შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნესმენი და სტუდენტი გოგონა (თავი2)


20-08-2016, 09:20
ავტორი Tako Tako_2
ნანახია 3 108

ბიზნესმენი და სტუდენტი გოგონა(თავი2)
გათენდა, მარიამი ადგა, ჩაიცვა და მეგობრების გასაღვიძებლად მათი ოთახებისკენ გასწია. ლიკა უკვე ამდგარი იყო და ტელევიზორს უყურებდა, ამიტომ პირდაპირ გვანცას ოთახში შევიდა. დიდი წვალების შემდეგ მოახერხა მისი წამოგდება.
გარეთ შესანიშნავი ამინდი იყო,მზე ანათებდა. გოგონებმა გადაწყვიტეს რომ სანაპიროზე გასულიყვნენ და მზადება დაიწყეს. მარიამმა ჩანთაში მზისგან დამცავი კრემი ჩადო და ჯასტინ ბიებერის გამოსახულებიანი მაისური გაისწორა.
-მზად ხართ?-იკითხა მარიამმა.
-თუ ამ მაიკით წამოხვალ ჩემ გვერდით არ გაიარო-გააფრთხილა გვანცამ და შეუბდღვირა.
-გამოიცვალე-დაუმატა ლიკამ.
-არც იოცნებოთ. წავედით(მარიამი)
- კარგით, წავიდეთ და კამერები არ დაგვავიწყდეს, თორემ, ცურვა არ ვიცი და რამე რომ დამემართოს...-(ლიკა)
- თუ რამეა მე გადაგარჩენ ახლა კი წავიდეთ-სიცილით უთხრა გვანცამ.

გოგონები სახლიდან გამოვიდნენ და რამდენიმე წუთში უკვე მისულიყვნენ სანაპიროზე. ზღვა წყნარი იყო და გამჭირვალე, მზის სხივები ანათებდა. მარიამმა დამწვრობის ასაცილებლად მზის დამცავი კრემი წაისვა, სათვალე გაიკეთა და გასარუჯად სანაპიიროზე წამოწვა. ის ფიქრობდა დათოსთან ორ საათზე შეხვედრაზე. მან გადაწყვიტა,რომ გაეცურა. წამოდგა, სათვალეე მოიხსნა და ზღვაში შევიდა. თავიდან ზღვა ცივი მოეჩვენა, მაგრამ შემდეგ თითქოს წყალი გათბა. ლიკა ფსკერზე წამოწოლილიყო და ტალღები ეშხეფებოდა. მას მარიამი და გვანცა ეუბნებოდნენ,რომ მათთან მისულიყო, მაგრამ ეშინოდა და არ მიდიოდა. მარიამმა გაცურა შორს,მალე კი მის მეგობრებს ვერც კი ხედავდა, მაგრამ უცბად გამოჩნდა პატარა დელფინი, მხოლოდ ოთხი-ხუთი თვის იქნებოდა. მარიამს ცოტა შეეშინდა, მაგრამ ბოლოს ერთმანეთს გაუგეს. ერთად ცურავდნენ, შემდეგ კი დაემშვიდობნენ და მარიამმა მთელი სისწრაფით გაცურა, რომ არ დაგვიანებოდა დათოსთან.
ამოვიდა ზღვიდან,გაშრა თუ არა მაშინვე მოემზადა დათოსთან შესახვედრად. მის წინ იდგა ერთი შუახნის მამაკაცი, ვერ მიხვდა ვინ იყო. თითქოს მისი ტანი ეცნობოდა, მაგრამ მას თმა არ ჰქონდა. საბოლოოდ მიხვდა, რომ ის დათო იყო. ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდა თან ლინზებიც არ ეკეთა. მარიამი მაშინვე მიუახლოვდა მას და თვალში მოხვდა მისი თაფლისფერი თვალები,რომლებიც ნაცრისფერ ლინზებზე არანაკლებ გამოიყურებოდა.
- აი თურმე როგორი თმა გქონია-უთხრა მარიამმა და მისს მელოტ თავს შეავლო თვალი და ჩაიცინა-საერთოდ თუ გაქვს.
- ჩემს თმაზე ხუმრობა კი კარგია, მაგრამ დღეს კფეხბურთის მატჩზე ბილეთები დავჯავშნე და არ დაგვაგვიანდეს-უთხრა დათომ.
- ჩემთვის ამ ყველაფრის შესახებ რომ არაფერი გითქვამს?!-გაოცებულა უთხრა მარიამმა.
დათომ მხრები აიჩეჩა და მარიამთან ერთად გაუდგა გზას.
ფეხბურთის მატჩმა მარიამისთვის უაზროდ ჩაიარა,თუმცა დათო დიდად ჩართული იყო. თამაშის დასრულების შემდეგ მათ გასეირნება გადაწყვიტეს. გზაში ისაუბრეს თითქმის ყველაფერზე. დათოს თურმე ილიას უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული ბიზნესის განხრით. მას ძალიან უყვარდა მოგზაურობა და ამჟამად ამიტომ იმყოფებოდა ანტალიაში.
მარიამი და დათო სანაპიროზე ჩამოჯდნენ. გაწვიმდა,წვიმის წვეთი თითქოს ჰაერში იყინებოდა, წვიმის წვეთი ისეთი სისწრაფით ეცემოდა მიწას, ზღვას, რომ ვერაფერს ვერ დაინახავდი, მარიამი და დათო ერთმანეთსაც კი ვერ ხედავდნენ. შემდეგ დათოს გიჟურმა აზრმა გაუელვა, მარიამს ხელისტაცა და ზღვისკენ გაიქცა. ისინი ასეთ წვიმაში ასეთ ტალღებში ზღვაში ცურავდნენ. წყალი ცივი იყო, მაგრამ ისინი ამას ვერ გრძნობდნენ. ცურავდნენ, ფსკერიდან ტალახს იღებდნენ და ერთმანეტს ესროდნენ. ბნელოდა ისინი შორს იყვნენ სანაპიროდან, მათ დელფინების ხმაც კი ესმოდათ. ამას რა ჯობდა მაგრამ უკვე გვიანი იყო, თან ასეთ წვიმაში ცურვა საშიში იყო. გამოცურეს და თავი ერთ რესტორანს შეაფარეს. შემდეგ კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ტაქსი გამოიძახეს და სახლს მიაშურეს.
მარიამი სიცილ-ხარხარით შევარდა სახლში, გოგოებს ყურადღება არ მიაქცია, სველი ტანსაცმელი მაშინვე გაიძრო და შიშველი საშხაპეში შევარდა. დუში მოუშვა,ცხელზე დააყენა. ყოველჯერზე როდესაც წყალი ეხებოდა სიამოვნებდა. ხანდახან იცინოდა კიდეც, რადგან მომენტებში რაღაც ახსენდებოდა. შემდეგ სხეულზე შხაპის გელი წაისვა. მთელი ვანა ქაფში იყო ამოსვრილი. შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ მაგრამ ამჯერად ადელის სიმღერას უსმენდა. მარიამის ბანაობა მისი მეგობრებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, ამიტომაც ამჯერადაც კარების უკან იყვნენ და უსმენდენ, როგორ მღეროდა ვანაში მისი მეგობარი და სიცილით იგუდებოდნენ.მარიამი მორჩა ბანაობას, ტანი გაიმშრალა და პირსახოცი მოისროლა. შემდეგ კი კარები ფართოდ გააღო და გოგონებს ცხვირში მოახვედრა. თავი გააქნია და შიშველმა მეგობრებს ჩაუარა. კარების ცხვირში მოხვედრა პირველი არ ყოფილა და ალბათ არც უკანასკნელი.


გათენდა, მარიამს გული ცუდს უგრძნობდა, მის გულში ავდარი იყო და სინამდვილეშიც. ისე წვიმდა, როგორც გუშინ. ღამით არც კი შეწყვეტილა სეტყვა. გარეთ სულ ტალახი იყო, ბოტებით, თუ გაივლიდა ადამიანი. ასეთ ამინდში კაცი გარეთ ძაღლსაც კი არ გააგდებდა. მარიამს გარეთ გასვლა არ უნდოდა, ამინდიც კი უწყობდა ამაში ხელს. კარგად გამოძინება უნდოდა. ამიტომაც 1-2 საათი კიდევ წაუძინა.
გაიღვიძა, თუ არა მაშინვე წამოდგა და სახლში ბოდიალი დაიწყო. თავის მეგობრებს შეხედა. გვანცას კიდევ სძინებოდა, ლიკა კი სახლში არ იყო. ნეტავ სად უნდა წასულიყო ასეთ ამინდში თან ამ დროს, როდესაც მისი მეგობრები ტკბილ ძილს მისცემოდნენ. არ ასვენებდა ფიქრები მარიამს. გვანცას გაღვიძება უნდოდა, იქნებ მას სცოდნოდა რამე. მას ისე ეძინა, თითქოს ტკბილ სიზმრებში იყო გართული,რამაც გადააფიქრებინა. მარი გავიდა გვანცას საძინებლიდან და სამზარეულოში ყავის მზადება დაიწყო. ამასობაში მისი მობილური აიღო,კონტაქტებიდან დათოს ნომერი მოძებნა და მესიჯის კრეფვა დაიწყო:
-დილამშვიობისა, რას შვები? (მარიამი)
-არაფერს სახლში ვარ და ფანჯრიდან ვიყურები. შენ? (დათო)
-ისეთ არაფერს. დღეისთვის რამე გაქვს დაგეგმილი? (მარიამი)
-კი დღეს რაღაც საქმეები მაქვს, სამწუხაროდ შენთან შეხვედრას ვერ მოვახერხებ(დათო)
-ამ..კარგი. ახლა უნდა წავიდე გკოცნი (მარიამი)
- მეც (დათო)
გვანცას გაეღვიძა. მარიამი კი ისე ეკითხებოდა ლიკაზე სად წავიდაო თითქოს მთელი დრო ღვიძებოდა. მეგობარმა კი არც კი იცოდა, რომ ის სახლში არ იყო. ლიკას ტელეფონზე დაურეკეს,მაგრამ უშედეგოდ,არ უპასუხია. დრო მომაბეზრებლად იწელებოდა,მარიამს კი გუშინდელი ხალისი დაჰკარგვოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee ra uazrobaa raa es auuu

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

თამარ,იმედები გამიცრუე.
ეს მილიონების გროვა ჩემთვის მინდოდა.
ვხვდები,რაც უნდა მოხდეს,თუმცა ხალხს არ დავასპოილერებ.

 


№3  offline წევრი nini :)

Sizmari tu auxda nacet mere tqven ra ambebi datrialdebaaaaaaa, mtrisaas,:-D:-D:-D tu pirvelad wer gepatieba asseti istoria shemdegshi daxvewav da ufro saintereso iqnebaaaa

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

nini :)
Sizmari tu auxda nacet mere tqven ra ambebi datrialdebaaaaaaa, mtrisaas,:-D:-D:-D tu pirvelad wer gepatieba asseti istoria shemdegshi daxvewav da ufro saintereso iqnebaaaa

პირველად წერს.
ჩემი დაა

 


№5  offline მოდერი Tako Tako_2

uchveulo
vaimee ra uazrobaa raa es auuu


Tako Tako_2
uchveulo
vaimee ra uazrobaa raa es auuu

uchveulo
vaimee ra uazrobaa raa es auuu

გმადლობთ თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის,ეს ხუმრობით დავწერე და კომპლიმეტად მივიღებ.... laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent