მე და ის-ერთი მთლიანობა
სიჩუმეა..საათის წიკ-წაკიც კი არ ისმის,ის ხომ მე და მან ჩამოვხსენით,რადგან გვაწუხებდა.მახსოვს,როგორ მითხრა,შენს გულის ფეთქვას ნორმალურად ვერ ვუსმენ,როცა ეს ჯანდაბა ხმაურობსო.ჰოდა,მაშინვე ჩამოვხსენი საათი.ამის შემდეგ არასდროს დამიბრუნებია სალათისფერ კედელზე დიდი შავი დროის ათვლის ხელსაწყო,რომელიც არც მე მიყვარდა. საათის მოხსნის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო,მახსოვს..ყოველ კვირას ერთად ვატარებდით,კარებს ჩავკეტავდით ხოლმე,საძინებელს მივიხურავდით და მთელი დღის განმავლობაში საწოლიდან არ ვდგებოდით,არც ჭამა გვახსოვდა და არც სმა. ყოველ კვირა ერთმანეთით ვცხოვრობდით,მხოლოდ ერთმანეთით,სხვას ვერავის ვცნობდით,არც ტელეფონს ვპასუხობდით და არც წერილებს.ვქმნიდით სულიერსა და ფიზიკურ იდილიას,რომელსაც ერთი მთლიანობა-მე და ის-ერქვა. ერთხელ ვუთხარი,ღვინო მაინც შემოვიტანოთ-მეთქი,მაგრამ მან იუარა,რად მინდა ბედნიერების ილუზიის ელექ,როცა ჩემ წინ რეალური ბედნიერება წევსო. უცნაური ადამიანი იყო,ძალიან არაპროგნოზირებადი.ზეფეთქებადობით გამოირჩეოდა,თუმცა არც მე ვიყავი ნაკლები.ერთი ზოდიაქოს შვილები ვიყავით,ორივეს ლიდერობა გვიყვარდა,,ორივე ბრძანებლური სულით გამოვირჩეოდით,თუმცა მაინც გვიზიდავდა ერთმანეთი,საშინლად,რაღაც მაგნიტისებურზე ძლიერად. ეს ბევრს უკვირდა და ჩვენც გვაოცებდა,თუმცა ახსნა-განმარტებას მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ვეძებდით. ჩემს გვერდით უბედნიერესი იყო და მეც ქალღმერთი მეგონა თავი,როცა მის თვალებში ჩემს ანარეკს ვხედავდი.იცით,მაშინ მეგონა,სამყარო ჩემს გარშემო მოძრაოდა? მეგონა,ბედს სამუდამოდ ვყავდით დაკავშირებულნი,ძლიერად შეერთებული უხილავი ძაფებით,მეგონა,ჩემი სისხლი მისიც იყო,მისი სისხლი-ჩემი. მეუბნებოდა,შენს გარდა არავინ მჭირდებაო და როცა ცალ-ცალკე მივდიოდით სადმე,სევდით აღსავსე თვალებს შემომანათებდა ხოლმე,მე კი მის გამოხედვას ვერ ვუძლებდი,თვალზე ცრემლი მადგებოდა ხოლმე,ვეუბნებოდი,რომ მალე შევხვდებოდით ერთმანეთს. მას ლიმნიანი წყალი უყვარდა,მე კი-ყავა,თუმცა ის ყოველ დილით ყავას სვამდა ხოლმე და მარწმუნებდა,ყავის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო,მერე ამატებდა-ჯერ შენ და მერე ყავაო.ამაზე ყოველთვის მეღიმებოდა და თითებზე მჭიდროდ ვეჭიდებოდი.ეს ჩემი ცვევა იყო,რომელსაც დღემდე ვერ გადავეჩვიე,თუმცა სადაა მისი თითები?! უცნაური წყვილი ხართო,ყველა ამას გვეუბნებოდა.ხელიც კი არ გვქონდა მოწერილი და ამაზე არც კი ვფიქრობდით,არც საქორწინო ცერემონია მიზიდავდა.ისიც ასე იყო.ვამბობდით,რომ მთავარი ურთიერთობა იყო და არა ფორმალურობა. ჩვენთვის ყოველგვარი ცერემონია მოსაწყენი იყო,დაბადების დღის გადახდაც კი არ გვიყვარდა,რადგან ერთმანეთის იქით ვერაფერს ვხედავდით,მე მისი მზე ვიყავი,ის კი-ჩემი. იცით,მას საოცარი თვალები ჰქონდა? თაფლისეფრ-შავი,რაღაც ჩამკარგველი,რაღაც საოცარი,რაღაც გამაბედნიერელი..მათ რომ ვუყურებდი გული სიხარულისგან ზემოთ-ქვემოთ ჩამდიოდა. როცა გამაბრაზებდა,ვეუბნებოდი,ჭაობში მითრევენ შენი თვალებიო,მას კი ეცინებოდა.ხშირად ვკინკლაობდით,ვკამათობდით,ვჩუბობდით კიდეც,თუმცა მალევე ვრიგდებოდით; ჩვენ ხომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო.ზოგჯერ ვეუბნებოდი,ერთი კვირა არ გაგცემ-მეთქი ხმას,თუმცა ჩემი პირობა ძალაში ერთ საათსაც კი ვერ რჩებოდა ხოლმე. ყოველთვის ვგრძნობდი,რომ იგი ჩემი სხეულის ნაწილი იყო,რომელსაც ვერასდროს დავშორდებოდი.იცით,ყოველ ღამეს ჩახუტებულებს გვეძინა და,როცა მეღვიებოძა,ვერ ვდგებოდი ხოლმე,რადგან მას მისი ხელები მჭიდროდ მაკრავდა მასზე. მეუბნებოდა,ასე იმიტომ ვიქცევი,რომ ჩემს გარეშე არ მიიღო შხაპიაო. და ასეც იყო,მე არასდროს ვიშორებდი მის ხელებს წელიდან და არასდროს ვდგებოდი მასზე ადრე,შხაპიც არასდროს მიმიღია მარტოს. მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი,როგორ გავაგრძელო ცხოვრებ,როგორ შევეჩვიო მის გარეშე ცხოვრება... ყოველ საღამოს მივდივარ მის საფლავზე და ვესაუბრები.მჯერა,რომ ჩემი ესმის,მჯერა,რომ ჩვენი სულები არ განცაკევებულან და სასწაულებრივი რწმენა მაქვს იმისა,რომ ჩვეი სხეულები ოდესღაც ისევ ერთნი იქნებიან. მის გარეშე ცხოვრებას ვერ ვეჩვევი-ეს შეუძლებელია! თუმცა,ცხოვრება მიჰყვება დინებას და მეც არ ვარღვევ ამ კანონზომიერებას.ალბათ იმედი მაძლევს გაღვიძება-დაძინების ძალასა და იმ ყველაფრის ძალას,რასაც მათ შორის არსებულ შუალედში ვაკეთებ. და ასეც იქნება მანამ,სანამ გულს მონატრება უკანასკნელ ნაწილსაც არ მოგლეჯს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.