შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ პირველი... II (თავი 2)


18-08-2016, 19:21
ავტორი BuBuu
ნანახია 1 241

***
სიყვარული წყურვილია უკვდავებისა
***
მე რომ კომპიუტერთან „საქმე“ გამომიჩნდება, ზუსტად მაშინ ახსენდება ჩემს ძმას მულტფილმებზე ყურება ან როგორც თვითონ ეძახის ‘სროლები’-ს თამაში; ზუსტად მაშინ გადაწყვეტს დედაჩემი, რომ ნამცხვრის კეთებისას ჩემი დახმარება სჭირდება; ზუსტად მაშინ ახსენდება მამაჩემს, რომ ვაშლის ჭამა სდომებია და მთხოვს დავუჭრა...
- ოო კარგით რაა..
ამოვიოხრე.
„რაღა ახლა ამიმხედრდა მთელი ოჯახი ? ხტფუი“
ჩუმად ვბუზღუნებ და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მოვითავო ‘დაკისრებული საქმე’.
როგორც ჩანს, დედა ამჩნევს ჩემს აფორიაქებას.
- სად გეჩქარება ასე ქალბატონო ?
ვკრთები.
- აუუ სოფიამ მთხოვა ფერმაში საჩუქარი გამეგზავნა და გაბრიელი არ მსვამს კომპიუტერთან. უთხარი რა რამე.
წუწუნს ვაგრძელებ და მგონი ვწითლდები კიდეც.
- სულ ‘აუ აუ აუუუ’ ... გაგონილა ახალგაზრდა გოგო ამდენს წუწუნებდეს ?
უკვე მრავალჯერ გაგონილ ფრაზაზე მეღიმება და საწყალ სახეს ვიღებ. იქნებ ამან მაინც გაჭრას და დახმარება აღარ მთხოვოს. მერე კი სიცილით ისევ მრავალჯერ გამეორებულ პასუხს ვუბრუნებ :
- აუუ არ მოგბეზრდა ჩვენი მეზობლის, შავტუჩება ლამარას ფრაზებით ლაპარაკი ნინიკო ?
ამაზე ორივეს გვეცინება.
ბოლოს ‘შენ არაფერი გეშველება’-ს სახით ხელი ჩაიქნია და გაბროს დაუყვავა დასვი შენი ‘საცოდავი’ დაო. მეც მეტი რაღა მინდოდა ? როგორც ბებიაჩემი იტყვის ხოლმე, ფართხაფურთხით მივუჯექი კომპიუტერს. პაროლის შეყვანის დროს გული სასწაულად მიცემდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი, ასე რამ ამაცერცეტა ამხელა გოგო-თქო. საიტზე შესულს კი აღარც ჩემი ფიქრები მახსოვდა და აღარც სადღაც კუთხეში მიმწყვდეული, საგულდაგულოდ გაკოჭილი ჩემი მეორე მე. სასწრაფოდ ფერმა გავხსენი, თან ცალი თვალი სმს-ების კუთხეს შევავლე. გული გადამიქანდა. პატარა ოთხკუთხედ უჯრაზე - 4 ეწერა. აქამდე თუ ვერ ვითმენდი , მინდოდა გამეგო საპასუხოდ რა მომწერა, ახლა რატომღაც თავს ვიკავებდი. ვგრძნობდი, სმს-ის გახსნის წამიდან ისევ დაუფიქრებლად მივწერდი და კვლავ ამიყოლებდა საუბარში. უსუსურობა ვიგრძენი.
დავინახე როგორ გაიხსნა ფერმა. ინსტიქტურად ავირჩიე საჩუქარი და მეგობარს გავუგზავნე. უცებ ჩემში შიში და დაბნეულობა კვლავ გაბრაზებამ შეცვალა. „ რა უტვინო ხარ ანა. რომელი საუკუნეა ? რა ‘ოდნო’, რის ‘ოდნო’... როდის იყო აქ ბიჭებს ამდენ ყურადღებას აქცევდი ? ისევ იგივეს უბრუნდები არა ? დედას ბრალია, რა აიტეხა თამრიკოს ფოტოები უნდა ვნახო სასწრაფოდო . ან მე რა ჯანდაბა დამემართა ? “
ჩემს ქვეცნობიერთან „რინგი“ მქონდა გამართული და ლამის იყო ნოკაუტში ჩამეგდო იგი, რომ ‘ტუნკ ტუნკ’ -ო და ხმამ მაცნობა როგორ მოვიდა კიდევ ერთი სმს. ვეღარ მოვითმინე და გავხსენი კიდეც.
- ეს როგორ გავიგო ?
- ანუ ? ესაა ჩემს კითხვაზე პასუხი ?
- ანნაბელ
- ?
ანნაბელ. ჰმმ. ორი -ნ. სერიოზულად ? ანაბელ-ით მხოლოდ დედაჩემი მომმართავს. ამან კიდევ ანნაბელი-ო. ო ღმერთო.
- აქ ხარ ?
ესეც ბოლო სმს-ი.
„ჯანდაბა, რა ვქნა ? „ სანამ ამ ფიქრებში ვიყავი დავინახე როგორ დაიწყო კვლავ ბეჭდვა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია ისე მივწერე :
- აქ ვარ.
- კარგია. ვიფიქრე დაგაფრთხე- თან ღიმილის სმაილიკი მოჰყვა.
- რა გქვია ?
ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. რა გააკეთე ანა ? ეს უკვე იმას ნიშნავდა რომ თანახმა ვიყავი. ჯანდაბა, რატომ არ მომატყდება ეს ხელები ?
ასჯერ მაინც გამოვლანძღე საკუთარი თავი ჩემი დაუფიქრებლობის გამო. ბოლოს როგორღაც დავწყნარდი და პასუხს დაველოდე. დიდხანს ბეჭდავდა... უკვე ნერვები აღარ მყოფნიდა. სადაც იყო ავფეთქდებოდი, რომ სმს-იც გამოჩნდა.
- ეს აუცილებელია ? აუცილებელია ჩემი სახელი იცოდე?
„რაო ? ვერაა ეს ხო ? „
- მეგობრობას მთავაზობ და სახელიც კი არ გინდა მითხრა ? კარგი.. სად ცხოვრობ ?
- ვფიქრობ, არც ესაა აუცილებელი.
- ტერორისტი ხარ ?
- რატო ? საიდან დაასკვენი ? და თან სიცილის სმაილები მოჰყვა.
უხხ. ჭკუას როდის ისწავლი შენ ანა ?
- რავი მე. არც სახელს მეუბნები, არც არაფერს. აბა კრიმინალისტი ხარ ?
- არა ანნაბელ. არც ტერორისტი ვარ, არც კრიმინალისტი და არც სერიული მკვლელი. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.
ისევ ანნაბელ.
დამაჟრიალა.
ჯანდაბა.
რა მჭირს?
დასამშვიდებლად ყელზე ნერვიულად ხელს ვისვამ და საპასუხო სმს-ის ბეჭდვას ვიწყებ...
დიდხანს ვწერდით ერთმანეთს. ვერც კი გავიგე ისე ამიყოლია საუბარში. ვატყობდი, როგორც იტყვიან ხოლმე, კაი ნაკითხი და განათლებულია ადამიანიაო, ისეთი იყო ზუსტად. მობეზრებული მყავდა ბიჭები, რომლებიც ელემენტარული მოკითხვის დროს, კითვას, კითხვით ნიშანს არ აყოლებდნენ და უნდა მიმხვდარიყავი, გეკითხებოდა თუ ისე ამბობდა . „ის“ კი სხვანაირი იყო. განსხვავებული. ძალიან თავისუფლად და ჩემთვის გასაკვირად საუბრობდა და აზროვნებდა. ან იქნებ, ასეთად მაჩვენებდა თავს ? არ იყო გამორიცხული. ამის გაფიქრებზე რატომღაც შიში მიპყრობდა. შიში, რომ კიდევ ერთხელ გამიცრუვდებოდა იმედები.
იმ ღამით ისე გავერთეთ მიმოწერაში კომპიუტერიდან ტელეფონზე გადავინაცვლე. ტელეფონით შევედი საიტზე და უკვე ჩემს ოთახში, საწოლზე წამოწოლილი ვწერდი ჩემთვის მაინც უცნობ ბიჭს ათას თემაზე.
დრო და დრო მიკვირდა საკუთარი თავის. მე, არც ისე გახსნილსა და მრავალი კომპლექსების მქონე გოგო, ვიღაც ბიჭს ვწერდი მთელი ღამე. თან სად ? „ოდნოში“.
დილით გაღვიძებულს გამახსენდა როგორ ჩამეძინა წინა ღამით ისე , რომ არც კი დავმშვიდობებულვარ. საკუთარ თავზე გავბრაზდი. „მერე რა მოხდა ? დიდი საქმე“. ტელეფონს გადავწვდი სათის შესამოწმებლად. ეკრანს დავხედე თუ არა წამში ამომიტივტივდა გონებაში ჩვენი მიმოწერა. უცნაური ღიმილი გამომესახა სახეზე. ამის გაცნობიერებისას სასწრაფოდ შემეცვალა სახის ნაკვთები და თავი ვაიძულე აღარ მეფიქრა მასზე... მგონი გაორება დამეწყო !
>>>
ისევ ჩემს ოთახში ვარ . ისევ ვარსკვლავის ფორმაში. მაგრამ ახლა უკვე თვალები დახუჭული მაქვს და დღევანდელს ვიხსენებ...
უკვე მეექვსე კვირაა და უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები გვაქვს. გამოცდა 5ზე გვქონდა და გოგოებმა გადავწყვიტეთ სახლში აღარ წავსულიყავით. იქვე პარკში ვსეირნობდით, თან მასალას ვიმეორებდით.
- აუუ მშია. აღარ შემიძლია ამდენი გადამეორება. ასე მგონია უფრო მავიწყდება ..ამოიწუწუნა სოფიამ და თავი მხარზე დამადო.
- ვჭამოთ მერე. ვუპასუხე და ის ის იყო ასადგომად წამოვიმართე, რომ ფეხები მომეკვეთა და ისევ სკამზე დავეხეთქე.
თვალი გამიშტერდა.
ვეღარაფერს ვგრძნობდი.
- ჰე, აღარ მივდივართ ? აბუზღუნდა თამთა და ხელი ცხვირწინ ამიფრიალა. - რას მიშტერებიხარ გაყინული თევზივით ანა, ადექი ჰე.

ბუნდოვნად მესმოდა თამთას ხმა. წინ ვიყურებოდი და ასევე ბუნდოვნად ვხედავდი როგორ ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა მაღალი, ლურჯ მაისურსა და შავ ჯინსის შარვალში გამოწყობილი ბიჭი, სევდიანი ღიმილითა და თვალებით.
- რა ჯანდაბ...
სოფიოს შუა ლაპარაკში ხმა გაუწყდა. ხმა რომ აღარ გავეცი, როგორც ჩანს გოგოებმაც მიიხედეს. სოფიამ ანერვიულებულმა გადმომხედა. ამ მზერამ ცოტა გონზე მომიყვანა და იმავ წამს ვიგრძენი როგორ დაეცა ჩემს ლოყაზე რაღაც თბილი. ხელი მოვისვი. ცრემლი ყოფილა. მერე გავიაზრე რატომ ვხედავდი ჩვენგან ხუთ მეტრში დაშორებულ, მოძრავ სხეულს ბუნდოვნად. ღრმად ამოვისუნთქე და ვეცადე გამეღიმა უკვე ჩვენს ცხვირ წინ მდგომი ბიჭისთვის. ბიჭისთვის, რომელიც ერთ დროს ჩემს პირად მზეს წარმოადგენდა. ახლა ? პასუხი არ მომეპოვება...
ვეცადე გამეღიმა-თქო, ასე ვთქვი არა ? დავაკონკრეტებ, გაღიმება კი არა, საცოდავად დამანჭვა გამომივიდა...
პ.ს. რას ფიქრობთ ?
ველი თქვენს კრიტიკას...



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ძალიან გადაახტი.
აბუტურიენტი იყო,უკვე სტუდენტია..ასე მალე გაუყვანე დრო? რაღაც არ მომწონს,პატარა თავიც იყო.ძალიან ბევრი რამ დამაკლდა,ძალიან მოკლედ და ზედაპირულა დიყო გადმოცემული ამდენი ხნის მიმოწერა,ემოციაც აკლდა,ჩემი აზრით..
ეს ის ბიჭია ოდნოდან,ჰო?
გრამატიკაში სუსტი ხარ,აბიტურიენტობა გიშველის.
დამწყებისთის მაინც არაა ცუდი.
რამდენი წლის ხარ?
შეფასებისას ასაკსაც გავითვალისწინებ ხოლმე..

შენი პერსონაჟები ბედმა შეახვედრა ერთმანეთს,როგორც მე-შენი ნაწერი :დ

პ.ს მსგავსი მიმოწერა ძალიან მალე სრულდება,თუ მოკლე დროში არ გამოჩნა ამ ყველაფრის რეალობად ქცევის ინიციატივა.ყოველთვის ასეა.
რაც არ უნდა,საინტერესო და ამოუწურავი საუბრები ვირტუალურ ნაცნობობაში მალე იქცევა იმ დიალოგებად,რომელსაც შენი მთავარი პერსონაჟი ვერ იტანს.

 


№2  offline წევრი BuBuu

ello1997
Nacnobi grdznobaa. Ase mgonia realurs wer. Me tu mkitxav araa gamoricxuli virtualurad gacnobiltan shemdgomshi ufro axlo urtiertoba chamogiyalivdes, megobroba tundac. Msubuqad wer da aadvilebs wakitxvas. Warmatebebi.

გეთანხმები, გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება ისტორიას თითქმის რეალურია,რადგან რაღაც-რაღაცები მართლა მსგავსად მოხდა და პერსონაჟებიც ნამდვილები არიან. უბრალოდ სახელები შევცვალე და ცოტა 'შევალამაზე'
პ.ს.მადლობა , რომ კითხულობ ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent