დასაწყისიდან დასასრულამდე
თავი 14 ანამ ყავა მოადუღა და სასადილო ოთახში დაბრუნდა. მაგიდაზე დადგა და ქეთისკენ მიაჩოჩა. მერე ეკასთან ერთად თვითონაც დაჯდა. დუმდნენ. -აბა იტყვი თუ არა რა ხდება შენს თავს?-გამომცდელად შეხედა ქეთის -არაფერი -ხდება ვიცი და ახსნა მოგიწევს რატომ დათანხმდი ცოლობაზე? ან წუხელ სად გაიქცი? -ანა თავი დამანებე გეხვეწები,- შეევედრა ქეთი -ხომ იცი რომ შეცდომას უშვებ? შენ ახლა ალექსზე ხარ გაბრაზებული და მის ჯიბრზე აკეთებ ყველაფერს. ამით კი უარეს შეცდომას დაუშვებ -შეცდომა მისი შეყვარება იყო ეკა -მე დღემდე არ მჯერა ეს სისულელე რომ ალექსი დაქორწინდა და აქედან იმიტომ წავიდა. თუ ასეა ბიჭებიც აუცილებლად იტყოდნენ რამეს -მოკლედ მე ასე გადავწყვიტე და მორჩა -ახლა იცოდე მაგრად გცემ რომ აზრზე მოგიყვანო. თუ სიმართლეს არ გვეტყვი. -გაჩუმდი რაა ეკა. იყავი შენ ბედნიერი თორნიკესთან მე კი თავი დამანებეთ. მივხედავ ჩემს თავს როგორმე. -აზრზე თუ ხარ რას ლაპარაკობ? ან შენი გადაწყვეტილებით რა გელოდება მომავალში? -ის მელოდება რომ უსიყვარულოდ მომიწევს ცხოვრება დათოსთან და ამით ჩემი მშობლებიც იამაყებენ. ერთი პრობლემით ნაკლები მექნება -ნაკლები კი არა უფრო მეტი პრობლემები გექნება. მითუმეტეს თუ გაირკვა რომ ალექსი მართალია. როგორ უნდა შეხედო მას თვალებში ეს თუ ტყუილია? -ჯერ მან შემომხედოს თვალებში და დამიმტკიცოს რომ რომ ვცდები და მერე როგორმე მე მოვაგარებ ყველაფერს -ღმერთო ჩემო რა ჯიუტი ხარ. ინანებ იცოდე -არ ვინანებ. ახლა კი უკევ წასვლის დროა. შენ მოდიხარ? -არა მარტო მოგიწევს წასვლა. თორნიკე უნდა ვნახო და მასთან ერთად დავბრუნდები. -კარგი აბა მე წავედი გოგოებო ძალიან მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს ერთგულებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ასე გადავწყვიტე და დამიდექით გვერდით. -ჩვენც გვიყვარხარ,მაგრამ ჩვენი ვალია რომ ამ მეგობრობის ხათრით თვალი აგიხილოთ. -მადლობა ანა. ხო მართლა თაკოსთან და ბიჭებთან არაფერი არ წამოგცდეთ. თუ რამე გკითხეს თქვენ არაფერი არ იცით. -როგორც იტყვი. გოოები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ქეთი დედაქალაქში გამოემგზავრა... ხანდახან სიუპრიზი ისეთი არ გამოდის როგორც გვინდა რომ გამოვიდეს. ზოგჯერ პირიქით ხდება და უარესი შედეგი მოაქვს, ვიდრე სიხარული. ასე დაემართა ეკასაც. მთელი გზა ტიროდა და მძღოლს აჩქარებდა სწრაფად მიეყვანა მანქანა სახლთან. უკან თორნიკე მოსდევდა მანქანის სიგნალით და ანიშნებდა გაეჩერებინა..... ნახევარი საათით ადრე კი უბედნიერესი იყო. ლამაზად გამოეწყო და კლუბში წავიდა. ნიკასგან იცოდა თორნიკე იქ იყო და განერვიულებული იყო რაღცაზე. არ დაურეკავს ისე დაადგა თავზე. ნასვამს ახალგაზრდა ვულგარული ქალი ეჯდა კალთაში და კოცნიდნენ. თავზარი დაეცა ეს რომ დაინახა.ხმის ამოღება ვერ გაბედა და ვერც ადგილიდან დაძვრა. თითქოს ამ ადგილს მიაჯაჭვეს. ცრემლმა თავისით დაიწყო დენა თვალებიდა. ყინულად ქცეულიყო -დიდხანს მიერთგულე.- ეს აღმოხდა მხოლოდ თორნიკემ დაბნეულმა ახედა ქვემოდან. მაშინვე მიხვდა რომ მისი საქმე წასული იყო. -აქ რას აკეთებ? ჰკითხა უაზროდ. -სიუპრიზი მინდოდა გამეკეთებინა შენთვის, მაგრამ შენ უკეთესად გამოგივიდა. -ეკა ეს ის არ არის.... -ეს ის არის რაც მგონია. ნუ ბოდიალობ სისულელეებს და კაცურად მოიქეცი. -წადი აქედან.-მიუბრუნდა თორნიკე ქალს. მანაც მაშინვე შეასრულა ბრძანება. ბიჭი კი ისევ ეკას მიუბრუნდა. იდაყვზე ხელი მიჰკიდა და თითქმის ძალით წაიყვანა ნიკას ოთახისკენ. -შემოდი და აქ ვილაპარაკოთ -მე სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. ახლა უკვე საბოლოოდ მორჩა ჩვენ შორის ყველაფერი. -მომისმინე, ვიცი შევცდი მაგრამ უნდა მაპატიო. განერვიულებული ვარ, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და ცოტა დავლიე. მერე კი ფიზიოლოგიამ იმძლავრა და ქალი მომინდა. -ხოდა გყავდეს ეგ ქალი და იაყავი მასთან -შენ იცი რას ნიშნავს ეს? იცი რამდენი ხანია არავის მივკარებივარ? იცი რამდენი ხანია ვითმენ ამ ყველაფერს? -შეგეძლო ეს საქმე ყველაზე მარტივად მოგეგვარებინა. დავქორწუნებულიყავით. -შენ ეს გინდოდა? თანახმა იქნებოდი? -მე ყველაზე მეტად შენს გვერდით ყოფნა მინდოდა და თანახმა ვიქნებოდი, შენს გვერდით ვყოფილიყავი როგორც შენი მეუღლე. მაგრამ ახლა უკვე ეს ვიცი რომ არასოდეს აღარ ვიქნებით ერთად. მივდივარ და არ შემაჩერო. არასოდეს გაპატიებ. ეკამ კარი გაიხურა და კიბეებზე დაეშვა. ქუჩაში პირველივე ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. -ძალიან გთხოვთ იჩქარეთ სწრაფად იარეთ. თან უკან იხედებოდა. დაინახა როგორ გამოვარდა თორნიკეც და როგორ ჩაჯდა მანქანაში. მისდევდა და თან მის სახელს ყვიროდა -გოგონა მეტს ვეღარ მოვუმატებ სიჩქარეს. არ შეიძლება. იქნებ ჯობია დაელაპარაკოთ? -ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და მორჩა. არ გააჩეროთ ბიძია გთხოვთ. -ეჰ ნეტავ ამ ახალგაზრდებს ერთანეთის მოსმენა და ერთგულება შეგეძლოთ.... ჩაილაპარაკა მძღოლმა და შუქნიშანზე სწრაფად გაიარა. მის უკან წითელი აინთო, მაგრამ თორნიკეს გაჩერება არც უფიქრია. ერთი სული ჰქონდა ეკა შეეჩერებინა. ერთი წამით ყურადღება მოადუნა და ძლიერი დაჯახების ხმა გაისმა. სატვირთო მანქანა შეეჯახა გვერდიდან და მისი მანქანა რამდენიმე მეტრით მოისროლა. ეკას ეს არ დაუნახია უკვე ქალაქის გზაზე იყო გასული .... შუაღამე იყო. ქეთის ღრმად ეძინა მაგრამ ხმაურმა ძილი დაურთხო. თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა. უცებ გიაზრა ყველაფერი და მიხვდა რომ კარზე აბრახუნებდნენ. ჩაცმა არც გახსენებია პიჟამოს ამარა გავარდა კარის გასაღებად. -ეკაა. რა დღეში ხარ? რას გავხარ? რა მოხდა?- მიაყარა კითხვები -არ მკითხო მეგობარო. დასალევი გაქვს სახლში? -კი სამზარეულოში იქნება ბარში. ეკა იქით გავარდა. ქეთიმ კარი დახურა და უკან მიჰყვა. -ამ შუაღამისას ასეთ დღეში რომ გხედავ ვხვდები რომ რაღაც მოხდა. ეკას არაფერი უთქვამს. ბოთლი აიღო და კონიაკი ჭიქაში ჩამოასხა. სულმოუთქმელად გამოსცალა და მეორე ჭიქაც მიაყოლა. -გაჩერდი.- ქეთიმ წართმევა სცადა,მაგრამ მან არ დაანება და კიდევ ერთი ჭიქა მიაყოლა ზედ. -რა მოხდა რომ გეკითხები იქნებ მიპასუხო? -ჩვენს დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოთ ქეთი.-ეკამ ამ სიტყვებს გული ამოაყოლა და ისევ დაასხა -ამ ჭიქით კი ერთგულებას გაუმარჯოს. -მორჩა აღარ დალევ. გეყოფა. ზედიზედ ხუთი ჭიქა დალიე,უკვე მთვრალი ხარ. ქეთიმ ბოთლი წაართვა და მაგიდაზე დადო. -რა მოხდა და ისევ მიღალატა ქალთან წავასწარი. ამჯერად არაფერი მომჩვენებია და არც იმას უარყვია. ყველაფერი დამთავრდა. -გავგიჟდები ეხლა. ნუთუ ამ მამაკაცებს ერთგულება საერთოდ არ შეუძლიათ? დამშვიდდი მეგობარო. ერთად გადავიტანთ.- ქეთი მეგობარს მოეხვია. ორივე ტიროდა. მათი ფიქრები საყვარელ ადამიანებს დასტრიალებდნენ. მერე სასმელმა გაჭრა და ეკას დივანზე დაეძინა. პლედი მიაფარა მეგობარს და თვითონაც დაიძინა... ************** ცხოვრება გაგრძელდა. ეს თემა მათთვის სამუდამოდ დაიხურა. ორივეს უძნელდებოდა მაგრამ, საკუთარ თავში ძალა იპოვეს და მხოლოდ კარიერისთვის არსებობდნენ. მათთის სიცილი და მხიარულება უცხო გახდა. იშვიათად იღიმებოდნენ. თითქოს საკუთარ თავებში ჩაიკეტნენ. მატეს მოვლა ცოტას ახალისებდა ქეთის. რამდენჯერმე მშობლემა დაურეკეც და მისი ნახვის სურვილი გამოთქვეს. შერიგება უნდოდათ რადგან თავისი გაიტანეს. ის უარს ამბობდა მათთან კონტაქტზე. დათო თავის მხრივ ცდილობდა ქეთისთან დაახლოებას და პაემნებზე ეპატიჟებოდა. სამსახურს იმიზეზებდა და უარს ეუბნებოდა ყოველთვის. თავიდან დათოს ამაზე არ ჰქონდა რეაქცია. მაგრამ მერე უკვე აშკარად გამოხატავდ გაბრაზებას. ქეთი უპასუხოდ ტოვებდა მის ყველა საქციელს... ეკას იმ დღის შემდეგ თორნიკეზე არაფერი გაუგია. დარწმუნებული იყო ბიჭმა ფეხებზე დაიკიდა და გასართობად წავიდა. მითუმეტეს რომ რამდენჯერმე ხმა მიუვიდა რომ თორნიკე ღამის კლუბებს არ აკლდებოდა დედაქალაქში. ერთხელ მორიგი პატრულირების დროს შეხვდა მას. კლუბში ჩხუბი იყო და პოლიცია გამოიძახეს. იქ რომ მივიდნენ მაშინ დაინახა. მოჩხუბრებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ბარის მეორე ბოლოში თორნიკე იჯდა და ერთდოულად ორ გოგოსთან ერთობოდა... არცკი შეუმჩნევია მას ისე ჩუმად წამოვიდა იქიდან და შიგნით აღარ შესულა. ყველაფრის მიუხედავად სამსახურში საქმეები კარგად მისდიოდა. უკვე მუდმივ თანამშრომელად ითვლებოდა და ხელფასიც მოუმატეს. უფროსისგან შექებასაც ხშირად იმსახურებდა. მიეჩვია საშიშ საქმეებს და საშინელებების ნახვას, რასაც ღამით ქალაქის ბნელ ქუჩებში ხედავდა... ყველაზე მეტად მწვავე რეაქცია მაშინ ჰქონდა როცა საქმე ქალის ჩაგვრას და შეურაწყოფას ეხებოდა. ამ დროს გონება ეკეტებოდა და მწვავე რეაგირებას ახდენდა.... თაკო და გიორგი საქორიწნო მოგზაურობიდან დაბრუნდნენ და გიორგის ბინაში დასახლდნენ. ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. თავიდან ტასოს დატოვება მშობლებს უნდოდათ, მაგრამ ბავშვი გაჭირვეულდა და თან თაკოსაც უნდოდა რომ მათთან ეცხოვრა და ბოლომდე შეეგრძნოთ ოჯახური ბედნიერების სიტკბო... ანა და ბაჩო შეხვედრებს აგრძელებდნენ. თუმცა საიდუმლოდ ინახავდენენ. მათ ურთიერთობაზე არ უნდოდათ გავლენა გარემოს და გარშემომყოფებს მოეხდინათ. მოკლედ გავიდა დაახლოებით ორი თვე და დადგა ის ბედნიერი დღე როცა ქეთი ბოლოში გავიდა და პრაქტიკებიც დაამთავრა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა. საავადმყოფოს დირექტორმა ამ დღეს თავისთან დაიბარა. მორიდებით შეაღო მისი კაბინეტის კარი. -შემოდი შემოდი. დაჯექი ჩემო გოგო -როგორ ბრძანდებით ბატონო თამაზ? -კარგად, შენ როგორ გრძნობ თავს? -მადლობთ კარგად. ძალიან გახარებული ვარ. -გილოცავ ამ წარმატებას. შენ ხარ ის ადამინი ვინც ბოლომდე მიჰყვა ამ საქმეს და წარმატებულად დაასრულა ყველაფერი.წარმატებებს გისურვებ მომავალში. მაგრამ ახლა სხვა რამისთვის დაგიბარე. ჩვენს საავადმყოფოში ადგილს გთავზობთ ზოგად ქირურგად. -იცით მე ამას არ ველოდი ძალიან დავიბენი... ამაზე ხომ ყველა იოცნებებდა -აბა რას იტყვი?თანახმა ხარ? -დიახ,თანახმა ვარ. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო. -ხოდა ეს ოცნებაც აგიხდა. -კადრებში ყველაფერი იციან. გაფრთხილებულები არიან და გაგაფორმებენ. რამდენიმე დღე დაისვენე და მერე გელოდებით სამსახურში. -მე შენი იმედი მაქვს და მჯერა გაგვიმართლებ იმედებს -რა თქმა უნდა თავს არ დავზოგავ, ისევე გავაგრძელებ როგორც აქამდე. ქეთი დირექტორს დაემშვიდობა და ორმაგად ბედნიერმა დატოვა საავადმყოფო. მაშინვე აწკრიალდა მისი ტელეფონი -აბა მეგობარო როგორ ჩაიარა ყველაფერმა? -იმაზე უკეთ ვიდრე წარმომედგინა ეკა. სად ხარ შენ? -ახლა მოვრჩი მუშაობას და სახლში მოვდივარ. მეც ახალი ამბები მაქვს. -კარგი მაშინ მოდი სადმე ბარში შევხვდეთ და ავღნიშნოთ დღევანდელი ამბები. -კარგი მოვდივარ... რამდენიმე წუთში გოგოები ბარში ისხდნენ. ოფიციანტს სასმელი და პიცა შეუკვეთეს. -დიდი ხანია ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ. -ხო ეკა ბოლო პერიოდი არც ერთს არ გვქონდა სახარბიელო. -აბა რა უნდა გეთქვა? -გამოცდიდან რომ გამოვედი საავადმყოფოს დირექტომა დამიბარა თავის კაბინეტში და საავდმყოფოში ადგილი შემომთავაზა. -გილოცავ მეგობარო. ეს ხომ ძალიან მაგარი ამბავია? -ხო ეკა სიხარულისგან ხმა ძლივს ამოვიღე, ეს ის არის რისთვისაც ამდენი დრო დავკარგე და ამდენი დავთმე. რამდენიმე დღეში მიმღების ზოგადი ქირურგი ქეთი კალანდაძე ვიქნები. -სიტყვებს ვერ ვპოულობ.მაგრამ მეც მაქვს ერთი ამბავი. განყოფილების უფროსმა დამიბარა და ოფიცრის წოდება მომანიჭეს. მაგრამ ეს არაფერი. განცხადება მქონდა დაწერილი სამინისტროში რომ ჩვენს ქალაქში მინდოდა დაბრუნება სამსახურში. იქ ადგილი გამოჩნდა თან უბრალოდ ადგილი კი არა განყოფილების უფროსად გამიშვეს. -ვიამე ეკა მართლა თუ ხუმრობ? -მართლა მართლა. სიხარულისგან ორივემ იკივლა. ხალხმა მათ შეხედა მოდი ჩვენს წარმატებებს და ჩვენს მომავალ კარიერას გაუმარჯოს. -გაუმარჯოს. ორივემ სასმელი შესვა. -მაგრამ მე მარტო მტოვებ? -რა ვქნა მეგობარო? სანამ იქ საავადმყოფოს ააშენებენ მანამადე იქნები მარტო, მერე კი შენც დაბრუნდები, ხომ გახსოვს ეს იყო ჩვენი იქიდან წამოსვლის მიზეზი. -რამდენიმე თვეში მეც დავბრუნდები. მანამდე კი შენ თავს გაუფრთხილდი,ხომ იცი რა საშიში სამუშაოა? -ვიცი მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ეს ჩემი პროფესიაა და ამით ვამაყობ. -მე კიდევ შენით ვამაყობ მეგობარო. უთხრა ქეთიმ -მაგრამ რაღაც მინდა გთხოვო ქეთი. ნანასთან მუშაობას თუ ისევ აპირებ იქნებ სთხოვო და მასთან გადახვიდე ცოტა ხნით მეშინია დათომ რამე არ დაგიშავოს. -კარგი გპირდები იქამდე სანან ბავშვთან ვიმუშავებ ნანას ვთხოვ და მასთან გადავალ. -შენ საოცრება ხარ ქეთი და მიკვირს ალექსმა ასე ადვილად როგორ დაგთმო. -ხომ მოვილაპარაკეთ რომ მათზე აღარასოდეს ვილაპარაკებდით. -რა ვქნა არ გამოდის ისევ ვფიქრობ მასზე. -თორნიკემაც არანაკლებ საოცრება დაკარგა... იმ დღეს გვიანობამდე ისაუბრეს გოგოებმა, კარგად მოილხინეს. ერთმანეთი შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ ენახათ და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. იხსენებდნენ ძველ ამბებს და ბავშვობას და ხალისობდნენ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.