შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (11)


16-08-2016, 16:39
ნანახია 2 919

***


-კაკი
-ხო მშვიდობაა ასე ადრე რომ მირეკავ?-გაეცინა კაკის.
-კარგი რა.. რა ადრე?! 12 საათია..
-შენ ამ დროს სულ გძინავს.
-მთელი ღამე არ მიძინია..
-რატო? რა ხდება?-შეწუხდა კაკი.
-მაშოზე და გიორგიზე ვფიქრობდი.
-კარგი ანი რა! აცადე ხალხს..!-გაეცინა კაკის.
-წავიდეთ რა..-შეევედრა ანუკა.
-სად უნდა წავიდეთ? სამსახურში ვარ..
-ყაზბეგში წავიდეთ.
-მაშო და გიორგი არიან და ხელს შეგვიშლიან,-ჩაეცინა კაკის.
-კაკი! ნუ, მაბრაზებ! გთხოვ რა.. ერთი დღე გათავისფულდით და წამოდით..
-კარგი, ვეტყვი ბიჭებს..-უთხრა კაკიმ და ტელეფონი გაუთიშა.

ვერ ისვენებდა ანუკა. ხომ იცოდა, რომ გიორგის და მაშოს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. არა იმიტომ რომ „მულური“ ეჭვიანობა და მოუსვენრობა ჰქონდა, არამედ უბრალოდ უნდოდა, მათ გვერდზე ყოფილიყო. უნდოდა ერთი წამით მაინც დაენახა მაშო და გიორგი. ან გაღიმებულები, ან-არა. უბრალოდ, უნდოდა ერთი წამით ჩახუტებოდა საყვარელ მეგობარს და ეგრძნო, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ჩაეხედა მაშოს თაფლისფერ თვალებში და დაენახა, რომ „რაღაც“ იყო. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ანუკა იყო მაშოსი და გიორგისი. ყველაზე მეტად უნდოდა მისი ძმის გვერდზე მაშო ყოფილიყო. ყველაფრის მომსწრეა ანუკა.. მაშოს ღიმილის, დამწუხრებული სახის, სიცილის, ცრემლების, რომლებსაც არასოდეს აღიარებდა მაშო. არადა, ხომ იცოდა ანუკამ რატოც ტიროდა და ეღიმებოდა დაქალს? ყველაზე კარგად მაშოს იცნობდა! გიორგი კი იყო ძმა და ზუსტად იცოდა რა უნდოდა გიორგის და რას ფიქრობდა, მაგრამ მაშო სხვა იყო. მეგობარზე, დაზე მეტი.. ხომ გყოლიათ არაბიოლოგიური და? აი, ზუსტად ეგრე იყო მაშო ანუკასთვის! საკმარისი იყო მაშოს ტელეფონზე ეპასუხა მისთვის მაშინვე იცოდა რა ხასიათზე იქნებოდა. ხშირად იყო შემთხვევა, რაღაცის თქმას რომ დააპირებდა ანუკა მაშო იგივეს ამბობდა, ან პირიქით. მოკლედ, განუყრელები და ორ სხეულში ერთი მობინადრე სულის მქონე ადამიანები იყვნენ.

რა კარგად ახსოვს ანუკას მაშოს პირველი აღიარება. ნუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნასვამზე და, რა თქმა უნდა, მეორე დღეს უარყოფით, მაგრამ მაინც ხომ იყო აღიარება?

-ანუშკ, მაგრა მიყვარხარ რა..-ხელი გადახვია კაცურად მაშომ ანუკას.
-ხომ გეუბნებოდი აღარ დალიო-მეთქი?!-გაეცინა მეგობარს.
-რომ არ დამელია გაიგებდი, როგორ მიყვარდი?!-შეიცხადა მაშომ და წარბი აწია.
-მაშკი, არ უნდა თქმა მე ხომ ისედაც ვიცი, როგორ გიყვარვარ?!-გაეცინა ანუკას და თავზე ხელი გადაუსვა მაშოს.
-ჩემი ლამაზი გოგოები!-ყვირილით მოვიდა გიორგი.
-რა გაყვირებს,ბიჭო?!-შეიცხადა ანუკამ.
-ძალიან მიყვარხართ ორივე, რა.. ყველაზე ლამაზი გოგოები მყავს დედამიწაზე! ჩემი ანგელოზები და ჩემი ჩიტუნები,-დაწვრილებული ხმით თქვა გიორგიმ და უკან გაბრუნდა მეგობრბისკენ. ანუკამ დააფიქსირა მაშოს ამღვრეული თვალები, რომლებიც გაშტერებული უყურებდნენ გიორგის. იგრძნო დაქალის აჩქარებული გულისცემა, რომელიც არა და არ მშვიდდებოდა.
-ანუშკი, შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი და გეკრძალებოდეს?!- მოულოდნელად იკითხა მაშომ.
-კი, როგორ არ შეიძლება.. რატომ მეკითხები?
-აი, მე რომ გიორგი შემიყვარდეს გაბრაზდები?
-მე? გაგიჟდი?!-გაოცდა ანუკა,-მე რატო უნდა გავბრაზდე? ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება!
-ჯობს ბედნიერება სხვანაირად მოიპოვო..-უთხრა მაშომ და კისერში ჩაუდო თავი დაქალს.
-რა იყო მაშკი? რა ხდება?!
-არაფერი, ანუშკი.. ძალიან ცუდია, როცა გიყვარს და უკან ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი დგას. ძალიან ძნელია, როცა ღამეს ათენებ იმისთვის, რომ დილა რო გათენდება ერთხელ მაინც ნახო.. ესაა და ეს..
-მაშო... ჩემო გოგო..-გაეღიმა ანუკას.
-ნუ, მომაქცევ ყურადღებას. ეს სიყვარული არ შეიძლება..-უთხრა მეგობარს და ლოყაზე აკოცა. შემდეგ კი მომღერალი მეგობრებისკენ წავიდა.


ამ ფიქრებში იყო კაკიმ რომ დაურეკა და უთხრა ქვემოთ ჩასულიყო. დიდი ზურგჩანთა ჰქონდა მოგდებული ზურგზე, ჯინსის შარვალი, ზოლიანი ზედა თეთრი-შავში და კედები ეცვა. მანქანაში უკან მოკალათებულები იყვნენ ბაჩო, ირაკლი და ლიზა წინ კი-ანუკასთვის ადგილი იყო გათავისუფლებული. კაკიმ ჩანთა გამოართვა და საბარგულში ჩადო.

-კაროჩე, რანაირი მული ხარ შენ, ტო! არ აცდი გვრიტაჩკებს, ხო?-ჩაჯდა თუ არა მანქანაში ირაკლიმ უთხრა.
-ო, კარგი რა იკა.. არც ერთი ჩანს ორი დღეა და არც მეორე და ვღელავ. იქნებ დაკლეს ერთმანეთი?!
-და იქნებ არ დაკლეს და ტკბებიან?! აუცილებელია, სანთლები დავიჭიროთ?-გაიცინა ირაკლიმ.
-კაკი, გავიაროთ რესტორანში ჩემთან შეკვეთილი მაქვს რაღაცები და წავიღოთ.,-უთხრა ბაჩომ. კაკიმაც მორჩილად თავი დაუქნია და მანქანა დაძრა.

ძალიან მალე უკვე ყაზბეგში იყვნენ. ეზოში შესულებს ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე დახვდათ ცოტა გაუკვირდათ. ანუკა და ლიზა აღფრთოვანებულები იყვნენ ყაზბეგის სილამაზით.მისი მთების სიდიადე და თვალუწვდენელი სივრცე ერთ ამოსუნთქვაში არ ჩაეტეოდა. სახლში შესულებს არავინ დახვდათ.

-აე!-დაიყვირა ირაკლიმ
-რა გაღრიალებს, ბიჭო!-შენიშვნა მისცა ბაჩომ.
-მაშო! გიორგი!-დაიძახა ანუკამ.
-ჩუმად!-დაიძახა მაშომ ხმადაბლა. მეგობრებმა გაიხედეს და სამზარეულოდან ისმოდა მაშოს ხმა.
-სად ხარ?-იკითხა ანუკამ,
-რა დაგემართა? ჩუმად ვერ იქნები?!-დაუძახა მაშომ. ანუკამ დაიხედა და დაინახა მაშო, რომელიც მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი.
-მანდ რა გინდა?!-გაოცდნენ მეგობრები.
-ვა, ვინები მოსულან..-დაიძახა გიორგიმ და სახლში შემოვიდა. ამ დროს მაშო გამოვარდა მაგიდიდან და გიჟივით გაიქცა გარეთ. გიორგი გაეკიდა ისე, რომ კიბეებს გადააფრინდა. მაშო თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და არანაკლებ გიორგი. ეზოში მდგარ კაკლის ხეს მიეჭრა მაშო და დაიყვირა:

-დაგასტუკე!
-ხელს შევუშვლითო, არა?-გაეცინა ანუკას და მათკენ წავიდა. ბიჭები გაოცებულები უყურებდნენ იქამდე, სანამ ირაკლიმ სიცილი არ დაიწყო. ანუკა მიუახლოვდა ხესთან მდგარ მაშოს და გიორგის, რომლებიც ცალი ხელით ხეს ეყრდნობოდნენ და ძლივს სუნთქავდნენ.
-გამახსენეთ, რამდენი წლისები ხართ?-სიცილით უთხრა ანუკამ.
-ბიჭო, შეიშალეთ თქვენ?-სიცილით მივიდა ბაჩო მათთან.
-ხო..ხო გახსოვს.. სურვილები..-სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა გიორგი,-ხოდა, გამოიყენა ერთი სურვილი და საათნახევარია დამალობანას ვთამაშობთ.
-რას თამაშობთ?-კვდებოდა ირაკლი სიცილით და მუცელზე ხელს იჭერდა.
-ამხელა კაცი ხარ და მგონია, რამე სერიოზული საქმით ხარ დაკავებული და შენ კიდე დამალობანას თამაშობ?-გაეცინა კაკის.
-კაი, ტო რა მოხდა მერე?-თავის დაცვა სცადა გიორგიმ „თავდამსხმელებისგან“.
-იმენა თანამედროვე ტარიელი ხარ-უთხრა ბაჩომ სიცილით.
-ხო, იცინე შენ! და აბა, ლიზას ეთხოვა დამალობანასაც ეთამაშებოდი, დაჭერობანასაც და რეზინობანას!-გაბრაზდა გიორგი. ბევრი იცინეს და სიცილ-კისკისით შევიდნენ ოთახში. ბიჭებმა გამოიტანეს რაც კი წამოღებული ჰქონდათ და ტრადიციულად, გოგოები სამზარეულოში განთავსდნენ და ბიჭები მისაღებში. მაშო ღიღინით აკეთებდა ყველაფერს, ლიზა და ანუკა გაშტერებულები უყურებდნენ.
-რა?-იკითხა მაშომ.
-რა რა? არ უნდა თქვა?-უთხრა ლიზამ.
-რავიცი, რა გითხრათ აბა?
-რა რა უნდა გვითხრა, სრულ ჭკუაზე ხარ?-აღშფოთდა ანუკა,-ამოიღე ხმა და თქვი რა ხდება!
-გოგო, არაფერი..-გაინაზა მაშო.
-აუ, დედას გეფიცები ნერვებს მიშლი!-წამოიძახა ანუკამ.
-არაფერი, ვილაპარაკეთ მე და შენმა ძმამ.
-ხო, მერე? ანუ?
-ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა ხდება. ცოტა წარმოუდგენელია მე და გიორგი ერთად.. ვილაპარაკეთ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ერთად ვართ..
-აბა, რას ნიშნავს?
-ნუ, ვცდით რა.. ესე, ფლირტაობით შევეჩვევით ერთმანეთს.
-აუ, გეფიცები თუ იყო ან შენ ან ის დალაგებული!-აღშფოთდა ისევ ანუკა.
-რა ფლირტაობა გოგო, მთელი სამსახური გიცნობს შენ!-უთხრა ლიზამ.
-აუ, ხოო?? საყვარელი..-ჩაიღიმა მაშომ.
-რაღაცას არ ამბობ შენ!-გაბრაზდა ანუკა.
-რას გადამეკიდე ანუშკი?! გეუბნები რაცაა რა..
-რა ფლირტაობა? რაც ერთმანეთს იცნობთ იმის მერე ფლირტაობთ და კიდე ესე უნდა გააგრძელოთ? არ გეზარება მაინც?!
-ეხლა არ მეზარება. ადრე არ ვიცოდი და ეხლა ხო ვიცი, რომ ვუყვარვარ შენ ძმას..-გაიღიმა მაშომ.
-და შენ?-ჰკითხა ლიზამ.
-მეე... მეე...ნუ, კაიმეც ხო!-თქვა მაშომ და თავი ამაყად ასწია.
-მაგრამ მაშო რის მაშოა ჩემი ძმა თუ არ აწამა ცოტა ხანს?-გაიცინა ანუკამ.,-გოგო, მიშომ დამირეკა. ვგიჟდები რა კულტურული და აღზრდილი ბიჭია!
-აუ, ანუშკი ეგრე რო ლაპარაკობ მგონია, რომ 60 წლის ბაბუშკა ხარ,-გაეცინა ლიზას.
-ხოდა, სადააო მაშოო ველოდებიო აქ ვზივარო გავიდაო.. მე რა უნდა მეთქვა? დეგენერატია ჩემი ძმა-მეთქი და აგწაპნა ცხვირწინ-მეთქი?!
-ხო, აი შენი ძმა და მიშო მაგრა გვანან ერთმანეთს.. პროსტა, ტიპმა რა გააკეთა აზრზე ხარ? ჩემთვის კულტურულად ცხოვრებას ვიშენებდი, ვაწყობდი მშვიდ მომავალს და ჰოპ! და აბა სადაა მშვიდი მომავალი? ამირია ეს ცხოვრება!
-სამაგიეროდ, ჩემთან იქნები ფისო,-თვალები აათამაშა ანუკამ.
-ვაიმე, ეს გოგო ისე ლაპარაკობს გეგონება ბატონი აკაკი დიდხანს გააჩერებს რა,-გაიცინა ლიზამ.
-მოდი, ყველამ თავის გულის ჭუჭულს მიხედოს რა,-უთხრა ანუკამ და გაიცინა. ბაჩოს მოფერებით ერთმანეთში ჭუჭულს, ჭუკს ეძახდნენ. ძალიან ქერა და ცისფერთვალება იყო ბაჩო. რადგანაც ჰყავდათ მეგობარი ვინმე „ქერა“ იგივეს ხომ არ დაუძახებდნენ და ხანდახან ჭუკის ეძახდნენ. ბაჩო თავიდან ბრაზდებოდა რა პონტია ჭუჭული და ჭუკი ცუდ ასოციაციას იწვევსო, მაგრამ რას იზამდა? ირაკლი და გიორგი რომ ადამიანს შეუჩნდებოდნენ იქ წასული იყო მისი საქმე.

-კაროჩე, მე ხო ბედი არ მაქვს. სულ ასე ეულად უნდა ვიყო გამოჭენებული?-დაიწუწუნა ირაკლიმ.
-შენ ძმაო გოგოსკენ ვერ გაგახედებთ. შენი ნაშები ხელშეკრულებები, საბუთები, თათბირები და ვისკია და აბა ისე როგორ გინდა?-გაიცინა გიორგიმ.
-ვერ გამახედებ რა.. სამსახურში არ მეძლევა კაი გოგოები?-თქვა ირაკლიმ და გაიმართა წელში.
-გეძლევა, მაგრამ ისე არა შენ რო გინდა..-ჩაიცინა კაკიმ.
-არ მინდა ეხლა აქილევსის ქუსლის დაჭ....ტვა.! მოდი, რამე ვითამაშოთ!
-რა ვითამაშოთ?-დაინტერესდა გიორგი.
-ოჰ, ამას უყურე ერთი. არ ეყო დღეს რაც ითამაშა,-გაიცინა ბაჩომ. საპასუხოდ კი გიორგიმ შეუბღვირა.
-აი, წითელი, ყვითელი და შავი.!
-აუ, მოდი..-თქვა მაშომ. დაიწყეს თამაში. ანუკა იხუჭებოდა და ირაკლიმ გაითვალა. ყვითელი აირჩია და ყვითელი კაკი აღმოჩნდა.
-რა იყო ანუშკი, წითელს ხო არ ელოდებოდი?-გაიცინა კაკიმ.
-ნუ, თავხედობ!-უთხრა და თვალები გიორგისკენ გააპარა, რომელიც იგუდებოდა სიცილით.
-ესეიგი, პირველი შეკითხვა: რამდენი წლის იყავი, რომ შეგიყვარდა პირველად?
-26-ის..-უპასუხა კაკიმ. ანუკას გაეღიმა კაკი, ხომ 26 წლის იყო ახლა
-მეორე შეკითხვა:სად იცხოვრებდი მომავალში? ნუ, რომელ ქვეყანაში.
-ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შენთან ერთად ვიცხოვრო.
-კაკი!-გაბრაზდა ანუკა,-კარგი, მესამე შეკითხვა: შენი ოცნება?
-ჩემი ოცნებაა მალე დაგერქვას ჩემი ცოლი და გვყავდეს ბევრი შენნაირი შვილები.-უთხრა კაკიმ და გაუღიმა. ანუკას თვალები აემღვრა და გული აუფართხალდა. ნამდვილი, სასწაული იყო ეს ბიჭი! არანაირად არ იყო რომანტიკოსი და არც ვარსკვლავების მოწყვეტას ჰპირდებოდა, მაგრამ რამდენიმე სიტყვაში ისეთ რამეს ეუბნებოდა, რომ იქვე აქვავებდა.
-კარგი, შემდეგი. კაკუჩი დაიხუჭე..-გაითვალა ირაკლიმ. კაკიმ შავი აირჩია, რომელიც თვითონ ირაკლი აღმოჩნდა.
-აუ, კაი, ტო.. რა გინდა ეხლა უნდა მცემო? ნელა დამარტყი რა..-ეხვეწებოდა ირაკლის და თან თვალებს ჭუტავდა.
-რას გაითვალე შენზე შავი?მოდი, ეხლა...
-აუ, ანუშკი რამე უთხარი კატასტროფა ხელი აქვს რა..-დაიწუწუნა ირაკლიმ და ლოყა მიუშვირა კაკის. კაკიმაც ნელა და მსუბუქად დაარტყა ლოყაზე ხელი. ირაკლიმ მსახიობურად დაიყვირა, ხელი მიიდო და დაუძახა:
-რა ქენი გუდუნა ეს?!- მეგობრებს სიცილი აუტყდათ და გააგრძელეს თამაში. იმ ღამეს გაერთნენ კარგად. მეორე დღეს გადაწყვიტეს მცირე ექსკურსია მოეწყოთ.

დილას ადრე ადგნენ და ჯერ წავიდნენ გველეთის ჩანჩქერისკენ, რომელიც სტეფანწმინდიდან 7 კილომეტრში სოფელ გველეთში მდებარეობს. თითქმის ერთი საათი მოუნდნენ ჩანჩქერამდე ასვლას, რადგან მაშო ძალიან ბევრს წუწუნებდა, მაგრამ იქ ასული ყაზბეგის სილამაზემ დაამუნჯა. შემდეგ კი გერგეთის სამების ტაძარში ავიდნენ. ძალიან უნდოდათ ფეხით ასვლა, მაგრამ მაშომ იმდენი იწუწუნა მინივენით ავიდნენ ტაძრამდე. ტაძარში სანთლები დაანთეს და უბრალოდ, ხედით ტკბებოდნენ ლიზა და ბაჩო რომ მივიდნენ მათთან.

-ქალბატონო ანნა,-მიმართა ბაჩომ,-წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ჩემს ლიზას რომ გაუწიოთ მეჯვარეობა?
-ვაიმე, რაა? მართლა!-გაოცდა ანუკა,-არა, რა თქმა უნდა! არ ვიქნები..
-თქვენ ბატონო ირაკლი?
-მე?-თითი მიიდო ირაკლიმ გულზე და გაიკრიჭა.
-სხვა ირაკლის ხედავ ვინმეს?-გაეცინა ბაჩოს.
-აცადე, შოკშია..-გაეცინა გიორგისაც.
-რამხელა პატივია ბაჩუკი! დიდი სიამოვნებით..-უთხრა ირაკლიმ და კუნტრუშ-კუნტრუშით წავიდა ეკლესიისკენ.

ლიზამ და ბაჩომ ჯვარი დაიწერეს გერგეთის სამების ეკლესიაში. საოცარი გრძნობა იყო ჯვრისწერა. თითქოს, ამით ერთნი ხდებით და სულები ერთიანდება.. ჩამოსულებმა აღნიშნეს დაოჯახება. თურმე, ბაჩოს წამოღებული ჰქონდა ლიზასთვის და თავისთვის ბეჭდები,მაინც ყოველი შემთხვევისთვისო და ასე, ერთი წყვილი ღმერთის წინაშე შედგა!



№1 სტუმარი Guest s.g

uhuuuu rogor miyvars es motxroba vgijdebi ai dzaaaan magaria

 


№2 სტუმარი Guest მა რი

ძალიან აგვიანებ, ჩვენ გელოდებით,

 


№3 სტუმარი papastatekulosi

აუუ ძალიან ძალიან კარგია,ასე აღარ დაიგვიანო რა გეხვეწები,მეშინია რომ დაივიწყებ ამ ისტორიას და არ დაასრულებ. ანუკა და კაკი ძალიან კარგი წყვილი კია მაგრამ აი როგორ ვთქვა...ანუკა მინდა რო უფრო თბილი და მოსიყვარულე იყოს და მეტად გამოხატოს გრძნობები. ვგიჟდები შენს წერის სტილზე და იუმორზე! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent