შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიტყვები (თავი 2)


17-08-2016, 16:23
ავტორი crete20
ნანახია 2 710

ამ მოულოდნელი შეხვედრის მერე თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთი თვის განმავლოაში, ერთად ბევრი ლამაზი დღე გაატარეს.
-ლილე ჩემმა კომპანიამ ერთი პატარა კომპანია იყიდა და წვეულება გვაქვს ხოდა ყველა პარტნიორთან ერთად მივა, ასე რომმ... ეშმაკურად გაუღიმა ლილეს
- როდისაა?
- ერთ კვირაში
- წამოვალ. რამე განსაკუთრებული უნდა ჩავიცვა? მაგალითად შენს ჰალსტუხს ხომ არ შევუხამო კაბა? გაეცინა ლილეს
- შენ თუ მეტყვი რას იცვამ მე შევუხამებ ჰალსტუხს შენს კაბას. ზურა ახლოს მივიდა ლილესთან, ერთხანს უყურა თვალებში, თითქოს თანხმობას ელოდებაო და მისკენ ძალიან ნელა დაიხარა. ლილეს ლამის გული ამოუვარდა მისი ტუჩების შეხებისას, მისი ტუჩების გარდა ვერაფერს გრძნობდა და არაფერზე ფიქრობდა. ზურა მას მოშორდა და გაუღიმა, მერე ჩაიხუტა და თავზე აკოცა. ლილე ისე იყო ემოიციებისგან დატვირთული რომ ხმას ვერ იღებდა, ეს გრძნობა მისთვის რაღაც არა-ამქვეყნიური იყო, ბედნიერი იყო იმით რომ საყვარელი მამაკაცის მკლავებში იყო მოქცეული.


***
ლილე ჩამოდი გელოდები, გაისმა ზურას ხმა ტელეფონში
- ორ წუთჩი მანდ ვარ. რამდნეიმე წუთში ლილე ზურას მანქანის წინ იდგა და უღიმოდა.
- რა ლამაზი ხარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ
- მაშინ სხვანაირად გადმოეცი, ეშმაკურად გაუღიმა ლილემ. ზურა მიუახლოვდა და ვნებიანად აკოცა.
- ანუ ძაან მაგრად გამოვიყურები, გაეცინა ლილეს.
- ულამაზესი ხარ, კმაყოფილმა ჩაიღიმა ზურამ.

წვეულება მოსაწყენი იყო, საქმინი საუბრები და შურინაი სახეები, ცოტახნით განსატვირთად აივანზე გამოვიდა.
- მოიწყინე?
- კი
- გინდა წავიდეთ? კითხა ზურამ და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა
- თუ არაფერი გაფუჭდება წავიდეთ, გაუღიმა ლილემ

მანქანა ზურამ ლილეს სადარბაზოსთან გააჩერა და ლილეს გადახედა,
- ყველას ძალიან მოეწონე
- მიხარია რო არ შეგარცხვინე, გადაიხარხარა ლილემ.
- მიდი დაიძინე დაიღლილი ხარ, დილით გამოგივლი ათისთვის. ლილეს ხმა არ ამოუღია, ზურას ტუჩებს უყურებდა, ზურაც მიუხვდა ფიქრებს და აკოცა.
- ჯერ ადრეა ამოდი ვილაპარაკოთ. შესთავაზა ლილემ
- კაი, გაუღიმა ზურამ.
- შემოდი, ესაა ჩემი სახლი, დაათვალიერე მე ღვინოს მოვიტან თუ ვისკი გირჩევნია?
- ღვინო იყოს.
- აი მეც მოვედი, ახლი ბოთლია და ბოლომდე ვსვამთ მე და შენ
- არის უფროსო, გადაიხარხარა ზურამ. მომიყავი ლილე როგორი იყავი ბავშვობაში? ლილე დაიბნა, კოკრეტულად არაფრის მოყოლა არ უნდოდა, ზურა ყველაფერს მიხვდებოდა.
- ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი
- არ მჯერა რომ ჩვეულებრივი იყავი
- ხო სულ ჩვეულებრივი, ორი ფეხი, ორი ყური...გადაიხარხარხარა ლილემ და ჭიქები შეავსო
- შენ რა გინდა დამათრო? გადაიხარხარა ზურამ
- ჩემი ხომ არ გეშინია? თვალი ჩაუკრა ლილემ
- უნდა მეშინოდეს? გაუღიმა ზურამ
- შენ როგორი იყავი ბავშვობაში? ლილემ საუბარი სხვა რამეზე გადაუტანა, აშკარად ფლირტს აარიდა თავი, ზურას მის საქციელზე გაეცინა
- მე ვიყავი ძლიან ცელქი, ურჩი შვილი, ბევრს ვჩხუბობდი.
- კი შრამზეც გეტყობა, ლილემ ხელი დაუსვა შუბლზე. ზურას სახე დაუსერიოზულდა, თვალებში სევდა ჩაუდგა, ორივემ იცოდა ეს შრამი რატომ ქონდა.
- ეს შრამი ჩხუბის დროს არ მიმიღია. ერთი გოგო გავაბრაზე და ბოთლის სახსნელი მესროლა. მწარედ ჩაიცინა ზურამ. ლილეს ის დღე ამოუტივტივდა, როცა ეს ბოთლის სახსნელი ეროლა ზურას. იმ დღეს ლილე მეგობართან ერთად წყნეთში უნდა წასულყო წვეულებაზე და მერე ღამე იქ დარჩენილიყო, იმ დღეს კი ზურა ძმაკაცის დაბადებისდღზე მიდიოდა, ლილეს ვერ გაყვებოდა და უთხრა არ წასულიყო, უფროსწორად უბრძანა არ წასულიყო. იმდენი იჩხუბეს რომ ბოლოს ზურამ თავის სახლში ჩაკეტა და წავიდა. სახლში დილით დაბრუნდა, ლილემ იმ დროს გაიღვიძა ზურა კომპოტს რომ ხსნიდა სამზარეულოში, ჯერ ფეხზე გაიხადა და ესროლა, ზურამ აიცდინა, და მეორე მხარეს გაიქცა, ლილემ სახსნელს დაავლო ხელი და ესროლა, ხურა ამას არ მოელოდა და შუბლიდან სისხლმა იწყო დენა.
- ლილე? ლილე? რაზე ჩაფიქედი
- არაფერი ისე. ზურამ ბოთლას დაავლო ხელი, ჭიქაში არ დაუსხამს ისე მოიყუდა ბოთლი. ლილე ხვდებოდა როგორ იტანჯებოდა ზურა, უნდოდა ეს ტკივილი როგორმე შეემსუბუქებინა, მისკენ მიიწოა და ჩაეხუტა, მერე ზურამ ცოტათი მოშორდა და ტუჩებზე დააკვდა. კოცნაში ვერ გაიაზრა როგორ დარჩა წელს ზემოთ შიშველი, ლილემ ღრმად ჩაისუნთქა და ზურას თვალებში ჩახედა, მის თვალებში იკითხებოდა დიდი ტკივილი, მონატრება და შურისძიების გრძნობა. ზურა დიდხანს არ გაჩერებულა უმოქმედოდ ახლა ლილეს მკერდს დააკვდა.
- ზურა! ზურა! ლილემ სიმკაცრე გაურია ხმაში
- მაპატიე ლილე, თავი ვერ შვიკავე. და არც შენზე ვარ გაბრაზებული. ვიცი შენთვის არ მითქვამს რომ მიყვარხარ, და რომც გითხრა ტყუილი იქნება, შენთან თავს ძალიან კარაგდ ვგრძნობ, ძალიან მომწონხარ, უბრალოდ დრო მჭირდება რომ შეგიყვარო
- ისე შემიყვარო როგორც ის გოგო გიყვარს? ზურას სახე დაუსერიოზულდა, ყელზე ძარღვები დაებერა
- მინდა რომ ის გოგო საერთოდ ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან და უფრო მეტად შეგიყვარო. ლილეს ეტკინ, თანაც ძალიან, მის წინ იდგა კაცი რომელსაც ძულდა და ამავდროულად უყვარდა, ლილეს კი ეხლა შეუყვარდა, შეუყვარდა რვა წლის მერე. მაგიდაზე მუშტის დარტყმამ მოსწყვიტა ფიქრებს.
- მაპატიე ლილე, ჯობია წავიდე.
- არა, არ ჯობია, ლილე მას მიუახლოვდა და აქამდე პირველად მან გამოიჩინა კოცნის ინიციატივა, თავიდან ზურა უმოქმედოდ იდგა, მერე აზრზე მოვიდა და ლილე ხელში აიტაცა.
- საძინებლი იქითაა, ლილემ გზა უჩვენა.


საწოლზე სულ სიშველი....
მის ზემოთ კი საყვარელი მამაკაცი...
მისთვის ძალიან ძვირფასი კაცი...
მისი საქციელი ნუთუ სწორიაა? სიმართლის თქმა ზურას დაკარგვის ტოლფასია. არ თქმაც დანაშაულია, სულ ხომ ვერ დამალავს ვინაობას? სულ ხომ ვერ დაემალება ხალხს, ზურა ადრე თუ გვიან გაიგებს სიმართელეს. მაგრამ ამ მომენტის გაშვებაც არ უნდა, ზურას ვერ შეელევა, ამის მერე მის გარეშე ვერ იცხოვრებს. ფიქრებიდან მწარე ტკივილმა გამოიყვანა და ხმამაღლა დაიყვირა.
-მაპატიე, ძაან გეტკინა?
- არაუშავს, სიმწრით ამოთქვა ლილემ და ზეწარს ჩაებღაუჭა.



***
დილით მზის სხივებმა გამოაღვიძა, იმის გაფიქრებამ წუხელ რაც მოხდა სიამოვნება მოჰგვარა, გვერდზე გადმოტრიალდა მაგრამ ცარიელი დახვდა. ნუთუ ყველაფერი დაესიზმრა? საწოლს გადახადა და წითელი ლაქის დანახვისას დარწმუნდა რომ არაფერი დასიზმრებია. სამზარეულოდან ხმა მოესმადა იქით წავიდა.
- დილამშვიობის
- გაიღვიძე? არადა როგორ მინდოდა საუზმე საწოლში მომერთმია. ლილეს მიახლოვდა და მოწყვეტიტ აკოცა
- -არაუშავს, იქ გავიტანოთ
- შენ როგორც გინდა. თავს როგორ გრძნობ? ეშმაკური ღიმილით კითხა ზურამ
- შესანიშნავად, გაუღიმა ლილემ
- ძალიან კარგი

ერთად მშვიდად ისაუზმეს, ბევრზე არაფერზე ულაპარაკიათ, ძირითადად ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ.

- ზურა მე შხაპს მივიღებ და მერე შენ შედი
- კარგი, მანამდე მე ამას ავალაგებ

საშხაპეში ღიღინებდა, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოპილა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. სააბაზანოდან გამოსულს საწოლზე მჯდობი ზურა დახვდა რომელიც ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს დასცქეროდა. ლილეს გონება დაუბნელდა, ისეთი განცდა ქონდა თითქოს უბრსკრულში ვარდებოდა, სისხლმა მიმოსვლა შეწყვიტა, ზურას მიშტერებოდა და მისგან ელოდა რამის თქმას. ზურამამც არ დააყოვნა და ბოლო ხმაზე იღრიალა,
- როდის აპირებდი გეთქვა!! მისი ხმა ისეთი არაამქვეყნიური იყო, ისეთი ცივი და შიშის მომგვრელი. ლილე დუმდა, ხმას ვერ იღებდა, თვითონაც არ ქონდა პასუხი კითხვაზე. არადა ის სურათი ხომ ჩადო უჯრაში, ზურასთან როგორ აღმოჩნდა.
- გამეცი პასუხი?ისევ იღრიალა ზურამ
- ზურა გთხოვ, ცრემლებმა დაიწყეს ლილეს სახეზე დენა
- რას მთხოვ რაას? ისევ იღრიალა ზურამ
- მომისმინე
- მოგიმინო?! მოგისმინო?! რას უნდა მოვუსმინო იმას თუ როგორ დაგეგმე ჩემი გასულელება?!
- არ დამიგეგმავს, ყველფერი თავისით მოხდა
- რა მოხდა გოგო თავისით?
- არ მეგონა თუ ვერ მიცნობდი, მერე ისე ასეწყო ჩვენი ურთიერთობა რომ....
- შენი ხმა არ გავიგო, გააწყვეტინა ზურამ, სიტყვა ჩვენ არ ახსენო! არ ახსენო გაიგე?! უკვე მეორეჯერ მომკალი, უკვე მეორეჯერ შემაზიზღე სიცოცხლე
- ზურა....ტირილს არ წყვეტდა ლილე
- რა ზურა, რა ზურა?! თვალით არ დამენახო, იცოდე ახლოს არ გამეკარო. ხელში ჩარჩო რომელიც ჯერ კიდევ ეჭირა კედელს ესროლა და ნამსხვრევებად აქცია. ჩარჩო რომელსიც ის და ლილე იყვნენ ერთად ეზოში, თოვლიან ზამტარში, სიცივისგან ტუჩებ გალურჯებულები რომ ეხუტებოდნენ ერთმანეთს. საფულეს და მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და სახლიდან გავარდა.

ლილე მუხლეზე დაეცა და ხმამაღლა ატირდა, დასტიროდა თავის ცხოვრებას, საკუთარ თავს. ხომ იცოდა რომ ასე იქნებოდა,ხომ იცოდა რომ ზურა არ აპატიებდა?! მაგრამ გულის სიღრმეში სჯეროდა რომ ზურას სხვა რეაქცია ექნებოდა, სულ სხვანაირი და არა ასეთი. არ ეგონა თუ ზურა ეტყოდა რომ სძულდა! ამას ნამდვილად ვერ გადაიტანს, მის სიძულვილს ვერ გადაიტანს.



№1 სტუმარი Mia

Gaagrdzele dzalian momewona

 


№2 სტუმარი mtvaro svani

vaime es gogo tavs momakvlevinebs.sul gagijda?ertxel rac gaaketa ver eyo da axla uaresi qna.nutu ver mixvda amit kidev ufro rom atkenda sulelad gamoiyvana misi grznobebi axlandelic da mashindelic aigdo ase mimachnia.ras akete s xvdeba saertod?loginshi rom chaugorda amit gonia y elaferi daavicydeba?suleli yofila.zuras adgilze ar vici ras gavaketebdi patiebaze xo ras ambob.shteri eg

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent