შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამქვრალი ვარსკვლავები (სრულად)


19-08-2016, 11:55
ავტორი Firefly
ნანახია 3 308

მას კუპრივით შავი თვალები ჰქონდა.როცა ვუყურებდი,ვხედავდი მის გარსში მოცურავე ვარსკვლავებს და მეგონა რომ გალაქტიკაში დავცურავდი.
სულ უხაროდა როცა ვეუბნებოდი ჩემი გალაქტიკა ხარ-მეთქი,ამდროს გულში მიხუტებდა და არასდიდებით მიშვებდა ხელს.


ჩემი ერქვა სულით-ხორცამდე,თმის ღერიდან ფეხის ფრჩიხილამდე.ბევრჯერაც უთქვამს რომ მე მასში დავიბადე,მისთვის დავიბადე...
რომ გამეთბო,რომ გავეთბე...
რომ შემევსო,რომ შევევსე...

არარომანტიკული იყო ძალიან,მე-საშინლად.
ის კლასიკაზე გიჟდებოდა,
მე-როკზე.
მაგრამ,ერთმანეთზე ამოუცნობი ძალით ვიყავით დაკავშირებულნი.
ერთმანეთით ვსუნთქავდით,
ვცხოვრობდით.


ის ყოველთვის ჩქარობდა,სულ ითვლიდა,
მიდიოდა და,არც წინ იხედებოდა არც უკან , მთავარი იყო ჩემს ხელებს გრძნობდა,ნაბიჯები ესმოდა.


ჩვენი შეხვედრა ბანალური იყოთუმცა ჩვენთვის განსაკუთრებილი,როგორც სხვა დანარჩენი რაც კი ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაში მომხდარა.

***
მახსოვს 16 დეკემბერი იყო,ძალიან ციოდა და მოყინულ ქუჩებს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი.
მარტო ვიყავი,
16 დეკემბერს,
ჩემ დაბადების დღეზე.
ქალაქის საუკეთესო კაფეში,
ერთი ფინჯანი მწვანე ჩაით და გალაკტიონის ლექსების კრებულით ხელში.

უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ჩემი ცხოვრება ნაგავს ჰგავს,
მოდი და შემავსე...
(მწარედ ჩამეცინა)

კაფე რათქმაუნდა სავსე იყო და არ გამკვირვებია როცა ჩემ წინ ვიღაც დაჯდა.
თვალები წიგნს რომ მოვაცილე მაშინვე დავიკარგე გალაქტიკაში,მის თვალებში თითქოს ვარსკვლავები დაცურავდნენ...
თვალების ნაცვლად მას ღამის ცა ჰქონდა.
გავუღიმე და ისევ გალაქტიონს მივუბრუნდი.
სიგარეტს გაუკიდა და საზურგეს გადაწოლილმა გამჭოლი მზერით დამიწყო ყურება.

მეღიმებოდა.
მიღიმოდა.

-საჩუქარი ხარ...-თვალებ მოჭუტულმა მითხრა.
-საჩუქარი...?-გაურკვევლად გაისმა ჩემი ხმა.
-ჰო...-მოკლედ მიპასუხა.

16 დეკემბერს ჩემ სიცოცხლეში ყველაზე ფასეული საჩუქარი მივიღე,
საკუთარი გალაქტიკა,
საკუთარი სამყარო,
და გალაქტიონისგან ნანატრი სიყვარული.


მცირე დროში დავახლოვდით.ამბობდა გაცნობიდან მეთექვეტე დღეს მივხვდი რომ ჩემთვის სამყაროზე ბევრად მეტი იყავი და უშენოდ ვერ ვიქნებოდი-ო.

სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად.
სხვანაირი იყო,
ის წერდა, წერდა ბევრს და ყოველთვის, ყველა, ლექსი ჩემი იყო,ჩემზე იყო.
სულ მიკითხავდა ხოლმე.
მიკითხავდა ისე მგზნებარედ,
ისე ვნებიანად რომ ყოველ ჯერზე ახლიდან მიყვარდებოდა.


მას უყვარდა როცა სამზარეულოში მისთვის ვტრიალებდი,
უყვარდა როცა მისი მაისურები მეცვა,
უყვარდა როცა ვურეკავდი,
როცა მის ორანჟერიეში მასთან ერთად ვუვლიდი მცენარეებს.

მე ის მიყვარდა,
მისი სიყვარულიც კი მიყვრადა.


ჩვენ სოფრლში გადავცხოვრდით.პატარა წითრლ აგურით ნაშენებ სახლში ვცხოვრობდით.
ულამაზესი ბაღი გვქონდა,ნაირ-ნაირი ყვავილებით თუ ხეებით.
ხშირად ვსხდებოდით ხოლმე საღამოობით იქ,თბილ პლედში გავეხვედით და ვკითხულობდით ხან მის, ხანაც სხვა პოეტების ლექსებს.ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მისი მშვიდი ტემბრით წანაკითხი,მისივე ლექსები იყო.

ურთიერთობაში უშუალო იყო,თბილი და მოსიყვარულე.
კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და მესაუბრებოდა,მაგრამ არასოდეს მომავალზე.
მომავლის ეშინოდა,არ ვიცოდი რატომ,ამას მხოლოდ შემდეგ მივხვდი როცა უკვე ყველაფერი უმნიშვნეო იყო.

მას პროზა იტაცებდა.
ხშირად ვუყურებდი როცა წერდა,ვხედავდი მონდომებით როგორ ინიშნავდა ფურცლებზე სიტყვებს.
სიგიჟემდე მიყვარდა როცა საწერ მაგიდაზე ათასნაირ ფურცელთან ერთად საკუთარ მე-ს ვხედავდი.
ის დამცინოდა როცა გულაჩუყებული (ფეხმძიმობის პერიოდში) ტირილს მოვრთავდი ხოლმე როცა რომელიმე ლექსში ტრაგიზმს დავიჭერდი...


მახსოვს ერთად ყოფნიდან მეორზე წელს მოითხოვა ჯვარი დაგვეწერა.
თეთრი მუხლამდე კაბა შევიკერე,სწორედ ისეთი როგორიც მინდოდა.თმები მან გამიკეთა,დიდხანს მეფერებოდა მხრებზე...
უცნაურად ვგრძნობდი თავს,
მეშინოდა მომავლის,ამის შემდეგ მეც გავურბოდი მომავალზე საუბარს.
ნარცისების თაიგული მეჭირა ხელში და თვალცრემლიანი ვუსმენდი მოძღვირის სიტყვებს...

***
ჯვრისწერამ უფრო დაგვაახლოვა,უფრო დიდი პასუხისმგებლობის წინ დაგვაყენა.
ბედნიერი ვიყავი,რადგან ისიც ბედნიერი იყო.
თუმცა რავიცოდი წინ რა გველოდა...?


ქორწინებითან ერთ,ხოლო თანაცხოვრებიდან მესამე იუბილეზე ჩვენი პატარა დაიბადა.
მისნაირი თვალებით,მისნაირი თმებით.
ასლი იყო მისი.

ნეტავ გენახათ როგორი ბედნიერები ვიყავით.სიხარულით ვუვლიდით ჩვენს სიყვარულს ნაყოფს,ვუთევდით ღამეებს,ერთად ვაჭმევდით ვუკითხავდით ზღაპრებს...

მეოთხე წელს ყველაფერი შეიცვალა,ბედნიერი სახეები ჩამოგვერეცხა...
მის თვალებში ვარსკვლავები ჩაქრა...

19 მაისის საღამო იყო,ჩვენი შვილი ბაღში ძაღლს ეთამაშებოდა.მე კი მას ვეჯექი კალთაში და მის მკერდზე თავმიყრდნობილი ვუსმნედი მის ახლა ლექსს.

თბილი იყო მისი მკერდი,მისი ტუჩრები მგზნებარე...
თვალების ნაცვლად ისევ ღამის ცა ჰქონდა.

ცუდი წინათგრძნობა მქონდა,ქვეცნობიერი მკარნახობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა...

ის ღამე უკანასკნელი აღმოჩნდა ჩევენთვის.
მთელი კრძალვით,ვნებით მეფერებოდა და მისი თითების კვალი მწვავდა,მთანგავდა,მაგიჟებდა.
საალერსო სიტყვებს არ იშურებდა ჩემთვის...

დილას უცნაურ განწყობაზე გამეღვიძა,ჩემი ქმარი საწოლში არ დამხვდა.
მის ბალიშზე ფურცელი და ხელოვნური ნარცისი იდო.
გულშეტოკებული წამოვხტი ფეხზე მისი პერანგი ავიღე და ოთახი დავტოვე.

კაბინეტში ყველაფერი ბნელოდა,დაუფიქრებლად მივვარდი ფარდებს და ერთი ხელის მოსმით დადავწიე.
ის დივანზე იწვა,ტუჩები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის.
დაუფიქრელად მივვარდი და მის წინ ჩავიმუხლე.ჯერ ვერაფერს ვიაზრებდი...
ფრთხილად დავიხარე მის სახესთან და მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი.
მისი ტუჩები ცივი იყო,საშინლად,მტკივნეულად
და მომაკვდინებლად ცივი.
იმ წამს სისულელე იყო ყველაფერი მის გარეშე,ჰაერიც კი მეზიზღებოდა.
მეზიზღებოდა საკუთარი თავიც, რადგან მე ამ მყრალ სამყაროს შემოვრჩი ის კი-წავიდა.
რომ აფსურდი იყო ჩემი ცხოვრება, ადამინი უსულოდ ცარიელ ლარნაკს ჰგავს...
ჩემი სულ კი აღარ არსებობდა.


დიდხანს,ძალიან დიდხანს ვიყავი მასზე ახუტებული და ვცდილობდი მისი სხეული გამეთბო,მის ყელში თავჩარგული ვქვითინებდი დაუსრულებლად.
არ მინდოდა მომავალი,
არ მინდოდა ცხოვრებისეული სხვა ცდუნებები მხოლოდ მასზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება და მაინც,ბოლოს მაინც უთქმელად გამომეცალა ხელიდან.

***
ბოლოს როცა ყველაფერმა ჩაიარა,საკუთარმა სინდისმა მომიწოდა შემეწყვიტა ჩემი გადაყოლილი თვითგვემა.მე ეს არ შემეფერებოდა რადგან შვილი მყავდა აღსაზრდელი...

პირველი წელი განსაკუთრებულად რთული გასავლელი იყო.
მის გარეშე გაღვიძება კოშმარს ჰგავდა,
მის გარეშე გაბრიელის პირველი სიტყვების გაგონება-საშინელი ტკივილი.

ბიჭი დღითი დღე უფრო ემსგავსებოდა მამას,თვალები ზუსტად მისნაირი ჰქონდა.
და ყოველ ჯერზე საშინელ ტკივილს მაყენებდა მათში ჩახედვა...

მისი გარდაცვალების შემდეგ ყველა მის ლექსს ვანახე მზის სხივი.
ყველა დაიბეჭდა,
ყველა გაიყიდა.


ყველაფრეს ეშველა და მოგვარდა მხოლოდ ის რჩებოდა ჩემ მოუნელებელ ტკივილად,მხოლოდ ის...


ჩემს ბალიშს ისევ შენი სუნი აქვს,
ჩვენს ბაღში ისევ ყვავის ნარცისები,
ჩვენს შვილს ძალიან უყვარს ხატვა,
და ყოველ ჯერზე ხატავს მამას,მამას რომელსაც აღმერთრბს...


ჩემი სხეულიდან ჯერაც არ წაშლილა შენი თითების კვალი,
არც ის დღეები რაც შენ მაჩუქე.
მენატრები...
მე ისევ შენი სიყვარულით ვარსებობ,ვსწავლობ ცხოვრებას ახლიდან და ვცდილობ დროებას ფეხი ავუწყო,ეს კი ისეთი რთულია უშენოდ...


ცხოვრება უამრავ განსაცელს გვივლენს,თუმცა არაფერს ისეთს რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
შენი წასვლა დიდი დარტყმა იყო ჩემთვის,ერთადრთი რამ რისი გადალახვაც ვერ შევძელი,მოლოდ შევგუე.
და ახლა როცა, დრო ჩემთვის ერთადგილს არის მიყინული, თავს ბედნიერეად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ როცა ჩემ თმებში ჭაღარა თმების რიცხვი ერთი-ორად იმატებს.



№1  offline მოდერი Eleniko13

არ წამიკითხავს,
მაგრამ სათაური აქვს ბესთიე,
იმიტომ რომ ერთ ბესთიე ავტორს
აქვს ისტორია ამ სათაურით
და გამიტყდა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი Firefly

Eleniko13
არ წამიკითხავს,
მაგრამ სათაური აქვს ბესთიე,
იმიტომ რომ ერთ ბესთიე ავტორს
აქვს ისტორია ამ სათაურით
და გამიტყდა.

არ ვიცოდი სხვასაც თუ ჰქონდა,მეც გამიტყდა და ვწუხვარ (
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი kati

დღეს რატომღაც პესიმიზმი იგრძნობა საიტზე და რა ხდება? წინა ისტორია არ გაგრძელდება?

 


№4 სტუმარი ბუბუკა

ანუ თავი მოიკლა???და რატომ???

 


№5  offline წევრი Firefly

ბუბუკა
ანუ თავი მოიკლა???და რატომ???

არმოუკლავს თავი
--------------------
M.T

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მგონი სათაურში "ჩამქრალი" უნდა ეწეროს.

 


№7  offline წევრი Firefly

grafo
მგონი სათაურში "ჩამქრალი" უნდა ეწეროს.

ნამდვილად ასეა
--------------------
M.T

 


№8  offline წევრი ეფი

ლამაზია.
პატარა და კარგი.

 


№9  offline წევრი Firefly

ეფი
ლამაზია.
პატარა და კარგი.

გმადლობ ♥
--------------------
M.T

 


№10  offline მოდერი Tako Tako_2

კარგიააააააა

 


№11  offline წევრი Firefly

Tako Tako_2
კარგიააააააა

მიხარია რომ მოგეწონა
--------------------
M.T

 


№12  offline წევრი ეფი

Firefly
ეფი
ლამაზია.
პატარა და კარგი.

გმადლობ ♥

არაფრის blush

 


№13 სტუმარი ეკა 5

შესანიშნავია! ბრწყინვალედ წერ! ძალიან კარგი იყო, ძალიან! ადრეც მქონდა წაკითხული, აღარ მახსოვდა... სიტყვებით გამახსენდა და იცი რა ვქენი? ბოლოდან წავიკითხე, ვერ გავუძელი დასარულს... ძალიან მეტკინა.... ასეთი უჩვეულო და ღრმა სიყვარული რომ ასე დასრულდა.... მაგრამ, ასეც ხომ ხდება? სამწუხაროდ, ყველაფერი ყოველთვის კარგად არ სრულდება. ...მე მიყვარს ისინი! წარმატებები ❤️❤️❤️❤️????????❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent