- გამარჯობა, ცოლად გამომყვები? ( 3 )
- რა გაყვირებს? - რა რა მაყვირებს ჩაიცვი რამე - იზვინიი.. მიჩვეული ვარ.. მარტო როვარ სულ ესე გამოვდივარ ხოლმე. - ჩაიცვიი მალე - იმუჯრაში ტრუსებია და მომიტანე. მე მივტრიალდები - ო მიდი და მოიტანე .. - მაშინ ნუწუწუნებ ჩაიცვიო. - ჩქარა - ჩავიცვი შეგიძლია გამოიხედო ხელები თვალებს მოვაშორე და ისევ დამეყვირა შიშველ ნიკას დანახვაზე.. - რატო ბავშვობბ?? გაბრაზებულმა ვუთხარი და საპასუხოდ მისი სიცილი მივიღე.. ისევ საწოლზე ვიჯექი მობუზული და თვალს ვადევნებდი მზადების პროცესში მყოფ ნიკას. - ლურჯი მაისური ჩავიცვა თუ თეთრი? ორი მაისური ამიფრიალა და პასუხს დაელოდა - რავი.. - რომელი? - თეთრი.. - მე ლურჯი მომწონს .. ლურჯს ჩავიცვამ - როგორც გინდა. - ტასო რაგჭირს? -რავიი.. - ტასსს... რაოო რათქვა "ტაასს-ო?" თუ მომელანდა.. არა ისე საყვარელი კია.. ვინმეს რომ შემოახედა ჩვენთვის დიდი ხნის ნაცნობები ვეგონებოდით.. ალბათ ეს იმის გამოა, რომ ჩემთვის გამარჯობის თქმაც საჭიროა და ვსო ჩემიანი ხარ.. მაგრამ ამასთანავე ნიკაც კომუნიკაბელურია... ამიტომ კონტაქტში შესვლა არცერთს გაგვჭირვებია.. - არმომწონს ის ფაქტი, რომ სახლში მტოვებ - ანუ მე რო მივდივარ მაგის გამო ხარ მოწყენილი - მოწყენილი არვარ - აბა გიტყდება ? - კიი - ეე კაიი რა ტასო - კაი რა ტასო არ უნდა მაგას.. რა პონტია ერთი დღის მოყვანილი ცოლი ვარ და შენ მიდიხარ ბიჭებთან ერთად ბარში როო დალიოო! როლებში შეჭრილი აქეთ- იქით დავდიოდი და ხელებს ვაქნევდი. - ეე ამას რა გაბრაზება ცოდნიაა ნახეე.. - ანუ მიდიხარ ხო მაინც? - ანუ კი ! - კაი ! ოთახიდან გავედი და ისევ ჰოლში ჩავედი.. ჩვენი ოთახის, აბაზანის და მისაღების გარდა არაფერი ვიცოდი რა სად იყოო და სხვაგან სად წავსულიყავი.. მდივანზე დავჯექი და ნატუკამაც დარეკა.. - ჰოო ნატუკა - რახმაგაქ ტასო? - ქმარს ვეჩხუბე - კაი რასღადაობ რახდება მითხარი - ქმარს ვეჩხუბე თქო - ტაასოო - წახვედი? - ჰოო წყნეთში ვარ გიორგისთან ერთად.. ჩემებს ვუთხარი მე და ტასო მივდივარ თქო ემოციებს ვერ მალავდა ნატუკა.. გიორგი ნატუკას შეყვარებული იყო.. - ვაა კაია.. - რაგჭირს თქოოო??? - ქმარს ვეჩხუბე თქო.. ბარში მიდის და მე მტოვებს სახლში.. - ვერაფერი გავიგე ნუ მაბოლებ თქო.. - გოგო კაროჩე დღეს ბარიდან როწახვედი... ვიღაც ბიჭი მოვიდა ცოლად გამომყევიო ჰოდა კაი თქოო მეგონა რო მეღადავებოდა. მერე წავედით ხელი მოვაწერეთ და ეხა იმბიჭთან ვარ .. ნიკა ქვია... და კაროჩე მაგიტო გთხოვე სადმე წადითქო.. - ღადაობ? - ღმერთს ვფიცავარ.. - დებილიხარ? - კიი.. მარა რა საყვარელია იცი? - სიზმარს მიყვები მგონი.. - ნატუკაა წავედი რა მე..მადლობა რო წახვედი მერე გნახავ და ყველაფერს აგიხსნი უკეთესად.. ჯერ ჩაწყნარდეს და დალაგდეს ყველაფერი.. - კაიი ჭკვიანად იყავი ტასო - ჭკვიანად თქვენ იყავით... ცოტახანში ნიკა ჩამოვიდა.. არც შემიხედავს.. წინ დამიდგა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. - ტასო - ... - ტასო თქო - .... - ტასუნა - ... - მიდი გაემზადე ნახევარი საათი გაქვს.. 10ზე იქ უნდა ვიყოთ.. -კაი.. აბაზანაში შევედი, რაც შემეძლო დიდხანს ვბანაობდი... წასვლა არმინდოდა.. მაგრამ არც მარტო დარჩენა მინდოდა.. ასე რომ ორივე დავრჩებით.. ღირსია მთელი დღე, რომ ნერვებს მიშლის.. პირსახოც შემოხვეული გავედი ოთახში, თმის მშრალება დავიწყე და ნიკა შემოვარდა. - რასაკეთებ გოგო ამდენი ხანი - ვბანაობდი - ეგ მეცვიცი! იცი საათი რომელია? - არაა - 11 ხდება - გეთქვა ადრე წაგიყვანო და მოვემზადებოდი... - რამდენი ხანი გჭირდება კიდე? - მინიმუმ 20 წუთი - მინიმუმ? კაროჩე რაა მე წავალ და დარჩი - ნიკა ! - მოიხოდე მაშინ და ჩაიცვი ჩქარა.. - აუუუ არაა ! - რახდება? - ტანსაცმელი არ მაქ - ტასოოო.. წამოო ჩემ დას აქ რაღაც ტანსაცმელი დატოვილი ოთახში და მოისინჯე - ესე გამოვიდე? - აგერაა ოთახი წამო ტასო მალე კარადა გამოვაღე, სპეციალურად ვწელავდი დროს, ჯერ დიდიხანი ვარჩევდი მერე ერთი კაბა მოვიზომე და დიდი მქონდა.. ჩემნაირი კიდევ 2 ჩაეტეოდა ალბათ.. ოთახში ისევ პირსახოც შემოხვეული დავბრუნდი.. ნიკა არ დამხვდა.. იმედია უჩემოდ არ წასულააა !!! სწრაფად მოვიცვი მისი ხალათი და სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე.. საბედნიეროდ იქ დამხვდა. მდივანზე იჯდა და ტელეფონს ხელში ათამაშებდა. - წავედით? - არ მომერგო ტანსაცმელი.. - ვაბშე არცერთი? - დიდი მქონდა.. - რაც გეცვა იმით წამოდი - არა მაგით ვერ წამოვალ.. - ოხხხ ტასოო ტასოოოო ! - ეხა? - ეხაა რაა? - წახვალ? - შენი აზრით? - რავი.. - სათი იცი რომელია? კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს გავხედე.. თორმეტის ნახევარი იყო.. - კაროჩეეე რაააა !!! სახლის კარი მთელი ძალით გაიჯახუნა და გარრეთ გავარდა.. გაშეშებული დავრჩი და მიხურულ კარს ვაშტერდებოდი.. არმეგონა, რომ წავიდოდა.. ისევ ოთახში დავბრუნდი და დასაძინებლად დავწექი. მიხაროდა, რომ ვაწვალე და სინდისი საერთოდ არ მაწუხებდა.. თანაც მის საწოლზე ისე კარგად მოვთავსდი, რომ აქედან ადგომის სურვილიც არ მქონდა და ნიკა აქ დაწვებოდა თუ სხვაგან აღარ მაფიქრებდა.. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ნიკა შემოვიდა.. ფეხაკრეფით დადიოდა ოთახში და მისი გახშირებული სუნთქვა კარგად მესმოდა.. - არ მძინავს შეგიძლია სინათლე აანთო. ხმადაბლა ვუთხარი და პასუხს დაველოდე თუმცა ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მითქვამს.. პატარა ბავშვი ! მეორე მხარეს დაწვა და ლეპტოპი ზეემოდან დაიდო.. ურცხვად მივიჩოჩე მასთან ახლოს და მეც ზემოთ ავიწიე.. ლეპტოპის მქრთალ შუქზე ნათლად ჩანდა მისი გაკვირვებული და გაბრაზებული სახეც.. - ნიკაა - რაგინდა? - სად იყავი? - ეზოში.. ბიჭებს დავურეკე - გაბრაზდი? - კი - კაირა... აბა მე მარტო უნდა დაგეტოვე? არავის ვიცნობ.. სახლში რასადაა არც კი ვიცი.. არაფრის აზრზე არ ვარ..და ასე მარტო უნდა დაგეტოვე? - მერე ძალით დროის გაწელვა რა საჭირო იყო?! - აბა რამექნა... წახვიდოდი და.. - თხოვნაზე რამე გსმენია? - .. - არაა? - კიიი - ხოდა გეთხოვა დარჩიო და დავრჩებოდი - გითხარი ბევრჯერ - ანუ წესიერად ვერ მითხარი.. - კაი რა.. აღარაფერი მიპასუხა.. მე კი ისევ ურცხვად მხარზე თავი დავადე და ეკრანს მივაშტერდი.. ლეპტოპი დაბლა დადო, გადატრიალდა და დაიძინე.. გაშეშებულ გაკვირვებული დამტოვა, მერე მეც დავიძინე. დილით 10ზე თურმე უნდა გვესაუზმა, ხელი მომკიდა ნიკამ და ეზოში გამიყვანა.. ლამაზი, დიდი ბაღი ჰქონდათ. სულ მწვანედ ღაჟღაჟებდა და ამ სიმწვანეებს შორის ცისფრად მოლივლივე აუზის წყალი მდიდრულ ელფერს ძენდა აქაურობას.. მოკლედ ვისი პროექტია არვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს გემოვნება ნამდვილად ჰქონია. ტერასაზე მაგიდა იყო გაშლილი, სუფრის თავში სავარაუდოდ ნიკას მამა იჯდა, სუფრის ბოლოში კი ჯადოქარი თამარა! მოპოსკილი იჯდა და მეუღლეს ესაუბრებოდა.. იმედი მქონდა ამ ქალის გვერდით ჯდომა არ მომიწევდა, მაგრამ როცა ნიკა გყავს გვერდით ყველაფერზე უნდა იფიქრო, ყველაფერია მოსალოდნელი მისგან.. თამარას გვერდით სკამი გამომიწია და მეც დავჯექი. თვითონ გვერდით მომიჯდა. - მამა ესაა ტასო.. ალბათ დედამ უკვე გითხრა - კი მითხრა.. სასიამოვნოა სასიამოვნო რძლის ყოლა.. იმ მომენტში რა მეთქვა ვერმივხვდი( სასიამოვნოა... გაიხარე.. თუ რაა??) ჩუმად ყოფნა ვამჯობინე.. - ტასო ესაა მამაჩემი ამირანი სახელის გაგონებაზე "გამეფხუკუნა" მეხომ ყოველთვის მეცინება დაძაბულ სიტუაციებში.. კაცს თავისი გაჭირვება ეყოფა ისედაც ამირანი რომ ქვია და მეც ვუმატებ?.. - ბოდშიი... ჩემთვისაც სასიამოვნოა.. - არაუშავს ჩემ სახელზე სხვებს კი არა მეც მეცინება ზოგჯერ.. სიცილით მითხრა ყავა დალია... მინდოდა მეთქვა - ამირან რა ჯიგარი ყოფილხარ თქო.. მაგრამ როგორ გინდა მამამთილს ეგ უთხრა.. სპონტანურად თამარს შევხედე და ისეთი სახით მიყურებდა საკუთარი სახელიც დამავიწყდა.. საუზმობას შევუდექით.. ხელები მაგიდაზე მეწყო.. ჭამის სურვილიც არ მქონდა, ისე მწყუროდა ვიხრჩობოდი.. ბოლოს ჩემ თავს შემოვუძახე, წყლის ჭიქა ხელში ავიღე, ერთი ყლუპი მოვსვი და ნერწყვი იმხელა ხმაზე გადავყლაპე ალბათ ნატუკამ გაიგო წყნეთში . სულ რომ დავმხრჩვალიყავი წყალს როგორღა დავლევდი, ჭაამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.. ისეთ უხერხულობას ვგრძნობდი, ცხოვრებაში, რომ არ განმიცდია. ეს თამარა ისე მაკომპლექსებდა და ისე მიყურებდა თითქოს ჩემი ბრალია ასეთი მუდო და უჟმური ქალი რომ არის. ალბათ რომ დამელაპარაკა ყელში მწვდებოდა და მიმახრჩობდა. ჩუმად ვაპარებდი მისკენ მზერას, რამდენჯერაც გამომხედავდა იმდენჯერ თვალს ვარიდებდი, თითქოს მას კი არა მაგიდას ვუყურებდი, ან ჰაერს. ამ ქალის უკვე ისე მეშინია, ცოტახანში თამარაფობია ან დედამთილოფობია დამეწყება.. ესეც ახალი თავი.. იყო უარყოფითი შეფასება ჟარგონებთან დაკავშირებით..გეთანხმებით ყურში ცუდად ისმის და მაინცდამაინც კარგი წასაკითხი არარის ამდენი ჟარგონი და შევეცდები გამოვასწორო.. თუმცა სხვანაირი ვერიქნებოდა წერის მანერა და საუბრის მანერა . რადგან ნიკა არის ტიპიური "კაი ბიჭი" ბასოტებით და მთელი ამბებით. მაგარი ბლატნოი ტიპია მამიკოს ფულებით სიმოონ ! ქვეყნის თავზე არადარდებს არაფერი... დღეს ნაყინი უნდა და ხვალ ცოლი მოუნდება წავა მოიყვანს. სხვანაირად არგამოვა.. იმიტომ რომ "- ნიკა საჭმელი გააკეთე მე გოგოებთან ერთად უნდა დავლიო - კარგი ტასო ახლავე !" ესე არგამოვა ანუ... ტიპიური " კაი ბიჭი" ვერ იქნება "კაი ბიჭი" ქუჩური ლაპარაკის მანერის გარეშე. იმედია ჩემ სათქმელს მიხვდით.. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.