შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (10)


17-08-2016, 22:54
ავტორი Genius))
ნანახია 1 651

თბილისსში შემდეგ დღეს საღამოს ჩავედით , მანქანაში თვალი არ მომიხუჭავს , ძალიან მეძინებოდა მაგრამ ჩემი მდგომარეობა ამის უფლებას არ მაძლევდა
ხმას ვერ ვიღებდი , ბევრჯერ მკითხა დედაჩემმა რა გჭირსო მაგრამ პასუხი იყო "არაფერი"
ვერ ვხვდებოდი ჩემში რატომ ვკლავდი ყველაფერს? როდესაც ტკივილს უშვებ ის ხომ მიდის
იცით რისი მეშინოდა? ჩემი მონაყოლის შემდეგ მარიამს გეგას მიმართ წარმოდგენა შეეცვლებოდა და იქ უკვე საბოლოოდ დამთავრდებოდა ყველაფერი
სახლში რომ მივედით ორივე საოცრად დაღლილები ვიყავით , ვითიშებოდი ისე მეძინებოდა , ჩემი ოთახისკენ წავედი
რომ შევაბიჯე საოცარი განცდა ვიგრძენი , როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი , როგორ მომნატრებია თბილისი
საწოლზე წამოვწექი და ბალიშს მაგრად ჩავეხუტე , ტირილი მინდოდა მაგრამ უკვე ესეც აღარ შემეძლო
თვალები დავხუჭე და ვერც კი შევამჩნიე ისე ჩამეძინა
*******************************
-ვაიმე ანანო! - გავიგე ნაცნობი ხმა რომელიც ყურში ჩამკიოდა , თვალების გახელა მინდოდა მაგრამ ძალიან მიჭირდა , თან ისევ სასტიკად მეძინებოდა
-რა გინდათ? - ხმას ვცნობდი მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამერკვია ვინ იყო , ნახევარად მეძინა ისე ჩავილაპარაკე და ბალიშს უფრო მაგრად მოვეჭიდე
-გაიღვიძე! - კიდევ გაისმა ეს აუტანელი კივილი და თავი საშინლად ამტკივდა
თავი ძლივს წამოვწიე და ხელები ინსტიქტურად სახისკენ წავიდე
თვალები რომ გავახილე მზის შუქმა შემაშინა , თითქოს ეხლა დავიბადე და პირველად ვხედავდეო
შემდეგ კი მზერა იმ ადამიანზე გადავიტანე ვინც არ მასვენებდა
მისი დანახვისას ღიმილი ყურებამდე გამეწელა
ჩემი ქეთო!
ეს ადამიანი იყო რომელთანაც ბავშვობიდან ვიზრდებოდი , ის არ იყო ჩემთვის დაქალი , მე მას დას ვეძახდი , დაზე მეტიც იყო
-ვაიმე როგორ მომენატრე! - ვიყვირე და ხელები მაგრად მოვხვიე , მთელი ძალით ვუჭერდი და საერთოდ არ მადარდებდა ტკიოდა თუ არა
-შენ რა ტიროდი? - ხელები გამაშვებინა და თვალებში ჩამაშტერდა
-საიდან მოიტანე? - სარკისკენ გავიხედე მაგრამ შორს იყო და ვერაფერი დავინახე , მაინტერესებდა გუშინწინდელი ცრემლები სად მიპოვა
-თვალები რას გიგავს იცი? - იქვე დაგდებულ ტელეფონს დასწვდა და თვალებთან მომიტანა - ვინმეს ეგონა თვალი სისხლის აევსოო
-აუ გუშინ მთელი დღე არ მძინებია - მისი მზრუნველობა ძალიან მსიამოვნებდა - ეხლაც ვერ გამოვიძინე ისე როგორც მინდოდა
-აუ მე გაგაღვიძე - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქეთომ
-კი მაგრამ მაგას ვერ შევცვლით , ძილზე მეტად შენთან მინდა საუბარი ძალია მომენატრე , ყველანი ძალიან მომენატრეთ , ბექა როგორაა? სანდრო? შენ და ლაშა როგორ ხართ? ვაიმე ყველაფერი მაინტერესებს - ჩემი ბავშვების გახსენებამ ბედნიერებს მომგვარა და ჩემი პრობლემები გადავავიწყდა
-დღეს ყველას ნახავ - გამიღიმა ქეთომ - ჩვენც იცი როგორ გვენატრებოდი , ჩემოსვლას გვინდოდა მაგრამ გაგვიტყდა მაინც რა იცი რა ხდებოდა - უხერხულად ჩაილაპარაკა
-აუ რა იდიოტები ხართ! ჩამოსულიყავით , როდის იყო ლიაკოს სახლიდან გაუგდიხართ? - წარბებშეკრულმა გავხედე და მას გაეცინა
-რავი მოგვერიდა - გაეღიმა - როგორაა ლიაკო? ისიც ძალიან მომენატრა
-რავი როგორ იქნება , ისევ ისეთია ჩემთან მაგრამ ეხლა რას შვება არავინ იცის
-წახვალ ისევ სვანეთში? - მისმა ამ კითხვამ ყველაფერი გამახსენა და სახის გამომეტყვებლება შემეცვალა - რა გჭირს? - დაბნეულმა მკითხა ქეთომ
-არამგონია წავიდე , ალბათ ლიაკოს მოვიყვანთ აქ , გუშინ ვლაპარაკობდით ამაზე - შევეცადე გამეღიმა და ისევ გავმხიარულებულიყავი
-აუ ძალიან მაგარი იქნება! - კინაღაც იყვირა ქეთომ , მე კი სიცილი ამიტყდა
-შენ და ლაშა როგორ ხართთქო? - წარბები ავუთამაშე და გავუღიმე
-გოგო ჩემი მეჯვარე იქნები? - უეცრად მკითხა ქეთომ და ჩემს პასუხს დაელოდა
-რა? - კივილი დავიწყე და საწოლზე დავდექი - ნუთუ ცოლობა გთხოვა? - ხტუნაობა დავიწყე - გულწრფელად გამიხარდა მისი ამბავი
-ხო მაგრამ მგონი ჯერ ადრეა , არვიცი - თავი დახარა და ეს ძალიან არ მომეწონა
-ოცი წლის ხარ მაგრამ იმაზე მეტი გესმის ვიდრე მე , მე შენთან შედარებით ჩერჩეტი ვარ მერე რა რო განსხავევბა ერთი წელია , ოჯახს მიხედავ თუ ამის გეშინია , საუკეთესო ცოლი იქნები! - გევრდით მივუჯექი და ღიმილით მივაშტერდი
-ხომ იქნები? - მანაც ღიმილით გამომხედა და მაგრად მომეხვია
-რათქმაუნდა - ბედნიერემა ჩავილაპარაკე - მოიცა დღეს სასიძო ვნახო!
-ზუკა არ გიხსენებია რაღაც შენ - დაბნეულმა ამომხედა ქეთომ - ვიცი რომ რაღაც უთანხმოება გაქვთ მაგრამ ზუსტად რა ხდება მითხარი!
ქეთოს ყველაზე მეტად უყვარდა ჩვენი წყვილი , მე და ზუკა მისთვის საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა ძალიან ახარებდა
-უნდა დავშორდე - ეს სიტყვები ძლივს ვუთხარი მაგრამ ვიცოდი რომ გამიგებდა
-რა? - გაკვირვებულმა გამომხედა - რატომ?
-იმიტომ რომ არ მიყვარს და არც მას ვუყვარვარ - დაუფიქრებლად გავედი პასუხი , მას კი ეს არ ესიამოვნა
-საიდან მოიტანე ეს ანო? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-რაც სვანეთში ვიყავი ერთხელაც არ დაურეკია , ან დამირეკავდა და უბრალოდ როგორ ხარო მეტყოდა , როდესაც მე ვურეკავდი საქმეები ქონდა , საინტერესოა ერთხელ მაინც გავახსენდი? - ჩამეცინა
-ცხელ გულზე არ უნდა გამოგქონდეს ესეთი გადაწყვეტილება ანო , დაშორება ესეთი ადვილი არაა - ცდილობდა რომ ჩემი გადაწყვეტილება შეეცავალა
-მე ის არ მიყვარს ქეტო და ამას ეხლა მივხვდი - თავდახრილმა ვუპასუხე და გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა
-საიდან? - გაეცინა მას
-არის ერთი ბიჭი... - ეს ვთქვი მაგრამ ვეღარ გავაგრძელე
-იმედია ერთად არ ხართ - ეQვისთვალით გამომხედა ქეთომ
-ეგრე მიცნობ? - დაბნეულმა ვუპასუხე და მისგან ძალიან მეწყინა - მაინც აგვერია ურთიერთობა
-ჯერ იმ ბიჭზე არაფერს გკითხავ , სანამ ზუკასთან ურთიერთობას არ გაარკვევ! - გაბრაზებულმა გამომხედა ქეთომ
გამეღიმა და თავი მის კალთაზე ჩამოვდე
-ცუდად ვარ შენ მაინც დამეხმარე რა! - ტირილი დავიწყე
-შენი ღირსი არ ყოფილა ის ბიჭი და რატომ ტირი? უბრალოდ შეეცადე დაივიწყო
-რა ადვილად უყურებ ყველაფერს , შენ გიყვარს , გვერდით გყავს და თხოვდები მალე , მაგრამ მე? არ მიცნობდე მაინც ქეთო - თვალებიდან ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა
-გავიდეთ ბავშვებთან კარგი? ზუკაც ნახე და ყველაფერი გაარკვიე შენთვის ვამბობ
თავი დავუქნიე და სააბაზანოსკენ წავედი
*****************************
როდესაც მოვწესრიგდი სამზარეულოსკენ წავედი , მარიამი იქ იყო და ქეთოს კრუასანს აჭმევდა , როდესაც მე დამინახა შეეშინდა და ჩემსკენ გამოიქცა
-დედი რა გჭირს თვალებზე? - ჩემი თავი ხელებში დაიჭირა და თვალიერება დამიწყო
-დედა არაფერია ცუდად მეძინა - მოვიშორე და ქეთოს გვერდით მივუჯექი - მაჭამე რა ძალიან მშია
წინ მეც ერთი კრუასანი დამიდო და ნატურალური წვენი ჩამომისხა
-ეს არ მეყოფა ძალიან მშია - ღიმილით გავხედე და პირველი კრუასანის წამას შევუდექი
მაინც რა ბედნიერებაა ჭამდე და არ სუქდებოდე , ჭამე რამდენიც გინდა და იყავი ისევ ფორმაში
მე ეს ბედნიერება მხვდა წილად
-დეი დღეს ანო ჩემთნ დარჩება რა - უეცრად თქვა ქეთომ და ამან ძალიან გამახარა
ჯერ მას გავხედე და მერე მარიამს , გავუღიმე და მიხვდა რომ უნდა დათანხმებულიყო
-წავედით - მორჩა ქეთო ჭამას და ამოდგა
-მე ჯერ არც დამიწყია! - გაბრაზებულმა გავხედე რადგან ჯერ საერთოდ არ შევსუბულიყო ჩემი ჯუჭი
-გზაში ჭამე! - კრუასანს ხელი დასტაცა ქეთომ და კარისკენ წავიდა
მეც მარიამს ვაკოცე და მას გავეკიდე
-მოდი დღეს სახლში არ დაიკარგო! - დამარიგა ჭკუა მარიამმა და გაეცინა
კარი მივიხურე და მეც გამეცინა
********************************
ეხლა ის ბავშვები უნდა მენახა ვისთან ერთადაც "ვცოცხლობ" , ვის გარეშეც ერთი წამიც არ მაქვს გატარებული და ვისითან ყოველი დღე იწყებოდა
მე , ქეთო , ნინი , ბექა , სანდრო და ზუკა ყოველთვის ერთად ვიყავით , ზუსტად ეს იყო მიზეზი რატომაც ვიყავი ზუკასთან , ის რომ ჩემთან ერთად არ გაზრდილიყო შეიძლება მისთვის არც გამეხედა
ისევ იქ იდგნენ სადაც ადრე და ბირჟას ამაგრებდნენ
მათკენ გავიქეცი და ბექას უკნიდან მივეხუტე
შეშინებულმა უცებ შემოიხედა და ჩემს დანახვაზე დამშვიდდა
-ჩემო სიცოცხლე! - მხოლოდ ეს მითხრა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა
შემდეგ სანდროსთან მივედი და ბოლოს ზუკა დარჩა
ის სულელივით მიღიმოდა და უნდოდა ეკოცნა მაგრამ ამას ვერ ბედავდა , ჩემგან არ გრძნობდა საერთოდ არაფერს და ეს აშინებდა
-როგორ ხარ ? - მკითხა სანდრომ და ხელი გადამხვია - ძალიან გვაკლდი
-ალიან მენატრებოდით - ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე და ამას ქეთოს სიცილი მოყვა
-უნდა ჩავსულიყავით რას ვაბობდი მე! - გაბრაზებულმა გახედა ბავშვებს ბექამ
-კი უნდა ჩამოსულიყავით და გაგეხარებინეთ - ნაწყენმა გადავხედე ყველას და გამეცინა
-ამის მერე მარტო არსად არ გაგიშვებთ - მითხრა სიცილით სანდრომ და საფეთქელთან მაკოცა
-ლიაკო ბებო როგორაა? - ღიმილით გამომხედა ბექამ - აუ ვგიჯდები მაგ ქალზე რა - მის გახსენბაზე გაეცინა
-კარგადაა - მოკლედ ვუპასუხე რადგან არ მსურდა სვანეთზე საუბრის გაგრძელება
-ნინი როდის მოდის? - სათითაოდ მისვავდნენ ბიჭები კითხევბს
-არვიცი! - უხეშად ვუთხარი და ეს სამივეს გაუკვირდა
-თქვენ რა იჩხუბეთ? - მკითხა ქეთომ და ჩემს პასუხს დაელოდა
-არა არ გვიჩხუბია - ეს იმიტომ ვთქვი რომ არ მინდოდა ბიჭებს გაეგოთ , ქეთოს კი საღამოს მოვუვებოდი ყველაფერს
-ქეთი ეს რაღაცას გვიამალვს - სიცილით გახედა სანდრომ ქეთის და შემდეგ მე
-არაა...- უნდა დამემთავრებინა სიტყვა მაგრამ ზუკამ შემაწყვეტინა
-შეიძლება ვილაპარაკოთ? - წინ გადმომიდგა და ტვალებში ჩამაშტერდა
არაფერი მითქვია , თავი დავუქნიე და სანდროს ჩამოვშორდი
-მოენატრათ გვრიტებს ერთმანეთი! - უკნიდან მესმოდა მათი ხმები და მინდოდა ორივე მეცემა
********************************
წინ დამიდგა და მიყურებდა
არ იცოდა რა ეთქვა , ან რითი დაეწყო
ბოლო იცოდა და ამის ეშინოდა
მე კი ვერ გამეგო ვუყვარდი ამ ბიჭს თუ არა
-ნუთუ მე საერთოდ არ მოგენატრე? - ჩუმად ჩაილაპარაკა და გვერდით მომიჯდა
ერთმანეთს არ ვუყრებდი , სადღაც უსასრულობაში ვიყურებოდით
-მეც იგივე უნდა მეკითხა - ირონიულად ჩავილაპარაკე
-მე შენ სიGიჯემდე მენატრებოდი! ეხლა კი ისიც ვერ მოვახერხე რომ ჩაგხუტებოდი! - თავი დახარა
-რომ მოგნატრებოდი დამირეკავდი , მომაკითხავდი რამეს იზავდი! - მშვიდად ვლაპარაკობდი
-შენ ამის გამო ხარ გაბრაზებული? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ზუკამ
-არ უნდა ვიყო? - გამეცინა
-ხომ იცი მიყვარხარ - მე გამომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა
-არა არვიცი - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-და ეს ერთი წელი იცოდი? - ირონიულად ჩაილაპარაკა ზუკამ
-მეგონა - არვიცოდი რატმ ვიყავი ესეტი მშვიდი და რატომ არ მაინტერესებდა ეს ყველაფერი
-შენ არ გიყვარვარ - დასკვნა გამოიტანა ზუკამ
-როდესაც ადამიან ფეხებზე კიდიხარ , შენ კი უაზროდ ელოდები , ელოდები აი მაშინ ხვდები რომ უკვე გადაგიყვარდა
-თუ გიყვარდი ესე ადვილად არ გადაგიყავრდებოდი
-მე შენ გელოდე , გელოდებოდი ყოველ წამს , საკმარისი იყო ერთი ზარი და გეფიცები დღეს ისევ ისეთი თბილი ვიქნებოდი შენს მიმართს , მაგრამ არ ჩანდი და თანდათან მეც დამავიწყდი! უკვე მარტო დავიწყე ცხოვრება - მას არ ვუყურებდი , მაგრამ არ ვიცი რატომ
-დამნაშავე ვარ ვიცი მაგრამ ერთ შანს ხომ ყველას აძლევენ
-მე შენ შანს ყოველ მეორე დღეს გაძლევდი როდესაც ვფიქრობდი რომ დარეკავდი
-ანუ რას აპირებ?
-იცი რაზე მეშლება ნერვები რომ შენი თავი მაინც მართალი გგონია და ეხლა იტყვებს უაზროდ ისვრი , შენ არაფერი შეგცვლის - წამოვდექი
-მე მიყვარხარ ანო და ეს საკმარისია ჩემთვის!
-ჩემთვის კი სიტყვები არასოდეს არის საკმარისი!
-არ მაძლევ უფლებას რომ დაგიმტკიცო
-აღარც მოგცემ
-რას აპირებ? - თავი დახარა ზუკამ
-რას უნდა ვაპირებდე ზუკა? შენთან ვიყო და ფუჭ იმედებს გაძლევდე? მე ესე არ შემიძლია , უნდა დავამთავროთ რა - უცებ წამოვიდგინე მის ადგილას ჩემი თავი და ამ წამს მე ვიყავი დამნაშავე ჩემთვის
-მე ეს არ მინდა! - მკაცრად გამომიცხადა ზუკამ
-შენ მე ვერ მაიზულებ ვიყო შენთან
-მაგრამ მაქვს უფლება ისევ მოვიგო შენი გული!
-ეგ არამგონია გაგიადვილდეს - ამ სიტყვების შემდეგ გეგა გამახსენდა და ვეცადე არ შემემჩნია
-შენ თუ მე გიყვარდი მაშინ გამიადვილდება!
-ზუკა გთხოვ არ გინდა , არ მოვიწამლოთ ჩვენი ცხოვრება - ვიცოდი მისი ეს სიტყვები რასაც ნიშნავდა
ის თავს არ დამანებებდა , არ იყო ესეთი ყველაფერზე ხელი ადვილად რომ ჩაექნია , შემდეგ კი მარცხს შეიზლება ცუდად შეხვედროდა და სიმწრისგან მე დავეზარალებინე
ის განსხვავებული იყო
მიჩვეული იყო ყველაფრის მიღებას რაც სურდა
მე ერთადერთი ვიყავი ვინც მასთან ცუდად დაამთავრდა და ამას არ შეეგუებოდა
მგონი ამას და არა ჩემს დაკარგვას...
-მე დაგიბრუნებ! - ჩუმად ჩაილაპარაკა და წავიდა
მე კი სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე
უკვე აღარ შემეძლო ეს ყველაფერი!
****************************
საუბრიდან ოც წუთში ბავშვებთან დავბრუნდი
ისინი დაბნეულები მიყურებდნენ და იმის კითხვას ვერ ბედავდნენ თუ რა მოხდა
მე კი ამის მოყოლა არ მსურდა
ჩემს გამო არა , მათ გამო რადგან ამის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა
სანდროს გვერდზე ჩამოვჯექი და მხარზე თავი ჩამოვადე
მან ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა
-დაშორდით? - შეპარვით მკითხა ქეთომ
მე პასუხი აღარ გავედი და ის ყველაფერს მიხვდა...
ცოტახანში ჩვენთან ლაშა მოვიდა და მხოლოდ მან შეძლო ჩემი გამხიარულება
-სიძევ! - ვიყვირე და მისკენ წავედი
-ცოლისდავ! - ისიც შეჩერდა და ელოდა როდის ჩავეხუტებოდი
-მომენატრე! - და მეც გავშალე ხელები და მაგრად მოვეხვიე
-მეც ძალიან!
-მოდი , მოდი ქორწილზე უნდა გელაპარაკო - ხელი ჩავკიდე და გვერდით მოვისვი
***********************************
შეიძლება მთელი საღამო ბავშვებთან ერთად ვიყავი მაგრამ ფიქრებით გეგასთან დავფრინავდი
უნდა ვაღიარო რომ ის ძალიან მენატრებოდა
მინდოდა მასთან საუბარი მინდოდა
მინდოდა მისთვის მომესმინა და მეპატიებინა
ისინი ჩემი დაბნეულობის მიზეზს ვერ ხვდებოდნენ და ეგონათ რომ ზუკას გამო ვიყავი ასე , მხოლოდ ქეთო ხვდებოდა რომ ეს ასე არ იყო
შეიძლება ჩემთვის ზუკა ძალიან უნდოდა მაგრამ იმას უფრო აფასებდა ვისაც მე შევიყვარებდი
ვიცოდი რომ მისი იმედი ყველაფერში უნდა მქონოდა
*************************************
თანდათან დავიშალეთ , ბიჭები ერთად წავიდნენ , მე და ქეთო კი მისი სახლისკენ წავედით
-ვინ გიყვარს? - პირდაპირ მკითხა როდესაც ბიჭები ჩამოგვშორნენ
-ანანო! - უეცრად გავიგე ჩემთვის ნაცნობი ხმა და უკან მივტრიალდი
გავშეშდი როდესაც გეგა დავინახე
ის ახდა რასაც ველოდი და ამან გამაბედნიერება
მის დანახვაზე სულელივით გამეღიმა მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამახსენდა
ქეთოსკენ მივბრუნდი , ხელი მოვკიდე და ჩქარა მისი სახლისკენ გავაქანე
-მალე წამოდი! - გაბრაზებულმა გავხედე და უკან შებრუნების უფლებაც არ მივეცი
*************************************
რა ქნან ბავშვებმა? ეთამაშებიან ერთმანეთს
სიყვარული ხომ თამაშიცაა...

********************************************
მგონი არ კითხულობთ და ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი Guest მარიამი

ვკითხულობბ დაძალიან მაინტერესებს გთხოვვ დაამთავრეე 💟💞💝💗👃

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent