შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XVI)


11-08-2016, 12:28
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 607

-კატერინა-
ანასთან დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რბილ და კომფორტულ ლოგინზე მეძინა, მაინც ვერ დავიძინე. ლოგინში ვბორგავდი და ვცდილობდი გაბრიელზე არ მეფიქრე, თუმცა... მე და ანამ გადავწყვიტეთ იმ ადგილას წავსულიყავით სადაც ის უბედური შემთხვევა მოხდა და იქაურობა დაგვეთვალიერებინა, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი გვეპოვა. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ხან გაბრიელზე ვფიქრობდ, ხანაც დედამისზე.
-----------------------------------------------------------
-ყავა გინდა?-მეკითხება ანა.
-აუ არა...-ვეუბნები და მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ, ჭიქაში ვასხამ და ნელ-ნელა ვწრუპავ.
-ჩემები 3 დღე სახლში არ იქნებიან და ამით შეგვიძლიან ვისარგებლოდ, დღეს ხომ მივდივართ იმ ტყესთან?-მეკითხება და პასუხის მოლოდინში ცქმუტავს.
-რაღაც ზალიან ცაგითრია ამ ყველაფერმა!-ვეუბნები და ვიკრიჭები.
-ყოველთვის მინდოდა საქმის გამოძიება. თან გავერთობით, როგორც ფილმში!-მითხრა და ისიც გამეკრიჭა.
-კარგი, მაგრამ როგორ წავდეთ იმ სიშორეზე? მარშუტკითა და ავტობუსით ვერ წავალთ. იმიტომ რომ არ ვიცი რამდენიხანი მოგვიწევს იქ ყოფნა თან მერე კიდე ამ ტრანსპორტს ელოდე!
-ბე...ქას რომ უთხრა, მანქანა ხომ ჯყავს-მეუბნება და თვალს მარიდებს, რადგან იცის როგორი რეაქცია მექნება ამაზე.
-შანსი არა არის, ბექას ვერ ვეტყვი. თუ დავურეკავ და ვთხოვ წაყვანას იფიქრებს, რომ მასთან ურთიერთობის დაწყება მინდა. მართალია არ არის ცუდი ბიჭი მაგრამ... ხომ ხვდები...-სახე დავმანჭე და ხელები ჰაერში ავათამაშე.
-მაშინ საქმეს ვერ გამოიძიებ!-მითხრა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ოხხ... კარგი ხო. მომეცი მობილური.-მანაც მომცა, ნომერი ავკრიფე და პასუხს დაველოდე.
-გისმენთ-ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში მეც პასუხი არ დავაყოვნე.
-ალო... ბექა, გამარჯობა, ეკ ვარ.-ვუთხარი და მცირე პაუზა გავაკეთე.
-ეკა?-აშკარად გაუკვირდა, ვის არ წარმოიდგენდა უცხო ნომრის მიღმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეკას.
-ხო, მე ვარ. გცალია? სადმე რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ?-ვუთხარი და თვალე ერთმანეთს მაგრად შევაწებე.
-კი, კი როგორ არა-ხმაზე შევამჩნიე დაბნევა და გაურკვევლობა.-სკოლის მოპირდაპირე მხარეს კაფე რომ არის, აი იქ შევხვდეთ.
-გასაგებია, კარგი. შეხვედრმდე-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ.
-აბა, რაო? გაუკვირდა ხო?-მითხრა სიცილით ანამ.
-ვერც კი წარმოიდგენ რამდენად!-მეც გამეღიმა.
-და სად უნდა შეხვდე?-მეკითხება ანა.
-არაფერიც მარტო არ წავალ, შენც წამომყვები. თუ არადა საერთოდ არ წავალ!-ვეუბნები და ცხვირს ვიბზუებ.
-კარგი ხო ვიხუმრე-მეუბნება და დანებების ნიშნად ხელებს მაღლა სწევს.
კაფეში ვუახლოვდებით და მეც სიტყვებს ცუმად ვიმეორებ. ცოტა ვნერვიულობ, არ მინდა რამე სისულელე ვთქვა და ამით ყველაფერი გავაფუჭო. კაფეში შევდივარ და აქეთ-იქით ვიხედები. ბექას შორიდან ვამჩნევ და მისკენ მივდივარ. მის მოპირდაპირე მხარეს ვჯდები, ანა ჩემს გვერდით თავსდება. ბექას შევხედე, ბედნიერი თვალე ჯქონდა, თუმცა ანას დანახვისას ცოტა დაიბნა.
-მოკლედ... ბევრ ბოდიალს აღარ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი. ძალიან, ძალიან, ძალიან მჭირდება შენი დახმარება. ერთ ადგილზე მინდა წასვლა და დამიჯერე შენს გარეშე ვერ მოვახერხებ. იმედი მაქვს დღეს შენც და შენი მანქანაც თავისუფალი ხართ. -ვეუბნები და პასუხის მოლოდინში ვიტრუნები.
-იმედია მშვიდობაა!-მეუბნება ბექა და ჯერ მე შემდეგ კი ანას უყურებს.
-უბრალოდ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვიპოვო...თ.-ვეუბნები და ვუღიმი.
-კარგი, რა პრობლემაა. ის ადგილი აქედან შორსაა?
-არც ისე, ჩასვლა საათ ნახევარი უნდა!-ვეუბნები და ვიკრიჭები.
-კარგი, რადგან შევთანხმდით,მაშინ ჩვენ სახლში ავალთ, საჭირო ნივთებს ავიღებთ და 15 წუთში ამ ადგილზეშევხვდეთ.-საუბარში ერთვება ანაც. კაფედან გავდივართ. ანა სახლში ადის, მეც საკუთარი სალის გზას ვადგები. სანამ შესახვევში შევუხვევდე, ბოხი ბარიტონი ჩემს ყურთასმენას სწვდება და მაშინვე, ემოციები მაწვება. გაუცნობიერებლად ცრემლები მადგება თვალებზე, თუმცა უკან მაინც არ ვიხედები.
-ეკა... ძალიან გთხოვ, მომისმინე!-მიმეორებს გაბრიელი, მაგრამ მე არ ვჩერდები, არც ფეხს ვანელებ. გაბრიელი მეწევა, გზას მიჭრის და ჩემს წინ ჩნდება.-ძალიან გთხოვ, მხოლოდ ერთხელ მომისმინე... მხოლოდ ერთხელ
-თავი დამანებე, არ მინდა შენი მოსმენა, უკვე საკმარისად დავკარგე დრო.-ვეუბნები და ვცდილოდ ხელი გავინთავისუფლო, რომელიც გაბრიელს უჭირავს.
-არ გაგიშვებ, მანამდე სანამ არ მომისმენ!-მეუბნება და თვალებში მაშტერდება. აცრემებული თვალების გასამალად თავს დაბლა ვხრი და ვსლუკუნებ:
-გამიშვი... არ მინდა შენი მოსმენა უბრალოდ თავი დამანებე. უკვე შემძულდი და უარესად ნუღარ შემაზიზღებ თავს-ამისი თქმა და ხელის განთავისუფლება ერთი იყო, უკან მოუხედავად გავრბივარ და თან თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით მცვივა. სახლში შევდივარ, სწრაფად ვიშორებ ცრემლებს და შემდეგ მაგიდაზე წერილს ვხედავ. ბებიასგანაა.
"ეკუნა ბებო, მე და დათო მანანასთან გავედით. საჭმელი მაცივარშია. მალე მოვალთ. ბ."
მეც ვუტოვებ წერილს სადაც ვწერ რომ აუცილებლად უნდა წავიდე სადღაც და რომ ვახშმისთვის დავბრუნდები. მერე ოთახში შევდივარ და ზურგჩანთაში საჭირო ნივთებს ვყრი. მერე ოთახს ვათვალიერებ და იმ 25 პორტრეტს ვუყურებ, უფროსწორად ისინი მიყურებენ. ყველას ერთდროულად ხელს ვკიდებ და გარეთ გავდივარ. სანაგვე ურნაში ვტენი, ერთი გარეთ ვარდება, თუმცა ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებს. კაფესთან მივდივარ, მერე ბექას მანქანაში ვთავსდებით და გზას ვუყვებით.

------------------------------------------------------------
ესეც ახალი თავი, შემდეგი თავი იქნება ბომბა, ყველაფერს ( ნუ უმრავლესობას) იქ გაიგებსთ. ველოდები შეფასებებს.



№1  offline წევრი mariami18

ძალიან კარგია

 


№2 სტუმარი reiki gogo

kai iyo da Xali tavi male dade velii

 


№3 სტუმარი mtvaro svani

au gabrieli mecodeba.yvelaferi im dampali bichebis bralia tumca masac ar vamartleb ar unda ayolida.magram bichebiii mainc yvela ertnairiaaa

 


№4  offline წევრი ნეპტუნიელი

mariami18
ძალიან კარგია

reiki gogo
kai iyo da Xali tavi male dade velii

mtvaro svani
au gabrieli mecodeba.yvelaferi im dampali bichebis bralia tumca masac ar vamartleb ar unda ayolida.magram bichebiii mainc yvela ertnairiaaa

ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ, შევეცდები ხვალვე დავდო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Malle dade kargia

 


№6  offline წევრი რიტა

კარგი იყო ვა ვა დაიძაბა აშკარად სიტუაცია მაგ სამს კი რაღაც ნამდვილად შეემთხვევათ დარწმუნებული ვარ და გაბრიელი მის პორტრეტებს ნახავს არვიცი საიდან დავჩეკე :D ეს აზრები მაგრამ ასე ვფიქრობ მალე დადე რააა. წარმატებები ჩემო ტკბილო. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent