შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ვარდნა 7


19-08-2016, 01:58
ავტორი Taammoo_G
ნანახია 1 440

დღეს შაბათია. დაგეგმილი არაფერი მაქვს, არც რამეს ვაპირებ. მირჩევნია სახლში დავრჩე, პოპკორნი გავაკეთო და რამე კარგ ფილმს ვუყურო. არადა გარეთ მშვენიერი ამინდია, ფანჯარაში მზის სხივები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მალე მოაღწევს ჩემამდე. შემოდგომაა, მაგრამ ხეებს ფოთოლცვენა ჯერ არ დაუწყია, არც ცივა. უბრალოდ გარეთ სასიამოვნოდ გრილა. საწოლიდან წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. დედა რა თქმა უნდა უკვე ფეხზე იყო და გულმოდგინედ ამზადებდა საუზმეს.
- ადექი ნინა?
- არაა დეე ისევ მძინავს.
გავუღიმე და როგორც დილაოიბით ვესალმები ხოლმე მაგრად მოვეხვიე.
- რას შეჭამ დედი?
- რავი, რამე გემრიელობას.
- და რას ეძახი შენ გემრიელობას?
ეშმაკურად გამომხედა და პურის დაჭრა დაიწყო.
- მაგალითად ბუტერბროდებს, ან პიცა ხო არ შევუკვეთოთ?
დედას ჩემი იდეა არ მოეწონა და ისტერიკულად შეჰკივლა.
- დილას, რომ პიცის ჭამით იწყებ, მაგიტომაც გაქვს ორგანიზმი კარგ მდგომარეობაში.
უკმაყოფილო სახით შემომხედა და 2 კვერცხი ღრმა თეფშს ხმაურიანად დაათხლიშა.
- კარგი ხო, იყოს ყიყლიყო.
სხვა გზა არ მქონდა, მეც დავეთანხმე და ოთახში შევედი. ნოუთბუქი გავხსენი და ცოტა ხნით ფეუსბუქსაც გადავხედე. უცებ მეგისგან შეტყობინება მომივიდა.
- ტელეფონი გათიშული რატომ გაქვს?
შეტყობინებას ათასობით გაბრაზებული სმაილი უმშვენებდა გვერდს. მეც მხოლოდ მაშინღა გამახსენდა ტელეფონის ადგილმდებარეობა, რომელსაც გუშინდელის მერე მზის სხივი თვალით არ უნახავს, უჯრაში ყოფნის გამო.
- სულ დამავიწყდა, დაიცა ჩავრთო. რახდება ხო მშვიდობაა?
- მისმინე დღეს ბავშვები ლევანის ბაითზე ვაპირებთ ასვლას და ხო წამოხვალ?
- მოიცა, ლევანის ბაითი აქვს?
- ხო გოგო რა გაგიკვირდა.
- ხო რავი, არ ვიცოდი.
- მოკლედ ხო წამოხვალ? ასე 8 ისთვის გამოგივლით და ღამით იქ დავრჩებით.
- გოგო არ ვიცი მაიკო თუ გამომიშვებს.
- კაი რა, უთხარი რო ყველა მიდის და გამოგიშვებს.
რომ წარმოვიდგინე უჩემოდ რა კარგად გაერთობოდნენ წყნეთში, ჩემი დღევანდელი გეგმები მარტო ფილმის ყურებასთან დაკავშირებით, გადაიდო და გადავწყვიტე მათთან ერთად წავსულიყავი.
- რამე არ უნდა ავიტანოთ?
- გოგო ბიჭებს დასალევი და რაღაცეები მოაქვს და ჩვენ ვისაც რა გვინდა ის წავიღოთ.
- ვინ ბიჭებს? აჩიც იქ იქნება?
ისეთი შეშინებული ხმით ვიკითხე, მეგის ჩემს კითხვაზე გაეცინა და ბევრი ფიქრის გარეშე მიპასუხა.
- არა, არ ინერვიულო. აჩი ქალაქში არ არის.
არ ვიცი მეგის პასუხი უნდა გამხარებოდა თუ არა, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გამიჩნდა. აჩის იქ ყოფნას რა აზრი ჰქონდა, მისი კომენტარებით ისევ ხასიათს გამიფუჭებდა, მაგრამ რატომღაც იმ წამს ეს სულაც არ წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას.
- კარგი წავალ ვიყიდი რაღაცებს და 8-ზე სახლში გელოდებით.
მივწერე და ფეუსბუქიდან გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც თვალში ელენეს ფოტო მომხვდა, თავის დაბადების დღეზე გადაღებული. ერთი შეხედვით უცნაური არაფერი იქნებოდა, მის გვერდით „ჭაბუკა“, რომ არ მდგარიყო. ცოტა ხანი ფოტოს მივაშტერდი, მერე წარწერას დავხედე და მხოლოდ გულის სმაილი ეწერა, ყოველგვარი „Tag“-ის გარეშე. ჩემი სავარაუდო პროგნოზი გამართლდა და როგორც ჩანს “ჭაბუკას“ ფეუსბუქი მართლაც არ ჰქონდა. გაღიზიანებულმა ნოუთბუქი დავხურე და ტელეფონი დასატენად შევაერთე. უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება იყო. ყველა გოგოებისგან, ერთის გამოკლებით. აჩის შეტყობინება დამხვდა.
- დღეს კარგი დრო გაატარეთ.
მივხვდი, რომ ეს შეტყობინება ჩვენს წყნეთში ასვლას უკავშირდებოდა. როგორც ჩანს აჩი იქ მართლაც არ იქნებოდა და მეც მშვიდი ღამე მელოდა. ჩავიცვი და მაღაზიაში ჩასვლა დავაპირე, რომ საღამოსთვის რამე მეყიდა.
- ნინა სად მიდიხარ?
- დეე, დღეს გოგოები წყნეთში ავდივართ და ხო გამიშვებ?
- მარტო გოგოები?
- ხო აბა.
- კი როგორ არა, მარტო გოგოები.
მითხრა მაიკომ და ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო.
- კაი ხო. ლევანიც იქნება და ალბათ რამდენიმე ბიჭიც.
- იქ აპირებთ დარჩენას?
- ხო 8-ზე მივდივართ და აბა უკან როდის დავბრუნდებით.
- ეხლა სადღა მიდიხარ?
- მაღაზიაში ჩავალ, რამეს ვიყიდი.
- კარგი ხო, ჯანდაბას შენი თავი.
სხვა პასუხს არც ველოდი. მიუხედავად ამისა დედას თბილად ჩავეხუტე, ფული ავიღე და მაღაზიაში ჩავედი.





...
- სობრანიე ხო გაქვთ წვრილი?
სალაროსთან ვიღაც ბიჭი იდგა, რომელიც მოუსვენრად მოლარეს ეძახდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გაბრაზებული ხმით დაიყვირა :
- ახლა დაიბრიდეთ ყველა?
მის ხმამაღალ ნათქვამზე, ერთი შეშინებული მოლარე მოვარდა. ბოდიში მოუხადა და წვრილი სობრანიეც მისცა.
- შემდეგი.
წამოიძახა მოლარემ და მზერა მე მომაპყრო. უცნობმა ხურდის აღება დააპირა და თვალი ჩემკენ გამოაპარა. მივხვდი, რომ , რაღაც სიმხურვალე ვიგრძენი და გადავწყვიტე გამეხედა, როდესაც ხელში „ჭაბუკა“ შემრჩა. შუბლზე 6 ნაკერი ჰქონდა და გაოგნებული სახით შემომცქეროდა. ჩვენი სიჩუმე მოლარემ დაარღვია.
- ქალბატონო, თუ შეიძლება თქვენი ნივთები დააწყვეთ, რომ გავატარო.
მოლარის ნათქვამზე „ჭაბუკას“ გაეღიმა, ხურდა აიღო და მაღაზიიდან გავიდა. ამ ყველაფერმა დამაბნია, ჩანთაში საფულის ჩეჩვა დავიწყე, რომ იქედან მალე გამოვსულიყავი. როგორც იქნა, ახალგაზრდა გოგომ ჩემი ნივთები პარკში მოათავსა და მეც გამოვედი.
- ხო არ დაგეხმარო?
„ჭაბუკა“ კედელს იყო მიყრდნობილი და ახლად ნაყიდ წვრილ სობრანიეს აბოლებდა.
- არა, მადლობა იყოს.
მან ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო. სიგარეტი კედელს მიაწვა და ზედ არც შემოუხედავს ისე გამომართვა ორივე პარკი.
- არ იყო საჭირო, ჩემითაც გავუმკლავდებოდი.
ვუპასუხე და სიმძიმეებისგან გათავისუფლებულმა შვებით ამოვისუნთქე.
- შენს სიძლიერეში ეჭვი არ მეპარება ნინა.
თვალი ჩამიკრა და ჩემთან ერთად გზა განაგრძო. სადარბაზოსთან მივედით თუ არა პარკები გამოვართი და დამშვიდობება დავაპირე.
- დღეს რა გეგმები გაქვს?
მკითხა და ფეხები ადგილზე მომეკვეთა.
- წყნეთში ვაპირებ მეგობრებთან ერთად წასვლას.
- ვაა კარგია და რომელზე?
- 8-ზე.
- 8-მდე დრო გვაქვს. მიდი პარკები აიტანე და ჩამო აქ ვიქნები.
თავიდან უარი ვუთხარი და ათასგვარი სისულელე მოვიგონე, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ პარკები სახლში დავტოვე და მასთან ჩავედი. ლიფტიდან გამოვედი თუ არა კედელზე ატუზული დამხვდა. გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. მივხვდი, რომ გავწითლდი და ტყუილად ვცდილობდი ჩემი რეაქციების დამალვას. შევეცადე ჩვეულებრივი ტონით მეკითხა :
- ეს რა იყო?
- მაღაზიაში ნორმალურად ვერ მოგესალმე.
მოკლედ მომიჭრა და სკოლისკენ მიმითითა.
- წამო ეზოში შევიდეთ, არ გინდა?
დღეს ხომ შაბათია. სკოლაშიც არავინ იქნება, ვფიქრობდი ჩემთვის და სკოლის ეზოში შესვლა არ გამიპროტესტებია.
- ამ სკოლასთან ბევრი მოგონება გაქვს არა, ნინა?
ვიგრძენი, დიდი ბურთი ყელში როგორ უსიამოვნოდ გამეჩხირა. შიგნიდან რაღაც მექაჩებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. „ჭაბუკას“ კი ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.

...
„ჭაბუკა“ იგივე ალექსანდრე ჭაბუკიანი. ძმაკაცები ალექსის ეძახიან, გოგონები კი მას უბრალოდ სანდროთი მიმართავენ. ჩემს სკოლაში მე-12 კლასში გადმოვიდა. მისი და მარიამ ჭაბუკიანი, მანამდეც ჩემი კლასელი იყო, მაგრამ კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია. იმ პერიოდში საატესტატოსთვის ვემზადებოდით. გეოგრაფიის მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ კლასში ყველაზე ძლიერი ვიყავი და დამავალა, ძველი და ახალი მასალა ჩემს კლასელ გიორგისთან და „ჭაბუკასთან“ ერთად გამევლო. დაამატა, რომ თუ გეოგრაფიის კონსპექტი დასჭირდებოდათ, მათთვის მეთხოვა. რამდენიმე კვირა ასე გრძელდებოდა. არანაირი სურვილი არ მქონდა, ყოველ მეორე დღეს მათთვის მეხსნა კუნძული კრეტა რომელ კონტინენტზე მდებარეობდა, მაგრამ მასწავლებელს ამ მიზეზით ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ასე გრძელდებოდა, მანამ სანამ ალექსანდრე უხეშობას არ დაიწყებდა. ამას ყველა ამჩნევდა, მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორიც - კი და ალექსანდრეს უხეშობას, ჩემდამი სიმპატიით ხსნიდნენ. ხშირად მისი საქციელების გამო ვკამათობდით. მაგრამ ალექსანდრე თავს იმით იმართლებდა, რომ ყველაფერს იმაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე ეს რეალურად იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, მივხვდი, რომ მის მიმართ სიმპატიები მართლაც გამიჩნდა. ყოველ ნაბიჯზე გამოჩენილ სიუხეშესაც კი რაღაც გამართლებას ვუძებნიდი. თვითონაც აქტიურობდა ჩემს მიმართ, რამდენჯერმე შევხვდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მას შემდეგ რაც მისმა სწერვა დამ უთხრა, რომ მე თითქმის მასზე ვგიჟდებოდი, ყველაფერი შეიცვალა და ალექსანდრე ჩემთან დისტანციას იჭერდა. მეც გადავწყვიტე, რომ თავიდან უნდა ამომეგდო და რამდენიმე თვის შემდეგ ასეც მოხდა, ალექსანდრე მის ბიძაშვილთან ერთად იტალიაში წავიდა და ამან ეს ყველაფერი უფრო მეტად გამიმარტივა, სანამ ამ შაბათ დილას ისევ არ გამოჩნდებოდა.

- ნინა შენი ტელეფონი რეკავს.
ალექსანდრეს სიტყვებმა ერთიანად გამომაფხიზლა, ეკრანს დავხედე და ჩემი დაბნეულობა აჩის ზარმა კიდევ უფრო გაამძაფრა. ღმერთო რას მერჩი გავიფიქრე და ზარს ვუპასუხე.
- გისმენ.
- ხო მისმინე მისმინე. სად ხარ?
- სახლში.
- ქარის შრიალის ხმა, ოთახის ეფექტია რამე?
ირონიულად მკითხა აჩიმ და თითქოს მის კითხვებზე პასუხი თვითონაც მშვენივრად იცოდა.
- გარეთ ვარ რა იყო?
- ვისთან ერთად?
- რა შენი საქმეა. რატო მირეკავდი?
- ზღვარს ნუ გადადიხარ ნინა. ჭაბუკა მომიკითხე და ჭკვიანად.
აჩიმ ტელეფონი გათიშა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. საიდან იცოდა ამ ბიჭმა ჩემი თითოეული ნაბიჯის შესახებ. მეგიმ მითხრა ქალაქში არ არისო და მიუხედავად მისი მოჩვენება მგონი წამითაც არ მტოვებს მარტო.
- ნინა ისევ ჩემთან ხარ?
მკითხა ალექსანდრემ და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა. იქაურობას რაც შეიძლება მალე უნდა გავცლოდი.
- უნდა წავიდე.
- მოიცა ასე მალე?
- ხო, უნდა მოვემზადო.
- ჯერ მხოლოდ 2 საათია ნინა.
ფეხზე წამოვდექი და სკოლის ეზოდან გამოვედი. „ჭაბუკაც“ უკან გამომყვა, ხმა არ ამოუღია. სადარბაზოს მივუახლოვდი თუ არა მითხრა.
- დროებით. კარგი დრო გაატარე. ლოყაზე მაკოცა და იქაურობას მოშორდა.



№1  offline წევრი BuBuu

უჰ როგორ მომწონს ♡
არ მყოფნის ეს პაწუკა თავები :დ
მალე გააგრძელე რა ♡

 


№2  offline წევრი რიტა

ვაი ვაი აქ რახდებაა მოკლეთ ერთდროულათ ორი თაყვანისცემელი გამოუჩნდა საინტერესოა უკვე. გელოდები ახალი თავით წარმატებები.

 


№3  offline წევრი ♥love love♥

რატომ იგვიანებ? მალე დადე რა შემდეგი თავი. <3

 


№4 სტუმარი კნოპკა

Ratom agar agrdzleeb ? Mshvenieriwasakitxia ://

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent