შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჩვეულო (სრულად)


17-08-2016, 22:58
ავტორი kettaketta))
ნანახია 4 596

ამბობდნენ არ უყვარდაო... ატყუებდაო... მის გრძნობებზე თამაშობდაო... მარტო ყოფნა არ უნდოდა და იყენებდაო... ეგოისტი და თვალთმაქციაო ბაბი კალანდაძე... ატყუებდა და შედეგიც მიიღოო, დღეს ცალცალკე არიან და ერთმანეთს ვერ იტანენო... ამბობდნენ მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, ნაცნობები და უნცობებიც კი...
სინამდვილეში კი რა როგორ იყო მხოლოდ ბაბიმ იცოდა... მაგრამ ისიც იცოდა როგორ ემართა საკუთარი განცდები, გრძნობები, როგორ მოეთოკა ტკივილი სხვათა წინაშე... ეს ილუზია ხომ თვითონვე შექმნა-თვითონ აფიქრებინა ყველას(მათ შორის საუკეთესო მეგობარსაც კი) გიორგი რატიანი ჩემთვის უბრალო გასართობი იყო და ალბათ, ორივე კარგად გავერთეთ კიდეცო! დიახ! მოიტყუა! მაგრამ ხვდებოდა, რომ ასე ჯობდა... ჯობდა ყველას უგრძნობი და ეგოისტი ჰგონებოდა, ვიდრე გრძნობებს აყოლილი გულჩვილი გოგო, რომელსაც უსაზღვროდ შეუყვარდა და ეს სიყვარული სანანებელი გაუხდა...
***
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
სამეგობროში სულ რამდენიმე იყვნენ: საუკეთესო მეგობრები-ნინი და ბაბი, ნინის შეყვარებული ნიკა და მისი ბავშვობის ძმაკაცი-სანდრო.
როგორც ყოველთვის ექვსზე შეიკრიბნენ ერთ-ერთ პარკში, მხოლოდ ერთი ცვლილებით-ნიკასთან ერთად კიდევ ვიღაც მოვიდა, არაფრით გამორჩეული(უფროსწორად ბაბისთვის იყო არაფრით გამორჩეული, თორემ ისე არც ერთ გოგოს არ ტოვებდა გულგრილს) “ერთი ჩვეულებრივი ბიჭი”, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ვინ იყო ბაბი კალანდაძე და მითუმეტეს იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს გოგო ჭკუას დააკარგვინედა... თუმცა მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ყველაფერს დეტალურად მივყვეთ...
ბაბი ნინისთან საუბრით იყო გართული ნიკამ რომ გამოაცხადა
-აბა გოგოებო! ყურადღება! ჩემი „უსიმპატიურესი“ ბიძაშვილი გიორგი უნდა გაგაცნოთ!
ბაბიმ შეხედვის ღირსადაც არ აქცია, არც გიორგის ჰქონია ზედმეტი რეაქციები...
-დღეიდან თბილისში იცხოვრებს ჩემთან ერთად... ფეხბურთელია(საკმაოდ წარმეტებულიც) და „დინამოში“ გადმოვიდა სათამაშოდ.
ახლაღა ახედა ბაბიმ(ყოველთვის მოსწონდა ფეხბურთელი ბიჭები, თუმცა „დახამებული“ არც არასდროს ყოფილა)ახედა და... მხოლოდ თვალები შეამჩნია, გიორგიც თვალებში ჩასჩერებოდა და ალბათ სწორედ აქედან დაიწყო ის, რასაც რომანტიკოსები „უხილავი ძაფის გაბმას“ ეძახიან.
ბაბი კალანდაძე-20 წლის, სტუდენტი, მხიარული, ზოგჯერ საკმაოდ მშვიდიც, ჯიუტი, ამაყი და საოცრად ეჭვიანი. მეგობრებისა და შოკოლადების(ეს აუცილებლად უნდა მეთქვა) მოყვარული. უამრავი ბიჭის ყურადღებას იქცევდა ყოველთვის, თუმცა თვითონ არავის არ თვლიდა ზედმეტი ყურადღების ღირსსად. ლამაზი, ჭკვიანი.. ჭკვიანი და...უჩვეულო!
გიორგი რატიანი:23 წლის, სტუდენტი/ფეხბურთელი, ხუმრობის დიდი მოყვარული, ხშირად სერიოზული, ასევე ჯიუტი და ბევრისთვის ნაგლიც...უსიმპატიურესი! არასდროს ყოფილა გოგოების „მაჩალკა“ თუმცა ყავდა ბევრი მეგობარი, მათ შორის საუკეთესო დაქალიც-მარიამ სანიკიძე.
***
იმ დღის შემდეგ კიდევ ერთხელ ნახა გიორგი რატიანი, ახლა უკვე კონტაქტშიც შევიდა, დაუმეგობრდა, უკეთ გაიცნო, თუმცა მეგობრობაზე მეტი არ უფიქრია, რასაც თვით გიორგიზე ვერ ვიტყვით, მან ხომ პირველივე გაცნობისას შეამჩნია-ბაბი კალანდაძე სხვებს არ გავდა, სხვებივით პირდაღებულს არ უყურებია მისთვის, არც დიდი ყურადღება გამოუჩენია, მხოლოდ სალამით შემოიფარგლა და ესეც ალბათ ზრდილობის გამო. შემდეგში უფრო მეტად დარწმუნდა ამაში, მისი გულწრფელობა, სისუფთავე და სილაღე გულში თბილად ჩაეღვარა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველმა ბიჭმა, გარეგნობასაც მიაქცია ყურადღება და გადაწყვიტა, რომ ბაბი კალანდაძე უნდა გაეცნო იმაზე ბევრად კარგად, ვიდრე იცნობდა... ნიკას კალანდაძის ნომერიც გამოართვა, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა ზედმეტი არაფერი გავიგო, ეს გოგო სხვებს არ გავსო, რატიანსაც ზუსტად ეგ აინტერესებდა როგორი იყო და ყველაფერი გამოკითხა ნიკას, რა უყვარდა, ვინ უყვარდა, სად სწავლობდა, ვისთან მეგობრობდა, რით იყო დაკავებული და როდესაც კიდევ უფრო დარწმუნდა ეს გოგო ისაა ვინც მე მჭირდებაო მიწერა კიდეც... მიწერა და ბაბიც აყვა, მისი გულწრფელობით გააოცა, მაგრამ კიდევ რაღაც დაინახა გიორგიმ-ბაბი ყოველთვის ებოღმებოდა, ემწარებოდა, ენაგლებოდა... ოღონდ ხვდებოდა ეს ბუნებაში ჰქონდა და თანაც ისე არასდროს არ აკეთებდა ამას რომ ზედმეტი მოსვლოდა და გიორგისთვის გული ეტკინა.
იცოდა ბაბიმ რატომაც წერდა გიორგი, იცოდა სანდროსგან, ნინისგან, ნიკასგან და თვითონ გიოსგან... იმასაც ხვდებოდა არც თვითონ იყო გულგრილი, თუმცა ბუნებით მაინც მკაცრი იყო, რა ექნა თავის გრძნობებს ყოველთვის მწარე ენითა და ბოღმებით გამოხატავდა. შეხვედრისასაც ცივად ექცეოდა ბაბი, ალბათ ეშინოდა ზედმეტი სითბოთი არ მიმიხვდეს გიო რომ მის მიმართ სიპათიები მაქვსო...
ალბათ კიდევ დიდხანს გაგარძელდებოდა კიდეც ეს სიცივე გიორგის რომ არ ეთქვა სხვა გუნდში გადავდივარ და ბათუმში ვბრუნდებიო...
მაშინ მიხვდა ბაბი გიორგის მიმართ უბრალო სიმპათიებით რომ არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ... მაშინ მიხვდა რატომ ეჭვიანობდა გიორგის მეგობარ მარიამზე, რატომ გიჟდებოდა და ტირილს იწყებდა თუკი გიორგი მას თბილად ახსენედა, მიხვდა რატომ სტკიოდა გიორგის ყოველი ცივად ნათქვამი სიტყვა და ისიც კარგად გააცნობიერა, რომ ასეთი ცივი საუბრით შეიძლებოდა საბოლოოდ დაეკარგა. ნინის დაურეკა არ გავუშვებ შანსი არაქვსო, თუმცა ნინიმაც დაარწმუნა, მისი კარიერისთვის ასე ჯობია და უნდა შეეგუოო. მაინც ვერ წყნარდებოდა, ფიქრობდა გიორგის ვეღარასდროს ვნახავო და ეშინოდა.. ძალიან ეშინოდა, არ დაეკარგა ადამიანი, რომელიც მისთვის უკვე უმნიშვნელოვანესი იყო. გიორგისთან დამოკიდებულება უცებ შეცვალა სითბოთი და ეს არც გიორგის გამოპარვია მხედველობიდან. ჰკითხა კიდეც-რაც გითხარი მივდვარო ძალიან თბილი გახდი, და ვერ ვხსნი რატომაა ასეო.
ბაბიმ მაინც არ გასცა პასუხი, თანაც ამ დროს ხომ გიორგიმ უთხრა ჩამოვალ ხოლმე შენს სანახავადო და მიხვდა საჭირო აღარ იყო სითბო გამოევლინა, ისევ სიმწარე და ბოღმაობა დაიწყო... აი ხედავთ? ბაბი მართლაც უჩვეულო იყო... ძალიან უჩვეულო...
ამის შემდეგ იყო უფრო დაახლოვება, ზოგჯერ სითბო უმეტესად სიცივე, იშვიათად ნახვა და ხშირად მოწერილი „მენატრები“... ახსნილი სიყვარული, და ლოდინი პასუხისთვის კი თუ არა?!
რა იყო საფიქრებელი, მშვენივრად იცოდა ბაბიმ როგორ შეუყვარდა გიორგი რატიანი, მაგრამ მაინც ეუბნებოდა- ვფიქრობ... ვფიქრობ... ვფიქრობო... ერთხელაც პირდაპირ „აჯახა“ გადაწყვეტილება მივიღეო და რომ ჩამოხვალ მერე გეტყვი პასუხსო.
ამის გაგონება და რატიანის აფორიაქება ერთი იყო, ახალი წლის დღეს ჩამოვიდა, ეშინოდა... ეშინოდა რადგან ბაბის ხასიათიდან გამომდინარე ბევრს არაფერს მოელოდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი, მას ხომ ისე უყვარდა კალანდაძე და მისგანაც იმავეს ელოდა... საშინელი ამინდის მიუხედავად კალანდაძის სანახავად ჩამოვიდა, კაციშვილი გარეთ რომ არ გავიდოდა გავიდა და რადგან თვით ბაბიმ მოითხოვა გარეთ სეირნობა მინდაო დათანხმდა...
რა იყო პასუხი? ა რ ა ! გიორგის რეაქცია? შეშფოთება, დაღონება, იმედგაცრუება და ტკივილი... უდიდესი ტკივილი... მთელი დღე ხომ ისე თბილად ექცეოდა ბაბი ეგონა...
-აუუ გიო კაი რა! რაიცი რა იგულისხმება ჩემ მიერ ნათქვამ სიტყვა „არაში“, იქნებ ის რომ არ ვაპირებ უარს თქმას?! ა რ ა გიო ა რ ა! ა რ ვაპირებ გითხრა რომ არა! კიი მიყვარხარ გიო! მეც მიყვარხარ! დაგაბნიე არა სულელო? არაუშავს... გაიაზრებ ალბათ...
დაბნევა, სიხარული, სიცილი, ბედნიერება და რაც მთავარია- სიყვარული, სიყვარული, რომელსაც ორივე აშკარად გრძნობდა... ამ დღის მერე კიდევ უფრო დარწმუნდა რატიანი-კალანდაძე მართლაც სხვებისგან განსხვავებული და უჩვეულოაო...
შემდეგ იყო ბედნიერება, ხშირი ჩამოსვლები, მეგობრებთან ერთად დროის ხშირი გატარება, სიხარული და იმედი-გიორგი არასოდეს მატკენს გულსო. თვითონაც ხშირად ლაპარაკობდნენ ამაზე, იყო შემდეგნაირი დიალოგებიც:
-თუ არ გეყვარები პირდაპირ მითხარი გიო <3 არ დამიმალო და არ მიღალატო რა ! ყველაზე მეტად ღალატს ვერ ვიტან!
-არა არა! ვერ გიღალატებ, არც არასოდეს მოგატყუებ, მე ხომ გიორგი რატიანი ვარ! ვერ ვიტან მსგავს სისულელეებს, იმდენად მიყვარხარ არც კი ვიფიქრებ მაგაზე, შანსი არაა!
-იმედი მაქვს <3
-ბოლომდე გქონდეს! <3
იყო ეჭვიანობებიც! ძირითადი მიზეზი? მ ა რ ი ა მ ი ! რატიანის საუკეთესო დაქალი... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა გიორგის არ ენდობოდა ბაბი... არა! უბრალოდ თვითონ გოგო იყო და ხვდებოდა რა საქმეებს ხლართავდა სანიკიძე.. როგორ ეკურკურებოდა თავის ბიჭს და ეს არ მოსწონდა, მაგრამ არასდროს ყვარებია ზედმეტი ეჭვიანობის სცენების გამართვა და ამ ყველაფერსაც კულტურულად ატარებდა.. თუმცა მალევე მიხვდა რომ შეცდა... მწარედ შეცდა!
მარიამმა გიორგის სიყვარული აუხსნა და არც მაშინ „მოუხაზავს“ მისთვის, არც კი გაგიჟებულა. მიზეზი? მხოლოდ ერთი-გიორგის სცემდა პატივს და ენდობოდა.
ვერც კი წარმოიდგენთ რა დაემართა, როცა საუკეთესო მეგობრისგან გაიგო რატიანმა სანიკიძეს „დაბრო“ მისცაო. სხვას რომ ეთქვა ალბათ დაახრჩობდა, მაგრამ საუკეთესო მეგობრის სჯეროდა. ვერ აგიწერთ რა დაემართა-გაგიჟდა, გამწარდა, გაცოფდა, ეტკინა... ძალიან ეტკინა და რაც მთავარია იმედი გაუცრუვდა. მწარედ ატირდა, მაგრამ სახლში, სხვებისგან მოწყვეტილად, განმარტოებით. დაუყოვნებლივ, ყოველგვარი სცენების გამართვის გარეშე მიწერა გიორგის შენი ნახვა მინდა სასწრაფოდო. როცა ნახა არც კი მისალმებია, პირდაპირ უთხრა(იცოდა შორიდან რომ მოევლო ტირილის ვერ შიეკავებდა, ის კი იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად უნდოდა) გშორდები და ასეც აჯობებსო, მიზეზიც უთხრა მარიამიაო, გიორგიც გაგიჟდა, ჩაწყდა, ძალიან მწარედ ინანა. დაუდასტურა მართლა ვუთხარი მეც მიყვარხარო და მარიამთან მესიჯებიც ანახა, მიზეზად კი ის დაასახელა შემეცოდაო, ვაპირებდი ახსნას ორივესთვის ამის და მარიამთან ურთიერთობის გაწყვეტასაც, უბრალოდ მაშინ როდესაც პირისპირ გნახავდი, სხვაგვარად ვიცოდი ვერ გაიგებდი და ასე მოიქცეოდიო, ხომ გესმის მარიამი ჩემთვის საუკეთესო მეგობარზე მეტი იყო და ასე ვერ მოვექცეოდიო...
ჰაჰ! რა მარტივი მიზეზია, ბაბისაც კი შეეცოდა ისეთებს წერდა მარიამი, მაგრამ ხვდებოდა, თუკი გიორგის უყვარდა ამას აარ გააკეთებდა, მითუმეტეს „შეცოდების გამო“.
არც გიორგის დაფიცება, არც გინება, არც ახსნა არ გაუთვალისწინებია, არც მასთან მორიგი საუბრის სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა რომ რატიანი დაჟინებით მოითხოვდა ამას, სთხოვა საბოლოოდ ამოეშალა გონებიდან და დაევიწყებინა, შეგუებოდა ყველაფერი დამთავრდა რაც იყოო, თუმცა რატიანის პასუხი ამ ყველაფერზე მხოლოდ ეს იყო-„შანსი არ გაქვს კალანდაძე!“ ბაბიმაც უთხრა-უბრალოდ ასე აჯობებსო და დაამთავრა...
სტკიოდა, იტანჯებოდა... არ ტიროდა... უფრო არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა ისე სტკიოდა სული, ისსე უნდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, როგორ დაემსხვრა ყველაფერი, და მიზეზი? ის „შემეტენე“ გოგო! როგორ უნდოდა ახლა ადგილზევე მიეხრჩო, მაგრამ არ შეეძლო და აღარც თავისი სტატუსი აძლევდა ახლა ამის უფლებას! რა უფლებით უნდა ეთქვა რამე? ის ხომ ახლა აღარ იყო რატიანის შეყვარებული.
მაინც აპატია, ვითომ ერთად იყვნენ, მეგობრების რჩევაც გაითვალისწინა და აპატია, მხოლოდ მას შემდეგ რაც მარიამთან ურთიერთობა გაწყვიტა... აპატია, მაგრამ ვეღარ ენდობოდა, ვეღარ იყო ისე თბილად, აღარ ეუბნებოდა მიყვარხარო და გიორგისაც ეჭვი შეატანინა უკვე სიყვარულში, ხშირად, ზედიზედ სამი დღე არ ეკონტაქტებოდა, რატიანი ცდილობდა მისგან სითბოს მიღებას მაგრამ უშედეგოდ, ხშირად ეკითხებოდა-„არაფრის თქმა არ გინდაო? „, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო, სრულიად გაცივდა კალანდაძე რატიანის მიმართ. და მაშინ მიხვდა რომ მარიამს უფრო უყვარდა ვიდრე ბაბის, მარიამი უფრო ცდილობდა მასთან ურთიერთობას, მარიამი აძლევდა იმ სითბოოს რასაც ბაბისგან ვერ იღებდა და ერთხელაც სულ უაზროდ ბაბიმ და მარიამმა როლები გაცვალეს, მარიამს შეურიგდა ბაბი კი უკუაგდო, Facebookზე სასაუბრო გამოურთო, შემდეგ მეგობრებიდანაც ამოშალა...
ლამის გაგიჟდა ბაბი, როცა მარიამ სანიკიძის ფოტოს კომენტარებში გიორგის მიერ დაწერილო „მიყვარხარ <3 „ დაინახა, მაშინვე გაიაზრა ყველაფერი და უდიდესმა სიძულვილმა შეიბყრო გიორგისა და მარიამის მიმართ, გადაწყვიტა ყველა დაერწმუნებინა, გიორგი მხოლოდ გასართობი იყო და ამიტომ ვექცეოდი ასე ცივადო, ბოლოსაც იმიტომ ვაპატიე მასთან გართობას ვაგრძელებდიო, მაგრამ სინამდვილეში რატომ გააკეთა ეს მხოლოდ მან იცოდა. დიახ! გაცივდა რატიანის მიმართ მაგრამ ამის მიზეზი უსიყვარულობა ნამდვილად არ ყოფილა! რა იყო მიზეზი? ტკივილი და უნდობლობა! უნდოდა ყველაფერი გადაეხარშა, დაელაგებინა, ხვდებოდა რატიანის გარეშე ვერ გაძლებდა, უბრალოდ დრო სჭირდებოდა, დრო ყველაფრის დასალაგებლად. სიყვარული... იმედი რომ კვლავ აეწყობოდა მათი ურთიერთობა, უბრალოდ დრო სჭირდებოდათ, ყველაფერს ნელ-ნელა ივიწყებდა ბაბი კალანდაძე და ის იყო უნდა მიეწერა გიოსთვის ძალიან მიყვარხარ და მენატრებიო, შენს გარეშე ვეღარ ვძლებ და მინდა სულ ჩემთან იყოო რომ....
და დღეს ყველა ბაბის ამტყუნებს, ნინის გარდა, რომელმაც კარგად იცის რომ არ „კიდია“ გიორგი რატიანი თავის ძვირფას დაქალს და არც არასდროს ეკიდა, მაგრამ ურჩევნია უთხრას რომ სჯერა მისი ტყუილების, ხვდება სწორედ ეს ამშვიდებს მის დაიკოს...
***
ახლა ზის ბაბი კალანდაძე მეგობრებთან ერთად „შანზელიზეში“, მხოლოდ ყავას სვამს და ღრმად ჩაფიქრებული ერთ წერტილს მისჩერებია.
-ბაბი რაღაც მინდა გითხრა(ნიკა)
-ჰა-ძლივს გამოერკვა-აჰოო... გისმენ-და გულწრფელად გაუღიმა.
-გიორგი ჩამოდის საღამოს...
გიორგიო? ამ სახელის ხსენება და გულის აჩქარება ერთი იყო, მთელმა წარსულმა გადაურბინა წინ, ერთიანად გააკანკალა, მაგრამ დროზე მოთოკა ემოციები და მშვიდად და საოცრად მკაცრი ტონით გასცა პასუხი
-და მერე მე რა?
-ვიცი ვერ იტან მაგრამ... მაინც ჩვენი მეგობარია...(სანდრო)
-მერე მე დავუშალე აქ ჩამოსვლა თუ თქვენთან მეგობრობა? რაც უნდა ის უქნია და საერთოდ არ მესმის რატომ არკვევთ ამ საკითხს ჩემთან?
-ბაბი.. უბრალოდ არ გვინდა რომ სამეგობროში დაძაბული ურთიერთობა გქონდეთ...(ნინი)
-ააჰ.. გასაგებია. ნუ ინერვიულებთ, საერთოდ არ ვაპირებ მაგის გამო ნერვები გავიფუჭო, არ მაინტერესებს რას იზამს, თუ უნდა საერთოდ ნუ ჩამოსულა, თუ უნდა სულ აქ დარჩეს, არ მაინტერესებს რა...
-მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე... დიდი ხნია გიცნობ ბაბი... კარგად ვიცი შენი ხასიათი და ისიც ზუსტად ვიცი რომ არ გჩვევია ადამიანის გრძნობებზე თამაში, გიორგიმ ისეთი რა დაგიშავა რომ...
-(ჰმ.. კიდევ მე ვითამაშე არა გრძნობებზე?! ) უბრალოდ ასე გამომივიდა, არც იმას ვუყვარდი არც მე მიყვარდა, ჩვენ ორივე კარგად გავერთეთ... ბოლოს და ბოლოს რამდენხანს უნდა მალაპარაკოთ მაგ ადამიანზე? უკვე თვეები გავიდა. ვერ ხედავთ? მშვენივრად გრძნობს თავს თავის მარიამთან... (ამ სიტყვებზე ყველას ჩაეცინა) ...რა გაცინებთ?
-ეჭვიანობა!! -ერთად თქვეს და ეშმაკური თვალებით შეხედეს კალანდაძეს.
-რაოო?! არა არა! ჯვარი მწერია მაგაზე ვიეჭვიანო... ეჭვიანობენ მათზე, ვინც რაღაცას წარმოადგენს, ვინც უყვართ, ვისი დათმობაც არ უნდათ, მე კი არამც თუ მიყვარს-მეზიზღება!
-კარგი ბაბი დამშიდდი, ნერვების აშლას ხომ არ აპირებდი იმ ადამიანის გულისთვის ვინც არ გაინტერესებს ? ვინც არაფერს ნიშნავს შენთვის? -ეშმაკურად აათამაშა წარბები სანდრომ.
-დიახაც არაფერს ნიშნავს, რა გჭირთ, რამ დაგაბრმავათ რომ ვერ ხედავთ? რომ მყვარებოდა თბილად მოვექცეოდი, მე კი სულ ვესწერვებოდი! რომ მყვარებოდა მარიამთან ურთიერთობას ავუკრძალავდი, მე კი საერთოდ არ მაინტერესებდა ვისთან იმეგობრებდა! რომ მყვარებოდა ვაპატიებდი, ყველაფერს გავატარებდი და დავივიწყებდი რომ შემენარჩუნებინა, მე კი ცივად ვექცეოდი! თვითონვე ხომ მიხვდა რომ არ მიყვარდა? რომ არ მაიინტერესებდა? ფუფ როგორ ვერ ვიტან!(წარბები სასაცილოდ შეკრა)
-კარგი, მაგრამ მიზეზი რა არის მაგ სიძულვილის? შენც ისევე არ მოექეცი როგორც თვითონ? წესით თვითონ უნდა ეზიზღებოდე!
-რაც უნდა ის უქნია! და გეყოთ ამ თემაზე ლაპარაკი... მე წავედი სახლში, დღეს გამოსვლას აღარ ვაპირებ!-კალანდაძე ფეხზე წამოხტა და ნაზი მოძრაობით წავიდა კარისკენ, გაუკვირდა კიდეც მეგობრებმა რომ აღარაფერი უთხრეს, იმედი ჰქნოდა დღეს მაინც ავიცილებ რატიანთან შეხვედრას და შემდგომში სათანადოდ მოვემზადებიო, მაგრამ...
აი ისიც! თვით გიორგი რატიანი, ისევ ისეთი სიმპატიური და მომხიბლავი ბაბი კალანდაძის წინ დგას, ისევე როგორც ადრე, მხოლოდ ერთი განსსხვავებით-ახლა მის თვალებში სიცივე ჩამდგარა, სულაც აღარაა ისეთი სიყვარულით სავსე, როგორიც ბაბის ახსოვდა... არც გიორგია მოხიბლული ბაბის მზერით, მასში ყველაფერი ერთიანად იკითხება, იკითხება ისიც კი რასაც ბაბი ასე საგულდაგულოდ მალავდა სხვების წინაშე-ზიზღი, ტკივილი, იმედგაცრუება და მონატრებაც კი... მაგრამ ამ ყველაფრიდან სიძულვილი იმდენად იკვეთება რომ რატიანს დანარჩენი გრძნობების დანახვა არ შეუძლია, მითუმეტეს რომ კალანდაძის თვალებში ძრომიალის უფლება საკუთარ თავს მხოლოდ რამდენიმე წამით მისცა, მაგრამ ეს რამდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა გაეცნობიერებინა ის მონატრება რაც ამ პატარა ქალბატონის მიმართ იგრძნო, ადრე თუ ამ გრძნობას გულში იკლავდა და არ ამჟღავნებდა ახლა აშკარად იგრძნო, ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა მისი ცივი თვალების დანახვისას, თითქოს დანაშაულის შეგრძნებაც დაეუფლა ეს გოგო რომ ხელიდან გაუშვა, იგრძნო ტკივილიც, რადგან ამ ულამაზეს არსებას არც ახლა უყვარდა, არც არასდროს ყვარებია და იმის შემდეგ რაც გააკეთა ვერც ვერასდროს შეიყვარებდა ალბათ და ამის გამო როგორც საკუთარ თავს, ბაბისაც სჯიდა... ეს ყველაფერი სულ ცოტა ხანში გაიაზრა, შემდეგ კი მხოლოდ ცივი სალამით შემოიფარგლა და კარი გაუნთავისუფლა რომ გარეთ გასულიყო.
ბაბი? მხოლოდ ღმერთმა და ბაბიმ იცოდა თავად თუ რა ხდებოდა ახლა თავის გულში, როგორ სტკიოდა, როგორ ჩხვლეტდა რაღაც, ხშირად წარმოედგინა ხოლმე რატიანთან შეხვედრა, იცოდა ამას ვერ აცდებოდა, მაგრამ მაინც ვერ იფიქრებდა თუ ასე მტკივნეულად გადაიტანდა. სწრაფად გამოვიდა კაფიდან და ტაქსი გააჩერა რომ რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო სახლში. ტაქსიში ჩაჯდომა და ცრემლების წამოსვლა ერთი იყო, როგორ სტკიოდა, როგორ განიცდიდა, როგორ უნდოდა დრო დაებრუნებინა, ხომ არ მისცემდა უფლებას რატიანს მისგან წასულიყო, ხომ არ ჩაიდენდა ამ შეცდომას და აგრძნობინებდა იმ სიყვარულს რაც მას ასე სჭირდებოდა და რომელიც მისცა იმ გოგომ, რომელიც არც კი იმსახურებდა და დარწმუნებული იყო კალანდაძე იმაშიც რომ მარიამი ვერასდროს შეიყვარებდა გიორგის ისე, როგორც მას უყვარდა. უბრალოდ თავისებური სიყვარულის გამოვლინება ჰქონდა სულ ესაა... ბაბი ხომ ასეთი უჩვეულო იყო....
როგორც იქნა მიაღწია სახლში, 20 წლის გოგო დეიდასთან ერთად ცხოვრობდა, მშობლები ამერიკაში იყვნენ და რამდენიმე წელი ვერც ჩამოვიდოდნენ, ამას შეგუებულიც იყო, ამიტომ დეიდა ხშირად დედის მაგივრობასაც უწევდა ხოლმე... რადგან დეიდაც მუშაობდა და ხშირად ღამის გათენება უწევდა(საავადმყოფოში მთავარ ექიმად), ბაბი ხშირად იყო მარტო და ეს მოსწონდა კიდეც. ახლაც სწრაფად აირბინა სადარბაზოს კიბეები და შეაღო სახლის კარი, მაშინვე ოთახისკენ წავიდა და საწოლზე გაწვა, იხსენებდა რატიანთან ერთად გატარებულ დროს, ფიქრობდა წარსულზე, შეცდომებზე, ტკივილზე, დამსხვრეულ იმედებზე, ოცნებებზე... ამ დროს ტელეფონზე ზარი გაისმა. ნიკა რეკავდა. ტელეფონი აიღო და უპასუხა.
-ალო... გისმენ ნიკ...
-საღამოს ბარში მივდივართ, გიორგის ჩამოსვლა უნდა აღვნიშნოთ, შენც მოდიხარ!
-რაიყო გეკითხა მაინც ჯერ, იქნებ გზაში მოვკვდი, ან ვკვდები ცუდად ვარ და არ შემიძლია წამოსვლა-გაიკრიჭა კალანდაძე.
-მაშინ ან საერთოდ არ მიპასუხებდი, ან ყურში ჩამჩხავლებდი, ვკვდები და გაამზადე ვენოკი შავი ვარდებითო-იუმორითვე უპასუხა ნიკამ-მოკლედ რვაზე გამოგივლი და მზად იყავი.
ამდენი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება-ბაბის არავითარი ბრალი იყო თუკი გიორგი დღეს სხვისია, ამიტომ არც დანაშაულის შეგრძნება არ უნდა აწუხებდეს, პირიქით-უნდა დაანახვოს ვინ დაკარგა და მწარედ ანანოს! ამიტომაც ძალიან მოეწონა ბარში წასვლის იდეა და საგულდაგულოდაც დაიწყო მზადება, უნდოდა ისეთი ყოფილიყო, რომ მარტო გიორგისი კი არა , ყველას გაოცება გამოეწვია, თუმცა განსაკუთრებული სამიზნე რა საკვირველია რატიანი იყო.
საულდაგულოდ მოემზადა, შავი წელში გამოყვანილი კაბა ჩაიცვა, ზურგზე ამოჭრილი და არც ისე ღრმა დეკოლტით რომ ვვულგარულობაში გადასვლოდა. თავისი გრძელი წაბლისფერი თმა გაიშალა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, აი ისეთი თავისი მწვანე თვალები რომ კარგად გამოეკვეთა, ის მწვანე თვალები გიორგი რატიანიც კი აღფრთოვანებაში რომ მოჰყავდა... შავი მაღალქუსლიანები ჩაიცვა და სუნამოც შეისხა... გამზადებას რომ მორჩა უკვე რვა ხდებოდა და შეტყობინებაც მოუვიდა ნიკასგან ჩამოდი უკვე აქ ვართო.
ჰმმ... ვართო? კიდევ ვინაა მასთან ერთად? თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს... წასვლამდე თავის თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში და თვითონვე დარჩა კმაყოფილი, ნარცისი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა კი ნამდვილად თამამად შეიძლებოდა ეთქვა „დაცემა გოგო“ ვარო!
***
მხოლოდ რატიანი მივიდა ბაბის წამოსაყვანად, ნიკამ მოიმიზეზა მე ნინი მყავს წამოსაყვანი, სანდროს კი მანქანა ყავს გაფუჭებული და ჩემთან ერთად მოდისო... მიუხვდა რატიანი ეშმაკობას, მაგრამ რატომღაც არ შეწინააღმდეგებია, გულის სიღრმეში უნდოდა ასეც მომხდარიყო, ხოდა დათანხმდა, თან ძალიან მარტივად და ზუსტად რვა საათზე კალანდაძის სადარბაზოსთან იდგა, ნიკას სთხოვა მიწერე მოვედიო, იცოდა ბაბი როგორი ხასიათისაც იყო, ცოცხალი თავით არ ჩამოვიდოდა დაბლა რომ გაეგო რატიანია მხოლოდო...
ნელი და ნაზი მოძრაობით გამოვიდა სადარბაზოდან ბაბი კალანდაძე, ნელა მოარხევდა სხეულს და ცდილობდა რაც შეიძლება ამაყად დაეჭირა თავი, მანქანაზე მიყუდებული რატიანი რომ დაინახა ირონიული ღიმილით, ცოტა დაიბნა მაგრამ შემდეგ არ შეიმჩნია და პირდაპირ მანქანისკენ წავიდა, არც მისალმებია, პირდაპირ გამოღებულ კარში შესკუპდა და კომფორტულად მოკალათდა.
რატიანმაც მოუარა მანქანას და დინჯად მიუჯდა საჭეს, მაგრამ დრო და დრო მაინც გაურბოდა თვალი მომხიბლავი კალანდაძისკენ, ის ხომ ისეთი ლამაზი იყო... ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იცოდა რატიანმა რომ ყოველთვის ფორმაში იყო მაგრამ... ძლივს შეიკავა თავი არ მისულიყო და გულში არ ჩაეკრა, თუმცა სწრაფადვე მოთოკა თავისი სურვილები, გაახსენდა რაც გაუკეთა კალანდაძეს და არაფერი შეიმჩნია.
-კარგად გამოიყურები-უნებურად წამოსცდა, თუმცა შეუძლებელიც იყო არ აღენიშნა ეს, მაინც ცივად უთხრა, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით.
-შენ ჩემს ყურებას გირჩევნია გზას უყურო-ნიშნისმოგებით უპასუხა იმის ნაცვლად რომ მადლობა გადაეხადა, გულის სიღრმეში კი ესიამოვნა მისი სიტყვები მაგრამ მაინც ჩვეულ ენამწარობას მიმართა.
-ოჰოო! ქალბატონო ესეიგი არ დაგივიწყებიათ არა გველობა?
-რას ამბობთ, პირიქით უფრო დავიხვეწე ბატონო გიორგი! ახლა კი მორჩით ჩემთან ლაპარაკს და ყურადღებით მართეთ მანქანა, გარდა ამისა შეიძლება მარიამმა იეჭვიანოს და არ მაქვს მე მაგის გულჩვილობის თავი.
ამ ბოლო სიტყვებზე გიორგის მხოლოდ ჩაეცინა.
დანიშნულების ადგილას მალევე მივიდნენ, უკვე ყველა შეკრებილიყო. ბაბიმ დაქალი გადაკოცნა, სანდროსაც გაუღიმა, ნიკას კი მკვლელი თვალებით გახედა, ამაზე ნიკამ მხოლოდ გულიანად გადაიხარხა და თვალი ჩაუკრა, რამაც კალანდაძე საოცრად გაამწარა, ფურცელზე რაღაც დაწერა და ნიკას გაუგზავნა მიმტანის ხელით, ჩვენს ნიკუშასაც მალევე შეეცვალა სახე და ბაბის დაუძახა.
-აბა ბატონო ნიკოლოზ მოხდა რამე? - სწერვული ღიმილი აიკრა სახეზე კალანდაძემ.
-რას ნიშნავს ეს? -წარბშეკრულმა ჰკითხა და თან ის სიტყვები აჩვენა, რომელიც წუთის წინ ბაბიმ საკუთარი ხელით დაწერა-„არ დაგავიწყდეს რომ ნინი ჩემი დაქალია და ჩემი დამსახურებაა დღეს შენი გოგო რომ ჰქვია, ფრთხილად იყავი წერეთელო!“
-რას უნდა ნიშნავდეს? ალბათ იმას რომ მაგ ვიღაცას შეუძლია ისევე დაამსხვრიოს შენი და ნინის ურთიერთობა, როგორც მის აწყობაში შეიტანა უდიდესი წვლილი. ალბათ რაღაც მსგავსია ხომ?-სრულიად გულწრფელად უპასუხა კალანაძემ.
-რას მერჩი ბაბი მაინც ვერ გავიგე?! რა დავაშავე ისეთი?
-კითხვა უნდა? კარგად იცი იმ არაადამიან, ბაბნიკ, თავდაჯერებულ იდიოტს როგორ ვერ ვიტან და მაინც ის გამოგზავნე ჩემს წამოსაყვანად და თანაც ისე რომ არც კი გამაფრთხილე!
-არავის არ ეცალა და გარდა ამისა შენ ხომ ის „არ გაინტერესებს“?
-დამპალი ხარ წერეთელო. დამპალი და შენი ბიძაშვილისანირი იდიოტი ხარ!-სწრაფად მიახალა და დაქალისკენ დაიძრა.
-რაიყო გოგო რა სახე გაქვს? - გულწრფელად ჰკითხა ბახტაძემ.
-დამპლები, დეგენერატები, ვირები, არაადამიანები, ვაიმე ესენი ვინ არიან ღმერთო ჩემო!
-ააა, იმაზე ხარ გაბრაზებული გიორგი რომ მოვიდა შენს წამოსაყვანად?-გაეცინა ნინიკოს.
-რააა?! შენც იცოდი, იცოდი და არ გამამაფრთხილე ხომ? კარგი ნიკა ჯანდაბას, ძმაკაცია მაგრამ ვაპატიებ, მაგრამ შენ! ბავშვობის დაქალი, რომელსაც ყველაფერს ვუზიარებდი და კარგად იცის ყველაფერი ჩემზე, განსაკუთრებით კი ის როგორ ვერ ვიტან იმ იდიოტს, სწორედ ამ ადამიანმა დამიმალა, რომ მასთან შეხვედრა მიწევდა? არაა ! არ მჯერა!
-კარგი რა ბაბი... რა გჭირს გამაგებინე... არაფერია რა ... მეგობარია მაინც, დაივიწყე რაც მოხდა თქვენს შორის და დაამთავრეთ ეს ლანძღვები!
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია, შენ კიდევ ქალბატონო, რამე ძალიან მაგრის მოფიქრება მოგიწევს რომ შემომირიგო!-თვალებდაწვრილებულმა უთხრა ბახტაძეს და სანდროსკენ გაემართა, რაზეც ნინის მხოლოდ გაეცინა.
-სანდრო, სანდრინიო, სანდრიუშ! მარტო შენ ხარ ისეთი ვინც ჩემზე ფიქრობს და არაფერს მიმალავს... ჩემი დებილი ბიჭი... მარტო შენღა დამრჩი, ვისაც დღეს არ გავებუტე...
-ბაბლიიკ! მეც მიყვარხარ, მეც გაფასებ და მეც მჯერა შენი, შენნაირი მეც არავინ შემხვედრია ჩემო სიცოცხლე! ხო ხედავ ყველა შენი სათქმელი ვთქვი!
-იუმორის გრძნობას როგორც ყოველთვის არ უჩივი ხომ?
-რათქმაუნდა... მაგრამ რამოხდა თუ გიორგის ამბავი დაგიმალეს? მეგობარია რა!
-არაააააა....... არ მითხრა რომ შენც იცოდი თორემ თავს მოვიკლავ!
-კაი არ გეტყვი, გულში შევინახავ!
-ვაიმე სანდრო! შენ... მე... ყველამ დამიმალეთ? ყველამ კულტურულად „დამი*დეთ“? აი ვაბშე ყველამ იფიქრეთ ჩემთან შემორიგების გზებზე, თორემ ხომ იცით რომ ადვილად არ დაგიბრუნდებით და არც თქვენ დაგკარგავთ, ამიტომ იმოქმედეთ რა......
მთელი საღამო გაბუტული იჯდა მაგიდასთან კალანდაძე და ნერვიულად ათამაშებდა ხელებს მაგიდაზე, მიზეზი?! ხედავდა როგორ კარგად ერთობოდა რატიანი, როგორ ეტმასნებოდა ყველა გოგოს და ამაზე ნერვები ეშლებოდა, ბოლო-ბოლო შეყვარებული ყავდა და ასე არ უნდა ემოქმედა!
„რა შუაშია შეყვარებული? აღიარე რომ ისევ გიყვარს და ეჭვიანობ!“-გამოეხმაურა მეორე მე.
„მოკეტე! არაა ეგრე, სულელი ხარ შენც და შემეშვი!“
ამ დროს კი რატიანი თვალს ვერ აშორებდა კალანდაძეს, თითქოს საერთოდ აღარ ფიქრობდა მასზე, თითქოს დაივიწყა, არამცთუ უყვარდა-ეზიზღებოდა უკვე, აღარც კი აინტერესებდა, აიგნორებდა ყველას ვინც კი რამეს ეტყოდა ბაბიზე, მაგრამ რაც ნახა... მას შემდეგ თითქოს ისევ იწყეს გრძნობებმა გამოღვიძება და თანაც ახლა... როცა ასე გაბუტული, ტუჩებგადმობრუნებული იჯდა და ყველას მკვლელი მზერით აჯილდოვებდა, ისე უნდოდა ახლა მისი ტუჩები, რომელსაც ჯერ არ დაპატრონებია თვითონ და დარწმუნებულიც იყო რომ არც არავინ.... ისე უნდოდა, მაგრამ ეს აზრი უცებ ამოიგდო თავიდან და გადაწყვიტა კალანდაძე გამოეცადა... ნებისმიერ გოგოს გამოიცეკვებდა ხოლმე და ჩუმ-ჩუმად გახედავდა ბაბის... მაშინვე შეამჩნია გოგონას ზიზღნარევი მზერა და ამაზე გაეღიმა კიდეც...
ისევ საკუთარ მე-სთან კამათში იყო გართული კალანდაძე, როცა უკნიდან ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა, საკმაოდ სიმპატიური იყო, საცეკვაოდ გაიწვია და ბაბიც სიამოვნებით დათანხმდა, „ახლა დაინახავს რატიანი, მასზე რომ არ ვარ მიჯაჭვულიო“, თუმცა ეს რა შუაში იყო თვითონაც ვერ ხვდებოდა. ბიჭმა ნაზად შეუცურა წელზე ხელი და რიტმულად აჰყვა მუსიკას, ნელი მუსიკა იყო, რომანტიული, უფრო და უფრო იკრავდა გოგონას სხეულზე და სასიამოვნოდ უღიმოდა.
რატიანი ამ დროს? ეკლებზე იჯდა. ცოტაღა აკლდა რომ იმ ნაგავს არ მივარდნოდა და ცხვირ-პირი არ გაეერთიანებინა, ეს მის სახეზეც აშკარად აისახა.
-რაიყო გოჭო! გძლია ეჭვიანობამ?-წარბები აათამაშა სანდრომ.
-მოკეტე თუ ძმა ხარ!
-მარიამი სად გყავს აბა? ასე მარტოდმარტო რომ ზიხარ აქ და ყოფილ შეყვარებულზე ეჭვიანობ?-თავისას აგრძელებდა სანდრინიო.
-მოკეტე მეთქი! არაა მარიამი, არც ყოფილა და არც იქნება ჩემს გულში, არაა ამის დედაც მაგ გოგოს ადგილი ჩემთან და მომეშვით ახლა!
გიჟივით გავარდა ბარიდან და მანქანა დაძრა, გაზის პედალს ბოლომდე მიაწვა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა, სტკიოდა ბაბი, სტკიოდა რომ დაკარგა, სტკიოდა რომ ახლა ნებისმიერს შეეძლო მასთან ყოფნა, მისი მოფერება, ერთის გამოკლებით და ეს თვითონვე იყო! კარგი იქნებოდა დაბრუნების შანსები რომ ყოფილიყო, მაგრამ ისინი თვითონვე დაამსხვრია და ამიტომ შეიზიზღა ბაბიც და საკუთარი თავიც, ვერ ხვდებოდა რას ერჩოდა, ბაბი რაღა შუაში იყო, იცოდა ერთადერთი დამნაშავე მათ ურთიერთობაში გიორგი რატიანი იყო, არც მარიამ სანიკიძე და არც ბაბი კალანდაძე! თავადვე-გიორგი რატიანმა დაინგრია საკუთარი ცხოვრება! „მიზეზი-სიყვარულს და სითბოს ვეღარ ვიღებდიო... და რას მოელოდი გიორგი რატიანო, რომ მაშინვე გაპატიებდა იმას რაც გააკეთე?!, ის არ გეყო რომ საკუთარ თავს გადააბიჯა და გაპატია, ახლა ორ დღეში ელოდი სითბოს გამოვლინებას, რის მოპოვებასაც თვეები მოანდომე? დაგავიწყდა რამდენი იწვალე რომ მას შენი დარქმეოდა? რა დაბრმავებული იყავი, როგორ ვერ ხვდებოდი ვის უშვებდი ხელიდან! არა არა! არც ბაბის არ ვუყვარდი ალბათ, არ ვუყვარდი და ამიტომ დათმო თვითონაც ასე ადვილად, ასე ადვილად გადაიტანა ჩემთან დაშორება!“
რამდენ მიზეზს აღარ იგონებდა რატიანი, ხან ამართლებდა ბაბის, ხან ცდილობდა გაემტყუნებინა, მაგრამ ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა-კალანდაძეს არ ვუყვარდი და ის მიიღო რაც თვითონვე დაიმსახურაო, ამიტომ გადაწყვიტა მარიამსაც დაშორებოდა, მაგრამ ბაბი ბოლომდე შეეზიზღებინა და ეს დაენახვებინა კიდეც. ასეც მოიქცა, მეორე დღეს მარიამს კარგად აუხსნა ყველაფერი, აღარ გაუთვალისწინებია მისი ტირილი, ხვდებოდა ასეთი საქციელი ჩვევაში ჰქონდა სანიკიძეს, ბავშვობის დაქალს და შემდეგ უკვე შეყვარებულს დაემშვიდობა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა ბაბი კალანდაძეზე გადამტერებული.
***
საშინლად ესიამოვნა კალანდაძეს გაცოფებული რატიანის დანახვა. მუსიკის დამთავრებისთანავე მოშორდა ბიჭს და ცეკვაზეც უარი უთხრა, მეგობრების რეპლიკებმაც არ დააყოვნა:
„რა თქმა უნდა, რაღა გინდა მასთან ეს ბიჭი კი გაგვიგიჟე და...“
„რაღატომ აეჭვიანებ მაინც ვერ ვხვდებით...“
„ნეტავ იცოდე როგორი სისწრაფით დაძრა მანქანა“
ყველა ნათქვამს უპასუხოდ ტოვებდა კალანდაძე, მაგრამ უნდა ეღიარებინა ნერვიულობდა გიორგიზე, რის გამოც საკუთარ თავს უწყრებოდა კიდეც. „ვინ გდია ეგ ვირი, რომ მაგის გამო ინერვიულო! გაიხსენე რაც გაგიკეთა და თავიდან ამოიგდე მაგ იდიოტზე ფიქრები... მიდი ბაბი მიდი...!“
რამდენიმე დღის განმავლობაში აღარ ენახა რატიანი, საეჭვოდ აღარ ჩანდა, მერე უცებ გამოჩნდა და სრულიად შეცვლილი ბაბის მიმართ-საოცრად ცივი და უხეში. მართალია არც კალანდაძეს ეხატებოდა გულზე, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა ბიჭის ასეთი დამოკიდებულება.
***
დილით ნინის ზარმა გააღვიძა კალანდაძე, ძლივს წამოწია თავი და ზმუილით უპასუხა
-მშვიდობაა?
-კი !კი! მიდი ჩემკენ გამოდი რა!
-გაგიჟდი გოგო შენ? სულ გადაირიე ხომ? თავში ჭკუა გაქვს საერთოდ? რომელ საათზე მაღვიძებ იმის გამო რომ შენთან გამოვიდე და კიდე ეხლა გამახსენდა, მე შენ არ გელეპარაკები!
-1. შუადღის თორმეტი საათია და ამ დრომდე არ უნდა გეძინოს წესით!
2. თავში იმაზე მეტი ჭკუა მაქვს, ვიდრე შენ!
და 3. ხომ თქვი შემომირიგეთო, ხოდა შაურმები გვაქვს, მეგობრები ვართ შეკრებილი და ამოდი მალე ეხლა!
-რაოო? კაიკაი მოვდივარ!
ერთ საათში ბახტაძის კარზე რეკავდა ზარს კალანდაძე. კარიც მალე გაიღო.
-არა ეს შაურმები კარგი მოგიფიქრებიათ რა!-მაშინვე აჯახა ბახტაძეს-გეფიცები რამე გასართობი წვეულება რომ მოგეწყოთ ისე თუ გამხარებოდა როგორც ეს შაურმები! აი ზუსტად იცი ჩემი ხასიათი რა!-და ბოლო დონემდე გაიღრიჭა.
-შემოდი მალე გოგო, ერთი საათი უნდა იდგე მანდ?-დაქალს სიცილითვე უპასუხა და შიგნით თითქმის „შეათრია“.
რატიანიც რომ იქ დაუხვდა ცოტა აიმრეზა, მაგრამ შემდეგ გააცნობიერა ხშირად მოუწევდა აწი ამ ბიჭის ნახვა და არაფერი შეიმჩნია.
-მეგონა, რაიმე უფრო დიდ საჩუქარს გააკეთებინებდი მეგობრებს, შენ კი მხოლოდ უბრალო შაურმებზე „ავარდი“. ისევ ისეთი ადვილად მოსაპოვებელი ხარ ბაბი კალანაძე?!
ამის გაგონებაზე ბაბის ლამის შაურმა გადასცდა, საშინლად გამწარდა.
-გააჩნია ვისთვის! ვიგინდარებს არ ვეტენები ზოგ-ზოგიერთებივით!-ამით მარიამსაც უკბინა და გიორგისაც, რითაც საკმაოდ კმაყოფილი დარჩა.
-ოჰოო! სამაგიეროდ პირველივე შემხვედრს აძლევ უფლებას ხელები გიფათუროს?
-აი შენ! გირჩევნია შენი აზრები შენთვისვე შეინახო და მერამდენედ გითხრა, ჩემზე და ჩემს საქციელებზე დაკვირვებას შეეშვითქო! იეჭვიანებს შენი გოგო, ხომ იცი რა გულჩვილია, იტირებს და რა მეშველება მერე მე მაგის ცრემლების შემხედვარეს!
-კარგით, კარგით! დაჭამეთ ერთმანეთი და ეგაა! ისე ბაბი ჩაგეთვალა კარგი იყო!-ხელი გაუწოდა კალანდაძეს სანდრომ და მანაც ენერგიულად დაარტყა ხელზე.
-მოკლედ ბავშვებო, რაღაც მინდა გითხრათ და იმასაც დავაყოლებ რომ ჩემი გადაწყვეტილება გაპროტესტებას არ ექვემდებარება. ესეიგი სანამ უნივერსიტეტი დაეწყებათ გოგოებს მინდა რომ ბახმაროში ავიდეთ ჩემთან აგარაკზე, დავისვენებთ თან ცოტას და განვიტვირთებით, ყველა მოდიხართ არ მაინტერესებს მე პრეტენზიები!-დაასრულა თავისი „სიტყვა“ ნიკამ და სავარძელში ღრმად ჩაესვენა.
-და მერე ვინ აპროტესეტებს?-გახარებული წამოხტა ფეხზე კალანდაძე-აი მე პირადად დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი მართლა! ხომ იცი როგორ მიყვარს მსგავსი ადგილები!
-ხოდა ძალიან კარგი! აქ ყველა შენს გადაწყვეტილებას ველოდით მაინც რავიცი... ნინი ჩემი გოგოა და უეჭველი წამოვა ჩემთან, სანდრინიო და გიორგიც ჩემი ძმები არიან... ასე რომ... ხვალე მივდივართ და მოემზადეთ რა!
კალანდაძემ რომ გაიგო გიორგიც მოდისო, ცოტა შეყოვნდა, მაგრამ შემდეგ ყველა ფიქრი თავიდან ამოიგდო, „მეგობრებზე წინ არავის და არაფერს დავაყენებ“ო და მომავალი დღისთვის მომზადებას შეუდგა. დეიდა გააფრთხილა, მეგობრებთან ერთად ნიკასთან აგარაკზე მივდივართ რამდენიმე დღითო და როცა ყველა საჭირო ნივთი ჩაალაგა ჩემოდანში და საგულდაგულოდ მოემზადა ნინის დაურეკა ჩემკენ გამოდი, ღამით აქ დარჩი და დილით ერთად წავიდეთო. ბახტაძეც სიამოვნებით დათანხმდა, უყვარდა ბავშვობის დაქალთნ ერთად დროის გატარება, თანაც ამ ბოლო დროს ეს ორივეს ძვირი სიამოვნება გაუხდა.
-რაზე ჩაფიქრდი?-ჰკითხა კალანდაძემ, როცა ორივე საწოლში მოთავსდა და დასაძინებლად მოემზადა.
-ჩემზე, შენზე, ყველაზე და ყველაფერზე... როგორ შეიცვალა ყველაფერი არა?
-ხოო... ძალიან... რაც დრო გადის მით უფრო უკუღმა მიდის ყველაფერი.
-ხანდახან მგონია ჩემს წინ ის ბაბი აღარ დგას, რომელსაც ვიცნობდი, როდესაც ძველ დროს ვიხსენებ აშკარა განსხვავებას ვხედავ ძველ და ახალ კალანდაძეს შორის. მენატრები ბაბი, ის ძველი, თბილი და მხიარული ბაბი მენატრება!
-რაღა დაგიმალო და მეც მენატრება ეგ ბაბი... თუმცა ყველაფერმა, ცხოვრებამ, გარემოებებმა და მოვლენებმა იქონია გავლენა ასეთი ბაბის ჩამოყალიბებაზე. იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ ცხოვრებამ მიგვიყვანა, ასე რომ ისევ ცხოვრებამ უნდა გადაწყვიტოს დააბრუნდება თუ არა ის მხიარული და პოზიტიური ბაბი კალანდაძე...
-მომენატრე ბაბლიკ! აი ხომ ყოველდღე გხედავ, მაგრამ მაინც მომენატრე! ჩვენი თბილი საუბრები მომენატრა, ბააბ ხომ არ დავშორდებით სულიერად?
-კარგი გეყოს ახლა! რას ქვია დავშორდებით სიხ! ამდენი წელია შენს მოშორებას ვცდილობ და ვერა და ვერ მოგიცილე ჩემი ცხოვრებიდან და ახლა რა ჯანდაბა დაგვაშორებს გამაგებინე ერთი? -ენის გამოყოფით დააჯილდოვა მეგობარი კალანდაძემ-ახლა კი დავიძინოთ რაა...
-დამპალი ხარ კალანდაძე, დამპალი და ამიტომაც ვერ გაგიძლო დიდხანს იმ საცოდავმა ბიჭმა!(ამაზე ბაბიმ საშინლად ამოიგმინა)... აი წარმოიდგინე ხომ ამდენი ხანია გიცნობ და მეც კი შემეპარა ეჭვი რომ მართლა არ გიყვარდა და ერთი წლის გაცნობილი რაღას იფიქრებდა შენს საქციელზე?
-ნინი გეყ....
-მე კი არა შენ გეყოს ბაბი! გეყოფა ეს უაზრო ტყუილები, გეყოფა ყველას შეცდენა, გეყოფა სულელური თავის მოჩვენება რომ რატიანი გკიდია... მართლა გეყოფა! შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერ მომატყუებ! ამდენი ხანი თავს გაჩვენებდი რომ მეც მჯეროდა მაგ სისულელეების, მეგონა ასე აჯობებდა მაგრამ გეყოს, გეყოს საკუთარი თავის ტანჯვა!
-დავიძინოთ ნინი... გთხოვ რა!
-კარგი, მაგრამ დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე გთხოვ....
***
დილით ნიკამ და გიორგიმ მოაკითხეს გოგოებს, სანდრო მოგვიანებით აპირებდა ამოსვლას, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო... გადანაწილების საკითხიც გადაწყდა-ყველა თავისი მანქანით იყო, თუმცა მარტო არავის რომ არ ეგრძნო თავი თითო მანქანაში ორ-ორი კაცი მოათავსეს:ნიკასთან ნინი ჩაჯდებოდა, გიორგისთან- ბაბი.
-არა, არა! და კიდევ ერთხელ არა! ამ იდიოტთან ერთად მე არ ვიმგზავრებ! უბრალოდ არ შემიძლია! დიდი ამბავი მარტო თუ მართავს მანქანას არაფერი მოუვა!
-არც არავინ გეხვეწება! საერთოდ არ მესიამოვნება თუ ჩემთან ერთად მანქანაში თვალთმაქცი და მატყუარა, გრძნობებზე მოთამაშე გოგო იჯდება!
-ჰოდა იარე მარტომ! ან მარიამს დაურეკე....
-ჩემი გადასაწყვეტია ეგ!
-ბაბი,გიორგი გეყოფათ რა... გაიზარდეთ! უკვე დიდები ხართ! დაივიწყეთ ორივემ წარსული! რაც იყო იყო, ახლა მეგობრები ხართ! (ნინი)
-მართალია!-დაეთანხმა ნიიკუშაც.
-ჯანდაბას! წავალ ამ უდიდეს კომპრომისზე, რაღა დამრჩენია....
ამაყად ჩაჯდა გიორგის მანქანაში, გიორგიც მკაცრი და ცივი მზერით აჯილოვებდა. ზედ არც კი უყურებდნენ ერთმანეთს, სანამ რატიანმა არ დაარღვია სიჩუმე
-სული მეხუთება!
-უკაცრავად?! რაღაც ვერ გავიგე !
-რა ვერ გაიგე? ვერ ვიტან რომ შენთან ერთად ვზივარ მანქანაში! ვერ ვიტან ამ ჰაერს, მხოლოდ იმიტომ რომ შენი ამონასუნთქია! ვერ ვიტან შენს სუნს, რომელიც ჩემს მანქანაში იჟღინთება! სული მეხუთება უკვე!
ამ სიტყვების გაგონებაზე ბაბის ცრემლები მოაწვა, სიკვდილი ურჩევნოდა რატიანისგან ამ სიტყვების მოსმენას, ლამის გაგიჟდა, როცა გააცნობიერა რომ ის უსაზღვრო სიყვარული, რასაც რატიანი კალანდაძის მიმართ გრძნობდა ზიზღმა შეცვალა, კი იცოდა, რომ გიორგის აღარ უყვარდა მაგრამ იმის დაშვება არც კი შეეძლო, რომ ეზიზღებოდა! ლამის ხმამაღლა ატირდა, მაგრამ თავი შეიკავა...
-მე კი შენ ვერ გიტან გიორგი რატიანო! ვერ ვიტან ვერაფერს, რაც კი შენ გიკავშირდება! შენ მიმართ უდიდეს ზიზღს ვგრძნობ! არ გეგონოს მე მსიამოვნებს შენთან ერთად ამ მანქანაში ჯდომა, მაგრამ ავიტან! და იცი რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრებს ვცემ პატივს!
მხოლოდ რატიანმა იცოდა, რის ფასად დაუჯდა ბაბისთვის ამ სიტყვების თქმა! ეზიზღებოდა? ჯერ კიდევ საკითხავი იყო! ხვდებოდა რაც არ უნდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი კალანდაძე გეზიზღებაო ამას მაინც ვერ შეძლებდა! იგი ერთხელ უკვე შეიყვარა და ამით სამუდამო განაჩენი გამოუტანა თავს-ბაბი სამუდამოდ უნდა ყვარებოდა! სულ დაუარა ჟრუანტელმა ბაბის პასუხის გაგონებაზე, მაგრამ ეს არ დაანახვა და პასუხად მხოლოდ ირონული ღიმილი აიკრა სახეზე.
-თავიდანვე გეტყობოდა რომ გეზიზღებოდი, არ გაინტერესებდი და ამ სიტყვებით ვერ გამაოცებ ნუ ღელავ! შენნაირი გოგოსგან არაფერი აღარ გამიკვირდება :)
-ვირი ხარ რატიანო! ვირი და გაუთლელი ხეპრე ხარ! ეს იყავი და ყოველთვის ამად დარჩები! ამიტომ შენს დონემდე არ დავეცემი და შენთან საუბარს არ გავაგრძელებ! აი შენ კი ყურადღებით მართე მანქანა!
-რა ვარ?... რა თქვი გაიმეორე!-თვალები აენთო რატიანს.
-გაუთლელი ხეპრე! აი რა ხარ!
ამის თქმაზე რატიანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და მკვეთრად დაამუხრუჭა.
-რა ჯანდაბას აკეთებ გიორგი?
-გადმოდი მანქანიდან! სწრაფად!
-რა?! არა! არსად გადმოსვლას არ ვაპირებ! შემეშვი და დაუბრუნდი შენს ადგილს!
რატიანი მანქანიდან გადავიდა, ბაბის მხარეს მივიდა, კარი გამოაღო და მაჯაში წაავლო ხელი.
-გადმოდი მეთქი!-კალანდაძეს ასეთი გაცოფებული არასოდეს უნაახავს და ამიტომ ცოტა შეშინდა.
-გიორგი...
-ესეიგი ასე ფიქრობ არა?! გაუთლელი ხეპრე? გაიხსენე, ამ გაუთლელ ხეპრეს არ ეუბნებოდი „მაბედნიერებო“?! ეს გაუთლელი ხეპრე არ მოქმედებდა შენზე?! ამ გაუთლელმა ხეპრემ არ შეგცვალა ასე?!
ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი კალანდაძემ და მწარედ ატირდა...
-კი შემცვალა! შემცვალა და გამანადგურა! სწორედ შენ გახდი ჩემი ასეთი ტკივილის მიზეზი! შენ ხარ ის, ვინც ასე მატკინა გული! სწორედ შენ! შენ გენდობოდი ყველაზე მეტად, შენ გთვლიდი ადამიანად, რომელიც არასოდეს მიღალატებდა და მომატყუებდა! როგორც კი რამეს გავიფიქრებდი ღალატის შესახებ თავში მაშინვე შენი სიტყვები ამომიტივტივდებოდა ხოლმე-„არასოდეს გიღალატებ და მოგატყუებ, ამის იმედი ბოლომდე გქონდეს!“, სწორედ ამიტომ არ გიკრძალავდი მარიამთან ურთიერთობას! გენდობოდი გიორგი... მაგრამ შენ... შენ....
-მე ვერც კი წარმომედგინა თუ....
-შენ? ხმის ამოღებასაც ბედავ? სინდისი არ გაქვს? თუმცა რომელ სინდისზე უნდა გელაპარაკო ბიჭს, რომელმაც ჯერ ითვალთმაქცე და გაითამაშე თბილი, გულწრფელი, მოსიყვარულე ბიჭის როლი და შემდეგ უეცრად ჩამოიხსენი ნიღაბი! მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგოს გრძნობებზე ითამაშე! შენ ხმა ამოგეღება საერთოდ? იქნებ გეყოს იმდენი კაცობა რომ შენი სიძულვილი შენთვის შეინახო და ეს სააშკარაოზე მაინც არ გამოიტანო, ყოველ შემთხვევაში მე არ მითხრა მაინც! ან არ მესმის შენ რატომ უნდა გეზიზღებოდე? რა მიზეზი გაქვს ამისთვის? ეს მე ვარ ვინც ვერ უნდა გიტანდეს, ვისაც ყველაზე მეტად უნდა სძულდდე!
-ბაბი გაჩუმდი!!! შენ არაფერი იცი! ნაჩქარევი დასკვნები გაქვს გამოიტანილი და იმით მსჯელობ! - თითქოს ისევ ის გიორგი ელაპარაკებოდა, გიორგი, რომელიც ბაბის მეგობარიც იყო და შეყვარებულიც, რომელიც ყოველთვის შესანიშნავ რჩევებს აძლევდა და მისი გადაწყვეტილებების სისწორეზე მუდმივად ღელავდა.
--მე ვმსჯელობ არა დასკვნების, არამედ შენი ქცევების მიხედვით! მეე ვმსჯელობ გამოცდილების მიხედვით!! ყველაფერი კარგად ვიცი... ახლა უკვე ყველაფერი ვიცი და ადვილი აღარაა ჩემი მოტყუება!
-ჰოო?... კიდევ რას მეტყვი?
-კიდევ იმას გეტყვი რომ დავიღალე! დავიღალე ტყუილებით და ამაყი გოგოს როლის თამაშით! დავიღალე თვალთმაქცობით და რაღაც იდიოტობების მოგონებით! დავიღალე იმის მტკიცებით რატიანი არ მიყვარდა და მის გრძნობებზე ვთამაშობდითქო! გინდა იცოდე სიმართლე? მიყვარდი! იმაზე მეტად მიყვარდი ვიდრე წარმოგიდგენია! როცა მარიამთან მიღალატე ლამის მოვკვდი, გავნადგურდი გიორგი! უშენოდ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა... მაგრამ შენ... შენ სიყვარულზე რა უნდა გელაპარაკო, როცა საერთოდ არ გაინტერესებდი, შენთვის უბრალო გასართობი ვიყავი! მატკინე! ხომ ეს იყო შენი მიზანი?! ხოდა მატკინე, ძალიან მატკინე გიორგი! გული დამიწვი! გამანადგურე! დიახ!!! მიყვარდი და შენ ჩემი გრძნობა ფეხქვეშ გათელე! დაამსხვრიე და მე მხოლოდ ნამსხვრევები დამიტოვე! როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი მაშინ მიმატოვე და მარიამთან წახვედი! შენ მე მეორედაც მომატყუე , მე კი სულელს შენი მჯეროდა.... მაგრამ ახლა მეზიზღები გესმის? ვერ გიტან! ასე რომ ჩვენი გრძნობები ორმხრივია!!!
-ბაბი... მე... მე მართლა მიყ.....
-აღარ ვაპირებ ამაზე შენთან საუბარს! დაუბრუნდი შენს ადგილს და გზა განაგრძე!!!
-ახლა შენ მოგიწევს ჩემი მოსმენა კალანდაძე! აუცილებლად მომისმენ! შენ ამბობ რომ არ მიყვარდი? რომ ვთამაშობდი? რომ არ მაინტერესებდი და უბრალო გასართობი იყავი? ამბობ ყველაფერი ვიციო და ამ დროს არაფერი არ იცი ბაბი!! გინდა იცოდე ყველაფერი? გინდა იცოდე სიმართლე? სიმართლე ისაა რომ.......
-გიორგი.... მე.... მე ცუდად ვარ....-უეცრად ბაბი რატიანს დაეყრდნო! ლამის გაგიჟდა გიორგი, როცა კალანდაძეს რამდენიმე წამში გული წაუვიდა.
-ბაბი! ბაბი შემომხედე! რა მოგივიდა? თვალი გაახილე ბაბი... გთხოვ ჩემო ერთადერთო.... ბაბი გემუდარები!
მხოლოდ მაშინ მოვიდა კალანდაძე გონს, როცა გიორგიმ ცივი წყალი შეასხა. მაშინვე მანქანაში ჩაჯდომა და გზის გაგრძელება მოითხოვა. მიხვდა რატიანი, ემოციებისგან საოცრად დაცლილი იყო ბაბი, მიხვდა იმის თქმა, რასაც ამდენი ხანი მალავდა სხვების წინაშე ახლა მოუწია და ძალიან განიცადა. მიხვდა არ იყო ახლა ბაბისთან საუბრის დრო, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა და რაც შეიძლება მალე, გადაწყვიტა ცოტას რომ დაისვენებს მერე დაველაპარაკებიო.
მალე ჩაეძინა კალანდაძეს, ისეთი ლამაზი იყო ამ დროს, ისეთი ნაზი... ისეთი დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა... ძლივს შეიკავა თავი რატიანმა რომ მის გამობურცულ ბაგეებს არ დაპატრონებოდა... თუმცა თავი შეიკავა, მით უმეტეს ახლა, როცა იცოდა როგორ უყვარდა ბაბის, მაგრამ როგორ ატკინა... როგორ ვერ იტანდა საკუთარ თავს ამის გამო! როგორ უნდოდა დროის დაბრუნება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო!
***
დანიშნულების ადგილს მალე მიაღწიეს, კალანდაძეს ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ გიორგის მისი ხელში აყვანა მოუწია, თუმცა ეს ესაჭიროებოდა კიდეც, როგორ მონატრებია მისი სურნელი, გაახსენდა მისი ძველი ჩვეულებაც-კალანდაძეს სულ ყელში კბენდა, გაახსენდა როგორ ეშინოდა ბაბის ამის და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ისიც გაახსენდა როგორ უკბინა ერთხელ დამშვიდობებისას, როგორ ნაზად და მშვიდად ისე რომ კალანდაძეს ოდნავი ტკივილიც კი არ ეგრძნო და როცა კალანდაძეს სახეზე ღიმილი დაინახა, როგორი ბედნიერებით აევსო თვალები. ახლა საოცრად მოუნდა ამ ქალბატონის დაბრუნება და იცოდა მიზანს აუცილებლად მიაღწევდა, რადგან ბაბი კალანდაძე გიორგი რატიანისთვის იყო დაბადებული!!!!
ხელში აყვანილი რომ შეიყვანა სახლში კალანდაძე ყველას ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ნიკამ თვალი ჩაუკრა და მეორე სართულისკენ ანიშნა. ფრთხილად დააწვინა თავის საწოლზე ბაბი და ძილი აცალა. სანდროც უკვე ამოსული დახუვდა და გაუკვირდა კიდეც გზაში როგორ არ შეგვხვდაო.
-სად იყავით ამდენ ხანს ტო?-გაკვირვებულმა ჰკითხა ნიკამ.
-გრძელი ამბავია.
-არ მითხრა რომ...
-ჯერ არა-ამაზე რატიანს გაეცინა კიდეც.
-ოჰ! ესეიგი აპირებთ?
-ვაპირებ! (თ!)
-მისმინე გიორგი! ბაბი ჩემი დაა! შეიძლება მალავდა, მაგრამ კარგად მივხვდი როგორ ეტკინა! ძალიან იმოქმედე მასზე, ამიტომ....
-ვიცი ნიკა ვიცი! მაგრად მივქარე ძმაო! შემეშალა, მწარედ შემეშალა და ახლა ისე ვნანობ როგორც არასდროს! ჯერ კიდევ მაშინ ვინანე ბაბის რომ კვლავ შევხვდი...
-მარიამი?
-მარიამთან დიდი ხანია მოგვარებულია!(თვალი ჩაუკრა)
-მაშინ რაღა გითხრა ძმაო.წარმატებებს გისურვებ! ეს ნამდვილად გჭირდება ბაბის შემთხვევაში, ხომ არ დაგავიწყდა რომ ის ძალიან...
-უჩვეულოა! მახსოვს ! მაგას რა დამავიწყებს! ზუსტად მაგით შემაყვარა თავი!!!
დიდი ხანი რომ აღარ გამოჩნდა ბაბი და გიორგისაც მოთმინების ძაფი გაუწყდა, ნინი აგზავნა მასთან.
-ბაბლიკ! რა გჭირს გოგო? მთელი დღეა არ ჩამოსულხარ.... ბაბი... იტირე? რა მოხდა?
ყველაფერი მოუყვა დაქალს კალანდაძემ, არც ერთი სიტყვა, არც ერთი დეტალი არ გამოუტოვებია, მოუყვა და თან მის მუხლებზე ედო თავი. ხვდებოდა ბახტაძე როგორ სტკიოდა მის დაქალს.
-აღარ შემეძლო გესმის? აღარ შემეძლო მსახიობობა! უნდა მეღიარებინა ნინი... უნდა მეთქვა თორემ ეს ტყუილი ბოლოს მომიღებდა უკვე!
-ვიცი ბაბი ვიცი! ჩემი მეგობარი ხარ და ზუსტად ვიცოდი არ შეგეძლო სხვის გრძნობებზე გეთამაშა, შეიძლება ადამიანს ებოღმო, ესაზიზღრო, მაგრამ ეს შენს ბუნებაში ზის და ამას ისე არასოდეს არ აკეთებ, რომ სხვას გული ატკინო, შენ სხვანაირი ხარ ბაბი! ძალიან თბილი, სუფთა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მტკიცე გახდი! მტკიცე და ძლიერი! ამიტომაა ამდენ ხანს რომ დამალე ის სიყვარული, რასაც გულში ინახავდი...
-არა ნინი! აღარ მიყვრს! არ იმსახურებს გესმის? არაა ამის ღირსი!
-ჰო მაგრამ მასაც უნდა მოუსმინო... იქნებ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება... იქნებ შენც ხარ დამნაშავე, რაც არ უნდა იყოს....
-ვეზიზღები ნინი გესმის? ვერ მიტანს! ჩემი ამონასუნთქი ჰაერიც კი აღიზიანებს...!
-ეს... ეს ვინ გითხრა ბაბი...
-თვითონვე, პირში მომახალა ვერ გიტან და სული მეხუთება შენთან ერთადო....
ამის გაგონებაზე ბახტაძე უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან და რატიანს შეეჩეხა, რომელიც კარს უკან იდგა, ბაბის თითოეული სიტყვა ესმოდა და გულს უწვავდა. ხელი ჩაავლო ნინიმ გიორგის და აივანზე გაიყვანა.
-შენ სულ გაგიჟდი? გადაირიე?
-ვიცი რასაც გულისხმობ და მართალიც ხარ...
-გეზიზღება? ვერ იტან? არ ვიცოდე მაინც როგორ გიყვარდა, თუკი მწერდი ხოლმე, მე არც მომიკითხავდი, მხოლოდ ბაბიზე მელაპარაკებოდი, ყველაფერი გაინტერესებდა მასზე, თბილისში მხოლოდ ბაბის გამო ჩამოდიოდი, მისი თითოეული ცივად ნათქვამი სიტყვა გაღიზიანებდა! გახსოვს? დიდი ხნის უნახავი როგორ ჩაიკარი გულში, როგორ გამწარდი, როცა თვითონაც ამით არ გიპასუხა. ნუთუ რთული იყო ბაბის ხასიათის გაგება? სულ რამდენი ხნის გაცნობილი გყავდა და უკვე ზეპირად იცოდი ყველაფერი მასზე, ჩემზე უკეთაც გაიცანი! ნუთუ რთული იყო იმის გაგება, რომ ბაბისგან სითბოს მოპოვება ცოტა რთული იყო შენთვის, მაგრამ თუ მოიპოვებდი ის საოცრად თბილი იყო? ძნელი იყო ამის გაგება? იმით მაინც ვერ მიხვდი, რომ უყვარდი, რომ გაპატია? რამდენის წინააღმდეგ წავიდა და უპატიებელი შეცდომა გაპატია! სითბოს ელოდი? რამდენიმე დღეში? როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდი ისევ იგივე შეცდომა დაუშვი და მარიამზე გაცვალე, უთქმელად, ისე რომ არაფერი აგიხსნია მისთვის! ატკინე და ყველა ოცნება დაუმსხვრიე და ახლა... ახლა ეუბნები რომ გეზიზღება? რა უფლებით ეუბნები ამას? რა უფლებით სტკენ გულს?
-ვნანობ! მართალი ხარ! დებილი, ყველაზე იდიოტი ვიყავი და ვერ დავინახე მისი სიყვარული! ბრმა ვიყავი! ნამდვილი *ირი! ღირსი ვარ მისი სიძულვილის! უფრო მეტს ვიმსახურებ მისგან მაგრამ.... მიყვარს! მიყვარს ბაბი კალანდაძე და გთხოვთ მომეცით საშუალება, ერთი შანსიც მომეცით გთხოვთ....
-ეს ჩვენ კი არა ბაბის უნდა სთხოვო....!
-ნინი, ვუყვარვარ? თუ უკვე ძალიან გვიანია....
-ვიცნობ ბაბის... ადამიანთან ისე არავითარ შემთხვევაში არ იქნება თუ არ უყვარს! და თუკი უყვარს ვერ შეძლებს მის გადაყვარბას, მითუმეტესეს ასეთ მოკლე პერიოდში, მაგრამ ამავდროულად ძალიან იცის წყენის გულში ჩადება, თუკი ძალიან ატკენ გულს შესაძლოა ამ სიყვარულსაც გადააბიჯოს და პატიების ღირსად არ ჩაგთვალოს! გააჩნია ბაბის გადაწყვეტილებას.
-ყველანაირად ვეცდები ნინ......
***
საღამოს ერთად შეიკრიბნენ, ბაბიც ჩამოვიდა. ბახტაძემ და მან გემრიელი პიცა გამოაცხეს და სალათებიც გააკეთეს, ყველა ერთად მიუსხდა მაგიდას და გემრიელად შეექცეოდა გოგონების ნახელავს.
-აიი ეს რა არის?-თითი სასაცილოდ აწია გიორგიმ და გოგონებს მკვლელი მზერით შეხედა.
-რა...რასგულისხმობ?-დაიბნა კალანდაძე.
-ბაბი არ მითხრა რომ თმა.... არა არა! ზუსტად წაბლისფერი თმის ღერია, არადა ნინის შავი თმა აქვს!
-არა.. აუ შეუძლებელია...(მისი მომზადებული საჭმელი ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა, ამიტომ საშინლად შერცხვა ამ სიტყვების გაგონებაზე, მითუმეტეს გიორგისგან რომ გაიგო ეს)
-მე შენს ხელში თმის ღერს ვერ ვხე....(თუმცა მაშინვე გაჩუმდა სანდრო, როცა გიორგის შეხედა, რომელმაც თვალი ძლივს შესამჩნევად ჩაუკრა)
-ღმერთო რა საშინელებააა!-აღმოხდა ნიკას.
-რა მოხდა?-ახლა ნინიმ გაიოცა.
-სალათი ზედმეტად მარილიანია!
-აუუ არა! ბაბი რა მოგვივიდა? ასე არასდროს დაგვმართვნია!
-არ ვიცი ნინი... არ ვიცი რა მჭირს... მე...
მაშინვე გაჩუმდა კალანდაძე, როცა ბიჭების სიცილი გაიგონა, რომლებმაც ისევ განაგრძეს ჭამა და თანაც ძალიან გემრიელად შეექცეოდნენ სალათს.
-მოიცა თქვენ რა... (ნინი)
-ასე ადვილად არ უნდა დაიჯეროთ ხოლმე ყველანაირი ტყუილი ლამაზებო!(სანდრო)
-დამპლები! ვერც ერთს ვერ გიტანთ! კარგი გასაგებია ეს იდიოტი(და გიორგიზე მიუთითა) სულ ხუმრობაზეა გადართული და სხვა არაფერი აინტერესებს, ნუ არც გამოსდის... ხო რას ვამბობდი, ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ რაღა მოგივიდათ? (ბაბი)
-ხანდახან ჩვენც გვაქვს მაიმუნობის უფლება,(ნიკა)
-ჰოო? ესეიგი მაიმუნობის უფლება არა?(ნინი)
-და დასაცინად მაინც და მაინც ჩვენ აგვირჩიეთ არა?(ბაბი)
-ვერც ის გაითვალისწინეთ რომ ამ სახლში გოგოები მხოლოდ ჩვენ ვართ არა?(ნინი)
-მოიცა.. ამით რის თქმა გინდათ....(სანდრო)
-ახლა არ თქვათ რომ....(გიორგი)
-ზუსტად ბატონო გიორგი! ჩვენი მომზადებული კერძი დასაცინია ჰომ? ჰოდა ახლა თქვენ მოამზადებთ ყველა კერძს, თანაც უშეცდომოდ! აიი ჩვენ კი შეგიფასებთ! (ბაბი)
-ამას არ გავაკეთებ!(წარბი შეკრა ნიკამ)
-ჰოო? გასაგებია სიხარულო მაგრამ... არც მე და არც ბაბი არ ვაპირებთ საჭმლის მომზადებას და აბაა მშივრები ხომ არ დაიხოცებით?(თვალის ჩაკვრით უპასუხა ნინიმ)
-ბაბიი... ბაბლიკო...-წამოიწყო სანდრომ, თუმცა კალანდაძემ მხოლოს თავი გააქნია უარის ნიშნად.
რაღა გაეწყობოდა, შემდეგი დღე ბიჭებს ჯოჯოხეთად უნდა ქცეოდათ და ამას სამივე აცნობიერებდა.
***
დილით ბაბი ხმაურმა გამოაღვიძა, საათს დახედა-9 ხდებოდა, წესით ნინის ჯერ კიდევ უნდა სძინებოდა, გადაწყიტა დაბლა ჩასულიყო და კარგად გამოელანძღა ის, ვინც ძილი დაუფრთხო. მოკლე შორტი და უბრალო მაისური ჩაიცვა და კიბეებს ჩაუყვა. ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო რომ რატიანი დაინახა, რომელიც პომიდორს ჭრიდა, თავიდან სიცილი ძლივს შეიკავა და უკან გამობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ რაღაც ძალამ დააკავა, უნდოდა რატიანისთვის ჩუმად ემზირა, რამდენჯერ წარმოედგინა რატიანთან ერთად როგორ გაატარებდა დროს, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება... ამ ფიქრებში იყო ბაბი გართული, როცა რატიანის უსიამოვნო წამოძახილი გაიგო, წამში აიხედა მაღლა და რას ხედავს-გიორგის ხელიდან სისხლი თქრიალით მოსდის, ვერც გაიაზრა ისე მიირბინა რატიანთან, მისი ხელი აიღო და ონკანს შეუშვირა
-სულელი ხარ რატიანო! ნამდვილი სულელი! არ შეგეძლო უფრო ფრთხილად მოქცეულიყავი?! მაგრამ არა... დაუფიქრებელი და სულსწრაფი ხარ! რამე რომ მოგსვლოდა მერე... მერე რა მოხდებოდა? ჩემზე არ იფიქრე ჰომ? შენ... -უცებ ყველაფერი გაიაზრა კალანდაძემ, თავისი საქციელის ძალიან შერცხვა და უკან გამობრაუნება დააპირა, როდესაც რატიანმა შეამოაბრუნა და ძლიერად აიკრო სხეულზე
-ჩემი უჩვეულო....
ამის თქმა იყო და რატიანი კალანდაძის ლამაზ ტუჩებს შეეხო, ისე ნაზად უკოცნიდა ბაგეებს, ისეთი გრძნობით, კალანდაძემ შეწინააღმდეგება ვერც კი მოახერხა, პირიქით სიამოვნებისგან გამოწვეული კვნესაც აღმოხდა, როცა რატიანმა კისერზე გადაინაცვლა და ბოლოს თავისი საფირმო „ილეთი“ შეუსრულა-კალანდაძეს ყელში ნაზად უკბინა...
-მაინც ჩემი ხარ ბაბი!-თვალი ჩაუკრა რატიანმა და ხელი ცხვირზე მოუთათუნა.
-დამპალი! ვირი! როგორ გაბედე ? რა უფლებით...
-რავიცი ქალბატონო უკმაყოფილება არ გამოგითქვამს როცა გკოცნიდი ... გარდა ამისა ჩემი უფლება იყო პირველი კოცნა მომეპარა შენთვის-ეს უფლება მაშინ მომანიჭე, როცა მითხარი რომ გიყვარდი, შენ იმ დღიდან დაგისაკუთრე და ბოლომდე ჩემი იქნები პატარავ!
-შენ ეგ უფლება მაშინ დაკარგე, როცა მარიამზე გამცვალე! ასე რომ ამის გამეორება აღარც გაბედო! წადი და სანიკიძეს დაუკოცნე ის გულისამრევი ტუჩები!
ბაბი სამზარეულოდან გავარდა და ოთახში ავიდა, საკუთარ თავს ლანძღავდა იმის გამო, რომ რატიანთან შეწინააღმდეგება ვერ შეძლო... გიორგი კი ამ დროს იღიმებოდა და კალანდაძის დასაბრუნებლად ახალ გეგმებს აწყობდა.
***
როცა ყველა ადგა და მაგიდას მიუსხდნენ, არც კი მოელოდნენ რომ ასეთი გემრიელობები დახვდებოდათ რატიანის ხელით მომზადებული...
-ვაღიარებ ძმაო რა! საოცრება ხარ! (ნიკა)
-ნამვილად არ ველოდ გიუშ! გაოცებული ვარ! ასეთი გემრიელი სალათი ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია!(ნინი)
-ოქროს ხელები გაქვს ძმაო! იმაზეც კი დამაფიქრე...(სანდრომ ტუჩი მოიკვნიტა)
-რაზე? (გიორგი)
-მოკლედ არ ვიცი როგორ დავიწყო რა... როგორც იცით ყველა იმას მეუბნებით რატომ არ გყავს შეყვარებული, ვინმე გოგო მაინც გაიჩინეო და... სათქმელს თავს ვერ ვაბავ რა... ნუუ მინდა გითხრათ რომ ამ ყველაფრის მიზეზი მაქვს... და ეს მიზეზი რატიანია! სიმართლე გითხრათ გულში ყოველთვის ვეჭვიანობდი ბაბიზე, ჩემი საყვარელი მამაკაცის გვერდით რომ ვხედავდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ჩემი გიოს ბედნიერება იყო და გარდა ამისა, თქვენი რეაქციის მეშინოდა... მაგრამ მას შემდეგ რაც გიუშას მომზადებული ეს უგემრიელესი კერძები დავაგემოვნე... მივხვდი რომ ეს სწორედ ის ქალი...კაცი...ქალი...კაცი თუ ვინცაა.. მოკლედ ის ადამიანია, რომელიც მინდა ჩემს ოჯახში შემოვიდეს და მთელი ცხოვრება მასთან ერთად გავატარო... თუ რა თქმა უნდა თვითონაც თანახმა იქნება... გიუკ! გამომყვები ცოლად (ქმრად) ? (და სანდრომ გიოს საცოდავი თვალებით შეხედა)
-შენ ბიჭო ***ხო არ გაქვს ჰაა?-გამოშტერდა ნიკა.
გოგოები ვერ ხვდებოდნენ გაეცინათ თუ სერიოზულად მიეღოთ ეს ყველაფერი, მაგრამ სანდრომ იმდენად თავდაჯერებულად ილაპარაკა, რომ გაოცებულები უყურებდნენ.
-შეიძლება ნიკუშ! არ ვიცი რა დამმართა რატიანმა! გამმაგიჟა... გადამრია... გამომადებილა...
-არა შენ მართლა ვერ ხარ ნორმალური რააა!-ბაბიც კი ანერვიულდა.
-როგორღა იქნები ნორმალური, როცა ყოველ წამს ასეთ საოცარ ქმნილებას უყურებ რატიანის სახით...-სრულიად გულრფელად ლაპარაკობდა ახვლედიანი და თან თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა...
-შენ სულ გამო*ლევდი?? თუ მე მა*ლევებ?
-გიუშ გაფიცებ მთლად ნუ გადამრევ ეხლა და მითხარი პასუხი...
-რა პასუხი გითხრა ბიჭო სულ ხოარ გარკე ჰა?? არიცი რა არის ჩემი პასუხი?? თუ იმდენად გამო*ირდი რომ ვეღარც ხვდები უკვე!!
-მე შენ მიყვარხარ რატიანო! გაღმერთებ და შენით ვარსებობ! შენ ხარ ჩემი ალმასი და ბრილიანტი! შენ ხარ ჩემი ჰაერი! შენით ვსულდგმულობ სიცოცხლევ! და გთხოვ ახლა საბოლოო პასუხი მითხარი და ნუღარ დამტანჯავ...(და შემდეგ ტუჩის კუთხე ჩატეხა)...და მასეთი გამო*ირებული სახით ნუმიყურებ თორემ მე თვითონ შემეპარა ჩემს ორიენტაციაში ეჭვი შე*ემა!
გოგოებს სიცილი აუტყდათ გიორგი კი ისევ გაოცებული სახით უყურებდა.
-ფუუჩემი! ეგეთი ხუმრობა აღარ გაბედო ახვლედიანო თორემ ჩემი ხელით მიგინგრევ სიფათს იცოდე!
-შენც ძალიან არ შეგვაშინო რა! შენი ადგილი იცოდე ოჯახში „რძალო“ !-გამოექომაგა სანდროს კალანდაძეც, რასაც ყველას გაცინება მოყვა.
გიორგის ხმა აღარ ამოუღია და უბრალოდ ჩუმად იჯდა.
***
საღამოს ტყეში გადაწყვიტეს გასეირნება, ნიკას და ნინის უკვე ყველაფერი მოემზადებინათ-კარავი, საჭმელი, პლედები...
-მიდი გიო მომეხმარე რა წამოვიღოთ...
-ნიკა, კი მაგრამ, რაში გვჭირდება ამდენი საჭმელი ვერ ვხდები, უნდა წავიდეთ და წამოვიდეთ რა...(ბაბი)
-ლაშქრობის დროს ყველაფერი საჭიროა ბაბი:) - რაც პირველი მოუვიდა აზრად ის წამოროშა ნიკამ და გიორგის თვალმოჭუტულმა გახედა.
-კაიი ეს რა ლაშქრობაა უბრალოდ ტყეში უნდა გავისეირნოთ..
-ხო ბაბი დამშვიდდი, უბრალოდ გავისეირნებთ და წამოვალთ...(სანდრო)
-მაგრამ... ეს კარავი რაღა...(გიორგი უკვე ნერვიულობდა)
-ხომ იცი როგორ უყვარს ნიკას ყველაფრის წაღება იქ, სადაც მიდის... (ნინი)
-ხოოო.. „რა იცი რა ხდება“ს წესით ვცხოვრობ მე...-გაიღრიჭა კორინთელი.
-გამაგიჟებთ თქვენ რაა :) კარგი წავედით, წავედით...(გიორგიმ შვებით ამოისუნთქა)
გზაში თვალს არ აშორებდა რატიანი ბაბის, ეცინებოდა როცა ხედავდა როგორი სიფრთხილით მოძრაობდა და უხერხულად ადგამდა ფეხს ხის ტოტებს.
-არა რა! ეს შორტი რამ ჩამაცვა... უღრან ტყეში შორტით წამოვედი... სულელი ვარრა!
-ოჰოო! ძლივს! პირველად ბაბი.. პირველად...-გაუხარდა გიორგის, ბაბისთან საუბრის შესაძლებლობა რომ მიეცა.
-რა?
-პირველად გავიგე შენგან ასეთი ჭკვიანური რამ... გაოცებული ვარ! ახლა ხვდები სულელი რომ ხარ?
-არა.. სიმართლე რომ გითხრა დიდი ხნის წინ მივხვდი-დამწუხრებულმა ამოხედა კალანდაძემ ბიჭს.
-მართლა? მაინც როდის?
-28 თებერვალს-პირდაპირ მიახალა და სწერვული ღიმილი აიკრა სახეზე კალანდაძემ
მაშინვე გადაურბინა თვალწინ წარსულმა რატიანს... 28 თებერვალი... ის დღე როდესაც გიორგიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ბაბის ძლიერად ატკინა, როცა თავისი გადაწყეტილებით თავისი ბედნიერება დაამსხვრია, როცა ის დაკარგა, დაკარგა სამუდამოდ.. ან საკითხავია-სამუდამოდ? ვფიქრობ არა... მხოლოდ მე კიარა, რატიანიც ასე ფიქრობდა იმ წამს.
-და რა მოხდა მაგდროს? - თამაში გადაწყვიტა რატიანმა.
-მივხვდი, რომ სასტიკი შეცდომა დავუშვი!-სწერვობას განაგრძობდა ბაბი.
-ჰოო? და არ გინდა ეგ შეცდომა კვლავ გაიმეორო?
-რა თქმა უნდა! აუცილებლად! შედომებს ხომ იმისთვის უშვებენ რომ გაიმეორონ! არა არა რა სისულელეა, გამოსწორება რა საჭიროა.. უნდა გაიმეორო ყველა შეცდომა რომ გულში ისევ მწარედ ჩაგცენ მახვილი, გაგანადგურონ, დაგაქციონ, ცხოვრება დაგინგრიონ, როგორც მაშინ როცა პირველად დაუშვი ეს შეცოდმა არა?! ვიცი უკვე შენი პასუხი დადებითია! უნდა ენდო ადამიანს არა? თუ საჭიროა ერთი და იგივე შეცდომა მრავალჯერ უნდა დაუშვა! აპატიო ერთხელ...ორჯერ...სამჯერ...ათჯერ... და იცი რატომ?! მეტერთმეტედ შუბლში ტყვია რომ დაგახალოს და მოგაძახოს- „ღირსი ხარო“- იმიტომ! და გინდა გითხრა ახლა ჩემი პასუხი? არა რატიანო! არა! არანაირი სურვილი არ მაქვს ეს შეცდომა კვლავ გავიმეორო! -ეს თქვა და გაეცალა.
ბაბის ამ სიტყვებს შეიძლება სხვაზე გავლენა მოეხდინა, სხვა ნებისმიერისთვის ფარ-ხმალი დაეყრევინებინა და შეეჩერებინა, მაგრამ არა გიორგი რატიანზე! ის სხვა იყო! რაც უნდოდა იმას ყოველთვის აღწევდა და ამ დროისთვის ბაბი კალანდაძე გიორგი რატიანის ერთ-ერთი არა! ერთადერთი სურვილი იყო!
-მაგასაც ვნახავთ თუ არ დაუშვებ!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და წინ მიმავალ მეგობრებს დაეწია.
***
უკვე კარგად იყო შებინდებული და ტყეშიც ღრმად იყვნენ შესული რომ სანდრომ ლაპარაკი წამოიწყო.
-ოოო არა! შანსი არაა!
-რა მოხდა სანდრიკ? - შეშინებულმა ჰკითხა ბაბიმ.
-ძალიან მნიშვნელოვან ზარს ველოდები ერთ-ერთი ინვესტორისგან...
-მერე რა?
-ტელეფონი სახლში დამრჩა!
-აუუ კაი რაა.. არ თქვა რომ...
-უნდა მივბრუნდე აუცილებლად...
-ცოტაც დაიცადე და ჩვენც წამოვალთ... ასე მარტო ხომ არ ივლი...
-არა ბაბი! მაშინ გამოდის აზრი არც ჰქონია წამოსვლას და მაგდენი ტყუილად ვიარეთ ყველამ, თქვენ დამელოდეთ აქ, თან საჭმელიც ჭამეთ და მოვალ მე მანამდე!
-კაი, მარა ფრთხილად რა.. რამე არ იყოს აქ...
-ნუ ნერვიულობ ჩემი პატარა გოგო:) ჩემნაირი ნადირი აქ მაინც არ იქნება მეორე!
ამას ყველას გაცინება მოჰყვა და სანდროც დაადგა გზას სახლისკენ კმაყოფილი ღიმილით, რადგან გული უგრძნობდა მალე ახალ და ძალიან სასიამოვნო ამბავს გაიგებდა, რაც ინვესტორს ნამდვილად არ ეხებოდა:)
სანდროს წასვლიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული რომ ნინომ წამოიყვირა წეღან ძალიან ლამაზი ყვავილი დავინახე უკან და აუცილებლად უნდაა მოვწყვიტო არ წავალ ისე აქედანო... (არა ნამდვილად უნიჭოდ ცრუობს ეს გოგო და რა ქნას :) )
-აუუ ნინი... ბავშვობიდან ასეთი იყავი შენ! რაღაც უაზრობას აიკვიატებდი და აუცილებლად უნდა მიგეღწია საწადელს ისე ვერ მოისვენებდი! წეღანვე რატომ არ თქვი? (ბაბი)
-ოოო... კარგად ვერ დავაკვირდი თან ყვავილს გავდა, თან არც გავდა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო და მინდა რა...
-კაი წამოსვლისას მოვწყვიტოთ აუცილებლად სიყვარულო (ჩაერთო ნიკაც)
-არა ნიკა ახლავე მინდა მე, წამოსვლისას შეიძლება დამავიწყდეს ადგილი და ვეღარ ვიპოვო.. სანამ მახსოვს წამიყვანე რააა...ხომ იცი როგორ მიყვარს ყვავილები!
-კარგი წამო წავიდეთ(ბაბი)
-არაა! აარა! -ისე შეშფოთდა ნინი, ბაბის დაეჭვება გამოიწვია, რასაც რატიანის აღელვებაც მოყვა-უბრალოდ ასე დროს დავკარგავთ-თავისი ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა ნინი-ჩვენ კი მალე უნდა დავბრუნდეთ, ამიტომ ნიკას გავიყოლებ მე, შენ და გიორგიმ კიდევ კერძები ამოალაგეთ და დაალაგეთ, კოცონისთვის ტოტების მოგროვებაც დასჭირდება ალბათ....
-არა ასე არ გამოვა! ამასთან-და თითი სასაცილოდ გაიშვირა რატიანისკენ-მე არ დავრჩები! მითუმეტეს შუაგულ ტყეში!
-ბავშვივით იქცევი ბაბი!(ნიკა)
-კაი ნიკა... აუ ნინი მე გამოგყვები ყვავილზე, ან რა ყვავილი აგიტყდა ვერ ვხვდები რა! და ნიკა დარჩეს ამასთან...გთხოოოვ
-მაგაზეც ვიფიქრე ბაბი მაგრამ ხომ იცი სიბნელის როგორ მეშინია, შენ კიდევ ჩემზე უარესად და ერთად არ გამოგვივა რა.
-მაშინ ეს შენ გამოგყვეს და ნიკა დატოვე ცოტა ხანს...
-პირველი საყვარელო-გაისმა რატიანის ბოხი ბარიტონი-ამას-თითი გულზე მიიდო-სახელი აქვს! და უსულო სხეულივით არ უნდა მოიხსენიო რაც არ უნდა იყოს! და მეორე-არც მხეცი ვარ, არც ნადირი, არც ვამპირი, არც უსულგულო არსება! ასე რომ ნუ პანიკიორობ და გაუშვი ბავშვები, რაც მალე წავლენ მით მალე დააღწევ თავს ჩემგან!
-5 წუთში აქ რომ არ იყო... გეფიცები... ნინი არ ვიცი რას გიზამ!
***
-კარგი დაწყნარდი... მოვლენ, სად წავლენ!-სიჩუმე გიორგიმ დაარღვია.
-ჰო ალბათ...
-რომ არ მოვიდნენ რას იზამ?-ეშმაკურად აათამაშა წარბები რატიამნა და ბაბისკენ დაიძრა.
-ვიკივლებ!
-ჰოო? და ვინ გაიგებს?-ირონიულად ლაპარაკობდა ბიჭი-ტურა? მელა? არა არა! მგელი:) საუკეთესო ვარიანტი ბოლოა ალბათ ხო? -უფრო და უფრო უახლოვდებოდა.
-დამპალი ხარ რატიანო! დამპალი! მოვლენ! აუცილებლად მოვლენ!
-ჰო ალბათ..-გამოაჯავრა ბაბის და წელზე ხელი მოხვია-მაგრამ საპირისპიროზე რატომ მეფიქრება ნეტავ?-ჩურჩულზე გადადიოდა და ბაბისკენ იხრებოდა-ჩემს ხელში ხარ კალანდაძე...
-ტოტებს მოვიტან!-გამოცხადა ბაბიმ და რატიანს სასწრაფოდ გაეცალა, თვითონაც გაუკვირდა როგორ შეძლო თავის შეკავება და რატიანს მისი ბაგეების დაუფლების უფლება არ მისცა.
***
-აი სად გავიჭედე...-ჩუმად ჩაილაპარა კალანდაძემ, როცა მიხვდა რომ ადგილს ვეღარ აგნებდა.
უეცრად შიშმა აიტანა, სრულ სიბნელეს მხოლოდ ტელეფონის შუქი არღვევდა, რომელიც თითქმის ითიშებოდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა... გზა განეგრძო? შეეშინნდა უფრო არ დაკარგულიყო... ეკივლა? რატიანის სიტყვები გაახსენდა „ჰოო? და ვინ გაიგებს? ტურა? მელა? არა არა! მგელი“ , ცოტაც და პანიკაში ჩავარდებოდა, ცრემლები წამოუვიდა, საკუთარ თავს წყევლიდა გულში აქ რომ წამოვიდა! არა მაინც როგორ გაუკეთეს ეს თავისმა მეგობრებმა... ამისთვის როგორ გაიმეტეს! პასუხს მოსთხოვდა! სამივეს! თუ გადარჩებოდა საერთოდ... უეცრად გააცნობიერა რომ შეიძლება რატიანიც წასულიყო და მაშინ სულ გაგიჟდა, ხვდებოდა როგორ სჭირდებოდა, როგორ უნდოდა ახლა მასთან ყოფილიყო, დაემშვიდებინა, ენუგეშებინა... ხის ძირში ჩაიკეცა და ემბრიონის პოზაში დაწვა, ცოტაც და გული წაუვიდოდა ალბათ ამხელა პანიკისგან და სტრესისგან.
ამასობაში რატიანი სირბილით ეძებდა ბაბის, იცოდა როგორ ეშინოდა სიბნელის და უსაზღვროდ ნერვიულობდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე ეპოვა, ეს ხომ მისი გეგმა იყო კალანდაძის დასაბრუნებლად, მაგრამ ვერც წარმოიდგენდა თუ წავიდოდა მისგან... ფიქრებში იყო გართული ქვითინი რომ შემოესმა, მაშინვე იმ ადგილისკენ გაიქცა და ხის ძირას ჩაკეცილი კალანდაძე რომ დაინახა სისხლმა ტვინში აასხა, მაშინვე მიირბინა მასთან და გულში ჩაიკრა...
-ჩემი ერთადერთი... ჩემი სიყვარული...როგორ შემაშინე ბაბი! ლამის გავგიჟდი!
ბაბიმაც მოხვია შეძლებისდაგვარად თავისი სუსტი მკლავები და რატიანის სურნელი რომ შეიშუნთქა კატასავით აკრუსუნდაა სიამოვნებისგან და შვებისგან.
-ღმერთო როგორ მიყვარხარ! ასე არასოდეს არავინ მყვარებია ბაბი! ერთადერთი ხარ, ვინც მინდა! ვინც მაგიჟებს, ჭკუდან მშლის, შენს ერთ ქმედებას შეუძლია გამანადგუროს და ამავე დროს გამაბედნიეროს! მაპატიე... ალბათ თავიდანვე ეს უნდა მეთქვა, სულ თავიდანვე უნდა მეთქვა! მაპატიე ბაბი... ჩემი ს*რული საქციელი მაპატიე, ჩემი არაკაცობა მაპატიე, ჩემი ჩამოუყალიბებლობა, მაპატიე რომ ვერ დაგაფასე ბაბი! ამბობენ სანამ არ დაკარგავ, მანამდე ვერ ხვდები მის ფასსო და მართალი ყოფილა! შენი გულის ტკენა და ჩემი ცხოვრების დანგრევა მაპატიე ბაბი...მერამდენედ? არ ვიცი! მაგრამ ერთს კი დანამდვილებით გეტყვი-საბოლოოდ! შეიძლება არ მაპატიო, ხელი მკრა, უკუმაგდო, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ გაგიგებ! ღირსი ვიქნები! უარესის ღირსიც ვარ შენგან, მაგრამ... ამაზე უარესი არაფერი იქნება ჩემთვის! უშენობაზე საშინელი არაფერია ჩემთვის ბაბი! უშენოდ გატარებული თითოეული დღე ტანჯვაა ჩემთვის! უშენოდ არ შემიძლია ბაბი! შენი ნაზი ხმის, შენი ღიმილის გარეშე, შენი სურნელის გარეშე მოვკვდები! მაგრამ სანამ რამეს მეტყოდე იცოდე რომ მიყვარხარ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
ბაბი?
პულსი-ორმაგი
ხელები-უკანკალებს
თვალები-ცრემლებით აქვს სავსე
გული-აჩქარებული
გონება-ფიქრი ყველაფერსა და არაფერზე ერთდროულად
სიტყვები-ა რ ა!
ამ სიტყვებს რატიანის გაღიმება და ბედნიერების ზენიტში ასვლა მოჰყვა...
-ჩემი უჩვეულო...
და ამ წუთებში მხოლოდ კალანდაძესი და რატიანის იყო მთელი მსოფლიო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... შუაღამით... ამ უღრანი, დაბურული ტყის შუაგულშიც კი ყველაფერი ფერადი და ლამაზი ეჩვენებოდათ, ყველაფერი განსკუთრებული და ლაღი... და ამ ტყის სიმშვიდეს მხოლოდ კოცონის წინ მსხდომი, პლედებში გახვეული და ერთმანეთზე მიხუტებული 2 შეყვარებული ადამიანის ბედნიერებით აღსავსე ხმა არღვევდა...
***
-უსასრულოდ მიყვარხარ!
-უსაზღვროდ!
-ჩემი უჩვეულო!
-მხოლოდ შენი!
-გაღმერთებ ბაბი!
***
31 აგვისტო იყო... კალანდაძის დაბადების დღე... 21-ე დაბადების დღე... 21-ე და თამამად შეიძლება ითქვას ბაბისთვის ყველაზე ბედნიერიც, რადგან ყველა ადამიანი, რომელიც უყვარდა ახლა მის გვერდით იყო... გოგა და მაიაც, მშობლები, რომლებიც წლებია არ ენახა ახლა მის წინ ისხდნენ და სიყვარულით აღსავსე თვალებით უყურებდნენ საკუთარ შვილს, გაბედნიერებულს, გაბედნიერებულს გიორგი რატიანით!
ყველაფერი ბაბის გემოვნებით იყო მოწყობილი, რესტორანში სანაცნობო წრის გარდა არავინ იყო, ყველა ცეკვავდა და ერთობოდა, ყველას თვალები ბედნიერებით ჰქონდა სავსე...
-ვიცეკვოთ? - იმ ღიმილით გაუღიმა რატიანმა კალანდაძეს, ჭკუას რომ აკარგვინედა და ხელი გაუწოდა, ბაბიც სიამოვნებით დათანხმდა.
აგიჟებდა კალანდაძეს რატიანის თითოეული შეხება, ჟრუანტელი უვლიდა, როცა მის თითებს უმისამართოდ დააცოცებდა სხეულზე და სიამოვნების ზენიტში აჰყავდა იმ სიტყვებს, რასაც ყურში ეჩურჩულებოდა, ეგონა ხელებში ჩააკვდებოდა რატიანს, როცა ყელში ჯერ ნაზად აკოცა შენდეგ კი უკბინა, თვალები დახუჭა და მხარზე ჩამოადო თავი
-მიყვარხარ!
-მეც უზომოდ მიყვარხარ!
***
დაბადების დღის შემდეგ რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რატიანი, არ ეკონტაქტებოდა ბაბის, ტელეფონი გამორთული ჰქონდა და არც ინტერნეტში არ ჩანდა.
ნიკასთან იყვნენ მეგობრები შეკრებილი და ყავას სვამდნენ, ყველა ერთობოდა, ძველ ისტორიებს იხსენებდა ბავშვობიდან და იცინოდა, მხოლოდ ბაბი იყო დამწუხრებული და გამოთიშული ამ სამყაროდან... ნინი მიუახლოვდა და მუხლზე დაადო ხელი
-ბაბი, კარგად ხარ?
-რა?!... რამე მკითხე?
-რაღაც არ მომწონხარ, მთელი დღეა ჩაფიქრებული ზიხარ, რა გჭირს?
-ნინი მგონი...-და ცრემლები წამოუვიდა.
-რა ხდება ბაბი, ბაბი არ გამაგიჟო და ამოიღე ხმა!
-აღარ ჩანს ნინი... არაფერი ისმის მისგან, არ მეკონტაქტება, ტელეფონი გამორთული აქვს... მგონი ისევ...
-მაგაზე არც იფიქრო საყვარელო:) მეგონა იცოდი...
-რა...რა უნდა მცოდნოდა?
-კიკეთშია ასული ბებია-ბაბუასთან, ასე თქვა რაღაც საქმე მაქვს, ძალიან აუცილებელია და ჩამოვალ რამდენიმე დღეშიო...
-მე რატომ არ მითხრა? -ცრემლები მოიწმინდა კალანდაძემ.
-მოკლედ ამას ხომ ენა არ უჩერდება რა-წამოიწყო სანდრომ, რომელიც მთელი ამ დრიოს მანძლზე ყურს უგდებდა გოგონების საუბარს-ბებია-ბაუის სანახავ იყო ასული უბრალოდ, წესით ახლა ჩამოსული უნდა იყოს უკვე, ნინი წამოდი რაღაც საქმე მაქვს...
საშინლად გააბრაზა ბაბი იმ ამბის გაგებამ, რომ ყველამ იცოდა მის გარდა სად იყო რატიანი. როგორ ნერვიულობდა, როგორ შეეშინდა, მან კი გაფრთხილების ღირსადაც არ აქცია...
-უნდა წავიდე მე!
-ასე მალე რატომ? -გაუკვირდა ნიკას.
-თავი მტკივა-უნიჭოდ იცრუა.
-გაგაცილებს სანდრო.
-არ მინდა! ტაქსით წავალ.
ბევრს ეხვეწნენ, მაგრამ ბაბი კალანდაძე ბაბი კალანდაძე იყო! მის წინაშე ვინ რას გახდებოდა?! წამოვიდა... მაგრამ არა ტაქსით, არამედ ფეხით, ახლა ნამდვილად სული ჩაეხუთებოდა, თანაც ღამის თბილისში სიარული ხომ ასე ძალიან უყვარდა... ფიქრობდა რატიანზე, რატიანზე და ისევ და ისევ რატიანზე...
-ბაბი...-შემოესმა ხმა, რომელსაც ასე ვერ იტანდა, რომელიც ეზიზღებოდა, აღიზიანებდა, გულს ურევდა! ეს ხმა მარიამ სანიკიძეს ეკუთვნოდა...
-რა გინდა?-უხეშად შემობრუნდა და ირონიული ღიმილი აიკრა.
-მინდა დაგელაპარაკო...
-ოჰო! დამელაპარაკო? მაგდენის უფლებას აძლევ შენს თავს? იმდენად უთავმოყვარეო ხარ, რომ თვალებში უსირცვილოდ მიყურო და თან დალაპარაკებაც მთხოვო?
-არ მინდა შენთან ჩხუბი, გთხოვ მომისმინე...
-ძალიან კარგი! არც მე მინდა ჩხუბი! ამიტომ, კი არ უნდა ალაპარაკდე და მე მოგისმინო, არამედ უნდა შებრუნდე და დატოვო ეს ადგილიც და საერთოდ ჩემი ცხოვრებაც!
-აუცილებელია... უნდა იცოდე...
-ახალი გეგმა გაქვს სანიკიძე? ახლი „მზაკვრული გეგმა“ ჩემი და გიორგის დასაშორებლად? ვერ გაიხარე ჩვენი ბედნიერებით არა? ვერ ისვენებ ხომ? გინდა ისევ ისე მეტკინოს ხომ? შენ რა ვერ ხვდები რა დამიშავე? დამნაშავე ხარ ჩემს წინაშე მარიამ! ვერ ხვდები რამხელა თავშეკავება დამჭირდა იმისთვის რომ ეს დიალოგი არ გაამართულიყო აქამდე? რომ არ გამელანძღე? და იცი როტომ შევიკავე თავი? შენს დონემდე არ დავეცემი! აღარ ვაპირებ საუბრის გაგრძელებას შენთან!-და იმისთვის, რომ მარიამი თავის სიტყვებში დაერწმუნებინა შემობრუნდა და მტკიცე ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.
-უნდა მომისმინო! აუცილებლად უნდა მომისმინო! გიორგის ეხება...
გიორგის სახელის გაგონება და ბაბის გულის აჩქარება ერთი იყო, მაშინვე შებრუნდა სანიკიძისკენ...
-ბევრი დრო არ მაქვს!
-ახლა წესით მე არ უნდა გეუბნებოდე ამ ამბავს, უბრალოდ მე პირველი ვიყავი ვინც გაიგო...
-უფრო სწრაფად, შორიდან მოვლები არაა საჭირო...
-გიორგი კიკეთში იყო ბებია-ბაბუასთან, მგონი იცი...
-მერე?
-უკან ბრუნდებოდა, მაგრამ....
შემდეგ იყო პანიკა, კივილი, ისტერიული ტირილი და ტკივილი...
***
შემდეგ იყო პანიკა, კივილი, ისტერიული ტირილი და ტკივილი...
-ჩემი ძმაკაცი რომ არ ყოფილიყო შემთხვევის ადგილას ვერც გავიგებდით ამ ამბავს, შენ მას სჭირდები ბაბი, გიორგის სჭირდები, რესპუბლიკურშია, ძალიან მძიმედაა... ძალიან...
პირველივე ტაქსიში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ წავიდა, პანიკაში იყო, სასტიკად ტიროდა , თრთოდა, კიოდა, არ აინტერესებდა არც ტაქსის მძღოლოს შიშინებული სახე და არც არავითარი გარემოება, პირზე მხოლოდ ეს ეკერა-„არ დამტოვებს, არ მიმატოვებს“
გაგიჟებული შევარდა დერეფანში და თავის მეგობრებს რომ მოჰკრა თვალი, მათ წინ ჩაიკეცა ყვიროდა გიორგის ნახვა მინდა, არ დამტოვებს, მის გარეშე მოვკვდებიო...
-დამშვიდდი ბაბი გთხოვ(ნინი)
-ძლიერია, გაუძლებს!(სანდრო)
-შენთან იქნება ბაბი, წასვლას ვერ გაბედავს, ჩვენს დატოვებას ვერ გაბედავს ბაბი(ნიკაც კი ცრემლად იღვრებოდა)
შოკურ მდგომარებაში იყო, სკამზე ჩამოჯდა და ჩურჩულებდა, იხსენებდა ყველაფერს, მათი გაცნობის დღეს, მის ზღვისფერ თვალებს, ოდნავ წამოზრდილ წვერს, ალუბლისფერ ტუჩებს... ვერა! ვერ დატოვებდა! ხომ დაპირდა არ დაგტოვებო! არასოდეს მიგატოვებო! ასე ვერ მოექცეოდა... ასეთი დასასრული არ ექნებოდა რატიანისა და კალანდაძის ისტორიას... ასე არ დამთავრდებოდა...
უცებ მათკენ მიმავალი ორი სასოწარკვეთილი ადამიანი დაინახა, მამაკაცი რატიანის ასლი იყო, ქალს კი მასავით ზღვისფერი თვალები ჰქონდა, მაშინვე მიხვდა ბაბი ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ...
-სადაა ჩემი შვილი რა მოუვიდა?-განწირული ხმით იკითხა ქალმა.
-მძიმედაა მამიდა, კიკეთიდან მოდიოდა როცა... მუხრუჭის ამბავი იყო, მუხრუჭმა უმტუყნა, ჩქარობდა კიდეც, უნდოდა რაც შეიძლება მალე შეხვედროდა ბაბის...(ნიკა)
-იქ რა უნდოდა შვილო... კიკეთში...რა...რაუნდოდა...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ქალი, მამაკაცი კი გაშეშებული იდგა და თავის ძლიერი მკლავი ცოლისთვის მოეხვია.
-ცოლობა უნდა ეთხოვა...კიკეთში უნდოდა დაქორწინება და ყველაფერს აგვარებდა...(ნიკა)
-გოგონა სადაა?
ყველამ ბაბისკენ გაიხედა, რომელიც ნიკას სიტყვების გაგონებაზე ჩაიკეცა, ცრემლების ნიაღვარი მოსდიოდა თვალებიდან, გაგიჟებას იყო, ცოტა, სულ ცოტა აკლდა...
ქალი კალანდაძისკენ დაიძრა და მის წინ ჩაიმუხლა... ხელი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი ააწევინა...
-შენ ხარ ბაბი შვილო? ზუსტად ასეთი წარმომედგინე... ლამაზი, ნაზი.. გიორგი ამბობდა ანგელოზს გავსო, გავს კი არა ნამდვილად ანგელოზიაო...მართალი ყოფილა...
ამაზე უფრო მოუმატა ბაბიმ ტირილს...
-ვწუხვარ შვილო... ვწუხვარ ასეთ სიტუაციაში რომ მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა... გადავლახავთ შვილო.. ვიცი გიჭირს... მეც მიჭირს...ძალიან, ძალიან მიჭირს...ძლიერები უნდა ვიყოთ...გიორგისთვის უნდა ვიყოთ ძლიერები ჩემო ანგელოზო...
ძლიერად მოეხვია და ბაბიმაც მოხვია თავისი მკლავები, ვერავინ იკავებდა ტირილს...
ექიმი გამოვიდა.
-რა ხდება? ჩემი შვილი როგორაა? -გაისმა ბატონი ზურაბის ბოხი, და ამავე დროს სიმტკიცედაკარგული ბარიტონი.
-მდგომარეობა ძალიან მძიმეა, შანსები მინიმალურია, სიტუაცია უიმედო... ყველანაირად ვეცდებით...
-იცოდე!-მივარდა ზურაბი ექიმს და ხელი ყელში წაუჭირა-რომ არ გადარჩეს! შვილი რომ დავკარგო! მთელ კლინიკას მტვრად ვაქცევ!! არავის გავახარებ! არავის!
-ვეცდებით ბატონო... ყველანაირად ვეცდებით...-ძლივს ამოიღო ხმა ექიმმა, როცა ზურაბს ხელი ძლივ-ძლივობით გააშვებინეს.
მხოლოდ ეს სიტყვები უტრიელებდა ბაბის თავში და ტირლის ვერ წყვეტდა-„-მდგომარეობა ძალიან მძიმეა, შანსები მინიმალურია, სიტუაცია უიმედო...“ ... „სიტუაცია უიმედო“...“მინიმალური შანსები“...
-უსამართლობააა!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე, კედელთან მივიდა და თავი რამდენჯერმე ძლიერად მიარტყა, რაზეც ნინი მივარდა და დამშვიდება დაუწყო, თვითონაც ადამიანს აღარ გავდა, და ბაბის შემხედვარეს უფრო უძლიერდებოდა განცდები.
-ვერ დამტოვებს გესმის?? არა არა! არ მიმატოვებს! ხომ არ მიმატოვებს ნინი? ხომ არასოდეს წავა ჩემგან?
-არა საყვარელო-ნაზად უსვამდა ხელს თავზე და ცრემლების შეკავებას ცდილობდა-ძლიერია, გაუძლებს...
ირგვლივ ისმოდა სასოწარკვეთილი ხმები...
-საწყალი...
-როგორ ჰყვარებია...
-არ იმსახურებდნენ...

ეშინოდა ბაბის... ძალიან ეშინოდა... ეშინოდა რატიანის დაკარგვის... მის გარეშე სიცოცხლის ეშინოდა... ეშინოდა ყველაფრის, რასაც რატიანის გარეშე დაინახავდა... არ უნდოდა... ვერც წარმოიდგენდა... გიორგი მოკვ...? არა არა არა და არა! არასოდეს! არ დაუშვებდა! უფალი არ დაუშვებდა! არ გააუბედურებდა! ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვერ უქცევდა... მაგრამ მაინც, იმ შემთხვევისთვის თუ... გადაწყვეტილი ჰქონდა- მხოლოდ ერთად! ერთმენთის გარეშე შეუძლებელი იყო! ერთად უნდა ყოფილიყვნენ... აქ თუარა... იქ მაინც!
***
გული წაუვიდა, ზედმეტი ნერვიულობისგან, სტრესისგან, პანიკისგან, შიშისგან, ტკივილსგან, სულის ტკივილისგან...
***
-არა ბაბი... არც იფიქრო მაგაზე...
-გიორგი... შენ ? ცოცხალი ხარ გიორგი? არ დამტოვო რატიანო! არ გაბედო ჩემი დატოვება გიორგი...
-დამპირდი რომ გაუძლებ ბაბი... დამპირდი რომ მიუხედავად ყველაფრისა შენს სახეზე მუდამ ღიმილის დავინახავ... დამპირდი რომ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობ... ამით მეც გამაბედნიერებ ბაბი...
-ვერ დაგპირდები... ჰომ იცი რომ უნდა დარჩე, ვერ მიმატოვებ...შენ ხომ ამას დამპირდი...
-მაპატიე ბაბი, მაპატიე ამისთვის რომ გიმეტებ...
-ძლიერი ხარ! უნდა გაუძლო.. ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის, ამ პატარა ბავშვისთვის უნდა გაუძლო, ამ უსუსური არსებისთვის, რომელიც შენ გელოდება, ჩვენი ბედნიერების ნაყოფისთვის უნდა გაუძლო...
პირველად დაინახა კალანდაძემ რატიანის თვალებზე ცრემლი...
-ყველაზე მეტად მინდა ბაბი... ყველაფერზე მეტად მინდა... მაგრამ...
-გაუძლებ!
-ჩემს შესაძლებლობებს აღემატება...
-შეუძლებელი არაფერია! ჩვენი სიყვარულისთვის არაფერია შეუძლებელი!
-ხშირად ყველაფერი ისე ვერ ხდება როგორც გვინდა... სასტიკია ბედისწერა ბაბი.. არ ინდობს არავის... არც მე დამინდო ბაბი...
-გთხოვ...-ხმა წაერთვა
-შენ სიცოცხლეს ვფიცავარ ახლა ყველაზე მეტად მტკივა, აქ მტკივა ბაბი-ხელი გულზე მიიდო-მაგრამ ყველაფერი იქაა გადაწყვეტილი ბაბი- ამჯერად ხელი მაღლა ასწია-ისევე როგორც, ჩვენი სიყვარული იყო გადაწყვეტილი... ვერ შევცვლი, არ შემიძლია...
-მოვკვდები... შენს გარეშე მეც მოვკვდები...
-გაუძლებ ბაბი!
-იცი რომ ვერანაირად შევძლებ ამას! ვისთვის?! რისთვის! რა დამრჩენია აქ? შენს გარეშე? ყველაფერი უფერულია გიორგი! სიცოცხლე შეუძლებელია შენი ღიმილის გარეშე...შენი ზღვისფერი თვალების გარეშე... შენი შეხების გარეშე... შენი ჩახუტების გარეშე...ყელში კბენის გარეშე....რატიანის გარეშე შეუძლებელია!!
-ლილესთვის... -ხელი ნაზად დაადო მუცელზე რატიანმა-ვიცი გოგო იქნება, დედასავით მწვანე თვალები და წკრიალა ხმა ექნება, დედასავით მშვენიერი იქნება, დედასავით ლაღი, ანგელოზი იქნება... დედასავით...
-მეშინია უშენობის...
-შენთან ვიქნები ყოველთვის ბაბი... აქ... მარცხნივ... დააკვირდი მის ფეთქვას და აუცილებლად მიგრძნობ...
-ხომ ჩემთან იქნები, ხომ ყოველთვის დამიფარავ, ხომ ყოველთვის დაგვიცავ მე და შენს პატარას, ხომ ყოველთვის გამიღიმებ, ისე, რომ ვიგრძნო...
-ყოველთვის... ყოველთვის... ყოველთვის ჩემო ფერია... ჩემო ანგელოზო... ჩემო უჩვეულო...
-ჩემში დარჩები, ჩემად...
-მიყვარხარ...
ბაბიმ მძიმედ ამოიგმინა
-დროა...
-ცოტაც რა...
-უნდა წავიდე...
-ჩამეხუტე რა...
ალბათ საბოლოო ჩახუტება ყველაზე ტკბილია, ყველაზე ტკბილი და ამავე დროს ტკივილით აღსავსე, გაუსაძლისი ტკივილით...
-მიყვარხარ ბაბი! უსასრულოდ და იმის იქით...გახსოვდეს...
***
ლილე ჰქვია.... დედასავით მწვანე თვალები და წკრიალა ხმა აქვს... დედასავით მშვენიერია... დედასავით ლაღი... და ანგელოზი...დედასავით...მხოლოდ სურნელი აქვს მამის... და დიახ! გიორგი ყოველთვის...ყოველთვის ბაბის გვერდით იყო...
და... როგორც რატიანი იტყოდა... ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა... არსებობს ის, რაც ჩვენზე, ყველაზე ძლიერია... და ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის შეცვლა... მაგრამ... მე ამას არ ვეთანხმები! არაფერია სიყვარულზე ძლიერი! არავინ და არაფერი!...
ღმერთი?! ღმერთიც ხომ თვითონ სიყვარულია...!
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
ჩემი პირველი ისტორიაა, ისტორია, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს ჩემში... შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი... იმედია საბოლოოდ კარგი გამოვიდა :)
სიყვარულით, ქეთა :)



№1 სტუმარი Taisia

Ase ar sheidzleba au ra codoa babi rato datove marto ar momewona dasasruli

 


№2 სტუმარი mari

Dasasruli cudi iyoo

 


№3  offline წევრი enana

რაა, მოკვდააა :(

 


№4 სტუმარი Guest una

Cudi xar shen.rato mokali sawyali bichi

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

yvelaze sashinelinistoriaa rac wamikitxavs rato mokali rato datove babi marto

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent