ყველაფერი ტყუილით დავიწყეთ(3)
მთელი ღამე ტკბიმეძინა. კარგა ხანს განვაგრძობდი ძილს ვიღაცას ზურგზე რომ არ გადავეკიდებინე. ეგრევე თვალები ვჭყიტე და ხელში რეზი შემრჩა. -რას მეკრიჭები ყველის ვაჭარივით დამსვი ახლავე. -ვერ დაგსვამ. ლიზ რამე კაბა ან შორტი ან რავი რა რამე ამისი ტანსაცმელი მომეცი უცბად. -რათ გინდა ჩემი ტანსაცმელი? ოე სომეხ გამეცი ხმა. -არ მომკლავ? -ვეცდები მაინც. -მოკლედ იკამ გადაწყვიტა რამოდენიმე დღით მესტიმროს და ასე მითხრა ჩემი რძლის ნახელავები უნდა დავაგემოვნოო და კიდევ ბევრი სისულელე. -ვაიმე ლიპარტელიანო ვერ გადამირჩები. დამსვი ახლავე. -არაა...ლიზ ლიფიც ფამოაყოლე. -ამას თუ დაუჯერებ მოგგკლავ არ გაცოცხლებ. -ამ ერთხელაც დაეხმარე და მერე მოიფიქრეთ რამე. ნია. ცოდოა ამ ერთხელაც და ვსო....ნეტა ეს ჭინკა როდისღა გადაიბირა ამ სომეხმა. -კაი ხო ჯანდაბას, მაგრამ მაინც არ გაცოცხლებ რეზი! -ოღონდ ეხლა დამეხმარე და სულაც დამასამარე. -დავფიქრდები. ლიზამ ჩემი წითელი სარაფანი და ლიფი მიაჩეჩა რეზის და სახლი დავტოვეთ. კრეტინმა სანამ თავისთან არ შემიყვანა მანამდე არ დამსვა. ლიფი და კაბა მომცა და მანახა სად უნდა გამომეცვალა. მის ოთახში ამოვყავი თავი. უცბად გადავიცვი სარაფანი და გავედი. ბიჭი სამზარეულოში ფუსფუსებდა. -რას აკეთებ? -ვცდილობ კარტოფილი შევწვა. -უიმე სხვა რამის გაკეთება არ გიფიქრია? -მაკარონი მოვხრაკო? -უიმე გადი გადი მიმიშვი გაზთან. მე გავაკეთებ რამეს. -კაი. მთელი სამზარეულო გავუჩხრიკე და მაკარონის, კარტოფილის და ლუდის გარდა ვერაფერი ვიპოვნე. -აუუ რა გავაკეთო? -ამ...რამე წვნიანი გააკეთე რაა. -კარგი და მაინც რა? -ბორში. -წადი მაღაზიაში მაშინ და მომიტანე ყველაფერი რასაც ფურცელზე დაგიწერ. -კარგი. ფურცელზე ჩამოვუწერე რაც დამჭირდებოდა და მაღაზიაში გავაგდე.ამასობაში მე კარტოფილი დავფრცქვენი ხახვიც მივაფრცქვენი. მერე რეზიც მოვიდა ყველაფერი მომიტანა და ირაკლიც მოიყოლა. -ეს რომელ პარკს მოჰყვა საჩუქრად?? -რომელშიც ყველაზე გემრიელი სასუსნავია აი იმას...გამეკრიჭა იკა. -გასაგებია და რომელია ეგეთი პარკი? -აი ეს...მომაწოდა ერთჯ დიდი პარკი ირაკლიმ. გავხსენი და ყველანაირი სასუსნავი იდო რაც კი მოიპოვება მაღაზიებში. -ვაიმეე რათ გინდოდა? ამდენს რა შეჭამს. -რძალი შეჭამს. -ნუ ლაზღანდარობ რაღაცას. შეიტანე პარკები სამზარეულოში და მე მივხედავ. -რას ამზადებ??? -ბიჭმა წვნიანი მოითხოვა და ბორშს ვუკეთებ. -ვგიჟდები ბორშზე. -იმეე მე კიდევ ვერ ვიტან. -ოოო კარგი რა რძალო რეებს ამბობ როგორ შეიძლება ბორში არ გიყვარდეს? -როგორ და ასე. სამზარეულოში შევედი და ბორშის კეთება დავიწყე.სანამ ბორში იხარშებოდა გადავწყვიტე სამზარეულოში ყველაფრისათვის თავისი ადგილიბმიმეჩინა. იკას მოტანილი სასუსნავები სულ მაცივარში შევაწყვე, ჩიფსების გარდა. ნუ მეტი არც არაფერი იყო დასალაგებელი. -რეზიი იკააა მზადააა. გამისინჯეთ მოეხიკეთ აქ. -მოვდივართ ...შემომჭყივლა რეზიმ. ბორში ორჯერ დაისხეს ამათმა. მე კარტოფილი ვჭამე გემრიელად. მერე ჭურჭელი დავრეცხე. -მადლობა. -გამისკდა ბიჭო გული. როდის მომეპარე? -წეღან. -არაფრის. მალე წავა ეს მე რომ დავუბრუნდე ჩემს სახლს და ძაღლს? -არ ვიცი. ამან და ქალბატონმა მაიამ ისევ იჩხუბეს და იმან ეს სახლიდან გამოაგდო. ხოდა სანამ არ შეურიგდება აქ მოგიწევს ყოფნა. -აუუ მოგკლავ გეფიცები დაგასამარებ.! -კაი რა. ამ ერთხელ გთხოვ დახმარებას მეტჯერ აღარ გთხოვ.. -კაი ჯანდაბას შენ თავს. ამ ერთხელ არ მოგკლავ. -ჯიგარრ.. -რასა ფუსფუსებთ უჩემოდ? -მე ჭურჭელს ვრეცხავ ეს ხელს მიშლის. -უუი ეს გასახმობი ესა. -ეხლა აქედან გაგასახლებ შენ...შეუღრინა წარბ აწეულმა ბიჭმა. -კაი ვიხუმრე. რა დაგემართა ვაა. -სომეხია ვიღაცაა რა უნდა ვინააა.. რა უნდოდა რას გამიცნო ვერ ვიყავი წყნარად...მხარი ავუბი იკას. -აჰა შენ დაგერხა.. -მე კი არა შენ დაგერხა ბატონო რეზი...ხმის ამოღება არ ვაცადე ეგრევე ჭიქით წყალი შევასხი. -ეხა ნამდვილად ვერ გადამირჩები.! ზურგზე გადამიკიდა და სააბაზანოსკენ წავიდა როგორც მივხვდი. -სანამ წყალში ჩამაგდებ გაფრთხილებ აქ ტანსაცმელი არ მაქვს რომ გამოვიცვალო. -პიჟამა გაქვს და იმას ჩაიცვამ. -აუ რეზიი. -აუუ რეზი კი არა მანამდე გეფიქრა სანამ წყალს შემასხამდი. -შენ ხო ჩემი ტკბილი ბიჭი ხარ გთხოვ არ ჩამაგდოოო თუ გიყვარვარ. -მაინც ჩაგაგდებ. მაინც ჩამაგდო ცივ და გაყინულ წყალში. რო დავიწყე კივილი მემგონი აღარ გავჩუმებულვარ. -გაგებუტე....ეგღა ვუთხარი წყლიდან ამოვბობღდი რეზის ოთახში შევედი და პიჟამოები ჩავიცვი სველი თმა კი იბრალოდ გაშლილი დავტოვე. -ნიაკოო შემირიგდი რაა. ხმას არ გავცემ იყოს ეხა ეგრე დებილი. აბა რა ეგონა წყალში რო მაგდებდა. -ნიაა შემირიგდიი რაა. -კარგი შენ კიდევ რა მოგივიდა დაანებე თავი და როცა მოუნდება შეგირიგდება. შენ რა გიჭირს სახლიდან მაინც არ გაგდებს და აბა მაია ნახე ვიჩხუბეთ და სახლში აღარ მიშვებს. -კაი ჯანდაბას...ჩაიქნია ხელი ბიჭმა.უიი თუ გავუქანე რაღაცა მერე გაიგებს ეგ დებილი. სამზარეულოში შევედი და შოკოლადი ავიღე. გაბრაზებული მივირთმევდი შოკოლადებს. -უკვე გვიანია მეძინება...რეზი მე სად ვწვები?? -ჩემი ოთახის გვერდით რომ საძინებელია აი იქ. ნიაკო მიდი გადაუფარე საწოლზე ჩიხოლებია თუ რაცა რა. ხმა არ ამოვიღე. სად ჯანდაბაში უდევს ეგ გადასაფარებლები ძაან ვიცი რააა... ნუ სხვა გზა არ მქონდა მთელი გარდერობი გადავქექე და ბოლოს მივაგენი. არა რაა ნათქვამია "ვინც ეძებს ის პოულობსო" აა ზუსტად მასეა ჩემი საქმე ამ წუთას. უცბად გადავაკარი გადასაფარებლები ირაკლის საწოლს და გამოვედი. -შეგიძლია დაწვე. -კარგი. მადლობთ ქალბატონო რძალო. -არაფრის. აუ მეც მეძინებაა. -წამო მერე დავწვეთ ჩვენც. თუ არ მელაპარაკები? -ჯანდაბას შენ თავს შეგირიგდები...ზურგზე მოვახტი და ქოჩორი ავურიე...ვსო წამო ნანებში. -აუ ნიაკო მძიმე ხარ. -ამ ერთხელ ამიტან როგორმე მერე არ შეგაწუხებ. -კაი ჯანდაბას. ოთახში შევედით და მეც ჩამოვხტი რეზის ზურგიდან. -შენ ალბათ იატაკზე წვები ხო?? -რა იატაკზე გოგო. ირაკლიმ დილით თავზე იცის ხოლმე დადგომა არაფრის რიდი იმას არ აქვს და რა ვუთხრა მერე მე?? -აუუუ რააა....ეგ იქით იყოს და ტანსაცმელი მჭირდება. ლიზას მივწერ ეხა რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი გამომიტანოს და ირაკლის ყურადღება უნდა გადაატანინო. -კარგი...... აბა როგორია??? მოგეწონათ??? გამიზიარეთ თქვენი აზრი... მიყვარხართ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.