ჟურნალისტი ერთი თვით (2)
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს . პირველი შემთხვევა იყო მგონი ფრენა-ფრენით რონ წამოვფრინდი. ასე კარგად კარგახანია არ მძინებია. საწოლიდან ავდექი ,კუპალინკი და თხელი სარაფანა ჩავიცვი. პირველ სართულზე ჩავედი , სააბაზანოში მოვწესრიგდი და ეზოში სუფთა ჰაერზე გავედი. იქვე ჰამაკი დავინახე და ბედნიერებისგან ერთ ადგილას შევხტი თან ვიცინოდი. გავიქეცი და ზედ დავხტი . უცებ ვიგრძენი რომ ვიღაცის სხეულს ვეწექი ზემოდან. თბილი სხეული ვიგრძენი.მერე ყურთან გახშირებული სუნთქვა. ფეთიანივით წამოვხტი და ბალახზე საჯდომით დავენარცხე. -აუ, მტკივა , -უცებ წამოვიყვირე. საშინლად მტკიოდა საჯდომი,ისე ლამის ცრემლები წამომივიდა. ნაცნობი სიცილის ხმა გავიგე. თავი ზემოთ ავწიე და ლიპარტელიანის ყავისფერ თვალებს გადავაწყდი. ო... არა... ჯანდაბა , ე.ი. მას დავახტი მთელი ძალით ტანზე .სირცხვილისვან თვალები მოვაშორე. არა რას მივრბოდი ქაჯივით ,დავკვირვებოდი ნორმალურად ჰამაკს,მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო მზე ისე ანათებდა არაფერი ჩანდა. ილია სიცილს არ წყვეტდა,ქვედა ტუჩს კბილები ჩავასვე. ⁃ კიდევ დიდხანს უნდა დამცინო? - ფეხზე ძლივს წამოვდექი,საჯდომი ტკივილისგან მეწვოდა,მაგრამ როგორ შევიმჩნევდი. ⁃ ისე მძიმე ყოფილხარ. ⁃ მოიცა რა? სულაც არ ვარ დიდი. 54 კილო ვარ,სიმაღლეც ნორმალური მაქვს, - ვერ ვხვდები რატომ ვუხსნიდი რამეს. ⁃ ოჰ,რას ვარდები, -უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და გვერდი ჩამიარა. ფუ,უტაქტო ,როგორ მექცევა. მოიცადე ილია ლიპარტელიანო , შენ განახებ ავარდნა როგორი უნდა. თან იმაზე ვფიქრობდი რომ მასზე ბევრი რამ შემეტყო რაც სტატიისთვის გამომადგებოდა. *** პატარა ჩანთაში ჩავაწყეთ საჭმელები და გზას გავუდექით. ლიკა და კოსტა ხელგადახვეულები მიდიოდნენ ,მათ წინ სწრაფი ნაბიჯებით ილია მიდიოდა. მე კი ყველაზე ბოლოს ვიყავი,ულამაზესი სოფელი აღმოჩნდა ,ყოველ დეტალს ვაკვირდებოდი. ⁃ მალე მივალთ? - ხმამაღლა ვიკითხე. ⁃ ხუთი წუთის გზა დაგვრჩა ,- მიპასუხა ლიპომ. გამეხარდა მის ხმაში აგდებული ტონი ოდნავ მაინც რომ არ იგრძნობოდა. და მართლაც ზუსტად ხუთ წუთში ულამაზეს ადგილას ამოვყავით თავი. გადასაფარებელი ბალახს გადავაფარეთ და ჩრდილში დავსხედით. მე და ლიკამ მალევე გავშალეთ სუფრა . ბიჭებმა მწვადების კეთება დაიწყეს. მალევე საოცარი სურნელი დატრიალდა. ერთი სული მქონდა მწვადით პირს როდის ჩავიტკბარუნებდი. ლიკა და მე ბიჭებისგან მოშორებით ვიდექით. ⁃ რა გემართება გოგონი? ⁃ რას გულისხმობ ლიკა? ⁃ გგონია ვერ ვამჩნევ როგორ უყურებ ილიას? ⁃ ნუ ჩერჩეტობ რა, -ხელი ავიქნიე, არ მინდოდა მასაც შეემჩნია ჩემი ინტერესი ილიას მიმართ. ⁃ აი ვერ ვხვდები რა გაქვს დასამალი. პროსტა არ იფიქრო ამ ბიჭზე , მგონი ვიღაც უყვარს, - რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა " ძალიან უყვარს" ,რომ გავიგე. ⁃ არც ვფიქრობ. ⁃ რაზე საბრობთ გოგოებო ? - დაიძახა კოსტამ. ⁃ შენთვის საინტერესო არაფერზე , - ჩაიცინა ლიკამ. მე ბიჭებისკენ წავედი . ⁃ მალე იქნება ? ⁃ კი ნინე, -პირველად მომმართავდა ილია სახელით. გემრიელად ვილუკმებოდით .ილია ჩემს წინ იჯდა. ⁃ სიმღერა ,რომ ჩავრთო ხომ არ შეგაწუხებთ ? ⁃ არ შეგვაწუხებს , - ერთად მიპასუხა ყველამ. Jay Jay Johanson - far away ჩავრთე და მინდორზე წამოვწექი. ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს . სიმღერა ,რომ დასრულდა ყველამ მე მომბაძა და ბალახზე წამოწვა. ⁃ ვისი სიმღერაა ნინე? - ჩამეკითხა ილია. ⁃ Jay Jay Johanson - ის ,მოგეწონა? - შევეცადე გულგრილად მეკითხა. ⁃ ძალიან ,აუცილებლად ჩავწერ მაგ სიმღერას ფლეილისთში. ⁃ ჰო ,ჩემი გოგო ძალიან გემოვნებიანია , - გაიცინა ნატამ. ⁃ გეთანხმები , - ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი ,რომ გემოვნებიან ადამიანად მივაჩნდი ილიას. ⁃ გია ყანჩელის მუსიკა არ გაქვს რამე? - მკითხა ილიამ. ⁃ კი,კი . როგორ არა, მაინც რომელი გინდა? - გამეხარდა ყანჩელს რომ უსმენდა. ⁃ როცა აყვავდა ნუში გაქვს? მოუხდება ამ სიტუაციას. ⁃ კი , მაქვს. მოიცა დავძებნი და ჩავრთავ ,- და მართლაც საოცარი ატმოფერო შეიქმნა, ყველა ჩუმად ვუსმენდით ყანჩელს. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა... ვფიქრობდი დილით მიმხდარზე და იმაზე როგორ ამეგდო ილია. ნახევარი საათი გავჩერდით და მდინარისკენ მიმავალ გზას დავუყევით , ბევრი ადამიანი ირეოდა . ილიას დანახვაზე აყაყანებული საზოგადოება წამსვე გაჩუმდა. სათითაოდ ამოდიოდნენ წყლიდან და მოწიწებით ესალმებოდნენ მას. ეტყობოდათ ძალიან დიდი რიდი რომ ჰქონდათ მის მიმართ. მერე მაღალი და გამხდარი ბიჭი გაკრეჭილი ამოვიდა წყლიდან და ბედნიერი მოაბიჯებდა. ⁃ ჩემპიონი ჩამოსულა,როგორ ხარ ძმაო? - ერთმანეთს გადაეხვიენ. ⁃ ჩემპიონი წარსულში ვიყავი, - ხმაში სევდა შეერია, - კარგად შენ როგორ ხარ? ⁃ შენ სულ ჩვენი ჩემპიონი იქნები, მაგრად ძმა , - მერე კოსტა მოიკითხა . ⁃ ეს ლიკაა ,კოსტას საცოლე , - კოსტას გვერდით მდგარ ლიკაზე მიუთითა ,- ლიკა ეს ავთოა , ჩვენი მეგობარი. ⁃ სასიამოვნოა ავთო . ⁃ ჩემთვისაც ლიკა , -ხელი ჩამოართვა ლიკას. ⁃ ჰო, ეს კი ,- ჩემსკენ მიუთითა ავთოს - ნინეა. ლიკას მეგობარი. ჩვენც სასიამოვნოათქო ვთქვით. მინდოდა ცოტახნით მაინც გადამეყვანა ჭკუიდან ილია და მაგრად დამეიგნორებინა. ისე ვიქცეოდი თითქოს ერთმანეთთან რამე გვაკავშირებდა. მდინარეში გოგოები შორტებით და მაისურებით ბანაობდნენ, სარაფანა გადავიძვრე და შევეცადე ისე გამევლო მისი ყურადღება რომ მიმექცია,ნამდვილად არ ვიცი გამომივიდა თუ არა ,მაგრამ წყალში მყოფი ბიჭების უმეტესობა მე მიყურებდა რაც სულ არ გამხარებია. ნელა შევედი წყალში , საკმაოდ თბილი აღმოჩნდა წყალი, მუცლამდე რომ მომწვდა წყალში ჩავყვინთე და ისე გავცურე. ცურვა მამამ მასწავლა ბავშვობაში . ამასობაში ლიკაც შემომიერთდა კოსტასთან ერთად. ლიკა ახლოს მოიწია და ყურში მიჩურჩულა. - რა იყო რას გადარიე ის ბიჭები , - გაიცინა და მეც ამიყოლია სიცილში. ⁃ ახლა რომ გკითხოთ რაზე იცინით ისევ იმას მეტყვით შენ არ გეხებაო? - უკმაყოფილობისგან ტუჩი ზემოთ აწია კოსტამ , ამაზე ისევ ჩაგვეცინა . მერე ნაპირისკენ გავიხედე ილია ვიღაც გოგოსთან ერთად შემოდიოდა . უკმაყოფილობისგან დავიჭყანე. წყალზე ტივტივი დავიწყე , მზის სხივებზე ვიღაცის ჩრდილი დამეფარა, გავსწორდი და უცხო ბიჭს ავხედე. ⁃ აქ პირველად გხედავ , - მომიგო უცნობმა. ⁃ იმიტომ რომ პირველად ვარ , - ზედმეტად ცივად ვუპასუხე. ⁃ მე გიორგი მქვია ,- უაზროდ გაიკრიჭა, ისე იქცეოდა თითქოს ვერ ჰხვდებოდა მასთან საუბარი ,რომ არ მსურდა. ⁃ მგონი არავის უკითხავს , - ცურვა განვაგრძე. ცოტახანში ნაპირზე ავედი . ჩანთიდან შარფი ამოვაძვრინე, ქვიშაზე დავაფინე და გასარუად დავწექი. მალევე კოსტა ,ლიკა და ილია შემომიერთდნენ . ცოტახანს ჩუმად ვიყავით. ⁃ ისე მშობლებს ზრდილობა არ უსწავლიათ ? -იკითხა ილიამ. ⁃ ვის ეუბენები? - ჰკითხა კოსტამ. ⁃ ნინეს,სხვას ვის ვეტყვი. ⁃ რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა შევხედე. ⁃ ადამიანს შენი გაცნობა უნდოდა და ზედმეტად უხეშად ესაუბრე ,- ტონზე უკმაყოფილობა იგრძნობოდა ,მაგრამ რატომღაც თვალებით იცინოდა. ⁃ არაა შენი საქმე , - ისე ვუთხარი თითქოს სულ არ მაინტერესებდა რას იტყოდა ან იფიქრებდა. ასე ჯობს,ახლა იგრძნოს როგორია "ფეხზე " სიარული. კარგახანს მზეს ვეფიცხებოდი კანი ,რომ ამეწვა ისევ წყალში შევედი, ცოტახანს ვიცურავე ... და ისევ ვიღაც ავიკიდე . ოხ,ჯანდაბა. რა ჭირად ჩავიცვი ასეთი საცურაო კოსტუმი. ⁃ გამარჯობა გოგონი , რა გქვია? - ოხ,როგორ ვერ ვიტან ხამ ბიჭებს, ასე დებილივით რომ არ მონშტერებოდა ვუპასუხებდი კიდეც. გვერდი ავუარე და წყლიდან ამოვედი, ის ბიჭი კი ისევ იმ ადგილას იყო და მიყურებდა. ცოტახანი არ დავწოლილვარ შარფზე ,რომ არ დამესველებინა. როცა ოდნავ გავშრი მაშინვე დავწექი. ვერც კი მივხვდი ისე ავლაპარაკდი. ⁃ უიმე,რა ხამივით მიყურებდა , - ამოვიფრუტუნე ჩემთვის. ⁃ რამე მითხარი? - მკითხა ლიკამ. ⁃ არა, რას გეტყოდი. ლიკა იქით ბიჭები რომ თამაშობენ, -ხელით ფრენბურთზე მოთამაშეებისკენ მივუთითე , - არ წამოხვალ? იქნებ გვათამაშონ. ⁃ აუ კი, წამო რა ხანია არ მითამაშია , -კოსტას ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოდგა, მეც მას მივბაძე და ბიჭებისკენ წავედით. ⁃ გამარჯობა, ბიჭებო ვერ გვათამაშებთ? - გამეხარდა ხამებივით რომ არ დაგვაკვირდნენ. ორივე გადავნაწილდით და თამაშს შევუდექით. სკოლაში ვთამაშობდი ფრენბურთს,თანაც ისე რომ რამდენიმე შეჯიბრზეც ავურჩევივარ სკოლას. ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. ⁃ ვა, რა კარგად თამაშობ ნინე , - მითხრა "თანაგუნდელმა" . ⁃ მადლობა, დიდი ხანია არ მითამაშია, კაი კარგად ბიჭებო ,- ბიჭებს დავემშვიდობეთ . ჩვენს ადგილზე დავბრუნდით თუ არა, კოსტამ მაშინვე ის თქვა თქვენ რა მაგრები ყოფილხართო. რაზეც ლიკა გააბრაზა. ⁃ კოსტა, ნუ თუ აქამდე არ იცი მაგრები რომ ვართ? , - ლიკას ბავშვობაზე ჩამეღიმა. ⁃ ერთი ტყუილად არ მებუტებოდე რა, აქამდეც ვიცოდი მაგრები რომ იყავით ,მაგრამ ის არ ვიცოდი ასე კარგად თუ თამაშობდით ფრენბურთს,განსაკუთრებით ნინე. ⁃ ჰო ,ნინე ძაან მაგარად თამაშობდა სკოლაში, სკოლის გუნდშიც ხშირად გაუმარჯვია. ⁃ ჰო, ძალიან მიყვარს ეს სპორტი , - გავუღიმე კოსტას. ილია რაღაცნაირად მოიღუშა სპორტის ხსენებაზე. ⁃ შენ ის მითხარი რომელი სპორტი არ გიყვარს , - ჩაიცინა ლიკამ ,- რაგბის და ჭიდაობის გარდა ყველგან იარა მგონი. და ალბათ ეს სიტყვები გახდა იმის მიზეზი სწრაფი ნაბიჯით რომ დაგვტოვა ილიამ. ⁃ რა დაემართა ?- იკითხა ლიკამ. ⁃ არ ვიცი ,- ამოილაპარაკა კოსტამ. მაგრამ მე მაშინვე მივხვდი რაც დაემართა. მას დღემდე მოუშუშებელ ტკივილად ჰქონდა ქცეული მისი განვლილი ცხოვრების მიზანი - ჭიდაობა. გარშემო მყოფები კი თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდნენ , გულს როგორ ტკენდნენ თუნდაც ერთი ჩვეულებრივი სიტყვით. *** სახლში ოთხის საათისთვის დავბრუნდით. მივედი თუ არა გურამს და მერი ბებოს ბოდიში მოვუხადე და დასასვენებლად ავედი ოთახში, ლიკას დავუბარე ნახევარ საათში გავეღვიძებინე. დავწექი თუ არა საწოლზე მაშინვე ჩამეძინა. არ ვიცი რამდენხანს მეძინა ,კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა. ⁃ შემოდი ,- საწოლზე წამოვჯექი და თვალების სრესა დავიწყე, ბოლომდე ვერ გამოვფხიზლებულიყავი. ⁃ უი , არ ვიცოდი თუ გეძინა , - ილიას ხმა როგორც კი გავიგე ადგილზე შევხტი,რატომღაც ლიკას ველოდი. ო , არა , წარმომიდგენია ახლა რას ვგავარ,თმაზე ხელი ჩამოვისვი,ისე იყო აფუებული ვინმეს ეგონებოდა ბალიში ამიფეთქდა. ⁃ აბუქებ,მასე ცუდადაც არ გამოიყურები. ⁃ გადი სასწრაფოდ ! - გაბრაზებულმა ვუთხარი, რას ნიშნავდა "მასე ცუდადაც არ გამოიყურები" , უტაქტო . ე.ი. ფიქრობს რომ ცუდად გამოვიყურები... განა მე არ ვიცოდი ცუდად რომ გამოვიყურებოდი,უბრალოდ მისგან ამის მოსმენა არ მომეწონა. ავდექი და სარკეში ჩავიხედე, ფერი მომკიდებოდა თამაც ძალიან შესამჩნევად . მოიცა ბატონო ილია, შენ გაჩვენებ გაგიჟება როგორი უნდა. თმები კარგად ჩამოვივარცხნე და ნორმალური ფორმა მივეცი, საკმაოდ მოკლე კაბა გადავიცვი და მზად ვიყავი. მისაღებიდან ხმები გამოდიოდა მეც იქით წავედი. ყველას გავუღიმე და დივანზე დავჯექი. ⁃ ჩვენ გოგონას გაუღვიძია , კარგად გეძინა შვილო? ⁃ ძალიან მერი ბებო. ⁃ გემრიელობები გავაკეთე და აქ მოვიტან. ⁃ წამოვალ, დაგეხმარებით , - ფეხზე ავდექი და მერი ბებოს გავყევი. მისაღებში სუფრა გავშალე, მერი ნამცხვარს ჭრიდა. ⁃ შვილო,შეყვარებული არ გყავს? - ეშმაკურად ჩაიცია. ⁃ არა ,არც მყოლია. ⁃ ძალიან კარგი. ⁃ უკაცრავად რა მითხარი მერი ბებო , ვერ გავიგე. ⁃ არაფერი შვილო,წამოდი გავიდეთ. ლიკას გვერდით ვჯდებოდი. ⁃ არა შვილო მაქეთ არ დაჯდე ,აგერ ჩემ ბიჭს მიუჯექი, - ეშმაკურად იცინოდა,მეც არ გამიპროტესტებია და ილიას გვერდით დავჯექი. ჩემს წინ ხაჭაპური იდო უნდა ამეღო იმ დროს ილიამაც აღება რომ დააპირა. ⁃ მიდი აიღე , - მეც ყველაზე დიდ ნაჭერს დავტაცე ხელი და გემრიელად ჩავკბიჩე . სახეზე კი დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ⁃ ნინე რამდენის წლის ხარ? - მკითხა გურამმა. ⁃ ოცდაორის ვარ. ⁃ უჰ, პატარა ყოფილხარ , - გაიცინა მერიმ , - სწავლობ უნივერტეტში? ⁃ არა , დავამთავრე . ვმუშაობ უკვე . ⁃ ყოჩაღი გოგო ხარ. ⁃ მადლობა მერი ბებო. ლიკა ნამცხვარი მომაწოდე რა. ლიკას მაგივრად ილიამ მომაწოდა. გავუღიმე და თავი დავუკარი,მანაც გამიღიმა. ცოტახანში მაგიდის ალაგებას შევუდექით, ილია თვალს არ მაშორებდა,არც იმის დამალვას ცდილობდა რო მიყურებდა. სხვა თუ უყვარს მე რას მაშტერდები შე კაცო. არა ,განა არ მსიამოვნებს... საღამოს ყველა ტელევიზორთან ისხდა და რაღაც გადაცემას უყურებდნენ, მე ჰაერზე გავედი. თანაც ვიფიქრე ჰამაკში ჩავწვებითქო,კარგად მოვკალათდი და Lady Gaga - Dope ვუსმენდი ყურსასმენებით. მოკლე კაბა ზემოთ კიდევ უფრო აიწია ,მაგრამ ამ სიბნელეში ვინ დამინახავდა თანაც ყველა სახლში იყო. ცოტახანში მკლავზე შეხება ვიგრძენი. შიშისგან შევხტი და ლამის ისევ გადმოვარდი ჰამაკიდან , რომ არა ძლიერი ხელები იგივე განმეორდებოდა. ⁃ მერამდენედ უნდა გადმოვარდე ჰამაკიდან? - მომეჩვენა ან მართლაც მზრუნველი ტონი იგრძნობოდა ილიას ხმიდან . ⁃ რა ვქნა შემეშინდა , - ჩემს ნათქვამზე ჩაეღიმა. ⁃ შეიძლება მეც ჩავწვე? ⁃ კი , რა თქმა უნდა . დიდია ორივე ჩავეტევით. გვერდით მომიწვა , სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. სხეული ისევ ძალიან თბილი ჰქონდა. ვუსმენდი სიმღერას და ილიას გვერდით ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. ერთი წუთით ყველაფერი დამავიწყდა ისიც კი რომ ჩემს გვერდით იწვა მამაკაცი ,რომელზეც სტატია მქონდა დასაწერი. ⁃ მომასმენინებ მეც? - ისე მკითხა სიმშვიდე არც დაურღვევია. მეც ერთი ცალი ყურსასმენი მივაწოდე, მისი უზარმაზარი თითები ჩემს გაჩხინკულ თითებს შეეხო. ⁃ რა სასიამოვნო გარემოა ,- მითხრა მან. ⁃ ჰო , ძალიან ,- არ ვიცი რატომ მაგრამ ხმა ჩამხრიწიანებოდა,- აქ ყველა გაფასებს ,-მინდოდა ნორმალურად აგვწყობოდა დიალოგი. ⁃ ჰო ,ტყუილად გადაჭარბებულად თან. ⁃ რატომ? - ვერ გავიგე რას გულისმობდა. ⁃ არ ვიმსახურებ ,ადრე სპორტსმენი ვიყავი,ხშირად ვიღებდი მედლებს მერე ავარიაში მოვყევი , ვიღაც ნასვამი ქალი დამეჯახა. მას შემდეგ წერტილი დაესვა ჩემს კარიერას. გამეხარდა ყველაფერი რომ მომიყვა განა იმიტომ რომ სტატიისთვის გამომადგებოდა ,არა... იმიტომ რომ მისთვის რაღაცას წარმოვადგენდი. ⁃ რა სპორტს მიყვებოდი? - ვცდილობდი ისე მივქცეულიყავი თითქოს არაფერი ვიცოდი. ⁃ ჭიდაობას, ბავშვობიდან დავდიოდი. მამამ შემიყვანა გასახდომად .იმდენად არასპორტული და დონდლო ვიყავი ვერავინ იფიქრებდა სპორტში რამეს თუ მივაღწევდი. ⁃ ჰაჰა, მოიცა შენ დონდლო? - გულიანად ვიცინოდი. ⁃ გიხდება სიცილი, მართლა ძალიან დიდი ვიყავი , - ისიც ამყვა სიცილში . *** სახლის აივნიდან მერი ბებო იყურებოდა და ეშმაკურად უციმციმებდა თვალები ჰამაკში მყოფი ადამიანების ყურებისას. ესეც მეორე, ორი დღე ვერ დავდებ ახალ თავს. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.