შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ტყუილით დავიწყეთ(4)


19-08-2016, 12:12
ნანახია 2 097

ლიზას მივწერე და ახლა ყველაზე რთული საქმე გვქონდა გასაკეთებელი ირაკლის ყურადღება უნდა გადაეტანა.
-უცბად გავალ და შენ ეგრევე იკას მიხედე.
-ვეცდები. მაგისი ყურადღების გადატანა ყველაზე რთული საქმეა.
-მე მჯერა შენი..და გავეკრიჭე. ლიზამ მომწერა კარი გამიღეო და მეც გავედი ოთახიდან. რეზი იკასთან შევარდა. მე წამოვიღე უცბად ყველაფერი ლიზას ვაკოცე ლოყაზე და კარები ჩუმად დავხურე. რეზი ისევ იკასთან იყო. მაინტერესებდა როდემდე გაართობდა. მე შევედი ოთახში და საწოლში შევწექი.
-რო შემოსულიყავი იკას ოთახში და გეთქვა წამო დავწვეთ მოკვდებოდი? ყბებიღა მტკივა იმასთან ლაქლაქით.
-ნუ ბუზღუნებ შენ. მაინტერესებდა როდემდე გაართობდი ირაკლის.
-გასაგებია....ახ დაჟე გასაგებიაო.
შემოწვა საწოლში ბიჭი და ღუტუნი დამიწყო.
-აუუ კაი რააა მეღუტუნებააა
-კაი კაი....დაიძინეე.
-შენც დაიძინე
-ნუ ნერვიულობ არ მომერიდება.
-თუ გაგცხე...მერე მოგერიდება...ენა გამოვუყავი და გადავტრიალდი. ტკბილად მეძინა. დილით რეზიმ გამაღვიძა. მომეკვლევინება ეს ბიჭი და კი არ იცის.
-რა ჯანდაბა გინდა.
-ორ წუთში ირაკლი ადგება და აქ შემოვა ან ავდქეთ ან მომეხუტე.
-მოვკვდები და არ მიგეხუტები, არ გეწყინოს უბრალოდ მეძინება, მაგრამ მოხუტება არ მინდა ამიტომ ჯობს ავდგეთ.
-შენი მწარე ენისგან არაფერი მეწყინება არ იდარდო მაგაზე ნიაკო...თვალი ჩამიკრა ადგა და ოთახდიან გავიდა.
-ეეე მოიცა საცვლებით ხომ არ ივლი ჩაიცვი რამე.
-ეს საცვლები კი არა შორტია.
-უი...მე მაპატიეთ. კაი გადი მაშინ ჩავიცვამ.
-ბატო....გამიღიმა და გაბრძანდა. რა საყვარელია როცა იღიმის ეს კრეტინი. ლურჯი შორტი და თეთრი მაიკა ჩავიცვი და გავედი ოთახიდან და დივანზე ჩამოვჯექი.
-რეზი ყავას დალევ??
-აუუ კიი...გახარებულმა შემომხედა.
-მერე რას მიზიხარ ადექი და მოამზადე და ხო ბარემ მეც გამიკეთე...ჰაჰაჰაა შეახმა ღიმილი სახეზე.
-ნიაკოოო
-ნია დამიძახე და ალბათ შენც გაგიკეთებ.
-კაი ნია...კო...ჩაიჩურჩულა თავის ჭკვაში, მაგრამ მე რამეს გამომაპარებს?? მე თვით ნიას ეს რამეს გამომაპარებს?
-რეზი ნიაკო არ მქვია მე.
-ნიაკო უფრო საყვარლად ჟღერს და გაბრაზებაც გიხდება....წამოვდექი დივნიდან და წინ გაბრაზებული სახით ავეტუზე. საცაა ვითრევ და გავიხსენებ მერვე კლასს როცა ყველას თვალწინ თმებით ვითრიე ეს ეს სომეხი!
-მასეთი სახით რომ მიყურებ მერვე კლასი მახსენდება
-ხო არა?! მეც და მოგიწევს კიდევ თმებით თრევა და მერე მიხვდები რომ ნია უნდა დამიძახო!
-აი მაგაზე რატომ ბრაზდები?? მიყვარხარ და მაგიტომ გეძახი ნიაკოს ლამაზად ჟღერს და ნუ მებუტები ცქნაფუ...ლოყაზე მაკოცა და სამზარეულოში შევიდა...მე დამტოვა გაშეშებული, მაგრამ უცბად მოვეგე გონს და სამზარეულოში შევედი.
-ეს...ეს რა იყო??
-ირაკლიმ გაიღვიძა ეტყობა გაიგო რომ გაბრაზებდი და წავუაფერისტე.
-აჰააა ხარაშოოო.
-ოკეიი...ეხა გამიკეთებ ყავას??
-ამ..დავფიქრდები...არა არ გაგიკეთებ.
-აუუ ნიაკოოო გთხოვ.
-ჯანდაბას იკას გავუკეთებ.
-კაი გაუკეთე.
დავიწყე ყავის კეთება და ბატონი ირაკლიც შემობრწყინდა სამზარეულოში.
-ვაა ბატონი იკა ინ ექშენ ფიფლ..
-ხელოუ ნიაკო.
-მე ნია მქვიააა...წეღანაც მაგაზე დავცხეთ მე და ამ ახალგაზრდამ.
-აუ არ გაგიტყდეთ და რანაირი შეყვარებულები ხართ ვერ მოვწვი....ესა და მწარე შხამიან ენას ისვრის. შენ ხარ და სულ ჯიჯღინებ.
-ეგ საწყენი არ გახლავს ირაკლი. უბრალოდ სზოგი სიყვარულს ისე არ გამოხატავს როგორც ყველა. არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ მე და რეზი დიდად არ ვართ ისე გადამკვდრები როგორც ყველა. ნუ ხო ხვდები რა..რეები ვიბოდიალე კაცმა არ იცის. რეზი გვერდით მედგა და სიცილს იკავებდა. იკა იყო და შუშის თვალებით მიყურებდა. მე ვიყავი და ყავა გადმომდიოდა.
-ვაიმე ყავა...სწრაფად გადმოვდგი გაზიდან და რამის ხელი დავიწვი. ისეთი ცხელი იყო მადუღარა ძირს დამივარდა და წიოკი დავიწყე.
-რა გაყვირებს გოგო?
-ხელი მეწვის და აი ეგ მაწივლებს.
-ცივ წყალს შეუშვირე.
-კაი.
ცივმა წყალმა იმოქმედა და ხელი აღარ მეწვოდა.
-ნიაკო ჩვენ გავალთ და მალე მოვალთ.
-სად მიდიხართ?
-გარეთ საქმეზე.
-და მაინც.
-ოოო...სამსახურში რაღაც პრობლემა შეიქმნა და უნდა გამოვასწოროთ.
-კაიი.
გასასვლელში მეც გავედი რეზის ლოყაზე ვაკოცე და გავაცილე ბიჭები. მერე სამზარეულოს მივუბრუნდი გაზი გავასუფთავე. ნუ მოკლედ სახლი დავალაგე და ლიზასთან გავედი.
-ლიზზზ.
-ნიაა რა ხდება?
-არაფერი იმ სახლში მარტო რომ ვარ არ მომწონს და გამოვედი.
-ახლა მაინც მომიყევი ყველაფერი.
-კაი....დავიწყე და ალბათ ნახევარი საათი ვლაქლაქებდი.
-ანუ ერთი კვირა დეფიციტში ხარ??
-მე უფრო ტყვეობას დავარქმევდი.
-იყოს ტყვეობა.
-ილიას ხომ არ დაურეკავს.
-არა და იმედია არც დარეკავს.
-გაგინათდა გონება?? მიხვდი რომ კრიმინალთან საქმის დაჭერა არ ღირდა?
-კი მივხვდი.
-მერე მაგას რა ჯობია.
-არც არაფერი.
-ლუსი სადა??
-შენ ოთახში.
ეგრევე ოთახში შევვარდი და ძაღლი ისე მომახტა ძირს გავიშხლართე. მლოკა და მლოკა მე კიდე ვწიოდი ნუ მლოკავთქო. საბოლოოდ ძლივს მოვიშორე. მერე რეზის დავურეკე.
-ხო ნიაკო.
-რეზი ლუსი შენთან რომ შევიყვანო და ერთი კვირა იქ მყავდეს შეიძლება?
-ამ...
-გთხოვვვვ...
-კაი წაიყვანე.
-ჯიგარრრ....
ლუსი გავიყვანე და შევედი სახლში. ფილმი ჩავრთე და დივანზე უკუღმა დავწექი (ფეხები ტახტის საზურგეზე მივაწყე თავი კი ქვემოთ მოვაქციე) უცბად ვიღაცა მწვდა ფეხებში და დივნიდან ბრახვანი გავადინე.
-ვერ გადამირჩები.
-ვინ? მე?
-რეზი მოგკლავ.
-შემეშინდა...ამას გგონია ვხუმრობ. ბალიში ავიღე და გავუქანე. შიგ სიფათში მოხვდა. ამიტყდა სიცილი მერე მე მომხვდა ბალიში. ახლა იკამ და რეზიმ დამცინეს და ჩვენ სამმა დავიწყეთ ბალიშებით ჩხუბი.
-აუუ დავიღალეეე....
-მერე....ამისმა მერემ ხო მომკლა რააა.
-უადგილო კითხვაა...დივანზე დავეხეთქე და ძლივს ამოვისუნთქე.
-ეს ძაღლი საიდან გაიჩითა??
-ჩემია. მშობლებთან მყავდა და მომენატრა.
-ააა...ძაან საყვარელია.
-ვიცი...იკას ენა გამოვუყავი და ყავის ხელახლა გაკეთება გადავწყვიტე.
-ნიაკოოო.
-ხუთი დღე.
-რა?
-ხუთ დღეში უკან ვბრუნდები ჩემს სახლში.
-ხო ვიცი. მაგას რა დამავიწყებს. ყავას მეც გამიკეთებ?
-ლეკვის სახე არ გიშველის. მაგრამმ...გაგიკეთებ...ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ცივი ყავის კეთება დავიწყე. რეზიც იქ იყო და მაცინებდა. იკაც შემობრძანდა და ახლა იმან ჩართო თავისი ანეგდოტები.
-იკას ანეგდოტები ინ ექშენ....დაიყვირა და დაიწყო მოყოლა.
-ნია ბავშვობაში რისი გეშინოდა?
-რისი და სიბნელის. ყველაზე მეტად ქათმის მეშინოდა. ადრე მამალი მომახტა და მას მერე მეშინია. შენ რეზიკო.
-მე რეზიკო ვარ??...მომიახლოვდა ძალიან ახლოს იდგა. აი ისე ახლოს რომ ჩემი მოპუსკული ცხვირი მის ტუჩებს ეხებოდა.
-მე თუ ნიაკო ვარ შენ რეზიკო ხარ.
-ასე ხომ...კაი...უფრო მომიახლოვდა და ყელში მიკბინა.
-საძაგელო....ძალიან გავბრაზდი ეს ხო გიჟია, მაგრამ არც მე ვარ ნაკლები. ამან ნახოს გავებუტები და მერე გაიგებს.
-ყავას არ გაგიკეთებ და ხმა არ გამცე...ოთახიდან გავედი და ლუსისთან ერთად გარეთ ჰარზე გავედი.ლიზას მივწერე და გამოვიყვანე გარეთ. ბუბუც გამოიყოლა და ძველი დრო გავიხსენეთ. მახსოვს საათობით რომ დავდიოდით და ვცანცარებდით. უცბად ჰორიზონტზე რეზი და იკა გამოჩნდნენ.
-ლიზ უკან მივბრუნდეთ.
-რატომ??
-რეზი მობრძანდება.
-არა წამო მათკენ.
-არა.
-ნია გამოადგი ფეხი! ნუ სვანობ. რა ჯანდაბა გიჭრს ადამიანმა დახმარება გთხოვა და ახლა ებუტები?? იცოდე რომ არ გამომყვე თმებით მიგათრევ იქამდე.
-კაი წამო, მაგრამ მე ხმას არ ამოვიღებ!
-როგორც გინდა.
მათკენ წავედით და ზუსტად მათ წინ გავჩერდით.
-ნია გამიბრაზდი?...ისეთი ბუნჩულა ხმით მკითხა სიცილი ძლივს შევიკავე. არც ხმა ამოვიღე.
-ნიაკოო..მომიახლოვდა და ხელზე შემეხო.....იმის გამო ნუ ბრაზდები რომ გიკბინე. აი ხელი და თუ გინდა მიკბინე ოღონდ ნუ ხარ ჩუმად.
-ჯანდაბას არ გავიბუტები და არც გიკბენ. რეზი კი არ ვარ. უი იკაჩო ეს ლიზაა ჩემი ყველაზე მაგარი დაქალი.
-სასიამოვნოა ირაკლი.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა.
გაინაზა გოგო. უი ჩაქრი შენა. რეზიმ ხელი ჩამკიდა და სახლში წავედით. ხმას მაინც არ ვცემდი. ეტყობოდა რომ არ მოსწონდა ხმას რომ არ ვიღებდი. ადგა და ნაკბენ ადგილას მაკოცა. დედა რომ დამიარა ტანში თბილმა სითხემ და გამაჟრჟოლაა რამის იქვე დავებზლიყვე.
-ძაან გიკბინე?
-კი.
-ნიაკო დამპირდი რომ აღარ გამებუტები კაი?? მსგავს სისულელეებზე აღარ გამებუტო გთხოვ.
-გპირდები...ლოყაზე ვაკოცე და ვუჩქმიტე.
-ეს იმისთვის რომ მიკბინე და კოცნა ჩათვალე რომ პირობას არ გავტეხ.
-ჩემი გოგო.
-აუ არ დავწვეთ?? გვიანია უკვე.
-ღადაობ?? ჯერ თერთმეტი არააა.(რეზი)
-ვიცი, მაგრამ რა ვაკეთო?(ნია)
-მოდი და რამეს ვუყუროთ.(რეზი)
-რას??(ნია)
-არ ვიცი. მოიფიქრე.(რეზი)
-ჰმმმ....ვიცი მოიცა რა ჰქვია? აა ხო სიჩქარის წყურვილი.(ნია)
-ვუყუროთ.(რეზი)
-კარგი.(ნია)
სამუვე დავსხედით დივანზე და ფილმის ყურება დავიწყეთ. მე დივანზე შემოვაწყვე ფეხები და რეზის მივეხუტე.
-ბოდიში...ჩუმად ვუჩურჩულე ყურთან.
-რისთვის??
-ასე ბავშვურად ქცევის გამო. უბრალოდ ასეთი ტიპაჟი ვარ მკაცრი და გულ ცივი ან აუ არ ვიცი რაც გინდა ის დაარქვი. უბრალოდ ეგოისტი ვარ.
-გააჩუმე ენა შენზე საყვარელი გოგო ჯერ არ მინახავს. მსგავსი სისულელე არ გამაგონო. მე სპეციალურად გაბრაზებ ხოლმე. საყვარლად მიბრაზდები და თან ვმხიარულობ.
-საძაგელო.
-თუმცა ერთი რამ უნდა დაიმახსოვრო...
-რა?
-ხასიათს გამოგიკეთებ. იმაზე საყვარელი და ბუნჩულა გახდები ამ ხუთ დღეში რომ არ ვიცი როგორ აგიხსნა.
-იოცნებე...ჩემი ხასიათის გამოსწორება არ მასეთი იოლია შენ რომ გგონია.
-ოეე გვრიტებოო.... ვუყურებ კინოს და რავიცი აბა...
-კაი გავჩუმდეთ ნიაკო თორემ იკა მოგვკლავს.
-კაი.
ფილმი დასრულდა და როგორც იქნა დასაძინებლად წამიღეს, რადგან ისე მეძინებოდა ისე რომ ხვალე შუადღემდე ვერ გამაღვიძებდნენ. საწოლში გემრიელად მივკალათდი, ბალიშად რეზის მკერდი გამოვიყენე და მანაც მაზოლზე ფეხი დამაჭირა. თმაზე დამიწყო თამაში და მივითიშე....




აბა როგორია?? მოგეწონათ?? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება ამ თავის შესახებ....მიყვარხართ...^_^ ^_^ <3



№1  offline წევრი isterichka123

Hahaha magari a gagrdzele

 


№2  offline წევრი nini :)

Dzaan magari iyoooo, male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent