დასაწყისიდან დასასრულამდე
თავი 13 გაზაფხულმა ახალი იმედებით შემოაბიჯა. ყველაფერი აყვავდა და თითქოს თავიდან დაიწყეს სიცოცხლე. ჰაერში გაზახულის ყვავილების საამო სურნელი ტრიალებდა. თუმცა ქეთისთვის ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. სამსახურში სიარულს მოუხშირა და ცდილობდა რაც შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო იქ. ბავშვი ხშირად გაჰყავდა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. პარკში ერთად თამაშობდნენ და მხიარულად ატარებდნენ დროს. ალექსზე ცდილობდა ნაკლები ეფიქრა. თან თავმოყვარეობა ელახებოდა როცა ფიქრობდა რომ მან უსინდისოდა დაივიწყა და მიატოვა. ერთხელაც კი არ დაუკრეკავს. ცდილობდა საკუთარ თავში ძალა ეპოვა მის დასავიწყებლად. ეს ასე ადვილი როდი იყო. ძნელია იმ ადამიანის დავიწყება ვინც პირველად შემოუშვი შენს გულში. მომავალი ცხოვრება დაგეგმე და ოცნების კოშკები ააგე სახლში დაღლილი ბრუნდებოდა რადგან საავადმყოფოში სიარულიც განაახლა და დასვენების დრო ნაკლები ჰქონდა. გვიანობამდე მეცადინეობდა. რამდენჯერ დასთენებია წიგნებით ხელში.... -გეყოფა ამდენი მეცადინეობა მოდი ჩაი დავლიოთ ქეთიმ წიგნები გვერდით გადადო და დივანზე მოკალათდა -ეს კი ნამდვილად კარგ დროს მოიტანე ცოტა დავისვენებ -აბა მოყევი როგორ მოგწონს სამსახური? -ძალიან მომწონს ეკა. მაგრამ ადრინდელზე მეტად ვიღლები. -პატარასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? -შემეჩვია და აღარ ჭირვეულობს თუმცა დედა ენატრება. უკვე იმ ასაკშია კარგად ხვდება დედას რომ მისთვის არ სცალია და მას რომ დაინახავს სხვა აღარავინ ახსოვს. -ძალიან საყვარლები არიან პატარები. ყველაფერს ხვდებიან. -ხოო. შენ რას შვები? რამდენი ხანია ნორმალურად არ გვისაუბრია? -რავიცი ნორმალურად მიდის სამსახურში ყველაფერი. მალე დამაწინაურებენ ალბათ რადგან წინასწარი ეტაპი გავიარე. -მიხარია... შენ და თორნიკე როგორ ხართ? -არ მინახავს რამდენი ხანია თუმცა ტელეფონით მირეკავს. -რატომ?ხომ მშვიდობააა? -ალბათ კიი.... რაღაც ცუდს მიგრძნობს გული.. მითხრა არ მცალია მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს მაგრამ მალე გნახავო... -ხო აბა რაა ბიძაშვილის ქორწილისთვის ემზადება ალბათ -აბა ეხლა არ მოიწყინო თორემ გავბრაზდები -რა ვქნა არ გამოდის ისე -არ დაურეკავს საერთოდ? -არა არც კი გამოჩენილა. როგორც ჩანს ისიც ჩვეულებრივი მატყუარა აღმოჩნდა ისეთივე როგორც დანარჩენები -არ ვიცი მაგრამ რატომღაც ეგ არ მჯერა მგონია რომ რაღაც ცუდი მოხდა და იმიტომ არ გეხმიანება -მეტი ცუდი რაღა უნდა მოხდეს?ეს ჩემთვის მოხდა ცუდი თორემ ის გადასარევად გრძნობს ალბათ თავს. ტელეფონმა დარეკა და ზარის ხმაზე შეხტა. ეკრანს რომ დახედა გული შეუფრთხიალდა. ის იყო.ჯერ არ პასუხობდა მაგრამ მერე გაწარებულმა უპასუხა ისე რომ მას არც კი აცადა ხმის ამოღება -აღარასოდეს გესმის, არღასოდეს ახსენო ჩემი სახელი და დაივიწყე რომ მე ვარსებობდი შენთვის.მოღალატე ხარ. -რას ამბობ ქეთი?-დაბნეულმა ჰკითხა ბიჭმა -მეზიზღები მოღალატე. შენს საცოლეს მიხედე და მე დამივიწყე. არაფერი აღარ მინდა შენზე რომ გავიგო. ქეთიმ ტელეფონი გათიშა -მშვიდობით ჩემო სიყვარულო. ჩაილაპარაკა და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. -იქნებ ჯობდა რომ მოგესმინა და აეხსნა ყველაფერი? -არაფრის მოსმენა არ მინდა. რაც ვიცი ეგეც საკმარისია -აბა ასე უნდა დაიტანჯო? -არა თავს ხელში ავიყვან. მორჩა ახლა მხოლოდ კარიერაზე ვიფიქრებ მეტზე არაფერზე.და ძალიან გთხოვ არც შენ აღარ მიხსენო -კარგი როგორც იტყვი დრო ქარივით მიქროდა. ახლოვდებოდა თაკოს ქორწილის დღე. დარდი თითქოს ნელ-ნელა მიყუჩდა. მაგრამ ტკივილს არ გაუვლია. უბრალოდ სწავლობდა მასთან ერთად ცხოვრებას. ალექსი ცდილობდა მასთან დალაპარაკებას და ჯიუტად ურეკავდა. ჯერ მის ნომერზე მერე ეკას სთხოვდა რომ ქეთი დაელაპარაკებინა. ის კი ჯიუტად უარს ამბობდა და თან უკვირდა რატომ ერთხელ მაინც არ შეეეცადა მის ნახვას. მის დავიწყებას ცდილობდა მაგრამ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა. მერე ალექსის ზარებიც შეწყდა და იფიქრა რომ ალბათ დაქორწინდაო...გული დასწყდა რომ ასე უიღბლოდ დასრულდა მისი პირველი სიყვარული... საღამო იყო.მათემ ძალიან დაღალა. პატარამ ფეხზე გაიარა და ახლა სულ უკან დევნა უნდოდა ერთ ადგილზე ვერ აჩერებდა. ბედნიერი იყო რომ ეს დღეს მის ხელში მოხდა და პირველი ნაბიჯები მისი თანდასწრებით გადადგა...აღფრთოვანებული მიუყვებოდა ქუჩას. ამიტომ ძალიან გაუკვირდა როცა მის წინ მანქანა გაჩერდა. მაშინვე მოეღრუბლა სახე როცა საჭესთან მჯდომი პიროვნება დაინახა. მანქანიდან გადმოვიდა და მის წინ გაჩერდა. -გამარჯობა -არ მჭირდება შენი გამარჯობა. -კარგი. ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ.მოკლედ ასე დაიწყო დათომ.-უკვე მიხვდი ალბათ რაც შემიძლია. -ნამდვილად მივხვდი რა ადამიანიც ხარ, კარგად ვიცი რომ ჩემი მშობლები შენ დაამუშავე და შენ მოიგონე ის სისულეები. -ხო მე ვიყავი გეთანხმები. მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. ცოლად უნდა გამომყვე. -იცი ხანდახან ვფიქრობ რომ ნორმალური არ ხარ. იცი რომ ვერასოდეს შეგიყვარებ და მაინც ჩემი ცოლად მოყვანა გინდა. იცი რომ ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით და შენ ჯიუტად აგრძელებ ამას.იცი რომ არასოდეს გამოგყვები -მომისმინე და დაიმხსოვრე შენ დამთანხმდები ცოლობაზე თანაც ამას ჩემი დის ქორწილში გავაკეთებთ ხვალ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ბავშვს ვეღარასოდეს ნახავ -რააა?შენ რა იცი იმ ბავშვზე? მე ყველაფერი ვიცი. მას რამეს დავმართებ იცოდე და დედამისსაც ზედ მივაყოლებ -ის ოჯახი არაფერ შუაშია და არაფერი დაუშავო -შენ გადაწყვიტე -ურჩხული ხაარ -ეგ აღარ მაინტერესებს -კარგი.-უთხრა მცირე ყოყმანის შემდეგ.-გამოგყვები მაგრამ იცოდე მერე შენ თავს დააბრალე ყველაფერი. ცხოვრებას ისევე გიქცევ ჯოჯოხეთად როგორც შენ მიქციე -მე კი არ იმ ვაჟბატონმა გიქცია ჯოჯოხეთად. -ალექსს ნუ ახსენებ.-გამწარდა ქეთი -ხოო ხომ მიგატოვა და ახლა უშენოდაა ბედნიერი.-გაეცინა დათოს -არ ახსენო-თქო გასაგებად გითხარი. ახლა წავედი ხვალისთვის უდნა მოვემზადო. არ მაქვს შენთან საუბრის დრო და ნერვები. გამწარებულმა ხელი ჰკრა და უკან მოიტოვა დათო.... დილით ადრიანად ადგნენ ორივე. დღეს თაკოს ქორწილი იყო და მშვენიერ განწყობაზე იყვნენ. ქეთის ეკასთვის წუხანდელზე არაფერი უთქვამს. არ უნდოდა მეგობარი ცუდ ხასიათზე დაეყენებინა და სიდუმლოდ შენახვა გადაწყვიტა გუშინდელი ამბის.დღეს დიდებული დღე იყო და ამას ვერავინ ჩაშლიდა. თაკო პირველი იყო მათ სამეგობროში ვინც ოჯახს ქმნიდა და უზომოდ უხაროდათ ეს ამბავი... ადრიანად წავიდნენ სალონში... საკმაო დრო მოანდომეს თავის მოწესრიგებას. ცოტა დააგვიანეს სახლიდან გასვლა. წინ რამდენიმე საატის გზა ჰქონდათ და იცოდნენ რომ ჯვრისწერითვის შეიძლებოდა ვერ მიეწროთ. -ჩქარა გამოდი ეკა, ტაქსი უკვე გველოდება -მოიცადე საჩუქარი დამრჩა. -მე ჩავალ ქვემოთ დაგელოდები -კარგი მეც მოვდივარ უკე დაგეწევი.... ეკამ კარი დაკეტა და კიბეებზე დაეშვა.... სიძე-პატარძლის მანქანა რესტორნის წინ გაჩერდა . მაყრიონმა და მანქანის სიგნალებმა გააყრუა იქაურობა. გარე უამრავი ხალხი ელოდათ. პირველი ტასუნა გადმოხტა მანქანიდა. მასაც საყვარელლი თეთრი კაბა ეცვა და ბედნიერი იყო. -მორჩა დღეიდან უკვე ჩემი ხარ. -მოეხვია გიორგი თაკოს -უბედნიერსი ვარ. -დღეიდან სულ გვერდით მეყოლები.-გიორგიმ ხელზე დაიხედა. მარჯვენა ხელს საქორწინო ბეჭედი უმშვენებდათ ორივეს. -ეს იდეა საიდან მოგივიდა რომ ჩვენი სახელები ამოგეტვიფრა ბეჭდებზე. -მინდა ყოველთვის გახსოვდეს როგორ მიყვარხარ და მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით მინდა იყო. არასოდეს მიმატოვო. -გპირდები არასოდეს მიგატოვებ. თაკომ ხალხს გახედა და მოიწყინა -ქეთი და ეკა არ ჩანან??ჯვრისწერაზეც ვერ მოგვიწრეს -მოვლენ ჩემო სიხარულო. არ მოიწყინო. -თქვენ გადმოსვლას არ აპირებთ?-მიუახლოვდა ნიკა -მოვდივართ. მოკლედ მეჯვარეები უკვე ადგილზე ვართ და მზად ვართ ხელის მოწერის ცერემონიალისთვის.- გიორგი პირველი გადავიდა მანქანიდან. შემდეგ თაკოს გაუღო და ხელი მაგარად ჩაჰკიდა -არასოდეს გაგიშვებ სულ ასე ვივლით. -მიყვარხარ -უთხრა თაკომ. ხალიჩაზე პირველი ტასო მიდიოდა. უკან მეჯვარეები ანა და ნიკა მიჰყვებოდნენ. მათ უკან კი სიძე-პატარძალი. ხალხი ოვაციებით შეხვდა მათ დანახვას. ატყდა ჩურჩული ნამდვილად იმსახურებენ ერთმანეთს და ლამაზები არიანო. საუბრობდნენ ერთმანეთთან. მათთვის განკუთვნილ ადგილზე რომ მივიდნენ მაშინ შევიდნენ ეკა და ქეთი დარბაზში. თაკომ მაშინვე შეამჩნია და სიხარულისგან იყვირა. პირველი ეკა დაწინაურდა და მეგობარს მოეხვია -რა ლამაზი ხარ. -ჩემი ლამაზი გოგო. საუკეთესო ხარ. -მაინც მოხვედით როგორ გელოდით. -ხომ იცი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო აუცილებლად მოვიდოდით. -მერე არ ჩამეხუტებით?-მოირბინა ანამ. ოთხივე ერთმანეთში მოეხვია და ერთამენეთით ხარობდნენ. -გოგოებო ძალიან მიხარია თქვენი ჩამოსვლა. -დიდი მადლობა სიძე.-გაიხუმრა ეკამ -ახლა უკვე ჩვენი სიძე ხარ ნომერ პირველი. -ოხ ქეთი ქეთი. საყვარელო ხელის მოწერის დროა.-მიუბრუნდა თაკოს. -ახლავე მოვდივარ.... ყველამ თავის ადგილი დაიკავა და ცერემონიალი დაიწყო. პატარძლის გვერდით ანა იდგა მათ უკან კი გოგოებმა დაიკავეს ადგილი. სიძის გვერდით ნიკა და ბაჩო იდგნენ, ამასობაში თორნიკეც შეუერთდა და ჩუმად მიეპარა ეკას მისი შეშინება გადაწყვიტა. ეკა შიშისგან შეკრთა, მაგრამ ის რომ დაინახა გაუცინა და მოეხვია. -მომენატრე -მეც სე საძაგელო. ასე უნდა დაკარგვა. -მაგაზე სხვა დროს ახლა გავერთოთ... ცერემონია დასრულდა. წყვილი უკვე მილოცვებს იღებდა.გოგოებმა საჩუქარი გადასცეს თაკს. მერე პირველი სიტყვა თაკოს მამამ ითხოვა და სადღეგრძელო წრმოსთქვა. -ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და სიმართლე რომ გითხრათ არც მეხერხება. არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ ერთს გეტყვი გიორგი. თაკო ჩემი განძია. ობლობაში გაიზარდა. მისთვის არაფერი დამიკლია, ცხოვრებამ ცოტა დატანჯა მაგრამ ახლა მას შენ გაბარებ. გაუფრთხილდი იცოდე. ის ჩემი განძი იყო და ახლა უკვე ჩვენი ოქრო გახდა. ულევ ბედნიერებას გისუვებთ მთელი ცხოვრება, იხარეთ და იბედნიერეთ. შემდეგ გიორგის მშობლებმა დალოცეს სიძე-პატარძალი. მეგობრებმა. მერე მხირულება დაიწყო. პირველი ცეკვა წყვილმა შეასრულა,მერე მეჯვარეები შეუერთდნენ. მაგრამ ბაჩომ ანა ნიკას გამოსტაცა და არ დაუთმო მასთან ცეკვა. სამაგიეროდ ნიკამ ქეთი აიყოლია. ეკამ თორნიკე და ასე საერთო მხიარულება შეიქმნა. თუმცა გულში ყველა ერთ რამეზე ფიქრობდა ალექსი დღეს აქ უნდა ყოფილიყო და ამ დღეს არ უნდა დაჰკლებოდა..... ქეთიმ სტუმრებში მშობლებიც დაინახა. დათოსთან ერთად უსხდნენ სუფრას. თავი აარიდა. მათთან არც მისულა. მეგობრებს არ მოშორებია. მორიგი სადღეგრძელოს დროს დათომ დრო იხელთა და ქეთისთან მივიდა. ძალით წაიყვანა საცეკვაოდ. ეს მხოლოდ ეკამ და თორნიკემ შეამჩნიეს. - -ქეთის რა ჭირს? -არაფერი ალექსთან დაშორებას განიცდის. -გასაგებია. იქნებ თვითონ დაშორდა და იმიტომ -შენ რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალე და თავს მარიდებ, რა ხდება? -არაფერი -ალექსზე რამე იცი?მართლა ქორწინდება -ეგ სისულელე საიდან მოიტანე? -გავიგე -ბევრს ნუ ლაპარაკობ-ტქო შენ ათასჯერ გაგაფრთხილე . არც კი იცი რაშია საქმე. ას რომ მორჩი სისულელეების ლაპარაკს. -კარგი როგორც იტყვი.უბრალოდ გული მტკივა ასე რომ დასრულდა მათი ამბავი და ჩემი მეგობარი იტანჯება. -დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს...-ჩაილაპარაკა თორნიკემ.... მხიარულება გრძელდებოდა. მამაკაცების ნაწილს სასმელი უკვე მოჰკიდებოდათ და სითამამეც მოჰმატებოდათ. მუსიკაც უფრო ხსირად უკრავდა. დროს გადიოდა. საქორწილო ტორტი ფეირვერკის ფონზე შემოტანეს. წყვილმა ერთობლივად გაჭრეს ტორტი და პირველი ნაჭერი ერთმანეთს უწილადეს. თუმცა ტასომ ამაზეც საყვედური განაცხადა და მასაც მოუნდა ტორტი. თაკომ მაშინვე მიაწოდა თავისი წილი და ბედნიერმა ბვშვმა მაშინვე ბებიასთან მოკურცხლა. ტორტის შემდეგ თაიგულის დროც მოვიდა. გასათხოვარი გოგოები სცენის წინ შეიკრიბნენ და მოემზადნენ მის დასაჭერად. თაკომ ისინი რამდენჯერმე მოატყუა. მაგრამ ბოლოს მაინც ისროლა. თაიგული ყველას გადააფინდა და ქეთის ჩაუვარდა ხელებში. რომელიც არ ელოდა და დაბნეული იყურებოდა. დათომ დრო იხელთა და მუსიკოსებს უბრძანა აკვრა შეეწყვიტათ. მიკროფონი აიღო და ყველას გასაგონად გმოცხადა. -ვულოცავ ჩემს დას გაბედნიერებას და მინდა ახალი ამაბვი მეც შეგატყობინოთ. მალე მეც დავქორწინდები. ქეთი თანახმაა ჩემს წინადადებაზე რომ ცოლად გამომყვეს. ვინც არ იცოდა რაში იყო საქმე მიულოცეს და დარბაზი ტაშმა მოიცვა, მაგრამ დანარჩენი ყველა გოგნდა. თავზარი დაეცა ამ ამბის მოსმენაზე.არც ქეთი ელოდა დათოსგან ასეთ საქციელს. იდგა ერთ ადგილზე და ადგილიდან ვერ იძვროდა. თაიგული რომელიც ხელში ეჭირა ძირს დააგდი ფეხებით გადათელა და იკივლა. -არაა. თავი დამანებეთ ყველამ. მერე მეგობრების გაოცებულ სახეებს თვალი მოავლო და დაბრაზიდან გაიქცა, გარბოდა უკან მოუხედავად ისე რომ არავინ დასწეოდა. მაგრამ ეკამ მარტო არ დატოვა მეგობარი და უკან გაეკიდა, -ქეთი ნუ გარბიხარ გაჩერდი.-ეძახდა ის.-სისულელე არ ჩაიდინო გთხოვ ყველაფერს გასცდა და ქალაქის გასავლელთან გაჩერდა. ირგვლის სიბნელე იყო.შეეშინდა მაგრამ ეკას ხმა მოესმა -რა გჭირს? ეს რას ნშნავს? -არაფერს. სხვა დროს აგიხსნი. -წამოდი სახლში წავიდეთ ნუ ტირიხარ დაწყნარდი. -ახლა რაღც უნდა მოვიფიქრო ეკა რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო. -რა ჯოჯოხეთი ამიხსენი კარგად -მორჩი ახლა მე ვიბრძოლებ ბედნიერებისთვის. დეტექტივი მჭირდება ეკა -რათომ?რა ხდება?რატომ დათანხმდი ცოლობაზე? -არ შემიძლია ამის თქმა -გაშანტაჟებს? -არა. -ქეთი -გაჩუმდი გთხოვ და ასე ვიყოთ რააა ცოტა ხანს.... ქორწილ მათ გარეშე დასრულდა, ახალდაქორწინებულები საქორწინო მოგზაურობაში ვერ გააცილეს. წასვლის წინ თაკოს და გიორგის მისი გარდაცვლილი ცოლის მშობლებმაც მიულოცეს და ბედიერება უსურვეს. ყველა წავიდა. მხოლოდ ანა ბაჩო ნიკა და თორნიკე დარჩნენ. -ეს რა ხდება გამაგებინეთ ვინმემ. -არ ვიცი ნიკა მეც არ ვიცი -იქნევ შენ გვითხრა რამე თორნიკე. სადაა ალექსი და ამ ყველაფერს რატომ უშვებს. -ანა ახლა ვერაფერს აგისხნი მაგრამ დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევა.,-ჩაილაპარაკა მან -ბიჭებო მე ანას გავაცილებ და მერე დავბრუნდები თქვენთან -მალე მოდი ბაჩო საქმე გვაქვს თან სერიოზული. -კარგი თორნიკე დამელოდეთ და მალე მოვალ.... ბაჩომ ანა სახლში რამდენიმე წუთში მიიყვანა ნაჩქარევად დაემშვიდობა და ბიჭებთან დაბრუნდა. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ თორნიკეს მანქანში ჩასხდნენ და ქალაქი დატოვეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.