედ იმდენი ვიგიჟეთ გადავრიეთ მემგონი ბიჭები..შებინდებული არ იყო წვიმამ რომ დასცხო. -ესეც მშვენიერი დღის დასასრული!ლანამ დაიწყო ბუზღუნი. -სწრაფად შევიტანოთ შიგნით ყველაფერი.. მაგიდა ავალეგთ და სახლში გავაწყვეთ მისაღებში,ბიჭებიც მოგვეხმარნენ..მარიამმს წამოცდა მარწყვის ტორტი მინდაო..სანდრომაც იცოდა მარწყვთან მისი დამოკიდებულება და გაუკვირდა..მე და ლანა ჩვერთვეთ უცებ. -აუუუუუუ მეც ძაან მინდა! -ხო რა მეც!ლანაც ამყვა. -რამ გადაგრიათ?წავალ ხო წამყევით ერთი ოღონდ.. -არ წახვალ და შენი აჯობებს..ბუზღუნით ჩუმად თქვა მარიამმა..საბოლოოდ გიორგი და სანდრო წავიდნენ და ტორტი მოიტანეს..მარიამი ისე ილუკმებოდა და იმდენი ჭამა ანდრო თვალს არ აშორებდა..მე და ლანაც ავყევით და იმხელა ნაჭრებს ვიტენიდით პირში გაგიჟდენ ესენი ფიქრობდნენ ალბათ.. 10საათი იყო დაწყებული სანდრომ რომ აიტეხა დავლიოთო..ახლა რა გვექნა სასმელს ვერ დალევდა მარიამი,ჯანდაბა..ყველას ჩამოუსხა.. -აუ მარიკოო შენ რომ არ დალიო გეწყინება? -რატო არუნდა დალიოს ვითომ?სანდრომ გახედა. -აბა თქვენ რო დათვრებით..მე და ლანაც..ვინმემ ხო უნდა მოგვხედოს..თან ეს რო დათვრება ალბათ არ გყავს ნანახი სიმთვრალეში ყველას გადაგვიჯოკრავს.. -კარგი კარგი.. -აჰა შენ ანანასის წვენი დალიე!ლანამ გაუწოდა და სიტუაცია განმუხტა. დილას ვინ სად ეყარა არვიცი,მე მარიამზე აკრულს რომ მეძინა ის ვიცი..მერე ჩემ ყოფილ ოთახში გავედი და ლანა და გიორგი რომ დავინახე ერთმანეთზე ჩახუტებულები უკან მოუხედავად გავბრუნდი ოთახში და ტელეფონი ავიღე,ისევ მივარდი ოთახში და ფოტო გადაუღე..მერე ქვემოთ ჩავედი და ისეთი სიტუაცია დამხვდა გავიგუდე კინაღამ სიცილით..მარა რომ ამეტეხა ჩხავილი გაიღვიძებდენ ბატონი მიშო და ალექსანდრე...ჯერ იმედნი ხანი ვეძიე სად არიან თქო და ბოლოს სად ვიპოვე არ გაინტერესებთ?მაგიდის ქვეშ იყვენ ერთმანეთში ახლართულები და ტორტში ამოსვრილები..სანდროს აზრი იყო,მარიამი გასკდა და ტორტი თავისი ჭკუით აქ დაუმალა..მარა აქ რანაირად აღმოჩნდნენ არვიცი,ამათან გადაუღე ფოტო და მერე ვფიქრობდი როგორ შემეკავებია სიცილი..მალე მარიამი ჩამოვიდა. -სად არიან სხვები? -ჩუუუუუ..პირზე თითი მივიდე და ვანიშნე ჩემთან მოსულიყო..ისიც მთქნარებ მთქნარებით მოვიდა და რომ შეხედა სიცილი აუტყდა და უცებ აიფარა პირზე ხელები. -შენც იმას ფიქრობ რასაც მე? -კი! კარადაში შევძვერი და რამოდენიმე ქვაბი გამოვიღე..ხის ჯოხს დავწვდი. -ეგ არ იმოქმედებს! უჯრიდან რკინის შედარებით დიდი კოვზი ამოიღო,გავედით მისაღებში უნდა დაგვეწყო და დავინახე კინკლავით როგორ ჩამოდიოდნენ გიორგი და ლანა..ვანიშნე გაჩუმდით თქო.. -რახდება?ჩუმად თქვა ლანამ.. -უკვე ვხვდები..საზიზღრებოო..მე რომ გამიკეთეთ მაშინ ისე უნდა ქნათ? -ჰო და მალე მიდით თქვენც.. მათაც მოგვბაძეს და ახლა ოთხი ვიდექით მათ წინ.. ტელეფონზე ვიდეო ჩავრთე და თვლა დავიწყე.. -1,2,3!წავიდა! ატყდა რახუნი და რიხინი მარა მერე რაც მოხდა,იმდენი ვიცინე რო არვიცი...ორი ბატი გინახიათ ისე იყვნენ..ხმა რო გაიგონეს უცებ ჭყიტეს თვალები და წამოხტენ მარა სად მიხტებოდნენ,დაავიწყდათ ალბათ მაგიდის ქვეს რომ იყვენ..ორივემ მაგიდას ურახუნა ქვემოდან თავები..მერე გამოძვრენ სულ ლანძღვა ლანძღვით.. -ვახ ჩემი თავი...ალექსანდრემ დაიწყო.. -აუ რა ვბრეხვე..რაგინდოდა იქ ლა რო გამეხვიე კაი საყვარელისავით? -აუ რავიცი ტო იმდეი დავლიე.. მიშო წამოდგა მარა არც ის იცოდა ტორტში რომ იყო ამოსვრილი ამიტომ ვერ დადგა ფეხზე და ძირს მოადინა ზღართაი,მემგონი დაემსხვა მისი სათუთი ძვლები. -რაგჭირს მოდი აგაყენო. სანდრო არც ისე იყო დასვრილი ეტყობა და მიშოს ხელი გაუწოდა,ეს იდიოტი კიდე ფოფხავდა და სანდროც წააქცია,მერე ერთი 10წუთი ასე ფორთხავდნენ ძირს,მე საძაგელი კიდე ვიდეოს უღებდი და ვკვდებოდი სიცილით,სხვები გადაფიჩინებულები იყვნენ უკვე...რომ მოვრჩით მასხარაობას ვიდეო ვაყურებინეთ და მერე ბევრი იცინეს მაგათმაც.ლაზღანდარობას რომ მოვრჩით სახლი დავალეგეთ,მერე ყველა წავიდა და მარტო დავრჩით.. დრო მალე გადიოდა..დღეს 1 მარტია რაც იმას ნიშნავს რომ ჩემი გოგოს ქორწილია დღეს..ტანზე მომჯდარი ლურჯი კაბა მეცვა,თმები მაღლა მქონდა ცხენის კუდივით აწეული,ფეხზე შვი მაღლები მოვირგე და ასევე შავი ჩანთა,მაკიაჯითაც არ გადამიჭარბებია,მსუბუქი გავიკეთე..ფრენა-ფრენით დავეშვი კიბეებზე,მიშო მისაღებში მიცდიდა და ჰალსტუხის შეგვრას ცდილობდა..კლასიკურ სტილში რა სიმპატიური იყო..მივედი და მე მივეხმარე..მერე ტუჩებზე ვაკოცე მადიანად.. -იქნებ დავრჩეთ და სხვა საქმით დავკავდეთ? -და რას გულისხმობ?ჩემი საუკეთესო დაქალის ქორწილია..შემი ძმაკაცის.. -ხო კაიი ვიხუმრე რა ამბავი შექმენი.. ჩემი გოგო ბრწყინავდა ისეთი ბედნიერი იყო..ამ დღეს ყველა ბედნიერია გამონაკლისების გარდა,შეიძლება მე ვიყავი იმ დღეს ეგ გამონაკლისი მაგრამ მეც რაღაც დოზით ბედნიერი ვიყავი იმ დღეს.. სანდროს გაბრწყინებული თვალები არასოდეს ამომივა მეხსიერეიდან მარიამმა ხმამაღლა რომ განაცხადა მამა გახდებიო..ყველა ტაშს უკრავდა შუა დარბაზში მყოფ წყვილს..მიშოს მშობლებიც იყვნენ,უბრალოდ ვნახეთ მერე ჩვენ მეგობრებთან ვიჯექით.დედა და მამაც აქ იქნებოდნენ მაგრამ ქორწილის მერე მალევე დაბრუნდნენ უკან ამერიკაში,ვერ გაძლეს იქ შეჩვეულებმა აქ ცხოვრება..მიშოს მშობლები რას უცდიან ძალიან მაინტერესებს,როგორც ვიცი ისინიც ამერიკაში ცხოვრობდნენ..მიშო მომეხვია.. -შენ არგინდა შვილი? გამაკვირვა მისმა კითხვა ძალიან..რა შვილი..არ ვიყავი მზად ჯერ,მარა მერე წარმოვიდგინე პატარა მიშოს ნაირი ბიჭი რომ დაიწყებდა ბაჯბაჯს სახლში. -მინდა! რატომ უთხარი ეს არვიცი,უბრალოდ გულიდან წამოვიდა ალბათ ეს სიტყვები. -მერე ანკა ბავშვები მართლა წეროებს კი არ მოყავთ..უფრო ძლიერად მიმიკრო სხეულზე. -ვიცი იდიოტო.ნუ მაწითლებ.. -გაწითლებ აბა.. -აბა რას შვები.. -ანკა.. -ჰო მიშკა. -თაფლობის თვეში არ წავიდეთ? -წავიდეთ! -ახლავე მაშინ! ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით ჩემო საყვარლებო..მიხარია თუ მოგწონთ..იმედია ეს თავიც მოგეწონებათ..ველოდები შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.