შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობოდ (მე-6 თავი)


18-08-2016, 22:32
ავტორი AndyGL
ნანახია 1 076

მას შემდეგ რაც ნიკას დედამ ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგო, ჩემი ცხოვრება კატასტროფად იქცა. ადამიანს, რომელიც უზომოდ მიყვარდა ვერ ვხედავდი, კვირაზე მეტი გადიოდა და სკოლაშიც არ მოსულა, არც ინტერნეტით შემხმიანებია, ვიცოდი რომ შეძლებოდა, როგორმე რამეს გამაგებინებდა, მაგრამ მისგან სიტყვაც კი არ მსმენია. ყოველი დღის ყოველი წამი მტანჯველი იყო. წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა მის ოჯახში, ვიცოდი რომ უზომოდ ვჭირდებოდი, მე კი მასთან ყოფნა არ შემეძლო. ყველაზე საშინელი ალბათ მაინც უსუსურობის გრძნობა იყო, ვიცოდი რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რაც არ უნდა მექნა არაფერი შეიცვლებოდა, გაურკვევლობა და ლოდინიც მკლავდა, ისიც კი არ ვიცოდი ვნახავდი თუ არა ოდესმე, თითქოს წლების წინ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.
იძულებული ვიყავი როგორმე ფუნქციონირება გამეგრძელებინა, თუნდაც მოჩვენებით. ვსაუბრობდი, ვიღიმებოდი, ვჭამდი, სკოლაში დავდიოდი, ვმეცადინეობდი მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, სამყაროს გამოთიშული ვიყავი და ნელ-ნელა ამას ხალხიც ამჩნევდა.
რვა დღის წინ ზუსტად ამ ადგილას ვიდექი და ნიკას ვკოცნიდი. - გავიფიქრე და სიგარეტი პირთან მივიტანე. -ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გარშემო ყველაფერი ვიწროვდებოდა, თითქოს ნებისმიერ წამს ატმოსფერული წნევა გამსრესდა. უნდა წავსულიყავი. რამე უნდა მექნა. ვერ შევეგუებოდი აზრს, რომ ჩვენ უკვე გვქონდა ჩვენი ბოლო კოცნა, ბოლო საუბარი, ბოლო მომენტი. არ მინდოდა ამაზე ფიქრი. თითქოს მიმართულების გარეშე დავდიოდი, თუმცა ჩემმა ტვინმაც და ფეხებმაც მშვენივრად იცოდნენ საით მქონდა გეზი აღებული. სულ ცოტა ხანში ნიკას კორპუსთან ვიდექი და წინ და უკან დავდიოდი, არ ვიცოდი რა მექნა. რა მეთქვა. ავედი და კარზე ზარი დავრეკე. მოლოდინისგან სუნთქვა შემეკრა. კარი ნიკას დედამ გააღო.
-სანდრო -შემათვალიერა, თითქოს პირველად მხედავდა. მისი ტონი მშვიდი და მედიდური, სიტყვები კი ხმადაბალი და მკვეთრი იყო - ამ სახლში სასურველი სტუმარი აღარ ხარ. გთხოვ, ნიკას თავი დაანებე, არანაირი ურთიერთობა აღარ გექნებათ.
-უბრალოდ მინდა რომ დაველაპარაკო.
-არა. სანდრო უნდა წახვიდე.
-სანდრო?! -მომესმა ნიკას ხმა, კარის უკნიდან მიყურებდა, მისი მზერა ერთდროულად შვებით, ბოდიშით და ტკივილით იყო სავსე, თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი ქონდა. - დედა ერთი წამით მოდი რა - არ ვიცი იცოდნენ თუ არა რომ მათი ხმა მესმოდა, როცა კარს უკან ჩურჩულებდნენ.
-ნიკა ამაზე უკვე ვილაპარაკეთ....
-დედა! გავიგე, სხვა გამოსავალი არ მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ რასაც მეუბნებით, მაგრამ ეს ერთი რამ უნდა გავაკეთო... უნდა დავემშვიდობო... სულ ცოტა ეგ მაინც მევალება. - ამ სიტყვების გაგებისას ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გული ამომგლიჯეს. ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები, თუმცა ცრემლების შეკავება მაინც შევძელი.
-ნიკა არა! არ მინდა რომ მის სიახლოვეს იყო.
-უნდა ვუთხრა, ჩემგან უნდა გაიგოს. -არაფრის თქმა აღარ აცადა, კედები ამოიცვა, გვერდით ჩამიარა და ლიფტისკენ წავიდა. მეც გავყევი.
რამდენიმე წუთი ხმას არ ვიღებდით, უბრალოდ მივდიოდით. ვცდილობდი ყველა წამი აღმებეჭდა გონებაში, როგორ ეცემოდა თმა მის მხრებზე, როგორ დადიოდა, მისი სურნელი, სუნთქვის რითმი. ვცდილობდი ბოლომდე აღმექვა და შემეგრძნო რომ ახლა ის აქ იყო, თუნდაც ცოტა ხანში სამუდამოდ დავეტოვებინე, ახლა ის ჩემს გვერდით მოდიოდა და ისევ შემეძლო თავისუფლად სუნთქვა. როგორც იქნა ჩამოვჯექით და გაუნძრევლად ველოდი როდის მეტყოდა იმას, რის სათქმელადაც გამომიყვანა. ვიცოდი რომ სიტყვების დაწყობა ჭირდებოდა, ამიტომ ვიჯექი და ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ლოდინი უკვე გულს მირევდა.
- სანდრო, მოკლედ... ეს დღეები.. საშინელება იყო, ვერც კი აგიწერ, როგორ მინდოდა უბრალოდ შენთან ვყოფილიყავი... ამ ეტაპზე იძულებული ვარ გავაკეთო რასაც მშობლები მეუბნებიან, იმოტომ რომ თუ ასე არ მობიქცევი, მაშინ სახლიდან უნდა წამოვიდე, თან სწავლის ფულიც არ მექნება, იძულებული ვიქნები ვიმუშაო, ვერ ვისწავლი და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავრჩები, რაც ჩემთვის ჩვეულებრივად სიკვდილის ტოლფასია. ასე რომ იძულებული ვარ გავაკეთო რასაც მეუბნებიან...
-მესმის.. ძნელია... და რას გეუბნებიან?
-სანდრო.. რაც მინდოდა რომ მეთქვა... მოკლედ.. გერმანიაში მივდივართ...
-რა? როდის? რამდენი ხნით?
-რამდენიმე დღეში, არ ვიცი, ალბათ რამდნიმე თვით... რაღაც სამსახური აიღო მამაჩემმა... თან ბიძაჩემიც იქ ცხოვრობს, საშინელი ტიპია... სანდრო, ვერაფრით ვერ გთხოვ რომ დამელოდო ან რა ვიცი... ანუ.. ვფიქრობ... ჯობია დავშორდეთ..
- ნიკა არა... ამდენი რამის შემდეგ.. რაც მოხდა, რაც გამოვიარეთ მეუბნები რომ უნდა დავშორდეთ მანძილის გამო? არა! შანსი არაა. შემომხედე. დრო არაფერი არაა... ვიცი რომ გაგვიჭირდება მარა... რამეს ვიზამთ კაი? - არ მიყურებდა - ნიკა, კაი? ნიკა!
-სანდრო... არამგონია რომ ამჯერად რამე გამოვიდეს.... - ისევ არ მიყურებდა.
ვიცი რომ ამ მომენტში რაღაც უნდა მეთქვა... რამე... რომ გადამერწმუნებინა, უნდა მეთქვა რომ მიყვარს, და რომ დაველოდები მაგრამ უცებ საშინელი უიმედობის გრძნობამ მომიცვა.
-ანუ, ნახვამდის -ჩემი ხმა გატეხილი მეჩვენა.
- მიყვარხარ სანდრო. ყოველთვის მეყვარები.
-არა ნიკა, ახლა არ თქვა ეგ... ყველაფერს გაართულებს...
შემდეგ უბრალოდ ავდექი და წამოვედი. აღარ მინდოდა იქ გაჩერება. გაწელილი უაზრო გამომშვიდობება და ტანჯვის გაუარესება.

ნიკას წასვლის შემდეგ ცხადია ყველაფერი გაუარესდა. ხალხის საუბარი ან მომართვა თეთრ ხმაურად იქცა და თითქოს შორიდან ისმოდა. ფიქრებმა და მოგონებებმა ჩამყლაპა. უცებ ვეღარაფერში ვხედავდი აზრს. თითქოს ჩემი სამყარო ვიღაცამ თავდაყირა დააყენა. გაბრუებული ვიყავი. დღეები ერთმანეთს გავდა, გრძნობა მქონდა თითქოს მკერდში ბომბი მედო, სიცარიელის ბომბი, რომელიც აფეთქდებოდა თუ მთელი ძალით არ დავიჭერდი, ამიტომ ვცდილობდი როგორმე შემეკავებინა, რომ არ გაზრდილიყო, მთელ ენერგიას ამას ვახხმარდი, თუმცა მალე გავაცნობიერე რომ ეს უსაზღვრო ტკივილი იყო და დავიჭერდი თუ მოვდუნდებოდი მაინც იგივენაირად მწარე იყო, უბრალოდ როცა მასზე ვიყავი კონცენტრირებული და ვცდილობდი არ ავეფეთქებინე ილუზია მქონდა თითქოს ამას ვაკონტროლებდი... მალე ესეც გაქრა. ამ მდგომარეობაში დაახლოებით ორი თვე ვიყავი. შემდეგ მივხვდი რომ ასე გაგრძელება არღარ შეიძლებოდა. ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი. საბოლოოდ გავაცნობიერე რომ უკეთ უნდა გავმხდარიყავი, არ შემეძლო უბრალოდ დავნებებულიყავი და ცხოვრებაზე ხელი ამეღო, სიცარიელე ჩემს მკერდში არსად გამქრალა. ის უკვე ჩემს ნაწილად ქცეულიყო.

თავიდან ჩემი სიცოცხლისუნარიანობა ხელოვნური იყო, მაგრამ ნელ-ნელა პატარა დეტალების აღქმა დავიწყე, შემდეგ კი ვეცადე უბრალოდ გამეგრძელებინა ცხოვრება. ზამთარი იწურებოდა როცა ერთ დღეს ვიგრძენი რომ კარგად ვარ. მარტივად. ეს იმდენად თავისთავადი და ბუნებრივი იყო რომ ამის გააზრებამ მთლიანად მომიცვა. ვცდილობდი ჩემი ცხოვრება ძველ კალაპოტში მომექცია და ყველაფერი თავის ადგილას დამებრუნებინა. ყოველი წუთი დაკავებული მქონდა: ვსწავლობდი, ვხატავდი, მუსიკას ვუსმენდი, მეგობრებს ვნახულობდი, დავრბოდი... არ მინდოდა თავისუფალი დრო მქონოდა, არ შემეძლო სიბნელეში დაბრუნება და ჩაკარგვა. უკვე თითქოს საბოლოოდ გამოვძვერი ამ საშინელი მდგომარეობიდან, თუმცა ერთ დღეს ჩემთან ანდრეა მოვიდა.
-ჰეი ენდს, როგორ ხარ? არ ვიცოდი რომ მოსვლას აპირებდი...
-ჰო არც მე... - შემოვიდა და ჩემს საწოლზე დაჯდა. -მისმინე... ნიკა ჩამოდის.
-რა? - თითქოს ვიღაცამ ჩემი სამყარო შეარყია.
-ამღამ უკვე აქ იქნება... ზოგჯერ ვწერდი ხოლმე და გუშინ მითხრა რომ ბრუნდება... გამოცდების გამო და რავი... მამამისისსამსახურიც მორჩა...
-არც ვიცი რა უნდა ვთქვა... - თავის უაზროდ დაიმედება არ მინდოდა. სავარაუდოდ ნიკას ჩამოსვლა ბევრს არაფერს შეცვლიდა.
-ხო არც მე...

იმ ღამეს ორი საათიც კი არ მეძინა, თავში ჩვენი შეხვედრის ათასი ვარიანტი მიტრიალებდა. სკოლაში რომ მივედი ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ თუ საერთოდ იქნებოდა კლასში, ალბათ არც კი მომესალმებოდა.
ოთახში შევედი თუ არა დავინახე. ჩემი მერხის უკან იჯდა. გული ამიჩქარდა მის დანახვაზე. შეცვლილი იყო და თან იგივე. მისი გრძელი თმა დრედებად ქცეულიყო, გამომეტყველებაც სხვანაირი ქონდა. თუმცა მისი ლურჯი თვალები ისევ სითბოთი იყო სავსე. უხმოდ დავჯექი მერხთან და ზარის დარეკვას ველოდი როცა ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი. ნიკამ ფურცელი მომაწოდა.
"გაკვეთილები რომ მორჩება არ წახვიდე. მესამე სართულზე ადი." მესამე სართულზე დაბალკლასელები იყვნენ, მათ გაკვეთილები ჩვენზე ადრე უმთავრდებოდათ, შემდეგ კი იქაურობა ცარიელდებოდა.
ჩვენი სკოლა დიდ კერძო სახლში იყო გაკეთებული, მესამე სართულზე. ყველა კლასს მაღალი ქვის აივანი ქონდა. იქ ყოფნისას არსაიდან არ ჩანდი. იდეალური ადგილი იყო. გაკვეთილებსა და შესვენებებზე ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. ზარის დარეკვისთანავე შეთანხმებულ ადგილას გავჩნდი. ნიკა რამდნიმე წუთში მოვიდა და ერთ-ერთ აივანზე გავედით.
-როგორ ხარ? - მკითხა ჩვეულებრივად, თითქოს ახლახანს არ დაბრუნებულიყო ნახევარწლიანი განშორების შემდეგ.
-გიხდება დრედები - მის კითხვაზე არ მიპასუხია.
-სანდრო მომენატრე - ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - წამი არ გასულა რომ არ მომნატრებოდი.
-ახლა რა უნდა ვქნათ.. ანუ რახან დაბრუნდი ისევ ძველებურად ვიქნებით თუ...
-ძველებურად ვერ ვიქნებით... უფრო მეტი მალვა მოგვიწევს მაგრამ... -სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ უკვე ვკოცნიდი, ნახევარი წელი გავიდა, რაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთს არ შეხებია. ამ მომენტში ვიგრძენი - მთელი ეს პერიოდი თავს ვიტყუებდი, რომ კარგად ვიყავი, რეალურად ვცილობდი არ მოვმკვდარიყავი, ახლა კი გრძნობა მქონდა რომ არა მხოლოდ ვცოცხლობდი, ვცხოვრობდი.. მიყვარდა და ისევ შემეძლო მესუნთქა და მეგრძნო. მეარსება.
ლოყებზე სისველეს ვგრძნობდი, თუმცა არ ვიცოდი რომელი ჩვენგანი ტიროდა, იქნებ ორივე.. ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა.
-მიყვარხარ -კოცნას ერთი წამით მოწყდა -ვერც კი გეტყვი როგორ მიყვარხარ. როგორ მენატრებოდი.
თავი დავუქნიე და კოცნა განვაგრძეთ. პირველად დიდი ხნის მანძილზე დამეუფლა გრძნობა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.



№1  offline წევრი Figaro

აუუ საღოლ შენ <3 კაიხარ

 


№2  offline წევრი Figaro

შემდეგს როდის დადებ? :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent