შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XX)


19-08-2016, 11:48
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 392

სახლში, მისულს მობილურზე უცხო ნომერმა დამირეკა. მოცეკვავე და მომღერალ მობილურს დავწვდი და ეკრანზე ხელი გავასრიალე.
-გისმენთ?
-ეკა, როგორ ხარ?-ყურში ჩამესმა ბექას ხმა.
-რავი უკეთესადაც ვყოფილვარ. შენ?-ვუთხარი გულწრფელად.
-მეც ეგრე რა...ისე შენი მეგობარი ვოტსონი როგორაა-ანა მოიკითხა და გადაიხარხარა.
-ანა კარგადაა ბექა-მეც გამეცინა-იმ საქმეს, რომ გამოვიძიებ და დამნაშავეს ციხეში ჩავსვავ მერე დამცინე კარგად.
-კაი, ხო უბრალოდ გამეცინა-მითხრა და განაგრძო- ახლა არდადეგებია, იმედია გცალია და ვიფიქრე, ალბათ, კარგი იქნებოდა სადმე თუ წავიდოდით და ერთმანეთს უკეთესად გავიცნობდით, უფროსწორად, შენ გამიცნობდი იმიტომ რომ მე შენზე ყველაფერი ვიცი-მითხრა და მივხვდი რომ ყურმილს იქით გაეღიმა. თუმცა იმედი უნდა გავუცრუვო. ოხ... ანა მოსაკლავი ხარ, ხომ ვუთხარი. რადგანაც ბექას დავურეკე და წაყვანა ვთხოვე ახლა ჰგონია, რომ მასთან ურთიერთობის დაწყება მინდა.
-თითქმის ყველაფერი!-სიტყვა ჩავაკვეხე და განვაგრძე-ბექა...ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ძალიან გაფასებ და ყველაფრისთვის მადლობა რაც კი ოდესმე ჩემთვის გაგიკეთები. ალბათ ამას ვერც ვერასდროს გადავიხდი, მაგრამ მეც უნდა გამიგო. არ შემიძლია, ჯერ მზად არ ვარ ისეთი ურთიერთობისთვის, რომელიც შენ გინდა. და ძალიან ბედნიერი ვინქნები თუ მეგობრები ვიქნებით. მე მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო.-ვუთხარი და ანერვიულებული პასუხს დაველოდე.დანანებული ჩუმი ჩაცინების ხმა გავიგე ყურმილს იქით მდგომისგან, ისეთი შგრძნება დამეუფლა თითქოს ამ სიტყვებს ელოდა.
-კარგი, ეკა, მადლობელი ვარ შენი გულწრფელობით. შენ იცი ჩემი გრძნობების შესახებ შენ მიმართ, და როცა აზრს შეიცვლი, თუ შეიცვლი ბედნიერი ვიქნები, როცა შენს ცხოვრებაში შემომიშვებ. დაგელოდები იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება-მითხრა და დამემშვიდოდა, მეც დავემშვიდობე და ყურმილი დავუდე.
მერე ჩემს საწერ მაგიდაზე დადებულ ნოუთბუქს დავწვდი და გავშალე.ჩანთიდან ფურცელი ამოვიღე და ინტერნეტით იმ კომპანიებისა და მათი მფლობელების მოძებნა ვცადე, რომელიც ბატონმა რეზომ ჩამაწერინა. მერე იმ ადამიანების სურათები მოვძებნე. რამდენიმე ადამიანი იყო, რეზოს კომპანიის კონკურენტი და როგორ უნდა გამეგო, ვინ იყო აქედან სწორედ ის ვინც გაბრელის ოჯახს ამხელა ზიანი მიაყენა. ან იყო კი აქედან რომელიმე? თვალები მაგრად დავხუჭე და ვცადე გაბრიელის დედისთვის მომეხმო. არც კი შევმცდარვარ, ისიც ჩემთან იდგა და თითოეულ ფოტოზე მეუბნებოდა ვინ იყო აღბეჭდილი. ბოლო სურათი გია ასათიანს ეკუთვნოდა. და სწორედ ის იყო მკვლელი!
დღე დღეზე მიდიოდა, მე ვცდილობდი, რაც შეიძლბა მეტი ინფორმაცია მომეგროვებინა ამ პიროვნებაზე. ანაც მეხმარებოდა. ერთ დილასაც გავიღვიძე, კალენდარს დავხედე და 15 ივლისი იყო. ჩვეულებისამებრ აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი ჩავიცვი ტანსაცმელი და სამზარეულოში შევედი, ოჯახთან ერთად ვისაუზმე და ისევ ოთახში შესვლას ვაპირებდი, როცა ბებიამ მითხრა.
-კატერინა, ბებო პროდუქტები გაგვავებია, და გეხვეწები დაბლა რომ დიდი მარკეტია ჩადი და ამოიტანე.
-კაი, ბე. -ვუთხარი საჭირო ნივთები ამიღე და გარეთ გავედი. ავტობუსში ავედი და შესაბამის გაჩერებასთან ჩამოვედი. მარკეტში შევედი კალათა ავიღე და დახლებსშორის სიარული დავიწყე, ცოტახანში ამავე მარკეტში გაბრიელიც შემოვიდა.
"ღმერთო... რა მაინცდამაინც ამ მარკეტში. კარგი, თავს მოვაჩვენებ ვითომ ვერ ვხედავ. სწრაფად ვიყიდი რაც მჭირდება იმას და გავალ ამ მარკეტიდან" გავიფიქრე და სიარული გავნაგრძე. პურის დახლთან მივედი, კალათაში ჩავაწყვე. მერე ბარდის კონსერვი და სიმინდის კონსერვიც მივაყოლე. მაიონეზი, კეტჩუპი და კიდევ რამდენიმე პროდუქტი ჩავაწყე და მერე შოკოლადის დახლტან მივედი
"დათოს ძალიან უყვარს, რამდენიმეს წავუღებ" გავიფიქრე და შოკოლადებიც კალათააში ჩავაწყე. ამ დროს დავინახე დავინახეჩემი საპირისპირო მიმართულებით,როგორ მოდიოდა გაბრიელი. ვაღიარებ მისი დანახვა მესიამოვნა, თუმცა მაინც შევატრიალ კალათა და სწრაფი ნაბიჯებით სალაროსთან მივედი, გაბრიელიც მოვიდა და უკან ამომიდა. ჩემს ნერვებზე თამაშობს რა მაინდამაინც ამ სალაროსტან დადგა გვერდძე კიდევ ორი სალაროა. მაგრამ არა, ხომ უნდა გამაბრაზოს.
-მეჩვენება თუ გამირბიხარ?!-უკნიდან მომიახლოვდა და ყურში ჩუმად მითხრა.
-გაგირბივარ? არა, რაღაც გეჩვენება-მხრები ავიჩეჩე და "ვითომაცარაფერი მომხდარა" სახით ამოვალაგე კალათიდან პროდუქტები.
-რაღაც ამ ბოლო დროს სულ მე მელანდება რარაცეები-მითხრა სიცილით.
-მართლა? ასათიანში წადი მერე...-უდარდელად ვუპასუხე და პროდუქტების პარკებში ჩაწყობა დავიწყე. მერე გარეთ გამოვედი, რა თქმა უნდა, გაბრიელიც გამომყვა.ავტობუსის გაჩერებასთან დავდექი და საათს დავხედე. გაბრიელი ვერცხლისფერ კაბრიოლეტთან მივიდა კარები გააღო და პროდუქტები უკანა სავარძელზე მოათავსა, მერე მე მომიბრუნდა.
-ეკა, წამოდი გაგიყვან!
-არ მინდა ავტობუსს გავყვები!
-კარგი რა ნუ ბავშვობ რა. ჩაჯექი და გაგიყვან!
-ნუ წუხდები არ მინდა.-ვუთხარი და უკვე მოსულ ავტობუსში პირდაპირი მნიშვნელობით შევხტი. სკამზე დავჯექი და პარკები კალთზე დავიყე . 1 წუთიც არ იყო გასული გარედან პიპინი და საკუთარი სახელი, რომ გავიგე. ფანჯარაში გავიხედე და გაბრიელი დავინახე.
-ეკა!!! ეკა!!!-გაურკვეველი სახით შევხედე და მერე სახე გამებრაზა. იმ სკამიდან ავდექი და სულ სხვა სკამზე დავჯექი. გაბრიელმა ავტობუსს მანქანით მოურა და ჩემი სახელის ჯახილი განაგრძო. არც მე ვთმობდი პოზიციას. ჯიუტად სკამიდან სკამზე ვინაცვლებდი, თუმცა მაინც აღწევდა ჩემამდე მისი ხმა. ავტობუსში ყველა მე მიყურებდა. ზოგს ვერ გაეგო რას ვაკეთებდი, ზოგი ღიმიანი სახით მიყურებდა, ზოგიც კი ბრაზობდა ავტობუსში კომფორტი, რომ დავარღვიე. ბოლოს ფეხზე ავდექი და ავტობუსის პატარა და შეხსნილი სარკმელიდან გავძახე გაბრიელს:
-გაბრიელ, სირცხვილია გაჩუმდი-ვუთხარი და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე, და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო.
-ახლავე ჩამოდი, შემირიგდი და მერე გავჩუმდები-განაგრძო ყვირილი, წარბები ეშმაკურად აათამაშა და თეთრი კბილები გამოაჩინა. მუდარის მზერით შევხედე, მერე ავტობუსში მსხდომ ხალხს გავხედე. უმრავლესობა ინტერესით მიყურებდა, ხან მე გამომხედავდნენ, ხან ინტერესით უყურებდნენ გაბრიელს.
-ესეიგი, არ ჩამოდიხარ ხომ?-ტავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.-კარგი მაშინ-მითხრა და ხელები საჭეს მოაშორა. ორივე ხელი თავ ქვეშ ამოიდო და ღიმილიანი სახით გამომხედა.
-რა... რას აკეთებ?-გაურკვეველი ხმითა და სახით შევხედე.
-სანამ არ ჩამოხვალ და არ შემირიგდები, მანამდე საჭეს ხელს არ მოვკიდებ!-განმიცხადა და გამიღიმა.
-გოგონა, შეურიგდი რატომ არწვალებ?!-მკითხა ერთმა ქალმა და გამღიმა.
-ღმერთო... გაბრიელ ნერვებს მიშლი! კარგი ხო ჩამოვალ! ძალიან გთხოვ მანქანა ნორმანულად მართე!-გაბრიელმა გამარჯვებული სახით გამომხედა და საჭეს ხელი მოჰკიდა. პირველივე გაჩერებაზე ჩავედი, გაბრიელიც მანქანიდან გადმოვიდა გამარჯვებული სახით შემომხედა.
-ეკა, ვიცი რომ ძალიან გატკინე გული და ისეთი რამ გავაკეთე რაც არ უნდა გამეკეთებინა. ვიცი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და სრული იდიოტი ვარ, რომ შენნაირ გოგოს ასე მოვექეცი და მაგ ლამაზი თვალებიდან ამდენი ცრემლი ჩემ გამო დაიღვარა. მაგრამ მე გთხოვ, რომ მაპატიო. თუ მომცემ უფლებას დარჩენილი ცხოვრება სულ მეყვარები! არასდროს მოგაყენებ ტკივილს და გპირდები, რომ ვერავინ ვერ გაბედავს შეურაწყოფა მოგაყენოს!
-კი მაგრამ ესეთი სისულელე რატომ გააკეთე? რამე რომ მოგსვლოდა?
-შეყვარებული ხალხი ხშირად სჩადის სისულელეებს!-მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.-ახლა ეს რომ არ გავაკეთო, ალბათ,მოვკვდები-მითხრა და დაიხარა. სახე ჩემს სახესთან ახლოს მოსწია და ქვედა ტუჩზე ნაზად შემეხო.


--------------------------------------------
ესეც ახალი თავი. ვაღიარებ ბოლომდე დავიხარჯე. ვფიქრობ დიდიც არის. ძალიან გთხოვთ ჩემს ამდენ წვალებას წყალში ნუ ცაყრით და შემიფასეთ. ყველამ დაწერეთ თქვენი აზრი. შეხვედრამდე. <3



№1  offline წევრი რიტა

ბიძაშვილმა დააჭირათითი რაა ტელეფონით ვარ შემოსული გავაგრძელებ. მოკლეთ ძალიან საყვარელია გაბრიელი ვგიჟდები უკვე ამ ბიჭზე კარგათ მოიქცა. ყოჩაღ შენ ასეთი კარგი ფანტაზიის უნარი რომ გაქვს. ანუუ ნელ- ნელა ფინალური თავისკენ მივდივართ როგორც ვატყობ. გელი შემდეგი თავით წარმატებები ჩემო კარგო. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent