შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტი ერთი თვით (1)


18-08-2016, 22:24
ავტორი ელობელო
ნანახია 2 614

სამსახურიდან გამოსული პირდაპირ ლიკასთან წავედი. ლიკა ჩემი სკოლელი იყო,ყველაზე კარგი ურთიერთობა მშობლების შემდეგ მასთან მაქვს. ჩემზე ერთი წლით უფროსია, სულ რაღაც ორ კვირაში მისი მეჯვარე გავხდები. ლიკას საქმროს კარგად არ ვიცნობ,მხოლოდ რამდენჯერმე შევხდი ,მაგრამ მაინც ზედმეტად კარგად ვარ მის მიმართ გამწყობილი. მაღაზიაში შევიარე და რძიანი ყავა ვიყიდე, ყველაზე მეტად რძიანი ყავის დალევა გვიყვარს.
⁃ მომიტანე ყავა? - გადამკოცნა თუ არა მაშინვე მკითხა.
⁃ როგორც ყოველთვის , -პარკში ჩაწყობილი რამდენიმე "პაჭკა" ყავა ავწიე მაღლა ,- ნაყინი შენზეა ხომ იცი , - გავიცინე და პირდაპირ სამზარეულოში გავედი.
⁃ სამსახურში ისევ არეულობაა?
⁃ ერთი ამბავია როგორც ყოველთვის, უფროსი ყველანაირად ცდილობს ცხელ-ცხელი სტატიების დაბეჭვდას რეიტინგისთვის.
⁃ რაც "მაღალი საზოგადოება" გამოჩნდა იმის მერე ნელ-ნელა თქვენი ჟურნალის რეიტინგი ეცემა.
⁃ ხო და მაგაზეა გაგიჟებული,ხვალ მე და რამდენიმე თანამშრომელი დაგვიბარა,როგორ მაინტერესებს რა ხდება.
⁃ აბა მე რა ვიცი,ხვალ გავიგებთ. კოსტამ დამირეკა ახლახანს . ქორწილამდე შენი დაქალები და ჩემი რამდენიმე ძმაკაცი ზღვაზე წავიდეთო.რა მაგარი იქნება,როგორ გავერთობით აზრზე ხარ ,- ხელები მაღლა აწია ლიკა და ტაში დაუკრა .
⁃ მე ვერ წამოვალ.
⁃ სამსახური? - თავი დავუქნიე, - ერთკვირიანი უფასო შვებულება დაწერე.
⁃ ხო ,ვიფიქრებ. ***. დილით ადრე გამეღვიძა,წყალი გადავივლე და სამზარეულოში გავედი. დედა ბლინებს აკეთებდა.
⁃ უჰ ,რა კარგი სურნელია.
⁃ მიდი დე ჩაიცვი და მერე მიირთვი.
⁃ ნწ , ახლა მინდა ,- მანამდე ვჭამე ბლინები სანამ მუცელი არ ამტკივდა. კიდევ კარგი წონაზე არ მეტყობა რასაც ვჭამ,მშვენიერ ტანზე ვარ. არასდროს ვმდგარვარ დიეტაზე ,სულ იმდენს ვჭამ რამდენიც მინდა. ცოტახანში მოვემზადე, თეთრი ზედმეტად თხელი პერანგი და ჯინსის ქვედაბოლო ჩავიცვი. როგორც ყოველთვის ავტობუსით წავედი სამსახურში . სტატიას ვწერდი ცხოველებზე , უფროსმა კაბინეტში რომ დამიბარა. კარზე დავაკაკუნე და მანამდე არ შევედი სანამ "შემოდი" არ გავიგე.
⁃ დილამშვიდობისა ქალბატონო მაგდა.
⁃ მოდი ნენე, რამდენიმე თამამშრომელს დავუძახე კიდევ და რომ შემოვლენ მერე აგიხსნი სიტუაციას.
⁃ როგორც გენებოთ. მალევე შემოვიდნენ ოთახში გოგონები.
⁃ მოკლედ თქვენი იმედი მაქვს... ***
⁃ რაო რა გითხრა უფროსმა?
⁃ ნუ მახსენებ. ვიღაც სპორტსმენზე უნდა გავაკეთო სტატია.
⁃ რა უნდა მერე მაგას, - ჩაეცინა ლიკას.
⁃ სხვანაირადაა საქმე. წიგნივით უნდა დავწერო იმ ბიჭზე , ყველანაირი დეტალი უნდა ვიცოდე მასზე. ერთი თვე მაქვს დრო , თუ ვერ მოვასწრებ სამსახურიდან გამიშვებს და ხომ იცი ჩემი ხელფასი როგორ მჭირდება.
⁃ ფუ,ნაგავი. მოასწრებ აბა რას იზამ. იმედია მალე დაფარავ ბანკის სესხს.
⁃ იმედია, კარგი წავედი ,აღარ მცალია საერთოდ. ***. მაგდამ სახლში მალევე გამიშვა . დედას არ მოეწონა ის საქმე რაც დამავალა.
⁃ დედი,ცუდად იქცევი,სხვის ცხოვრებაში რომ ერევი.
⁃ რა ვქნა დე,აქამდე მხოლოდ ცხოველებზე ვწერდი,ისიც ისე იშვიათად იქ თუ ვმუშაობდი ვერც ვხვდებოდი.არ ვიცი ქალბატონმა მაგდამ მე რატომ შემარჩია. ხომ იცი ვერ ვიტან სხვის პირადში ჩარევას ,მაგრამ კარგად იცი სამსახური როგორ მჭირდება.
⁃ ხო ვიცი, კარგი მიდი იმუშავე და რძიან ყავას ოთახში შემოგიტან,- დედას ლოყაზე ვაკოცე და საძინებელში გავედი. ტანსაცმელები გამოვიცვალე,თხელი სარაფანა გადავიცვი და საწოლზე წამოვწექი. ლეპტოპი ჩავრთე და "google-ში" ილია ლიპარტელიანი ჩავწერე. არასდროს გამიგია ასეთი სპორტსმენის არსებობის შესახებ. უამრავი მასალა ამომიყარა რამაც ზედმეტად გამაკვირვა. ჯერ ფოტოებში გადავედი, თვალები ლამის გადმომიცვივდა ისეთი სიმპატიურ კაცს ,რომ გადავაწყდი, კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი,დედას ხმა რომ არა ასე დიდხანს ვიქნებოდი.
⁃ რას უყურებ ამისთანას მეც ,რომ ვერ შემამჩნიე? - ვითომ გამიბრაზდა ნინო, თან ეღიმებოდა.
⁃ არაფერს ,ჩავფიქრდი. უჰ,რა კარგი სურნელია, დე კარამელითაა ხო? - ფინჯანი გამოვართვი.
⁃ ხო, გავალ მე ,- გემრიელად მოვსვი ყავა,მნიამ...რა გემრიელია. მერე ისევ ლეპტოპის ეკრანს დავაკვირდი, იქიდან ყავისფერ თმიან , ყავისფერთვალებიანი კაცი მიმზერდა. ოდნავ წვერი ჰქონდა მოშვებული,რომელიც ალაგ-ალაგ ქერაში გადადიოდა . ტანი იმდენად მამაკაცური ჰქონდა ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მოჭიდავეობისთვის საკმაოდ მაღალი ჩანდა. მერე სტატიების კითხვას შევუდექი, არ ვხსნიდი ახლახანს დადებულებს. wikipedia გავხსენი და კითხვა დავიწყე .
⁃ "
ილია ლიპარტელიანი (დ. 22მაისს 1989, თბილისი ) -ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 4 -გზის ჩემპიონი ,4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს (2010 )პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ოქროსა და ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ექვსი ოქროს მედალი. მსოფლიო დონის სპორტსმენად ითვლება. ოლიმპიადაზე სულ ორჯერ იყო გასული სადაც მოსალოდნელი შედეგები დადო -ორი ოქროს მედალი.
სამწუხაროდ მისი კარიერა მალევე დასრულდა. "
მოიცა ... რას ჰქვია დასრულდა? ამდენი წარმატების შემდეგ ასე როგორ დაასრულა,ზედმეტად გავბრაზდი. მერე ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ ავარიაში მოყვა რის გამოც (ზუსტად ვერ დავიმახსოვრე დაზიანების სახელწოდება) აეკრძალა კარიერის გაგრძელება.
მერე მისი ინტერვიუ გავხსენი ,ჟურნალისტი ჰკითხა ადასტურებდა თუ არა რომ ტრავმის გამო დაასრულა კარიერა. თავი ზემოთ არ აუწევია ისე გასცა პასუხი ." ვადასტურებ" - საშინლად მეუცნაურა მისი ხმა,რაღაცნაირად ხრიწიანად ,ტკივილიანად და ცივად ჟღერდა. ლეპტოპი მაგიდაზე დავდე,შუქი ჩავაქრე და დავწექი. ილიაზე მეფიქრებოდა... დილა ჩვეულებრივად დაიწყო,რძიანი ყავა , დედას დიალოგი და სამსახურში წასვლა. მივედი თუ არა მაშინვე ლიპარტელიანზე მასალების ძებნას შევუდექი . ერთ-ერთ სტატიაში ეწერა,რომ წლებია ერთ ქალზეა შეყვარებული,მაგრამ ის ქალბატონი არაფერს გრძნობს მის მიმართ. ამ ფაქტს არ ადასტურენდა ილია,მაგრამ რატომღაც დავრწმუნდი რომ თითოეული სიტყვა ჟურნალისტის მართებული იყო ( რადგან რამდენიმე ძველ ინტერვიუში ,რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი კითხვაზე უყვარს თუ არა ვინმე ჩაეღიმა ,თავი დაუკრა და ერთ ინტერვიუში თქვა რომ სიყვარულისთვის იბრძვის. ) .
სანამ ყველანაირ სტატიას არ წავიკითხავ მასზე მანამ არ დავიწყებ მასთან შეხვედრებს.



ყველანაირი მასალის წასაკითხად ორი დღე დამჭირდა. სამსახურში არ დავდიოდი ,უფროსმა ეს რ
ერთი თვე ნუ ივლი სანამ ყველაფერს არ დაწერო. დედა ყველანაირად ხელს მიწყობდა, საძინებელში შემოჰქონდა საჭმელი და რძიანი ყავა. ზედმეტად მივეჯაჭვე ლიპარტელიანზე ფიქრს... საღამო ხანი იყო ლიკამ რომ დამირეკა.
⁃ ახლა კარგად მომისმინე,ალაგებ ბარგს სამი დღისთვის ,არ მოგაქვს ლეპტოპი და ეს დღეები ივიწყებ იმ სპორტსმენზე მასალების მოძიებას. პარასკევს დილით ადრე გავალთ ,რომ მალე ჩავიდეთ სოფელში ,- მომეწონა ეს აზრი,რამდენიმე დღე დასვენება კარგი იქნება.
⁃ ვის სოფელში მივდივართ?
⁃ კოსტას მამიდაშვილის,ძაან მაგარი სოფელიაო.მდინარეცაა.
⁃ ვაუ,მაგარია ,კარგი წავალ ჩემებს გავაგებინებ . უი,მოიცა არ გათიშო. ხვალ შენთან გამოვიდე თუ სად შევხვდებით ერთმანეთს?
⁃ ჩვენ მოგაკიხავთ.
⁃ კაი, გკოცნი. მისაღებში გავედი სადაც ჩემი მშობლები ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.
⁃ დე,მა ,ლიკამ დამირეკა სამი დღით სოფელში ავდივართო ,წავალ რა.
⁃ ვის სოფელში?
⁃ კოსტას მამიდაშვილის მამა.
⁃ კარგი,წადი. არ გადარიო ოღონდ ხალხი , იცოდე ხშირად დაგირეკავ , - გაიცინა და თვალი ჩამიკრა . ორივეს ლოყაზრ ვაკოცე და საძინებელში გავედი.



***

დილით ძალიან ადრე გამაღვიძა მაღვიძარამ , წყალი გადავივლე და ჩემი საყვარელი თეთრი ,წითელ ყვავილებში გაწყობილი სარაფანა გადავიცვი. თმები აბურდულად დავიწენი,რა ვქნა სხვანაირად არ გამომდის, წითელი პომადა წავისვი და სამზარეულოში ჩუმად გავედი ჩემებს ,რომ არ გაღვიძებოდათ. წერილი დავუტოვე სამზარეულოში და რძიანი ყავის დალევას შევუდექი. მალევე ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება მომივიდა " ჩამოდი ,ეზოში გელოდებით" . პატარა ჩანთას მოვკიდე ხელი,სარკეში ჩავიხედე და სახლი დავტოვე. ეზოში იდგა ლიკა უცხო მანქანასთან .მანქანიდან კოსტა გადმოვიდა ორივე მოვიკითხე და უკანა სავარძელზე დავჯექი ჩემს გვერდით უცხო მამაკაცი იჯდა, სახეზე დაჯდომის მერე დავაკვირდი. ჩემს გვერდით ილია ლიპარტელიანი იჯდა. შოკისგან ენა ჩამივარდა. სუნთქვა აღარ მყოფნიდა ,გაშტერებული ვუყურებდი. ისიც უცნაურად მიმზერდა.
⁃ რა გჭირს? - ჩემკენ ახლოს მოიწია, სუნთქვა ამიჩქარდა,არ ვიცი ასე რამ ამაღელვა. ცოტახანში დავწყნარდი ...
⁃ მდა... უკვე აღარაფერი ,გამიარა.
⁃ რა დაგემართა ვერ მივხდი, - აღარაფერი მითქვამს ან რას ვეტყოდი.ჩუმად ვიჯექი ჩემთვის და ხმას არ ვიღებდი, კოსტა და ლიკა რაღაცას განიხილავდნენ. ლიპარტელიანი გაშეშებული იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. თეთრი თხელი მკლავიანი მაისური ეცვა, ერთი ღილი შეეხსნა. ტანზე ბატიბუტებივით ჰქონდა კუნთები დაყრილი, არა გატყუებთ. ვაბუქებ, ნამდვილად დაკუნთულია ,მაგრამ არა ზედმეტად. ზედმეტად მამაკაცური აღნაგობა აქვს, აი ისეთი ერთი შეხედვით რომ მოეწონება მანდილოსნებს. კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა მკაცრი სახე და შოკოლადისფერი კანი. აბა მე... ისეთი თეთრი ვარ ზოგჯერ გარეთ გასვლაც მიტყდება, ხანდახან რუჯის კრემს ვისვამ,მაგრამ გადამიყვითლებს ხოლმე მთელ სხეულს. ეჰ,რას ვიზამ ასეა როცა არ ისვენებ. რამდენჯერმე ვიყავი აუზზე ისიც მხოლოდ გასაგრილებლად. ყურსასმენები გავიკეთე და Adele-Million years ago ჩავრთე. როგორ მიყვარს ეს სიმღერა... თვალები დავხუჭე და შევეცადე ჩამძინებოდა.


⁃ მალე ჩავალთ ? - ყურსასმენი მოვიხსენი და თვალმოჭუტულმა (ჩვევა რომელიც ვერ მოვიშორე) გავხედე კოსტას.
⁃ ისე რა , - მოკლედ გამცა ჩემს გვერდით მჯარმა პასუხი.

***

ულამაზეს სოფელში ამოვყავი თავი, ყველგან ხეები და მთები იყო. ამინდიც კარგი დაემთხვა. მანქანა ულამაზეს სახლთან გაჩერდა, კოსტამ დაასიგნაკა და მაშინვე გარეთ ორი მოხუცი გამოვიდა . ქალი ქოთქოთით მორბოდა, კაცი დინჯად მოაბიჯებდა. სწრაფად გააღეს კოსტამ და ილიამ მანქანის კარები და მათკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ. ერთმანეთს მთელი ძალით ეხვეოდა ოთხივე და ამავდროულად იცინოდნენ . პირველად ვხედავდი ლიპოს ( მთელი ინტერნეტსივრცე ასე ეძახის ) სიცილს , ისე უხდებოდა კარგახანს მონუსხული ვუყურებდი. ლიკა უეცრად ახარხარდა.
⁃ რა გაცინებს გოგო ? -უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე.
⁃ ვიღაცას ვიღაც მოეწონა?-ისევ იცინოდა.
⁃ მოიცა,რა?
⁃ რა იყო? რა გიკვირს? მთელი გზა დებილივით რომ უყურებდი გგონია ვერ შევამჩნიე?
⁃ ნუ სულელობ !
⁃ წამოდი გადავიდეთ თორე სირცხვილია, - ჩვენს დანახვაზე მოხუცები მალევე ჩვენკენ წამოვიდნენ. ორივეს გადაგვეხვივნენ.
⁃ მერი ბებო გაიცანი ჩემი საცოლე - ლიკა, კოსტამ ხელი გადახვია ლიკას.
⁃ სასიამოვნოა შვილო,რა ლამაზი ხარ, -სახეზე მოეფერა მერი ბებო ლიკას.რა თბილი ქალია. მერე უცნაურად დამაკვირდა მე , - ეს გოგონა ვინც მე მგონია ის არის?
⁃ ვინ გგონია ბებო? - ჩაეკითხა იქე მდგარი ილია.
⁃ ის გოგონა ამდენი წელი რომ გიყვარდა , - გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. გამართლდა ჩემი ეჭვები . ე.ი . მართლა ყვარებია ლიპარტელიანს ის გოგონა.
⁃ არა მერი ბებო, ეს ლიკას დაქალია , - მის მაგივრად უპასუხა კოსტამ.
⁃ უი , - იმხელა ხმაძე შეჰყვირა შიშისგან შევხტი , - უკაცრავად. რა გქვია შვილო?
-ნინე მესხი,სასიამოვნოა მერი ბებო , - თბილად გავუღიმე.
⁃ რა ლამაზი სახელი და გვარია, შენც ძალიან ლამაზი ხარ.
⁃ მადლობა , - ლოყები ამიწითლდა.
⁃ ოჰ , დაასვენე მერი ბავშვები .რამდენს ლაპარაკობთ ,წამოდით შვილებო გეშიებათ, - საუბარში ჩაერთო იქვე მდგარი მოხუცი.
⁃ მომიკვდეს თავი,სულ დამავიწყდა გურამ ეგ. წამოდით,წამოდით ,- ქოთქოთი მიდიოდა სახლისკენ ბებო, ჩამეღიმა, გვერდით გავიხედე .ლიპარტელიანი იდგა... მიყურებდა და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.

სახლი ულამაზესი აღმოჩნდა,ყველაფერი ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი . ნამცხვრის უგემრიელესი სურნელი ტრიალებდა მთელ სახლში .მაშინ მივხვდი რომ ძალიან მომშიებოდა.
⁃ მიდი ხელი გადაიბანეთ, ილია აჩვენე სააბაზანო გოგონებს,მერე დაისვენეთ,მანამდე ყველაფერს გავაკეთებ მე.
⁃ ერთი არ ქოთქოთებდე , - ჩაიცინა გურამმა .


დავიბანე თუ არა ხელები კოსტას ვკითხე სამზარეულო სად იყო,მინდოდა მერი ბებოს ოდნავ მაინც დავხმარებოდი.
⁃ მერი ბებო, რაში დაგეხმარო? - უცებ გავუშინაურდი.
⁃ არ გადამრიო ახლა,დაჯექი და დაისვენე . ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?
⁃ არა,არ მინდა მადლობა. მთელი გზა ვისვენებდი რამეში დაგეხმარებით თორე ტყუილად გაჩერება არ შემიძლია ,- შემომხედა და გაიცინა.
⁃ კარგი შვილო, აგერ ჩემს ბიჭს ცხელ-ცხელი მჭადები უყვარს და თუ გეხერხება დააცხვე ,მე ხაჭაპურს მივხედავ , - ისე გამეხარდა ილიასთვის რამის გაკეთება რომ შემეძლო უცებ დავტრიალდი. მინდოდა ძალიან გემრიელი გამომსვლოდა , არ ვიცი რატომ ვფიქრობ მასზე ამდენს ,ანდაც რატომ მინდა რამით ვასიამოვნო. ჩემი თავის მიკვირს ასე არასდროს ვყოფილვარ. ტაფაზე უნდა დამეწყო მჭადები ოთახში ილია,რომ შემოვიდა . ზუსტად იმ დროს ზეთის წვეთები შემომესხა .
⁃ აჰ , -უცებ შევყვირე,საშინლად ამეწვა თითები. ილია და მერი ბებო უცებ ჩემთან გაჩნდნენ.
⁃ გეწვის? როცა არ იცი თავი უნდა დაანებო , - უკმაყოფილო სახით მიყურებდა ილია.
⁃ დაანებე ბავშვს თავი , დაჯექი შვილო მე გავაკეთებ.
⁃ არა,გამიარა უკვე. მე გავაკეთებ.
⁃ ფრხილად იყავი არ დაიწვა , - თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა ილიამ. ძალიან მეწყინა მისგან ასეთი დამოკიდებულება.
საბოლოოდ უგემრიელესი მჭადები გამოვიდა სალათიც დავჭერი და სუფრის გაშლაშიც დავეხმარე ბებოს. ყველა გემრიელად ილუკმებოდა , ილიამ ჯერ ერთი მჭადი გადმოიღე , მერე მეორე და მესამე რომ უნდა აეღო ჩავიცინე და შევხედე.
⁃ რაო მოგეწონა მჭადები?
⁃ არაუშავს რა , - უხ,უტაქტო. რა მოუვიდოდა ეთქვა - ძალიან .გემრიელად მივირთვი ყველაფერი.
⁃ ჩაის ან ყავას არ დალევთ ? - იკითხა მერიმ.
⁃ ესენი მარტო რძიან ყავას სვამენ , - გაიცინა კოსტამ.
⁃ მართლა? - აყვა ყურამიც.
⁃ დიახ, სხვას არაფერს ვსვამთ , - ჩემს მაგივრად უპასუხა ლიკამ , - მერი ბებო რძიანი ყავა წამოვიღე ბლომად და შოკოლადები, წამოგყვებით სამზარეულოში.
ლიკა და მერი ბებო სამზარეულოში გავიდნენ. მალევე ზარი შემოვიდა ტელეფონზე. თანამშრომელი მირეკავდა.
⁃ ხო ჯაბა, რა ხდება?
⁃ მაგდამ მუშაობას თუ აგრძელებს კითხეო და ერთ თვეში ყველაფერი მზად იყოსო.
⁃ ვაგრძელებ რა თქმა უნდა, კი იქნება ერთ თვეში. სხვები რას შვებიან?
⁃ რავი,მაგათაც უნდა დავურეკო, ისე რთული საქმე შეგხვდა.
⁃ ჰო,მაგრამ რას ვიზამ.
⁃ კარგი,წარმატებები.
⁃ მადლობა ჯაბა, კაი კარგად .
⁃ კარგად, - ტელეფონი გავთიშე და მაგიდასთან დავბრუნდი.
⁃ ხო მშვიდობაა? - ჩამეკითხა კოსტა.
⁃ კი , მშვიდობაა.
⁃ ხვალ პიკნიკზე წავიდეთ და მერე მდინარეზე , - გეგმა დააწყო ლიპომ.



***

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, პირველი შემთხვევა იყო მგონი საწოლიდან ფრენა-ფრენით ,რომ წამოვფრინდი. ასე კარგად კარგახანია არ მძინებია. კუპალინკები ჩავიცვი და თხელი სარაფანა გადავიცვი. პირველ სართულზე ჩავედი , სააბაზანოში მოვწესრიგდი და ეზოში სუფთა ჰაერზე გავედი. იქვე ჰამაკი დავინახე და ბედნიერებისგან ერთ ადგილას შევხტი თან ვიცინოდი. გავიქეცი და ზედ დავხტი , უცებ ვიგრძენი რომ ვიღაცის სხეულს ვეწექი ზემოდან.



***
პირველი ისტორიაა და კრიტიკულად ნუ მიუდგებით;დ , შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეფონით ვწერ და ვეღარც გადავხედე



№1  offline მოდერი sameone crazy girl

მომეწონა ძალიან ... პირველი თუ იყო საერთოდ ვერ ვიფიქრებდი. მე არაფერი ისეთი შეცდომა არ მომხვედრია თვალში რაც კითხვისას სემაფერხებდა და შემაწყვეტინებდა. ერთი ამოსუნტქვით ჩავიკითხე რასაც ქვია და ეს გოგო მაგარი ვიღაცაა smile ნუ ილიაც კაი ტიპია
მალე დადე რა გთხოოვ თან ეს დიდი ტავი იყო და იმედია სხვებიც ამ ზომის იქნება

 


№2  offline წევრი aNuGi

უსაყვარლესი ისტორიაა მართლა! გემრიელარ ჩავიკითხე... ძალიან მომეწონა!
ველოდები შემდეგ თავს!
წარმატებები
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3 სტუმარი kati

ძალიან კარგად წერ, მომეწონა და ველოდები შემდეგს. ოღონდ მალე დადე რა არ გვალოდინო ხოლმე. წარმატებები.

 


№4  offline წევრი ელობელო

დიდი მადლობა

 


№5  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე

 


№6  offline წევრი yviteli minioni

ძალიან მომეწონა გააგრძელე

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მომეწონაა კარგიი ისტორიაა ჩაანს...გააგრძელეე და არ დაგვიგვიანოო ხოლმე რაა :((( ♡♡♡♡

 


№8 სტუმარი Guest usaxelo

pawka ara pachka
w shi muxvdebi rac vigulisxme

 


№9  offline წევრი ელობელო

Guest usaxelo
pawka ara pachka
w shi muxvdebi rac vigulisxme

მივხვდი,ზოგადად პაჩკაც არასწორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent