შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფილფანი-ნი-სვანი, ადამია-ია-მეგრელი ნი-ია ნია (თავი2)


18-08-2016, 14:45
ავტორი magdamargia
ნანახია 1 795

მეტად დამღლელი აღმოჩნდა ადამიების ერთადერთი ქალიშვილისთვის სამუშაო დღე. მართლაც, მარტივი ხომ არ არის ამდენი საქმის ერთდროულად კეთება? ჯერ სამსახურში მისულიც არ იყო ტატამ კარებშივე, რომ აჯახა ფილფანების ჰოლდინგის ახალი პრეზიდენტის პრესისთვის წარდგენას უნდა დაესწროო. ერთი შოკი იქ განიცადა. ჯერ ამისთვის არც იყო მზად რადგან მის საქმეს რედაქციაში აქამდე სტატიების შემოწმება და გადაკეთება წარმოადგენდა, ახლა კიდევ იმის გამო რომ მარიკას ოჯახური პრობლემები ჰქონდა ჯერ სტატია უნდა დაეწერა, მერე ინტერვიუ ჩაეწერა უმცროს ფილფანტან და ბოლოს გაზეთში გამოსაქვეყნებელი სურათებისთვის ფოტოსესიაც გაემართა. ზედმეტიც კი იყო ამდენი საქმე ამ კაფანდარა გოგოსთვის მაგრამ თათა რის ტათა იყო დაბრკოლებები რომ არ გადაელახა, თანაც იცოდა თუ ამას არ იზამდა ტატა დაუფიქრებლად მოისვრიდა რედაქციიდან. არანაკლებ დაღლილი დაბრუნდა სახლში ანდრონიკაშილების სიამაყე და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში.
***
წინა დღით გონის წასვლამდე ნასვამი თორნიკე ძლივს წამოდგა ფეხზე, თავი უსიამოვნოდ გააქნია და საწოლიდან წამოდგა. იატაკზე უწესრიგოდ მიყრილი შარვალი ამოიცვა და პერანგის ჩაცმას იწყებდა როცა უკან შეტრიალდა და თავის საწოლში გართხმული დიტო დაინახა, რომელიც მშვიდად ფშვინავდა. თვალები კარგად მოისრისა იმის შესამოწმებლად მართლა იწვა დიტო თუ არა თავის საწოლზე მაგრამ არა თურმე არ ეჩვენებოდა დიტომ მართლაც მთელი ღამე თორნიკეს საწოლში გაატარა. იმდენად დაიბნა თორნიკე რომ უკან სვლისას სკამს წამოედო სკამი წაიქცა და ხმაურზე დიტომაც წამოყო თავი.
–უპს.. ჩემო სიყვარულო უკვე გაიღვიძე?–ღიმილით ეუბნებოდა საწოლზე წამომჯდარი დიტო ძმაკაცს
–დიტო? შენ აქ რას აკეთებ?–ისევ გაკვირვებული აცეცებდა აქეთ იქით თვალებს თორნიკე
–კარგი რა ძვირფასო გუშინდელი ღამე არ გახსოვს?– სატირლად დაბრიცა ტუჩები დიტომ–დავიჯერო ამის მერე შენი ყველა საყვარლებივით მიმაგდებ?
–დიტო მორჩი მაიმუნობას და თქვი აქ რას აკეთებ?–მოთმინება დაკარგულმა ტონს აუწია თორნიკემ.
–კაი რა მოგივიდა, ნეტა ძმაკაცები არ ვიყოთ და ნეტა ბავშვობიდან ერთად არ გვეძინოს მაინც. გუშინ იმდენი დავლიეთ შენი თანამდებობაზე დანიშვნის ამბავის გაგების მერე რომ სახელები არ გვახსოვდა. მე მანქნით ვიყავი და იმდენიც არ დამილევია რამდენიც შენ დემემ და ანდრეამ მერე დაიჟინე სახლში უნდა წავიდეო, მეც მარტო ვერ გამოგიშვი და წამოგიყვანე აქ კი აიჩემე როგორც ბავშვობაში ერთად დავიძინოთ ძალიან მომენატრა ჩემი ძმაო, მეც გული ამიჩუყდა ბოლობოლო რამდენი წელია არ მინახიხარ – ზეპირად ჩამოურაკრაკა ყველაფერი დიტომ
–ძმა ხარ რა, შენ ვერც კი წარმოიდგენ მართლა როგორ მომენატრეთ.... ნუ დემე და ანდრო ხო ბაზარია არაა ძმები არიან მაგრამ შეენ? მე და შენ აი რასაც ქვია ტრუსიკის ძმაკაცები ვართ რა სულ 6 წლის ვიყავი რაც გაგიცანი და აგერ უკვე 20 წელია ერთად მოვდივართ მაგრა მიყვარხარ რა ძმა ხარ რომელიც არასდროს მყოლია ჩემი არაბიოლოგიური ძმა ხარ რაა – გაექანა და ჩაეხუტა თორნიკე დიტოს
–ხომ იცი რომ ვერ ვიტან სენტიმენტებს მომშორდი თუ ძმა ხარ რა– თვალებში ცრემლებჩამდგარმა მაგრამ მაინც ხუმრობის ხასიათზე მოსულმა დიტომ ხელი კრა ძმაკაცს–მეც მაგრა მენატრებოდი და მიხარია აქ რომ ხარ , კარგი ახლა გვეყო სენტიმენტები და წავედით დღეს დიდი დღეა, ჰოლდინგის თანამშრომლები უნდა გაიცნო ხვალ კი წვეულება იქნება..
–ხო წავიდეთ
***
მზის სხივების სახეზე უსირცხვილოდ ტამაშმა გააღვიძა ადამიების ქალი დილის 7 საათზე. სახე შეჭმუხნა უნდოდა ძილი შეებრუნებინა მაგრამ რას გააწყობდა, ხელები სახეზე მოისვა და საწოლზე წამოჯდა, 9–ზე უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო. თავს მხოლოდ იმით იმსვიდებდა რომ სულ რაღაც სამ დღეში დაიწყებოდა უნივერსიტეტიდანაც არდადეგებზე დათხოვნები და ამ 2 თვეს მაინც გაატარებდა სრულ იდილიაში და ცოტას მაინც დაისვენებდა. ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან ჯერ ფანჯრები გააღო და ქუჩაში მოსიარულე ბაბუს მიესალმა რომელიც ყოველთვის ამ დროს გამოდიოდა სახლიდან და მოპირდაპირე მხარეს ყვავილებს ყიდდა
–წარმატებულ დღეს გისურვებთ მოსე ბაბუ–ტკბილი ხმით გასძახა თათამ მოსე ბაბუს და თან ხელი დაუქნია
–გმათლობ თათა შვილო შენც ასევე–თბილი მზერით დააჯილდოვა მოსე ბაბუმაც თათა და დახლს მიუბრუნდა სადაც ყვავილები უნდა დაეწყო.
თათა გაამხიარულა დილის ასე სასიამოვნოდ დაწყებამ და სიმღერ სიმღერით მიაშურა სააბაზანოს, წყალი ღოღინით გადაივლო და ტანისამოსი ცაიცვა მერე კი ლიზას ოთახს მიაშურა მის გასაღვიძებლად.
–ლიზუ გაიღვიძე ჩემო კარგო უნდა წავიდეთ უნი..– საუბრის დასრულება ვერ მოასწრო რომ ლიზა უკვე ჩაცმული წინ აესვიტა
–ვიცი თათა მე უკვე მზად ვარ წამოდი ყავა დავლიოთ და წავიდეთ
–ვახხ.. ლიზიკო ასე ადრე რამ გაგაღვიძა.. საოცრებაა პირდაპირ
ლიზას პასუხი არ გაუცია ღიმილით გავიდნენ სამზარეულოში და უკვე ადუღებული ყავის სმა დაიწყეს. სულ ასეთი იყო ლიზა მოწესრიგებული დინჯი და შრომისმოყვარე, სულ ზრუნავდა თათაზე მიუხედავად იმისა რომ ტოლები იყვნენ მაინც დედასავით იყო თათასთვის...
–თათა როდისაა წვეულება?
–უი ეგ კარგი გამახსენე, ხვალაა ფილფანების ჰოლდინგში, მართალი გითხრა ძალიან ვნერვიულობ არ მინდა რამე შემეშალოს პირველია ასეთ საქმეზე რომ მივდივარ
–არაფერია სანერვიულო თათა უკვე 6 თვეა ტატასთან ვმუშაობთ უნდა გცოდნოდა რომ ერთ მშვენიერ დღეს პრაქტიკაზეც გაგიშვებდა, მშვენიერი იქნება შენთვის გამოცდილებასაც მიიღებ.
–ხო მაგრამ არ ვარ ჯერ მზად–ისევ ბუზღუნებდა თათა. –ეხლა სტატია უნდა დავწერო მერე ინტერვიუ და ბოლოს ფოტოსესიაღა დარჩა..
–ხო კაი, ეხლა წავიდეთ სულ სამი დღე და მერე დავისვენებთ ცოტას
სახლიდან ერთად გავიდნენ და პირდაპირ უნივერსიტეტს მიაშურეს.
***
შავ შარვალ–კოსტიუში გამოწყობილი წარსდგა უმცროსი ფილფანი ჰოლდინგშ მომუშავე ადამიანების წინაშე. ღიმილით ადევნებდა თვალყურს ირგვლივ მყოფებს და სიამაყით ივსებოდა იმის გამო რომ ამხელა ჰოლდინგი მამამისმა შექმნა და ახლა თავად უნდა გამხდარიყო ამ დიდი ოჯახის წევრი, თავად უნდა ეგრძნო ის სიამაყე რასაც ამდენი ხანი მამამისი გრძნობდა, თავად უნდა აეღო თავის თავზე ამხელა კომპანიის მართვა და თავად უნდა დაეცვა ჰოლდინგის ღირსება. მილიონჯერ მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა ახლა თორნიკე ფილფანი იმ ადამიანის წინაშე რომელიც სიხარულით აცნობდა თავის თანამშრომლებს სიტუაციას და სიამაყით საუბრობდა თავის ვაჟზე 100–ზე მეტი ადამიანის წინაშე. თორნიკე მამამისის მიმართ უსაზღვრო მოწიწებას ამ ხალხის თვალებში კითხულობდა და უასმაგდებოდა მის მიმართ პატივისცემა, გონს ბატონი ვაჟას ხმამ მოიყვანა...
–ჩემო საყვარელო ადამიანებო, დღეს მართლაც რომ დიდი დღეა ფილფანების დინასტიისთვის, მოგეხსენებათ ზუსტად 15 წლის წინ თქვენთან ერთად ერთობ დიდ საქმეს შევეჭიდე . მაშინ ჩემი თორნიკე მეტად თავქარიანი ყმაწვილი გახლდათ, ის ჯერ კიდევ ბურთის თამაშით ირთობდა თავს , ჩვენ კი საქვეყნო საქმეს ვასრულებდით. 15 წლის წინ თქვენი ძალისხმევით დავაარსეთ ეს ჰოლდინგი და დღემდე ინარჩუნებს თავის სახელს. ამ 15 წლის მანძილზე თქვენ გახდით ჩემი ოჯახი, თქვენ მეხმარებოდით ყველაფერში და თქენთან ერთად მივაღწიე ამ ყველაფერს. ისე მოვედით აქამდე რომ ერთმანეთისთვის ზედმეტი სიტყვა არ გვიკადრებია, სრულ იდილიაში ვიმუშავეთ, და დღეს დადგა დრო როდესაც უნდა ჩამოვშორდე ამ საქმიანობას და უფრო მეტი დრო გავატარო ჩემს მეუღლესთან ერთად რომელიც ამდენი წლის მანძილზე მოთმინებით მელოდა, არ იფიქროთ რომ სამუდამოდ გტოვებთ არამც და არამც შემოგივლით ხოლმე მანამ კი გიტოვებთ ახალ დირექტორს ფილფანების გვარის გამგრძელებელს თორნიკე ფილფანს. დღეიდან ის გაუძღვება ფილფანების საგვარეულო საქმეს. ხო მართლა სულ გადამავიწყდა ხვალ საღამოს 6 საათზე უკლებლივ ყველას გელოდებით ჩემი ვაჟისადმი მიძღვნილ წვეულებაზე სადაც თორნიკეს ოფიციალურად პრესის წინაშე გამოვაცხადებთ კომპანიის პრეზიდენტად.– ტაშით და ოვაციებით შეხვდა მთელი პერსონალი თორნიკეს და აი აქ იგრძნო ფილფანმა თუ რამხელა საქმეს შეეჭიდა მაგრამ ისიც ნათელი იყო რომ საკმაოდ მოსიყვარულე ხალხთან მოუწევდა მუშაობა.–თორნიკე შვილო შენ არაფერს იტყვი?–მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო ვაჟამ შვილს
–რა უნდა ვთქვა მამა მადლობის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მინდა გითხრათ რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ. წინ წარმატებისკენ.
თანამშრომლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თორნიკემ და მათაც იგრძნეს რომ ახალი უფროსი მართლაც რომ დასაფასებელი პიროვნება იყო. მთელი ამ ხნის მანძილზე თორნიკეს გვერდში ედგა თავისი საძმო ანდრეას დიტოს და დემეს წარმომადგენლობით
–გილოცავ ძმაო ძალიან მაგარი ხალხია შენ ყველაფერს შეძლებ– ამხნევებდა დიტო ძმაკაცს
–მართლაც ასეა– ბანი მისცა დემემ და 4 ძმა ერთმანეთს ჩაეხუტა ისე როგორც 8 წლის წინ თორნიკეს გაცილებისას აერტოპორტში
***
უკვე დღის 4 საათი იწურებოდა უნივერსიტეტიდან რომ გამოვიდნენ ლიზა და თათა და პირდაპირ რედაქციაში გაეშურნენ, სულ ასე იყო ტატამ იცოდა გოგონები სწავლობდნენ და სწორედ ამიტომ არ თხოვდა მათ დილიდან სამსახურში ყოფილიყვნენ მათი სამუშაო დღე 5 საათიდან საღამოს 10 საათამდე გრძელდებოდა. ახლაც რეადქციისკენ მიეშურებოდნენ დღეს მეტად დამღლელი დღე ელოდა თათას რადგან ხვალისთვის ყველაფერი მოსაგვარებელი იყო უნდა შეედგინა კითხვები რომელსაც ინტერვიუს დროს ბატონ თორნიკეს დაუსვამდა. ინტერვიუ საღამოს 8 საათზე იყო ჩანიშნული. მანამდე კი კაბის ყიდვაც უნდა მოესწრო.
როგორც ყოველთვის ტატა კარში დახვდა გოგონებს თან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
–გამარჯობათ გოგონებო. ერთი ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის, ნუ თქვენთვის კი არა თათასთვის. თათა ის ფოტოგრაფს რომელსაც ფილფანთან ინტერვიუს დროს ფოტოები უნდა გადაეღო ნახევარი საათის წინ დაურეკეს დედა ჰყავს ავად და სასწრაფოდ მოუწია წასვლა ამიტომ ალტერნატიული ვარიანტი უნდა მოვძებნოთ თუ არადა ჩვენი საქმე წასულია–მიაყარა ტატამ და ბოლთის ცემა განაგრძო
–კარგი ტატა არ ინერვიულო ლიზა გამომყვება თან ფოტოებსაც მშვენივრად იღებს, დამერწმუნე ზედმეტი ფილოსოფია არცაა საჭირო ორიოდე ფოტოს გადაღებისთვის–დაუფიქრებლად წამოროშა თათამ
–ვითომ შეძლებს–ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ჯერ კიდევ დაბნეულ ლიზას მერე კი გონს მოეგო– კარგი იყოს ლიზა, ნუ ღელავ ლიზიკო ანაზღაურების გარეშე არ მოგიწევს წასვლა გადაგიხდი
–მეე... ხო... კარგი... დამატებითი თანხა ამ მაწყენს– გახარებულმა მიუგო ლიზამაც
გოგონები შესასვლელში გაიყარნენ თათამ ცარიელ ოთახს მიაშურა სადაც მშვიდად შეძლებდა მუშაობას ლიზი კი იქითკენ გაემართა სადაც ფოტოაპარატი ეგულებოდა იფიქრა ცოტას წავივარჯიშებ თავს ხომ ვერ შევირცხვენო და კართანვე დაემშვიდობა ტატას.



№1  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრდზელე

 


№2 სტუმარი Guest თამარი

იმდენად უცნაური სათაურია,რომ მიმიზიდა და ჩამითრია

 


№3 სტუმარი Ani

Dzaan momewona es istoria da samwuxarod ar daasrulet... martalia2016 daweret magram tu gaagrdzelebt moxaruli viqmnebi, martla kargi naweri gaqvt, gtxovt gaagrdzelet..

 


№4  offline წევრი magdamargia

Ani
Dzaan momewona es istoria da samwuxarod ar daasrulet... martalia2016 daweret magram tu gaagrdzelebt moxaruli viqmnebi, martla kargi naweri gaqvt, gtxovt gaagrdzelet..

ვაიმე უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3 დიდი ხნის წინ იწერებოდა ეს ისტორია და არც კი ვიცი რა გითხრათ <3 ვერ გპირდებით, რომ ხვალ ან ზეგ დავდებ, მაგრამ უახლოეს მომავალში ალბათ დავძლევ გარკვეულ გარემოებებს და სრულად ვატვირთავ <3 მადლობა, რომ გახსოვს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent