თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგეხრა. (28)
ჩემი ძმის ქორწილმა ჩაიარა და სოფიც ჩაგვირძალდა. ასეთი ბედნიერი დღე, ბოლოს არ ვიცი, როდის იყო. ყველაფერი კარგადაა, ყველა კარგადაა, მათ შორის მეც. ქორწილი ბათუმში გადაიხადეს, გემზე. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ამინდი იყო, თორემ სოფის კაბის დასველებას ვერ ავიტანდი, ნუ, ქორწილის ჩაშლასაც. -ლუკა- სანამ ნინა ბათუმში წავიდოდა ძმის ქორწილში, კაბაში შევაფასე. ისეთი ლამაზი იყო ჩემი ნინა, ჩემი უკარება, რომ იმ წამს თავი ვეღარ გავაკონტროლე. მივუახლოვდი და ნაზად ავუსვი ხელი მოშიშვლებულ ზურგზე. ვიგრძენი როგორ შეაჟრჟოლა და მეც სიამოვნებისგან დამბურძგლა. მისი ყურისკენ დავიხარე და ჩუმად ჩავჩურჩულე: -მარტივი გასახდელია? ნინას ჩაეცინა და კისერში მაკოცა. -კი, მაგრამ მაინც ფრთხილად, არ გახიო. აღარაფერი მითქვამს. ვნებიანად დავეწაფე მის ტუჩებს, კისერს, ლავიწებს და მერე ვნებიან თავდავიწყებას მივეცი. -სულ მალე სამუდამოდ ჩემი გახდები. -მიმისაკუთრე?-ჩამეცინა. -კი, მთლიანად...გულით, სულით და სხეულით. -მესაკუთრე. -სანდრო- ქორწილის დღეს, უკვე ვფიქრობდი, ნინა საბოლოოდ დავივიწყე-მეთქი, მაგრამ როდესაც ლამაზ, გრძელ ღია ცისფერ კაბაში დავინახე, მკერდზე იდეალურად მომჯდარი დეკოლტეთი, ჩახსნილი ზურგით და მოშიშვლებული ფეხით, გული ისევ ამიჩქარდა. იმდენად ლამაზი იყო ნაზად აწეულ თმებში, რომ უბრალოდ წამით თავი დავკარგე, ისევ... ქორწილის მერე, რამდენიმე დღეში თბილისში დავბრუნდით, სოფი და აკაკი კი წავიდნენ. მაინც, თაფლობის თვე და ამბები. ნინას მიმართ გრძნობები ჩამიწყნარდა და ამასთან ერთად მეც დავწყნარდი, იმიტომ რომ, ახლა თავისუფლად, მშვიდი გულით ვუყურებდი მის ბედნიერებას. სახლში ვიყავი და უაზროდ ვათვალიერებდი ძველ სურათებს. იმ დროს ვიხსენებდი, როცა ჯერ კიდე წართმეულ კანფეტზე მიწევდა წუწუნი. ძალიან ჩვეულებრივი და უხასიათო დღე იყო ჩემთვის, ამიტომ არაფრისგან დაღლილი არაფერზე ვფიქრობდი. ტელეფონმა დამირეკა და ისე ვუპასუხე, ეკრანისთვის არც შემიხედავს. -რას შვები?-ნინას ხმამ მაშინვე გამომაცოცხლა. რატომ? თითქოს აღარ ვგრძნობ არაფერს, მაგრამ მაინც ამიჩქარდა გული მისი ხმის გაგონებისას. -რავი, არაფერს, შენ?-ვუპასუხე ცოტა დაგვიანებით. -არც მე. ლუკა ვარჯიშზეა და გამოვყრუვდი სახლში. -გარეთ გინდა? -როგორც ყოველთვის, ჩემი უსიტყვოდ გესმის.-ჩაიცინა და მის ჩაცინებაზე მეც გამეღიმა. -მაშინ 10 წუთში შენ სახლთან ვიქნები. -მიდი, გელოდები. რაც შეიძლება ჩქარა გავემზადე და ნინას სახლისკენ წავედი. მაინც მიხარია მისი ნახვა, მაინც მსიამოვნებს მასთან ყოფნა...მაინც ვერ დავივიწყე, რამდენად მშვენიერია მასთან გატარებული დრო...მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ გადავიყვარე ბოლომდე, მაგრამ არაუშავს...მაინც გავჩერდები, გავჩერდები, იმიტომ რომ ვიცი, ჩემი გრძნობები მას ბედნიერებას არ მოუტანენ. ბედნიერი ლუკასთანაა და არა ჩემთან. ასეც უნდა იყოს. ახლა ის ეტაპი მაქვს, როცა ვიაზრებ, რომ ყველაფერთან შეიძლება შეგუება. მე შევეგუე ცალმხრივ სიყვარულს, იმდენად შევეგუე, რომ ნელ-ნელა გადავიწყებისკენ მივდივარ, იმ ურთიერთობისკენ, რომელიც თავიდან უნდა მქონოდა, მხოლოდ მეგობრული და მეტი არაფერი. ნანკაც...ნანკაც მიტრიალებს ფიქრებში. არც ვიცი, შემეძლება თუ არა მასთან სერიოზული ურთიერთობის აწყობა, მაგრამ მეორეხარისხოვნადაც არ მინდა მისი დატოვება. უკვე მერამდენეჯერ ვხვდები, რომ იგი ასეთი უგულო მოპყრობის ღირსი არაა. არაა გამოსაყენებელი ადამიანი და მორჩა. როგორც იქნა, ნინას სადარბაზომდე მივედი. იქ დამხვდა. -3 წუთით დაიგვიანე.-გაეცინა. -რა მეწვრილმანე ხარ. -რა თქმა უნდა.-მიღიმოდა. -სადმე გინდა წასვლა? -არა, უბრალოდ გარეთ ყოფნა, თან დღეს სასიამოვნო საღამოა, არც ძალიან ცხელა. -ხო, მაგაში გეთანხმები. -სადმე დავსხდეთ. -კაფეში რომ დაგპატიჟო? -თუ შენ გადაიხდი, მაშინ კი.-გაეცინა. -ფული გენანება? -ძუნწი გავხდი.-სასაცილოდ აწია წარბები. -ძუნწო ნინა,-ლოყაზე ვუჩქმიტე.-არ გამოგადგება ასე ცხოვრება. -შენ მაგაზე არ ინერვიულო.-ჩაეცინა. -მე რატომ უნდა ვინერვიულო, მაგით არაფერი მაკლდება. ნინამ გამიღიმა და ხელი მომკიდა. -კაფეში რომ მივალთ, რაღაც უნდა გითხრა.-თვალები გაუბრწყინდა. -როგორც ვხედავ, რაღაც ძალიან სასიხარულო. -კი, უზომოდ.-ვხედავდი, როგორ დახტოდა გულში სიხარულისგან. -ახლა რომ მითხრა? -არა, უნდა იჯდე, თორემ წაიქცევი. -ნუ მაინტრიგებ. -მაგისთვის ვარ გაჩენილი. -ხო ვხედავ, ინტრიგანო. -უკვე რამდენი ზედმეტსახელის დაგროვება მომისწრია, აზრზე ხარ? უკარება, ძუნწი, ინტრიგანი. კიდე მოვასწრებ რამდენიმეს. -გული მიგრძნობს, ძალიან ბევრს. -არ გამიკვირდება.-გაიცინა. ასე ლაპარაკში ახლოს მყოფ კაფესთან მივედით და დაუფიქრებლად შევედით. -რას შეუკვეთავთ? -ორი ცივი ყავა ნაყინით, თუ შეიძლება.-შეკვეთა ნინას მაგივრადაც გავაკეთე. -კარგით, ახლავე. -რა უნდა გეთქვა?-გაღიმებული სახით შევხედე ჩემ წინ მჯდომ ნინას. -რა და...-გაჩუმდა, თან ღიმილი ახლა ყურებამდე აუვიდა. -მალე...ვეღარ ვითმენ. -კარგად ზიხარ? -ძალიან. -მაშინ მოემზადე. -მზად ვარ. -ლუკამ ხელი მთხოვა. -რა?-სხვა სიტყვები ყელში გამეჩხირა. -ხო. უზომოდ ბედნიერი ვარ. ასე მგონია, ცას მივწვდები მალე სიხარულით. -ღადაობ? როდის გთხოვა?-თვალებში ჩავაშტერდი. -აკაკის ქორწილამდე ცოტა ადრე. -და მე აქამდე არ ვიცოდი?-გამეცინა. -ახლა მოვიკრიბე გამბედაობა მეთქვა. ჯერ მხოლოდ გეგმაა, დეტალებზე არ გვილაპარაკია. -მთავარია ხელი გთხოვა. -ხო, ყველაზე მთავარია.-ბედნიერებისგან ცოტა აწითლდა. ვერ ვიტყვი არ გამიხარდა-მეთქი, პირიქით, გულზე მომეშვა, რომ ლუკა ამდენად სერიოზულად ფიქრობდა მათ ურთიერთობაზე, მაგრამ გულის სიღრმეში, რაღაც უცნაური ვიგრძენი, თითქოს, რაღაც ჩამწყდა. ნაკლებად მტკივნეულად, მაგრამ ჩამწყდა. საღამოს 10-ისთვის სახლში დავაბრუნე და ჩემკენ წავედი, მაგრამ რატომღაც გავჩერდი და ნანკას სახლის გზას გავუყევი. მეც არ ვიცი რატომ შემოვბრუნდი, რატომ გადავწყვიტე მასთან წასვლა, უბრალოდ გადავწყვიტე და მორჩა. -სანდრო?-გაკვირვებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა კარებში მდგომმა. -არ გინდა ყავაზე დამპატიჟო? -სიამოვნებით.-გამიღიმა და სახლში შემიშვა. არაფრის გაკეთებას ვაპირებდი, აღარ მინდოდა მისი გულის ტკენა, უბრალოდ ლაპარაკი, უბრალოდ ურთიერთობა. ნინას სიტყვებმა საბოლოოდ დასვეს წერტილი ჩემ გრძნობებში. შეიძლება ძალიან მდომებოდა ამ წერტილის წაშლა, მაგრამ ვერ გავბედავდი, რადგან ამით ჩემი საყვარელი ბავშვის ბედნიერებას ჩავაშხამებდი, მე კიდე ეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ამიტომ, ახლა მივხვდი რატომ წამოვედი ნანკასთან. უბრალოდ გადავწყვიტე, ჯობია წინ გავიხედო, ჯობია ახალი რაღაც გამოვცადო და მივცე თავს უფლება სხვაგან გაიხედოს ნინას გარდა. პირველი ნანკა იყო, რომლის კარგ მხარეებსაც ნინაზე ფიქრებით ვერ ვამჩნევდი და ახლა გადავწყვიტე, მისით დავინტერესებულიყავი, ვინ იცის, იქნებ შევძლო მისი შეყვარება... -ნინა- სახლში თავისუფალ და ძალიან კარგ ხასიათზე ავედი. უკვე გამოცვლას ვაპირებდი, რომ ლუკამ დამირეკა. -რას შვები, საცოლე?-ჩაიცინა. -რავი, ახლა დავბრუნდი სახლში, შენ? -მეც. სად იყავი? -კაფეში, სანდროსთან ერთად. -რა გინდა, ვიეჭვიანო?-გაეცინა. -რატომაც არა, მიყვარს, როცა ბიჭი ეჭვიანობს. -საზიზღარი ხარ.-ჩაიცინა. -ვიცი.-მეც ავყევი. -დღეს ადრე რომ დავიძინო, ხო არ გეწყინება? მინდოდა ამოსულიყავი, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ. -რა სისულელეა, პირიქით, დაისვენე, ხვალაც მოვასწრებ შენს ნახვას. -მაშინ ხვალამდე, ჩემო უკარება. -ხვალამდე. მიყვარხარ. -მეც. ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მხოლოდ დილით ვნახე ლუკა და არ მეყო, მაინც კარგად ვგრძნობდი თავს. დაღლილი არ ვიყავი, ამიტომ ხატვა დავიწყე. საინტერესოა, სად წავიდე სამხატვროში? პარიზი? მგონი კარგი იდეაა, თუ მიმიღებენ. სადღაც ღამის 3-ზე დასაძინებლად დავწექი და ტკბილად ჩამეძინა. აგვისტომ დასასრულს მიუახლოვდა. მე და ლუკა ქორწილზე ახლა უფრო ხშირად ვლაპარაკობდით. გვინდოდა მალე გაგვეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ თან სწავლაც უნდა გაგვეგრძელებინა. საბუთები პარიზის რამდენიმე პრესტიჟულ სამხატვრო აკადემიაში გავგზავნე. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს ჩემი არჩევანი არ აკმაყოფილებდა და სუსტად, მაგრამ მაინც ცდილობდა რამენაირად მაინც გადაეფიქრებინა ჩემთვის, ვერაფერს გახდა, უფრო სწორედ, არ მივეცი იმის საშუალება, რომ ჩემ ცხოვრებაში ჩარეულიყო. სექტემბრის დასაწყისში უკვე რამდენიმე მოწვევა მივიღე. საბოლოოდ ერთ-ერთი ავარჩიე და გადავწყვიტე წავსულიყავი. მხოლოდ ერთი რაღაც დამრჩა მოსაგვარებელი. ამის შესახებ ლუკასთვის არ მითქვამს და არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა. სექტემბრის პირველ რიცხვებში უკვე მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშები დაიწყო. ლუკა ნაკრებში მოსახვედრად იბრძოდა. მინდოდა ბოლოს მეთქვა, როცა ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ 7 სექტემბერს უკვე უნდა გავფრენილიყავი, ახლა კი, უკვე 4 იყო. როგორც პირველმა, ასევე მეორე თამაშმა წარმატებით ჩაიარა და მასთან ავედი აღსანიშნავად. -სულ რაღაც 1 თამაშიც და ყველაფერი გაირკვევა. მწვრთნელი მეუბნება, რომ ძალიან მოვწონვარ, მაგრამ არ ვიცი, უზომოდ ვნერვიულობ. გეფიცები, მაკანკალებს. -დამშვიდდი, აუცილებლად მოხვდები ნაკრებში. შენზე კარგი ვინ უნდა აიყვანონ. -კარგი რა, თუ დააკვირდი, რამდენიმე ღირსეულ კონკურენტობას მიწევს. -მაინც საუკეთესო ხარ.-ჩავეხუტე. -ვიცი.-ლოყახე ნაზად მაკოცა. -როდის გაქვს ბოლო თამაში? -7-ში. გული გამიჩერდა. ხმა ვერ ამოვიღე. -ხო მოხვალ?-გაკვირვებულმა მკითხა. -...კი.-გავუღიმე და მივეხუტე. ჩემო საყვარელო მკითხველებო. ვიცი, უნამუსოდ დავაგვიანე ახალი თავის დადება, მაგრამ იმედია დარჩით ისინი, ვინც კითხულობდით და ისევ ასე გააგრძელებთ. დროებითი შეფერხება მქონდა და ვერც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ეს ისევ არ მოხდება, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, ასე უნამუსოდ აღარ დავაგვიანო. მადლობა. სიყვარულით, თქვენი supreme. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.