შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (12) დასასრული


19-08-2016, 13:48
ნანახია 3 453

***


-მე რომ შევწინააღმდეგებოდი ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად.. მე რომ ძალა მქონოდა წინააღმდეგობის გაწევის, ალბათ ეს არ მოხდებოდა.. რა ძნელია.. როგორ მიჭირს. რა დაგიშავე ღმერთო?! მართალია, რომ ადამიანი სიკვდილს წინასწარ გრძნობსო?! ყველამ იგრძნო ჩემ გარდა... რა დაგიშავე ამხელა ტვირთი, რომ დამადე მხრებზე.. როგორ ვიცოცხლო ახლა.. ჩემ სიცოცხლეს ფასი აქვს? არ მინდა.. წამიყვანე.. არ მინდა აქ...


***


-ამ ჭიქით მინდა, გაუმარჯოს იმ წყვილს, რომელმაც დაადგა საშველი და ძლივს ღმერთის წინაშე შეერთდნენ!-წარმოსთქვა სადღეგრძელო ირაკლიმ,- და მინდა, რომ ამ წყვილის თამადობით მე მინდვრის თაგვმა დაგილოცოთ სხვა წყვილებს მომავალი და მათი წყალი გადმოგსხმოდეთ!
-ჩვეულებრივი არანორმალური,-გაეცინა ანუკას.
-არ მჯერა, რომ ეს სიგიჟე ჩავიდინეთ,-გაიცინა ლიზამ.
-რატო არ გჯერა რომელია ჩვენში დალაგებული?-შეიცხადა ირაკლიმ.
-ეს სიგიჟე არაა ლიზუ. ეს ყველაფერი ცოტა ადრე უნდა გვექნა.. -მშვიდად უთხრა ბაჩომ და აკოცა ლიზას.
-ეს სახლი ბედნიერების სახლია,-მხიარულად თქვა მაშომ.
-მაინც რას გულისხმობ?-იკითხა გიორგიმ.
-აუ, ვითომ არ იცი რას.. ყველა ბედნიერდება და ბედნიერია აქ..!-ამაყად წამოიძახა მაშომ.
-გასაგებია ყველაფერი გასაგები. მე პირადად ის ფაქტი სულ არ მაწუხებს, რომ არ მყავს მეორე ცალი. მე ხომ თქვენთვის ვბედნიერობ!-თქვა ირაკლიმ.

მთელი საღამო ერთმანეთთან ხუმრობაში და ლიზასა და ბაჩოს დაოჯახების აღნიშვნაში გაატარეს. იმ დღესვე გადაწყვიტეს, რომ თბილისში დაბრუნებულიყვნენ და წყვილი მარტო დაეტოვებინათ.


***


-გოგო, პიცა გამოვიძახოთ რა..-თქვა მაშომ.
-არ გინდა გამოძახება უცებ გამოვახცობ,-თქვა ანუკამ.
-აუ, არ მინდა შენი „არაფერი რო არ აკლია“ პიცა რა.. ცოტა ისეთი მინდა დანაკლისი გრძნობა რო გამიჩინოს.-თქვა მაშომ.
-გიჟი ხარ შენ!-გაეცინა ანუკას და მომღერალ ტელეფონს უპასუხა:
-ხო, კაკი..
-რას შვები ანი?
-არაფერს, მე და მაშო ვართ და პიცა უნდა გამოვიძახოთ. შენ რას შვები?
-სადილზე გავედით ბიჭები აქვე ვართ. ხო არ გამოხვალთ?
-მაშ, ბიჭები აქვე არიან კაფეში ჭამენ და გავიდეთ?-ჰკითხა ანუკამ. მაშომაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.- არა, კაკი მაშომ არაო.
-ხო, კარგი. დაგირეკავ მერე. გკოცნი-უთხრა კაკიმ და დაემშვიდობა.
-გავსულიყავით, რა..-დაიწუწუნა ანუკამ.
-აუ, კარგი ანნა რა! სულ მაგათთან ერთად უნდა ვჭამო და ვსვა? ბარემ ერთად ვიბანაოთ ხოლმე ყველამ,-აყვა წუწუნში მაშოც,-შენ კიდე ვერ მოგითმენია საღამომდე? ნახავ მაგ შენ ჭაბუკს..!
-რა შუაშია ეგ?! სხვათაშორის არ მინახავს 2 დღეა..!
-მაგიტომაც ხარ ეგრე უშნოდ ატეხილი,-უთხრა მაშომ და ენა გამოუყო.
-რა ვარ?-გაეცინა ანუკას.
-ატეხილი! ნუ, კატებისნაირად არ ვგულისხმობ, მაგრამ აი, შენს კანში რო ვერ ეტევი რა,-დააკვალიანა მაშომ.
-ვერ ხარ შენ მგონი. მასე შენ მთელი ცხოვრებაა ვერ ეტევი შენ კანში!
-ნუ, იმეორებ ჩემს ტერმინებს თუ და ხარ..აუ, მომე ერთი ღერი რა!-უთხრა მაშომ ანუკას.
-ოჰ, მოგინდა ქალბატონო? ჩემი ძმა რა ჭკუაზე თამბაქოთი გაჟღენთილს რო გხედავს ხოლმე?-გაეცინა ანუკას და მიაწოდა მაშოს.
-ჩემი მეგობარზე მეტი საქმის კურსშია, მისი და რო ექაჩება თუთუნს?-ნიშნის მოგებით უთხრა მაშომ და ღმა ნაფაზი დაარტყა.-არა რა! ხო არის ძაან მავნებელი, საზიზღარი და მკვლელი ტიპი? მაგრამ რა სიამოვნებააა!
-რა ელემენტარულით იღებ სიამოვნებას,-გაეცინა ანუკას და კარის ხმა გაიგო. მაშომ სასწრაფოდ ჩააქრო და ნაგავში ჩაუძახა სიგარეტს. მაშინვე აეროზოლი გაასხა და გაიქცა საპირპარეშოსკენ. ანუკა სიცილ-სიცილით გაემართა კარისკენ და კარი გააღო. ზღურბლზე ბიჭი გამოჩნდა ყუთებით ხელში:

-გამარჯობა, თქვენი პიცა.
-გამარჯობა. იცით, არ შემიკვეთია.-დაიბნა ანუკა.
-დაგვირეკეს და ამ მისამართზე მოტანა გვთხოვეს. ინებეთ თუ შეიძლება,-უთხრა ბიჭმა და 6 ცალი ყუთი მიაწოდა.
-დიდი მადლობა.. უკაცრავად, ისა...-თქვა ანუკამ, რომელიც ყუთებში იყო ჩამალული.
-თახნა გადახდილია უკვე.. ნახვამდის..-უთხრა ბიჭმა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ყუთებით დახუნძლული შევიდა სამზარეულოში. მაშოს თვალები შუბლზე აუვიდა:
-რა არის გოგო ეს?
-პიცები..
-ხო არ შეგვიკვეთავს?
-არა, არ შეგვიკვეთავს აშკარად.
-აუ, რა სუნი აქვს. ნახე ექვსივე სხვადასხვაა..-აღფრთოვანებული იყო მაშო.
„sagamos gamovivli da cota damitovet”- მესიჯი მიუვიდა კაკისგან ანუკას. გულში სითბო ჩაეღვარა ანუკას.
-კაკიმ გამოგვიგზავნა. ხო ვუთხარი პიცა უნდა შევუკვეთოთ-მეთქი..
-საოცრებაა ეგ ბიჭი!-თქვა პირგამოტენილმა მაშომ.
-ჩემი პირადი საოცრება..
“madloba, kaki. Mikvarxar  “

პირველი ნათქვამი მიყვარხარ..
გაოცებული ავტორი და შოკირებული ადრესატი.
ხომ არ უთქვამს და მისწერა?
მიწერაშიც კი ჩააქსოვა და ჩააყოლა ის გრძნობა და ემოცია, რასაც მის მიმართ გრძობდა.
კაკიმ ამ წერილშიც კი იგრძნო, ის სიყვარული რა დოზითაც ანუკა გრძნობდა..


***


-აუ, რა უაზრო ბიჭია რა... კაჭრეთში დაბადების დღის გადახდა რა წესია?! პეროა სუფთა!-ჯუჯღუნებდა მაშო.
-უაზრო შენ ხარ! არ მოგბეზრდა შენი დაბადების დღეები სახლში და თბილისის რესტორნებში?-შეუბღვირა ანუკამ.
-ხო, მაგრამ მაინც რა... რა წავა და რა ჩამოვა!
-შენც ეხლა შენ იჯდე საჭესთან ისე ამბობ.
-ხო, მაგრამ მაინც...
-რა გაწუწუნებს მაშკი?-მზრუნველად იკითხა ოთახში შემოსულმა გიორგიმ.
-ყველაფრისგან ხო უნდა იყოს უკმაყოფილო?!-თქვა ანუკამ და გავიდა ოთახიდან.
-შენ დაკაკუნება არ იცი? იქნებ შიშველი ვდგავარ?!-გაბრაზდა მაშო.
-ნეტა, შიშველი იდგე,-ჩაიბურტყუნა გიორგიმ და ნელი სვლით მაშოს მიუახლოვდა.ერთი ხელი წელზე შემოხვია და მკერდზე აიკრა.
-მასე ნუ შვრები..-ამოილუღლუღა მაშომ.
-რატო ვითომ?!-უთხრა გიორგიმ და ჯერ ქუთუთოზე აკოცა, მერე ლოყას ჩაუყვა.
-გიორგი...-ძლივს ამოთქვა მაშომ და გიჟივით დაეწაფა გიორგის ტუჩებს. ძალიან ესიამოვნა გიორგის მაშოს ინიციატივა და თვითონაც აჰყვა მაშოს კოცნაში. სამყაროს მოსწყდნენ, რეალობის აღქმის უნარი დაკარგეს..
-ჩემო სიცოცხლე..-უთხრა მაშომ და კისერში ჩაუდო თავი. მაშოსგან ეს სიტყვები?! საოცრება იყო პირდაპირ! ცხოვრებაში, რომ თბილი სიტყვა არ უთქვამს გიორგისთვის ეს იყო რაღაცა პიკი!
-წავედით, რა...-ყვირილით შემოაღო კარი ანუკამ. გაეღიმა ერთმანეთზე აკრული ძმა და დაქალი რომ დაინახა. გიჟივით გაიქცა მათკენ და ორივეს ჩაეხუტა.
-თუ ხვდები რომ ზედმეტი ხარ?-წაკბინა გიორგიმ.
-მაგას მერეც მოასწრებთ! წავედით, კაკი მოვიდა...-თქვა და ნარნარით გავიდა ოთახიდან.
-ხო, მიშველე ზედმეტი ერთი წუთი არ ალოდინო შენი ოქრო!-წაუგესლა მაშომ და ისიც გაჰყვა ანუკას.


კაჭრეთში ჩასულებს ბაჩო და ლიზა უკვე იქ დახვდნენ. ახალი ჩამოსულები იყვნენ ყაზბეგიდან, კარგად დასვენებულები და ახალ ენერგიაზე მყოფები. მათ გარდა კიდევ სხვა უცხო რამდენიმე ადამიანი იყო. ირაკლი თავმომწონედ დადიოდა და ყველას ყოველ მეორე სიტყვაზე ეუბნებოდა „მე იუბილარი ვარ“.

-შემახსენე ერთი რამდენი წლის გახდი,-უთხრა ერთ-ერთმა სტუმარმა.
-27-ის,-ამაყად თქვა ირაკლიმ.
-27 გრამი ტვინი გააქვს მერე?
-ეგ სადაც საჭიროა იქ მაქვს და სადაც არა, მაცადეთ ახალგაზრდობას ვიხანგრძლივებ,-პასუხი არ დააყოვნა ირაკლიმ. საკმაოდ კარგი გარემო იყო. ფაცხაში ისხდნენ და აღნიშნავდნენ ირაკლის დაბადების დღეს. ბიჭები სვამდნენ, არც ერთი ჭიქა არ გამოუტოვებიათ.
-შენი ბიჭი აპირებს საჭესთან დაჯდომას?-ყურში ჰკითხა ანუკას მაშომ.
-არა, გაგიჟდი? ასეთი, ნასვამი როგორ დაჯდება. მე დავჯდები.
-ჰა,ჰა,ჰა.. მაგრა გამეცინა. დაგსვამს მერე?
-რას ჰქვია დამსვამს?-შეიცხადა ანუკამ.
-რავიცი, ამ ახალ მანქანას როგორ შესწირავს შენ ფეხებს არ ვიცი.
-შენ ნუ გშურს მართვის მოწმობა რო არ გაქვს,-თვალი ჩაუკრა ანუკამ.
-აუ, როგორ მიხვდი რო ბოღმისგან ვსკდები?-სიცილით უპასუხა მაშომ და თვითონაც დალია არაყი,-დაე, გვიყურო ფხიზელმა მთვრალებს. რა იცი, იქნებ ბოლოჯერ გვიყურებ ასე.
-გაგიჟდი გოგო? რას ამბობ!-გულზე მოხვდა ანუკას მაშოს „ბოლოჯერ გვიყურებ“-ო.
-კაი, ვხუმრობ. რას მეკიდები სიტყვებზე?!


-მაშკი, უშენოდ მოვკვდები..-უთხრა გიორგიმ.
-ყველგან ერთად!
-ჩემი ანი..-თმაზე ეფერებოდა კაკი ანუკას,-როგორ მომწერე მიყვარხარო?
-კაკი..-უთხრა ანუკამ და კაკის კისერში ჩამალა თავი.
-მინდა, რომ მითხრა.
-რა უნდა გითხრა?
-მიყვარხარ..!
-აუ, კაკი..
-მიდი, ანი.. ნუ, გეშინია გრძნობების გამოხატვის..
-მე... მე.. მიყვარხარ!-თქვა ანუკამ და ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-ხედავ? სიტყვა „მიყვარხარ“-ს რომ წარმოთქვამ რამდენ რამეს ამოაყოლებ ადამიანი.. სასწაული სიტყვაა, არა? ხშირად იმეორე.. არ იცი ცხოვრება რას გვიმზადებს და ვინც გიყვარს, აუცილებლად, უნდა უთხრა ხშირად..
-ნუ, მაშინებ რა..
-არ გაშინებ პატარავ.. ჩემი ცხოვრება ხარ,-უთხრა კაკიმ და აკოცა ანუკას.


***

-კაკი, გთხოვ რა...
-არა, ანუკა... გამორიცხულია.
-გეხვეწები, ფეხზე ძლივს დადიხარ!
-შენ თავს ვფიცავარ, არ მენდობი?
-კაკი, გენდობი მაგრამ....
-არანაირი, მაგრამ! თუ მენდობი მორჩა...!
გიორგი და მაშო უკან გატრუნულები ისხდნენ. თავი არ ჰქონდათ უბრალოდ ლაპარაკის.. გიორგი მაშოს ეფერებოდა თმებზე და შიგადაშიგ კოცნიდა..
-სხვა ცხოვრებაშიც მეყვარები..-უთხრა გიორგიმ მაშოს.
-სხვა ცხოვრება სხვა არ იქნება. იცი, რატომ? იმიტომ რომ ყველგან ერთად ვიქნებით. როგორ შემიყვარდი ასე ძალიან?
-შენ მე სულ გიყვარდი. ცოტა ხელის კვრა გჭირდებოდა.-ძლივს გაიცინა გიორგიმ. არადა, ისე ეძინებოდა.
-ეხლა იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ბედი შენი, რომ არ გპასუხობ არაფერს!-უთხრა მაშომ და უფრო მეტად მიეკრო გიორგის.

-ცოტა ნელა გთხოვ..-უთხრა ანუკამ.
-კარგი, რა.. 80-ით მივდივარ..
-შენ ვერ გრძნობ ნასვამი ხარ!
-სწორი შენიშვნაა ნასვამი და არა, მთვრალი,-უთხრა კაკიმ და ღიმილით გამოხედა ანუკას. ლოყაზე ხელი მიადო.
-კაკი..!-დაიყვირა ანუკამ.

და იყო უკუნითი სიბნელე.
სასწრაფოს ხმა.
პატრულის წითელ-ლურჯი ფერების ციმციმი.
ხალხის შეძახილები.
ბევრი ტირილი.
და
ბევრი სიკვდილი.


***

-მე რომ შევწინააღმდეგებოდი ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად.. მე რომ ძალა მქონოდა წინააღმდეგობის გაწევის, ალბათ ეს არ მოხდებოდა.. რა ძნელია.. როგორ მიჭირს. რა დაგიშავე ღმერთო?! მართალია, რომ ადამიანი სიკვდილს წინასწარ გრძნობსო?! ყველამ იგრძნო ჩემ გარდა... რა დაგიშავე ამხელა ტვირთი, რომ დამადე მხრებზე.. როგორ ვიცოცხლო ახლა.. ჩემ სიცოცხლეს ფასი აქვს? არ მინდა.. წამიყვანე.. არ მინდა აქ... როგორ გავძლო ჩემი მხიარული გოგოს გარეშე? რომ ვერ გავიგებ მის წუწუნს და ამ დროს გიორგის ჯუჯღუნს. ჩემი სიყვარული.. პირველი სიყვარული.. როგორ გავძლო მათ გარეშე? ჩემ სიცოცხლეს ახლა ფასი აქვს? ჩემი ბედი ყოფილა ეს.. ამ მძიმე ტვირთით უნდა ვიცხოვრო. ერთი სული მაქვს, როდის გავშორდები აქაურობას. რა აზრი აქვს ჩემ სიცოცხლეს? ეტლს მიჯაჭვული მე ხომ მათ სულებს ვერაფერს გავუკეთებ. როგორ მინდა, რომ ეკლესიაში ვიარო და სანთელი დავანთო, მაგრამ რა ვუყო ამ ხელებს, რომ არ მემორჩილებიან? რა გავაკეთო.. ვის გავაგონო ხმა.. სიკვდილი მინდა. ალბათ, ეს თუ მომგვრის შვებას. მაპატიე კაკი.. მაპატიე, რომ სიცოცხლეში ხშირად არ გეუბნებოდი როგორ მიყვარდი.. მაპატიე, რომ ისე ვერ გამოვხატავდი შენდამი სიყვარულს, როგორც შენ იმსახურებდი. გიორგი და მაშო. მაპატიეთ, რომ უჩემოდ გაგიშვით.. მენატრებით...“

-სულ ასეა. უგონო მდგომარეობაშია ფაქტობრივად. ერთ ადგილას არის მიშტერებული და თვალსაც არ ახამხამებს. ხშირად ტირის..-ფიქრებიდან ხმამ გამოიყვანა. მისი ექიმი იყო, რომელიც ახალ პრაქტიკანტებს უხსნიდა ანუკას მდგომარეობას.
-აპარატზე გყავთ შეერთებული?
-არა, ეს უიშვიათესი შემთხვევაა. პარალიზებული აქვს ფეხები და ხელები.. გული და ტვინი მუშაობს, მაგრამ ვერ მეტყველებს, ვერ მოძრაობს. გული კი საკმაოდ ჯანმრთელი აქვს. ძლიერი ტვინის შერყევა ჰქონდა, თუმცა ორგანიზმი იმდენად ძლიერი აქვს გამოძვრა მდგომარეობიდან..
-რა ძნელია ასეთი ყოფნა..-ნაღვლიანად თქვა გოგონამ.
-ასეთ დროს არვიცი რომელი უფრო კარგია.. ცოცხალი რომ ხარ თუ უკვე სხვა სამყაროს ეკუთვნი..-თქვა ექიმმა და პრაქტიკანტებთან ერთად დატოვა ანუკას პალატა.


***

ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით!
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც აზრს გამოხატავდით კარგს თუ ცუდს (ჩემთვის) არ აქვს მნიშვნელობა! ვგიჟდები კრიტიკაზე.. დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთი კარგები ხართ:)

იმედი მაქვს, არ გაგიცრუვდათ იმედები..
არ მინდოდა დამსგავსებოდა ისტორიების უმრავლესობას, რომელიც "ჰეფი-ენდით" მთავრდება.
ალბათ, ეს განწყობა და ხასიათიდან გამომდინარეც მოხდა.

მოკლედ!

მადლობა თქვენ!:)



№1 სტუმარი Guest Liza

Arcert istoriaze ar avbgavebulvar da aamaze vitire cudi gogo car shen rato mokali magram mainc magari xar vgijdebodi am istoriaze

 


№2 სტუმარი kati

კარგი რა, ამ თავის დასაწყისშივე მივხვდი ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ ასეთ დასასრულსაც არ ველოდებოდი. გული დამიმძიმდა.

 


№3 სტუმარი papastatekulosi

აააააამ.....მოიცა, როგორ???? კაარგი,მარტო კაკის შევეგუებოდი მაგრამ სხვებიიც?? მაშომ და გიორგიმ რა დააშავეს,ასეთი სასტიკი ფინალი ასეთ მსუბუქ და საოცარ ისტორიას? მგონი ძალიან ძალიან ძაალიან სასტიკ ხასიათზე იყავი და დაღუპე გმირებიც :D ეეჰ,ნუ კარგი,რაც არის არის,მაინც საუკეთესო ხარ და ერთი სუული მაქვს როდის დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით <3

 


№4  offline წევრი Flash

ეხა ახალი თავი გამოაქვეყნე და დაწერე რომ დაესიზმრა აუ კარგი რა ასეთი დასასრრული რატომ ქონდა

 


№5  offline წევრი nestanuka13

მართლა ვერ ვხვდები როგორ აფუჭებთ ისტორიებს ასეთი დასასრულით? კარგით რა ხალხო რაში გჭირდებათ რა საერთოდ არ უხდება არადა რა კარგი ისტორია იყო მაგრამ სრულიად შეუსაბამო აზრს მოკრებული დასასრულით

 


№6  offline წევრი milangirl

კაი რა ეს რა იყო. რა სასტიკად დაასრულე, არადა ძაან მომწონდა ეს ისტორია. ცდილობთ სხვას არ დაენსგავსოთ და მერე საშინელება გამოგდით. ჰეფი ენდები სულ არ არის ცუდი. უბედურებები რეაკურ ცხოვრებაშიც გვეყოფა

 


№7  offline წევრი ელენა ილდანი

nestanuka13
მართლა ვერ ვხვდები როგორ აფუჭებთ ისტორიებს ასეთი დასასრულით? კარგით რა ხალხო რაში გჭირდებათ რა საერთოდ არ უხდება არადა რა კარგი ისტორია იყო მაგრამ სრულიად შეუსაბამო აზრს მოკრებული დასასრულით


მე ვწერ და ჩემი გადასაწყვეტია და სულ არ ვფიქრობ, რომ გავაფუჭე ისტორია :) მადლობა აზრია დაფიქსირებისთვის

milangirl
კაი რა ეს რა იყო. რა სასტიკად დაასრულე, არადა ძაან მომწონდა ეს ისტორია. ცდილობთ სხვას არ დაენსგავსოთ და მერე საშინელება გამოგდით. ჰეფი ენდები სულ არ არის ცუდი. უბედურებები რეაკურ ცხოვრებაშიც გვეყოფა


სასურველია ჰეფი ენდები რეალობაშიც ბევრი იყოს :) მადლობა რომ მოგწონდა იმედი მაქვს შემდეგი ბოლომდე მოგეწონება :)

papastatekulosi
აააააამ.....მოიცა, როგორ???? კაარგი,მარტო კაკის შევეგუებოდი მაგრამ სხვებიიც?? მაშომ და გიორგიმ რა დააშავეს,ასეთი სასტიკი ფინალი ასეთ მსუბუქ და საოცარ ისტორიას? მგონი ძალიან ძალიან ძაალიან სასტიკ ხასიათზე იყავი და დაღუპე გმირებიც :D ეეჰ,ნუ კარგი,რაც არის არის,მაინც საუკეთესო ხარ და ერთი სუული მაქვს როდის დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით <3



მადლობა! შენ ხარ ოქრო! :)
უბრალოდ, ერთხელ მაინც მომინდა დამეწერა ნეგატიური დასასრული და ამ ისტორიაზე გამოვცადე :)))))

Guest Liza
Arcert istoriaze ar avbgavebulvar da aamaze vitire cudi gogo car shen rato mokali magram mainc magari xar vgijdebodi am istoriaze



გპირდები შემდეგ ისტორიაზე ბოლომდე ისიამოვნებ <3

 


№8  offline წევრი nestanuka13

კი გასაგებია ავტორი შენ ხარ და შენ წერ, მაგრამ მომწონდა დასაწყისიდან ეს ისტორია და ნამდვილად გააფუჭე თავისი დასასრულით

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

Rogor miyvarda es istoria da ra iyo e sasasruli.ar gewyinos,magram imedi gamicrue namdvilad.banaluri iqneboda tu ara cxovreba arcerts qonda dalxenili da bednierebit tu dasruldeboda eg namdvil ar aris banaluroba.chemi bichebi da gogo kargi ra :( :(
--------------------
ლანა

 


№10 სტუმარი Mariami

Au aseti dasasruli ragac ararealuria aset magar motxrobaze gaafuche yvelaferi arada sul sxva molodini mqqonda

 


№11 სტუმარი mari

ერთად წავიკითხე მთელი ისტორია,აიი ძალიან ძალიან მომეწონა,მაგრამ არ ველოდი ასეთ მძიმე დასასრულს.ამატირე

 


№12  offline წევრი Marryam

მოიცა როგორ? მკითხველს ეუბნები მე ვწერ და მე გადავწყვიტავ დასასრულსო? კი ბატონო ..შენ გადაწყვიტე და და მერე არ იწუწუნო მკითხველის ნაკლებობაზე.
ვითომ განსხვავებულობას ნუ ცდილობთ ასეთი აზრს მოკლებულ დასასრულებით. ეს არ არის განსხვავებულობა.
რა ტყუილად დავკარგე 2 საათი.

 


№13 სტუმარი metichara)))

Yvelaze magari dasasrulia vafshe gtxov ese ganagrde amovida yelshi es kargi dasasruli dabusazgvro fantazia

 


№14 სტუმარი ნა ნა

კარგი რაააა.ასე არ შეიძლებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent